გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310018002463948
N3/68-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14.11.2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელე შპს ”რ--------–-------------–----–-------",წარმომადგენელი: ანა მ--------–-;
მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო,წარმომადგენელი: ი---ა გა---------–ვილი;
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,რ---------–---------–----–--------" (ხ---------–-) მიერ, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე თანხმობის ფორმის (მკაცრი აღრიცხვის ბარათი) შევსების, მდგომარეობის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1 ივნისის 04/35207 წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის N2017/31/10/02 შემოწმების აქტის 7.3.2 პუნქტი და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 11 იანვრის N11/01/2018 საოქმო გადაწყვეტილება შპს " რ--------–-------------–----–-------ს" 2017 წლის 14 დეკემბრის N124275 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და 2017 წლის 15 დეკემბრის 124664 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის "ა" პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 აპრილის წერილი და დაევალოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
მოსარჩელის პოზიცია:
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის სექტემბერ-ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,რ---------–---------–----–--------" ხ---------–-ს სამედიცინო დაწესებულებაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევის შერჩევითი გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება. აღნიშნულის შედეგად გამოიცა შემოწმების აქტი, რომელშიც განისაზღვრა შპს ,,რეგიონული ჯანდაცვის ცენტრზე" დარიცხული ჯარიმები, რაც გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ. შემოწმების ჯგუფმა მუშაობის პერიოდში არ შეამოწმა ის პირადობის მოწმობის ასლები, რომლებიც გამოცემულია რეგისტრაციის პროცესის შემდეგ და არ გაითვალისწინა, რომ რ---------–---------–----–-------- მიერ მონიტორინგის პროცესში აღმოჩენილი ხარვეზი აღმოიფხვრა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურის სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად, არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელი ი---ა გა---------–ვილი დაეთანხმა შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,რ---------–---------–----–--------" ხ---------–-ს სამედიცინო დაწესებულებაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევის შერჩევითი გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სარჩელი;
- 2017 წლის 31 ოქტომბრის N2017/31/10/02 შემოწმების აქტი;
3.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 31 ოქტომბრის N2017/31/10/02 შემოწმების აქტის მე-8 პუქნტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 55331.2 ლარი, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 17040.07 ლარი, ხოლო დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 38290.5 ლარს;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 31 ოქტომბრის N2017/31/10/02 შემოწმების აქტი;
3.3. რ---------–---------–----–-------- მიერ გასაჩივრდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის N2017/31/10/02 შემოწმების აქტი, რაზეც ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) მიერ მიღებულ იქნა 2018 წლის 11 იანვრის N11/01/2018 საოქმო გადაწყვეტილება შპს " რ--------–-------------–----–-------ს" 2017 წლის 14 დეკემბრის N124275 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და 2017 წლის 15 დეკემბრის 124664 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 11 იანვრის N11/01/2018 საოქმო გადაწყვეტილება .
3.4. რ---------–---------–----–-------- ხ---------–-ს სამედიცინო დაწესებულების შემოწმების დროს გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევის ფაქტი. ბენეფიციართა რეესტრში 488 ბენეფიციარი, რომლებიც ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა დარეგისტრირებული იყვნენ ძირითად კონტიგენტში 22 ფურცლად; 463 შემთხვევაში აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევები მათ შორის: 46 შემთხვევაში მოთხოვნის თვეში გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 208 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; 138 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარდგენილი; 66 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმაში მონაცემები გადასწორებულია, დაზიანებულია, ფიქსირდება სხვა პიროვნება ან დაფიქსირებულია არასრულყოფილი მონაცემები; 5 შემთხვევაში ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომლებიც დაწესებულებას მიღებული არ ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტებით;
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 31 ოქტომბრის N2017/31/10/02 შემოწმების აქტი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული N2017/31/10/02 შემოწმების აქტი და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 11 იანვრის N11/01/2018 საოქმო გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამის ნორმებთან.
6.2. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილების დანართი №1-ის - „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1.1-ით განსაზღვრული პირობების მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირები; ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი პირები, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები. ამავე დანართის მე-4 მუხლი განსაზღვრავს პროგრამის მიმწოდებლის ცნებას, კერძოდ, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში - მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის ოქტომბრის პერიოდში განხორციელდა შპს ,,რ---------–---------–----–--------" ხ---------–-ს სამედიცინო დაწესებულებაში საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფიქსირებული შემთხვევის შერჩევითი გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების შემოწმება. რა დროსაც გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევის ფაქტი. ბენეფიციართა რეესტრში 488 ბენეფიციარი, რომლებიც ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა ბაზაში ნაცვლად დამატებითი კონტიგენტისა დარეგისტრირებული იყვნენ ძირითად კონტიგენტში 22 ფურცლად; 463 შემთხვევაში აღმოჩნდა სხვადასხვა სახის დარღვევები მათ შორის: 46 შემთხვევაში მოთხოვნის თვეში გეგმიური ამბულატორიული მომსახურებისათვის სამედიცინო ვაუჩერის მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირების თარიღი უსწრებს თანხმობის ფორმის შევსების თარიღს; 208 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; 138 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფურცლები შემოწმების პერიოდში ვერ იქნა წარდგენილი; 66 შემთხვევაში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმაში მონაცემები გადასწორებულია, დაზიანებულია, ფიქსირდება სხვა პიროვნება ან დაფიქსირებულია არასრულყოფილი მონაცემები; 5 შემთხვევაში ბენეფიციარები დარეგისტრირებულია მკაცრი აღრიცხვის ფორმებით, რომლებიც დაწესებულებას მიღებული არ ჰქონდა მიღება-ჩაბარების აქტებით; მოსარჩელე მხარე სადაოდ არ ხდის იმ ფაქტს, რომ შემოწმების მომენტში მკაცრი აღრიცხვის თანხმობის ფორმას არ ჰქონდა ბენეფიციარების პირადობის მოწმობის ასლები; მართალია, მანვე მიუთითა, რომ შემმოწმებელ ჯგუფს დამატებით წარუდგინეს 68 ცალი პირადობის მოწმობის ასლი, თუმცა მოსარჩელემ აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, ის მხოლოდ ზეპირი განმარტებით შემოიფარგლა, შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ სასამართლოში საქმის განხილვისას უტყუარი მტკიცებულებებით ვერ გააბათილა შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ფაქტი.
6.4. „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების მე-19 მუხლით გათვალისწინებულია ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა) შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა.
კონკრეტულ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2017 წლის 31 ოქტომბრის N2017/31/10/02 შემოწმების აქტის მე-8 პუქნტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიმართ გამოყენებული საჯარიმო სანქციების ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 55331.2 ლარი, მათ შორის უკან დაბრუნებას ექვემდებარება 17040.07 ლარი, ხოლო დამატებითი ფინანსური ჯარიმა შეადგენს 38290.5 ლარს; საქმის გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,რ---------–---------–----–--------" ხ---------–-ს სამედიცინო დაწესებულების მიმართ N2017/31/10/02 შემოწმების აქტის 7.3.2 პუნქტში მითითებული დარღვევის არ არსებობა მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა უტყუარი მტკიცებულებებით, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 11 იანვრის N11/01/2018 საოქმო გადაწყვეტილება შპს " რ--------–-------------–----–-------ს" 2017 წლის 14 დეკემბრის N124275 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და 2017 წლის 15 დეკემბრის 124664 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის "ა" პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 აპრილის წერილი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად, არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსადმი ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები გამოცემულია კანონის სრული დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.
6.6. სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავით. ხსენებული კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი. ამავე საკანონმდებლო აქტის 185-ე მუხლის მიხედვით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კანონიერად არის მიჩნეული სსიპ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს N2017/31/10/02 შემოწმების აქტის 7.3.2 პუნქტი, ასევე კანონიერია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 4 ივნისის N04-156/ო ბრძანებით შექმნილი "საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის" პირობების შესრულების კონტროლის შედეგებზე მიმწოდებლების მხრიდან წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განმხილველი სათათბირო ორგანოს (კომისიის) 2018 წლის 11 იანვრის N11/01/2018 საოქმო გადაწყვეტილება შპს " რ--------–-------------–----–-------ს" 2017 წლის 14 დეკემბრის N124275 ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და 2017 წლის 15 დეკემბრის 124664 ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სარეზოლუციო ნაწილის პირველი ნაწილის "ა" პუნქტი და მის საფუძველზე გამოცემული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 10 აპრილის წერილი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,რ---------–---------–----–--------" ხ---------–-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ მართალია გადახდილ იქნა თავდაპირველ სარჩელზე 100 ლარის ოდენობით, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელიდან განხორციელდა სასარჩელო მოთხოვნის ერთი ნაწილის განსჯადობის წესით გადმოგზავნა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ქვითრის გარეშე. მოსარჩელემ წარმოადგინა საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის ასლი, რაც ვერ ჩაითვლება ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში განსახილველ სარჩელზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟის დოკუმენტად, შესაბამისად, მოსარჩელე შპს ”რ--------–-------------–----–-------" (ს.კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 100 (ასი) ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ”რ--------–-------------–----–-------ს" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე შპს ”რ--------–-------------–----–-------" (ს.კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 100 (ასი) ლარის გადახდა, რომელიც ჩაირიცხოს სახაზინო კოდზე - 300193150;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების გამოტანიდან 1 (ერთი) კალენდარული დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე - ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32) ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე მისამართზე - ზესტაფონი, წერეთლის ქ.№7).
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი