განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
340100118002673202
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002673202

N1/223-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

12.11.2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი - ნინო ნადაშვილი

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - ავ--------– ამ-----–-–--ლის

ადვოკატ - ლა-–- ჩა---–-–--ლის

თარჯიმან - რა----- მე-----–--ლის

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

ბრალდებული: ავ--------– ამ-----–-–--ლი;

მამის სახელი: ალ----;

დაბადებული: 1----–-–------------

პირადი ნომერი: 1----------;

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო;

ნასამართლეობა: არა ნასამართლევი;

რეგისტრირებული: გურჯაანის რაიონი სოფელი ბ------–---;

ფაქტობრივად მცხოვრები: გურჯაანის რაიონი სოფელი ბ------–---.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი).

1. კვალიფიკაცია: ავ--------– ამ-----–-–--ლს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემარტიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში მცხოვრები ავ--------– ამ-----–-–--ლი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ავ--------– ამ-----–-–--ლი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ლი--- ამ-----–-–--ლს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივსა და ღირსება. ავ--------– ამ-----–-–--ლის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ლი--- ამ-----–-–--ლის ტანჯვას. 2018 წლის 06 სექტემბერს, დილის საათებში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ავ--------– ამ-----–-–--ლმა წააქცია მეუღლე ლი--- ამ-----–-–--ლი და სამჯერ მოქაჩა თმა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 05 სექტემბერს დაახლოებით 14:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ავ--------– ამ-----–-–--ლი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ლი--- ამ-----–-–--ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 06 სექტემბერს დილის საათებში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ავ--------– ამ-----–-–--ლი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ლი--- ამ-----–-–--ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ავ--------– ამ-----–-–--ლი 2018 წლის 06 სექტემბერს 17:10 საათზე დააკავეს და 2018 წლის 07 სექტემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი, 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი). 2018 წლის 22 ოქტომბერს შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი, 2000 ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში მცხოვრები ავ--------– ამ-----–-–--ლი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ავ--------– ამ-----–-–--ლი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ლი--- ამ-----–-–--ლს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივსა და ღირსება. ავ--------– ამ-----–-–--ლის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ლი--- ამ-----–-–--ლის ტანჯვას. 2018 წლის 06 სექტემბერს, დილის საათებში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ავ--------– ამ-----–-–--ლმა წააქცია მეუღლე ლი--- ამ-----–-–--ლი და სამჯერ მოქაჩა თმა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. 2018 წლის 05 სექტემბერს დაახლოებით 14:00 საათზე, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ავ--------– ამ-----–-–--ლი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ლი--- ამ-----–-–--ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. 2018 წლის 06 სექტემბერს დილის საათებში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ავ--------– ამ-----–-–--ლი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ლი--- ამ-----–-–--ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

სიცოცხლის მოსპობის მუქარა

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმე გე-–- ამ-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ან---- გო---–--ლის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ლი--- ამ-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმით, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული შავი ფერის დანით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ავ--------– ამ-----–-–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 2018 წლის 05 და 06 სექტემბერს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ლი--- ამ-----–-–--ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

მუქარა არის ისეთი ქმედება, რომლის მიზანია გარკვეული პიროვნების დაშინება და მიმართულია ამ პირის იმ საქმიანობის შესაწყვეტად, რომელიც ეწინააღმდეგება დამშინებელთა ინტერესებს. იგი შეიძლება გამოიხატოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. ამავე დროს, მუქარა უნდა იყოს რეალური და დაზარალებულს უნდა უქმნიდეს მისი განხორციელების საფუძვლიან შიშს. რაც აიძულებს დაზარალებულს იმოქმედოს მუქარის განმახორციელებლის ინტერესების შესაბამისად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ავ--------– ამ-----–-–--ლმა ლი--- ამ-----–-–--ლის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

 

როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმე გე-–- ამ-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ან---- გო---–--ლის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ლი--- ამ-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმით, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული შავი ფერის დანით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ავ--------– ამ-----–-–--ლი, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 2018 წლის 05 და 06 სექტემბერს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს, ლი--- ამ-----–-–--ლს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ავ--------– ამ-----–-–--ლის მუქარა იყო რეალური და დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის შესახებ, მოწმე გე-–- ამ-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ან---- გო---–--ლის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ლი--- ამ-----–-–--ლის გამოკითხვის ოქმით, დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული შავი ფერის დანით და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ავ--------– ამ-----–-–--ლი, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ლი--- ამ-----–-–--ლს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით, რითაც ლახავდა მის პატივსა და ღირსება. ავ--------– ამ-----–-–--ლის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა ლი--- ამ-----–-–--ლის ტანჯვას. 2018 წლის 06 სექტემბერს, დილის საათებში, გურჯაანის რაიონის სოფელ ბ------–---ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ავ--------– ამ-----–-–--ლმა წააქცია მეუღლე ლი--- ამ-----–-–--ლი და სამჯერ მოქაჩა თმა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ავ--------– ამ-----–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალი---ს საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ავ--------– ამ-----–-–--ლმა ჩაიდინა:

1.ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემარტიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2.სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ავ--------– ამ-----–-–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარება და მონანიება, საქმის მასალების მიხედვითავ--------– ამ-----–-–--ლს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

ავ--------– ამ-----–-–--ლის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ავ--------– ამ-----–-–--ლს სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა, რაც შეეცვალოს პირობითი მსჯავრით.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ამოღებულია დანა და ქარქაში, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

2. ავ--------– ამ-----–-–--ლს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 08 სექტემბერის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა, რომელიც 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შეეცვალა გირაოთი 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ავ--------– ამ-----–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261, მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

2. ავ--------– ამ-----–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი. (2018 წლის 05 სექტემბრის ეპიზოდი).

 

3. ავ--------– ამ-----–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი ( 2018 წლის 06 სექტემბრის ეპიზოდი).

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და ავ--------– ამ-----–-–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 63-64 მუხლებით შეეცვალოს პირობითი მსჯავრით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

5. ავ--------– ამ-----–-–--ლის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

6. ავ--------– ამ-----–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო -2018 წლის 6 სექტემბრის 17:10 საათიდან 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით.

 

7. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

8. ნივთიერი მტკიცებულება დანა და ქარქაში, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

9. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

10. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე