განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ელენე გოგუაძემ
ანა სოსელიას მდივნობით
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-------------ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1----–-–------------ს, ნასამართლობის არ მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ი-----------------------------------–-------------
ადვოკატი - თ-------------–--ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი);
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ;
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ;
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (სამი ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ნ-------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ (2017 წლის 23 ივლისის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, ნ--------–---------------------ში, ნ-------------მა ურთიერთშელაპარაკების დროს, ძმას ხ--------------ს მუშტი დაარტყა ცხვირის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელს წამოუვიდა სისხლი. შემდგომ, ნ-------------მა ხ--------------ი დააგდო ძირს და ურტყამდა მუშტებს თავის არეში, აღნიშნულის შედეგად ხ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის გამო, ნ-------------ის და ლ-----------–---ი შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც ნ-------------მა ლ-----------–---ს ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხის არეში, რა დროსაც ლ-----------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ნ-------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 23 ივლისის ეპიზოდი).
1.2. ნ-------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის იანვრის თვის ბოლოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ნ--------–---------------------ში, ნ-------------მა ურთიერთშელაპარაკების დროს ძმას ხ--------------ს მარჯვენა ფეხი დაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც ხ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ნ-------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის იანვრის თვის ეპიზოდი).
1.3. ნ-------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის 3 მაისის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 3 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. თბილისში, ნ--------–---------------------ში, ურთიერთშელაპარაკების დროს, ნ-------------მა ძმას ხ--------------ს წელის არეში დაარტყა თარაზო, რის შემდგომაც დააგდო ძირს და ურტყამდა მუშტებს თავის არეში, რა დროსაც ხ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ნ-------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 3 მაისის ეპიზოდი).
1.4. ნ-------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2018 წლის თებერვლის თვის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის თებერვლის თვის დასაწყისში, ქ. თბილისში, ნ--------–---------------------ში, ნ-------------მა ურთიერთშელაპარაკების დროს დას ლ-----------–---ს ხელი მოუჭირა ყელის არეში, რა დროსაც ლ-----------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ე.ი. ნ-------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის თებერვლის თვის ეპიზოდი).
1.5. ნ-------------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
ნ-------------ი ბოლო სამი წლის განმავლობაში ოჯახის წევრების მიმართ ახორციელებდა სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ დედას მ-------------ას, ძმას ხ--------------ს და დას ლ-----------–---ს აგინებდა და ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით. მათ შორის ანალოგიური ქმედებები ნ-------------მა ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ასევე - 2017 წლის 23 ივლისს, 2018 წლის იანვარში, 2018 წლის თებერვალში, 2018 წლის 3 მაისს - ქ. თბილისში, ნ--------–---------------------ში. ასევე, 2017 წლის 23 ივლისს და 2017 წლის 5 აგვისტოს ქ. თბილისი, ქ-----------–------------ში, რამაც გამოიწვია მ-------------ას, ხ--------------ის და ლ-----------–---ის ტანჯვა.
ე.ი. ნ-------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი).
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულ ხ--------------ის განმარტებით, ბრალდებული ნ-------------ი არის მისი ძმა. 2017 წლის 23 ივლისს ნ-------------ი იყო ნასვამ მდგომარეობაში, ხოლო როდესაც სვამდა, ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, არაადეკვატურად იქცეოდა და მარტივად ღიზიანდებოდა ხოლმე. აღნიშნულ დღეს ნ-------------ს მისი ტანსაცმელი ჰქონდა წაღებული, რაზეც ამ უკანასკნელმა ჰკითხა თუ სად იყო მისი ნივთები გამქრალი. აღნიშნულ შეკითხვას ნ-------------მა ალკოჰოლური თრობის გამო უხეშად უპასუხა, რაც შემდეგ გადაიზარდა ფიზიკურ ძალადობაში, რა დროსაც იგი წაიქცა, ხოლო ნ-------------მა მას ხელი ჩაარტყა თავის არეში. ამ ფაქტს შეესწრო მათი და - ლ-----------–---ი, რომელიც შეეცადა მათ გაშველებას, თუმცა ნ-------------მა მასაც დაარტყა ფეხი მარჯვენა ფეხის არეში.
მანვე განმარტა, რომ 2018 წლის იანვრის თვის ბოლოს (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს), დაახლოებით 23:00 საათზე, როდესაც სახლში იმყოფებოდა ლ-----------–---თან და ნ-------------თან ერთად, ნ-------------მა მას ჰკითხა თუ რატომ უკრძალავდა სახლიდან ნივთების წაღებას, რაზეც მან აუხსნა, რომ ის ნივთები, რომლებიც სახლიდან მიჰქონდა, არ იყო მისი ნაყიდი. ამის თაობაზე შეკამათდნენ, რა დროსაც ნ-------------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ მოუქნია მარჯვენა ფეხი და ძლიერად დაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
მოწმემ ასევე განაცხადა, რომ ნ-------------მა 2018 წლის 3 მაისს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მან დილის 11:00 საათზე ნ-------------ს ჰკითხა, თუ სად და რატომ წაიღო ოჯახიდან ნივთები, რაზეც ბრალდებულმა აგრესიულად უპასუხა და კამათი გადაიზარდა გაწევ-გამოწევასა და ფიზიკურ ძალადობაში. ჩხუბისას ნ-------------მა მას წელის არეში დაარტყა თარაზო, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი. გარდა ამისა, ნ-------------მა თავის არეში ურტყა მუშტები. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო ლ-----------–---იც.
მისივე განმარტებით, იგი შესწრებია ასევე ნ-------------ის მხრიდან მათი დის, ლ-----------–---ის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს, კერძოდ, ნ-------------მა ლ-----------–---ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი მოუჭირა ყელში, შემდეგ ფეხში ჩაარტყა (ჯიბესთან) და ტელეფონი დაუზიანა. ამის გამო ლ-----------–---ი განიცდიდა ტკივილს.
მანვე სასამართლოს მოახსენა, რომ ნ-------------ი ბოლო სამი წლის განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას როგორც მას, ასევე დედას - მ-------------ას და დას - ლ-----------–---ს. როდესაც ბრალდებული საკუთარი ოჯახის წევრის მიმართ (2017 წლის 23 ივლისს, 2018 წლის იანვარში, 2018 წლის თებერვალში, 2018 წლის 3 მაისს) ფიზიკურად ძალადობდა, იგი ამავე დროს მათ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდა, რითაც ტანჯვას განიცდიდა მთელი ოჯახი. აღნიშნული ესმოდათ ოჯახის მეზობლებსაც. ბრალდებულის ოჯახის წევრებისთვის ეს ყველაფერი არ იყო მისაღები, მაგრამ ნ-------------ს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და უარს ამბობდა მკურნალობაზე, რის გამოც იგი იყო არაადეკვატური ოჯახის წევრების მიმართ.
2.2. დაზარალებულმა ლ-----------–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებული ნ-------------ი არის მისი ძმა. ნ-------------ი ოჯახის წევრების მიმართ ხშირად გამოხატავდა აგრესიას და ეკამათებოდა მათ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხებზე. იგი ამ დროს ოჯახის წევრებს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ნ-------------ს მისთვის ფეხიც ჩაურტყამს ფეხში. ასევე ბრალდებული ტელეფონის დამტენის გამო მას ყელში სწვდა და ხელი მოუჭირა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ტკივილი. ისინი ძმამ - ხ--------------მა გააშველა. 2017 წლის ივლისის თვეში ნ--- და ხ--------------ებს კამათი მოუვიდათ ერთმანეთთან ტანსაცმლის გამო, რა დროსაც ნ-------------მა ხ--------------ს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ ფეხი და მუშტი ჩაარტყა მუცლის არეში, ასევე ხ--------------ს ამ კონფლიქტის შედეგად ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. ხსენებულ დღეს ნ-------------მა მასაც ჩაარტყა ფეხი ფეხში, რის შედეგადაც დარტყმული ადგილი დაულურჯდა და ტკივილის გამო ერთი კვირა კოჭლობდა. ნ-------------ის ჩხუბისა და გინების ხმა ოჯახის მეზობლებსაც ესმოდათ. ნ-------------ს სახლიდან გაჰქონდა ოჯახის ნივთები და ფულის სანაცვლოდ აბარებდა, რაც ხდებოდა ოჯახის წევრებთან კონფლიქტის მიზეზი. 2018 წლის 3 მაისს ნ-------------ს ჩასაბარებლად მიჰქონდა ხ--------------ის ტანსაცმელი, რაზეც ძმებს შორის მოხდა შეკამათება და ხ--------------მა თავის ძმას თარაზო გადაარტყა. შემდეგ ზემოდან დააჯდა და ურტყამდა მუშტებს. მან ასევე დაადასტურა, რომ მან გამოძიების ეტაპზე მისცა დეტალური ჩვენება და დაადასტურა გამოკითხვის ოქმზე საკუთარი ხელმოწერა და ოქმის შინაარსის ნამდვილობა. ნ-------------ს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ექიმმა დაუნიშნა სპეციალური მედიკამენტები, თუმცა ბრალდებული მას არ იღებდა, რის გამოც იგი ხდებოდა არაადეკვატური და აგრესიული ოჯახის წევრების მიმართ.
2.3. დაზარალებულმა მ-------------ამ სასამართლოს განუმარტა, რომ ნ-------------ი არის მისი შვილი. ნ--- ს------ მას ორჯერ მიუვარდა სამსახურში და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, სთხოვდა ფულს და ხელიც დაარტყა. შემდეგ ნ-------------ი თვითონ იძახებდა პოლიციას და ეუბნებოდა, რომ არასრულწლოვანი იყო და მასზე ძალადობდნენ. ნ-------------მა არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა თავის ძმას ხ--------------ს და დას - ლ-----------–---ს. სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ასევე მასაც, რაც ამ უკანასკნელში იწვევდა სულიერ ტანჯვას. ის შეესწრო ხ---- და ნ-------------ების კამათს, რომელიც გამოწვეული იყო იმით, რომ ნ-------------მა თავისი ძმის ტანსაცმელი გაყიდა, ამ კამათისას ნ-------------მა თავის ძმას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ მოულოდნელად მივარდა და დაუწყო ცემა. აღნიშნული ძალადობის ფაქტები მოხდა 2018 წლის იანვარში, თებერვალში და მაისში. ნ-------------მა თავის დას - ლ-----------–---საც დაარტყა ფეხი ფეხის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში კოჭლობით დადიოდა.
2017 წლის 23 ივლისს იგი იმყოფებოდა სამსახურში, ხოლო სახლში იყვნენ მისი შვილები. როდესაც სახლში დაბრუნდა, ხ--------------მა და ლ-----------–---მა მას უთხრეს, რომ ნ-------------მა მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგან ხ--------------მა მას უთხრა, აღარ წაეღო სახლიდან ნივთები. ამის გამო ნ-------------ი გაბრაზდა და ხ--------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. როდესაც მან ჰკითხა ნ-------------ს თუ რატომ ჩაიდინა ეს, იგი მასაც გაუბრაზდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც დარეკა პოლიციაში და მოითხოვა შემაკავებელი ორდერის გაცემა. 2017 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 18:00 საათზე მ-------------ა იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც ნ-------------ი მივიდა მასთან და ფული მოსთხოვა, მან უარი უთხრა თავის შვილს ფულის მიცემაზე, რის გამოც ნ-------------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დარეკა პოლიციაში და მოითხოვა მის მიმართ შემაკავებელი ორდერის გაცემა. როგორც მისთვის ცნობილია, 2018 წლის იანვრის თვის ბოლოს, ნ-------------მა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ხ--------------ს, რადგან ამ უკანასკნელმა მას უსაყვედურა ნივთების სახლიდან წაღებასთან დაკავშირებით. ამის გამო ნ-------------ი გაბრაზდა და თავის ძმას ფეხი დაარტყა მუცლის არეში, ამ ფაქტს შეესწრო ლ-----------–---ი. 2018 წლის თებერვლის თვის დასაწყისში ლ-----------–---მა მას უთხრა, რომ სახლში იმყოფებოდა ნ-------------თან ერთად, რა დროსაც მან ნ-------------ს ჰკითხა თუ რატომ წაიღო მისი ტელეფონის დამტენი. ამის გამო ნ-------------მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი მოუჭირა ყელში. ამის შედეგად ლ-----------–---ს ხელის ნათითურები ეტყობოდა ყელის არეში.
2018 წლის 3 მაისს, დილით ის ჩვეულებისამებრ წავიდა სამსახურში, ხოლო მისი შვილები სახლში იმყოფებოდნენ. ნ--- და ხ--------------ებს ერთმანეთთან ტანსაცმლის გამო მოუვიდათ კამათი, რა დროსაც ნ-------------მა თავის ძმას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ კონფლიქტის შედეგად ხ--------------ს სხეულზე აღენიშნებოდა სილურჯეები. ამის შესახებ მოწმეს მოუყვა თავისმა შვილმა ლ-----------–---მა.
ნ-------------ს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც ექიმმა მას დაუნიშნა წამლები, მაგრამ ვინაიდან იგი დანიშნულ წამლებს არ ღებულობდა, მისი ქცევები ხშირად იყო არაადეკვატური და აგრესიული. ნ-------------ს სურდა, რომ მისი ოჯახის წევრები გაეყარა სახლიდან და თვითონ ეცხოვრა იქ.
2.4. ინსპექტორ-გამომძიებელმა რ----------–---მა სასამართლოს მოახსენა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ხ--------------ი, მ-------------ა და ნ-------------ის და (სახელი არ ახსოვს). გამოკითხვისას მან ხ--------------ს ხელის გულზე შეამჩნია დაზიანებები (ნაკაწრები). ასევე მან ბრალი წაუყენა ნ-------------ს და გადასცა სისხლის სამართლის საქმის მასალები. მან საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რომელსაც ეთანხმება და ადასტურებს ოქმების ავთენტურობას.
2.5. ინსპექტორ-გამომძიებელმა თ-------------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულის უფლებები განუმარტა ხ--------------ს, მ-------------ასა და ლ-----------–---ს. აღნიშნული მოქმედებები ჩაატარა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რომელსაც ეთანხმება და ადასტურებს ოქმების ავთენტურობას.
2.6. გამომძიებელმა ვ-----–--------–იამ სასამართლოს მოახსენა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, გამოკითხა ხ--------------ი, ლ-----------–---ი, მ-------------ი და ნ-------------ი, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოიტანა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ამოღების ჩატარების თაობაზე, ამოიღო ნივთიერი მტკიცებულება თარაზო (რომელიც ნ-------------მა ჩაარტყა ხ--------------ს) და შეადგინა ამოღების ოქმი, ასევე ნ-------------ისგან ამოიღო მობილური ტელეფონი. გამოიტანა დადგენილება ნ-------------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, ასევე გამოიტანა დადგენილებები ხ--------------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე და ნ-------------ის მიმართ ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე; აგრეთვე ჩაატარა სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები. მისი განმარტებით, ყველა აღნიშნული მოქმედება ჩაატარა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
2.7. შეტყობინების 1------ ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 03 მაისს, 11:36 საათზე ხ--------------მა ,,112“-ს შეატყობინა ოჯახური ძალადობის თაობაზე (ს.ფ. 2).
2.8. 2018 წლის 3 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, ნ--------–--------------------------------, რის შედეგადაც ამოღებული იქნა ვერცხლისფერი თარაზო, რომელიც დალუქული იქნა სათანადო წესით (ს.ფ. 16-23).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე უფროსი ექსპერტ-კრიმინალისტი თ----------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა საგამოძიებო ოქმის ავთენტურობა და დაეთანხმა მას.
2.9. 2018 წლის 4 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ნ-------------ისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი, რომელსაც ეკრანის ზედა კუთხეში აწერია ,,SAMSUNG”, რომელსაც ეკრანი აქვს დაზიანებული აღნიშნული მობილური ტელეფონის კორპუსი არის ოქროსფერი. აღნიშნული მობილური ტელეფონი დაილუქა სათანადო წესით (ს.ფ. 27-31).
2.10. 2018 წლის 09 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ხ--------------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები (ტანსაცმლით დაუფარავ ადგილებში) ნაჭდევის და ნაკაწრების სახით. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წყვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ნაჭდევი განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების/ მოქმედებით; ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 48-49).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ე-------–--–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო დასკვნების სისწორე და დაეთანხმა მათ.
2.11. შემაკავებელი ორდერის 0----- ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 23 ივლისს ნ-------------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედამისს - მ-------------ას (ს.ფ. 57-60).
2.12. 2018 წლის 22 ივნისის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ნ-------------ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით (კოდი F70.1 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).
თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს, უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებაში. მას აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. იგი იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. მას აქვს ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას. მის დაავადებას ახასიათებს ქრონიკული მიმდინარეობა. იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იძულებით მკურნალობას, ან არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი შეიძლება წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალადშერაცხული ქმედებისთვის.
2.13. ბრალდებულმა ნ-------------მა პოზიციის დაფიქსირებისას წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, კერძოდ განაცხადა, რომ 2018 წლის 3 მაისს თავის ძმას ხ--------------ს ნამდვილად მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ხსენებული კონფლიქტი ხ--------------ის მიერ იყო პროვოცირებული. ნ-------------მა სასამართლოში ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.
2.14. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ნ-------------ის მიერ ხ--------------ის, მ-------------ასა და ლ-----------–---ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.
2.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2.16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.17. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.5. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
2.18. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში. კერძოდ:
2.19. დაზარალებულების ხ--------------ის, ლ-----------–---ისა და მ-------------ას ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ნ-------------ის ბრალეულობა მის მიერ ჩადენილ ოჯახურ ძალადობებთან დაკავშირებით. მათ ერთმნიშვნელოვნად, დამაჯერებლად და თანმიმდევრულად ისაუბრეს იმის შესახებ, რომ ნ-------------ი ოჯახის წევრების მიმართ არის აგრესიული, რომ მათ სისტემატურად აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე უჩვენეს თუ კონკრეტულად როდის და როგორ მიაყენა ნ-------------მა მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. აქვე სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდებულის ოჯახის წევრები - დაზარალებულები სასამართლოში დაკითხვისას კვლავ იმყოფებოდნენ ემოციებში და ნათლად და თანმიმდევრულად აღწერდნენ ნ-------------ის ქმედებებს, ამასთან ისინი სინანულს და სიბრალულს გამოხატავდნენ ნ-------------ის მიმართ, ნ---ს ავადმყოფობის გამო, თუმცა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძლების რისკების არსებობას ადასტურებდნენ - თუ კი ნ--- არ იმკურნალებდა.
2.20. გარდა ზემოაღნიშნული პირდაპირი მტკიცებულებებისა, სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ასევე ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - რ----------–---ის, თ-------------–--ისა და ვ-----–--------–იას ჩვენებებს, რომლებმაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.
სასამართლო, ასევე მიმოიხილავს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის ე-------–--–---–ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხ--------------ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის და ნაკაწრების სახით. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წყვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ნაჭდევი განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის/საგნების/ მოქმედებით; ყველა დაზიანება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არსებული დაზიანებები არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს;
2.21. ამასთანავე, ნ--- ს--------ის ბრალეულობას ადასტურებს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებან (რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ), ხ--------------ის შეტყობინება ,,112-ში“ და შემაკავებელი ორდერის ოქმი, რაც ადასტურებს, რომ ნ-------------ი უუნაროა კონტროლი გაუწიოს მის რისხვას, რომელიც მიმართულია მისივე ოჯახის წევრების მიმართ და მას ადრეც განუხორციელებია ძალადობა დედამისის მიმართ.
2.22. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, ნ--------–---------------------ში, ნ-------------მა ურთიერთშელაპარაკების დროს, ძმას ხ--------------ს მუშტი დაარტყა ცხვირის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელს წამოუვიდა სისხლი. შემდგომ, ნ-------------მა ხ--------------ი დააგდო ძირს და ურტყამდა მუშტებს თავის არეში, აღნიშნულის შედეგად ხ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის გამო, ნ-------------ის და ლ-----------–---ი შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც ნ-------------მა ლ-----------–---ს ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხის არეში, რა დროსაც ლ-----------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2018 წლის იანვრის თვის ბოლოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ნ--------–-----------------------ში, ნ-------------მა ურთიერთშელაპარაკების დროს ძმას ხ--------------ს მარჯვენა ფეხი დაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც ხ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2018 წლის 3 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. თბილისში, ნ--------–-----------------------ში, ურთიერთშელაპარაკების დროს, ნ-------------მა ძმას ხ--------------ს წელის არეში დაარტყა თარაზო, რის შემდგომაც დააგდო ძირს და ურტყამდა მუშტებს თავის არეში, რა დროსაც ხ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2018 წლის თებერვლის თვის დასაწყისში, ქ. თბილისში, ნ--------–-----------------------ში, ნ-------------მა ურთიერთშელაპარაკების დროს დას ლ-----------–---ს ხელი მოუჭირა ყელის არეში, რა დროსაც ლ-----------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
ნ-------------ი ბოლო სამი წლის განმავლობაში ოჯახის წევრების მიმართ ახორციელებს სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ დედას მ-------------ას, ძმას ხ--------------ს და დას ლ-----------–---ს აგინებდა და ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით. მათ შორის ანალოგიური ქმედებები ნ-------------მა ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ასევე - 2017 წლის 23 ივლისს, 2018 წლის იანვარში, 2018 წლის თებერვალში, 2018 წლის 3 მაისს - ქ. თბილისში, ნ--------–----------------------ში. ასევე, 2017 წლის 23 ივლისს და 2017 წლის 5 აგვისტოს ქ. თბილისი, ქ-----------–------------, რამაც გამოიწვია მ-------------ას, ხ--------------ის და ლ-----------–---ის ტანჯვა.
2.23. დაზარალებულებზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულ ხ--------------ის სხეულზე არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თავად ხ--------------ისა და ლ-----------–---ის ჩვენებებით. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია თავად დაზარალებულთა ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებულები ძალადობის შედეგად განიცდიდნენ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის მიმართ განხორციელებული დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ხ--------------ისა და ლ-----------–---ისთვის მიყენებულმა დაზიანებებმა გამოიწვია მათი ფიზიკური ტკივილი.
2.24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).
2.25. დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას ბრალდებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვა ბრალდებულის მიმართ ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სახელმწიფო ბრალდებას უტყუარად არ დაუდასტურებია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ბრალეულობა, ხოლო 2018 წლის 3 მაისის ეპიზოდში დაცვის მხარე თანახმაა, რომ ბრალდებული ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვროს მინიმალური სასჯელი.
2.26. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ბრალდებულის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან გამოკვლეული მასალების შეიცავენ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ნ-------------ის მსჯავრდებისათვის.
2.27. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულები ხ--------------ი, ლ-----------–---ი და მ-------------ა სასამართლოს აძლევენ პირდაპირ ჩვენებებს საკუთარი ოჯახის წევრის - ნ-------------ის წინააღმდეგ.
2.28. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულების ერთობლიობით, რომლებიც არის ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ არსებობს, უტყუარად დადგინდა განაჩენის 1.1.-1.5. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში; სისტემურ შეურაცხყოფაში ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. ხოლო აღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია: ქმედება ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ;
გარდა ამისა, სასამართლო განმარტავს სისტემურ შეურაცხყოფას, კერძოდ, შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლმა შეურაცხყოფისთვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი: ა) ჩადენილია ოჯახში და ბ) სისტემატური ხასიათისაა; შეურაცხყოფა სისტემურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.
3.5. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2017 წლის 23 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, ნ--------–---------------------ში, ნ-------------მა ურთიერთშელაპარაკების დროს, ძმას ხ--------------ს მუშტი დაარტყა ცხვირის არეში, რა დროსაც ამ უკანასკნელს წამოუვიდა სისხლი. შემდგომ, ნ-------------მა ხ--------------ი დააგდო ძირს და ურტყამდა მუშტებს თავის არეში, აღნიშნულის შედეგად ხ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულის გამო, ნ-------------ის და ლ-----------–---ი შეეცადა მათ გაშველებას, რა დროსაც ნ-------------მა ლ-----------–---ს ფეხი დაარტყა მარჯვენა ფეხის არეში, რა დროსაც ლ-----------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2018 წლის იანვრის თვის ბოლოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, ნ--------–---------------------ში, ნ-------------მა ურთიერთშელაპარაკების დროს ძმას ხ--------------ს მარჯვენა ფეხი დაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც ხ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2018 წლის 3 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, ქ. თბილისში, ნ--------–---------------------ში, ურთიერთშელაპარაკების დროს, ნ-------------მა ძმას ხ--------------ს წელის არეში დაარტყა თარაზო, რის შემდგომაც დააგდო ძირს და ურტყამდა მუშტებს თავის არეში, რა დროსაც ხ--------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
2018 წლის თებერვლის თვის დასაწყისში, ქ. თბილისში, ნ--------–---------------------ში, ნ-------------მა ურთიერთშელაპარაკების დროს დას ლ-----------–---ს ხელი მოუჭირა ყელის არეში, რა დროსაც ლ-----------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
ნ-------------ი ბოლო სამი წლის განმავლობაში ოჯახის წევრების მიმართ ახორციელებს სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას, კერძოდ დედას მ-------------ას, ძმას ხ--------------ს და დას ლ-----------–---ს აგინებდა და ლანძღავდა უწმაწური სიტყვებით. მათ შორის ანალოგიური ქმედებები ნ-------------მა ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ასევე - 2017 წლის 23 ივლისს, 2018 წლის იანვარში, 2018 წლის თებერვალში, 2018 წლის 3 მაისს - ქ. თბილისში, ნ--------–---------------------ში. ასევე, 2017 წლის 23 ივლისს და 2017 წლის 5 აგვისტოს ქ. თბილისი, ქ-----------–------------, რამაც გამოიწვია მ-------------ას, ხ--------------ის და ლ-----------–---ის ტანჯვა.
3.6. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (1.ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ; 2.ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი სამი პირის მიმართ; 3.ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - სამი ეპიზოდი) შემადგენლობის ყველა ნიშანი.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს, რომ იგი არის შეზღუდული შერაცხადი და დაზარალებულებს მის მიმართ აქვთ ლოიალური დამოკიდებულება, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.
5.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ-------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მისი შეზღუდული შერაცხადობა და დაზარალებულთა ლოიალური დამოკიდებულება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.
5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ნ-------------ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე; ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
5.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.
5.6. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
5.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს ნ-------------ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს, (ფიზიკურად ძალადობდა ძმაზე და დაზე, ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ძმას, დას და დედას, რომლებიც განიცდიდნენ ფიზიკურ ტკივილსა და ტანჯვას).
ამდენად, ჩადენილი ქმედებების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება ნ-------------ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე. ამასთან ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 35-ე მუხლის თანხმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან არ თავისუფლდება სრულწლოვანი, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა შეზღუდული შერაცხადობის მდგომარეობაში, ესე იგი ფსიქიკური დაავადების გამო არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა ანდა ეხელმძღვანელა მისთვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად შეზღუდულ შერაცხადობას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის დანიშვნის დროს. სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული 2018 წლის 22 ივნისის სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ნ-------------ს აღენიშნება მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით (კოდი F70.1 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით). ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს მას აღენიშნებოდა მსუბუქი გონებრივი ჩამორჩენილობა ქცევის მნიშვნელოვანი აშლილობით და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა). შესაბამისად ამ პირობებში სასამართლო ბრალდებულ ნ-------------ის მიმართ ნიშნავს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებისთვის გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 23 ივლისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
ნ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ნ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 3 მაისის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ნ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის თებერვლის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
ნ-------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახამად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე საბოლოოდ ნ-------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ნ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 5 მაისიდან.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
ნივთმტკიცების სახით არსებული თარაზო, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-----------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ნივთმტკიცების სახით არსებული მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქული სახით ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-----------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ელენე გოგუაძე