გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3-------
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ოქტომბერი, 2018 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე – შპს "ე---------------+"
წარმომადგენლები - გი----------------–---–ი
მოპასუხეები - ს------- კ----------–-–---–ი, ლ---- ლ---------–---ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს------- კ----------–-–---–ს და ლ---- ლ---------–---ს შპს "ე--------------- +"-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–---------------–-ს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 5 130.11 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 655 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 546.76 აშშ დოლარი, ჯარიმა - 30 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 898.35 აშშ დოლარი;
1.2. თანხების გადახდევინება მოხდეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებული ავტომობილის აუდი ა-- სარეგისტრაციო N U------, საიდენტიფიკაციო ნომერი - W---------------- რეალიზაციის გზით;
1.3. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 20---–-–----------------–ს, შპს "ე--------------- +"-ს და ს------- კ----------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველოფისა და გირავნობის შესახებ N--------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 3000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, ყოველთვიურად 5% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი: ა--------, სარეგისტრაციო ნომერი U------, საიდენტიფიკაციო ნომერი W----------------. საკრედიტო ხელშეკრუ-ლების უზრუნველყოფის მიზნით, 20---–-–----------------–ს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ---- ლ---------–---მა სოლიდარული პასუხისმგებ-ლობა იკისრა ს------- კ----------–-–---–ის ფულად ვალდებულებებზე 12000 აშშ დოლარის ფარგლებში.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მსესხებლის მიერ მეათე თვის გადახდა შესრულებულ იქნა არასრული ოდენობით, ხოლო 2--- წლის 0---------- შემდგომ მას გადახდა არ განუხორციელებია. 20---–-–---------------–-ს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ ერიცხებათ დავალიანება 5 130.08 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 655 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 546.76 აშშ დოლარი, ჯარიმა - 30 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 898.35 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
ს------- კ----------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის 1259 აშშ დოლარის ოდენობით ცნო და მიუთითა, რომ მას ნამდვილად ჰქონდა სასესხო ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, რომელსაც 9 თვის განმავლობაში ფარავდა, მეათე თვეს კი მისმა გადახდამ შეადგინა 68.61 აშშ დოლარი. მან ასევე განმარტა, რომ გადახდილი აქვს 3 000 აშშ დოლარიდან 1 741 აშშ დოლარი, ხოლო მოთხოვნილი 5 130.11 აშშ დოლარი მიიჩნია შეუსაბამოდ მაღლად.
მოპასუხე ლ---- ლ---------–---ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, რის გამოც მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსთვის უცნობია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელოვანი უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 20---–-–----------------–ს, შპს "ე--------------- +"-სა და ს------- კ----------–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 3 000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, წლიური 5% თვიური საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 18-23).
3.2.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 20---–-–----------------–ს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ---- ლ---------–---მა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ს------- კ----------–-–---–ის ფულად ვალდებულებებზე 12000 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 30-32).
3.2.3. ს------- კ----------–-–---–ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 20---–-–-------------ს შემდგომ გადახდა აღარ განუხორციელებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
3.2.4. სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის გადაცემის შესახებ რომელიმე შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულების შემთხვევაში, სესხის სარგებელთან ერთად, გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებელს დააკისროს მის (გამსესხებლის) სასარგებლოდ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული სესხის 0.5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 18-23);
3.2.5. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 20---–-–----------------–ს კრედიტორსა და ს------- კ----------–-–---–ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს "ე--------------- +"-ის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ს------- კ----------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომობილი აუდი ა--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ 18-23);
3.2.6. 2--- წლის 1------------ მდგომარეობით მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ ერიცხებათ დავალიანება 5 130.08 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 655 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 546.76 აშშ დოლარი, ჯარიმა - 30 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 898.35 აშშ დოლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 37)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
3.2.7. მოპასუხეები არაერთგზის იყვნენ გაფრთხილებულნი დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე, თუმცა ვალდებულება არ შეუსრულებიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- გაფრთხილების წერილები, (ს.ფ. 33-34).
3.2.8. ლ---- ლ---------–---ი წარმოადგენს შპს "ე--------------- +"-სა და ს------- კ----------–-–---–ს შორის 20---–-–---------------–-ს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესა-ბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო შენიშნავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 20---–-–----------------–ს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ---- ლ---------–---მა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ს------- კ----------–-–---–ის ფულად ვალდებულებებზე 12 000 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც იმას გულისხმობს, რომ მოპასუხე ლ---- ლ---------–---მა გამოხატა ნება - აეღო პასუხისმგებლობა საკრდიტო ხელშეკრულებით ს------- კ----------–-–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულე-ბების სოლიდარულად შესრულებაზე. ამასთან, მოპასუხე ლ---- ლ---------–---ი გაფრთხილებულ იქნა დავალიანების წარმოშობაზე და მოპასუხე ს------- კ----------–-–---–ის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაზე.
შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ლ---- ლ---------–---ი წარმოადგენს შპს "ე--------------- +"-სა და ს------- კ----------–-–---–ს შორის 20---–-–---------------–-ს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვისა და მხარეთა ახსნა-განმარტებისა მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე, 317-ე, 32--ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31-.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 32--ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრუ-ლების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ 20---–-–----------------–ს, შპს "ე--------------- +"-სა და ს------- კ----------–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 3000 აშშ დოლარის ოდენობით, 36 თვის ვადით, ყოველთვიური 5% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 20---–-–----------------–ს თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ---- ლ---------–---მა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ს------- კ----------–-–---–ის ფულად ვალდებულებაზე 12000 აშშ დოლარის ფარგლებში.
ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებუ-ლების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
დადგენილია, რომ მოპასუხეების მხრიდან მოხდა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის დარღვევა, რაც მათთვის, როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ 20---–-–---------------–-ს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებით მხარეებს შორის გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის - დავალიანების 0.5%-ის ოდენობით. ამდენად, მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლებამოსილია მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს, როგორც დარღვეული უფლების აღდგენის, ასევე კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საშუალებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება -მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდე-ბულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 150 აშშ დოლარით.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრია სესხის სარგებლის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება მოპასუხეთა მიერ დანარჩენ დავალიანებასთან ერთად, სესხზე დარიცხული პროცენტის გადახდის ფაქტი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემდგომ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის არსებული ოდენობის ფარგლებში.
რაც შეეხება, გირავნობის საგანს, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება უნდა მოხდეს ს------- კ----------–-–---–ის საკუთრებაში არსებული ავტომობილის აუდი ა---ის რეალიზაციის გზით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს "ე---------------+"-ის სარჩელი მოპასუხეების - ს------- კ----------–-–---–ის და ლ---- ლ---------–---ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2681-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
დადგენილია, რომ 20---–-–---------------–-ს ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება მიქცეულ უნდა იქნას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდი-საგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს "ე--------------- +"-ის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 407.82 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე - 50 ლარის ოდენობით. სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს "ე--------------- +"-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯების ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–--------------ის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს "ე--------------- +"-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე და მოპასუხე ლ---- ლ---------–---ს (პ/ნ 2----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: მუნიციპალიტეტი ლა-------ი, ღრ------–ე, ს------.1-.--.0--- გასხვისება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით შპს "ე--------------- +"-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამდენად, არ არსებობს 20---–-–--------------ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-3, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2681-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს "ე--------------- +"-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ს------- კ----------–-–---–ს და ლ---- ლ---------–---ს შპს "ე--------------- +"-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20---–-–---------------–-ს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 4 381.76 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2 655 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 546.76 აშშ დოლარი, ჯარიმა - 30 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 150 აშშ დოლარი;
1.2. დავალიანების დაფარვა განხორციელდეს ს------- კ----------–-–---–ის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით, რომლის რეკვიზიტებია: მარკა, მოდელი ა--------, სარეგისტრაციო ნომერი: U--------, გამოშვების წელი - 2--- ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო N W----------------, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა A--------;
2. ს------- კ----------–-–---–ს და ლ---- ლ---------–---ს შპს "ე--------------- +"-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაღებული ხარჯის - 389 ლარის გადახდა;
3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
4. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში კერძო საჩივრის შეტანის გზით თბილისის საქალაქო სასამართლოს (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე