განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
330100118002484082
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ ლ-------------ის, ა-------------ის,ბრალდებულ _ ო----------–--------ის,ადვოკატების _ რ---------------–---ის, ლ--–------------ის,თარჯიმნების _ ი------------ის, ხ---------------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ო----------–--------------–--------ის (დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–--–------–--------–---------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–--------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ო----------–--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების: ს------------–----ის, რ----------------–---–ის, დაზარალებულ თ------------–---–ის, ბრალდებულ ო----------–--------ის გამოკითხვის ოქმებით; ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; ამოღებული მობილური ტელეფონით; ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ო----------–--------მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 29 დეკემბერს, დაახლოებით 20:35 საათზე, თ---–--–--------–---------------------------ში მდებარე თ------------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან, ო----------–--------ი ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას, თუმცა ბინის მეპატრონის დაბრუნების გამო, მან ვერ შეძლო დანაშაულებრივი ქმედების ბოლომდე მიყვანა.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ო----------–--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

ო----------–--------ის მიმართ ბრალად შერაცხული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან - შვიდ წლამდე.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ო----------–--------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ მან გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, წარსულში ნასამართლევი არ არის, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და ასაკოვანი მამა, დაავადებულია ეპილეფსიით, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ო----------–--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: მაჯის საათი, ერთლარიანი მონეტა და საფულე, მასში მოთავსებული საბუთებით და ფულადი თანხით, ასევე ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული „ნ------“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–--------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: სუნის ერთი ნიმუში და ხელის ექვსი კვალი; ო----------–--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული თეთრი პოლიეთილენის პაკეტი, ასევე ო----------–--------ისგან აღებული: სუნის და ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–--------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

ო----------–--------ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, რაც შეყვანილია დაქტილოსკოპიურ ელექტრონულ ბაზაში, შენახულ უნდა იქნეს აღნიშნულ ბაზაში ხელის კვლების შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ადგილმდებარეობის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი სამ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ო----------–--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 მაისის განჩინებით, ო----------–--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ ო----------–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 მაისის 18:35 საათიდან.

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

ო----------–--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული: მაჯის საათი, ერთლარიანი მონეტა და საფულე, მასში მოთავსებული საბუთებით და ფულადი თანხით, ასევე ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს ამოღებული „ნ------“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–--------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: სუნის ერთი ნიმუში და ხელის ექვსი კვალი; ო----------–--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული თეთრი პოლიეთილენის პაკეტი, ასევე ო----------–--------ისგან აღებული: სუნის და ნერწყვის ნიმუშები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–--------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

ო----------–--------ისგან აღებული ხელის კვლების ნიმუში, რაც შეყვანილია დაქტილოსკოპიურ ელექტრონულ ბაზაში, შენახულ იქნეს აღნიშნულ ბაზაში ხელის კვლების შენახვის ვადით, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ადგილმდებარეობის დათვალიერების და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, გადატანილი სამ ლაზერულ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე