განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
340100118002687010
დავის ტიპი
126 2 გ , 126 2 ბ , 126 2 ა
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100118002687010

№1/228-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 ნოემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - ფრ------- ხი---–-–--ლის

ადვოკატ - სი---- ოს--–--ლის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------

 

ბრალდებული: ფრ------- ხი---–-–--ლი

მამის სახელი: ტა-----–-

დაბადებული: 13.04.1----–--–-

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი სოფელი ხ----

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის რაიონი სოფელი ხ----

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, 1261 მუხლის მე-2 ნაწლის ,,ბ’’, ,,ა’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

კვალიფი--ცია:

1)ფრ------- ხი---–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: ლაგოდეხის რაიონის სოფელ ხ----ში მცხოვრები ფრ------ ხი---–-–--ლი, 2--- წლიდან სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნა----–-- ფ-------, რაც იწვევდა მის ტანჯვას, ხოლო 2018 წლის ივნისის თვის დაუდგენელ რიცხვში, ღამის საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ფრ------ ხი---–-–--ლმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა----–-- ფ------- რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2) ფრ------- ხი---–-–--ლმა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ;

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ფრ------ ხი---–-–--ლმა სცემა არასრულწლოვან შვილებს - 11.11.2--- წ. დაბადებულ მა----- ხი---–-–--ლს და 29.09.2--- წ. დაბადებულ ნი-- ხი---–-–--ლს, ასევე მათი თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა----–-- ფ-------, რა დროსაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

ფრ------- ხი---–-–--ლი 2018 წლის 12 სექტემბერს 22:55 საათზე დააკავეს და 2018 წლის 13 სექტემბერს ჩადენილი ქმედებისათვის წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ , 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ,,ა’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1) ლაგოდეხის რაიონის სოფელ ხ----ში მცხოვრები ფრ------ ხი---–-–--ლი, 2--- წლიდან სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნა----–-- ფ-------, რაც იწვევდა მის ტანჯვას, ხოლო 2018 წლის ივნისის თვის დაუდგენელ რიცხვში, ღამის საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ფრ------ ხი---–-–--ლმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა----–-- ფ------- რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2) 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ფრ------ ხი---–-–--ლმა სცემა არასრულწლოვან შვილებს - 11.11.2--- წ. დაბადებულ მა----- ხი---–-–--ლს და 29.09.2--- წ. დაბადებულ ნი-- ხი---–-–--ლს, ასევე მათი თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა----–-- ფ-------, რა დროსაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმე ლალი ხი---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ნა----–-- ფე---ძის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ფრ------ ხი---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ:

1)ლაგოდეხის რაიონის სოფელ ხ----ში მცხოვრები ფრ------ ხი---–-–--ლი, 2--- წლიდან სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, ნა----–-- ფ-------, რაც იწვევდა მის ტანჯვას, ხოლო 2018 წლის ივნისის თვის დაუდგენელ რიცხვში, ღამის საათებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ფრ------ ხი---–-–--ლმა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა----–-- ფ------- რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

2) 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ფრ------ ხი---–-–--ლმა სცემა არასრულწლოვან შვილებს - 11.11.2--- წ. დაბადებულ მა----- ხი---–-–--ლს და 29.09.2--- წ. დაბადებულ ნი-- ხი---–-–--ლს, ასევე მათი თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა----–-- ფ-------, რა დროსაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

გარდა ფიზიკური ძალადობისა, ოჯახში ძალადობა მოიცავს ფსიქოლოგიურ ძალადობასაც, კერძოდ, შეურაცხყოფას, შანტაჟსა და დამცირებას. აღნიშნულ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და იწვევდეს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმე ლალი ხი---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ნა----–-- ფე---ძის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ფრ------ ხი---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ფრ------ ხი---–-–--ლმა სცემა არასრულწლოვან შვილებს - 11.11.2--- წ. დაბადებულ მა----- ხი---–-–--ლს და 29.09.2--- წ. დაბადებულ ნი-- ხი---–-–--ლს, ასევე მათი თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა----–-- ფ-------, რა დროსაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით, დასტურდება, რომ 29.09.2--- წელს დაბადებული ნი-- ხი---–-–--ლი და 11.11.2--- წელს დაბადებული მა-----ი ხი---–-–--ლი არიან ფრ------- ხი---–-–--ლისა და ნა----–-- ფე---ძის შვილები.

 

ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრლუწლოვნის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: მოწმე ლალი ხი---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ნა----–-- ფე---ძის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ფრ------ ხი---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ფრ------ ხი---–-–--ლმა სცემა არასრულწლოვან შვილებს - 11.11.2--- წ. დაბადებულ მა----- ხი---–-–--ლს და 29.09.2--- წ. დაბადებულ ნი-- ხი---–-–--ლს, ასევე მათი თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა----–-- ფ-------, რა დროსაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის მიმართ, თუ მას არ შესრულებია 18 წელი. ქმედება ძალადობად რომ დაკვალიფიცირდეს, ამას შედეგად უნდა მოჰყვეს ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებულები, 29.09.2--- წელს დაბადებული ნი-- ხი---–-–--ლი და 11.11.2--- წელს დაბადებული მა-----ი ხი---–-–--ლი არიან ფრ------- ხი---–-–--ლის შვილები და არასრულწლოვნები, რომელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს მოჰყვა მათი ფიზიკური ტკივილი .

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ორი ან მეტი პირის მიმართ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით,კერძოდ: მოწმე ლალი ხი---–-–--ლის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ ნა----–-- ფე---ძის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ ფრ------ ხი---–-–--ლის გამოკითხვის ოქმიდა სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხ----ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ფრ------ ხი---–-–--ლმა სცემა არასრულწლოვან შვილებს - 11.11.2--- წ. დაბადებულ მა----- ხი---–-–--ლს და 29.09.2--- წ. დაბადებულ ნი-- ხი---–-–--ლს, ასევე მათი თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ნა----–-- ფ-------, რა დროსაც ამ უკანასკნელებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

 

ორი ან მეტი პირის მიმართ იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებას უშუალოდ მოჰყვა ორი ან ორზე მეტი პირის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს ოჯახის წევრების მიმართ.

ძალადობრივი ქმედებები ბრალდებულმა განახორციელა ოჯახის სამი წევრის, ცოლის, ნა----–-- ფე---ძის და არასრულეწლოვანი შვილების, 11.11.2--- წ. დაბადებულ მა----- ხი---–-–--ლისა და 29.09.2--- წ. დაბადებული ნი-- ხი---–-–--ლის მიმართ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილია არასრულწლოვნის თანდასწრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ძალადობრივ ქმედებებს უშუალოდ შეესწრო 18 წელს მიუღწეველი ფიზიკური პირი, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ ძალადობრივი ქმედებები ხორციელდებოდეს არასრულწლოვნის ოჯახის წევრის მიმართ.

საქმის მასალებით დადასტურდა, რომ რომ 29.09.2--- წელს დაბადებული ნი-- ხი---–-–--ლი და 11.11.2--- წელს დაბადებული მა-----ი ხი---–-–--ლი არიან ფრ------- ხი---–-–--ლისა და ნა----–-- ფე---ძის შვილები და არასრულწლოვნები.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ფრ------- ხი---–-–--ლმა

1) ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა და სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალსიწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

2) ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ და ორი ან მეტი პირის მიმართ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ფრ------- ხი---–-–--ლის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.

 

ფრ------- ხი---–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

ფრ------- ხი---–-–--ლი არ არის ნასამართლევი, იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან. ფრ------- ხი---–-–--ლს ჰყავს მცირეწლოვანი შვილები და იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, დაზარალებულებს მასთან პრეტენზია არ გააჩნიათ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ფრ------- ხი---–-–--ლის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია პირობითი მსჯავრის გამოყენების პირობებში.

 

ამასთან სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, შესაბამისად, არსებობს ყველა ის საფუძველი, რაც საჭიროა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოსაყენებლად.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

ფრ------- ხი---–-–--ლს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-259-ე, 260-ე, 169-ე, 271- 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფრ------- ხი---–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1(ერთი) წელი.

 

2. ფრ------- ხი---–-–--ლი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1(ერთი) წელი.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ ფრ------- ხი---–-–--ლს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

4. აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ფრ------- ხი---–-–--ლი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

5. ფრ------- ხი---–-–--ლს სასჯელის მოხდის ვადაში, მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 12 სექტემბრის 22:55 საათიდან 2018 წლის 12 ნოემბერის ჩათვლით.

 

6. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

7. განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

8. მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე