განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
120100118002608549
დავის ტიპი
160 1
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/337-18წ. 08 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - ო--------------ე;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ი-------------- - თურქეთის მოქალაქე, დაბადებული 12.10.1--- წელს, პ/ნ 3----------; მის: თუქრეთი, ს--------–ი;

ადვოკატი - ზ------------ე;

თარჯიმანი - ხ---------------ე;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის წლის 22 ივლისს ღამით ქ.ბ---------ში შ-----------------–ის ქ.N1-ში მდებარე ი--------------ის სააგარაკო სახლის, სათავსო ოთახის დაკეტილი კარი გააღო ფიზიკური ძალის გამოყენებით უკანონოდ შეაღწია შიგნით და დაიძინა იქ არსებული თაროს ქვეშ იატაკზე, რითაც დაარღვია ბინის და სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ი--------------მა ჩაიდინა ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ი--------------მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოილუსტრაციით, მოწმეები ბ--------------–--ის, ჟ-------------------ის, მ----------------ის, გ--------–--–-----–---–ის, მ---------ი გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულ ნ----------ის გამოკითხვის ოქმი, ბრალდებულ ი--------------ის გამოკითხვის ოქმი, ი--------------ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი, დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დაზარალებულისათვის უფლებების განმარტების ოქმი, ინფორმაცია ი--------------ის საზღვრის კვეთის შესახებ, და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

გამომძიებელ მ----------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს როდესაც იმყოფებოდა მორიგე ჯგუფში მ--------- გ--–-–---–თან ერთად, 03:05 საათზე მას დაუკავშირდა ახალციხის დაცვის პოლიციის მორიგე და აცნობა რომ სიგნალიზაციაზე აყვანილ ი--------------ის კუთვნილი სააგარაკო სახლიდან შევიდა საგანგაშო სიგნალი. მივიდნენ აღნიშნულ მისამართზე სადაც სახლის მთავარ შესავლელთან, მარჯვენა მხარეს არსებული სათავსოს კარი ოდნავ შეღებული იყო, შესვლიას დაინახეს რომ იატაკზე იწვა უცნობი მამაკაცი და ეძინა, გაღვიძებისას მას გაქცევა არ უცდია.

ანალოგიური განმარტა გამოკითხვისას გამომძიებელმა მ--------- გ--–-–---–მა.

ბ--------------–--ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია რომ სიგნალიზაციაზე აყვანილ ი--------------ის კუთვნილი სააგარაკო სახლში შესვლისას დაინახა, რომ იატაკზე იჯდა უცნობი მამაკაცი მას გაქცევა არ უცდია.

2018 წლის 22 ივლისის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ სახლის ცენტრალური შესასვლელი კარიდან მარჯვენა მხარეს არის ერთი გისოსიანი ფანჯარა, რომლის გვერდით მარჯვენა მხარეს არსებულ ბეტონის ოსაფეხურიანი კიბის გავლით მიდის ხის კართან, რომელიც არის ღია მდგომარეობაში, რომლის მარჯვენა მოძრავი კარის საკეტის მეტალის ე.წ ,,ენა" გამოწეულია წინ, მეორე უძრავი კარის ჩარჩოზე არსებული საკეტის მეტალის დამჭერი არის დეფორმირებული.

2018 წლის 27 აგვისტოს ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია ქ,ბ---------ში, შ-----------------–ის ქ.N1-ში მდებარე საცხოვრეებლი სახლის სათავსო ოთახის კარის და საკეტი მექანიზმის ზედაპირზე არსებული მრავლობითი დაზიანებები-ჭყლეტვის, ნაკაწრების, ღუნვის და ტეხვის სახით განვითარებულია რაიმე მყარი, მკვრივი ზედაპირის მქონე სხაულთან შეხება-ურთიერთქმედებით, ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

2018 წლის 23 ივლისს დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ნ----------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად.

სასამართლოს დასკვნა ი--------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

ი--------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო, დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ი--------------ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ნივთიერი მტკიცებულება:შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

თეთრი ფერის საწერი კალამი და მაგიდის პოლიეთილენის გადასაფარებელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ნ----------ეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი-------------- (პ/№ 3----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით.

2. ი--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 22 ივლისიდან.

ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

თეთრი ფერის საწერი კალამი და მაგიდის პოლიეთილენის გადასაფარებელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს დაზარალებულ ნ----------ეს.

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი