განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
120100118002663310
დავის ტიპი
126 (1) 1
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 1/379-18002663310

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - შალვა მჭედლიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – გ--------------------–ი

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – მ--–----------------–---–- - დაბადებული 1--- წლის 2------------–-- პირადი #0----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---, ქუჩა/მასივი: ი---------–--, სახლის/კორპუსის N--

 

ადვოკატი - ი------------------–ი

 

სხდომის სახე - ღია

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის ა--------ს თვეში, ა-------- რაიონის დ---------------–-, რ---------–-- ქუჩა N8---ს მიმდებარე ტერიტორიაზე, მ------------------–---–-ა საყოფაცხოვრებო უთანხმოების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს გ------------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ხელი დაარტყა სახისა და ხელის არეში, ასევე მოითრია თმიდან, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

2. წარდგენილი ბრალდება.

 

2018 წლის 23 ა--------ს მ------------------–---–ი დაკავებულ იქნა, ხოლო 2018 წლის 2- ა--------ს მ------------------–---–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

3. გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს ა-------- მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის 2018 წლის 2- ა--------ს განჩინებით მ------------------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით.

 

4. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

საქმეში არსებული მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა, როგორც უდავო სახის მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

5.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მ------------------–---–-ა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული დანაშაულის ჩადენა დასტურდება შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

დაზარალებული გ------------------ის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, გ------------------ი 2015 წელს ცოლად გაჰყვა მ------------------–---–ს. მათ თავდაპირველად ნორმალური ცოლ-ქმრული ურთიერთობა ჰქონდათ, ხოლო შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა, რის გამოც გ------------------ი დაშორდა მეუღლეს. მ-------------------–---–მა რამდენჯერმე სთხოვა შერიგება, მაგრამ მეუღლემ უარი უთხრა. ამის შემდეგ 2018 წლის მ------- თვეში როდესაც ჩავიდა მ---------------–--–ი უარით გამობრუნებული 2 კვირის შემდეგ კვლავ დაბრუნდა მეუღლესთან, რა დროსაც გ-----მ კვლავ უარი უთხრა შერიგებაზე. ამაზე გაბრაზებულმა მ------------------–---–-ა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მაგრამ გ-----ს ამაზე პოლიციაში არ განუცხადებია. 2018 წლის 2- ა--------ს მ------------------–---–ი გ-----სთან სამსახურში მივიდა და სთხოვა შერიგება. ისევ უარის მიღების შემდეგ გაბრაზებულმა მ------------------–---–-ა დაუწყო მეუღლეს ლანძღვა-გინება. მოჰკიდა თმებზე ხელი და გაბრაზებულმა გაათრია დაახლოებით ერთ მეტრამდე, რა დროსაც გ------------------მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

იხ. ს.ფ. 3-7 ;

 

ვ--------–-------–---–-ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად 2018 წლის თ--------––- გ------------------ი გაშორდა მეუღლეს, რის გამოც მ-------- ხშირად ურეკავდა და სთხოვდა შერიგებას, დაახლოებით მ------- თვეში მ--–----------------–---–- მივიდა გ-----ს დროებით სამუშაო ადგილზე, სადაც ისევ სთხოვდა შერიგებას, რასაც გ----- უარით ისტუმრებდა. სწორედ ამ საუბარში იყვნენ, როცა მ------------------–---–-ა გაბრაზებულმა ყოფილი მეუღლის უარის შემდეგ ვ----------------–---–მა დაინახა, თუ როგორ დაარტყა ხელზე ხელი, იქვე ტრიალებდა დედა, სვ----–--------–--ა, რომელიც თავიდან როცა ხმამაღლა დაუწყო გ-----ს ყვირილი ყოფილმა მეუღლემ, შუაში ჩაუდგა და არ მისცა საშუალება მ--------, რომ გ-----სთვის ხელი დაერტყა. 2- ა--------ს ისევ მივიდა გ-----სთან მ------------------–---–ი და დაუწყო ხმამაღალი ყვირილი, რა დროსაც მ-------- გ-----ს თმებში სწვდა და მოქაჩა, აპირებდა მცირე მანძილზე გათრევას, რა დროსაც ძალით გაშვებინა გ-----მ ხელი და ვ--------–-------–---–- და გ----- წავიდნენ სახლის მიმართულებით.

 

იხ. ს.ფ. 18-2-;

 

სვ----–--------–--ას მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად გ------------------ი მეუღლეს სამი-ოთხი თვის წინ გაშორდა და ცხოვრობს მარტო, რის გამოც მ-------- რამდენჯერმე სთხოვდა შერიგებას, თუმცა გ----- უარით ისტუმრებდა მას. მ------- თვეში მ-------- მივიდა გ-----ს დროებით სამუშაო ადგილზე, სადაც იყვნენ ვ--------–-------–---–- და სვ----–--------–--ა, რა დროსაც პირადად სვ----–--ა შეესწრო მათ ყვირილს, როცა მ-------- უყვიროდა, რომ შერიგებოდა. ამის გაგონებაზე სვ----–--ა ჩაერია მათ ხმამაღალ ყვირილში, შუაში ჩაუდგა მათ და მ-------- სთხოვა დაწყნარებულიყო, რა დროსაც მან გ----- ხელი მოუქნია და ხელზე მოხვდა. 2018 წლის 2- ა--------ს დაახლოებით საღამოს 10 საათისთვის გ-----სთან ისევ მივიდა მ--------- სადაც სვ----–--ა და მისი შვილი ვ----ც იყვნენ. ისევ უარის მიღების შემდეგ მ-------- თმებში სწვდა გ-----ს და მიითრია თავის მხარეს, თუმცა გ-----მ ხელი გააშვებინა და არ მისცა გათრევის საშუალება.

 

იხ. ს.ფ. 28-32;

 

სასამართლოს დასკვნა მ------------------–---–ის მიერ ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ დამყარებულია ასევე სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობებზე: მოწმე - მოწმე ინ-----------–---–-ს, გო-----------------ს, გამომძიებელ თა--------------–---–-ს, სო-------–-------–---–-ს, ექსპერტ - ელ-------------–---–-ს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმები, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, მ------------------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, დადგენილება საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების შესახებ, დადგენილება გ------------------ის დაზარალებულად ცნობის შესახებ, ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია მ------------------–---–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, საქმეში არსებული აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ, რომ მ------------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩადენილია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, შესაბამისად, დასახელებული კვალიფიკაციით ბრალდებული ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ------------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

მ------------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების აღიარება და ქმედების გულწრფელი მონანიება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

8. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ასაკის, ჯანმრთელობის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, დაზარალებულის პოზიციის და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ------------------–---–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ------------------–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

9. ნივთიერი მტკიცებულება.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთმტკიცება ერთი 9--- ნომინალური კალიბრის “------------------ მოდელის პისტოლეტის საშტატო ნიმუში საქარხნო ნომრით E------------- თავისივე საშტატო მჭიდით, რომელიც ინახება შსს ა-------- რაიონული სამმართველოს ა----------- პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე, 259-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ--–----------------–---–- (პ/ნ 0----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.

 

2. მ-------------------–---–ს (პ/ნ 0----------) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით დანიშნული სასჯელი 01 წელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 წელი;

 

3. პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ მ--–----------------–---–-ს ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

4. მ------------------–---–ის მიმართ აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 23 ა--------დან 2018 წლის 1------------ ჩათვლით და იგი გათავისუფლდეს სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

5. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთმტკიცება ერთი 9--- ნომინალური კალიბრის “------------------ მოდელის პისტოლეტის საშტატო ნიმუში საქარხნო ნომრით E------------- თავისივე საშტატო მჭიდით, რომელიც ინახება შსს ა-------- რაიონული სამმართველოს ა----------- პოლიციის განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: შალვა მჭედლიშვილი