განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
120100118002684920
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/403-18წ. 08 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კა--------–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - ტ------– ბ------–---–ი საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 3-.09.1--- წელს, პ/ნ 0----------; მცხ: ა------ის რაიონი, სოფელი უ--ე;

ადვოკატი - პ------------–-–---–ი;

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 10 სექტემბერს დაახლოებით 23:00 საათზე ა------ის რაიონის სოფელ უ--ეში მდებარე საცხოვრებელ სახლში ტ------– ბ------–---–მა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, მეუღლეს ლ--–- ბ------–---–ს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ დაარტყა სახის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილას, ასევე ხელები მოუჭირა ყელის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ტ------– ბ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა ტ------– ბ------–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, (გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, დადგენილება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და დასკვნა, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულის ლ--–- ბ------–---–ის გამოკითხვის ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ტ------– ბ------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების და დაკითხვის ოქმები, ნასამართლობის ცნობები და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

მოწმე ლ--–- ბ------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს დაახლოებით 23:00 საათზე მთვრალ მდგომარეობაში მისი მეუღლე ტ------– ბ------–---–ი მივიდა სახლში და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რადგან დედამისთან არ აქვს ურთიერთობა, მოწმემ სთხოვა, რომ თავი დაენებებინა, ამაზე გაბრაზებულმა სახეში გაარტყა გაშლილი ხელი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, წვდა ყელში რის გამოც შეეკრა სუნთქვა, ცდილობდა მოეშორებინა და ხელებს იქნევდა.

მოწმე პ------ ბ------–---–ის გამოკითხვით დადგენილია მან ძმისგან ტ------–ისაგან გაიგო რომ მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ტ------– ბ------–---–ი ხშირად იღებს ალკოჰოლს რაც მასსა და მის მეუღლეს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება.

2018 წლის 11 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული ტ------– ბ------–---–ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, სოფლ უ--ეში თავის საცხოვრებელ სახლზე, მიუთითა სახლის კონკრეტული ადგილი, კერძოდ, საძინებელი ოთახი სადაც მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

2018 წლის 11 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ადგილზე იქნა შემოწმებული ლ--–- ბ------–---–ის ჩვენება, რომელმაც მიუთითა, სოფლ უ--ეში თავის საცხოვრებელ სახლზე, მიუთითა სახლის კონკრეტული ადგილი, კერძოდ საძინებელი ოთახი სადაც მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.

2018 წლის 11 სექტემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N7--/05/9-3 დასკვნით დადგენილია რომ ლ--–- ბ------–---–ის მარცხენა და მარჯვენა მხრების არეში არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თოთოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

2018 წლის 11 სექტემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N7--/05/9-3 დასკვნით დადგენილია, რომ ტ------– ბ------–---–ის სხეულზე არსებული სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თოთოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

2018 წლის 11 სექტემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ლ--–- ბ------–---–ი ცნობილ იქნა დაზარალებულად 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა ტ------– ბ------–---–ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

ტ------– ბ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება. ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ტ------– ბ------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ჩაეთვლება პირობით და განესაზღვრება გამოსაცდელი ვადა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ტ------– ბ------–---–ი (პ/№0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

2. ტ------– ბ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ყადაღისგან გათავისუფლდეს ბრალდებულ ტ------– ბ------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული პ------ ბ------–---–ის (პ/№0----------) და შ--–--- ბ------–---–ის (პირადი №0----------) საკუთრებაში არსებულ 11 100 ლარის ღირებულების უძრავ ქონებას, მდებარე: ა------ის რაიონი, სოფელ უ--ეში სარეგისტრაციო ზონა - ა------ი, კოდი – 6-, სექტორი - უ--ე – 14, კვარტალი - 29, ნაკვეთი - 2--, და სარეგისტრაციო ზონა - ა------ი, კოდი – 6-, სექტორი - უ--ე – 14, კვარტალი - 21, ნაკვეთი - 13-, 7 000 ლარის ფარგლებში ფარგლებში; (განჩინება N12/0---18წ. 13.09.2018წ)

- მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 11 სექტემბრიდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით;

3. პირობითი მსჯავრის ნაწილში განაჩენის აღსრულებაზე, ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 და მე-5 მუხლის თანახმად, კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით;

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი