გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/30519-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.11.2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია სვიანაძე
სხდომის მდივანი ხატია გაგელიძე
მოსარჩელე - სს „სა---------–--------ი“
წარმომადგენელი- გო------–---–---–-
მოპასუხე - თეი-----------–-----–ი
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
თეი-----------–-----–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი, მდებარე: ქ--–--------–--–---------–--------------------ში (ს/კ N 01.---------.0--- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე სს „სა---------–---------“.
მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე მოხსნა შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე თეი-----------–-----–მა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1 საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ნივთის, მდებარე: ქ--–--------–--–---------–--------------------ში (ს/კ N01.---------.0--- მესაკუთრედ რეგისტრირებულია სს ,,სა---------–--------ი". უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს: ნოტარიუს ი. შა------ს მიერ დამოწმებული შეთანხმება N 5---------------------------------------------------------------- დამოწმების თარიღი: 1---------- 3.1.2 დადგენილია, რომ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ--–--------–--–---------–--------------------- (ს/კ N01.---------.0--- სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს მოპასუხე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 201-ე,208-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს დისპოზიციურობა, რომელიც მხარეებს ანიჭებს საკუთარი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვის შესაძლებლობას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, რომლის საშუალებითაც მოპასუხის მიერ ხდება თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებების განკარგვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე თეი-----------–-----–მა სარჩელი ცნო. კერძოდ, აღიარა მის მიერ ქ--–--------–--–---------–--------------------ში (ს/კ N01.---------.0--- მდებარე უძრავი ნივთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან თეი-----------–-----–მა ცნო სარჩელი, ხოლო მოსარჩელეს გადავადებული ქონდა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა, მხარეები მთლიანად უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე, 39-ე, , 49-ე, 53-ე, 131-ე, 208-ე, 243-244-ე, 249-ე, 364-ე 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს „სა---------–----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. თეი-----------–-----–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნას უძრავი ნივთი მდებარე: ქა-–---------–--–----------–--------------------ში (ნაკვეთი N------ (ს/კ 01.---------.0--- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე სს „სა---------–---------“.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია სვიანაძე