გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.11.2018
საქმის ნომერი
330310018002378773
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1999-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - შპს ,,ი---------”

 

წარმომადგენელი - ქ-----------------–--ე

 

მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

 

წარმომადგენელი - ე--------------------

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის N6---- გადაწყვეტილება ,,შპს ,,ი---------”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ შპს „ი---------“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი - 1---------–.).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის N6---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 61-67).

 

3.1.2. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ი---------“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 17-22 დეკემბრის პერიოდზე, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, რის შედეგადაც გამოვლენილ იქნა:

 

1) 2017 წლის 17 დეკემბერს (11:16:26 სთ.) გადაცემა „პ-----ის“ ეთერში გადაცემის წამყვანი შემდეგი ტექსტით ასახელებს გადაცემის სპონსორებს:

 

„ჩემი სპონსორი „ქ--–------ი“...ალბათ, ყველას, ვისაც უყვარს სუსნაობა და გემრიელობები, მათთვის ძალიან ნაცნობია „ქ--–------ის“ პროდუქტები. ძალიან ბევრი სახეობაა. გარდა აი, ამ გემრიელობებისა, ასევე არის უამრავი ბურღულეული, რომელიც თანდათანობით ჩემთან შემოვა მუშაობის პროცესში. ჩემი უსაყვარლესი „ბ-------–---–ი“, სხვათა შორის, სანამ გადაცემას დავიწყებდით, თქვა (იგულისხმება გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი), ჩემთან ოჯახში ძალიან ბევრი მოიპოვებაო „ბ-------–---–ი“...აი, ასეთი სპონსორები მყავს და, საქმე, იცი, რაშია? „ბ-------–---–მა“ ცოტა ხანს შეისვენა ჩემი გადაცემისგან და რატომ? იმიტომ, რომ დიდი სიურპრიზით მოდიოდა: „ბ-------–---–მა“ წინასაახალწლოდ შემოგვთავაზა (ეკრანზე ჩანს შეფუთული ტკბილეული წარწერით) იცით, რა ქვია ამას? „მ-----–----“...აი, ასეთი ტკბილეული არის, რომელიც „ბ-------–---–მა“ მოგვიტანა ჩვენ და უკვე ქსელშიც არის, თითქმის ყველგან. ახლა აქეთ გადმოდით. გემრიელად როცა რაღაცას აკეთებთ ო-------- გარემოში, „ო--------ი“ არ უნდა გქონდეს? აი, ჩემი სპონსორი ეს არის: სუნელები, სხვადასხვა გემრიელი წნილი, თან ახლა მარხვაა და შეიძლება უამრავი გემრიელობის გაკეთება ამ წნილისგან. აქ ყველაზე ძალიან მე რა მომწონს? სუნელი არსებობს ბევრნაირი, მაგრამ, შეხედე აქ როგორ არის? სპეციალურად არის ბორშჩისთვის, ანუ აღარ დაგჭირდება ზედმეტი რაღაცეები. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს მ-----------------------–ი, აგერ, გვაქვს სპეციალურად მ-----------------------–ისთვის სუნელი, და, სხვათა შორის, საჩუქრები აქვს ძალიან ბევრი თქვენთვის...ფარშის საკმაზიც კია, ანუ ყველა კერძისთვის არის ცალკე ეს სუნელები. და ყველაზე მთავარი რაც არის, რაღაცა ჭორები რომ დადიოდა, რომ ის არისო, ეს არისო, შეხედეთ, შემოწმებულია ეს ყველაფერი. აი, ეს „მ--------ი“...აი, ეს ყველა პროდუქტი ჩემმა პარტნიორმა კომპანია „მ--------მა“ მომაწოდა და მე იქიდან მომაქვს ყველაფერი გემრიელობები...“

 

2) 2017 წლის 21 დეკემბერს (14:28:16 სთ.) გადაცემა „H----------–--ის“ სპონსორის დასახელებისას გავიდა შემდეგი სახის ვიდეო რგოლი:

 

„გადაცემის სპონსორია „ე-----------–ი“ - უმტკივნეულო დიოდური ეპილაცია სოპრანო აისის აპარატით, გამოცდილი ტექნოლოგია და პროფესიონალები - თქვენი სილამაზისთვის“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 26.01.2018 წლის სამსახურებრივი ბარათი N–---------- (ს.ფ.76-77);

-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 29.01.2018 წლის სამსახურებრივი ბარათი N–---------- (ს.ფ. 78-79).

-CD დისკი (ს.ფ. 125).

 

3.1.3. დადგენილია ასევე, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 26 იანვრის N–---------- და 2018 წლის 29 იანვრის N–---------- სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2018 წლის 29 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ი---------“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 26.01.2018 წლის სამსახურებრივი ბარათი N–---------- (ს.ფ.76-77);

-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 29.01.2018 წლის სამსახურებრივი ბარათი N–---------- (ს.ფ. 78-79).

3.1.4. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის N6---- გადაწყვეტილებით „შპს „ი---------“-ის დაეკისრა ჯარიმა 3 394,47 ლარის ოდენობით ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო. ამავე გადაწყვეტილებით, „შპს „ი---------“-ს მიეცა გაფრთხილება ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 70-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევის გამო.

 

აღნიშნული გადაწყვეტილებით მიჩნეულ იქნა, რომ გადაცემა „პ-----ის“ ეთერში განთავსებულ პროდუქტებს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, ხოლო სპონსორის მითითებისას ადგილი ჰქონდა პროდუქტის მოხმარებისკენ მოწოდებას და წაქეზებას პროდუქტზე სპეციალური მითითებით; 2017 წლის 21 დეკემბერის ეთერში განთავსებული სასპონსორო რგოლი შეიცავდა სარეკლამო შეტყობინებას და მოხმარებისაკენ წაქეზებას მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, ასევე მომსახურების დეტალურ აღწერას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ამონაწერი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის N09 სხდომის ოქმიდან (ს.ფ. 80-104);

-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის N6---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 61-67).

 

3.1.5. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 30 მარტის N2----- გადაწყვეტილებით „შპს „ი---------“-ის მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 30 მარტის N2----- გადაწყვეტილება (ს.ფ. 68-75).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,ი---------”-ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, ,,ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციები“.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის N6---- გადაწყვეტილება ,,შპს ,,ი---------”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი სიტყვისა და აზრის თავისუფლებისა და თავისუფალი მეწარმეობის პრინციპების შესაბამისად განსაზღვრავს მაუწყებლობის განხორციელების წესს, მაუწყებლობის სფეროში ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესსა და ფუნქციებს, ამ სფეროში საქმიანობის რეგულირების პირობებს, მაუწყებლობის განხორციელების უფლების მოპოვების წესსა და პროცედურებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია, რომლის სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით. მაუწყებლობის სფეროში კომისიის ერთ-ერთი ფუნქციაა - მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ამ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციების დაკისრება.

 

დადგენილია, რომ შპს „ი---------“ წარმოადგენს მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებულ პირს (მაუწყებლობის სახე - ტელემაუწყებლობა; მაუწყებლობის სახეობა - კერძო მაუწყებლობა; მაუწყებლობის ქვესახეობა - საერთო ტელემაუწყებლობა, ავტორიზაციის თარიღი - 1---------–.).

 

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ავტორიზებული პირი ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა, მათ შორის, კომისიის დადგენილებები და გადაწყვეტილებები; მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უზრუნველყოს ავტორიზებული საქმიანობის მათთან შესაბამისობა.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული პროგრამების, რეკლამისა და სპონსორების შესახებ ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობასთან და ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობებთან შესაბამისობა.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ჰ17“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება (Product Placement) არის საფასურის ან სხვა ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ პროდუქტის შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით გავრცელება, რაც გამოიხატება პროგრამაში ამ პროდუქტის ინტეგრირებით, პროდუქტზე მითითებით ან/და მომსახურებასა და სასაქონლო ნიშანზე მითითებით. ამავე მუხლის ,,ჰ9“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპონსორობა არის პროგრამის მომზადების ან ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება პირის მიერ, მისი სახელის, სავაჭრო ნიშნის, იმიჯის, საქმიანობის განვითარების რეკლამირების მიზნით.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით.

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, პროგრამაში პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსება ისე უნდა მოხდეს, რომ: ა) მან გავლენა არ მოახდინოს პროგრამის შინაარსზე, მათ შორის, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე; ბ) ის არ შეიცავდეს პროდუქტის შეძენისაკენ პირდაპირ მოწოდებას; გ) მან პროდუქტს გადაჭარბებული მნიშვნელობა არ მიანიჭოს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებულ „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სპონსორზე მითითება არ უნდა შეიცავდეს სარეკლამო შეტყობინებას, ხოლო მე-6 პუნქტის თანახმად, სპონსორობისას დაუშვებელია საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირი მოწოდება ან/და წაქეზება ამ საქონელზე ან/და მომსახურებაზე სპეციალური მითითებით, მათ შორის საქონლის/მომსახურების დეტალური აღწერა როგორც ვერბალური, ასევე ვიზუალური ფორმით. სპონსორზე მითითებისას დაშვებულია ლოზუნგების, სათაურების, მელოდიის და ა.შ. გამოყენება მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირების მიზნით და იმ ფორმით, რომ აღნიშნული მახასიათებლების გამოყენება არ შეიცავდეს საქონლის/მომსახურების შეძენის, მიწოდებისა და მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას ან/და წაქეზებას.

 

საქმეზე დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ განხორციელდა შპს „ი---------“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული პროგრამების მონიტორინგი 2017 წლის 17-22 დეკემბრის პერიოდზე, სპონსორობის წესებისა და პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსების მართლზომიერების დადგენის მიზნით, რის შედეგადაც გამოვლენილ იქნა:

 

1) 2017 წლის 17 დეკემბერს (11:16:26 სთ.) გადაცემა „პ-----ის“ ეთერში გადაცემის წამყვანი შემდეგი ტექსტით ასახელებს გადაცემის სპონსორებს:

 

„ჩემი სპონსორი „ქ--–------ი“...ალბათ, ყველას, ვისაც უყვარს სუსნაობა და გემრიელობები, მათთვის ძალიან ნაცნობია „ქ--–------ის“ პროდუქტები. ძალიან ბევრი სახეობაა. გარდა აი, ამ გემრიელობებისა, ასევე არის უამრავი ბურღულეული, რომელიც თანდათანობით ჩემთან შემოვა მუშაობის პროცესში. ჩემი უსაყვარლესი „ბ-------–---–ი“, სხვათა შორის, სანამ გადაცემას დავიწყებდით, თქვა (იგულისხმება გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი), ჩემთან ოჯახში ძალიან ბევრი მოიპოვებაო „ბ-------–---–ი“...აი, ასეთი სპონსორები მყავს და, საქმე, იცი, რაშია? „ბ-------–---–მა“ ცოტა ხანს შეისვენა ჩემი გადაცემისგან და რატომ? იმიტომ, რომ დიდი სიურპრიზით მოდიოდა: „ბ-------–---–მა“ წინასაახალწლოდ შემოგვთავაზა (ეკრანზე ჩანს შეფუთული ტკბილეული წარწერით) იცით, რა ქვია ამას? „მ-----–----“...აი, ასეთი ტკბილეული არის, რომელიც „ბ-------–---–მა“ მოგვიტანა ჩვენ და უკვე ქსელშიც არის, თითქმის ყველგან. ახლა აქეთ გადმოდით. გემრიელად როცა რაღაცას აკეთებთ ო-------- გარემოში, „ო--------ი“ არ უნდა გქონდეს? აი, ჩემი სპონსორი ეს არის: სუნელები, სხვადასხვა გემრიელი წნილი, თან ახლა მარხვაა და შეიძლება უამრავი გემრიელობის გაკეთება ამ წნილისგან. აქ ყველაზე ძალიან მე რა მომწონს? სუნელი არსებობს ბევრნაირი, მაგრამ, შეხედე აქ როგორ არის? სპეციალურად არის ბორშჩისთვის, ანუ აღარ დაგჭირდება ზედმეტი რაღაცეები. ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს მ-----------------------–ი, აგერ, გვაქვს სპეციალურად მ-----------------------–ისთვის სუნელი, და, სხვათა შორის, საჩუქრები აქვს ძალიან ბევრი თქვენთვის...ფარშის საკმაზიც კია, ანუ ყველა კერძისთვის არის ცალკე ეს სუნელები. და ყველაზე მთავარი რაც არის, რაღაცა ჭორები რომ დადიოდა, რომ ის არისო, ეს არისო, შეხედეთ, შემოწმებულია ეს ყველაფერი. აი, ეს „მ--------ი“...აი, ეს ყველა პროდუქტი ჩემმა პარტნიორმა კომპანია „მ--------მა“ მომაწოდა და მე იქიდან მომაქვს ყველაფერი გემრიელობები...“

 

2) 2017 წლის 21 დეკემბერს (14:28:16 სთ.) გადაცემა „H----------–--ის“ სპონსორის დასახელებისას გავიდა შემდეგი სახის ვიდეო რგოლი:

 

„გადაცემის სპონსორია „ე-----------–ი“ - უმტკივნეულო დიოდური ეპილაცია სოპრანო აისის აპარატით, გამოცდილი ტექნოლოგია და პროფესიონალები - თქვენი სილამაზისთვის“.

 

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის 2018 წლის 26 იანვრის N–---------- და 2018 წლის 26 იანვრის N–---------- სამსახურებრივი ბარათების საფუძველზე, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების“ 36-ე მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად, კომისიაში 2018 წლის 29 იანვარს დაიწყო მარტივი ადმინისტრაციული წარმოება შპს „ი---------“-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, მის მიერ მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის გამო.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე, რომ შპს „ი---------“-ის სამაუწყებლო ბადეში განთავსებული (17 და 21 დეკემბერი) პროგრამების სასპონსორო ზემოასახული მითითებებისას ადგილი ჰქონდა პროდუქტის მოხმარებისაკენ პირდაპირ მოწოდებას და წაქეზებას პროდუქტზე/მომსახურებაზე სპეციალური მითითებით. ამასთან, სასპონსორო მითითებები შეიცავდნენ სარეკლამო შეტყობინებებს, საქონლის/მომსახურების დეტალურ აღწერას, რითაც შპს „ი---------“-ის მიერ დარღვეული იქნა ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტი, 70-ე მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზეც, რომ შპს „ი---------“-ის სამაუწყებლო ბადეში, 2017 წლის 17 დეკემბერს განთავსებულ გადაცემაში „პ-----ი“ პროდუქტის (საქონლის/მომსახურების) განთავსებისას პროდუქტს მიენიჭა გადაჭარბებული მნიშვნელობა, რითაც შპს „ი---------“-ის მიერ დარღვეული იქნა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი და 70-ე მუხლის პირველი პუნქტი.

 

სასამართლო მიუთითებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ან კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, აგრეთვე ლიცენზიის/ავტორიზაციის პირობების დარღვევის შემთხვევაში კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი. დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელი წერილობით გააფრთხილოს. კომისიის მიერ მაუწყებლის მიმართ სანქციის გამოყენების მიზანი უნდა იყოს დარღვევის აღმოფხვრა ან პრევენცია. კომისია მაუწყებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვევის აღმოფხვრისათვის ან პრევენციისათვის ღონისძიებათა განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, კომისია ვალდებულია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა, თუ მან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრა გაფრთხილებაში აღნიშნული დარღვევა ან არ შეასრულა კომისიის გადაწყვეტილება, აგრეთვე თუ მან ზემოაღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში ჩაიდინა ახალი დარღვევა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

 

დადგენილია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 30 მარტის N2----- გადაწყვეტილებით „შპს „ი---------“-ს მიეცა წერილობითი გაფრთხილება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 691 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების და მე-3 პუნქტის, 451 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და 70-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის გამო.

 

ამდენად, სასამართლო ეთანხმება მოპასუხის განმარტებას მასზედ, რომ, ვინაიდან შპს „ი---------“-ს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2017 წლის 30 მარტის N2----- გადაწყვეტილებით მიეცა წერილობითი გაფრთხილება საქონლის/მომსახურების განთავსების წესების დარღვევისთვის და აღნიშნული გაფრთხილების მიღებიდან 1 წლის განმავლობაში კომპანიამ ჩაიდინა ანალოგიური სამართალდარღვევა, აღნიშნულ დარღვევაზე შპს „ი---------“-ს უნდა დაკისრებოდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის 71-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია მაუწყებელს დააკისროს ჯარიმა არა უმეტეს მისი წლიური შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 2500 ლარისა.

 

ზემოაღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კომისიას უფლება ჰქონდა კანონის დანაწესის მინიმალური 2500 ლარიდან მაქსიმუმი წლიური შემოსავლის 0,5%-ამდე, „ი---------“-სთვის დაეკისრა ჯარიმის სახით წლიური შემოსავლის 0,1%, რაც შეადგენდა 3 394,47 ლარს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ, ვინაიდან შპს „ი---------“-ის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში გამოყენებული არ იყო „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 67-ე მუხლის მე-3 პუნქტის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2015 წლის 14 იანვრის N1 დადგენილებით დამტკიცებული „სპონსორზე მითითების სახელმძღვანელო რეკომენდაციების“ მე-5 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების დარღვევისთვის, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისიამ მართებულად მიიღო გადაწყვეტილება ამ დარღვევაზე შპს „ი---------“-ის წერილობითი გაფრთხილების თაობაზე.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2018 წლის 8 თებერვლის N6---- გადაწყვეტილება ,,შპს ,,ი---------”-სთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე“ გამოცემულია კანონის დაცვით, ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც შპს ,,ი---------“-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

7.2. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის - 1500 ლარის ანაზღაურების თაობაზე (იხ.; 24.10.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი), სასამართლო მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკირების თაობაზე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ი---------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე