განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე #1/3----18
№0-----------
04 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - დალი მეტრეველი
სხდომის მდივანი - ანა გაბუნია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ვა-----------------ე
დაცვის მხარე:
ბრალდებული - მი----–---–--------–---–ი, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თბილისი, ბ--------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, თ------–---–--------------–-------------------------
ადვოკატი - დი--------------–-–---–ი
კვ--–-ფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. მი----–---–--------–---–მა შპს „ოვ--–-სათვის“ დღგ-ს აქტივის შექმნის მიზნით დაამზადა 2017 წლის 1---------- დათარიღებული ყალბი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა ე------------ და 2017 წლის 1-------------- დათარიღებული ყალბი ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურა ე------------- რომლის მიხედვითაც შპს „გე----------------ა“ შპს „ოვ--–-ს“ დაკვეთით თითქოსდა შეასრულა, ჯამში 1 168 167 ლარის სამუშაო. მითითებული ყალბი ანგარიშ-ფაქტურების გამოყენებით შპს „ოვ--–-ა“ მიიღო დღგ-ს უკანონო ჩათვლა.
1.2. შპს „სა------------–--ი“ რეგისტრირებულია 2011 წლის 1---------------, საზოგადოების დამფუძნებელი 100%-წილით არის რე--------------, ხოლო დირექტორი, მი----–---–--------–---–ი (პ/ნ 0----------). საზოგადოების საქმიანობის ძირითადი სფეროა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები. 2017 წლის 0--------–- სსიპ „სო---–---------------------–-----------–-------–------ის“ მიერ გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი NS-----------, მ–------ მუნიციპალიტეტში ს------–-–--–---ში სამეცნიერო-კვლევითი და საცდელი ობიექტის (-----–---------------–--) მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე, ღირებულებით - 205 000 ლარი. მი----–---–--------–---–მა გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების და სატენდერო წინადადებებით დადგენილი საკვ--–-ფიკაციო მოთხოვნების (საწარმოსათვის განსაზღვრული ღირებულების და სახეობის სამუშაოთა შესრულების გამოცდილების არსებობა) დაკმაყოფილების მიზნით, ვინაიდან საწარმოს არ გააჩნდა შესაბამისი სამუშაო გამოცდილება, განიზრახა ყალბი დოკუმენტების დამზადება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, შპს „ს--------------–---ს“ სახელით სსიპ „სო---–---------------------–-----------–-------–------ის“ მიერ გამოცხადებული ელექტორნულ ტენდერებში მონაწილეობისას, დაამზადა და წარადგინა ყალბი დოკუმენტები, 2015 წლის 0-----–--- შპს „ოვ--–----“, (ს/ნ 4--------) გაფორმებული ხელშეკრულება ქ. თბილისში, გ-–----–- მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე და 2016 წლის 10 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი 3 700 000 ლარზე. 2014 წლის 0--------–- შპს „ოვ--–----“ (ს/ნ 4--------) გაფორმებული ხელშეკრულება ქ. თბილისში, მ------------------ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე და 2016 წლის 1--------–-- მიღება-ჩაბარების აქტი 1 874 841 ლარზე. აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენებით გაიმარჯვა ელექტრონულ ტენდერში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1 სასამართლოს დასკვნა მი----–---–--------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ მი----–---–--------–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ი-------------------ის, ირ---–----------------ის, გი----------------–---ს, რე-------------ის, ნი------–-----–--ს, სო--------–-----–-ას, იო------------–ის, კა--------–-----ას გამოკითხვის ოქმებით მიღებულ ინფორმაციას, დათვ--–-ერების ოქმებს, გამოთხოვილ ინფორმაციას, ამოღებულ დოკუმენტებს, გრაფიკული ექსპერტიზის N8--/გრ დასკვნას, ყალბ ანგარიშფაქტურებს.
2.2 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ მი----–---–--------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. – 1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია მი----–---–--------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მი----–---–--------–---–ს ჰქონდა განზრახვა დაემზადებინა და გამოეყენებინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, მასვე ჰქონდა განზრახვა დაემზადებინა და გამოეყენებინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რაც განახორციელა კიდეც.
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი საკრედიტო ან საანგარისწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. მოცემული დანაშაულის საგანია საკრედიტო, საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტები, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ხოლო სხვა საგადასახადო დოკუმენტი შესაძლებელია იყოს საგადასახადო დავალება, ჩეკი და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოაღნიშნული საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაში ან შეძენაში, გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებასა ან გამოყენებაში, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადება გულისხმობს როგორც მათი ნაწილის გაყალბებას, ისე მთლიანად ყალბი დოკუმენტის დამზადებას. ამასთან, ხსენებული დოკუმენტების გასაღება მდგომარეობს როგორც მათ უშუალოდ გამოყენებაში ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ასევე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით თუ უსასყიდლოდ.
3.2. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლით (სსკ-ის 210-ე მუხლი) გათვ--–-სწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ დანაშულს, შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულად ითვლება მითითებული მოქმედებების ჩადენის მომენტიდან, ხოლო სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ამზადებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტს ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს და სურს მათი დამზადება გასაღების მიზნით, ანდა შეგნებული აქვს რომ იყენებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს და სურს ეს ქმედება.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, შეძენა, შენახვა გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღება ან გამოყენება. დანაშაულის საგანია ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც ანიჭებს პირს რაიმე უფლებას ან ათავისუფლებს მას. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გულისხმობს მთლიანი ფიქციური დოკუმენტის დამზადებას, გამოყენება კი ნიშნავს ყალბი ბეჭდის, შტამპის, ხელმოწერის, ბლანკის შევსებასა და წარდგენას რომელიმე დაწესებულებაში.
3.4. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლით გათვ--–-სწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ დანაშულს, შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულად ითვლება მითითებული მოქმედებების ჩადენის მომენტიდან, ხოლო სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ გასაღების ან გამოყენების მიზნით ამზადებს ინახავს ან იძენს ყალბ დოკუმენტს. ანდა გაცნობიერებული აქვს, რომ ასაღებს ან იყენებს ყალბ დოკუმენტს და სურს ეს.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.4. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა ადასტურებს, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - მი----–---–--------–---–მა ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვ--–-სწინებულია საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით,. ასევე ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით და გამოყენება. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. მი----–---–--------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2. სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვ--–-სწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვ--–-სწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
5.4. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მი----–---–--------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვ--–-სწინებული სანქციათა ფარგლებში.
5.5 სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ მი----–---–--------–---–ი ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლო თვლის, რომ მი----–---–--------–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ჩადენილი ქმედების სიმძიმის, დანაშაულის სპეციფიკის, ბრალდებულის პიროვნების, შემამსუბუქებელი გარემოებების გათვ--–-სწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო სასჯელის სახედ, რომელიც უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას, მიიჩნევს ჯარიმას, ხოლო ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას ითვ--–-სწინებს მის ქონებრივ შესაძლებლობას.
5.6 სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მი----–---–--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მი----–---–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
§ განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე დალი მეტრეველი