განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
120100118002397140
დავის ტიპი
151
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2397140-1/148-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

08 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახ--––--ე

 

ახ--––---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კა--------–---–---–ი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – ალ--------------–---რი, დაბადებული 1--- წლის 2- აგვისტო, პირადი #4----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ახ--––---ს რაიონი სოფელი მუ-------ი;

 

ადვოკატი - ზა-----------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 03 მარტს ახ--––---ს რაიონის სოფელ მუ-------ში მცხოვრებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ალ--------------–---რმა, მეუღლეს თა------------–---რს ოჯახში ყოფნისას აგინა და უცენზურო სიტყვებით მიაყენა შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ სახლში დაწვით, რის სისრულეში მოყვანის მიზნითაც ბენზინი მიასხა საცხოვრებელ სახლს და ცდილობდა ცეცხლმოკიდებული ხის ნაჭერით სახლისა და სახლში მარტო მყოფი მეუღლის თა------------–---რის დაწვას, რის გამოვ ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარით სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

2. წარდგენილი ბრალდება.

 

2018 წლის 11 მარტს ალ--------------–---რს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

3. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

 

ახ--––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 მარტი განჩინებით ალ--------------–---რის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო 5 000 ლარის ოდენობით.

 

4. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

5. პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

6. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ალ--------------–---რმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თა------------–---რის ჩვენება რომლის თანახმად, 2018 წლის 02 მარტს 2-:30 საათზე სახლში მივიდა თა------------–---რის მეუღლე ალ--------------–---რი, რომელიც იყო ნასვამ მდგომაეობაში და გაბრაზებული. ალ--------------–---რმა დაიწყო უმისამართოდ გინება, რის გამოც თ-----ი ამშვიდებდა, მაგრამ ალ--------------–---რმა თა------------–---რსაც დაუწყო გინება სრულიად უმიზეზოდ და თან ეუბნებოდა, რომ აღარავინ სჭირდებოდა, სძულდა, სახლს გადაწვავდა და მეუღლესააც თან მიაყოლებდა. ამის გამო თა----- გაუჩნდა რეალური შიში სიცოცხლის მოსპობისა, მიუხედავად ამისა იგი ა-–------ს მაინც აწყნარებდა, თუმცა ამაოდ, ალ--------------–---რი გავიდა გარეთ, სადაც სარაია აქვთ და ინახავენ სხვადასხვა სახის ხელსაწყოებს და დაიწყო ბენზინის ძებნა, როდესაც სარაიაში ვერ ნახა ბენზინი ხელის ბენზო ხერხიდან გადმოასხა ბენზინი პლასტმასის ბოთლში და მივიდა სახლის პირველ სართულზე, რომლის კარებიც დახვდა დაკეტილი, რადგან როდესაც ბენზინს ეძებდა თ------ა ჩაკეტა კარები, ამის გამო მან მიასხა სახლის კედლს ბენზინი, მერე კი ავიდა სახლის მეორე სართულზე და დაიწყო ასანთის ძებნა, რომელიც თა------------–---რს დამალული ჰქონდა, რის გამოც კიდევ რამდენჯერმე დაემუქრა ალ--------------–---რი თავის მეუღლეს.

იხ. ს.ფ. 5-7;

 

2018 წლის 20 აპრილის ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერიმენტზე წარმოდგენილ პოლიმერული მასალის ბოთლზე, ეტიკეტზე წარწერით „ნაბეღლავი“, აღინიშნება სახეშეცვლილი ბენზინის საწვავის კვალი. ნიმუშის ასაღებ ჩხირზე ბამბით, რომელსაც აღენიშნება მოშავო ფერის დანაშრევი, დაფიქსირდა ნავთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალი. სახეშეცვლილი ბენზინის საწვავის კვალისა და ნაბთობპროდუქტების მძიმე ფრაქციების კვალის შედარება შეუძლებელია.

იხ. ს.ფ. 142-146;

 

ახ--––---ს რაიონული პროკურატურის პროკურორ კა--------–---–---–ის 03.03.2018 წლის დადგენილებით თა------------–---რი ცნობილ იქნა დაზარალებულად.

 

იხ. ს.ფ. 49;

 

ალ--------------–---რის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაული ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, მოწმეთა - მე-----------–-------------–ის, ნა-------------ის, რა-----------–-----ის დაკითხვის ოქმებით, ალ--------------–---რის ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით.

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო დადასტურებულად თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ ალ--------------–---რმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

8. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ალ--------------–---რს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნიათ.

ალ--------------–---რს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნიათ.

 

9.სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ალ--------------–---რს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ალ--------------–---რის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ალ--------------–---რი (პ/ნ 4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 წელი;

 

2. ალ--------------–---რს (პ/ნ 4----------)) სსჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 03 მარტიდან 2018 წლის 2- მარტის ჩათვლით;

 

3. ალ--------------–---რის (პ/ნ 4----------) მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით 5 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებული ალ--------------–---რის (პ/ნ 4----------), ელ------------–-----ის (პ/ნ4----------), თა------------–---რის (პ/ნ 4-----------, მა-------------–-----ის (პ/ნ 4---------5), ნათ--–---------–------ს (პ/ნ 4----------), ნა----–---------------ვა (პ/ნ 4---------4), რა-----------–-----ის (პ/ნ 4----------) და რიტ---------–---რის (პ/ნ 4----------) თანასაკუთრებაში არსებული უძრავ ქონებას მდებარე - ქ. ახ--––--ე მუ-------ი- ჩ----ს სახნავი სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების 2017.00 კვ.მ მიწის ნაკვეთის ს/კ 6----------3 (N 1-------- წ 1- მარტის განჩინება).

პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.

 

4.სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ერთი ცალი ბოთლი და ნავთობპროდუქტების დოკუმენტის ნიმუშები სილ 02 პაკეტად, რომელიც გაგზავნილია შსს ახ--––---ს რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახ--––---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე