გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------
საქმე №3/3571-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ანა მგელაძე
მოსარჩელე - შპს ,---–--
წარმომადგენელი - ლ-------------–---
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
წარმომადგენელი - გ----------–---–---–---–ი
მესამე პირი (16.2) - ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ა
წარმომადგენელი - ს-----------------–---–ი
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 10 მაისის №---- განკარგულება შპს „--–--- შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირმა - ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2018 წლის 01 მარტს ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ას (,,შემსყიდველი“) და შპს ,---–---- (,,მიმწოდებელი“) შორის, შემსყიდველის მეირ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის (S-----------) საფუძველზე, დადებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი (თევზი-ორაგული) ეტაპობრივად, მისი გაფორმებიდან 2018 წლის 16 ივლისამდე. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 42 864,48 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2018 წლის 01 სექტემბერი.
ხელშეკრულების მე-11 მუხლი ითვალისწინებს ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დასაშვებია არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების +10%-ისა.
ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები. 12.2 პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში, ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა წინაშე წარმოშობილი დაბრკოლების გამო ნაკისრი ვალდებულებების ვერ ან არაჯეროვნად შეუსრულებლობის საფრთხის შესახებ, მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ, ხოლო შეტყობინების მიმღები მხარე კი ასევე დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
ხელშეკრულების 17.2 პუნქტის თანახმად, თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 01 მარტის №-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 13-23).
4.2. შპს ,---–---- 2018 წლის 27 მარტის №---- წერილით ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ას ეცნობა, რომ საქართველოს ბაზარზე თევზის გაძვირებისა და მცირე რაოდენობის შეკვეთიდან გამომდინარე ის ვეღარ მიაწვდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს 2018 წლის 09 აპრილიდან და ითხოვა მომხდარიყო შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
აღნიშნული წერილის პასუხად, ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის 2018 წლის 04 აპრილის №--- წერილით შპს ,---–---- დირექტორს ეცნობა, რომ 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეტყობინება მათი შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით გადაეგზავნებოდა შესყიდვების სააგენტოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,---–---- 2018 წლის 27 მარტის №---- წერილი (ს.ფ. 24);
- ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის 2018 წლის 04 აპრილის №--- წერილი (ს.ფ. 125).
4.3. ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის დირექტორის 2018 წლის 11 აპრილის №----- ბრძანებით, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო შეწყდა შ------–-სა“ და ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ას შორის 2018 წლის 01 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება №--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის დირექტორის 2018 წლის 11 აპრილის №----- ბრძანება (ს.ფ. 126).
4.4. ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის 2018 წლის 12 აპრილის №--- წერილობითი შეტყობინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, შპს „--–--- მიერ S----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დადებული 2018 წლის 01 მარტის №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის 2018 წლის 12 აპრილის №--- წერილობითი შეტყობინება (ს.ფ. 91-92).
4.5. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 13 აპრილის №---- წერილით შპს ,---–---- ეცნობა, რომ სააგენტოში შესული იყო შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი შეტყობინება შ-------–-ს“ მიერ 2018 წლის 01 მარტის №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და სთხოვა ხსენებულ საქმეზე წერილობითი განმარტების წარდგენა 5 სამუშაო დღის ვადაში.
შ-------–-მ’’ 2018 წლის 16 აპრილს განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სადაც ჩამოაყალიბა საკუთარი პოზიცია მის შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ არ შეიძლებოდა შემსყიდველს არაკეთილსინდისიერად ჩაეთვალა მათგან დამოუკიდებლად შესასყიდ პროდუქტზე ფასის ზრდა. მისივე განმარტებით, ხელშეკრულების გაფორმების დროს აღნიშნულ პროდუქტს იძენდა ბევრად ნაკლებ ფასად, ხოლო იმ დროისათვის, როდესაც ითხოვეს ხელშეკრულების შეწყვეტა, შესასყიდ პროდუქტზე ფასი გაძვირდა და თევზის შემომტანი კომპანიები ფასის კიდევ უფრო მომატებას ვარაუდობდნენ. შესაბამისად, მიმწოდებელი ვარაუდობდა, რომ თუ ის გააგრძელებდა თევზის მიწოდებას ხელშეკრულების ფასით, კომპანია ნახავდა ფინანსურ ზარალს. ამავე განმარტებაში მითითებულია, რომ მიმწოდებელი დაუკავშირდა შემსყიდველ ორგანიზაციას ტელეფონით, აუხსნა არსებული ვითარება და იკითხა თუ იყო შესაძლებელი შესაბამისი წერილობითი დასაბუთების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით გაზრდა იმისათვის, რომ ბოლომდე მიეყვანათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაზეც შემსყიდველისაგან კატეგორიული უარი მიიღო. ამავე განმარტების თანახმად, ამის შემდგომ შ-------–-მ“, იხელმძღვანელა რა ხელშეკრულების 14.1 მუხლით, გაერთიანებას მიწერა ხელშეკრულების შესრულების შეფერხების მიზეზი და სთხოვა დათანხმებოდა მათი ხელშეკრულებიდან გასვლის პირობას და მისცა 2 კვირიანი ვადა ხელშეკრულების შეთანხმებით გადაწყვეტისთვის, თუმცა გაერთიანებას აღნიშნული წერილის საპასუხოდ არავითარი შეტყობინება არ გაუგზავნია და პირდაპირ სააგენტოსგან მიიღეს წერილი შ-------–-ს“ შესაძლო შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2018 წლის 13 აპრილის №---- წერილი (ს.ფ. 88-89);
- შ-------–-ს“ 2018 წლის 16 აპრილის განცხადება (ს.ფ. 93).
4.6. სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 10 მაისის №---- განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, შ-------–-’’ (ს/კ: 4--------) 2018 წლის 11 მაისს დარეგისტრირდა შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 10 მაისის №---- განკარგულება შპს ,---–---- შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ (ს.ფ. 25-27).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,---–---- სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონი, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 10 მაისის №---- განკარგულება შპს ,---–---- შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის 1.1. მუხლის თანახმად, ეს კანონი ადგენს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ზოგად სამართლებრივ, ორგანიზაციულ და ეკონომიკურ პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია არის ამ პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახსრებით შესყიდვის განმახორციელებელი პირი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ამავე მუხლის ,,ი1’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 01 მარტს ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ასა და შპს ,---–---- შორის, შემსყიდველის მეირ ჩატარებული ელექტრონული ტენდერის (S-----------) საფუძველზე, დადებული იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მიმწოდებელს, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი (თევზი-ორაგული) ეტაპობრივად, მისი გაფორმებიდან 2018 წლის 16 ივლისამდე. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 42 864,48 ლარი, ხოლო მოქმედების ვადად - 2018 წლის 01 სექტემბერი. ხელშეკრულების 11.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დასაშვებია არაუმეტეს ხელშეკრულების ღირებულების +10%-ისა. ხელშეკრულების 12.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები. 12.2 პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში, ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა. ხელშეკრულების 14.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა წინაშე წარმოშობილი დაბრკოლების გამო ნაკისრი ვალდებულებების ვერ ან არაჯეროვნად შეუსრულებლობის საფრთხის შესახებ, მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ, ხოლო შეტყობინების მიმღები მხარე კი ასევე დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ხელშეკრულების 17.2 პუნქტის თანახმად, თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი (შემდგომ - შავი სია) არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ თავის მხრივ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული იქნა შავი სიის წარმოების წესი და პირობები’’, რომელიც შემუშავებულია ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს პრეტენდენტის/მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შემდგომში - შავი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წერილობითი შეტყობინების წარდგენის, ასევე სააგენტოს მიერ შავ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების წესსა და პირობებს. აღნიშნული წესის 2.1 მუხლის თანახმად, შავი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს შავ სიაში დარეგისტრირებიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 მუხლით განსაზღვრულია შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვის ნებისმიერი საშუალებით განხორციელებისას, გარდა კონსოლიდირებული ტენდერისა, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველია თუ მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ამოწურულია ხელშეკრულების მოქმედების ვადა ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 4.1 მუხლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართოს სააგენტოს წერილობითი შეტყობინებით, თუ წარმოიშობა პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის 2018 წლის 12 აპრილის №--- წერილობითი შეტყობინებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეცნობა, შპს ,---–---- მიერ S----------- ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დადებული 2018 წლის 01 მარტის №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
7.3. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ 7.1 მუხლის თანახმად, სააგენტო შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის შედეგად, ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. მე-3 პუნქტის თანახმად, გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, სააგენტო, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან ერთად, დამატებით ითვალისწინებს დარღვევის სიმძიმეს, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მანამდე მიღებული გაფრთხილების თუ შავ სიაში რეგისტრაციის ფაქტ(ებ)ს, მისი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის აქტივობას. მე-4 პუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია, უარი თქვას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე, თუ არსებობს ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი საფუძველი: ა) არ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული შავ სიაში დარეგისტრირების საფუძვლები; ბ) შეტყობინებაში მითითებული პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებით მნიშვნელოვნად დაირღვევა ბაზარზე კონკურენციის დაცვისა და საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპები. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია სრულად აკმაყოფილებს ამ წესის მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არის სახეზე შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის ან გაფრთხილების საფუძველი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, უპირველეს ყოვლისა იკვლევს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შემდგომ კი სააგენტოს მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულყოფილად უნდა იქნეს გამოკვლეული წარდგენილი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია იწვევს გარკვეული უფლებების შეზღუდვას და გარკვეული ზიანის მომტანი შესაძლოა აღმოჩნდეს მხარისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის მიერ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სრულად იქნა წარდგენილი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-3 და მე-4 მუხლებით განსაზღვრული ინფორმაცია და შესაბამისი მტკიცებულებები, რაც ადასტურებდა შპს „--–--- მიერ ტენდერის ჩატარების შედეგად დადებული 2018 წლის 01 მარტის №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტს, რამეთუ მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და საქმეში არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით შეთანხმებულ პირობებს. ამასთან, მიმწოდებლის მიერ არც სააგენტოში და არც სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს.
სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 01 მარტის №-- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შ------–-“-ს იკისრა ვალდებულება შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიეწოდებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი (თევზი-ორაგული) ეტაპობრივად, მისაწოდებელი საქონლის ფასის ზრდა კი მის კომერციულ რისკს წარმოადგენდა. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შპს ,---–---ს 2018 წლის 27 მარტის №---- წერილით ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ას ეცნობა, რომ საქართველოს ბაზარზე თევზის გაძვირებისა და მცირე რაოდენობის შეკვეთიდან გამომდინარე ის ვეღარ მიაწვდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს 2018 წლის 09 აპრილიდან და ითხოვა მომხდარიყო შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით. აღნიშნულ წერილში არ არის საუბარი ხელშეკრულების ღირებულების გაზრდაზე, როგორც ამას მოსარჩელე უთითებს, ხოლო ის ფაქტი, რომ მიმწოდებელი დაუკავშირდა შემსყიდველ ორგანიზაციას ტელეფონით, აუხსნა არსებული ვითარება და იკითხა თუ იყო შესაძლებელი შესაბამისი წერილობითი დასაბუთების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით გაზრდა იმისათვის, რომ ბოლომდე მიეყვანათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაზეც შემსყიდველისაგან კატეგორიული უარი მიიღო, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული ფაქტს უარყოფს მესამე პირი, მოსარჩელს კი რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ამასთან საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისაწოდებელი პროდუქციის ფასის იმდენად გაზრდას, რაც შეუძლებელს გახდიდა მისი მხრიდან ვალდებულების შესრულებას.
სასამართლო ასვე ვერ გაიზიარებს შპს ,---–---ს განმარტებას იმის თაობაზეც, რომ 27.03.2018 წლის წერილის პასუხად პირდაპირ სააგენტოსგან მიიღეს წერილი შპს „--–--- შავ სიაში შესაძლო რეგისტრაციის შესახებ, რადგან ა(ა)იპ მ–------------–----–--------------–------–-----------------–-------–-------------------ის 2018 წლის 04 აპრილის №--- წერილით შ-------–-ს“ დირექტორს ეცნობა, რომ 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შეტყობინება მათი შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით გადაეგზავნებოდა შესყიდვების სააგენტოს, რის შემდეგაც შემსყიდველმა 2018 წლის 11 აპრილს ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული შეტყობინების მიუხედავად შ------–-“-ს პოზიცია არ შეცვლილა.
დასახელებული გარემოებები საბოლოო ჯამში მოწმობს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და ფაქტების დადასტურების შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესი და პირობების’’ მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე იქნა მიღებული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2018 წლის 10 მაისის №---- განკარგულება შ------–-“-ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 10 მაისის №---- განკარგულება შპს ,---–---ს შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, მიღებული იქნა კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთი პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ-------–-ს“ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს შპს ,---–---ს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, შპს ,---–---- მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,---–---ს სარჩელი, არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს ,---–---ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი