განაჩენი

სისხლის სამართლის 24.10.2018
საქმის ნომერი
330100118002596103
თარიღი
24.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #---------

#------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

24 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ------------------–ია

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - დ-------–--–-–---–ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–------------–ს, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---------------------

 

ადვოკატი - შ--–---------–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

დ-------–--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, გ---–-----–------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში დ-------–--–-–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის - მ----------–-–-----–---–ის მიმართ, კერძოდ, თმაში რამდენჯერმე მოქაჩა ხელი და საწოლზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც მ----------–-–-----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

ე.ი. დ-------–--–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა დ-------–--–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

2.2. წინასასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ საქმეში წარმოდგენილი მასალები, დამტკიცებულ იქნა როგორც სადავო მტკიცებულებებად, რის გამოც საქმის არსებითი განხილვისას სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო მტკიცებულებათა გამოკვლევა, თუმცა საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა დ-------–--–-–---–მა სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები თავისი, დაზარალებულ მ----------–-–-----–---–ისა და ექსპერტ გუ-–--------------–---–ის ჩვენებების გარდა მიიჩნია უდავოდ და მოითხოვა, რომ ისინი გამოკვლევის გარეშე დართოდა სისხლის სამართლის საქმეს. შესაბამისად საქმეში არსებულ მტკიცებულებებს საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა და ისინი გამოკვლევის გარეშე დაერთო საქმეს მტკიცებულების სახით.

 

2.3. საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა მ----------–-–-----–---–მა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავა.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

2018 წლის 26 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის 0-------- დასკვნის მიხედვით, - ,,როგორც ირკვევა შპს ,,მ------–-------------------------“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი 7----დან, მ----------–-–-----–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 2018 წლის 08 ივლისს, 01:05 საათზე. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების შესახებ მითითებული არ არის.

2018 წლის 09 ივლისს მოქალაქე მ----------–-–-----–---–ს, პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა თხემ-კეფის მიდამოში ნაჭდევის სახით.

დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს“ (ს.ფ. 147-149).

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გუ-–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 07 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე მას დ-------–--–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ჩაავლო თმებში, შეანჯღრია და ორჯერ დაარტყმევინა თავი საწოლის ბოლოზე.

 

2.5. ბრალდებულმა დ-------–--–-–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს განუმარტა, რომ მ----------–-–-----–---–ი არის მისი ყოფილი მეუღლე, რომლისთვისაც არასდროს მიუყენებია არც ფიზიკური და არც მორალური ზიანი. დ-------–--–-–---–ი 2018 წლის 07 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე იმყოფებოდა მ----------–-–-----–---–თან, რა დროსაც იგი იყო ნასვამ მდგომარეობაში. იგი თავის ყოფილ მეუღლეს ჩვეულებრივ ესაუბრა, ისინი ამ დროს მარტო იმყოფებოდნენ. ამის შემდეგ იგი გამოვიდა სახლიდან, რა დროსაც შეხვდნენ სიმამრი გ-----–-–-----–---–ი და შვილი ს--–------–--–-–---–ი. 2018 წლის 16 ივლისს დ-------–--–-–---–ი თავად გამოცხადდა პოლიციაში, რა დროსაც იგი დაკავებული იქნა.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით დადასტურებულია შემდეგი გარემოებები:

 

2.7. N1------ შეტყობინების ოქმის (08.07.2018) მიხედვით, 2018 წლის 08 ივლისს, 03:29 საათზე, თბილისის გ-–-----------–--------------------–--------–-–-------------------–---ში მიიღეს ს--–------–--–-–---–ის შეტყობინება, რომლის განცხადებით, მ----------–-–-----–---–ს მეუღლემ - დ-------–--–-–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და იგი ითხოვდა დახმარებას (ს.ფ. 2).

 

2.8. 2018 წლის 12 მარტის 0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ მოქალაქე დ--–------–--–მა მიმართა პოლიციას, რომელსაც განუცხადა, რომ მისმა შვილმა დ-------–--–-–---–მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომელიც მეორდება ხშირად (ს.ფ. 42-44).

 

2.9. მოწმე გ-----–-–-----–---–ის 2018 წლის 08 ივლისის გამოკითხვის ოქმის მიხედვით დასტურდება, რომ 2018 წლის 07 ივლისს დილიდან იმყოფებოდა სახლში, გ---–-----–------------ში. ღამით, დაახლოებით 23:00 საათისთვის იმყოფებოდა თავის შვილიშვილთან - ს--–------–--–-–---–თან ერთად მისაღებ ოთახში და უყურებდა ფეხბურთს, ამ დროს საცხოვრებელი სახლის კარები ჰქონდა ღია მდგომარებაში. მისი შვილი მ----------–-–-----–---–ი იმყოფებოდა თავის საძინებელ ოთახში. სწორედ ამ დროს მ----------–-–-----–---–ის ოთახიდან შემოესმა მისი სიძის დ-------–--–-–---–ის ლანძღვა-გინების ხმა და მ----------–-–-----–---–ის კივილის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. გ-----–-–-----–---–ი და ს--–------–--–-–---–ი მაშინვე წავიდნენ მ-------ას საძინებელი ოთახისკენ. მ----------–-–-----–---–ის საძინებელი ოთახი მდებარეობს ეზოში, იგი მიდგმულია ძირითად საცხოვრებელ სახლზე მარჯვენა მხრიდან, ანუ სახლზე მიშენებულია და ეზოს მხრიდან აქვს შესასვლელი კარები. მ----------–-–-----–---–ის ოთახისკენ პირველი წავიდა ს--–------–--–-–---–ი. როდესაც თავად გავიდა მისაღები ოთახიდან ეზოში, ამ დროს მისმა სიძემ ლანძღვა გინებით ჩამოირბინა მის წინ, რაზეც გ-----–-–-----–---–მა უთხრა, ,,რას ილანძღები, რა გინდაო“, დ-------–--–-–---–მა შეხედა, მათი მისამართით შეიგინა და ეზოდან გავიდა. სანამ დ-------–--–-–---–ი ეზოდან გავიდოდა, მ----------–-–-----–---–იც გამოვიდა ეზოში, რომელმაც თქვა, რომ მგონი თავი ჰქონდა გატეხილი და ონკანთან მივიდა. მ----------–-–-----–---–ს სისხლი არ მოსდიოდა, თუმცა კოპი კი ჰქონდა, რაზეც თქვა, რომ დ-----მ საწოლის ბოლოზე ორჯერ დაარტყმევინა თავი. ამის შემდეგ ს--–------–--–-–---–მა დარეკა 112-ში და გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ადგილზე მივიდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები და ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლები. ვინაიდან მ----------–-–-----–---–ს თავზე ჰქონდა დაზიანება ,,კოპის“ (გემატომა) სახით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმების მიერ იგი წაყვანილი იქნა თ----ზე მდებარე მ------–-------- საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, იგი დარწმუნებულია, რომ 2018 წლის 07 ივლისს, ღამით, მის შვილს მ----------–-–-----–---–ს ფიზიკური დაზიანება თავის არეში მიაყენა მისმა სიძემ დ-------–--–-–---–მა, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში (ს.ფ. 13-18).

 

2.10. არასრულწლოვანი მოწმე ს--–------–--–-–---–ის 2018 წლის 08 ივლისის გამოკითხვის ოქმის მიხედვით - 2018 წლის 07 ივლისს სამსახურიდან 20:00 საათზე დაბრუნდა სახლში და შემდეგ აღარ გასულა სახლიდან. დაახლოებით 23:00 საათზე თავად და პაპამისი გ-----–-–-----–---–ი ისხდნენ მისაღებ ოთახში და ტელევიზორში უყურებდნენ ფეხბურთს. ამ დროს მისაღები ოთახისა და სამზარეულო ოთახის კარები იყო ღია მდგომარეობაში. დედამისი - მ----------–-–-----–---–ი იყო თავის საძინებელ ოთახში. სწორედ ამ დროს მ----------–-–-----–---–ის ოთახიდან შემოესმა მამამისის - დ-------–--–-–---–ის ლანძღვა-გინების ხმა და დედამისის კივილის ხმა. მაშინვე მიხვდა, რომ დედამისსა და მამამისს შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტს. გავიდა მისაღები ოთახიდან გარეთ, მას გაჰყვა პაპამისიც - გ-----–-–-----–---–ი. როგორც კი მისაღები ოთახიდან გავიდა ეზოში და წავიდა დედამისის საძინებელი ოთახისკენ, დაინახა, რომ დედამისის საძინებელი ოთახიდან გამოვიდა მამამისი, რომელმაც ჩაირბინა მისაღები ოთახიდან ეზოში გამოსული პაპამისის წინ და ილანძღებოდა. თავის ოთახიდან გამოვიდა მ----------–-–-----–---–იც, რომელსაც თავზე ხელი ჰქონდა დადებული და ამბობდა, მგონი თავი გამიხეთქაო. იგი მივიდა ონკანთან და დაისხა წყალი თავზე. დ-------–--–-–---–ი ეზოში აღარ გაჩერებულა და მ----------–-–-----–---–ის ეზოში გამოსვლის შემდეგ მალევე, წამებში დატოვა ეზო. მან პაპამისის ტელეფონით დარეკა 112-ში და გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ადგილზე მალევე მივიდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები და პოლიციის თანამშრომლები. ექიმებმა მ----------–-–-----–---–ი გადაიყვანეს მ------–-------- საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარეს გამოკვლევები. გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მ----------–-–-----–---–ს თავზე ჰქონდა გემატომა. მისი განმარტებით, იგი დ-------–--–-–---–ის მიერ მ----------–-–-----–---–ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს არაერთხელ შესწრებია, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არც ერთხელ. მოწმის განცხადებით, მ----------–-–-----–---–ს 2018 წლის 7 ივლისამდე გემატომა თავზე არ ჰქონია და იგი მიაყენა დ-------–--–-–---–მა მორიგი კონფლიქტის დროს. როდესაც მ----------–-–-----–---–ი გამოვიდა თავისი ოთახიდან, თქვა, რომ დ-------–--–-–---–მა იგი თმებით ითრია და თავი არტყმევინა საწოლის ხის ბოლოზე. თუ რა იყო კონფლიქტის მიზეზი და რატომ მიაყენა მ----------–-–-----–---–ს დ-------–--–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მოწმისთვის არ არის ცნობილი და არც უკითხავს დედამისისთვის, რადგან იგი იყო აღელვებული და მომხდარის გამო ტიროდა (ს.ფ. 27-31).

 

2.11. მოწმე გ---------------–---–ის 2018 წლის 19 ივლისის გამოკითხვის ოქმის მიხედვით დგინდება, რომ იგი მუშაობს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მ--- ქვესადგურში უფროსი ექიმის თანამდებობაზე. 2018 წლის 7 ივლისს, დილით დაახლოებით 10:00 საათისთვის გამოცხადდა სამსახურში და შეუდგა თავის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. გვიან ღამით, დაახლოებით 24:00 საათისთვის მიიღო გამოძახება მისამართზე, ქ. თბილისი, გ---–-----–-----------, სადაც გადმოცემული იქნა ოჯახური ძალადობის ფაქტი. გამოძახებით ირკვეოდა, რომ პაციენტი იყო 35 წლის მ----------–-–-----–---–ი. თავის მეწყვილე გ-------------–-–---–თან ერთად გამოცხადდა მითითებულ მისამართზე, სადაც ადგილზე იმყოფებოდა მ----------–-–-----–---–ი და მისი ოჯახის წევრები. პაციენტ მ----------–-–-----–---–ის გადმოცემით, რამდენიმე წუთის წინ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა თავისმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. როგორც მ----------–-–-----–---–ი ამბობდა, თავისმა მეუღლემ თმებში მოქაჩა ხელით და ფიზიკური ძალადობის დროს თავი დაარტყმევინა საწოლის ბოლოზე. პაციენტი მ----------–-–-----–---–ი იყო აღელვებული, აფორიაქებული, განერვიულებული, უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და გემატომას თავის არეში. პაციენტს ვიზუალურადაც ეტყობოდა, რომ თავზე ჰქონდა გემატომა. პაციენტს ექიმების მიერ ადგილზევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება და ვინაიდან იგი საჭიროებდა სტაციონალიზაციას შემდგომი კვლევებისა და მკურნალობის მიზნით, პაციენტი მ----------–-–-----–---–ი გადაყვანილი იქნა თ----ზე, შპს მ------–-------- საავადმყოფოში. სანამ ექიმები დატოვებდნენ ხსენებულ ადგილს, მანამდე, ქუჩაში გამოსვლის დროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანასთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც იკითხა თუ რა ხდებოდა. მოწმემ აღნიშნულ მამაკაცს განუცხადა, რომ იყო გამოძახებაზე გ---–-----–---------ში, სადაც ახალგაზრდა ქალბატონს ჰქონდა თავი დაზიანებული. ახალგაზრდა მამაკაცმა აღნიშნა, რომ იგი იყო იმ ქალბატონი მეუღლე და დაადასტურა ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც დატოვა ტერიტორია. ადგილზე გამოცხადებული იყვნენ ასევე პოლიციის თანამშრომლებიც (ს.ფ. 136-139).

 

2.12. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მოწმე გ-------------–-–---–ის 2018 წლის 19 ივლისის გამოკითხვის ოქმით (ს.ფ. 140-143), იმ განსხვავებით, რომ მოწმეს ადგილზე არ დაუნახავს პაციენტ მ----------–-–-----–---–ის მეუღლე.

 

2.13. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, დ-------–--–-–---–ის მიერ მ----------–-–-----–---–ის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

2.14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.16. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.17. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

2.18. მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ დ-------–--–-–---–ი და მ----------–-–-----–---–ი იყვნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რომლებიც შემთხვევის დროს ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ფაქტობრივად იყვნენ ყოფილი მეუღლეები.

 

2.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 26 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის 0-------- დასკვნით (დაადასტურა ექსპერტმა გუ-–--------------–---–ი), უტყუარად არის დადგენილი, რომ ,,როგორც ირკვევა შპს ,,მ------–-------------------------“-ს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი 7----დან, მ----------–-–-----–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 08.07.2018, 01:05 სთ. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების შესახებ მითითებული არ არის. 2018 წლის 09 ივლისს მოქალაქე მ----------–-–-----–---–ს, პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანება მარჯვენა თხემ-კეფის მიდამოში ნაჭდევის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს“ (ს.ფ. 147-149).

 

2.20. დ-------–--–-–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობის ჩადენის ფაქტი ასევე დადასტურებულია გ-----–-–-----–---–ის, ს--–------–--–-–---–ისა და გ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, რომლებიც მხარეების მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული და ისინი არ გამოკვლეულა საქმის არსებითი განხილვისას, თუმცა სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელი, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებს, რომლებმაც ნახეს დაზარალებული მ----------–-–-----–---–ი ინციდენტიდან მყისიერად, კერძოდ დადასტურებულია, რომ მოწმეებს გ-----–-–-----–---–სა და ს--–------–--–-–---–ს შემოესმათ დ-------–--–-–---–ის ლანძღვა გინების ხმა და მ----------–-–-----–---–ის კივილის ხმა რომელიც შველას ითხოვდა, ისინი მყისიერად გაემართნენ ოთახისკენ, რა დროსაც დაინახეს ოთახიდან გამოსული დ-------–--–-–---–ი, რომელმაც გინებით გაუარა მათ და გავიდა ბინიდან, ამის შემდგომ ოთახიდან გამოდის მ----------–-–-----–---–ი, რომელიც უთითებს, რომ დ-----მ საწოლის ბოლოზე ორჯერ დაარტყმევინა თავი და ონკანთან მივიდა. მოწმეებმა გ-----–-–-----–---–მა და ს--–------–--–-–---–მა დაადასტურეს ასევე, რომ დაზარალებულს თავზე ეტყობოდა დაზიანება, რის შემდგომაც დაზარალებულის შვილი ს--–------–--–-–---–ი რეკავს 112-ში და იძახებს სასწრაფო-სამედიცინო დახმარებას.

 

2.21. მომხდარი ფაქტი ასევე დადასტურებულ იქნა სამედიცინო დახმარების ექიმის გ---------------–---–ის მიერ, რომელიც გამოძახებიდან მალევე მივიდა დაზარალებულის მისამართზე, გამოძახებაში გადაცემული იყო, რომ ფაქტი ჰქონდა ოჯახურ ძალადობას, მისამართზე მისულს დახვდა მ----------–-–-----–---–ი და მისი ოჯახის წევრები, მ----------–-–-----–---–მა მას განუმარტა, რომ რამოდენიმე წუთის წინ ნასვამმა მეუღლემ მიაყენა მას შეურაცხყოფა, ფიზიკურად გაუსწორდა მას, კერძოდ თავი დაარტყმევინა საწოლზე. პაციენტი იყო აღელვებული, უჩიოდა ძლიერ თავის ტკივილს, თავბრუსხვევას და თავზე ეტყობოდა გემატომა, იგი გადაყვანილ იქნა სტაციონარში. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ სანამ ექიმები დატოვებდნენ შემთხვევის ადგილს, მანამდე, ქუჩაში გამოსვლის დროს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტომანქანასთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც იკითხა თუ რა ხდებოდა. ინფორმაციის მიღების შემდგომ კი ახალგაზრდა მამაკაცმა აღნიშნა, რომ იგი იყო იმ ქალბატონი მეუღლე და დაადასტურა ძალადობის ფაქტი, რის შემდეგაც დატოვა ტერიტორია.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები მიჩნეულ უნდა იქნეს როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებანი, რომლებსაც სასამართლო აფასებს როგორც ზედმიწევნით მყარს და სანდოს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოწმეებმა ცალსახად დაადასტურეს, შემთხვევის დღეს დაზარალებულთან ბრალდებულის ყოფნა, (რასაც ასევე ბრალდებულიც არ უარყოფს) ის რომ ისინი ერთად მარტონი იმყოფებოდნენ საძინებელ ოთახში, საიდანაც მათ შემოესმათ როგორც ბრალდებულის გინების ხმა, ასევე დაზარალებულის კივილის ხმა, ასევე დაზარალებულზე თავის არეში არსებული დაზიანება დაფიქსირებული იქნა სასწრაფო სამედიცინო ექიმის მიერ. სასამართლო, ასევე მიმოიხილავს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის გუ-–--------------–---–ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა ის გარემოება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას - მ----------–-–-----–---–მა პირადად განუმარტა მას, რომ 2018 წლის 07 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე მას დ-------–--–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი ჩაავლო თმებში, შეანჯღრია და ორჯერ დაარტყმევინა თავი საწოლის ბოლოზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----------–-–-----–---–ის ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. ამასთან, მ----------–-–-----–---–ის შიში, არის არა ვირტუალური და გამოგონილი, არამედ სავსებით რეალურია, ვინაიდან 112-ში დარეკვის (და აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ 112-ში ზარი განახორციელა ბრალდებულისა და დაზარალებულის ქალიშვილმა ს--–------–--–-–---–მა) და შემაკავებელი ორდერის (რა დროსაც დ-------–--–-–---–მა იძალადა დედამისის მიმართ) საფუძველზე, სასამართლოს მეტად დამაჯერებლად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ----------–-–-----–---–ი იყო სწორედ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან. ამდენად, სასამართლო ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, რამაც განაპირობა სწორედ მსხვერპლის პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.

 

2.22. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2018 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ. თბილისში, გ---–-----–------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში დ-------–--–-–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის - მ----------–-–-----–---–ის მიმართ, კერძოდ, თმაში რამდენჯერმე მოქაჩა ხელი და საწოლზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც მ----------–-–-----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2.23. მ----------–-–-----–---–ზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის თავზე (მარჯვენა თხემ-კეფის მიდამოში ნაჭდევის სახით) არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული მოგვიანებით ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეების გ-----–-–-----–---–ის, ს--–------–--–-–---–ის, გ-------------–-–---–ის და გ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, რომელთა თანახმად დაზარალებულს თვალნათლივ ეტყობოდა თავზე გემატომა. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იგივე მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული მ----------–-–-----–---–ი შემთხვევის შემდეგ იყო აღელვებული და ტიროდა. ამდენად, დაზიანების ლოკაციის და მსხვერპლის დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ მ----------–-–-----–---–ისთვის მიყენებულმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, რაც ასევე დასტურდება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული პირადი შემოწმების მონაცემებით, რა დროსაც შემოწმების მომენტშიც კი მ----------–-–-----–---–ი უჩიოდა ტკივილს.

 

2.24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

2.25. დაცვის მხარის პოზიციით: ბრალდება ემყარება მხოლოდ ირიბ ჩვენებებს, რადგან არც ერთი მოწმე უშუალოდ არ შესწრებია ძალადობის ფაქტს. ასევე, მარტო ექსპერტიზის დასკვნა, როდესაც არ არსებობს სხვა პირდაპირი მტკიცებულება (მათ შორის დაზარალებულის ჩვენება), ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

2.26. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოწმეების გ-----–-–-----–---–ის, ს--–------–--–-–---–ის, გ-------------–-–---–ის და გ---------------–---–ის გამოკითხვის ოქმები ვერ იქნება განხილული ირიბი ხასიათის მტკიცებულებად, რადგან გ-----–-–-----–---–ი და ს--–------–--–-–---–ი ადასტურებენ, რომ 2018 წლის 07 ივლისს ღამის საათებში, მისაღებ ოთახში ყოფნისას მ----------–-–-----–---–ის საძინებელი ოთახიდან გაიგონეს დ-------–--–-–---–ის ლანძღვა-გინების ხმა და მ----------–-–-----–---–ის კივილის ხმა, რომელიც შველას ითხოვდა; ამის შემდეგ მათ დაინახეს, როგორ გამოვიდა დ-------–--–-–---–ი მ----------–-–-----–---–ის საძინებელი ოთახიდან ლანძღვა-გინებით და მათაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც დატოვა ეზო, ხოლო მის წასვლამდე თავისი საძინებელი ოთახიდან ეზოში გამოვიდა მ----------–-–-----–---–ი, რომელსაც ეგონა, რომ თავი გატეხილი ჰქონდა, თუმცა სისხლდენა არ ჰქონდა და თავზე ემჩნეოდა გემატომა, მ----------–-–-----–---–ი ამ დროს იყო აღელვებული და ტიროდა. მ----------–-–-----–---–მა გ-----–-–-----–---–სა და ს--–------–--–-–---–ს უთხრა, რომ დ-------–--–-–---–მა იგი თმებით ითრია და საწოლზე მიარტყმევინა თავი; მათივე განცხადებით, ამ შემთხვევამდე მ----------–-–-----–---–ს თავზე გემატომა არ ჰქონია. რაც შეეხებათ მოწმეების გ---------------–---–ისა და გ-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ისინიც განმარტავენ, რომ გამოძახების ადგილზე მისვლისას მათ დახვდათ მ----------–-–-----–---–ი, რომელსაც თავზე ვიზუალურად ემჩნეოდა გემატომა, პაციენტმა ექიმებს განუცხადა, რომ დაზიანება მიაყენა მისმა მეუღლემ, რომელმაც მას თმებით მოქაჩა და საწოლზე დაარტყმევინა თავი. მ----------–-–-----–---–ი იყო აღელვებული, ამავე დროს გ---------------–---–ის განმარტებით, სანამ ისინი ეზოს დატოვებდნენ, ადგილზე მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მას განუცხადა, რომ იყო პაციენტის მეუღლე და დაუდასტურა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

2.27. სასამართლო აქვე მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

3.3. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

3.5. საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

3.6. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

3.7. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ დ-------–--–-–---–მა ყოფილ მეუღლეს - მ----------–-–-----–---–ს, თმაში რამდენჯერმე მოქაჩა ხელი და საწოლზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც მ----------–-–-----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობის ყველა ნიშანი, რისთვისაც დ-------–--–-–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. დ-------–--–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებების ჭრილში განხილულ უნდა იქნეს მისი ნასამართლობა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს დ-------–--–-–---–ს, სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

5.4. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ (Opuz v. Turkey, No. 33401/02, 9.06.09), სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

5.5. სასამართლო ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

5.6. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტებების პირობებში, ითვალისწინებს დ-------–--–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, ქმედების განხორციელების სახეს, (ფიზიკურად იძალადა მის ყოფილ მეუღლეზე - მ----------–-–-----–---–ზე, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი). ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება დ-------–--–-–---–ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს მსჯავრდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე. ამასთანავე სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ ბრალდებული დ-------–--–-–---–ი გასამართლებული იქნა თ---–----------–----------------–---------–-–----------------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლის წერილის თანახმად დგინდება, რომ დ-------–--–-–---–ს დაკისრებული ჯარიმიდან 3 000 (სამი ათასი) ლარიდან გადახდილი აქვს მხოლოდ 2 000 (ორი ათასი) ლარი, შესაბამისად მას სასამართლო განუსაზღვრავს სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დ-------–--–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე და მერვე ნაწილების თანახმად ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თ---–----------–----------------–---------–-–----------------ის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით დ-------–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და დ-------–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ივლისიდან.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოილუსტრაცია დატანილი 1(ერთ) ცალ სიდი დისკზე, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე