გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210117002211388
საქმე # 2/868-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.11.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე ამ------- მა-----–---–ი,მოსარჩელის წარმომადგენელი დ------------------–---–-, გ--------–-------–---–-
მოპასუხე შპს ”აგ------–-------------------ი”,მოპასუხე წარმომადგენელი: ირ---–- ალ-----–---–ი
დავის საგანი: პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ”აგ------–-------------------ი”-ს 2017 წლის 28 ივლისის პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა .
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ამ------- მა-----–---–ი ფლობს 2009 წელს რეგისტრირებული შპს ”აგ------–-------------------ი”ს წილის 45% , ხოლო შპს ”კა-----–--------------ი” 55% წილის მფლობელია. ამ------- მა-----–---–მა შპს ”აგ------–-------------------ს” მიზერულ ფასად გადასცა ორი მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 54.08.61.0-- და 54.08.61.0--, რომელზეც აშენდა დაკიდული ფარდული და სავაჭრო ცენტრი .
შპს ”აგ------–-------------------ი” მცენარეთა საშუალებების და სასუქების რეალიზაციას ეწეოდა და 2016 წლამდე ამ საქმიანობით სოლიდურ მოგებას ნახულობდა. პროდუქციას ძირითადად აწვდიდა შპს ”კა-----–----------------ები”, რომლის დამფუძვნებელი და 100% წილის მფლობელია შპს ”კა-----–--------------ი”, რომლის დამფუძნებლები რო------ რე-ია და ზა--– სუ-–-ძე არიან .
მოსარჩელის მითითებით, ბოლო წლებში რო------ რე-იამ მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე შპს ”აგ------–-------------------ი”-ს დირექტორად ზა--– სუ-–-ძე დანიშნა. საწარმოს დირექტორის მიერ თავისი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულების გამო საზოგადოებას გაუჩნდნენ მოვალეები, რომლებმაც დირექტორის ნებართვით წაიღეს სხვადასხვა სახის პროდუქცია და მათი დავალიანება საზოგადოების მიმართ შეადგენს 286 351 ლარს. ასე-ე ზა--– სუ-–-ძის განმარტებით, შპს ”აგ------–-------------------ი”ს აქვს დავალიანება შპს ”კა-----–----------------ები”-ს მიმართ, 408 660 ლარის ოდენობით.
საზოგადოების დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებით 2017 წლის 28 ივლისს რ. რე-იამ და ზ. სუ-–-ძემ შპს ”აგ------–-------------------ი”ს პარტნიორთა კრება ჩაატარეს, სადაც გადაწყვიტეს, რომ შპს ”კა-----–----------------ები”-ს მიმართ კრედიტორული დავალიანებების დასაფარად უნდა გაიყიდოს შპს ”აგ------–-------------------ის” კუთვნილი უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით: 54.08.61.0-- და 54.08.61.0--, რომლის ღირებულება, აუდიტის შეფასებით, საორიენტაციოდ 360 000 ლარით განისაზღვრა. მოსარჩელის მითითებით, აღნიშნული შეფასება არ შეეფერება სიმართლეს და ფასი ხელოვნურად გაზრდილია, რადგან მოსარჩელის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით ქონების საერთო ფასმა 253 000 ლარი შეადგინა , ანუ დაახლოებით 108 000 ლარით ნაკლებია.
მოსარჩელის მითითებით, შპს ”აგ------–-------------------ის” კუთვნილი ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებით ზ. სუ-–-ძეს და რ. რე-იას სურთ არა კრედიტორული დავალიანების გასტუმრება, არამედ შპს ”აგ------–-------------------ი”-ს ხელოვნურად გაკოტრება და ა. მა-----–---–ის წილის პროპორციული ქონების ხელში ჩაგდება. აღნიშნული პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით პირდაპირ ირღვევა შპს ”აგ------–-------------------ი”-ის კანონიერი ინტერესები. ასევე აღნიშნული გადაწყვეტილება ასეთი სახით პირდაპირ ხელყოფს ამ------- მა-----–---–ის, როგორც პარტნიორის, არსებით ინტერესს, რადგანაც მითითებული უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში შპს ”აგ------–-------------------ი” რჩება ქონების გარეშე, ხოლო ამ ქონების რეალიზაციის შემთხვევაში ამ------- მა-----–---–ის 45%-იანი წილის ღირებულება ნულის ტოლი ხდება.
მოსარჩელემ 04.09.2018 წელს წარმოდგენილი წერილობითი შუამდგომლობით გაზარდა სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები და მიუთითა, რომ 28.07.2017 წელს კრებას ესწრებოდნენ ამ------- მა-----–---–ი და შპს ”კა-----–--------------ი”ს დამფუძვნებლები რო------ რე-ია და ზა--– სუ-–-ძე. ,,მეწარმეთა შესახებ" კანონის შესაბამისად კი, კრებაზე დასწრების და გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ არა დამფუძვნებელი კომპანიის პარტნიორებს, არამედ დირექტორს. მოცემულ შემთხვევაში 28.07.2017 წელს შპს ”კა-----–--------------ი”ს დირექტორი კრებას არ ესწრებოდა , ამიტომ დარღვეულია კანონის მოთხოვნა, რაც სს კოდექსის 54 მუხლის შესაბამისად, გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია .
მოსარჩელის მითითებით, შპს ”აგ------–-------------------ს" შპს ,,კა-----–----------------ების" მიმართ არანაირი დავალიანება არ გააჩნია. დავალიანების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი არც კრებაზე ყოფილა წარმოდგენილი და არც საქმის მასალებს ერთვის , ამიტომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით საზოგადოება კისრულობს იმ დავალიანების გადახდას, რომლის გადახდის ვალდებულებაც მას არ გააჩნია, დავალიანების არარსებობის გამო, რაც კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველია .
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ”აგ------–-------------------ი”ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2017 წლის 28 ივლისს ჩატარებულ კრებას ესწრებოდა და შპს ”აგ------–-------------------ი”ს ქონების გასხვისების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო შპს ,,კა-----–--------------ის" უფლებამოსილმა წარმომადგენელმა, ამიტომ ამ მიმართებით კანონის მოთხოვნა არ დარღვეულა.
მოპასუხემ მიუთითა, რომ აუდიტის დასკვნით და მოსარჩელის მიერ ჩატარებული ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით ქონების ღირებულებაში სხვაობა ამ------- მა-----–---–ის სარჩელის საფუძვლიანობას არ ადასტურებს, რადგან თავდაპირველი ექსპერტიზის დასკვნით მოპასუხის ქონების ღირებულება გაცილებით მეტია, ვიდრე ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით, ამიტომ შპს ”აგ------–-------------------ი”ს პარტნიორის შპს ,,კა-----–--------------ის" არაკეთილსინდისიერებაზე და შპს-ს ხელოვნურად გაკოტრების მცდელობაზე საუბარი შეუძლებელია.
მოპასუხემ მიუთითა, რომ შპს ”აგ------–-------------------ი”ს კრედიტორული დავალიანება შპს ,,კა-----–----------------ების" მიმართ დასტურდება აუდიტორული დასკვნით. მოსარჩელე კრედიტორის დაკმაყოფილებას საზოგადოების ქონების რეალიზაციის გზით ეწინააღმდეგება, ამასთან ვალდებულების შესრულების ალტერნატიული შესაძლებლობის არსებობაზე ვერ მიუთითებს, ამიტომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და სარჩელი უსაფუძვლოა.
მოსარჩელის მითითებით, გარდა იმისა, რომ პარტნიორთა კრების და მისი გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი უსაფუძვლოა, ამასთან ერთად ხანდაზმულიცაა, რადგან მოსარჩელემ მისი მონაწილეობით 2017 წლის 28 ივლისს ჩატარებული კრების ოქმი სადავო გახადა და სასამართლოში გაასაჩივრა 2017 წლის 12 დეკემბერს, ანუ მოსარჩელემ გაუშვა პარტნიორთა კრების ოქმის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ორთვიანი ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია .
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 უდავო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ შპს ”აგ------–-------------------ი” (233147---) სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 12/03/2009 წელს, კომპანიის დამფუძვნებელ- პარტნიორები არიან: ამ------- მა-----–---–ი- 45% წილის მფლობელი და შპს ”კა-----–--------------ი” (205100---), 55% წილის მფლობელი პარტნიორი . კომპანიის ხელმძღვ--ელობა/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია ზა--– სუ-–-ძე .
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 28-29);
3.2.2. დადგენილია, რომ შპს ”კა-----–--------------ი” (205100---) სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 31/10/2005 წელს, დამფუძვნებელ - პარტნიორები არიან: რო------ რე-ია- 35%, ზა--– სუ-–-ძე- 25%, ზუ---- სუ-–-ძე- 25% , ვა-–---- ჟვ--ია-15%. საზოგადოების ხელმძღვ--ელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან დირექტორები- რო------ რე-ია და ზა--– სუ-–-ძე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 70-71);
3.2.3. დადგენილია, რომ შპს ”კა-----–----------------ები ” (208168---) სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 21/03/1997 წელს, საზოგადოების დამფუძვნებელი და 100% წილის მფლობელია შპს ”კა-----–--------------ი”, საზოგადოების ხელმძღვ--ელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან დირექტორები- რო------ რე-ია და ზუ---- სუ-–-ძე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაწერი (ს.ფ. 68-69);
3.2.4. 2017 წლის 28 ივლისს ჩატარდა შპს ”აგ------–-------------------ი”ს პარტნიორთა კრება. კრებას ესწრებოდნენ : 45% წილის მფლობელი პარტნიორი ამ------- მა-----–---–ი და 55% წილის მფლობელი- შპს ”კა-----–--------------ი”ს დამფუძვნებელ -პარტნიორები რო------ რე-ია -35% და ზა--– სუ-–-ძე- 25% წილის მფლობელი, რომლებიც ამავე საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან. კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შპს ,,აგ------–-------------------ის" დავალიანების საკითხის განხილვა .
კრებაზე გამოვიდნენ ზა--– სუ-–-ძე და რო------ რე-ია, მათ განაცხადეს, რომ შპს ”აგ------–-------------------ის” მიმართ დებიტორული დავალიანება შეადგენს 286 351 ლარს, ხოლო შპს ,,აგ------–-------------------ის" დავალიანება შპს ”კა-----–----------------ები”-ს მიმართ შეადგენს 408 660 ლარს.
ზა--– სუ-–-ძემ და რო------ რე-იამ შემოიტანეს წინადადება შპს ”კა-----–----------------ები”-ს მიმართ დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს შპს ”აგ------–-------------------ის” კუთვნილი ქონების, რომლის საკადასტრო კოდია: 54.08.61.0-- და 54.08.61.0-- გასხვისება. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დასადგენად ქონების შეფასება მოხდეს დამოუკიდებელი აუდიტის მიერ. ქონების გასხვისების შემდეგ პირველ რიგში დაიფაროს შპს ”კა-----–----------------ები”-ს ვალი, ხოლო თუ უძრავი ქონების გასხვისებით მიღებული თანხა არ ეყოფა შპს ”კა-----–----------------ები”-ს მიმართ დავალიანების დაფარვას, დარჩენილი ვალის დაფარვა მოხდეს დებიტორებიდან ამოღებული თანხებით, ხოლო დარჩენილი თანხა განაწილდეს შპს ''აგ------–-------------------ის" დამფუძვნებლებზე წესდების შესაბამისად.
კრების ოქმის მიხედვით, ზემოაღნიშნული საკითხის ასეთი სახით გადაწყვეტას დაეთანხმა 55% წილის მფლობელი შპს ”კა-----–--------------ი” , ხოლო 45 % წილის მფლობელი ამ------- მა-----–---–ი არ დაეთანხმა, შესაბამისად, კრებამ მიიღო გადაწყვეტილება .
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ 31)
3.2.5. დადგენილია, რომ შპს ”აგ------–-------------------ი”ს დაკვეთით აუდიტმა შეაფასა შპს ”აგ------–-------------------ის” კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის საკადასტრო კოდია: 54.08.61.0-- და 54.08.61.0--. დასკვნის მიხედვით, 2017 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით ორივე უძრავი ქონების საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 360 000 ლარს შეადგენს, ხოლო მოსარჩელის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით, 2017 წლის 22 ნოემბრის მდგომარეობით მითითებული ორი ქონების საბაზრო ღირებულება 253 000 ლარს შეადგენს, ანუ დაახლოებით 108 000 ლარით ნაკლებია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- აუდიტორული დასკვნა ( ს.ფ. 37-62)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ( ს.ფ. 33-36)
3.2.6. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 28 ივლისს პარტნიორთა კრებაზე შპს ”კა-----–--------------ი”ს არაუფლებამოსილი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და შესაბამისად, კრება არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება, რადგან დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივლისს შპს ”აგ------–-------------------ი”ს პარტნიორთა კრებას ესწრებოდნენ : 45% წილის მფლობელი პარტნიორი ამ------- მა-----–---–ი და 55% წილის მფლობელი პარტნიორი შპს ”კა-----–--------------ი”ს დამფუძნებელ - პარტნიორები რო------ რე-ია- 35%, და ზა--– სუ-–-ძე-25 %, რომლებიც იმავდროულად საზოგადოების ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები არიან.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- კრების ოქმი ( ს.ფ. 31)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 70-71)
3.2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ შპს ”აგ------–-------------------ს” შპს ”კა-----–----------------ების”ს მიმართ კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია და რომ შპს ”აგ------–-------------------ი”-ს პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილების მიღების მიზანი საწარმოს ხელოვნურად გაკოტრება და ა. მა-----–---–ის წილის პროპორციული ქონების ხელში ჩაგდებაა .
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არც კრებაზე და არც წარმოდგენილი სარჩელით კრედიტორული დავალიანების არსებობა, ან მისი ოდენობა სადავოდ არ გაუხდია, მან ეს გარემოება 04.09.2018 წელს წარმოდგენილ წერილობით შუამდგომლობაში მიუთითა, რის საპასუხოდ მოპასუხემ წარმოადგინა აუდიტორული დასკვნა, რითაც შპს ”კა-----–----------------ების” მიმართ შპს ”აგ------–-------------------ის” კრედიტორული დავალიანების არსებობა დასტურდება, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეს არ ერთვის. ასევე სარჩელი არ შეიცავს ისეთ გარემოებებზე მითითებას, რომლებიც სასამართლოს საწარმოს პარტნიორის მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არაკეთილსინდისიერი და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების ვარაუდის საფუძველს შეუქმნის. მოცემულ შემთხვევაში კრებაზე მიღებული სადავო გადაწყვეტილება კრედიტორის დაკმაყოფილების მიზანს ემსახურება, ამიტომ მოსარჩელის მიერ შპს ”აგ------–-------------------ი”ს 55% წილის მფლობელი შპს ,,კა-----–--------------ის" არაკეთილსინდისიერებაზე მითითება, უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ ამ------- მა-----–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ 2017 წლის 27 ივლისს შპს ,,აგ------–-------------------ის“ პარტნიორთა კრება ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვე-ით. კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება როგორც ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს, ასევე შპს ,,აგ------–-------------------ის“ წესდებას და უხეშად არღვევს მოსარჩელის, როგორც პარტნიორის უფლებებს, ამიტომ დავის გადაწყვეტისთვის უნდა დადგინდეს პარტნიორთა კრება ჩატარდა თუ არა კანონის მოთხოვნათა დაცვით და კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება თუ არა ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონს და შპს ,,აგ------–-------------------ის“ წესდებას
,,მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტით , საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით. ამავე კანონის მე-3 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრულია, რომ პარტნიორები დებენ შეთანხმებას (წესდებას), რომლის საფუძველზეც წესრიგდება საწარმოს საქმიანობასთან ან/და პარტნიორების ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავოა 2017 წლის 28 ივლისს პარტნიორთა კრების ჩატარების და კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისას მეწარმეთა შესახებ კანონით და საწარმოს წესდებით დადგენილი პროცედურების დაცვის საკითხი.
პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და კომპეტენცია განისაზღვრება ''მეწარმეთა შესახებ '' საქართველოს კანონის მე-91 მუხლით დადგენილი წესების მიხედვით, თუ ''მეწარმეთა შესახებ '' საქართველოს კანონით ან საწარმოს წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. შპს ,,აგ------–-------------------ს“ გააჩნია წესდება , რომლის მე-5 თავით რეგულირებულია პარტნიორთა საერთო კრების მოწვევის, ჩატარების წესი და მისი კომპეტენცია , რაც კანონისაგან განსხვავებულ წესებს არ შეიცავს.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ''მეწარმეთა შესახებ '' საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-7 პუნქტის დარღვევა , რომლის მიხედვით, ყველა გადაწყვეტილება, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას, მოითხოვს ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული კრების გადაწყვეტილებას, და განმარტა, რომ 2017 წლის 28 ივლისს შპს ”აგ------–-------------------ი”ს დამფუძვნებელ- პარტნიორების შპს ”კა-----–--------------ი”ს უფლებამოსილი წარმომადგენელი სხდომას არ ესწრებოდა.
''მეწარმეთა შესახებ '' საქართველოს კანონის მე- 9 მუხლის 1 -3 პუნქტებით, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა
შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით
გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. 3. ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
დადგენილია, რომ შპს ”აგ------–-------------------ი”ს დამფუძვნებელ- პარტნიორები არიან და 2017 წლის 27 ივლისს ჩატარებულ კრებას ესწრებოდნენ: ამ------- მა-----–---–ი- 45% წილის მფლობელი და შპს ”კა-----–--------------ი” 55% წილის მფლობელი პარტნიორი. ამ უკანასკნელს კრებაზე წარმოადგენდა შპს ”კა-----–--------------ის” დამფუძნებელ - პარტნიორები რო------ რე-ია- 35%, და ზა--– სუ-–-ძე-25%, რომლებიც იმავდროულად შპს ”კა-----–--------------ი”ს ხელმძღვანელობა- წარმომადგელობაზე უფლებამოსილი პირები არიან, ამიტომ სადავო კრება ჩატარდა ყველა პარტნიორის მონაწილეობით და ამ მიმართებით კრების ჩატარების წესი არ დარღვეულა.
მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ასევე მიუთითებს ''მეწარმეთა შესახებ '' საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-9 პუნქტის დარღვევას, რომლის მიხედვით, საზოგადოების წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს გადაწყვეტილების მიღებას კრების მონაწილეთა ხმების უმრავლესობით, თუ ეს კანონი არ განსაზღვრავს გადაწყვეტილების მიღებას ერთხმად და თუ ამ გადაწყვეტილების შინაარსი არ ქმნის არათანაბარ მდგომარეობას რომელიმე პარტნიორისათვის ანდა არ ხელყოფს პარტნიორის არსებით ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივლისს შპს ,,აგ------–-------------------ის" ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებულ კრებაზე საზოგადოების 55% წილის მფლობელი პარტნიორი დაეთანხმა კრედიტორის დაკმაყოფილების მიზნით საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების შესახებ წინადადებას , ხოლო საზოგადოების 45% წილის მფლობელი პარტნიორი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას არ დაეთანხმა. ხმების უმრავლესობით გადაწყვეტილება მიღებული იქნა.
სასამართლო მიუთითებს, მეწარმეთა შესახებ კანონის 91 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ასევე ყურადღებას ამახვილებს შპს ”აგ------–-------------------ი”ს წესდების მე-19 მუხლის 2ბ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საზოგადოების დირექტორს საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებაზე ესაჭიროება პარტნიორთა კრების თანხმობა. ამდენად, ამ შემთხვევაში როგორც კანონით, ასევე საზოგადოების წესდებით საკმარისია პარტნიორთა ხმების უმრავლესობა. მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულია ხმების 55%-ის მხარდაჭერით, შესაბამისად კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება პროცედურულად არ ეწინააღმდეგება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღებისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნას და არც შპს ”აგ------–-------------------ი”ს წესდებას . ამასთან, სასამართლო თვლის, რომ საზოგადოების კრედიტორების დაკმაყოფილების მიზნით საზოგადოების ქონების გასხვისების და ვალის გასტუმრების გადაწყვეტილება რომელიმე პარტნიორისთვის არათანაბარ მდგომარეობას არ ქმნის და პარტნიორის არსებით ინტერესებს არ ხელყოფს, ამიტომ არც ამ საფუძვლით არსებობს კრების ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი .
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის შესაბამისად, დადგენილია, რომ სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობა არის სუბიექტის მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო საქმიანობაში გადაწყვეტილებებს ღებულობენ პარტნიორები. თუ როგორი გადაწყვეტილებაა საწარმოსთვის უკეთესი, ეს საკითხი პარტნიორთა გადასაწყვეტია. არსებითია, რომ პარტნიორებმა საქმიანობა განახორციელონ მართლზომიერად, კეთილსინდისიერად და საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ .
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ შეიცავს მითითებას ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს შპს ,,აგ------–-------------------ის" 55% წილის მფლობელი პარტნიორის მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არაკეთილსინდისიერი და საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედების ვარაუდის საფუძველს შეუქმნის. დადასტურებულია, რომ შპს ,,აგ------–-------------------ს“ აქვს კრედიტორული დავალიანება. კრებაზე მიღებული სადავო გადაწყვეტილება საზოგადოების კუთვნილი ქონების გასხვისებით საზოგადოების კრედიტორის დაკმაყოფილების მიზანს ემსახურება. საზოგადოებამ ხმების უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ დავალიანების გადახდა მოხდეს ქონების გასხვისებით და დებიტორული დავალიანების ამოღებით და დარჩენილი თანხა განაწილდეს პარტნიორებზე წესდების შესაბამისად. ასეთი გადაწყვეტილება არც ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონს და არც საზოგადოების წესდებას არ ეწინააღმდეგება, ამიტომ მოსარჩელის მტკიცება პარტნიორის საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო, არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე უსაფუძვლოა და გაზიარებული ვერ იქნება.
6.2. სასამართლო თვლის, რომ გარდა იმისა, რომ პარტნიორთა კრებისა და მისი გადაწყვეტილების წინააღმდეგ სარჩელი უსაფუძვლოა, ამასთან ხანდაზმულიცაა,შემდეგ გარემოებათა გამო:
''მეწარმეთა შესახებ '' საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1. ნაწილით, ამ კანონის მიხედვით პრეტენზიების ხანდაზმულობის ზოგადი ვადა არის ხუთი წელი, რომელიც აითვლება მათი წარმოშობიდან, თუ კანონი სხვა რამეს არ განსაზღვრავს. ამავე მუხლის მე-2. ნაწილით, დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია.
მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა წარმოადგენს . საქმეზე წარმოდგენილი კრების ოქმით დგინდება, რომ სადავო კრება 2017 წლის 28 ივლისს ჩატარდა. კრებას დაესწრო და გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა მიიღო მოსარჩელე ამ------- მა-----–---–მა, რა დროსაც იგი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს არ დაეთანხმა. აღნიშნულით დასტურდება, რომ ამ------- მა-----–---–ი ამ კრებას ესწრებოდა და კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებაც იყო ინფორმირებული. საქმეზე წარმოდგენილი კრების ოქმით ასევე დგინდება, რომ შპს ,,აგ------–-------------------ის" წესდების 17.4 მუხლის შესაბამისად, პარტნიორის მოწვევით კრებას ესწრებოდა ნოტარიუსი, რომელმაც კრების ოქმი შეადგინა და შპს ,,აგ------–-------------------ს" გადასცა 2017 წლის 28 ივლისს .
ამდენად, დადგენილია, რომ კრების ოქმი შედგა 2017 წლის 28 ივლისს , ხოლო სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის დეკემბერში, ამასთან, კრების მოწვევის ან ჩატარების დროს კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევის ფაქტი არ დადგენილა;
ამდენად, მოსარჩელემ გაუშვა კრების ოქმისა და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ორ თვიანი ვადა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფუძველია
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხისთვის მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ამ------- მა-----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს ;
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ ;
3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 13.12.2017 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი