განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
330100118002560525
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1--------

(N0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

09 ნოემბერი, 201- წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების - ა----------------–ის, მ----------–----ის,ბრალდებულ - კ-----------------------ის,ადვოკატ - მ-----------–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ კ---------------------–----------------ის (დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----–----------------------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა კ-----------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების - პ----------–----ის, ნ--------------ს, ა-–----------------–ის, ლ--–----------ის, გ--------------–---–ის, ნ--------–---ს, ზ--------------ს, ლ--------------ის, გ-------–-------ის, ნ-----–-----–--ს, ბრალდებულ კ-----------------------ის გამოკითხვის ოქმებით; საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით; ამოღებული ნივთმტკიცებებით; პირის ამოცნობის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ კ-----------------------ემ ჩაიდინა ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით (ორი ეპიზოდი).

კ-----------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

201- წლის 20 ივნისს, დაახლოებით 1-:45 საათზე, კ-----------------------ე თ---–--–-----–--------------–----------–-----------------ში მდებარე მაღაზია „უ---------ში“, თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს, რომელსაც პოსტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვა ფულადი თანხა, თუმცა ფულს ვერ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

201- წლის 16 ივნისს, დაახლოებით 23:50 საათზე, კ-----------------------ე თ---–--–-----–----–-----------------–---–--------------ში მდებარე მაღაზია „ლ------ში“, თავს დაესხა მოლარე-ოპერატორს, რომელსაც პისტოლეტისმაგვარი საგნის გამოყენებით, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, გასტაცა ფულადი თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია კ-----------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

კ-----------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელთა დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს, კ-----------------------ის რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, ითანამშრომლა გამოძიებასთან, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილები, რომელთა ერთადერთი მარჩენალიც თავად არის, მისთვის დანაშაულების ჩადენისას ან მისი ჩადენისთანავე არ წაუსწრიათ, სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით და იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს, ხოლო იმავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობითად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი/მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - სასჯელის ერთი/მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისას - სასჯელის ნახევარი.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: პლასტმასის (ხურდის ჩასაყრელი) საგანი და ხურდა ფულის პლასტმასის თეფში; კ-----------------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მაჯის საათი, ასევე კ-----------------------ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული: მაისური, კეპი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: სუნის კვლის ორი ნიმუში, სუნის კვლის ნიმუში, ხელის კვლები და ანაწმენდი; კ-----------------------ის სუნის და ნერწყვის ნიმუშები, ასევე კ-----------------------ის დაქტილობარათი და მისი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული პისტოლეტი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის სურათები, შემთხვევის ადგილის სურათები და ყაჩაღობის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი სამ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

კ-----------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 20 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

კ-----------------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 16 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, კ-----------------------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 20 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით კ-----------------------ემ უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (201- წლის 16 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით კ-----------------------ემ უნდა მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობითად.

საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, კ-----------------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით, მოიხადოს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 01 (ერთი) წელი და 08 (რვა) თვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 201- წლის 23 ივნისის განჩინებით, კ-----------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ კ-----------------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 201- წლის 21 ივნისის 02:31 საათიდან.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებულ კ-----------------------ეს, პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება, ასევე დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: პლასტმასის (ხურდის ჩასაყრელი) საგანი და ხურდა ფულის პლასტმასის თეფში; კ-----------------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მაჯის საათი, ასევე კ-----------------------ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული: მაისური, კეპი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული: სუნის კვლის ორი ნიმუში, სუნის კვლის ნიმუში, ხელის კვლები და ანაწმენდი; კ-----------------------ის სუნის და ნერწყვის ნიმუშები, ასევე კ-----------------------ის დაქტილობარათი და მისი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული პისტოლეტი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–------------------------–-----------–--------------------–-----------–-----------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის სურათები, შემთხვევის ადგილის სურათები და ყაჩაღობის ფაქტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, გადატანილი სამ დისკზე, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე