განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №---------
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი
განხილვის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილმა
სხდომის მდივნის – ლელა აბალიშვილის,სახელმწიფო ბრალმდებელის – ლ-–----------–----,ადვოკატის - ნ---------------,ბრალდებულის – ს----- მა-–------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბრალდების გამო:
ს----- რ---------- ძე მა-–------ს, დაბადებულის - 1-----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, განქორწინებულის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის: ქ--------------–------–--------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი, ვ---------–-----------------------------------------------ში მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებულ ს----- მ--–-----ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი და 3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ნ-------- ბ----–----ი და ს----- მა-–------ იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწევიან ერთიან სამეურნეო საქმიანობას. თანაცხოვრების პერიოდში ს----- მა-–------ სისტემატურად ახორციელებდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - ნ-------- ბ----–----ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ამცირებდა მას, რაც იწვევდა ნ-------- ბ----–----ის სულიერ ტანჯვას.
2018 წლის მაისის ბოლოს, დაახლოებით 26-28 რიცხვში, ქ.თბილისში, ვ---------–-------------------ში, თბილისის ზღვისკენ ასასვლელ გზაზე ყოფნისას ს----- მ--–-----მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ-------- ბ----–----ს, კერძოდ, შეაგინა დედის მისამართით და გაშლილი ხელი ორჯერ შემოარტყა მარცხენა ყურის არეში, რის შედეგადაც ნ-------- ბ----–----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დამცირება.
2018 წლის 03 ივლისს, საღამოს საათებში, დაახლოებით 20:40 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–-----------------------------------------------ში ს----- მ--–-----მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ნ-------- ბ----–----ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, აგინებდა, ხელებითა და ფეხებით სცემდა სახის, ტანისა და გვერდების არეში, ხელი წაუჭირა ყელში და ახრჩობდა, რის შედეგადაც ნ-------- ბ----–----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდგომ, ს----- მა-–------ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ-------- ბ----–----ს, რომ თუ იგი პოლიციაში უჩივლებდა მოკლავდა და თუ დაიჭერდნენ, გამოვიდოდა ციხიდან და მაინც მოკლავდა, რის შედეგადაც ნ-------- ბ----–----ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ჩადენილი ქმედებისათვის ს----- მ--–-----ს 2018 წლის 05 ივლისის დადგენილებით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში ბრალდებულის სახით და წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ბრალდებულმა ს----- მ--–-----მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება და სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება. კერძოდ, ბრალდებულის აღიარებითი, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, სასწრაფო სამედიცინო შემოწმების ბარათი, შემაკავებელი ორდერი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, დაკავების ოქმი და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლებიც საფუძვლად დაედო მის ბრალდებას.
ამრიგად, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვისგამომრიცხავი და საქმეში არსებული ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ს----- მ--–-----მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები.
ს----- მ--–-----ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.
ს----- მლახოვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ დანაშაულებრივი ქმედება განახორციელა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, ოჯახის წევრის მიმართ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოტივს, მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მის განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.
აღნიშნულ გარემოებათა და საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულ ს----- მ--–-----ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნას (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-278-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----- მა-–------ ცნობილი იქნას დამნაშავედ და მიესაჯოს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მაისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 03 ივლისის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 03 ივლისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს სხვა თანაბარი სასჯელები და ს----- მ--–-----ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს----- მ--–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
4. ს----- მა-–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 04 ივლისიდან.
5. ნივთმტკიცება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო მასალა ერთ ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე
დავით მგელიაშვილი