განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1- 175 ( 130100118002614111)
განაჩენი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზაზა რამიშვილმა
რუსუდან ავთანდილაშვილის მდივნობით,ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ-----------–--
დაცვის მხარე:
ბრალდებული - იმ----------–--ე, პირადი ნომერი 3----------, დაბადებული 1984 წლის 01 მარტს, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული ო--- რაიო--- სოფელ ღ--–-, ფაქტობრივად მცხოვრები ს-------ს რაიო--- სოფელ ს-----–-
ადვოკატი - მარიამ ინდუაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 2 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქარელის მუნიციპალიტეტის დაბა აგარაში, იმ----------–--ემ, საქართველოს შსს ქარელის რაიონული სამმართველოს აგარის პოლიციის მუშაკებს, მათი საქმიანობის ხელის შეშლის და შეწყვეტის მიზნით, ძალადობის გამოყენებით, გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, უბნის ინსპექტორ ვ---------------–---–ს ხელი დაარტყა სახის არეში და დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის პერანგი, ხოლო ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორებს: გ---------------–--------------------–---–---–- დაუხია სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმელი.
ესე იგი იმ----------–--ემ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
იმ----------–--ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენა გარდა მისივე აღიარებისა, დასტურდება მოწმეების: ვ---------------–---–ის, ვი----------------–---–---------------–---–---–--------------------–-------------------------------------–--------------------------–---- გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ იმ----------–--ის აღიარებითი ჩვენებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ რ-----------–--სა და ბრალდებულ იმ----------–--ეს შორის, ადვოკატ მარიამ ინდუაშვილის მონაწილეობით.
პროკურორმა რ-----------–--მ 2018 წლის 15 ნოემბერს საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წარმოადგინა შუამდგომლობა და ითხოვა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულ იმ----------–--ის მიმართ, სასამართლოს მიერ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა. პროკურორმა იშუამდგომლა: იმ----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდებული იმ----------–--ე და მისი ადვოკატი მარიამ ინდუაშვილი.
სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებს იმ----------–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის, მას (ბრალდებულს) აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანო--- დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას. ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი. ამდენად, არსებობს ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--ს შუამდგომლობის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით, 209-ე, 210-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-e, 230-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის თანხმობით 2018 წლის 15 ნოემბერს დადებული საპროცესო შეთანხმება ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე რ-----------–--ს, ბრალდებულ იმადე კომლაძეს და ადვოკატ მარიამ ინდუაშვილს შორის;
იმ----------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
მასვე, საქართველოს სსკ 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
კონტროლი და დახმარება პირობით მსჯავრდებულ იმ----------–--ის მიმართ დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გაუქმდეს იმ----------–--ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღო---ძიება გირაო და გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს მის შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
იმ----------–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო: 2018 წლის 02 აგვისტოდან 2018 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით.
პოლიციის თანამშრომელთა სანსახურებრივი ფორმები, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ქარელის რაიონული სამმართველოს N1 (აგარის) პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საჩივრდება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის საფუძველზე.
მსჯავრდებულს უფლება აქვს, ამ თავით გათვალისწინებული განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ: საპროცესო შეთანხმება იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით დაიდო; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ ამ კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და ამ თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე: ზაზა რამიშვილი