განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2018
საქმის ნომერი
330100118002417574
თარიღი
10.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1----18

N0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და-----–----–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ----------------------------–---–- - საქართველოს მოქალაქე, პირადი N01---------, დაბადებული 1----–-–----------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–-----–--------------------–----------------------------------ში.

 

ადვოკატი - ნ--------–--–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 7 თებერვალს, გ--------------–---–ი დაუკავშირდა მოქალაქე ე------------------ს და შეუთანხმდა „BMW 550 I“ (W----------------) მოდელის ავტომანქანის შეძენაზე 20000 (ოცი ათასი) აშშ დოლარად, რომელიც იმ მომენტისათვის მისი ბიძაშვილის - ე-–----------------ის სახელზე რეგისტრირდებოდა სახელმწიფო სანომრე ნიშნით „J--------“.

 

გ--------------–---–მა განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით დაარწმუნა ე-----------------ი, რომ თუ ავტომანქანას მის სახელზე არ გადააფორმებდა, მაშინ შპს „ჯ-------------ი“ უარს ეტყოდა უკვე დამტკიცებული კრედიტის გამოტანაზე და ავტომანქანის საფასურსაც ვერ გადაუხდიდა. ე-----------------ი დათანხმდა და იმ იმედით, რომ შეთანხმებულ თანხას მიიღებდა 2018 წლის 12 თებერვალს, ქ.რუსთავში გადაუფორმა ზემოაღნიშნული ავტომანქანა. მიუხედავად დაპირებისა, გადაფორმების შემდეგ, ე-----------------ს ავტომანქანის საფასური გ--------------–---–ისგან არ მიუღია. საბოლოოდ, გ--------------–---–მა გამორთო მობილური ტელეფონი და მიიმალა.

 

გ--------------–---–ის მიერ აღნიშნული ავტომანქანა, 2018 წლის 14 თებერვალს, გადაფორმებულ იქნა ლ--–---–---------ეზე, რომელმაც თავის მხრივ ავტომანქანა გადააფორმა ამავე წლის 15 თებერვალს შპს „მ-------ე“, ხოლო 2018 წლის 18 თებერვალს ზემოაღნიშნული „ავტომანქანა, იმ დროისათვის სახელმწიფო სანომრე ნიშნით ,,F--------“ შეძენილი იქნა შპს ,,მ-----დან“ ზ--------------–---–ის (პ/ნ 1---------9) მიერ 15 500 აშშ დოლარად.

 

აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებით ე-----------------ს მიადგა დიდი ოდენობით 49 002 ლარის მატერიალური ზიანი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ (უდავო) და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - ე-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ უცხოეთიდან ჩამოყავს ავტომანქანები და ახდენს მათ რეალიზაციას. სწორედ რეალიზაციის მიზნით 2017 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძინა 2012 წლიანი „BMW 550 I“-ის მარკის ავტომანქანა, რომელიც 10 მარტს ჩამოვიდა ბათუმის პორტში. 2017 წლის 11 მაისს ავტომანქანა განაბაჟა მის სახელზე, თუმცა მოგვიანებით მისმა ბიძაშვილმა - ე-–----------------მა სთხოვა, რომ ავტომანქანა გადაეფორმებინა მის სახელზე, ვინაიდან მისი კუთვნილი ნომერი „J--------“ უქმდებოდა, დათანხმდა და ავტომანქანა გადააფორმა ბიძაშვილის სახელზე. აღნიშნული ავტომანქანის მონაცემები განათავსა „myauto.ge“-ზე, რომლის სარეალიზაციო ფასად მიუთითა 21000 აშშ დოლარი. 2018 წლის 7 თებერვალს იმყოფებოდა მ–------------------------–-----ში, რა დროსაც მის კუთვნილ ნომერზე დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც უთხრა, რომ ავტომანქანასთან დაკავშირებით უკავშირდებოდა და აინტერესებდა ავტომანქანის საბოლოო ღირებულება. აღნიშნულზე მან უპასუხა, რომ ავტომანქანის ღირებულება იყო 20 000 აშშ დოლარი. აღნიშნულმა პირმა განუცხადა, რომ ჩავიდოდა ავტომანქანის დასათვალიერებლად. დაახლოებით ნახევარ საათში ავტომანქანის დასათვალიერებლად მივიდა სამი პიროვნება. ვისაც ტელეფონით ესაუბრა, ეს პიროვნება გაეცნო, როგორც გ-------, რომელსაც ახლდა ა---------–ი და ქალბატონი. გ--------------–---–მა დაათვალიერა ავტომანქანა და გადაწყვიტა მისი შეძენა, თუმცა განუმარტა, რომ ავტომანქანა ბანკის მეშვეობით უნდა შეეძინა და სთხოვა გასულიყვნენ გლდანში მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარედ მდებარე შპს „ჯ-------------ში“. დაახლოებით პირველიდან ორ საათამდე პერიოდში მივიდნენ ბანკში. გ------- შევიდა ბანკში, საიდანაც გამოვიდა დაახლოებით 25-26 წლის შავგრემანი ქალბატონი, რომელმაც ავტომანქანას გადაუღო ფოტოსურათები. დაახლოებით ორ საათიანი ლოდინის შემდეგ გ------- გამოვიდა და სთხოვა შესულიყო ბანკში. ბანკში შესულს გოგონამ განუმარტა, რომ ავტომანქანაზე დამტკიცებული იყო 20000 აშშ დოლარიანი სესხი, თუმცა ერთი-ორ დღიანი შეფერხება იყო და უნდა დალოდებოდნენ. ბანკიდან გამოსვლის შემდეგ გ-------მ უთხრა, რომ კვირას ჰქონდა ქორწილი და სთხოვა გადაეცა ავტომანქანა, ვინაიდან ყიდვა გადაწყვეტილი ჰქონდა, რაზეც დათანხმდა. შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს გააფორმებდნენ ხელშეკრულებას, რის გამოც ავტომანქანა გააჩერა დიღომში ბიძამისის - ჯ------–---------------ის კორპუსთან. მეორე დღეს დაუკავშირდა გ------- და სთხოვა გაყოლოდა ნოტარიუსთან. გ-------ს განუმარტა, რომ მისულიყო „დინამოსთან“. დაზარალებულის ჩვენებით, ვინაიდან იგი ვერ ერკვეოდა სახელშეკრულებო ურთიერთობებში, დაუკავშირდა ბიძაშვილს - ე-–----------------ს და ჰკითხა რა სახის ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა. ე-–----მა უპასუხა, რომ არ იცოდა, თუმცა შეპირდა, რომ გაარკვევდა მისი ფირმის იურისტთან. ე-–----ის მოთხოვნით გადაუგზავნა გ--------------–---–ის პირადობის მოწმობის და ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის ასლი, რომელზე დაყრდნობითაც ფირმის იურისტმა შეუდგინა ხელშეკრულება. ამის შემდეგ მივიდნენ ვა--–------------------------ში მდებარე ნოტარიუსთან, სადაც ხელშეკრულება გაფორმდა ე-–----------------სა და გ--------------–---–ს შორის, რის შემდეგ ე-–----ი წავიდა. ხელშეკრულების დეტალები არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ გ--------------–---–ს ავტომანქანის ღირებულების თანხა უნდა გადაეცა 13 თებერვლამდე, ხოლო ავტომანქანის უკან დაბრუნების შემთხვევაში გ--------------–---–ს უნდა გადაეხადა 3000 აშშ დოლარი. გ--------------–---–ს გადასცა ავტომანქანის გასაღები და ტექნიკური პასპორტი, ხოლო ბიძამისს სთხოვა გაყოლოდა და ეჩვენებინა სად იყო გაჩერებული ავტომანქანა. გ--------------–---–ს ენდო იქედან გამომდინარე, რომ ბანკის თანამშრომელმა უთხრა სესხი დამტკიცებულიაო. 2018 წლის 12 თებერვალს დაუკავშირდა გ--------------–---–ი, რომელმაც უთხრა, რომ სესხი დამტკიცებული იყო, თანხა მზად იყო, უბრალოდ საჭირო იყო ავტომანქანის მის სახელზე გადაფორმება, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხას არ გადასცემდნენ. ვინაიდან ავტომანქანა ე-–----------------ის სახელზე იყო რეგისტრირებული, დაუკავშირდა ე-–----ს და სთხოვა გაყოლოდა ავტომანქანის გადასაფორმებლად. ვინაიდან ე-–----ი მუშაობდა, შესთავაზა გაეკეთებინათ გენერალური მინდობილობა, რადგან სამსახურში არ შექმნოდა პრობლემა. მივიდნენ სანოტარო ბიუროში, მაგრამ არ დახვდათ ნოტარიუსი, დაელოდნენ ცოტახანს, ხოლო შემდეგ გადაწყვიტეს წასულიყვნენ რუსთავში და გადაეფორმებინათ ავტომანქანა. ჩავიდნენ რუსთავში, გადააფორმეს ავტომანქანა გ--------------–---–ის სახელზე. ე-–---- ბ---------ი წავიდა, ვინაიდან ეჩქარებოდა, ხოლო თვითონ გ--------------–---–თან ერთად მივიდა ნახალოვკაში დადიანის გამზირზე მდებარე შპს „ჯ-------------ის“ ოფისში, სადაც უნდა აეღოთ თანხა. ბანკის თანამშრომელმა უთხრა, რომ პროგრამული ხარვეზი კვლავ არ იყო აღმოფხვრილი და შეუძლებელი იყო თანხის გაცემა, თუმცა ერთ-ორ დღეში პროგრამა გამოსწორდებოდა და შეძლებდნენ თანხის აღებას. გ--------------–---–მა უთხრა, რომ თუკი ერთ-ორ დღეში ბანკიდან ვერ გამოიტანდა თანხას, სახლიდან მიუტანდა და გადაუხდიდა. მეორე დღეს დაუკავშირდა გ--------------–---–ს, რომელმაც განუმარტა, რომ ისევ პროგრამული ხარვეზი იყო და დაუკავშირდებოდა, თუმცა არ დაკავშირებია. ამის შემდეგ თავად ცდილობდა დაკავშირებას, თუმცა გ--------------–---–ის ნომერი გამორთული იყო და ვერ უკავშირდებოდა. შემდეგ დაუკავშირდა გ--------------–---–ის მეგობარს - ა---------–ს ტელეფონის ნომერზე 5------------ზე, რომელმაც განუმარტა, რომ ესაუბრა გ-------ს, რომელიც ნახავდა მამასთან ერთად და გადასცემდა თანხას. უთხრა დამშვიდებულიყო, რადგან არ შეიქმნებოდა პრობლემა, თუმცა არ დაკავშირებია და არც შეხვედრია. ა---------–ს გამოართვა გ--------------–---–ის მამის ტელეფონის ნომერი და ცდილობდა დაკავშირებას. აღნიშნული ნომერი გამორთული იყო. ვერანაირად ვერ დაუკავშირდა გ--------------–---–ს, რის გამოც კვლავ დაუკავშირდა ა---------–ს და სთხოვა გ--------------–---–ის საცხოვრებელი მისამართი. ა---------–მა განუმარტა, რომ დიდ დიღომში გუდვილის მოპირდაპირედ ცხოვრობდა გ-------ს მეუღლე და შესაძლოა იქ ყოფილიყო. მეგობართან ერთად წავიდა გუდვილის მხარეს იმ იმედით, რომ იქნებ სადმე გადაყროდა გ--------------–---–ს. შემთხვევით ნახა მისი ავტომანქანა, რომელსაც მართავდა გ-------ს მეუღლე. დაზარალებულის ჩვენებით, მან გ--------–---–ის მეუღლეს სთხოვა ავტომანქანის გაჩერება და განუმარტა, რომ აღნიშნული ავტომანქანა იყო მისი საკუთრება, რომლის ღირებულება გ-------ს არ გადაუხდია. ასევე, სთხოვა, რომ ავტომანქანა მის საცხოვრებელ კორპუსთან გაეჩერებინათ, ხოლო თანხის გადაცემამდე გასაღებს დაიტოვებდა თვითონ, რაზეც გ-------ს მეუღლე დათანხმდა. გ-------–---–ის მეუღლის განმარტებით, გ------- იმყოფებოდა რუსთავში, ჩაიწერა მისი ნომერი და უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა. კითხვაზე თუ სად ცხოვრობდა, გ-------ს მეუღლემ განუმარტა, რომ ცხოვრობდა „ტოიოტას“ ცენტრის უკან, თუმცა გ-------ს მეუღლემ აამუშავა ავტომანქანა და წავიდა არა „ტოიოტას“ ცენტრის მიმართულებით, არამედ გაიქცა გლდანის მხარეს. დაზარალებულის განმარტებით, იგი დაედევნა ბრალდებულის მეუღლეს, თუმცა ვერ დაეწია. აღნიშნულის შემდეგ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომლებსაც გადასცა ხელშეკრულების ასლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს ქ.თბილისში, მაიაკოვსკის ძეგლთან მდებარე პოლიციის განყოფილებაში, ხოლო შემდეგ ვაკეში, სადაც ბიძაშვილთან ერთად დაიკითხა მოწმის სახით. დაზარალებულის განმარტებით, მისთვის მიყენებული ზიანი 20 000 აშშ დოლარი ანაზღაურებული არ არის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-–----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისი ბიძაშვილის - ე-----------------ის ავტომანქანა გაფორმებული იყო მის სახელზე, რადგან ჰქონდა ფასიანი „J--------“ ნომერი და არ უნდოდა დაკარგვა. 2018 წლის 8 თებერვალს დაუკავშირდა ე-----------------ი, რომელმაც უთხრა, რომ ავტომანქანის გადაფორმების მიზნით საჭირო იყო მინდობილობის გაფორმება. სანოტარო ბიუროში გაიცნო გ--------------–---–ი. გ--------------–---–ისგან და მისი ბიძაშვილისგან გახდა ცნობილი, რომ გ--------------–---–ის ავტომანქანის შესაძენი თანხა უნდა გამოეტანა ბანკიდან, თუმცა მოხდა ტექნიკური ხარვეზი და თანხის გამოტანა ვერ მოხერხდა. ვინაიდან გ--------------–---–ს ავტომანქანა უნდოდა მეუღლისთვის საჩუქარად, ე-----------------ს სთხოვა, რომ თანხის გამოტანამდე გაეფორმებინათ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შეძლებდა ავტომანქანით სარგებლობას. მოწმის ჩვენებით, იგი მუშაობს სამშენებლო ფირმაში, რომლის იურისტს - ი-----–----------–---–ს სთხოვა ხელშეკრულების ტექსტის შედგენა. ი-----–----------–---–მა შეუდგინა ხელშეკრულება, რომლის 4.1.4 პუნქტში მითითებულია, რომ გამყიდველი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება გადასცეს მყიდველს თანხის გადახდიდან არაუგვიანეს სამ სამუშაო დღეში, აღნიშნულის თაობაზე მისთვის ცნობილი იყო, თუმცა მიუხედავად ამისა, გ--------------–---–ს ისე გადაუფორმა ავტომანქანა, რომ ავტომანქანის ღირებულების თანხა არ მიუღიათ. ჭ--------------აზე მდებარე სანოტარო ბიუროში მივიდნენ ე-----------------ი, გ--------------–---–ი და მისი მეგობარი ა---------–ი, სადაც მასსა და გ--------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის დეტალები არ ახსოვს, თუმცა ახსოვს, რომ თანხის გადახდიდან სამ დღეში უნდა გაფორმებულიყო ავტომანქანა. გ--------------–---–მა დაარწმუნა, რომ მამამისი მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და აღნიშნული თანხის გადახდა მისთვის არ წარმოადგენდა პრობლემას, რის გამოც 2018 წლის 12 თებერვალს ჩავიდნენ რუსთავში, სადაც გ--------------–---–ს გადაუფორმა ავტომანქანა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო ბანკიდან თანხის გამოტანა. 2018 წლის 13-14 თებერვალს მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ--------------–---–მა ე-----------------ს თანხა არ გადაუხადა. ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას, თუმცა გ--------------–---–ს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. უკავშირდებოდნენ მის მეგობარს ა---------–ს, რომელიც პასუხობდა, რომ არანაირი პრობლემა არ შეიქმნებოდა და გ--------------–---–ი თანხას გადაიხდიდა. სწორედ ა---------–ისგან გაიგეს გ--------------–---–ის სავარაუდო ადგილსამყოფელი. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით წავიდნენ დიდ დიღომში, სადაც შემთხვევით შეხვედნენ გ--------------–---–ის მეუღლეს, რომელიც გადაადგილდებოდა ე-----------------ის კუთვნილი ავტომანქანით. მას სთხოვეს, რომ ავტომანქანა გაეჩერებინა, გასაღებს თავად წაიღებდნენ და როდესაც გ--------------–---–ი თანხას გადაიხდიდა, დაუბრუნებდნენ. გ--------------–---–ის მეუღლემ მათ განუმარტა, რომ ცხოვრობდა „ტოიოტას“ ცენტრის უკან და შეთანხმდნენ ავტომანქანის აღნიშნულ მისამართზე გაჩერებაზე, თუმცა გ-------ს მეუღლემ აამუშავა ავტომანქანა და გაიქცა გლდანის მიმართულებით. მოწმის ჩვენებით, ისინი მას დაედევდნენ, თუმცა ვერ დაეწივნენ. აღნიშნულის შემდეგ მომხდარი ფაქტის შესახებ განაცხადეს პოლიციის განყოფილებაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 17 წელია მუშაობს რუსთავის ავტომანქანების ბაზრობაზე, ავტომანქანებს უკეთებს რეალიზაციას. შაბათი დღე იყო, დაახლოებით 14:00-დან 15:00 საათამდე დროის შუალედში, ბაზრობაზე მივიდნენ მისთვის უცნობი პიროვნებები, რომლებიც გაეცნენ, როგორც გ--------------–---–ი, ა---------–ი და ლაშა. აღნიშნულმა პიროვნებებმა განუმარტეს, რომ ყიდდნენ ავტომანქანა „BMW 550 I“-ს და შესთავაზეს მისი შეძენა. დაათვალიერა ავტომანქანა და მოეწონა. გ--------------–---–მა და ა---------–მა განუმარტეს, რომ აღნიშნულ ავტომანქანაში გადახდილი ჰქონდათ 20000 აშშ დოლარი, ფული სასწრაფოდ სჭირდებოდათ და ჰკითხეს რამდენს გადაუხდიდა. მან უპასუხა, რომ 15000 აშშ დოლარს გადაუხდიდა. გ--------------–---–მა და ა---------–მა სთხოვეს, რომ 19000 ან/და 18000 აშშ დოლარი გადაეხადა, რაზეც უარი განუცხადა. ჩაიწერეს მისი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, უთხრეს, რომ მოიფიქრებდნენ და დაუკავშირდებოდნენ. დაახლოებით ერთ საათში დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ თანახმა იყვნენ 15000 აშშ დოლარად გაეყიდათ ავტომანქანა. მოწმის ჩვენებით, მან ჰკითხა ვის სახელზე იყო გაფორმებული ავტომანქანა, რაზეც გ--------------–---–მა განუმარტა, რომ ავტომანქანა მის საკუთრებას წარმოადგენდა, თუმცა ახლობელ გოგონაზე იყო გაფორმებული, ფული სჭირდებოდა და ამიტომ ყიდდა. გ--------------–---–ის განმარტებით, ავტომანქანა შპს „მ-----ში“ იყო ლიზინგით დატვირთული და თანხის გადახდის შემთხვევაში უპრობლემოდ გადაუფორმდებოდა. ერთად მივიდნენ შპს „მ-----ში“ და აღმოჩნდა, რომ გადასახდელი იყო 12 500 აშშ დოლარი. ვინაიდან უკვე გვიანი იყო და შპს „მ-----“ იკეტებოდა, შეთანხმდნენ კვირა დღეზე. ტელეფონით ესაუბრა ლ--–---–---------ეს, ვის სახელზეც იყო გაფორმებული ავტომანქანა, რომელმაც განუმარტა, რომ შპს „მ-----ში“ გადაეხადა თანხა და გადაფორმებაზე პრობლემა არ შეიქმნებოდა. გ--------------–---–ს ხელზე გადასცა 3000 აშშ დოლარი, ხოლო მეორე დღეს მივიდნენ შპს „მ-----ში“, სადაც გადაიხადა 12 500 აშშ დოლარი. მივიდნენ სანოტარო ბიუროში, სადაც ლ--–---–---------ემ გადაუფორმა ავტომანქანა, რომელიც დღემდე მის სახელზეა გაფორმებული. აღნიშნული ავტომანქანის რეალიზაცია სურდა 17000 აშშ დოლარად, რის გამოც მონაცემები განათავსა საიტზე. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდა მისთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც ჰკითხა ავტომანქანის მდგომარეობა და აღნიშნული ავტომანქანის ისტორია იცოდა თუ არა, რაზეც უპასუხა, რომ იცოდა. მოგვიანებით კვლავ დაუკავშირდა ეს პიროვნება და განუმარტა, რომ აღნიშნული ავტომანქანა თაღლითურად არის დაუფლებული, რის გამოც დაყადაღებულია და ვერ გაასხვისებთო. დაუკავშირდა გ--------------–---–ს, რომელსაც შეხვდა და უთხრა, რომ ავტომანქანას დაედო ყადაღა, ვერ გაყიდდა და სთხოვა ავტომანქანა წაეყვანა უკან, ხოლო მისი კუთვნილი თანხა დაებრუნებინა, რაზეც გ------- დათანხმდა. გ--------------–---–მა უთხრა, რომ ავტომანქანა შეიძინა 10 დღის წინ, რომელშიც გადაიხადა 20000 აშშ დოლარი, ისედაც ძალიან იაფად მიჰყიდა და თუ არ უნდოდა, გამოისყიდდა უკან, თუმცა არ გამოუსყიდია. შემდეგ დაიკითხა მოწმის სახით და მისთვის ცნობილი გახდა, რომ ავტომანქანა თაღლითური გზით იყო დაუფლებული. მოწმის განმარტებით, ავტომანქანის შეძენისას მას საეჭვოდ არაფერი მოსჩვენებია და ვერც წარმოიდგენდა მსგავსი რამ თუ მოხდებოდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის - გ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ უნდოდა ავტომანქანის შეძენა. „myauto.ge“-ზე ნახა განთავსებული განცხადება, რომ იყიდებოდა „BMW“-ს მარკის ავტომანქანა. დაუკავშირდა ავტომანქანის მეპატრონეს - ე-----------------ს და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. მეგობარ - ა---------– ს-------ასთან და მის მეუღლესთან - ნ------თან ერთად მივიდნენ ქსანში და დაათვალიერა ავტომანქანა, რომელიც მოეწონა. ე-----------------ს შეუთანხმდა 20000 აშშ დოლარის გადახდაზე. ავტომანქანის შეძენას აპირებდა ბანკის მეშვეობით, მივიდნენ შპს „ჯ-------------ში“, სადაც შეაფასებინეს ავტომანქანა და გაირკვა, რომ ავტომანქანაში გადაუხდიდნენ 14000 აშშ დოლარს, თუმცა იყო ტექნიკური ხარვეზი და იმ დღეს შეუძლებელი იყო თანხის გატანა. ე-----------------ს შეუთანხმდა, რომ ავტომანქანას წაიყვანდა ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მოგვიანებით გადასცემდა 20000 აშშ დოლარს. ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მეორე დღეს მივიდნენ ქ. თბილისში, ჭ--------------აზე მდებარე სანოტარო ბიუროში, სადაც მასსა და ე-–----------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ თუკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თანხას არ გადაიხდიდა, ე-–----------------ი ავტომანქანას წაიყვანდა უკან, ხოლო თავად დამატებით ჯარიმის სახით გადაიხდიდა 3000 (სამი ათასი) აშშ დოლარს. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჩავიდნენ ქ. რუსთავში, სადაც ავტომანქანა გადაიფორმა. შემდეგ ეს ავტომანქანა გააფორმა მისი ოჯახის წევრის სახელზე, ვინაიდან თვითონ ე.წ. „შავ სიაში“ იყო ბანკში და არ უნდოდა ავტომანქანა დაეყადაღებინა ბანკს. მას ე-----------------ისთვის ავტომანქანის საფასური არ გადაუხდია. მისმა ბიძაშვილმა აღნიშნული ავტომანქანა მოგვიანებით გაასხისა სხვა პირზე.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, ბრალდებულ გ--------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება უტყუარად არის დადასტურებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: ს--–-----------–ის, ა---------– ს-------ას, თ----------–---–ის, ლ--–---–---------ის, რ-----------------–---–ის, ზ--------–------ას, ჯ------–---------------ის, ი-----–----------–---–ის, გ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, ამოღების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, სახელდობრ:

 

დაზარალებულის: ე-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ამერიკიდან ჩამოიყვანა „BMW 5500 I“-ის მარკის ავტომანქანა, რომელიც გააფორმა ბიძაშვილის - ე-–----------------ის სახელზე და რეალიზაციის მიზნით განათავსა საიტზე. აღნიშნულის შემდეგ დაუკავშირდა გ--------------–---–ი, რომელმაც გამოთქვა აღნიშნული ავტომანქანის შეძენის სურვილი. გ--------------–---–მა მას განუმარტა, რომ თუ ავტომანქანას მის სახელზე არ გადააფორმებდა, მაშინ შპს „ჯ-------------ი“ უარს ეტყოდა უკვე დამტკიცებული კრედიტის გამოტანაზე და ავტომანქანის საფასურსაც ვერ გადაუხდიდა. გ--------------–---–ს ხელშკრულების საფუძველზე გადასცეს ავტომანქანა, ხოლო შემდეგ გადაუფორმეს ისე, რომ ავტომანქანის საფასური არ გადაუხდია. იგი ენდო გ--------------–---–ს, რომ ავტომანქანის გადაფორმების შემდგომ იგი გადაუხდიდა ავტომანქანის საფასურს, თუმცა ამის შემდეგ გ--------------–---–ი აღარ გადიოდა მასთან კონტაქტზე და ავტომაქანის საფასური არ გადაუხდია. დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია ისიც, რომ ბრალდებულის ქმედებით მას მიადგა 20000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანი, რომელიც არ არის ანაზღაურებული. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ასევე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ე-–----------------მა და ჯ------–---------------მა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა გ--------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და თავადვე განმარტა, რომ დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანის მის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ მას დაზარალებულ ე-----------------ისთვის ავტომანქანის საფასური არ გადაუხდია.

 

მოწმე: ა---------– ს-------ას ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ იგი ესწრებოდა ე-----------------ის და გ--------------–---–ის შეთანხმებას, რომ გ--------------–---–ს უნდა შეეძინა დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა 20 000 აშშ დოლარად.

 

მოწმე: ლ--–---–---------ის ჩვენებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ მისი დის მეუღლის თხოვნით, რომელიც მუშაობს სამაკლერო კომპანიაში, ავტომანქანა გადაიფორმა თავის სახელზე, რომელიც დაიტვირთა შპს „მ-----ში“ ლიზინგით, ხოლო აღებული თანხა გადასცა გ--------------–---–ს. მოგვიანებით გ--------------–---–ის თხოვნით, აღნიშნული ავტომანქანის საფასური შპს „მ-----ში“ გადაიხადა ზ--------------–---–მა, რომელსაც გადაუფორმა აღნიშნული ავტომანქანა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ზ--------------–---–მა, რომელმაც განმარტა, რომ ავტომანქანის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებდა გ--------------–---–თან, ხოლო მოგვიანებით შპს „მ-----ში“ გადაიხადა თანხა, თანხის ნაწილი 3000 აშშ დოლარი გ------- ხ-----–---–ს გადასცა ხელზე, რის შემდეგ ლ--–---–---------ესთან გააფორმა ხელშეკრულება, რის საფუძველზეც შეიძინა ავტომანქანა „BMW 550 I“-ს. აღნიშნულის სანაცვლოდ შპს „მ-----ში“ გადაიხადა 12500 აშშ დოლარი.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 8 თებერვლით დათარიღებული ხელშეკრულებით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ე-–----------------სა და გ--------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ე-–---- ბ---------მა გადასცა გ--------------–---–ს თავისი კუთვნილი მსუბუქი სატრანსპორტო საშუალება, კერძოდ: ავტომანქანა „BMW SEDAN 550 I“ (W----------------) რეგისტრაციის მოწმობის N---------, სატრანსპორტო საშუალების „NJ--------“. სატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა 20 000 აშშ დოლარის ოდენობით ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადაცემის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსით. ნასყიდობის საფასურის გადახდა უნდა მომხდარიყო საგნის გადაცემიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, კერძოდ: 2018 წლის 13 თებერვლამდე. ნასყიდობის საგანი მყიდველს მფლობელობაში უნდა გადასცემოდა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მყიდველი ადასტურებდა, რომ ნასყიდობის საგნის მდგომარეობა (ვიზუალური და ტექნიკური) მის მიერ იყო შესწავლილი და შეესაბამებოდა ნასყიდობის ფასს. გამყიდველი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება გადასცეს მყიდველს თანხის გადახდიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში. ამ ხელშეკრულების რომელიმე მუხლის ნებისმიერი მხარის მხრიდან შეუსრულებლობა გამოიწვევს ხელშეკრულების ბათილობას და მხარეები დაუბრუნდებიან ხელშეკრულებამდე არსებულ პოზიციას, კერძოდ: გაყიდვის საგანი დაუბრუნდება გამყიდველს გადაცემის მომენტში არსებულ მდგომარეობაში და დაეკისრება ჯარიმა 3000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 15 მარტის დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ დათვალიერებული იქნა შპს ,,ჯ-------------ის“ ავტოლომბარდის ოპერატორის - თ-----------–---–ის თანხმობით ელექტრონული ფოსტის მისი პირადი მეილი სახელწოდებით gmail.com პირადი პროფილი და გვერდი. 2018 წლის 7 თებერვლის ინფორმაცია მინაწერი “BMW -550, 2012 წლიანი, 4,4 ძრავით, საწვავის ტიპი ბენზინი მაქსიმალურად რა თანხის გაცემა შეგვიძლია? და საბაზრო? პასუხის სახით შეტყობინება: 8000$ საბაზრო 14. მეილს მიბმული აქვს 8 ერთეული „BMW 550 I“ - „მოდელის ავტომობილის ფოტოსურათი, სხვადასხვა რაკურსით.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 26 მარტის ამოღების ოქმით დადგინდა, რომ შპს „მ-----ს“ სათავო ოფისიდან ამოღებული იქნა შპს „მ-----ს“ და ლ--–---–---–----ეს შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის FL1------------ ხელშეკრულების დედანი; ავტომანქანის გადაცემის ხელშეკრულება, თანხმობა ავტომანქანის მართვაზე, განცხადება და ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ, ავტომანქანის შეფასების აქტი და სალაროს შემოსავლის ორდერი.

 

საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 29 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ გახსნილი და დათვალიერებული იქნა შპს ,,მ-----დან“ ამოღებული დოკუმენტები, კერძოდ: ფინასური ლიზინგის FL1------------ ხელშეკრულება, რომლის ზედა მარცხენა კუთხეში უცხოენოვანი წარწერით იკითხება შპს „მ-----ს“ ლოგო - ,,mogo“. აღნიშნული ხელშეკრულება დათარიღებულია 2018 წლის 14 თებერვლით, რომელიც დადებულია შპს ,,მ-----სა“ და ლ--–---–---------ეს პ/ნ 3---------- შორის. „BMW 550 I“ მოდელის ავტოსატრანსპორტო საშუალების, სახელმწიფო სანომრე ნიშნით „F------" ავტომობილის გადაცემის ხელშეკრულება FL 1------------, შემძენი - შპს ,,მ-----“ - გამსხვისებელი - ლ--–---–---------ე, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 14 თებერვლით. თანხმობა ავტომობილის მართვაზე, 3----------, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 14 თებერვლით. განცხადება (ა---------– ს-------ას) სოლიდარული თავდებობის შესახებ, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 14 თებერვლით და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება შპს ,,მ-----სა“ და ა---------– ს-------ას შორის დათარიღებული, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 14 თებერვლით. ავტომობილის შეფასების აქტი დასურათებული, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 14 თებერვლით. სს „თ----------ის“ სალარო შემოსავლის N6------- ორდერი, შემომტანის გრაფაში ფიქსირდება - ლ--–---–---------ე, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 14 თებერვლით.

 

2018 წლის 30 მარტის ამოღების ოქმით (უდავო მტკიცებულება) დადგინდა, რომ ზ--------------–---–ისგან ამოღებული იქნა ავტომანქანა ლურჯი ფერის „BMW 550 I“ მოდელის (W----------------), სახელმწიფო სანომრე ნიშნით „F------". ასევე, ამოღებული იქნა ავტომანქანის გასაღები.

 

2018 წლის 19 თებერვლის საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საცნობარო განყოფილების უფროსის გელა ჭითანავას მომართვით დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის რეკვიზიტებია: სანომრე ნიშანი - F------, მარკა-მოდელი - ბმვ 550I, ფერი - ლურჯი 8/8, გამოშვების წელი - 2012, საიდენტიფიკაციო ნომერი - (W----------------), სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა - A-------- გაცემული 1---------წ. უფლებრივი შეზღუდვის ან სამართლებრივი დატვირთვის შესახებ ინფორმაცია რეგისტრირებული არ არის.

აღნიშნულ ცნობაზე დართული ცხრილით დასტურდება, რომ დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანის, სანომრე ნიშანი NM-----, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, მესაკუთრედ 2017 წლის 11 მაისს მითითებულია - ე-----------------ი, პ/ნ 3----------, მცხ: მ–---------------------------; 2017 წლის 11 მაისიდან - 2018 წლის 12 თებერვლამდე მონაცემებით ავტომანქანის, სანომრე ნიშანი J------, სარეგისტრაციო მოწმობა A-------- მესაკუთრეა ე-–----------------ი პ/ნ 3----------, მცხ: მ–------------------------------; 2018 წლის 12 თებერვლიდან - 2018 წლის 14 თებერვლამდე მონაცემებით ავტომანქანის, სანომრე ნიშანი F------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------- მესაკუთრედ მითითებულია გ--------------–---–ი, პ/ნ N01---------, მცხ: თბილისი, დ------–-----–----------------------------------; 2018 წლის 14 თებერვლიდან - 2018 წლის 15 თებერვლამდე პერიოდის მონაცემებით ავტომანქანის, სანომრე ნიშანი F------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, მესაკუთრედ მითითებულია ლ--–---–---------ე, პ/ნ 3----------, მცხ: თბილისი, მ----------------–------------------------------------------------; 2018 წლის 15 თებერვლიდან - 2018 წლის 18 თებერვლამდე პერიოდის მონაცემებით, ავტომანქანის, სანომრე ნიშანი F------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------- მესაკუთრედ მითითებულია შპს ,,მ-----“ ს/კ - 4--------, მის: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი N24ბ; 2018 წლის 18 თებერვლის მონაცემებით ავტომანქანის, სანომრე ნიშანი F------, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, მესაკუთრედ მითითებულია ზ--------------–---–ი, პ/ნ 1---------9, მცხ: თბილისი, ვ---------–----------------------------------------.

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ სასამართლოს მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გ--------------–---–ს ჰქონდა განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდა სხვის კუთვნილ ნივთს და მასზე საკუთრების უფლებას. იგი დაუკავშირდა დაზარალებულ ე------------------ს და შეუთანხმდა ავტომანქანის შეძენაზე. გ--------------–---–მა განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით დაარწმუნა ე-----------------ი, რომ თუ ავტომანქანას მის სახელზე არ გადააფორმებდა, შპს „ჯ-------------ი“ უარს ეტყოდა უკვე დამტკიცებული კრედიტის გამოტანაზე და ავტომანქანის საფასურსაც ვერ გადაუხდიდა. ე-----------------ი დათანხმდა მას იმ იმედით, რომ შეთანხმებულ თანხას მიიღებდა 2018 წლის 12 თებერვალს. დაზარალებულმა გ--------------–---–ს ქ.რუსთავში გადაუფორმა ზემოაღნიშნული ავტომანქანა. მიუხედავად დაპირებისა, გადაფორმების შემდეგ, ე-----------------ს ავტომანქანის საფასური გ--------------–---–ისგან არ მიუღია. საბოლოოდ, გ--------------–---–მა გამორთო მობილური ტელეფონი და მიიმალა. 2018 წლის 14 თებერვალს აღნიშნული ავტომანქანა გ--------------–---–ის მიერ გადაფორმებულ იქნა ლ--–---–---–-------ე, რომელმაც თავის მხრივ 2018 წლის 15 თებერვალს ავტომანქანა გადააფორმა შპს „მ-------ე“, ხოლო 2018 წლის 18 თებერვალს ზემოაღნიშნული ავტომანქანა, იმ დროისათვის სახელმწიფო სანომრე ნიშნით ,,F--------“, შეძენილი იქნა შპს ,,მ-----დან“ ზ--------------–---–ის მიერ 15 500 აშშ დოლარად. ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად ე-----------------ს მიადგა 49 002 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი. სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები, ქმედების განხორციელების ხერხი, ავტომანქანის დროის უმოკლე პერიოდში გასხვისება სხვადასხვა პირებზე, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს ბრალდებულის განზრახვას, რომ მას სურდა მოტყუებით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა დაზარალებულის კუთვნილ ავტომანქანას.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ--------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ--------------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3.მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.

 

იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, დადასტურებულია, რომ გ--------------–---–ი მოტყუებით დაეუფლა ე------------------ის კუთვნილ ავტომანქანას, რის საფუძველზე, დაზარალებულს მიაყენა დიდი ოდენობით 49 002 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 49 002 ლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და გ--------------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ--------------–---–მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ--------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის წარსული არაფრით არ არის შებღალული, ასევე იმ გარემოებას, რომ ბრალდებული ახლად დაოჯახებულია და ჰყავს ფეხმძიმე მეუღლე, აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაული და მიაჩნია, რომ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, გ--------------–---–ის რესოციალიზაციისათვის, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, კერძოდ: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 28 მარტიდან - 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით, გ--------------–---–ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. გ--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. ნივთიერი მტკიცებულება:

- ამოღებული „BMW-550 I“ მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით „F--------", რომელიც ინახება დაცულ სპეციალურ სადგომზე, თბილისი, ქ---------------- და ავტომანქანის გასაღები, რომელიც ინახება საქართველოს შსს დ-----------------------------------–-----------------ის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს - დაზარალებულს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი