განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
020100118002625174
დავის ტიპი
362 1
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100118002625174

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/468-18 12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი კ----------------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული მ--------------------–---------------–-----–------------------–-------–-–-----------------------–----------–---------------------------------------–-----------------------------------–--------------------–--------------------–----------–----------------------------------–--------------------–-------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი

ქმედების შემადგენლობა: ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება

 

2.1. ადვოკატი მ-------–-----–--

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები

 

2----–-–------------ს, დაახლოებით 11 საათზე ქ------------–-------------------------------------- შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ შეჩერებულ იქნა ,,----------- მარკის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით L------ ავტომობილი, რომელსაც მართავდა გალის რაიონის ს------–------–--------------------–------------------------------–----–----------------–---------–- მცხოვრები მ------–-------. პატრულ–ინსპექტორის მოთხოვნაზე მან წარადგინა 2--- წლის 6 მაისს მის სახელზე შევსებული საქართველოს ,-------------------------------- მძღოლის ყალბი მოწმობა, რომელიც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით მ------–-------ს სახელზე არ გაცემულა და იმავე მონაცემთა ბაზის მიხედვით, აღნიშნული ნომრის ,,ბ’’ კატეგორიის მძღოლის მოწმობა 2----–-–------------------ს გაცემულ იქნა მოქალაქე ი-----–-------------ს სახელზე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

2.1. ყალბი ოფიციალური დოკუმენტი

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს სამეგრელოს სამსახურის უფროსის წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს სამეგრელოს სამსახურში არსებული ელექტრონული მონაცემთა ბაზის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა N0------ მ------–-----–--ს სახელზე არ გაცემულა. ბაზის მონაცემების მიხედვით, მართვის მოწმობა 2----–-–------------------ს გაცემულია ი-----–-------------ს სახელზე.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ნ------–-------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულზე არ ირიცხება მართვის მოწმობა, ხოლო იმ ნომრით 2003 წელს ი-----–-------------ზე იყო გაცემული მართვის მოწმობა. ბაზა 2007 წლიდან ფუნქციონირებს. საარქივო ცნობებიც ამ ბაზაში შეტანილია. 1968 წლიდან გაცემული მოწმობებიც არის ბაზაში, მაგრამ აფხაზეთში გაცემული მოწმობები არ არის. ბლანკი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია. აფხაზეთის მოწმობები გაიცემოდა აფხაზეთის ომამდე. ამის შედეგ გაცემული მართვის მოწმობები ბაზაში არის. ბაზაში არის ასევე შეცვლილი მართვის მოწმობები. თუ პირმა შეცვალა ძველი მართვის მოწმობა, ის ბაზაში აღირიცხება.

მოწმე ი-----–-------------ს ჩვენების თანახმად, 2003 წელს აიღო მართვის მოწმობა. თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩააბარა და აიღო მოწმობა. საბურთალოს რაიონში აიღო მან მართვის მოწმობა.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მართვის მოწმობისა და მისი დათვალიერების ოქმის თანახმად, აღნიშნული მართვის მოწმობა გაცემულია მ------–-------ს სახელზე, დაბადებული 1--- წლის 9-----ს. გაცემის თარიღია 2--- წლის 6 მაისი, მართვის მოწმობის ნომერია 0------.

სასამართლო განმარტავს, რომ ოფიციალური დოკუმენტი არის რაიმე უფლების ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი. ოფიციალური დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურიდიული მნიშვნელობა აქვს. ოფიციალურია დოკუმენტი, რომელსაც სახელმწიფო კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესით ანიჭებს იურიდიულ მნიშვნელობას. ოფიციალურ დოკუმენტებს გასცემს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საწარმოები, დაწესებულებები, ორგანიზაციები საკუთრების ფორმის მიუხედავად, იმ პირობით, თუ სახელმწიფო მას ანიჭებს იურიდიულ ძალას.

მართვის მოწმობა არის სწორედ უფლების დამდგენი წერილობითი საბუთი, ვინაიდან მხოლოდ მის მფლობელს ეძლევა ნებართვა, ატაროს ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამდენად, მართვის მოწმობა ავტომობილის მართვის უფლების მიმნიჭებელი საბუთია. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პირისთვის შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭება დასტურდება სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გაცემით. ამდენად, დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო კანონით იურიდიულ მნიშვნელობას ანიჭებს მართვის მოწმობას, როგორც მართვის უფლების მიმნიჭებელ საბუთს.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს სამეგრელოს სამსახურში არსებული ელექტრონული მონაცემთა ბაზის მონაცემებით და ნ------–------- ჩვენებით, დადგენილია, რომ მოქალაქე მ------–-------ს სახელზე არ გაცემულა მძღოლის მართვის მოწმობა, ხოლო მის მიერ წარდგენილ მართვის მოწმობაზე მითითებული ნომრით მართვის მოწმობა გაცემული ი-----–-------------ს სახელზე. ი-----–-------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ მან გამოცდების ჩაბარების შედეგად აიღო მართვის მოწმობა.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნის გასაკეთებლად, რომ ბრალდებულს სათანადო წესის დაცვით არ აუღია მართვის მოწმობა, ხოლო მის მიერ წარდგენილი მართვის მოწმობა შეიცავს არასწორ ინფორმაციას, შესაბამისად, ბრალდებულის მიერ წარმოდგენილი ოფიციალური დოკუმენტი - მართვის მოწმობა არის ყალბი.

 

2.2. შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით, გამოყენება

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეების: პ--------------ს და რ------------ს ჩვენებების თანახმად, 2----–-–------------ს შეაჩერეს ავტომანქანა. ბრალდებული იყო მძღოლი. მის მიერ წარმოდგენილი მართვის მოწმობა რომ გადაამოწმეს, აღმოჩნდა, რომ ბრალდებულზე მართვის მოწმობა გაცემული არ იყო, მან კი წარმოადგინა მართვის მოწმობა. ადგილზე მისი თანდასწრებით დალუქეს მოწმობა. ბრალდებული ამბობდა, მოწმობა არ არისო ყალბი. ბრალდებულს ძველი მართვის მოწმობა ჰქონდა. ასეთი მოწმობები ხშირად არის ყალბი. ამიტომ გამოიწვია ეჭვი.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მართვის მოწმობის თანახმად, აღნიშნული მართვის მოწმობა გაცემულია მ------–-------ს სახელზე, დაბადებული 1--- წლის 9-----ს. გაცემის თარიღია 2--- წლის 6 მაისი. მართვის მოწმობის ნომერია 0------.

სასამართლო განმარტავს, რომ დოკუმენტის შეძენა, შენახვა და გამოყენება საჭიროებს სათანადო განმარტებას. შეძენა გამოიხატება ნებისმიერი ფორმით მათი, როგორც საკუთარის მიღებაში. შენახვა ნიშნავს ადგილსამყოფლის მიჩენას ნებისმიერ ადგილას. გამოყენება არის დოკუმენტის წარდგენა იმ პირისათვის, ვისაც მისი შემოწმების უფლება აქვს. ასეთი შეიძლება იყოს შესაბამისი პოლიციის თანამშრომელი.

გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის ნივთმტკიცებით დადგენილია, რომ მართვის მოწმობა ბრალდებულმა მიიღო როგორც საკუთარი, 2--- წლის 6 მაისს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რიცხვში მან შეიძინა ის. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა, მათ შორის ბრალდებულის ჩვენებებით, ასევე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა მართვის მოწმობა 2----–-–------------ს წარუდგინა პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც ის გააჩერეს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისას, ე.ი. მან გამოიყენა იგი. აღნიშნული ფაქტები მიუთითებს ბრალდებულის მიერ 2--- წლის 6 მაისიდან 2----–-–------------ამდე მართვის მოწმობის შენახვაზე, ვინაიდან შეძენიდან გამოყენებამდე გასულია რამდენიმე წელი, რა დროსაც დოკუმენტს სჭირდებოდა შესაბამისი ადგილის მიჩენა.

ქმედების სუბიექტურ შემადგენლობასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს დოკუმენტის შეძენას და შენახვას მხოლოდ გამოყენების მიზნით. განსახილველ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მართვის მოწმობა შეძენილ და შენახულ იქნა აუცილებლობის შემთხვევაში მისი გამოყენების მიზნით, რადგან სხვა დანიშნულება აღნიშნულ მოწმობას არ გააჩნია, ხოლო ამ მიზნის არსებობა დადასტურდა ასევე მოწმობის გამოყენების ფაქტითაც.

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია ბრალდებულის მიერ მართვის მოწმობის შეძენა და შენახვა გამოყენების მიზნით, ასევე მისი გამოყენება.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ზიანს აყენებს იმ მმართველობით ურთიერთობებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ოფიციალური დოკუმენტაციის წარმოებისა და ოფიციალური დოკუმენტებით სარგებლობის დადგენილი წესის დაცვას. ამ დანაშაულის საგანია ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის მართვის მოწმობა და სხვა.

სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალურ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია აღნიშნულ ნაწილში მითითებული ქმედებებიდან ერთ-ერთის ჩადენისთანავე. ამასთან, ოფიციალური დოკუმენტის შენახვა წარმოადგენს დენად დანაშაულს, რომელიც იწყება მოქმედებით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება უმოქმედობით. აღნიშნულის გამო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შენახვა გამოყენების მიზნით დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როცა შენახვა შეწყდება.

სუბიექტური შემადგენლობის მხრივ სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა და შენახვა მოითხოვს სპეციალურ მიზანს - გამოყენების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირდაპირი განზრახვის არსებობისას.

საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მართვის მოწმობა არის ყალბი და რომ ყალბი მართვის მოწმობა შეიძინა, შეინახა ბრალდებულმა გამოყენების მიზნით და გამოიყენა კიდეც.

იმისათვის, რომ ბრალდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენა, შენახვა გამოყენების მიზნით და გამოყენება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ვინაიდან სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი ფორმალური დანაშაულია და ქმედების გარდა რაიმე შედეგის დადგომას არ ითხოვს, ეს გარემოება გავლენას ახდენს ასევე განზრახვის კომპონენტებზეც. კერძოდ, ამ დანაშაულის განზრახვის დასადასტურებლად საკმარისია ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებასთან ერთად მისი ჩადენის სურვილი ანდა შეგნებულად დაშვება ან გულგრილი დამოკიდებულება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბრალდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენით, შენახვით გამოყენების მიზნით და გამოყენებით არღვევდა კანონს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან მაინც ჩაიდინა დანაშაულის შემადგენლობა.

ვინაიდან ბრალდებული მართვის მოწმობას იღებდა ამისათვის აუცილებელი ყველა ეტაპის გავლის გარეშე, ამით ის აცნობიერებდა მისი ქმედების დადგენილი წესისადმი შეუსაბამობას, ანუ მართლწინააღმდეგობას და მართვის მოწმობის დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ აღებას, ე.ი. მართვის მოწმობის სიყალბეს.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ მ------–-------ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც მ------–------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ------–-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.

მ------–-------ს პასუხისგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეულ უდნა იქნეს სასამართლოსთვის თავის არიდება. ასევე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი სპეციფიკურ დანაშაულს წარმოადგენს. კერძოდ, ის არის ერთიანი დანაშაული ალტერნატიული ქმედებებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა შესაძლებელია რამდენიმე გზით: მუხლის ნაწილში ჩამოთვლილი ქმედებებიდან ნებისმიერი მათგანის განხორციელებით. ამასთან, ამ დანაშაულის სპეციფიკა იმაში გამოიხატება, რომ მუხლის ნაწილით გათვალისწინებული რამდენიმე ქმედების ერთდროულად ჩადენაც ერთი დანაშაულია. აქედან გამომდინარე, მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ალტერნატიული ქმედებებიდან რამდენიმეს განხორციელება ვერ იქნება მიჩნეული დამოუკიდებელ დანაშაულად ან დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშნად, რის გამოც ის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც სასჯელის დანიშვნისას მისი ზომის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელი გარემოება. ამდენად, ყალბ ოფიციალურ დოკუმენტთან დაკავშირებული არაერთი ქმედების არსებობას: შეძენას, შენახვას და გამოყენებას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის ზომის განსაზღვრისას.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მართვის მოწმობის არქონა), მიზანს (სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მოტყუება და მართვის მოწმობის გარეშე ავტომანქანის მართვის გამო პასუხისმგებლობის თავიდან არიდება), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (გარკვეული უფლების მიღებას კანონის გვერდის ავლით მიღებული არანამდვილი დოკუმენტის საფუძველზე), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (მართვის უფლების მიღებას ყალბი მართვის მოწმობის შეძენის გზით, მის შენახვას და გამოყენებას), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (არ ცხადდება სასამართლოში), ბრალდებულის პიროვნებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული, ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის განსაზღვრა.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე. მართალია, სანქციაში არ არის მითითებული მინიმალური სასჯელის ზომა, თუმცა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოცემულ შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთის სახით მინიმალური სასჯელი შეადგენს თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით. ამასთან, სსკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს აღსრულებადი. იმ პირობებში, როცა ბრალდებული ძებნილია, იმყოფება საზღვარგარეთ, უცნობია მისი მატერიალური მდგომარეობა, შეუძლებელია სასჯელის მიზნების მიღწევა ჯარიმის გამოყენებით, რადგან არსებობს განაჩენის აღუსრულებლობის საფრთხე.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების, ბრალის ხარისხის შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია სანქციის მინიმუმთან მიახლოებული ზომის თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

7. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება. საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილია ყალბი მართვის მოწმობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, საქმეზე დართული ყალბი მართვის მოწმობა, როგორც დანაშაულის ღირებულების არმქონე საგანი, უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ------–------- საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

მ------–-------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან.

ნივთმტკიცება: საქმეზე დართული ყალბი მართვის მოწმობა განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია