გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2---1-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10ოქ---------ი2018წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - ო-----------
წარმომადგენელი - გ----------------–---–-----------------–---–ი
მოპასუხე - შპს „ხ------“
წარმომადგებელი - რ--------–-–---–--------------–-–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ხ------“-ს, ო-----------ს სასარგებლოდ, დაეკისროს 2007 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის 40 000 აშშ დოლარის გადახდა;
1.2. შპს „ხ------“-ს, ო-----------ს სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის სარგებლის 1200 აშშ დოლარის და ძირითად თანხაზე დარიცხული 0.3 % პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2007 წლის 12 დეკემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2007 წლის 12 ოქ---------ს, შპს „ხ------“-ს და გ----------–----–---–---------–-------------–------–-------------–--–-------------–-–---–- შორის, დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გ----------–----–---–მა შპს „ხ------“-ს ასესხა 40 000 აშშ დოლარი. სესხის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „ხ------“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: თ---–--------------–-----–--------------------------------------------------------------------- ხელშეკრულების თანახმად, სესხის თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2007 წლის 12 ნოემბერს.
2008 წლის 15 ივლისს, გ----------–----–---–მა 2007 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო ლ----------–----------–----–----------–---მ 2010 წლის 02 მარტს თავის მხრივ, მოთხოვნის უფლება დაუთმო ო-----------ს. 2007 წლის 12 ოქტომბრის სესხის და იპოთეკის ძირითადი ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად დავის არსებობის შემთხვევაში მხარეებს უნდა მიემართათ კერძო არბიტრაჟისათვის.
2010 წელს ო-----------მ მიმართა შპს „ს---------------–ს“ შპს „ხ------“-ს მიერ 2007 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებელობის გამო. შპს „ს---------------–ი“-ს 2010 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ო-----------ს საარბიტრაჟო პრეტენზია სრულად დაკმაყოფილდა, შპს „ხ------“-ს ო-----------ს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 40 000 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული სარგებლის 1200 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - ყოველდღიურად 120 აშშ დოლარის და ო-----------ს მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის 1400 ლარის გადახდა. შპს „ხ------“-ს 2010 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია და არც პროტესტი წარუდგენია მიუხედავად იმისა, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ჩაბარებული ჰქონდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წელს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შპს „ს---------------–ი“-ს 2010 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, ო-----------ს უარი ეთქვა 2010 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, იმის გამო, რომ მხარეთა შორის 2007 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებაში არ არსებობდა ჩანაწერი დავის საარბიტრაჟო წესით განხილვის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ შპს „ხ------“-ს საარბიტრაჟო გზავნილი არ ჩაბარებია, შესაბამისად, არ უცვნია არბიტრაჟის კომპეტენცია. ამასთან, მოსარჩელისთვის ცნობილი იყო საარბიტრაჟო შეთანხმების არარსებობის შესახებ და სწორედ ამიტომ 2010 წლის 11 ნოემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუციონზე რეალიზაციის მოთხოვნით, ხოლო მოგვიანებით 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული, რაც დღეის მდგომარეობით შესულია კანონიერ ძალაში.
მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულება დადებულია 2007 წლის 12 ოქ---------ს ერთი თვის ვადით 2007 წლის 12 ნოემბრამდე, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2007 წლის 12 ნოემბერს, თუმცა, მან კანონით განსაზღვრულ 3 წლიან ვადაში ანუ 2010 წლის 12 ნოემბრამდე სარჩელი არ აღძრა სასამართლოში, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2007 წლის 12 ოქ---------ს, შპს „ხ------“-ს და გ----------–----–---–---------–-------------–------–-------------–--–-------------–-–---–- შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც გ----------–----–---–მა შპს „ხ------“-ს ასესხა 40 000 აშშ დოლარი. სესხის გადახდის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შპს „ხ------“-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი მდებარე: თ---–--------------–-----–--------------------------------------------------------------------- ხელშეკრულების თანახმად სესხის თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2007 წლის 12 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22 - 28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2008 წლის 15 ივლისს, გ----------–----–---–მა 2007 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო ლ----------–----------–----–----------–---მ 2010 წლის 2 მარტს თავის მხრივ, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება დაუთმო ო-----------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2008 წლის 15 ივლისის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ 29 - 33);
- 2010 წლის 02 მარტის მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 34 - 36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. შპს „ს---------------–ი“-ს 2010 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა პრეტენდენტის - ო-----------ს საარბიტრაჟო პრეტენზია. მოპასუხე შპს „ხ------“-ს დაეკისრა 40 000 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარში; სარგებელი სესხის ძირითადი თანხის 3 % - 1200 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში; ძირ თანხაზე დარიცხული 0.3 % პირგასამტეხლოს 2007 წლის 12 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პრეტენდენტის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 1400 ლარის გადახდა; ამასთან, თანხის გადახდევინება დადგინდა მოპასუხე შპს „ხ------“-ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებით მდებარე: თბილისი, დ. ა----–-----–------------ N-----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (ს.ფ. 39 - 44)
3.1.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ო-----------ს განცხადება შპს „ს---------------–ი“-ს 2010 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (ს.ფ. 53)
3.1.5. მოსარჩელე ო-----------მ შპს „ხ------“-ს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მომართა 2018 წლის 20 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი თანდართული მასალებით (ს.ფ 1 - 58)
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ო-----------ს სარჩელი არ არის ხანდაზმული;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც, უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება 2007 წლის 12 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებას, რომლის შესაბამისადაც ო-----------მ მოიპოვა შპს "ხ------საგან" თანხის მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ ამ ხელშეკრულების შესაბამისად,სესხის დაბრუნების ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2007 წლის 12 ნოემბერს. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა დათქმა, რომ დავის არსებობის შემთხვევაში მხარეებს უნდა მიემართათ კერძო არბიტრაჟისათვის.
ვინაიდან სესხი შეთანხმებულ ვადაში არ იქნა დაბრუნებული ო-----------მ, ხანდაზმულობის ვადის დაცვით, მიმართა შპს „ს---------------–ს“, რომლის 2010 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო პრეტენზია სრულად დაკმაყოფილდა. ო-----------მ 2017 წელს მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შპს „ს---------------–ი“-ს 2010 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, ო-----------ს უარი ეთქვა 2010 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, იმის გამო, რომ მხარეთა შორის 2007 წლის 12 ოქტომბრის ხელშეკრულებაში არ არსებობდა ჩანაწერი დავის საარბიტრაჟო წესით განხილვის შესახებ. სარჩელი აღძრული იქნა 2018 წლის 20 ივლისს.
მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულება დადებულია 2007 წლის 12 ოქ---------ს ერთი თვის ვადით 2007 წლის 12 ნოემბრამდე, შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2007 წლის 12 ნოემბერს, თუმცა, მან კანონით განსაზღვრულ 3 წლიან ვადაში ანუ 2010 წლის 12 ნოემბრამდე სარჩელი არ აღძრა სასამართლოში, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია.
როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, სამოქალაქო სარჩელის განხილვისათვის კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს როგორც სასამართლო, ისე კერძო არბიტრაჟი მხარეთა მიერ ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში. მართალია, სამართალწარმოება საქართველოში ხორციელდება საერთო სასამართლოების მეშვეობით, მაგრამ სახელმწიფო “არბიტრაჟის შესახებ” კანონის შემოღებით უზრუნველყოფს სამართალწარმოების ალტერნატიულ საშუალებას. ამავე დროს, სასამართლო, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების დამოუკიდებელი ერთ-ერთი შტო, უფლებამოსილია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გადასინჯოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და შეამოწმოს პირის უფლების ხელყოფის ფარგლები. საკითხის სადავოობა, ვარგისია თუ არა ერთ-ერთი მხარის მიერ გამოხატული ნება საარბიტრაჟო განხილვისათვის, არ შეიძლება შეფასდეს იმგვარად, რომ არბიტრაჟი არ წარმოადგენს სამოქალაქო უფლების დაცვისათვის კომპეტენტურ ორგანოს, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც სარჩელი განხილულია არბიტრაჟის მიერ და არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. საარბიტრაჟო შეთანხმებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სადავოობა წარმოადგენს სასამართლოში დამოუკიდებელი განხილვის საგანს. მასთან დამოკიდებული გარემოებების შეფასება მოითხოვს სპეციალურ გამოკვლევას. ასეთი სახის პრეტენზიის არსებობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ ვერ გახდება არბიტრაჟის არაკომპეტენტურობის ცალსახად დადგენის საფუძველი. ასეთი დასკვნის საარბიტრაჟო განხილვის ეტაპზე გამოტანის შეუძლებლობა კი გამორიცხავს სარჩელის განხილვისათვის არბიტრაჟის არაკომპეტენტურ ორგანოდ მიჩნევას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას უკავშირებს სარჩელის შეტანას. სარჩელის განხილვისათვის კი, როგორც აღინიშნა, კომპეტენტური შეიძლება იყოს როგორც სასამართლო, ასევე კერძო არბიტრაჟი“. სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 138-ე მუხლებზე დაყრდნობით უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენით შეწყდა შესაბამისი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა, სასამართლოს გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო განხილვის შედეგის ბათილობა კი წარმოადგენდა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა ათვლის საფუძველს (#ას-1728-1710-2011, 23 იანვარი, 2012 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. შესაბამისად, შპს „ხ------“-ს მოსაზრება განვლილ დროსთან მიმართებით უსაფუძვლოა და ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების თარიღიდან, კერძოდ, 2018 წლის 28 ივნისიდან, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ო-----------მ შპს „ს---------------–ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართა. მის სასარგებლოდ მიღებული 2010 წლის 27 ივლისის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 2018 წლის 28 ივნისს. 2018 წლის 20 ივლისს კი ო-----------მ შპს „ხ------“-ს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად, მოპასუხის მითითება, რომ სარჩელი ხანდაზმულია დაუსაბუთებელია.
3.2.2. შპს „ხ------“-ს დავალიანება ო-----------ს მიმართ შეადგენს: სესხის ძირი თანხა 40 000 აშშ დოლარი, სარგებელი 1200 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო - 1 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი (ს.ფ. 53)
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 22 - 28)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ო-----------ს სარჩელი შპს „ხ------“-ს მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში სრულად, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-625-ე, 417-418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2007 წლის 12 ოქ---------ს გ----------–----–---–სა და შპს „ხ------“-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სესხის სარგეებლი განისაზღვრა მთლიანი თანხის 3 %-ით, ერთი თვის ვადით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში კრედიტორის უფლება მიიღო ამჟამინდელმა მოსარჩელე ო-----------მ. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ვალდებულება მისი მხრიდან შესრულებულია, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, მხარეთა მიერ დაფიქსირებული პოზიციებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეჯერებიდან გამომდინარე დადგენილია შპს „ხ------“-ს მხრიდან ვალდებულების შესრულებას ადგილი არ ჰქონია.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია დააბრუნოს სესხის თანხა და გადაიხადოს სარგებელი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ხ------“-მ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოსარჩელე ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო ითხოვს პირგასამტეხლოს, ძირითად თანხაზე დარიცხული 0.3 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2007 წლის 12 ნოემბრიდან ვალდებულების სრულყოფილად შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას. წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1 000 აშშ დოლარით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხე შპს „ხ------“-ს ო-----------ს სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 1470 ლარის გადახდა, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-1, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ო-----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. შპს „ხ------“-ს, ო-----------ს სასარგებლოდ, დაეკისროს სესხის ძირი თანხის 40 000 აშშ დოლარის გადახდა;
3. შპს „ხ------“-ს, ო-----------ს სასარგებლოდ, დაეკისროს სარგებლის 1 200 აშშ დოლარის გადახდა;
4. შპს „ხ------“-ს, ო-----------ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 1 000 აშშ დოლარის გადახდა;
5. შპს „ხ------“-ს, ო-----------ს სასარგებლოდ, დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1470 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტში მითითებული წესების დაცვით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე