განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
330100118002633089
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ------ ნ-----–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ---- ზ---–ის ძე ტ-------ე, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1--------–-, ნასამართლევი, მცხოვრები: თ---–---- პ-------------- ქუჩა, კორპუსი #--- ბინა #5-–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილი (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ოჯახის წევრის მიმართ)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 ოქტომბრის დადგენილებით, ლ---- ტ-------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.

 

1.2.2018 წლის 6 ივნისს, ყოფილი მეუღლის - ლ-------------–--ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, ლ---- ტ-------ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი #0-----, რომლის მიხედვითაც ლ---- ტ-------ეს აეკრძალა მსხვერპლთან, მის საცხოვრებელ და სამსახურის ადგილებთან მიახლოება და მასთან ყველანაირი კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.

 

1.3.2018 წლის 9 ივნისს, დღის საათებში, თბილისში, მეტროსადგურ ,,დიდუბის’’ მიმდებარედ განთავსებულ ,,რიკო კრედიტის’’ ფილიალთან, ადმინისტრაციულსახდელდადებული ლ---- ტ-------ე შეგნებულად მიუახლოვდა ყოფილი მეუღლის - ლ-------------–--ის სამსახურს და შეხვდა ლ-------------–--ეს, რითაც დაარღვია 2018 წლის 6 ივნისის შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2.სასამართლოს დასკვნა ლ---- ტ-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ ლ-------------–--ის, მოწმეების - კ-------------–-----------–-----------------------–--–---–-----------–ე ტ-------ის გამოკითხვის ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, #0----- შემაკავებელ ორდერს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ლ---- ტ-------ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ.

 

3.2. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. ნორმის ძირითად სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ფსიქოლოგიურ ძალადობას დიდი ზიანი მოაქვს მსხვერპლისთვის და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგან ფსიქოლოგიური ძალადობა აზიანებს ადამიანის ფსიქიკას, მთლიანად პიროვნებას. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ძალადობით ან იძულებით. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ამ უფლების დამრღვევს, იგი არის პირდაპირ პასუხისმგებელი იმ დანაშაულზე რაც ჩაიდინა.

 

3.3.საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ მიუხედავად შესაბამისი შემაკავებელი ორდერის არსებობისა, რომელიც უკავშირდება ადმინისტრაციულ პრეიუდიციას, საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა პირმა ლ---- ტ-------ემ დაარღვია 2018 წლის 6 ივნისის შემაკავებელი ორდერის პირობები და 2018 წლის 9 ივნისს, მივიდა ყოფილ მეუღლესთან ლ-------------–--ესთან სამსახურში და დაამყარა მასთან ორდერით აკრძალული კომუნიკაცია - აღნიშნული ქმედება იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას. ამასთან, დადგენილია, რომ ბრალდებულმა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები დაარღვია პირის მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე ითვლება ბრალდებულის ოჯახის წევრად.

 

3.4. სასამართლო მოიშველიებს ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციას’’ რომელიც აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.

 

3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

3.6. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ლ---- ტ-------ის ბრალეულობა.

 

3.7. სასამართლომ შეაფასა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე, მათი თანხვედრა დანარჩენ მტკიცებულებებთან და დაასკვნა, რომ ბრალდებულმა ლ---- ტ-------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ლ---- ტ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა: დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის მასშტაბი - სისტემატურობა, რეციდივი და ქმედების ჩადენა გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.3. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას, რომელიც მრავლადაა წარმოდგენილი საქმეში. ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოებაა ბრალდებულის მხრიდან სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახის წევრზე, ყოფილ მეუღლეზე - ლ-------------–--ეზე. სასამართლო ითვალისწინებს რა, რომ 2018 წლის 6 ივნისს გამოცემულმა შემაკავებელმა ორდერმა ვერ იქონია პრევენციული ხასიათი და ორდერის გამოცემიდან დროის უმოკლეს მონაკვეთში 2018 წლის 9 ივნისს ბრალდებულმა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები და მსხვერპლთან კვლავ დაამყარა ორდერით აკრძალული კომუნიკაცია. ამასთან ბრალდებული ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის, ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იმ შემთხვევაშიც ყოფილი მეუღლეა, რაც ცალსახად წარმოაჩენს ლ. ტ-------ის უარყოფით დამოკიდებულებას სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ შეზღუდვებზე და აშკარას ხდის მის მიდრეკილებას ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. სასჯელის განსაზღვრის დროს ასევე მხედველობაში იქნა მიღებული სხვა დამამძიმებელი გარემოებაც, კერძოდ, ლ---- ტ-------ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფება გამოსაცდელ ვადაში, მიუხედავად მის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი ლმობიერებისა, რაც გამოიხატა საპროცესო შეთანხმებაში და პირობითი მსჯავრის განსაზღვრაში, გამოსაცდელ ვადაში ბრალდებულმა კვლავ ჩაიდინა ანალოგიური, ახალი განზრახი დანაშაული, ასევე სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა დაარღვია გირაოს პირობა და განჩინებით განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხადა გირაოს თანხა.

 

5.4. დამამძიმებელ გარემოებებთან ერთად სასამართლო მხედველობაში იღებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას: ბრალის აღიარებას, ასევე მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოებაც, რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რის გამოც მაქსიმალურად დაიზოგა მართლმსაჯულების რესურსი და დრო, რაც აისახება განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

5.5. ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის და რეციდივის მხედველობაში მიღებით ლ---- ტ-------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის უნდა განესაზღვროს 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5.6. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ლ---- ტ-------ე იყო პრობაციონერი, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

5.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის სხდომის ოქმის აუდიო ვერსია 1 (ერთი) ელექტრონულ დისკზე დაულუქავი სახით, რომელიც მოთავსებულია საქმის მასალებში - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- ტ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

2.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 8--------რის განაჩენით დანიშნული 6 (ექვსი) თვით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და ლ---- ტ-------ეს საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

3.მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 8 ოქტომბრიდან.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე

 

5. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა