განაჩენი

სისხლის სამართლის 30.10.2018
საქმის ნომერი
330100118002355924
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 ოქტომბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნ---- ნ-----ია

სხდომის მდივანი თ----- შ--------ე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ს----– ვ-----ის ძე ს--------ი - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ-------------------–------------–----------------–-----------ში

 

ადვოკატი - მ-----–-----------

 

თარჯიმნები - ე-–-------------------------–------------–-----------------------------–------------–--------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტები და სსკ-ის 273-ე მუხლი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 260-ე მუხლით ნასამართლევმა ს----– ს--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,0087 გრამი ნარკოტიკული საშუალება მორფინი (მარილი) და 0,009 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოდეინი (მარილი), რაც 2018 წლის 10 იანვარს 160 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ა------- ნ------–-–---–ზე.

 

იმავე დღეს, გ--------ის რაიონის სოფელ გ-----ში გამავალი საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ/აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები, ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, შს სამინისტროს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა ა------- ნ------–-–---–ისგან.

 

1.2. რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევ ს----– ს--------ს, 2018 წლის 7 თებერვალს, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება „ოპიუმის“ მოხმარების ფაქტი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე ა------- ნ------–-–---–ის ჩვენებით, 2018 წლის იანვარში, ნაცნობმა ს----– ს--------მა, როგორც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს, შესთავაზა მისგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შეძენა, კერძოდ, 2 ცალი ე.წ. წონაკი 160 ლარად. აღნიშნული ინფორმაცია მოწმემ მეორე დღესვე მიაწოდა სამართალდამცველებს და დაიგეგმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება, კერძოდ, 2018 წლის 10 იანვარს გამომძიებლის მიერ გადაეცა 160 ლარი და როგორც პირადად, ისე მისი ა/მანქანა აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით, რომ მოეხდინა ს----– ს--------თან შეხვედრისა და მისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. მოწმის განმარტებით, იმავე დღეს, კუთვნილი ა/მანქანით მიაკითხა ს----– ს--------ს გ--------ის რ-ნის სოფ.ყ---------–--ში და ერთად გაემართნენ ქ.რ-------ში. ე.წ. ს--------–ის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს----– ს--------მა ა------- ნ------–-–---–ს გამოართვა 160 ლარი, მანქანიდან გადავიდა, მალევე დაბრუნდა და მოწმეს გადასცა 2 ცალი ე.წ. წონაკი. მოწმის ჩვენებით, აღნიშნულის შემდეგ, ს----– ს--------ს დაშორდა მისსავე საცხოვრებელ სოფელში, რა დროსაც ბრალდებულმა მომავალშიც აღუთქვა დახმარება ნარკოტიკული საშუალების შეძენაში. ა------- ნ------–-–---–ის განმარტებით, მან ს----– ს--------ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი გ--------ის რაიონის სოფელ გ-----ში გამავალი საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზევე გადასცა სამართალდამცველებს.

 

მოწმე ა------- ნ------–-–---–ის ჩვენება სრულ შესაბამისობაშია:

1. ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების ოქმთან, რომლის თანახმად, 2018 წლის 10 იანვარს, გამომძიებელმა ო-–---- ქ------–--ემ ფულადი თანხა 160 ლარის ოდენობით (3 ცალი 50 ლარიანი და 1 ცალი 10 ლარიანი კუპიურები) საკონტროლო შესყიდვის მიზნით გადასაცა ა------- ნ------–-–---–ს (მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულება);

2. ამოღების ოქმთან, რომლის თანახმად, 2018 წლის 10 იანვარს, გ--------ის რაიონის სოფელ გ-----ში გამავალი საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამომძიებელ ო-–---- ქ------–--ის მიერ ა------- ნ------–-–---–ისაგან ამოღებული იქნა, ამ უკანასკნელის მიერ ს----– ს--------ისაგან შეძენილი 2 ცალი მოყვითალო ფერის პოლიეთილენის წონაკი, ფხვნილისებრი მასებით, რაც დაილუქა სათანადო წესით (მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულება);

3. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალასთან (ვიდეო ჩანაწერი CD დისკზე) და ე.წ. კრებსებთან - სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ვიდეოჩანაწერი და ე.წ. კრებსები, სადაც ნათლად არის ასახული ს----– ს--------ისა და ა------- ნ------–-–---–ის შეხვედრა, საუბარი ა/მანქანაში, ა------- ნ------–-–---–ის მიერ ფულადი თანხის გადაცემა (4 კუპიურა) ს----– ს--------ისათვის და ამ უკანასკნელის მიერ, ა------- ნ------–-–---–ისათვის ხელში პატარა წონაკების ჩადება. ამასთან აღსანიშნავია, რომ ბრალდებული და მოწმე ნარკოტიკულ საშუალებას შენიღბულად მოიხსენიებენ როგორც „ფქვილს“ და „ფაქტს.“

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ს--------–--------მ და ნ-------------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის №------------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: „2018 წლის 10 იანვარს ა------- ნ------–-–---–ისგან ამოღებული ს----– ს--------ისგან შეძენილი - 2 (ორი) ცალად დაფასოებული მოყვითალო ფერის პოლიეთილენის ნაჭრებში მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით - 0,1305 გრამი წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: ჰეროინს, წონით - 0,1214 გრამს, მორფინს (მარილი) წონით - 0,0087 გრამს და კოდეინს (მარილი), წონით - 0,009 გრამს.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 7 თებერვალს 16:40 საათზე, გ--------ის რაიონ სოფელ ყ---------–--ში გამავალი ცენტრალურ გზის მიმდებარედ, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ს----– ვ-----ის ძე ს--------ი (გამომძიებელი ჯ---------ე).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ო-–---- ქ------–--ემ, თ------------–--მ და ჯ------------ემ დაადასტურეს ს----– ს--------ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების (მათ შორის, პირადი ჩხრეკის ოქმი, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, ს.ს--------ის ფოტოსურათების დათვალიერების ოქმი და ა.შ.) სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა. მოწმე ო-–---- ქ------–--ემ დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 8 იანვარს შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტს განცხადებით მიმართა მოქ. ა------- ნ------–-–---–მა და გამოთქვა სურვილი გამძიებასთან თანამშრომლობის თაობაზე. განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, ა------- ნ------–-–---–ი აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა ს----– ს--------ისაგან ნარკოტიკული საშუალების შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. გამომძიებლის მიერ წინასწარ, ოქმის საფუძველზე გადაცემული თანხით, ა------- ნ------–-–---–მა შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც მისგან ნებაყოფლობით იქნა ამოღებული. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად,1) ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება;

2) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერები არ არის საკმარისი საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერის რეპრეზენტატულობა მთავარი პირობაა ჩანაწერის მიხედვით პიროვნების საიდენტიფიკაციოდ. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა (ექსპერტები: დ---------–---–-----------–-----ი).

 

მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის №----------- დასკვნის თანახმად:

1) გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამას სახელწოდებით: „2------------------------” არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.

2) სს №------------ საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფოტონიმუშებზე არსებული საკვლევი გამოსახულებები პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

3) გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „20----------------------_p.avi”, დაწყებიდან 00:08:59 სთ-ზე ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

4) გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფოტოსურათებზე და ვიდეოგრამაზე სახელწოდებით: „20----------------------_p.avi”,, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება (ექსპერტი ვ------------ე).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ნარკოლოგიური გამოკვლევის №------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, 2018 წლის 7 თებერვალს ს----– ს--------ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი.

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განაჩენით, ს----– ს--------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და ამავე კოდექსის 273-ე მუხლით და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი; მასვე, საქართველოს 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათის ვადით.

 

რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1 სექტემბრის განაჩენით, ს----– ს--------ი, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რასაც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად დაემატა რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს----– ს--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 (ოთხი) წელი.

 

ქ----- ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 8 თებერვლის წერილის თანახმად, ს----– ს--------ს რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1 სექტემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმიდან გადახდილი აქვს 1542.05 ლარი, გადასახდელი აქვს - 457.95 ლარი.

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადას წარმოადგენს. ამავე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ე.ი. გადაცემა სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე ყველა საგამოძიებო (მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედება) მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ა.ნ------–-–---–ის მიერ საკონტროლო შესყიდვის დროს ს.ს--------ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების, მათ შორის ა.ნ------–-–---–ის თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად ს----– ს--------ის მიერ უკანონოდ იქნა გასაღებული ა------- ნ------–-–---–ზე ნარკოტიკული საშუალებები გარკვეული თანხის სანაცვლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ს.ს--------ის მიერ ა.ნ------–-–---–ზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს ცალსახად ადასტურებს როგორც მოწმე ა.ნ------–-–---–ის ჩვენება, ასევე მისი მონაწილეობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახულია თუ როგორ გადასცემს ს.ს--------ი 160 ლარისა სანაცვლოდ ა.ნ------–-–---–ს ნარკოტიკულ საშუალებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თავად ს.ს--------იც ადასტურებს, რომ ვიდეოჩანაწერზე ასახული პიროვნება არის თვითონ, თუმცა მოწმისათვის ნარკოტიკული საშუალება არ გადაუცია, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიაჩნია, რომ აღნიშნული მოგონილია ბრალდებულის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით. ს.ს--------ის მიერ ა.ნ------–-–---–ზე ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტს უტყარად ადასტურებს ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ამასთან ჰაბიდოსკოპიური, ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, უტყუარად დგინდება, რომ ვიდეოგრამაზე ასახული პიროვნება არის ს----– ს--------ი, ამასთან ჩანაწერის მთლიანობა დარღვეული არაა, აუდიოგრამებზე კი მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. მხედველობაშია მისაღები, თუ როგორ ფრთხილობს შეხვედრისას ს----– ს--------ი და ნარკოტიკულ საშუალებას იხსენიებს სხვადასხვა სიტყვებით - „ფაქტი“, „ფქვილი“, აგრეთვე ფრთხილობს სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით - „ვიცი, რომ ტელეფონზე „პრასლუშკა“ რამე არ მიდის...ახალი ნომერი მაქვს.“

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს----– ს--------მა უკანონოდ შეიძინა, შეინახა და ა------- ნ------–-–---–ზე 2018 წლის 10 იანვარს უკანონოდ გაასაღა 0,1214 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, 0,0087 გრამი ნარკოტიკული საშუალება მორფინი (მარილი) და 0,009 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოდეინი (მარილი).

 

იმის გათვალისწინებით, რომ ს----– ს--------ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულებისათვის და ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი 0,1214 გრამის ოდენობით განეკუთვნება დიდ ოდენობას, ს----– ს--------ის ქმედების სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” და „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით, სწორია.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში უტყუარად დადგენილია, რომ რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ს----– ს--------ს, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 10 იანვარს, კვლავ დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის ფაქტი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----– ს--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

 

1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული და არაერთგზის, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ჩადენილი იმის მიერ, ვისაც ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” და „ე“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით;

2. ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი.

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ს----– ს--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობაა ის, რომ აღიარებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას.

4.2. ს----– ს--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროების, აგრეთვე უკანონოდ შეძენილი, შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ს----– ს--------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, ს----– ს--------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ს----– ს--------ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული, რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1 სექტემბრის განაჩენი და მიაჩნია, რომ მის მიმართ, სასჯელის განსაზღვრა უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის საფუძველზე, საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით კი, ს----– ს--------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ს----– ს--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“, „დ“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ს----– ს--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ს----– ს--------ის მიმართ რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს რ-------ის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1 სექტემბრის განაჩენით განსაზღვრული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან (4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 457.95 ლარის ოდენობით) - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს----– ს--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ს----– ს--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 7 თებერვლიდან.

 

ს----– ს--------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ს----– ს--------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შსს ც--------–---------------–----ი პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ამსახველი 1 (ერთი) ცალი დისკი, ა/ღონისძიების სხდომის ოქმის ამსახველი 1 (ერთი) ცალი დისკი და 1 (ერთი) ცალი დისკი ბრალდებულის ფოტოსურათებით (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნ---- ნ-----ია