განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
050100118002552156
დავის ტიპი
18 - 151 , 151 , 151
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0----------------6

საქმე N 1-2---18

განაჩენი

საქართველოს სახელით

26.06.2019 წელი ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: შ----------ძე

დაცვის მხარე

ადვოკატი: თ-------–----ა

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

ბრალდებული: გ----–-------ა

მამის სახელი: ა-------ი

დაბადებული: 0-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: უმაღლესი

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: არ მქონე

მისამართი: ლ--------ი, სოფელი ს-----ა

რეგისტრირებული: ლ--------ი, სოფელი ს-----ა

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის მიმართ.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

დისპოზიცია: ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. წარდგენილი ბრალდების არსი.

 

1.1. 2017 წლის 4 თებერვალს, გ----–-------ამ ცოლად შეირთო მ---------------ე, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას. დაოჯახებიდან ორი თვის შემდგომ, მ---------------ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს შეამჩნია მისდამი გულგრილი დამოკიდებულება, რაც დასრულდა მათი დაშორებით. არაერთი სატელეფონო კომუნიკაციისა, დაზარალებულმა ვერ გაარკვია მოძალადესთან და მისი ოჯახის წევრებთან, დაშორების რეალური მიზეზი. ამ საკითხის გარკვევის მიზნით, ის თავის ნათესავებთან ერთად, 2018 წლის 16 ივნისს მივიდა გ----–-------ას საცხოვრებელ მისამართზე, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------–ში და დაახლოებით 17:20 საათიდან 17:30 საათამდე დროის შუალედში საუბრისას გ----–-------ამ, წინასწარი შეცნობით ორსულ ოჯახის წევრს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს, მ---------------ეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა დედის მისამართით და გამოხატა აგრესია, რის შემდგომ საცხოვრებელი სახლის ეზოში აიღო ქვა და ქვის თავში ჩარტყმით დაემუქრა მ---------------ეს ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებითა და მოკვლით. ამის შემდეგ, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, ასასვლელ კიბესთან ყოფნისას კვლავ დაემუქრა თოფის გამოყენების მუქარით, ცემით, ჯანმრთელობის დაზიანებით და მოკვლით, რა დროსაც მ---------------ეს გაუჩნდა, მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დახმარებისათვის მიმართა 112-ის ოპერატორს.

 

1.2. 2017 წლის 4 თებერვალს, გ----–-------ამ ცოლად შეირთო ა-------------ის და მ---------------ე, რომელთანაც იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2018 წლის აპრილის თვეში, გ----–-------ა და მ---------------ე დაშორდნენ ერთმანეთს, რისთვისაც, 2018 წლის 16 ივნისს ა-------------ე, თავისი დის მ---------------ის საკითხის გარკვევის მიზნით, ნათესავებთან ერთად, მოსალაპარაკებლად მივიდა გ----–-------ას ოჯახში, მდებარე ლ--------ის მუნიციპალიტეტი, სოფელი ა---–-------–ი, რა დროსაც, დაახლოებით 17:20 საათიდან 17:30 საათამდე დროის შუალედში, გ----–-------ამ თავის საცხოვრებელი სახლის წინ, ა-------------ეს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, აგინა დედის მისამართით და გამოხატა აგრესია, რის შემდგომ საცხოვრებელი სახლის ეზოში აიღო ქვა და ქვის თავში ჩარტყმით დაემუქრა ა-------------ეს, ჯანმრთელობის დაზიანების მიყენებით, რა დროსაც ა-------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2. სასამართლომ დაადგინა.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ----–-------ა ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, წარდგენილ ბრალდებებში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.

 

3.1. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა უარი თქვა გ----–-------ას მოწმის სახით დაკითხვაზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა მ---------------ემ განმარტა, რომ გ----–-------ასთან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შორის გაცივდა ურთიერთობა, გ----–-------ამ მიიყვანა დედის სახლში და შემდეგ აღარ მიაკითხა. აინტერესებდა რატომ მიატოვა გ----–-------ამ, თუმცა გ---ს მისთვის არაფერი უთქვამს. თავის ოჯახის წევრებთან ერთად, მივიდა გ----–-------ას სახლში, თუმცა გ----–-------ამ დაიწყო ყვირილი, დაავლო ხელი ქვას და გაიქცა მისკენ, ყვირილით, რომ მოკლავდა, რის გამოც გაუჩნდა შიში, რომ გ----–-------ა განახორციელებდა მუქარას. მ---------------ის ჩვენებით, თავისმა ძმამ გაიგონა, რომ გ----–-------ა აგინებდა მას დედის მისამართით, რაზეც ა-------------ემ გასცა სათანადო პასუხი. მ---------------ემ ასევე მიუთითა, რომ თავისმა სიძემ წაართვა გ----–-------ას ქვა, რათა გ---ს არ ჩაერტყა ქვა თავში მისთვის. როდესაც შევიდა სახლში ნივთების გამოსატანად, გ--- კვლავ დაემუქრა და უთხრა, რომ მოშორებულიყო სახლიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში აიღებდა თოფს და ესროდა, რის გამოც დარეკა 112-ზე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულმა ა-------------ემ განმარტა, რომ არის მ---------------ის ძმა. მ------ი და გ--- შეუღლდნენ 2017 წელს. გარკვეული ხნის გასვლის შემდეგ, გ---მ მიიყვანა მ------ი მშბლების სახლში და შემდეგ აღარ წაიყვანა. როდესაც გაიგეს, რომ გ---ს მშობლები დაბრუნდნენ თურქეთიდან, წავიდნენ გ---ს ოჯახში. გ----–-------ამ, მ------ის დანახვაზე დაიწყო ხმამაღალი ლაპარაკი და შეურაცხმყოფელი სიტყვების თქმა. ასევე შეაგინა მ------ს დედის მისამართით, აიღო ქვა, წავიდა მ------ისკენ და დაემუქრა მოკვლით. გ----–-------ა მასაც დაემუქრა მოკვლით, რის გამოც შეეშინდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ხ----------------ემ განმარტა,რომ არის დაზარალებულ მ---------------ის და. მ---------------ე ცოლად გაყვა გ----–-------ას. 2018 წლის 4 აპრილს გ----–-------ამ მ------ი მიიყვანა მშობლების სახლში, დატოვა და უარი უთქვა მასთან სახლში დაბრუნებაზე. საკითხის გარკვევის მიზნით მივიდნენ გ----–-------ას ოჯახის წევრებთან, თუმცა გ----–-------ა იყო აგრესიული, აიღო ქვა და დაემუქრა მ------ს და ა----ს მოკვლით. როდესაც ნივთების წამოსაღებად ავიდნენ სახლის მეორე სართულზე, გ----–-------ა გამოვარდა ყვირილით, რომ მოკლავდა მ------ს და შუბლს გაუხვრეტდა. გ---მ ასევე თქვა, რომ გამოიტანდა თოფს და დააპირა მეორე სართულის ერთ-ერთახში შესვლა, თუმცა გ---ს დედამ შეაჩერა იგი, რომ არ გასულიყო მეორე ოთახში. ხ----------------ემ აღნიშნა, რომ მათი მისვლის მიზანს წარმოადგენდა შერიგება, რადგან არ სურდათ მ------ის ოჯახის დანგრევა.

 

ზ-------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის მ---------------ის დედა. გ----–-------ა და მ------ი დაოჯახდნენ 2017 წლის 4 თებერვალს. 2018 წლის 6 აპრილს გ---მ, მ------ი მიიყვანა მასთან სახლში და დატოვა. მოგვიანებით გ----–-------ამ უთხრა მ------ს, რომ აღარ მიაკითხავდა. გ---ს მშობლების ჩამოსვლის შემდეგ მივიდნენ გ---ს ოჯახში, საკითხის გარკვევის მიზნით. თავიდან მშვიდად საუბრობდნენ, თუმცა მოგვიანებით გ--- გახდა აგრესიული და მ------ს დაუწყო გინება. შემდეგ აიღო ქვა, წავიდა მ------ისკენ და დაემუქრა ქვის თავში ჩარტყმით. ა-------------ემ კითხა გ---ს თუ რატომ აგინებდა მ------ს. გ----–-------ა კი დაემუქრა ა-------------ეს, რომ მოკლავდა. როდესაც მ---------------ე ავიდა სახლის მეორე სართულზე ნივთების გამოსატანად, გ----–-------ამ უთხრა, რომ თოფით გაუხვრეტდა შუბლს და გავარდა მეორე ოთახში თოფის გამოსატანად, თუმცა გ----–-------ა დედამ შეაჩერა.

 

მოწმე გ----------------–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს განმარტა, რომ

არის ხ----------------ის მეუღლე. მ---------------ე არის ხ----------------ის და. გ----–-------ასთან ოჯახში მივიდნენ შერიგების მიზნით. როდესაც ჩავიდნენ ეზოში და კითხეს გ----–-------ას დაშორების მიზეზი, გ--- გახდა აგრესიული, დაიწყო მ------ის გინება, აიღო ხელში ქვა და დაემუქრა მ------ს თავის გატეხვით და მოკვლით. გ----–-------ა ასევე ქვით თავის გატეხვით დაემუქრა მ------ის ძმას. თავად წაართვა ქვა გ----–-------ას და გადააგდო ქვა. მისი ჩვენებით, როდესაც მ------ი და ხ------ა სახლის მეორე სართულზე ავიდნენ მ------ის ნივთების წასაღებად, ესმოდა გ---ს ხმა, რომელიც იძახდა, რომ თოფს ესროდა. გ----------------–მა აგრეთვე აღნიშნა, რომ გ----–-------ა პოლიციის მისვლის შემდეგ დაწყნარდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დ------–------------ემ განმარტა, რომ არის მ---------------ეს ბიძაშვილი. მ---------------ემ თხოვა გ----–-------ას ოჯახში წასვლა, რადგან მ------ს სურდა შერიგება, ხოლო თუ შერიგებას ვერ შეძლებდა აპირებდა თავისი ნივთების წამოღებას. როდესაც მივიდნენ გ----–-------ას ოჯახში დაიწყეს საუბარი დაშორების მიზეზებზე. გ----–-------ამ კი აიღო ქვა და თავში ქვის ჩარტყმით დაემუქრა მ---------------ეს და ა-------------ეს. გ----------------–მა გამოართვა ქვა გ----–-------ას და გადააგდო. გ----–-------ა ავიდა სახლის მეორე სართულზე. მცირე ხანში, მ---------------ე და ხ----------------ე ასევე ავიდნენ სახლის მეორე სართულზე, სადაც ასევე ქონდა ადგილი შელაპარაკებას და მუქარას. აღნიშნულის შემდეგ დარეკეს 112-ზე და მოვიდა პოლიცია და დაიწყეს მ------ის ნივთების ჩალაგება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მ-----------------–--ემ განმარტა, რომ ჰყავს მამიდაშვილები, მ------ და ა-------------ეები. მ---------------ე ცოლად გაყვა გ----–-------ას. 2018 წლის 6 აპრილს გ---მ მიიყვანა მ------ი მშობლების სახლში და დატოვა. 2018 წლის 16 ივნისს ნათესავებთან ერთად მივიდა გ----–-------ას სახლში. ჩავიდნენ ეზოში და დაიწყეს საუბარი. გ----–-------ამ აიღო ქვა და დაემუქრა მოკვლით მ---------------ეს და ა-------------ეს. მოვიანებით გ----–-------ა ავიდა სახლის მეორე სართულზე, სადაც ასევე ავიდა მ---------------ე. გ--- დაემუქრა მ------ს შუბლის გახვრეტით, რის გამოც დარეკეს 112-ზე. მისი ჩვენებით პოლიციის მისვლის შემდეგ გ----–-------ა გაჩერდა.

 

ი----------–--–---–ის ჩვენებით, არის მ---------------ის ნათესავი. მ------მა თხოვა, რომ წასულიყო მასთან ერთად გ----–-------ას სახლში, რადგან სურდა გ---სთან შერიგება. ნათესავებთან ერთად მივიდა გ--- ოჯახში. გ----–-------ამ დაიწყო ჩხუბი, გამოვარდა ქვით და დაემუქრა მ------ს და ა----ს, რომ დახოცავდა მათ. გ----–-------ა ასევე ითხოვდა, რომ მოეშორებინათ მისთვის მ---------------ე, რადგან არ სურდა მისი დანახვა.

 

მოწმე ვ--------------ის ჩვენებით, არის გ----–-------ას მეზობელი. 2018 წლის 16 ივნისს არ იმყოფებოდა სახლში და კონფლიქტს გ----–-------ას სახლი პირადად არ შესწრებია.

 

მოწმე თ--------------–---–ის ჩვენებით, არის გ----–-------ას მეზობელი. 2018 წლის 16 ივნისს იმყოფებოდა სახლში, თუმცა არ გაუგონია ჩხუბის ხმა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დ--–----------–მა განმარტა, რომ არის გ----–-------ას მეზობელი. 2018 წლის ივნისში, გაიგონა ც--------ბის ეზოდან ხმაური. ხმამაღალ მოსაუბრეთა შორის ქალების ხმა ჭარბოდა. როდესაც გაძლიერდა ხმა, გადავიდა გ---სთან და იკითხა თუ რა მოხდა, რაზეც უპასუხეს, რომ მ---------------ემ წაიღო თავისი ნივთები. მისი ჩვენებით, გ----–-------ა არ არის აგრესიული პიროვნება და არ გაუგია, რომ როდესმე გ--- ეჩხუბოს.

 

სასამართლო სხდომაზე ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა კ--------------ამ, განმარტა, რომ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესად მიიღეს შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. მივიდნენ შემთხვევის ადგილას, სადაც იყო ხალხმრავლობა, ადამიანები გამოხატავდნენ აგრესიას და ილანძღებოდნენ. გ----–-------ა კი იძახდა, რომ გადასულიყო ეზოდან, თორემ მოკლავდა.

 

სასამართლო სხდომაზე ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–-----------–---–მა, განმარტა, რომ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესად მიიღეს შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის შესახებ. მივიდნენ შემთხვევის ადგილას, სადაც იყო ხალხმრავლობა და შეეცადა სიტუაციის განმუხტვას. გ----–-------ა მათი მისვლის შემდეგ ემუქრებოდა მ------ და ა-------------ეებს, რომ დაეტოვებინათ ეზო, აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა, რომ გამოიტანდა თოფს და მოკლავდა მათ, თუ არ დატოვებდნენ ტერიტორიას.

 

სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა ბ-----------------ემ და დ-----------ემ დაადასტურეს, რომ გ----–-------ას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები: ხ-----------------–--ე, გ----–--–------ია, თ--–--------------–-ძე, მ-----------ე რ-----------–----ძე და ზ-----------–-–---–ი.

 

ხ-----------------–--ის ჩვენებით, არის ბრალდებულის დედა. 2018 წლის 16 ივნისს, მასთან შეთანხმებით, სასაუბროდ მივიდა მ---------------ე, თავის ნათესავებთან ერთად. გ----–-------ას არ სურდა მ------თან საუბარი, გავიდა გარეთ და უთხრა მათ, რომ არ ჩასულიყვნენ ეზოში. ხ-----------------–--ის ჩვენებით, სახლიდან ეზოში არ გასულა და მხოლოდ გადმოცემით იცის, რომ ა-------------ემ აიღო ქვა და გაიქცა გ----–-------ასკენ, რასაც მოჰყვა შელაპარაკება. მისი ჩვენებით, მ---------------ე და მისი თანმხლები პირები, გაბრაზებული იყვნენ გ----–-------აზე. ხ-----------------–--ემ აღნიშნა, რომ მ------ის შვილს, თვლის თავის შვილიშვილად და მიუხედავად იმისა, რომ მ------მა ბავშვს მისცა თავისი გვარი არ იტყვის, რომ მ------ის შვილი არ არის გ---ს შვილი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, გ----–--–------იამ განმარტა, რომ არის ბრალდებულის მამიდა. 15 ივნისს დაურეკა მ---------------ის ბიძაშვილმა მ-----------------–--ემ და უთხრა, რომ აპირებდნენ მისვლას და ბიძების და ბიძაშვილების დახვედრა მოითხოვა. კითხა თუ რატომ იყო საჭირო ასეთი რაოდენობის ხალხით მისვლა. საუბრის დროს მიხვდა, რომ პროვოკაციის მოწყობას გეგმავდნენ და თხოვა ახლობლებს მისულიყვნენ მათთან, რათა რამე არ მომხდარიყო. როდესაც მივიდა მათთან მ------ი, თავის ნათესავებთან ერთად, გავიდა ეზოში. გ----–-------ამ უთხრა მათ, რომ არ ჩასულიყვნენ ეზოში და თუ რამე სურდათ სამართლებრივად გადაეწყვიტათ სადავო საკითხი. მ------ის ძმამ, რომელიც ჭიშკართან იდგა, დაიძახა გ---ს დედის სახელი და გვარი და შეაგინა გ---ს, დედის მიმართ, რასაც მოყვა გ---ს რეაქცია. მ------ის ძმამ ხელში აიღო ქვა და გაიქცა გ---სკენ, რის გამოც გ---მაც აიღო ქვა ხელში, გადადგა რამდეიმე ნაბიჯი და თქვა მხოლოდ "ვის აგინებო". გ---ს გადაუდგა თავისი ნათესავი და გ---მ ქვა დააგდო. აღნიშნულის შემდეგ გ--- ავიდა სახლის მეორე სართულზე და ეხმარებოდა მათ მ------ის ნივთების ჩალაგებაში. გ----–--–------იამ აღნიშნა, რომ ჩამოვიდა პირველ სართულზე და დაინახა, მ---------------ე, თავის დასთან ერთად როგორ ავიდა მეორე სართულზე. გ---მ უთხრა მ------ს, რომ სახლში ფეხი არ შეედგა. მ------ის დამ კი მოუწოდა გ---ს, რომ ხელი დაერტყა მ------ისთვის. გ---ს, მ------ისთვის არ დაურტყამს, თუმცა მ------ის დამ დაიწყო ყვირილი, რომ დაერეკათ პოლიციაში. მისი ჩვენებით გ----–-------ა თოფს ინახავდა სახლის პირველ სართულზე და არა მეორე სართულზე.

 

თ--–--------------–-ძემ მოწმის სახით დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ არის ბრალდებულის ნათესავი. 2018 წლის 16 ივნისს მივიდა გ---სთან სახლში, სადაც ასევე მივიდა მ---------------ე, თავის ნათესავებთან ერთად. გ---მ უთხრა მ------ს და მის თანმხლებ პირებს, რომ არ შესულიყვნენ სახლში, რასაც მოყვა მათი მხრიდან გინება. გ----–-------ას აგინებდა მ------ის ძმა, რომელმაც აიღო ხელში ქვა. აღნიშნულის გამო ქვა აიღო ხელში გ---მაც. თუმცა ქვების სროლას ადგილი არ ქონია და გ---ს, ყოფილი მეუღლის ძმისთვის არ შეუგინებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, გ----–-------ას მეზობელმა ზ-----------–-–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 16 ივნისს იმყოფებოდა გ----–-------ას სახლში. გაიგონა ხმაურის ხმა და დაინახა უცნობი პირი, რომელმაც აიღო ქვა, მირბოდა გ---სკენ და აგინებდა დედას გ---ს. გ---მაც აიღო ქვა ხელში, რის გამოც უთხრა გ---ს, რომ დაეგდო ქვა და გ---მ დააგდო ქვა. მისი ჩვენებით, გ--- აიყვანა მეორე სართულზე, სადაც ასევე იმყოფებოდა გ---ს მამა და დარჩნენ ერთად. მეორე სართულზე ასევე ავიდა მ------ი, თავის დასთან ერთად. დაინახა, რომ გ--- მივიდა მ------თან და უთხრა, რატომ ავიდა მეორე სართულზე, რადგან გაფრთხილებული ყავდა, რომ სახლში არ შესულიყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, რ-----------–----ძემ განმარტა, რომ გ----–-------ას ოჯახის არის მის მეზობელი და ნათესავი. 2018 წლის 16 ივნისს მ---------------ე თავის ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა გ----–-------ას ოჯახში. გ---მ უთხრა მ------ს და თანმხლებ პირებს, რომ არ შესულიყვნენ ეზოში. მ------ის ძმამ, შეგლიჯა ჭიშკარი, ხელში ქონდა ქვები და აგინებდა დედას გ---ს. გ---მ აიღო ქვა ხელში და დააგდო. ზ-----------–-–---–მა, გ--- აიყვანა მეორე სართულზე. მოულოდნელად მ------ის დამ დაიწყო ყვირილი "დაარტყა, დაარტყაო". როდესაც მოვიდა პოლიცია, მ------ის დამ, დაიწყო ყვირილი "დაიჭირეთ, დაიჭირეთო". მისი ჩვენებით, მ------ის დედა და და, იწყევლებოდნენ და ყვიროდნენ. გ--- კი ეუბნებოდა მათ, რომ სამართლებრივად გადაეწყვიტათ დავა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მ-----------ემ განმარტა, რომ არის ბრალდებულის ნათესავი. დაურეკა ხ-----------------–--ემ და თხოვა მისულიყო მასთან, რადგან მ------ი თავის ნათესავებთან ერთად, სავარაუდოდ საჩხუბრად მიდიოდნენ. პირადად დაინახა მ------ის თანხმლები პირები, როგორ იდგნენ ქუჩაში და გაიძახოდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ხოლო მ------ის ძმა აგინებდა გ---ს. გ---მ კი მხოლოდ აიღო ქვა ხელში, დააგდო და მისთვის უცნობ მამაკაცთან ერთად, ავიდა სახლის მეორე სართულზე.

 

3.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ გ----–-------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები შემდეგ გარემოებათა გამო:

 

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე პირველ მტკიცებულებას, რაც გ----–-------ას ირიბად დააკავშირებდა ბრალად წარდგენილ ქმედებებთან, წარმოადგენს 2018 წლის 16 ივნისის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლითაც დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2018 წლის 16 ივნისს 19:45 საათზე და დასრულდა 20:15 საათზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო გ----–-------ამ. 2019 წლის 15 მაისის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა უარი განაცხადა გ----–-------ას, როგორც ბრალდების მხარის მოწმის სასამართლო სხდომაზე დაკითხვაზე (15.05.19 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 17:00:16). ამდენად, ბრალდების მხარემ უარი თქვა რა გ----–-------ას, როგორც ბრალდების მხარის მოწმის დაკითხვაზე, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეში, გამოძიების ეტაპზე მოპოვებული გ----–-------ას მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც მოცემულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში, აღარ წარმოადგენს შეფასებად მტკიცებულებას, მას მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია და სასამართლო, აღნიშნულ ოქმს, სამართლებრივ შეფასებას ვერ მისცემს. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე მოპოვებული პირველი მტკიცებულება, რომელიც ირიბად აკავშირებდა საქმესთან გ----–-------ას, თავად ბრალდების მხარის მიერ იქნა უარყოფილი, როდესაც უარი თქვა გ----–-------ას მოწმედ დაკითხვაზე. რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართულ ფოტოსურათებს, მათზე მოცემულია გ----–-------ა, რომელიც იმყოფებოდა თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოს გარეთ. სასამართლო სხდომაზე, არც ერთ მოწმეს, არ აღუნიშნავს, რომ გ----–-------ა გავიდა თავისი ეზოს გარეთ, რის გამოც სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს თუ რას მიუთითებს აღნიშნულ ფოტოებზე, გ----–-------ა.

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე ძირითადად შესაფასებელია მოწმეთა ჩვენებები, რადგან სხვა სახის მტკიცებულებებით გ----–-------ას კავშირი ბრალად წარდგენილ ქმედებებთან არ დასტურდება.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

სასამართლო აფასებს რა საქმეში წარმოდგენილ ჩვენებებს, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ ჩვენებების შეფასების შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, აგრეთვე მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი, ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის №117აპ-18 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 12). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით, მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის №626აპ-17 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 32).

 

3.5. წინამდებარე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა კ--------------ამ და ლ-–-----------–---–მა განაცხადეს, რომ შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ გ----–-------ას ოჯახში, სადაც უშუალოდ შეესწრნენ, რომ გ----–-------ა მოკვლით ემუქრებოდა მ------ და ა-------------ეებს აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას და თოფის გამოყენებით იმუქრებოდა, თუ არ დატოვებდნენ ტერიტორიას, ჩვენებები უნდა შეფასდეს სანდოობის და უტყუარობის მხრივ, იმ სტანდარტის დაცვის მიხედვით, რაც სასამართლომ წარმოადგინა.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, ერთი მხრივ კ--------------ას და ლ-–-----------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებების ფორმირების პროცესზე და იმსჯელებს, რამდენად სარწმუნოა გამოძიების ეტაპზე, განსახილველი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტის საწინააღმდეგო გარემოებაზე მითითება ან საერთოდ აღნიშვნის გარეშე დატოვება და შემდეგ სასამართლო სხდომაზე ამ გარემოებაზე საუბარი. მეორე მხრივ კი სასამართლო მიუთითებს პოლიციელთა ჩვენებებს და საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ არსებით წინააღმდეგობაზე.

 

ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი კ--------------ა, გამოიკითხა 2018 წლის 20 ივნისს. შემთხვევის დღიდან სამი დღის შემდეგ. გამოკითხვის დროს კ--------------ამ აღნიშნა, რომ მათი მისვლის შემდგომ გ----–-------ა აგრძელებდა აგრესიულ დამოკიდებულებას და ლანძღვა-გინებას მ------ისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.

 

ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ლ-–-----------–---–ი, გამოიკითხა 2018 წლის 20 ივნისს. შემთხვევის დღიდან სამი დღის შემდეგ. გამოკითხვის დროს ლ-–-----------–---–მა აღნიშნა, რომ მათი მისვლის შემდგომ გ----–-------ა აგრძელებდა აგრესიულ დამოკიდებულებას და ლანძღვა-გინებას მ------ისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ.

 

კ--------------ას და ლ-–-----------–---–ის გამოკითხვის ოქმებში არ არის მითითებული, რომ ისინი უშუალოდ შეესწრნენ, როგორ ემუქრებოდა გ----–-------ა მ------ და ა-------------ეებს მოკვლით, თუ ისინი არ დატოვებდნენ ტერიტორიას. აღნიშნული გარემოება მათ განაცხადეს სასამართლო სხდომაზე, შემთხვევის დღიდან რვა თვის შემდეგ. სასამართლო ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ კ--------------ა და ლ-–-----------–---–ი არიან პოლიციის თანამშრომლები და მიაჩნია, რომ თუ ისინი მართლაც შეესწრებოდნენ გ----–-------ას მხრიდან დანაშაულის ჩადენას (როგორც თავად სასამართლო სხდომაზე განმარტეს) ისინი ვალდებული იქნებოდნენ მიეღოთ შესაბამისი ზომები (დაეკავებინათ სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი) დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად. თუმცა ნაცვლად ამისა, პოლიციის თანამშრომლები გ----–-------ას ოჯახში მისვლიდან მცირე ხანში (2018 წლის 16 ივნისს 19:45 საათზე), თავად გ----–-------ას მონაწილეობით ატარებენ შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. გარდა ამისა, კ--------------ას და ლ-–-----------–---–ის ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის მოწმეების გ----------------–ის და მ-----------------–--ის ჩვენებებთან, რადგან მათ სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ გ----–-------ა პოლიციის მისვლის შემდეგ დაწყნარდა. არც ერთ მოწმეს, სასამართლო სხდომაზე არ განუმარტავს, რომ გ----–-------ა პოლიციის მისვლის შემდეგ დაემუქრა მ---------------ეს და ა-------------ეს მოკვლით ან/და ჯანმრთელობის დაზიანებით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რა თქმა უნდა შეფასების საგანია სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება, თუმცა ჩვენების სანდოობის მხრივ ყურადღების მიღმა ვერ დარჩება ისეთი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რომელთა არსებობის და დანახვის შემთხვევაში, მათზე შეცდომით მითითება ანდა მათი დავიწყება და შემდგომ გახსენება რთული დასაჯერებელია. სასამართლოს არ მიაჩნია დამაჯერებლად კ--------------ას და ლ-–-----------–---–ის ჩვენებები, რომ გ----–-------ა მათი მისვლის შემდეგ მოკვლით ემუქრებოდა მ---------------ეს და ა-------------ეს, რადგან ამ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოებას, გამოძიების ეტაპზე კ--------------ა და ლ-–-----------–---–ი საერთოდ არ აღნიშნავენ. ეს არ წამოადგენს უმნიშვნელო საკითხს, რომელიც ობიექტურად შეიძლება მოწმეს გამორჩეს მხედველობიდან და შემდეგ სასამართლო სხდომაზე მიუთითოს. გ----–-------ას მხრიდან მ---------------ის და ა-------------ის მიმართ მოკვლით დამუქრება, წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის ერთ-ერთ ნიშანს, რომლის გაგონების შემთხვევაში პოლიციის თანამშრომლები, თუ რეაგირებას არ მოახდენდნენ ასეთ ფაქტზე, მასზე აუცილებლად მიუთითებდნენ გამოკითხვის დროს. ამდენად, სასამართლოს, კ--------------ას და ლ-–-----------–---–ის ჩვენებები არ მიაჩნია სანდო მტკიცებულებად, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.

 

3.6. სასამართლო, ითვალისწინებს რა დადგენილ პრაქტიკას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ წინამდებარე სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდების მხარის მოწმეები ვ--------------ე და თ--------------–---–ი არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები და მათ ჩვენებებს სასამართლო ვერ შეაფასებს.

 

მოწმეთა ჩევნებების შეფასების დროს გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ხ----------------ე, ზ-------------ე, გ----------------–ი, დ------–------------ე, მ-----------------–--ე და ი----------–--–---–ი, არიან დაზარალებულების მ---------------ის და ა-------------ის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები, ხ-----------------–--ე, გ----–--–------ია, თ--–--------------–-ძე, მ-----------ე რ-----------–----ძე და ზ-----------–-–---–ი, არიან ბრალდებულ გ----–-------ას ოჯახის წევრები და ნათესავები. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება მიუკერძოებელი მოწმე, რომელიც ობიექტურად გადმოსცემს 2018 წლის 16 ივნისს მომხდარ ფაქტს და არ იქნება დაინტერესებული საქმის შედეგით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმეები, პროცესზე გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას გ----–-------ას მიმართ, რომელიც დაშორდა მეუღლეს, ხოლო დაცვის მხარის მოწმეები თავის მხრივ უკმაყოფილო იყვნენ მ---------------ით, რომელიც დაოჯახების მიუხედავად უმეტესად იმყოფებოდა დედის ოჯახში და ხშირად ეკამათებოდა გ----–-------ას. ამდენად, მხარეთა მოწმეები არიან რა ბრალდების და დაზარალებულის ოჯახის წევრები მათ ამოძრავებთ კონკრეტული მოტივი ბრალდებულის/დაზარალებულების ინტერესების სასარგებლოდ/საწინააღმდეგოდ, რადგან მხარეთა შორის 2018 წლის 16 ივნისის შემთხვევას წინ უძღვის მეუღლეთა შორის განქორწინება.

 

ბრალდების მხარის მოწმეები - მ---------------ე, ა-------------ე, ხ----------------ე, ზ-------------ე, გ----------------–ი, დ------–------------ე, მ-----------------–--ე და ი----------–--–---–ი თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ გ----–-------ა ქვით ხელში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ---------------ეს და ა-------------ეს. ხოლო სახლის მეორე სართულზე მოკვლით დაემუქრა მ---------------ეს. დაცვი მხარის მოწმეები - გ----–--–------ია, თ--–--------------–-ძე, მ-----------ე, რ-----------–----ძე და ზ-----------–-–---–ი კი იმავე ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნავენ რომ გ----–-------ა სიცოცხლის მოსპობით არ დამუქრებია მ---------------ეს და ა-------------ეს. დაცვის მხარის მოწმეებმა აღნიშნეს, რომ პირველად ქვა ხელში აიღო ა-------------ემ და დედის გინებით გაიქცა გ----–-------ასკენ, რომელმაც თავდაცვის მიზნით ასევე აიღო ქვა ხელში და თქვა "ვის აგინებო".

 

ბრალდების და დაცვის მხარის მოწმეები ასევე განსხვავებულად აღწერენ გ----–-------ას მიერ ქვის დაგდების ფაქტს. ბრალდების მხარის მოწმეები აღნიშნავენ, რომ გ----–-------ას ქვა წაართვა მ---------------ის დის ქმარმა გ----------------–მა, ხოლო დაცვის მხარის მოწმეები განმარტავენ, რომ გ----–-------ამ თვითონ დააგდო ქვა.

 

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის არც ერთ მოწმეს არ მიუთითებია იმ გარემოებაზე, რომ გ----–-------ასთან შეთანხმებით მივიდნენ მასთან სასაუბროდ. ბრალდების მხარის მოწმეებმა აღნიშნეს, რომ მათ სურდათ მ---------------ის და გ----–-------ას შერიგება და ამ მიზნით, სასაუბროდ მივიდნენ გ----–-------ას ოჯახში. სასამართლოს მიაჩნია, რომ მეუღლეთა შერიგებაზე მითითება, როდესაც ერთ-ერთი მეუღლე არ არის საუბრისთვის მზად საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მ---------------ის და ა-------------ის და მათი ოჯახის წევრების განმარტებას, რომ გ----–-------ასთან მივიდნენ, რადგან სურდათ მ------ის და გ---ს შერიგება, რამდენადაც გ----–-------ასგან არ ქონდათ წინასწარ თანხმობა მიღებული, რაც დაადასტურებდა გ----–-------ას ნამდვილ ნებას, რომ სურდა აღნიშნულ თემაზე საუბარი. აღნიშნული გარემოება დადგენილია, როგორც ბრალდების, ასევე, დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებით, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ მ---------------ის დანახვაზე გ----–-------ამ მოითხოვა, რომ არ შესულიყვნენ სახლში, ხოლო მ------ის ნახვა არ სურდა და მოითხოვა რომ ის მოშორებოდა სახლს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების და დაცვის მხარეთა მოწმეებს შორის არსებითი წინააღმდეგობაა საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებაზე, ერთ-ერთი ფაქტი, სადაც მოწმეთა ჩვენებებს შორის არის თანხვედრა არის ის, რომ გ----–-------ა იმყოფებოდა სახლის მეორე სართულზე, როდესაც მ---------------ე თავისი ნებით ადის სახლის მეორე სართულზე, სადაც არის გ----–-------ა. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გაიზიარებდა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს და პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებულ გარემოებას, რომ გ----–-------ა, ქვით ხელში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მ---------------ეს და ა-------------ეს, რომლებსაც შეეშინდათ, რომ გ----–-------ა აპირებდა მათ მოკვლას, ლოგიკურ შეფასებას აღარ ექვემდებარება მ---------------ის ქცევა, როდესაც ის თავისი ნებით ადის სახლის მეორე სართულზე იმ ადამიანთან, რომელიც მას რამდენიმე წამის წინ ემუქრებოდა მოკვლით და რომლის შეჩერება, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებების მიხედით, მ------ის ნათესავებმა შეძლეს. ამდენად, თუ მ---------------ეს გაუჩნდა გ----–-------ას მხრიდან სიცოცხლის მოსპობის შიში, რატომ მიდის ის თავისი ნებასურვილით სახლის იმ ადგილას სადაც გ----–-------ა იმყოფება სასამართლოსთვის უცნობია. ის გარემოება, რომ მ---------------ეს სურდა თავისი ნივთების წამოღება არ არის რელევანტური იმ ფონზე, თუ გაზიარებული იქნებოდა მ---------------ის პოზიცია, რომ მას გ----–-------ა ემუქრებოდა მოკვლით. აღნიშნული გარემოება, სასამართლოს ასევე უმყარებს შინაგან რწმენას, რომ გ----–-------ა არ დამუქრებია მ---------------ეს და ა-------------ეს მოკვლით.

 

რაც შეეხება გ----–-------ას მიერ თოფის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დამუქრებას, დაცვის მხარის მოწმე, ზ-----------–-–---–ი, რომელიც იმყოფებოდა გ----–-------ასთან ერთად სახლის მეორე სართულზე, განმარტავს, რომ გ----–-------ამ დაინახა რა მ---------------ე, რომელიც თავის დასთან ერთად ავიდა სახლის მეორე სართულზე და სურდა სახლში შესვლა, მივიდა მ------თან და უთხრა, რომ სახლში არ შესულიყო. აღნიშნული ჩვენება ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს, რის გამოც სასამართლოს აღნიშნულ ნაწილში ასევე საეჭვოდ მიაჩნია გ----–-------ას მხრიდან დანაშაულის ჩადენა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, დაზარალებულების ჩვენებები ეწინააღმდეგება სხვა მოწმეთა ჩვენებებს, პოლიციელთა ჩვენებები ეწინააღმდეგება, როგორ წერილობით მტკიცებულებებს ასევე სხვა მოწმეთა ჩვენებებს. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ, გ----–-------ას ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილი ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულების ისეთ სტანდარტს, როგორიცაა მათი უტყუარობა და დამაჯერებლობა, რადგან ისინი არ არის იდენტური და შეიცავს უზუსტობებს და ეს უზუსტობები არის არსებითი ხასიათის. გ----–-------ას ბრალეულობის დამადასტურებელი არც ერთი სხვა სახის მტკიცებულება სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

ზემოთ მიმოხილული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ გ----–-------ამ ჩაიდინა. მხოლოდ ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ----–-------ა ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, წარდგენილ ბრალდებებში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სანადირო თოფი, ვაზნა და მისი აქსესუარები, რომლებიც ინახება ს-----ის პოლიციის განყოფილებაში, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. გ----–-------ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

2. გაუქმდეს მსჯავრდებულ გ----–-------ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით.

 

3. გ----–-------ას განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

4.1. სანადირო თოფი, ვაზნა და მისი აქსესუარები, რომლებიც ინახება ს-----ის პოლიციის განყოფილებაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

4.2. აუდიო ჩანაწერი და ორი ცალი "DVD" დისკი, რომლებიც ინახება ს-----ის პოლიციის განყოფილებაში, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა