განაჩენი

სისხლის სამართლის 02.11.2018
საქმის ნომერი
330100118002371390
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #-------------------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და

არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ნინო ნაჭყებია

სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - დ----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - რ---- ზ-----ის ძე მ--------ი - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–-------–----–---–----------------------ში

 

ადვოკატი - მ--------–----ე

 

თარჯიმანი - ხ---------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები; სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილები (3 ეპიზოდი)

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. რ---- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,0376 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 28 იანვარს უკანონოდ გაასაღა ზ-------- ნ----- კ------ე.

 

იმავე დღესვე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ზ-------- ნ----- კ----საგან ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქ.თბილისში, კორნელი ჩალაძის ქუჩაზე, დ-----------------------------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

1.2. რ---- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა დიდი ოდენობით 0,2416 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 3 თებერვალს 500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ზ-------- ნ----- კ------ე.

 

იმავე დღესვე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ზ-------- ნ----- კ----სგან ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მარნეულში, შ------------–--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

1.3. რ---- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,14 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 5 თებერვალს 500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ზ-------- ნ----- კ------ე.

 

იმავე დღესვე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ზ-------- ნ----- კ----სგან ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მარნეულში, შ-------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

1.4. რ---- მ--------მა უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ შეინახა 0,144 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელიც 2018 წლის 7 თებერვალს 500 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ზ-------- ნ----- კ------ე.

 

იმავე დღესვე, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, მისივე ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ზ-------- ნ----- კ----სგან ამოიღეს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მარნეულში, შ-------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე ზ-------- ნ----- კ----ს ჩვენებით, მარნეულის ბაზარში მოულოდნელი შეხვედრისას, დიდი ხნის ნაცნობმა რ---- მ--------მა მას შესთავაზა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციაში დახმარება, რითაც ორივე მათგანი მიიღებდა სარგებელს. აღნიშნულის შემდეგ რ---- მ--------მა მას ა/მანქანის საფერფლეში ჩაუდო ლურჯ ცელოფანში მოთავსებული მოყავისფრო ფხვნილი, მისივე განმარტებით, ნარკოტიკული საშუალება და ურჩია მოეძებნა მყიდველები. გააცნობიერა რა მომხდარი, მოწმე მარნეულიდან პირდაპირ გაემართა თბილისში და მივიდა პოლიციაში, სადაც დაწერა განცხადება და გამომძიებელ ჯ--- ტ------ეს უამბო რ.მ--------თან დაკავშირებული ფაქტი. ზ-------- ნ----- კ----ს განმარტებით, მისი თანხმობით, გამომძიებელმა ა/მანქანიდან ამოიღო რ---- მ--------ის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება. ასევე ჩატარდა მისი პირადი და ა/მანქანის ჩხრეკა.

 

მოწმის ჩვენებით, დაიგეგმა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები - პირადად, მისი ჩანთა და ა/მანქანა აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით იმ მიზნით, რომ მოეხდინა რ---- მ--------თან შეხვედრებისა და მისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება. მოწმემ დაადასტურა, რომ განხორციელდა რ---- მ--------ისაგან ნარკოტიკული საშუალების 3 საკონტროლო შესყიდვა, კერძოდ:

· გამომძიებლის მიერ გადაცემული 500 ლარით, 2018 წლის 3 თებერვალს რ---- მ--------ისაგან შეიძინა 5 ცალი წონაკი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც მარნეულშივე ამოიღო მისგან გამომძიებელმა;

· გამომძიებლის მიერ გადაცემული 500 ლარით, 2018 წლის 5 თებერვალს რ---- მ--------ისაგან შეიძინა 1 ცალი წონაკი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც მარნეულშივე ამოიღო მისგან გამომძიებელმა;

· გამომძიებლის მიერ გადაცემული 500 ლარით, 2018 წლის 7 თებერვალს რ---- მ--------ისაგან შეიძინა 1 ცალი წონაკი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც მარნეულშივე ამოიღო მისგან გამომძიებელმა.

 

ზ-------- ნ----- კ----ს ჩვენება სრულ შესაბამისობაშია მისივე მონაწილეობით, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებთან - მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ მასალასთან (ვიდეო ჩანაწერები) და ე.წ. კრებსებთან, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული იქნა 2018 წლის 3, 5 და 7 თებერვლის ვიდეოჩანაწერები და ე.წ. კრებსები, სადაც ნათლად არის ასახული ზ-------- ნ----- კ----სა და რ---- მ--------ის შეხვედრები, საუბრები ა/მანქანაში ნარკოტიკული საშუალების ოდენობის, ხარისხისა და ფასის თაობაზე, ზ-------- ნ----- კ----ს მიერ ფულადი თანხის სამჯერ გადაცემა რ---- მ--------ისათვის და ამ უკანასკნელის მიერ, ნარკოტიკული საშუალების წონაკების გადაცემის სამი ფაქტი.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებიდან ირკვევა შემდეგი მნიშვნელოვანი დეტალები:

· 2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, ზ-------- ნ----- კ---- გამოთქვამს უკმაყოფილებას ბოლო შეხვედრისას (28 იანვარს) შეძენილი ნარკოტიკული საშუალების ოდენობასა და ხარისხზე, აქვე აკონკრეტებენ ნარკოტიკული საშუალების სახეობას - „ძალიან ცოტა იყო... იმ დღეს რომ მომეცი ის სულაც არ იყო ჩეკი, რაღაც პატარა ის იყო...“ „სირეცი იყო თან სულ რაღაც ორი ზახოდი“ (ზ-------- ნ----- კ----), ბრალდებული კი უდასტურებს, რომ „სირეცი“ იყო.

· 2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, ზ-------- ნ----- კ---- გამოთქვამს უკმაყოფილებას, ვინაიდან ბოლო შეხვედრისას (28 იანვარს) რ---- მ--------მა მას 1 ჩეკის ღირებულებად დაუსახელა 400 ლარი, რაც გაზარდა 450 ლარამდე - „ოთხასად ხომ მითხარი 1 გრამი?“ (ბრალდებული ეთანხმება)... შენ ყოველდღე რატომ უმატებ.“

· 2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, რ---- მ--------ი უმარტავს, რომ მუშაობს მხოლოდ „ჩეკებით“, ზ-------- ნ----- კ---- კი დაჟინებით მოითხოვს ნარკოტიკული საშუალების შეძენას გრამობით.

· 2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, ზ-------- ნ----- კ---- ინტერესდება 3-4 გრამის ერთდროულად შეძენისას თუ ექნება გარკვეული ფასდაკლება, კერძოდ,1 გრამი -250 ლარად, რაზეც რ---- მ--------ი პასუხობს, რომ „ბიჭებთან“ უნდა შეათანხმოს.

· 2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, ზ-------- ნ----- კ---- აზუსტებს ნარკოტიკული საშუალების ხარისხს და ეკითხება ბრალდებულს, „კარგი საქონელია?“ რ----ი თანხმობას აცხადებს, ზ-------- კი აფრთხილებს, რომ „თუ კარგი წამალი არ გამოდგება,“ მაშინ აღარ იყიდის მისგან.

· 2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, ზ-------- ნ----- კ---- საყვედურობს რ---- მ--------ს, რომ ძალიან დიდხანს უწევს ლოდინი ნარკოტიკული საშუალების შესაძენად, ლოდინის გამომწვევ მიზეზად კი ბრალდებული ასახელებს ზ--------ს მოთხოვნას, რომ ნივთიერება იყოს გრამებით და არა „ჩეკებად“ – „ჩეკები რომ წაგეღო, 5 წუთში მოგიტანდი, 1 ჩეკი 100 ლარად“.

· 2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, ზ-------- ნ----- კ----, რ---- მ--------ისაგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის შემდეგ აზუსტებს მის ხარისხს, „მაშინდელი ჩეკია რაც იყო?“ ბრალდებული კი პასუხობს, რომ ეს უკეთესია.

· 2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, რ---- მ--------ი ზ-------- ნ----- კ----ს მოუწოდებს სატელეფონო საუბრისას სიფრთხილისაკენ - „ისეთი დროა, რომ ადამიანი კონკრეტულ თემაზე უკვე აღარ ლაპარაკობს ტელეფონში, რა.“

· 2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, რ---- მ--------ი გამოთქვამს წუხილს, რომ აღარ ჰყავს ა/მანქანა - „ერთი მანქანა მყავდა და ისიც წავაგე... ძალიან დამენანა, იცი რა მაგარი მანქანა იყო, BMW.”

· 2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, ზ-------- ნ----- კ----სა და რ---- მ--------ის საუბრიდან ირკვევა, რომ რ---- მ--------ი დაკავებულია საქმიანობით, რომელსაც ადრე, როდესაც ჰყავდა ა/მანქანა ფონიჭალაშიც ახორციელებდა და რომელიც ზ--------ს შეფასებით საშიშია.

· 2018 წლის 3 თებერვლის შეხვედრისას, რ---- მ--------ი საუბრობს „ჩეკსა“ და „ბაშს“ შორის განსხვავებაზეც - „5 ცალი ჩეკი გამოდის 1 გრამი, 1 ჩეკი - 100 ლარი... ბაში კი არ არის ანუ არ არის გრამობით.“

· 2018 წლის 5 თებერვლის შეხვედრისას, ზ-------- ნ----- კ---- გამოთქვამს უკმაყოფილებას, ვინაიდან რ---- მ--------ი მას 1 ჩეკის შესაძენად სთხოვს 500 ლარს, ნაცვლად შეპირებული 400-450 ლარისა. ამავე შეხვედრისას მხარეები თანხმდებიან მომდევნო კვირაში 4-5 გრამის შეძენაზე 450-500 ლარად.

· 2018 წლის 7 თებერვლის შეხვედრისას, რ---- მ--------ი კვლავ ზრდის ნარკოტიკული საშუალების ფასს და ითხოვს 550 ლარს, თუმცა ზ-------- ნ----- კ---- ეუბნება, რომ არ აქვს 500 ლარზე მეტი. თანხის სანაცვლოდ, რ----ი ზ--------ს გადასცემს ბაშს, მისივე განმარტებით, 0,9 გრამიანს, თუმცა პირდება რომ მომდევნო დღეს იქნება ერთგრამიანი.

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 28 იანვარს, ქ.თბილისში, კ.ჩალაძის ქუჩაზე, დ-----------------------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ-------- ნ----- კ----ს კუთვნილი ა/მანქანიდან სახ.ნომრით Z--------, ამოღებული იქნა ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკის ერთი ცალი წონაკი, თავზე მომწვარი სახით, მასში არსებული ფხვნილისებრი მასებით, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ჯ.ტ------ე).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ჯ--- ტ------ემ დაადასტურა ზ/აღნიშნული ოქმის სისწორე და დამატებით განმარტა: 2018 წლის 28 იანვარს, გამოძიება დაიწყო მოქ.ზ-------- ნ----- კ----ს განცხადების საფუძველზე, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ რ---- მ--------მა გადასცა ნარკოტიკული საშუალება რეალიზაციაში დახმარების მიზნით და გამოთქვა მზადყოფნა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. ზ-------- ნ----- კ----ს თანხმობით, მისივე კუთვნილი ა/მანქანიდან ჯ.ტ------ემ ამოიღო რ---- მ--------ის მიერ გადაცემული ნარკოტიკული საშუალება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ნ----------–---–----------------–--------- დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ქიმიური ექსპერტიზის №-------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

2018 წლის 28 იანვარს, ზ-------- ნ----- კ----სგან ამოღებული თერმულად დამუშავებული (მილღობილ) ლურჯი ფერის, გამჭვირვალე პოლიეთილენის ნაჭერში ერთ ცალად დაფასოებული მოყავისფრო ნივთიერება, ნოტიო მდგომარეობაში, გამოშრობის შემდეგ წონით - 0,0577 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონაა - 0,0376 გრამი.

 

ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 თებერვალს, გამომძიებელ ზ------ ქ-----–-–---–ის მიერ ზ-------- ნ----- კ----ს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა ფულადი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 3 თებერვალს, მარნეულში, შ------------–--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე ზ-------- ნ----- კ----სგან ამოღებულ იქნა მის მიერ 2018 წლის 3 თებერვალს რ---- მ--------ისაგან შეძენილი 5 ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკები (თავებზე მომწვარი სახით), თითოეულში ცალ-ცალკე არსებული ფხვნილისებრი მასებით, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ზ.ქ-----–-–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: თ-------------–---–----------------–--------მ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ქიმიური ექსპერტიზის №-------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

2018 წლის 3 თებერვალს, ზ-------- ნ----- კ----საგან ამოღებული რ---- მ--------ისაგან შეძენილი, ლურჯი ფერის პოლიეთილენის 5 ცალ ნაჭერში, 5 ცალად დაფასოებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, საერთო წონით 0,4278 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს - 0,2416 გრამს.

 

ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 5 თებერვალს, გამომძიებელ ზ------ ქ-----–-–---–ის მიერ ზ-------- ნ----- კ----ს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა ფულადი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 5 თებერვალს ზ-------- ნ----- კ----სგან ამოღებულ იქნა მის მიერ 2018 წლის 5 თებერვალს რ---- მ--------ისაგან შეძენილი 1 ცალი მოვარდისფრო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი (თავზე მომწვარი სახით), მასში არსებული ფხვნილისებრი მასით, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ზ.ქ-----–-–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ი--------------------–---------------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ქიმიური ექსპერტიზის №-------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

მოვარდისფრო პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით გამოშრობის შემდეგ - 0.35 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 0,14 გრამი.

 

ფულადი თანხის გადაცემის შესახებ ოქმის თანახმად, 2018 წლის 7 თებერვალს, გამომძიებელ ზ------ ქ-----–-–---–ის მიერ ზ-------- ნ----- კ----ს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვის მიზნით, გადაეცა ფულადი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

 

ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 7 თებერვალს, ქ.მარნეულში, შ------------–--------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ-------- ნ----- კ----სგან ამოღებულ იქნა მის მიერ 2018 წლის 7 თებერვალს რ---- მ--------ისაგან შეძენილი 1 ცალი მოლურჯო ფერის პოლიეთილენის პარკის წონაკი (თავზე მომწვარი სახით), მასში არსებული ფხვნილისებრი მასით, რაც დაილუქა სათანადო წესით (გამომძიებელი ზ.ქ-----–-–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ი--------------------–---------------------ემ დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ქიმიური ექსპერტიზის №-------------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

მოლურჯო პოლიეთილენის მილღობილთავიან ნაჭერში 1 ცალად დაფასოებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება ნოტიო მდგომარეობაში, წონით გამოშრობის შემდეგ - 0.36 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობაა - 0,144 გრამი.

 

დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 12 თებერვალს 15:35 საათზე, მარნეულში, შ------------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა რ---- ზ-----ის ძე მ--------ი (გამომძიებელი ზ.ქ-----–-–---–ი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----------–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული, ნარკოლოგიური გამოკვლევის №------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, 2018 წლის 12 თებერვალს, რ---- მ--------ს ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება - ოპიუმის ჯგუფის მოხმარების ფაქტი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 მარტის დადგენილებით, რ---- მ--------ი ცნობილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და სახდელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ------- გ--------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული, ჰაბიტოსკოპიური და ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №---------- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: „Rec1_000” ამოღებულ ფოტოსურათზე და გამომძიებლის მიერ გამოკვლევაზე წარმოდგენილი რ---- მ--------ის ფოტოსურათზე არსებულ პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: დ--------------–---–---------–---------–------ა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №------ დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად:

 

ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად წარდგენილ აუდიოგრამებზე და ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ხმის ნიმუშზე (სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერები) საიდენტიფიკაციო გამოკვლევა პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით ვერ ხერხდება, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას - რეპრეზენტატულობას. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხარისხი და ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ზ------ ქ-----–-–---–მა დაადასტურა რ---- მ--------ის ბრალდების სს საქმეზე მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე. მანვე დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 28 იანვარს, გამოძიება დაიწყო მოქ. ზ-------- ნ----- კ----ს განცხადების საფუძველზე, სადაც ეს უკანასკნელი აღნიშნავდა, რომ რ---- მ--------მა მასზე გაასაღა ნარკოტიკული საშუალება და შესთავაზა დახმარება ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციაში. ზ-------- ნ----- კ----მ გამოთქვა სურვილი გამოძიებასთან თანამშრომლობაზე, რის შემდეგაც ქალბატონი და მისი ა/მანქანა აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩატარდა რ---- მ--------ისაგან ნარკოტიკული საშუალების შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება სამჯერ. გამომძიებლის მიერ წინასწარ, ოქმის საფუძველზე გადაცემული თანხით, ზ-------- ნ----- კ----მ რ---- მ--------ისაგან სამჯერ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რაც მისგან ნებაყოფლობით იქნა ამოღებული. გამომძიებელმა ზ.ქ-----–-–---–მა დაადასტურა, რომ ზ-------- ნ----- კ----ს მიერ რ---- მ--------ისაგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის სამივე ფაქტი განხორციელდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის პირობებში. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებმა: თ------------–--------–------------–--------–---------------------–--------------–---–----------–------–---–----------–-----------–-------------------------- დაადასტურეს რ---- მ--------ის ბრალდების სს საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

ბრალდებულ რ---- მ--------ის ჩვენებით, არის ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მომხმარებელი. იცნობს ზ-------- ნ----- კ----ს და მასთან აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა. ბრალდებულმა დაადასტურა 2018 წლის 28 იანვარსა და ვიდეოჩანაწერებზე ასახული შეხვედრების, საუბრების და ზ-------- ნ----- კ----სათვის ნარკოტიკული საშუალებების გადაცემის ფაქტები, თუმცა განმარტა, რომ:

- ზ-------- ნ----- კ----ს მან ყველა შემთხვევაში გადასცა არა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, არამედ მარიხუანა;

- ადგილი არ ჰქონია რეალიზაციას გარკვეული თანხის სანაცვლოდ და ბრალდებული ზ-------- ნ----- კ----ს მეგობრულად „გაუმასპინძლდა“;

- ფარულ ვიდეოჩანაწერებში ზ-------- ნ----- კ---- მას უბრუნებს ვალის ნაწილს (ზ--------ს თხოვნით, მან კუთვნილი ა/მანქანა დაალომბარდა და 5000 ლარი ვალის სახით გადასცა მას, საიდანაც მხოლოდ ნაწილი - 1500 ლარი დაუბრუნა ქალბატონმა).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ნარკოტიკული საშუალების შეძენასა და შენახვას, რომელშიც სამართლებრივად იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვადასხვა გზით უკანონოდ მოპოვება და ამ უკანონოდ მოპოვებულისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერება არ წარმოადგენს ლეგალური ბრუნვის საგანს, მისი ბრუნვაში მოქცევა ნებისმიერი გზითა და სახით აკრძალულ და შესაბამისად დასჯად ქმედებადას წარმოადგენს. ამავე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება ე.ი. გადაცემა სხვა პირისათვის ნებისმიერი ხერხით (გაყიდვა, გაჩუქება, გაცვლა და ა.შ.) როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ სს საქმეზე ყველა საგამოძიებო (მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებები) მოქმედება და მათი საპროცესო დამაგრება განხორციელებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად და ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას, ზ-------- ნ----- კ----ს მიერ რ---- მ--------ისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები დალუქულია სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების, მათ შორის ზ-------- ნ----- კ----ს თანმიმდევრულ და სარწმუნო ჩვენებებში, საგამოძიებო მოქმედების ოქმებსა და ექსპერტიზის დასკვნებში, რომელთა თანახმად რ---- მ--------ის მიერ არაერთჯერადად უკანონოდ იქნა გასაღებული ზ-------- ნ----- კ------ე ნარკოტიკული საშუალებები გარკვეული თანხის სანაცვლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ რ---- მ--------ის მიერ ზ-------- ნ----- კ------ე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ოთხ ფაქტს ცალსახად ადასტურებს როგორც მოწმე ზ-------- ნ----- კ----ს ჩვენება, ასევე მისი მონაწილეობით ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეოჩანაწერები (აღსანიშნავია, ბრალდებული ადასტურებს, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული პირი თავად არის), სადაც ასახულია თუ როგორ გადასცემს რ---- მ--------ი 3-ჯერ 1500 ლარის სანაცვლოდ ზ-------- ნ----- კ----ს ნარკოტიკულ საშუალებებს. ამასთან, ჰაბიდოსკოპიური, ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, უტყუარად დგინდება, რომ ვიდეოგრამაზე ასახული პიროვნება არის რ---- მ--------ი, ამასთან ჩანაწერის მთლიანობა დარღვეული არაა და მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია 2018 წლის 28 იანვარს რ---- მ--------ის მიერ ზ-------- ნ----- კიზეზე ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტი, რაც გარდა თავად მოწმისა და ბრალდებულ რ.მ--------ის ჩვენებისა (არ უარყოფს ნარკოტიკული საშუალების გადაცემას, თუმცა აცხადებს, რომ ეს იყო მარიხუანა), მთელი სიცხადით ადასტურებს 2018 წლის 3 თებერვლის ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა (2018 წლის 3 თებერვლის ვიდეოჩანაწერში საუბარია წინა შეხვედრისას ე.წ. სირეცის გადაცემაზე).

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მის მიერ ზ-------- ნ----- კ----სათვის გადაცემული ნივთიერება იყო არა ჰეროინი, არამედ მარიხუანა და რომ ზ-------- ნ----- კ----ს მიერ გადაცემული თანხა იყო მის მიერ ბრალდებულისათვის დაბრუნებული ვალი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერსია მოგონილია ბრალდებულის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით (ბრალდებულის არაგულწრფელობაზე ნათლად მიუთითებს საქმის არსებითი განხილვის დროს მისი ქცევა, პოზიციების ალოგიკური და ხშირი ცვალებადობა). სასამართლოს დასკვნა კი ემყარება შემდეგ გარემოებს:

 

· ვალის არსებობა/არარსებობის ფაქტი

 

გარდა იმისა, რომ ზ-------- ნ----- კ----მ კატეგორიულად უარყო რ---- მ--------ის წინაშე რაიმე დავალიანების არსებობა, ბრალდებულის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ნათლად ასახავს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალები, კერძოდ, რ---- მ--------ი სიგარეტის ფულსაც კი ზ--------ს თხოვს. ასეთი მწირი ფინანსური შესაძლებლობების მქონე პირს, რ---- მ--------ს მეტი დამაჯერებლობა რომ შეეძინა საკუთარი ვერსიისათვის, განმარტა, რომ ზ-------- ნ----- კ----სათვის გადასაცემი თანხის - 5000 ლარის გამო კუთვნილი ა/მანქანა დაალომბარდა და მისი დაპატიმრების შემდეგ არც კი იცის რა ბედი ეწია სატრანსპორტო საშუალებას. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, უფრო მეტიც, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით ირკვევა, რომ ერთი ძალიან კარგი მანქანა ჰყავდა, BMW და ისიც წააგო.

 

· ნარკოტიკული საშუალების სახეობა

 

სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს, რომ ნარკოტიკული საშუალებების შეძენა რ---- მ--------ისაგან ხორციელდებოდა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების ვიზუალური კონტროლი ქვეშ და ბრალდებულთან დაშორებისთანავე, ამოღება და დალუქვა ხდებოდა დაუყოვნებლივ, გარდა ამისა, სხვა რაიმე ინტერესი, გარდა გამოძიებასთან თანამშრომლობისა და სიმართლის თქმის სურვილისა, ზ-------- ნ----- კ----სთან მიმართებაში არ გამოვლენილა.

 

ბრალდებულის განმარტებას ზ-------- ნ----- კ----სათვის ჰეროინის ნაცვლად მარიხუანას გადაცემასთან დაკავშირებით კატეგორიულად გამორიცხავს როგორც მოწმის ჩვენება და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ისე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალები, სადაც საუბარია ე.წ. „სირეცზე“ (რაც იგივე ჰეროინია), ამასთან 1 გრამის ფასად დასახელებული 450-500 ლარი ალოგიკურად შეუსაბამოა 1 გრამი მარიხუანას ფასთან (რაზეც მიუთითებს სასამართლოს პრაქტიკა ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებაში).

 

· ნარკოტიკული საშუალებით ე.წ. „გამასპინძლება“

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება რ---- მ--------ის მიერ ზ-------- ნ----- კ----სათვის ნარკოტიკული საშუალებების სანაცვლოდ გარკვეული ფულადი თანხის მიღების ფაქტი, თუმცა ბრალდებულის ვერსიის არსებობის პირობებშიც კი სახეზე იქნებოდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია იმდენად, რამდენადაც ე.წ. „მეგობრული გამასპინძლება“-ც ანუ საზღაურის გარეშე ნებისმიერი ფორმით ნარკოტიკული საშუალების გადაცემაც (მაგ: ჩუქება, გაცვლა და ა.შ.) წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით დასჯად ქმედებას - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ რ---- მ--------მა უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება 4-ჯერ უკანონოდ გაასაღა ზ-------- ნ----- კ------ე.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---- მ--------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა:

 

1. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” და და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით;

2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (სამი ეპიზოდი).

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. რ---- მ--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობა არ გააჩნია.

4.2. რ---- მ--------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროების, აგრეთვე უკანონოდ შეძენილი, შენახული და გასაღებული ნარკოტიკული საშუალების სახეობების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება რ---- მ--------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის პირობებში, რაც იქნება დანაშაულის ადეკვატური და პროპორციული, რათა ბრალდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები. ამასთან, რ---- მ--------ს როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, უნდა ჩამოერთვას ამ კანონის მე-3 მუხლში მითითებული უფლებები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რ---- მ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 28 იანვრის ეპიზოდი) – 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 5 თებერვლის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით (2018 წლის 7 თებერვლის ეპიზოდი) - 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 3 თებერვლის ეპიზოდი) – 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, რ---- მ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 10 (ათი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ რ---- მ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 12 თებერვლიდან.

 

რ---- მ--------ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ჩამოერთვას:

 

ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 5 (ხუთი) წლის ვადით;

ბ) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 20 (ოცი) წლის ვადით;

გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;

ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

რ---- მ--------ს ზ/აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ნარკოტიკული საშუალებები (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

- ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების ამსახველი 8 (რვა) ცალი დისკი, ა/ღონისძიების სხდომის ოქმის ამსახველი 1 (ერთი) ცალი დისკი და 1 (ერთი) ცალი დისკი ბრალდებულის ფოტოსურათებით (ერთვის სს საქმეს) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნინო ნაჭყებია