განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N160141318002635392
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე №1/253-18 12 ნოემბერი 2018 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031090918001)
მოსამართლე: თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი: თამთა როყვა
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გიორგი სახიაშვილი
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ელგუჯა გავაშელი
ბრალდებული: ა----- ნ-----ი
მამის სახელი: ზახიდ
დაბადებული: 1-----–-–---------------
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–----------–----------------–-
თარჯიმანი: სუსანა მარტიაშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 ა----- ნ-----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 9 სექტემბერს, დაახლოებით 01:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოეფლ ქ----- ს-----–ში, ა----- ნ-----ის და ზახიდ ნ-----ის ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის ეზოში, ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე ა----- ნ-----მა სახის სხვადასხვა არეში, კერძოდ, მარჯვენა თვალის, მარცხენა თვალის და ტუჩის არეში მარჯვენა ხელის მუშტის დარტყმებით ფიზიკურად იძალადა თავისი მამის - ზახიდ ნ-----ის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ოჯახის წევრებად ითვლებიან: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დაზარალებულ ზახიდ ნ-----ის ჩვენებით და ბრალდებულ ა----- ნ-----ის განმარტებით დგინდება რომ ზახიდ ნ-----ი არის ბრალდებულისს მამა და ისინი არიან ოჯახის წევრები.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N006388318 დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვით ა----- ნ-----ს 10.09.18წ. აღენიშნება ნაჭდევები ორივე ყვრიმალის და ქვედა ტუჩის მიდამოებში, სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის მიდამოში. აღნიშნული დაზიანებები განვითრებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
საქმეზე უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით: დაზარალებულის ზახიდ ნ-----ის გამოკითხვის ოქმით, მოწმე ჯიმნაზ ნ-----ას, აზად ნ-----ის გამოკითხვის ოქმებით, 2018 წლის 9 სექტემბრის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 9 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემაკავებელი N000934 ორდერით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N006388318 დასკვნით დადგენილია, რომ ა----- ნ-----მა იძალადა მამის ზახიდ ნ-----ის მიმართ, რომელმაც ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულმა ა----- ნ-----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა ა----- ნ-----ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ ა----- ნ-----ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: დაზარალებული ზახიდ ნ-----ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ჯიმნაზ ნ-----ას და აზად ნ-----ის გამოკითხვის ოქმები, 2018 წლის 9 სექტემბრის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 9 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, შემაკავებელი N000934 ორდერი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N006388318 დასკვნა.
სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა ა----- ნ-----ის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგანაც მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო. სასამართლომ მოახდინა მხოლოდ მათი შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1 სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ა----- ნ-----ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ა----- ნ-----მა ზახიდ ნ-----ის მიმართ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო ითვალისწინებს რომ ა----- ნ-----ი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს და შერიგებულია დაზარალებულთან. მისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში. სასამართლო ასევე ითვალისწინებს ბრალდებულის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
5.3. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულებრივი ქმედების ხასითს, დამნაშავის პიროვნებას და მიიჩნევს, რომ ა----- ნ-----ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ხანგრძლივობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 9 სექტემბრიდან 2018 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით) მას უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ვადით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 73-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა----- ნ-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ხანგრძლივობით. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის თანახმად პატიმრობაში გატარებული დღეების გათვალისწინებით (2018 წლის 9 სექტემბრიდან 2018 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით) მას შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 80(ოთხმოცი) საათის ვადით.
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ნაწილში განაჩენი აღსასრულებლად, გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა----- ნ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და განჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში გირაო დაუბრუნდეს მის შემტანს რუსთამ აბდურახმანოვს - პ/ნ28001025545. ( გირაო გადახდილია 2018 წლის 12 სექტემბერს, ს.ს. ,,საქართველოს ბანკში", სალარო შემოსავლის ორდერი N45/12392)
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე