განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2018
საქმის ნომერი
330100118002325059
თარიღი
03.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-----18

#0-----------

(0-----------)

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

3 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ი-----------ა, კ--------------–-–--ა

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - პ---–------------------–-----ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1----–-–------------ს, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ვ-------------------------------ში.

 

ადვოკატი - გ--------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტები;

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

 

ბრალდებული - ი-----–----------------------–-ა - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ---------------------–----------–ა, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.-----–------------------------ში.

 

ადვოკატი - გ----------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

 

ბრალდებული - ს------------–--------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #3----------, დაბადებული 1----–-–-----------------ს, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------–-------------------------–-–---–---------------–-----ში.

 

ადვოკატი - დ------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტები;

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

 

ბრალდებული - მ-----–------------------------–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–--------------რს, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------–--–----------------ში.

 

ადვოკატი - ვ------------–-----------------------–------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი;

 

ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

 

ბრალდებული - ზ---–----–---------–--ე - საქართველოს მოქალაქე, პირადი #6----------, დაბადებული 1----–-–-------------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-------------------------------------ში.

 

ადვოკატი - გ---------------------ე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი;

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

მ-----–------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით;

 

მანვე, ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ. მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 ნოემბერს ს--------------–---–მა პ---–-----–-----ესთან, ი-----–---------–იასთან, მ-----–------–---–თან და ზ---–-----–--ესთან წინასწარი შეთანხმებით ა-–-------------–---ე მოტყუებით მიიყვანა ქ.თბილისი, ლ------------------------ში მდებარე კ-------ე ბარში, სადაც ელოდებოდნენ ზემოთ აღნიშნული პირები.

 

ა-–-------------–---ეს პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რასაც თან ახლდა იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირება, მოსთხოვეს 20 000 ლარის გადაცემა, ვინაიდან ა-–-------------–---ეს მოთხოვნილი რაოდენობით თანხა თან არ ჰქონდა და მან თავდამსხმელებს განუცხადა, რომ დაუყოვნებლივ აღნიშნული რაოდენობის თანხის მობილიზებას ვერ შეძლებდა, გარდა 1500 ლარისა, პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ა-–-------------–---ეს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ადგილზევე წაართვეს თან ნაქონი საფულე, საიდანაც ამოიღეს მასში არსებული თანხა 280 ლარის ოდენობით და ა---–---ის სახელზე რეგისტრირებული ს----------–--------ის „AMERICAN EXPRESS“-ის ბარათი, საიდანაც სს „ს----------–--------ის“ ბანკომატში ზ---–----–--ემ გაანაღდა თანხა 650 ლარის ოდენობით.

აღნიშნულის შემდეგ პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა-–-------------–---ე აიძულეს წაყოლოდა მათ მიერ მითითებულ ლომბარდში, სადაც 10000 ლარის სანაცვლოდ უნდა დალომბარდებინა მის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა „TOYOTA PRIUS“, სახ. ნომრით: „F------“ და თანხა გადაეცა თავდამსხმელებისთვის.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა მ-----–------–---–მა უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ და „მეტამფეტამინი“, რაც 2016 წლის 30 მარტს დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.

 

პ---–-----–-----ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 ნოემბერს ს--------------–---–მა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით ნასამართლევ პ---–-----–-----ესთან, ი-----–---------–იასთან, მ-----–------–---–თან და ზ---–-----–--ესთან წინასწარი შეთანხმებით ა-–-------------–---ე მოტყუებით მიიყვანა ქ.თბილისი, ლ------------------------ში მდებარე „კ-------ე“ ბარში, სადაც ელოდებოდნენ ზემოთ აღნიშნული პირები.

ა-–-------------–---ეს პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რასაც თან ახლდა იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირება, მოსთხოვეს 20 000 ლარის გადაცემა, ვინაიდან ა-–-------------–---ეს მოთხოვნილი რაოდენობით თანხა თან არ ჰქონდა და მან - თავდამსხმელებს განუცხადა, რომ დაუყოვნებლივ აღნიშნული რაოდენობის თანხის მობილიზებას ვერ შეძლებდა, გარდა 1500 ლარისა, პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ა-–-------------–---ეს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ადგილზევე წაართვეს თან ნაქონი საფულე, საიდანაც ამოიღეს მასში არსებული თანხა 280 ლარის ოდენობით და ა---–---ის სახელზე რეგისტრირებული ს----------–--------ის „AMERICAN EXPRESS“-ის ბარათი, საიდანაც სს „ს----------–--------ის“ ბანკომატში ზ---–----–--ემ გაანაღდა თანხა 650 ლარის ოდენობით. აღნიშნულის შემდეგ პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა-–-------------–---ე აიძულეს წაყოლოდა მათ მიერ მითითებულ ლომბარდში, სადაც 10 000 ლარის სანაცვლოდ უნდა დაელომბარდებინა მის საკუთრებაში არსებული ა/მანქანია „TOYOTA PRIUS“, სახ. ნომრით: „F------“ და თანხა გადაეცა თავდამსხმელებისთვის.

 

ი-----–---------–იას ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 ნოემბერს ს--------------–---–მა პ---–-----–-----ესთან, ი-----–---------–იასთან, მ-----–------–---–თან და ზ---–-----–--ესთან წინასწარი შეთანხმებით ა-–-------------–---ე მოტყუებით მიიყვანა ქ.თბილისი, ლ------------------------ში მდებარე „კ-------ე“ ბარში, სადაც ელოდებოდნენ ზემოთ აღნიშნული პირები.

ა-–-------------–---ეს პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რასაც თან ახლდა იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირება, მოსთხოვეს 20 000 ლარის გადაცემა, ვინაიდან ა-–-------------–---ეს მოთხოვნილი რაოდენობით თანხა თან არ ჰქონდა და მან თავდამსხმელებს განუცხადა, რომ დაუყოვნებლივ აღნიშნული რაოდენობის თანხის მობილიზებას ვერ შეძლებდა, გარდა 1500 ლარისა, პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ა-–-------------–---ეს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ადგილზევე წაართვეს თან ნაქონი საფულე, საიდანაც ამოიღეს მასში არსებული თანხა 280 ლარის ოდენობით და ა---–---ის სახელზე რეგისტრირებული ს----------–--------ის „AMERICAN EXPRESS“-ის ბარათი, საიდანაც სს „ს----------–--------ის“ ბანკომატში ზ---–----–--ემ გაანაღდა თანხა 650 ლარის ოდენობით.

აღნიშნულის შემდეგ პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა-–-------------–---ე აიძულეს წაყოლოდა მათ მიერ მითითებულ ლომბარდში, სადაც 10000 ლარის სანაცვლოდ უნდა დაელომბარდებინა მის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა „TOYOTA PRIUS“, სახ. ნომრით: „F------“ და თანხა გადაეცა თავდამსხმელებისთვის.

 

ს--------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქ/პუნქტით ნასამართლევმა ს--------------–---–მა, პ---–-----–-----ესთან, ი-----–---------–იასთან, მ-----–------–---–თან და ზ---–-----–--ესთან წინასწარი შეთანხმებით ა-–-------------–---ე მოტყუებით მიიყვანა ქ.თბილისი, ლ------------------------ში მდებარე „კ-------ე“ ბარში, სადაც ელოდებოდნენ ზემოთ აღნიშნული პირები.

 

ა-–-------------–---ეს პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რასაც თან ახლდა იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირება, მოსთხოვეს 20 000 ლარის გადაცემა. ვინაიდან ა-–-------------–---ეს მოთხოვნილი რაოდენობით თანხა თან არ ჰქონდა და მან თავდამსხმელებს განუცხადა, რომ დაუყოვნებლივ აღნიშნული რაოდენობის თანხის მობილიზებას ვერ შეძლებდა, გარდა 1500 ლარისა, პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ა-–-------------–---ეს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ადგილზევე წაართვეს თან ნაქონი საფულე, საიდანაც ამოიღეს მასში არსებული თანხა 280 ლარის ოდენობით და ა---–---ის სახელზე რეგისტრირებული ს----------–--------ის „AMERICAN EXPRESS“-ის ბარათი, საიდანაც სს „ს----------–--------ის“ ბანკომატში ზ---–----–--ემ გაანაღდა თანხა 650 ლარის ოდენობით.

აღნიშნულის შემდეგ პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა-–-------------–---ე აიძულეს წაყოლოდა მათ მიერ მითითებულ ლომბარდში, სადაც 10000 ლარის სანაცვლოდ უნდა დაელომბარდებინა მის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა „TOYOTA PRIUS“, სხ.ნომრით: F------ და თანხა გადაეცა თავდამსხმელებისთვის.

 

ზ---–-----–--ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 1 ნოემბერს ს--------------–---–მა, პ---–-----–-----ესთან, ი-----–---------–იასთან, მ-----–------–---–თან და ზ---–-----–--ესთან წინასწარი შეანხმებით ა-–-------------–---ე მოტყუებით მიიყვანა ქ.თბილისი, ლ------------------------ში მდებარე „კ-------ე“ ბარში, სადაც ელოდნენ ზემოთ აღნიშნული პირები. ა-–-------------–---ეს პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, რასაც თან ახლდა იარაღის მაგვარი საგნის დემემონსტრირება, მასთხოვეს 20 000 ლარის გადაცემა, ვინაიდან ა-–-------------–---ეს მოთხოვნილი რაოდენობის თანხა თან არ ჰქონდა და მან თავმსხმელებს განუცხადა, რომ დაუყოვნებლივ აღნიშნული რაოდენობის თანხის მობილიზებას ვერ შეძლებდა, გარდა 1500 ლარისა, პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ა-–-------------–---ეს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ადგილზევე წაართვეს თან ნაქონი საფულე, საიდანაც ამოიღეს მასში არსებული თანხა 280 ლარის ოდენეობით და ა---–---ის სახელზე რეგისტრირებული სს „ს----------–--------ის“ „AlCAN EXPRESS“-ის ბარათი, საიდანაც სს „ს----------–--------ის“ ბანკომატში ზ---–----–--ემ გაანადა თანხა 650 ლარის ოდენობით.

აღნიშულის შემდეგ პ---–-----–-----ემ, ს--------------–---–მა, ი-----–---------–იამ, მ-----–------–---–მა და ზ---–-----–--ემ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ა-–-------------–---ე აიძულეს წაყოლოდა მათ მიერ მითითებულ ლომბარდში, სადაც 10000 ლარის სანაცვლოდ უნდა დაელომბარდებინა მის საკუთრებაში არსებული ა/მანქანა „TOYOTA PRIUS“, სახ. ნომრით: „F------“ და თანხა გადაეცა თავდამსხმელებისთვის.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

მ-----–------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნაასამართლევმა მ-----–------–---–მა უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ და „მეტამფეტამინი“, რაც 2016 წლის 30 მარტს დაუდგინდა ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად.

 

რაც შეეხება მ-----–------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, პ---–-----–-----ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, ი-----–---------–იას მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ს--------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და ზ---–-----–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებს, ბრალდების ამ ნაწილში ისინი უნდა გამართლდნენ, შემდეგ გარემოებათა გამო.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულების: მ-----–------–---–ის, პ---–-----–-----ის, ი-----–---------–იას, ს--------------–---–ის, ზ---–-----–--ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ა-–-------------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ს--------------–---–ს იცნობს დიდი ხნის განმავლობაში, რომელთანაც მეგობრობდა, ხოლო პ---–-----–-----ესთან ერთად იხდიდა სასჯელს და სწორედ იქ გაიცნო. 2017 წლის 1 ნოემბერს დაუკავშირდა ს--------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ მისი მეუღლე იყო ცუდად და სთხოვა მიეკითხა და წაეყვანა სახლში, რაზეც დათანხმდა და მიაკითხა თავისუფლების მოედანზე მდებარე ერთ-ერთ ბარში. მისვლისას ს--------------–---–ი დახვდა გარეთ, რომელმაც განუმარტა, რომ მეუღლე იყო ქვევით, შესთავაზა ცოტახანს ჩასულიყვნენ ბარში, ხოლო შემდეგ წაეყვანა სახლში, რაზეც დათანხმდა. ჩავიდნენ ბარში და გაჩერდა კიბეებიდან სადღაც ორ მეტრში, სადაც ისხდა დაახლოებით ექვსი მამაკაცი და მიირთმევდნენ ლუდს, ხოლო მუსიკა იყო მაღალ ხმაზე ჩართული. ჩასვლის შემდეს ს--------------–---–ი ავიდა კიბეზე, რომელმაც კარი გაიხურა გარედან, ასევე ბარიდან გავიდა ერთ-ერთი პირი და შესაბამისად დარჩნენ ხუთნი. ვინაიდან ს--------------–---–ის მეუღლე ვერ დაინახა ბარში, სიტუაცია მოეჩვენა საეჭვოდ და უნდოდა ტელეფონით დაკავშირებოდა თავის მეგობარს, თუმცა ამ დროს ი-----–---------–იამ გამოართვა მობილური ტელეფონი და იქ მყოფმა პირებმა დაუწყეს ცემა. მ-----–------–---–მა თავში ჩაარტყა გასაშლელი დრეკადი „დუბინკა“, რომელსაც თავზე ბურთულა ჰქონდა დამაგრებული. დარტყმის შედეგად ორ ადგილას გაუტყდა თავი და სდიოდა სისხლი. იკითხა, რა ხდებოდა, რაზეც უპასუხეს, რომ ს--------------–---–ი მივიდოდა და გაარკვევდა სიტუაციაში. უთხრეს, რომ აქით დაჯექი და სისხლი მოიწმინდეო. ს--------------–---–ი შევიდა მეორე კარიდან, რომელმაც გაარტყა და ჰკითხა მიხვდა თუ არა რაზე იყო მისული, რაზეც უპასუხა, რომ ვერ მიხვდა. ამ დროს ბარში შევიდა პირი, რომელმაც გაწმინდა სისხლი. ს--------------–---–მა უთხრა, რომ გადამჯდარიყო გვერდით და მან და პ---–-----–-----ემ განუმარტეს, რომ ფული უნდა მიეცა და ჰკითხეს, რამდენის მიცემა შეეძლო. ასევე, უთხრეს, რომ ამოელაგებინა ყველაფერი, რაც ჯიბეში ჰქონდა. აპირებდა ამოლაგებას, მაგრამ პ---–-----–-----ემ ამოუღო საფულე, რომელიც გახსნა და ამოიღო 280 ლარი და პლასტიკური ბარათები, გამოართვეს ოქროს ნივთები, კერძოდ: ცეპი და სამაჯური. ს--------------–---–ს და პ---–-----–-----ეს განუმარტა, რომ ფული არ ჰქონდა, რაზედაც უპასუხეს, რომ მათთვის ცნობილი იყო ავტოფარეხის გაყიდვის შესახებ, ასევე, იმის თაობაზე, რომ ჰქონდა ტელეფონების ბიზნესი, ლოტო ჰქონდა გახსნილი და შესაბამისად ფულიც ექნებოდა. პ---–-----–-----ეს ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა ხელში, რომლის მჭიდი გამოიღო და დაინახა, რომ საბრძოლო ტყვიები იდო იარაღში. შესაბამისად, მიხვდა, რომ იარაღი ნამდვილი იყო. აღნიშნულ იარაღს უმიზნებდა და ეუბნებოდა, რომ „გაგიხვრიტავ შუბლს, თუ არ მოიტან თანხასო.“ პ---–-----–-----ემ დადო იარაღი, რომელიც აიღო მ-----–------–---–მა, რომელსაც ცოტახანს ეჭირა ხელში, ხოლო შემდეგ კვლავ გამოართვა პ---–-----–-----ემ. მიხვდა, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა და უთხრა, რომ გადასცემდა 1500 ლარს. აღნიშნულზე უპასუხეს, რომ „1500 რა არის, დაგვცინიო? მინუმუმ 10 000-15000 ლარი უნდა გადმოგვცეო“. დაზარალებულის ჩვენებით, მან განუმარტა, რომ ამხელა თანხა არ ჰქონდა. აღნიშნულზე უთხრეს, რომ დაერეკა ვინმესთვის და მიეტანა თანხა. მან შესთავაზა, რომ ავტომანქანა იყო მის სახელზე გაფორმებული, დაალომბარდებდა და გადასცემდა თანხას. გადაამოწმეს და დარწმუნდნენ, რომ ავტომანქანა დარეგისტირებული იყო მის სახელზე. ს--------------–---–მა საფულიდან ამოიღო ბარათი და მიაწოდა ერთ-ერთ პირს, რომლის სახელი-გვარი არ ახსოვს და მოსთხოვეს პინ-კოდის მითითება, რომელიც ტელეფონში ეწერა და უკარნახა ზ---–----–--ეს. ზ---–----–--ე წავიდა, ბანკომატიდან მოხსნა თანხა 650 ლარი, რომელიც გადასცა ს--------------–---–ს. მას ჰკითხეს რამდენს გადაუხდიდა ლომბარდი ავტომანქანის სანაცვლოდ. მან ბრალდებულებს განუმარტა, რომ ავტომანქანაში გადაუხდიდნენ 7000-8000 ლარს, თუმცა ვინაიდან ახალი ავტომანქანა იყო გადაწყვიტეს, რომ 10 000-15000 ლარსაც გადაუხდიდნენ. დაზარალებულის ჩვენებით, მან ბრალდებულებს უთხრა, რომ თუკი უნდოდათ ავტომანქანის დალომბარდება, ნივთები უკან დაებრუნებინათ, რის შემდეგაც პ---–-----–-----ემ და ს--------------–---–მა დაუბრუნეს ნივთები. ამოვიდნენ ბარიდან, მის კუთვნილ ავტომანქანაში წინ მარჯვენა მხარეს ჩაჯდა ი-----–---------–ია, ხოლო უკან მ-----–------–---–ი, მათი ვინაობა ბარში ყოფნის დროს არ იცოდა, ავტომანქანაში საუბრისას გაიგო. ი-----–---------–იას ხელი ჰქონდა უბეში ჩადებული, რომელზეც დაფარებული ჰქონდა ნაჭერი და განუმარტა, რომ არასწორი მოძრაობა არ გააკეთო, თორემ „იარაღი მაქვს და გაგიხვრიტავ შუბლსო.“ ეჭვი არ შეპარვია, რომ იარაღი ჰქონდა გამომდინარე იქედან, რომ ბარში როდესაც ჩავიდა, პ---–-----–-----ის ხელში დაინახა იარაღი. ს--------------–---–ის ავტომანქანაში ჩასხდნენ დანარჩენები და წავიდნენ საბურთალოზე ავტომანქანის დასალომბარდებლად, თუმცა ადგილზე მივიდნენ ფეხით. ს--------------–---–მა განუმარტა, რომ ლომბარდი არ აძლევდა იმ ოდენობის თანხას, რამდენიც სჭირდებოდათ. ამის შემდეგ მან უთხრა ს-----ს, რომ მას ჰყავდა ნაცნობი, რომელიც მეტს გადაუხდიდა. აღნიშნული იმიტომ უთხრა, რომ გზად როდესაც მოდიოდნენ, დაინახა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა. გადაწყვიტა იქ ჩამოესვა აღნიშნული პირები. იგივე განლაგებით ჩასხდნენ ავტომანქანაში. მეორე ავტომანაქანა გაყვა უკან და მიუახლოვდნენ კაზინო „აჭარის“ ტერიტორიას, სადაც შენიშნა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა. გააჩერა მისი კუთვნილი ავტომანქანა მოშორებით, ი-----–---------–იას და მ-----–------–---–ს უთხრა, რომ ჩასულიყვნენ ავტომანქანიდან და წასულიყვნენ თავის გზაზე. ამ დროს მიუახლოვდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დაინტერესდა რა ხდებოდა, ბრალდებულებმა დატოვეს მისი ავტომანქანა, ხოლო მან პატრულის თანამშრომელს უთხრა, რომ არაფერი არ ხდებოდა, ჩამოვიდნენ და მივდივარ ჩემს გზაზეო. 2017 წლის 2 ნოემბერს მივიდა პოლიციის განყოფილებაში და განაცხადა მომხდარი ფაქტის შესახებ, რის შემდეგ გამოიკითხა მოწმის სახით და ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა. გამოკითხვისას ბრალდებულთა ვინაობების დასახელებისას მოუვიდა შეცდომა, რაც მოგვიანებით გაახსენდა და დააფიქსირა 2017 წლის 30 ნოემბერს დამატებითი დაკითხვისას. მონაწილეობა უნდა მიეღო ი-----–---------–იას და მ-----–------–---–ის ამოცნობაში, თუმცა ბრალდებულებმა უარი განაცხადეს ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე. მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომლის ფარგლებში გამომძიებელს მიუთითა ბარის ადგილდებარეობის შესახებ. ფაქტის შემდეგ ცდილობდა ს--------------–---–თან დაკავშირებას და შეხვედრას, თუმცა იგი ტელეფონს არ პასუხობდა და არც სახლში მისულს დახვდა სახლში. მოწმის განმარტებით, ბრალდებულების ქმედებით მიადგა ზიანი 930 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა თბილისში, ლ------------ისა და დ------ის ქუჩების კვეთაზე მდებარე კ-------ე ბარში. 2017 წლის 1 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც პ---–-----–-----ე ბარში ჩავიდა 3-4 ბიჭთან ერთად, რომლებმაც მოითხოვეს ჩილიმი და შეუკვეთეს ლუდი. მოგვიანებით ბარში ჩავიდა „პუტკუნა“ (შედარებით მსუქანი) ბიჭი, რომელსაც შეხვდა სუფრის ერთ-ერთი წევრი და ცალკე საუბრობდნენ ცოტახანს. მათი საუბრის შინაარსი არ გაუგონია, თუმცა მათ შორის მოგვიანებით დაიძაბა საუბარი. ვინაიდან მენეჯერი იყო, ამ პერიოდში უნდა შეემოწმებინა იყვნენ თუ არა თანამშრომლები მისულები, რის გამოც გავიდა თანამშრომლების სანახავად. თან თანამშრომლები გააფრთხილა, რომ არ გასულიყვნენ დარბაზში. დაახლოებით 15 წამში დაბრუნდა დარბაზში და დაინახა, რომ ბიჭები დანარჩენმა ბიჭებმა ერთმანეთისგან გაწიეს, თუმცა სუსტ ბიჭს თავზე ჰქონდა სისხლი, ხოლო მეორეს გაფხაჭნილი. აღნიშნული პირები დასხდნენ ერთად. ერთი წვეთი სისხლი იყო იმ ტერიტორიაზე, მოასუფთავა და ჰკითხა ხომ მშვიდობა იყო და ხომ არაფერი სჭირდებოდათ. ორივე პირმა დაუდასტურა, რომ მშვიდობა იყო, რის გამოც ჩილიმი გადაიტანა სხვა მაგიდასთან, მუსიკას აუწია და გადაჯდა მოშორებით. ბიჭები ჩვეულებრივად საუბრობდნენ და იცინოდნენ. მოგვინებით დაინახა, რომ „პუტკუნა“ ბიჭმა გახსნა საფულე, ამოიღო ბარათი და გადასცა ერთ-ერთ იქ მყოფთაგანს, რის შემდეგაც აღნიშნული პირი გავიდა ბარიდან, ხოლო დანარჩენები ისხდნენ ჩვეულებრივად. დანარჩენ პირებს ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღიათ. ის პირი, ვისაც ბარათი გადასცა, მალევე დაბრუნდა, რის შემდეგაც ყველა ერთად გავიდა მაღაზია „ვ--------ის“ დასათვალიერებლად. მოწმის ჩვენებით, მას ბრალდებულების ხელში ე.წ. „დუბინკა“ ან იარაღი არ დაუნახავს. შემთხვევის დროს კარის საკეტი გაფუჭებული იყო, კარი ჩაკეტილი არ ყოფილა, უბრალოდ დახურული იყო. მოწმის ჩვენებით, შემთხვევის დროს ვიდეოსათვალთვალო კამერები ჩვეულებრივად მუშაობდა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ლ------------ის ქუჩა N9-ში გახსნილი აქვს კ-------ე ბარი. ბარში დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, რომელიც შემთხვევის დროს მუშაობდა. 2017 წლის 16 დეკემბერს დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც გადასცა ვიდეო კამერების ჩანაწერები. ვიდეო ჩანაწერი მანამდე რომ მოეთხოვა გამომძიებელს, გადასცემდა. მოწმის განმარტებით, ვიდეოკამერის ჩანაწერი ინახება ერთი თვის განმავლობაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ-----–--–-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა ქ.თბილისში, დ------ის ქუჩაზე მდებარე კ-------ე კლუბ „ს---------–ი“ მზარეულის პოზიციაზე. შემთხვევის დღეს სამსახურში მივიდა მოგვიანებით და შეუდგა მისი მოვალეობის შესრულებას. სამზარეულოში შევიდა მენეჯერი ნ-------------ა, რომელმაც სთხოვა არ გასულიყვნენ ბარში, ვინაიდან საუბრობდნენ ბიჭები. ზუსტად ვინ საუბრობდა და რა თემაზე, მისთვის უცნობია, ვინაიდან საუბრის შინაარსი არ გაუგონია. აღნიშნული შემთხვევიდან მეორე-მესამე დღეს ესაუბრა ნ----–----------–-–--ლს და ჰკითხა ხომ არ იცოდა იმ დღეს რა ხდებოდა და რაზე საუბრობდნენ ბიჭები, რაზეც ნ----–----------–-–--ლმა უპასუხა, რომ პირველად ესმოდა მისგან აღნიშნული ინფორმაცია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ----–----------–-–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის ნოემბრის თვეში მუშაობდა ქ.თბილისში, დ------ის ქუჩაზე მდებარე კ-------ე ბარში. მის მოვალეობაში შედიოდა დარბაზის დალაგება და სამზარეულოში მუშაობა. ბარის მენეჯერი იყო ნ-------------ა, ხოლო მისი შემცველელი ნ-----–--–-------–---–ი. შემთხვევის დღეს სამსახურში იყო ნ-----–--–-------–---–ი და სწორედ მისგან გაიგო, რომ რაღაც მოხდა, თუმცა დეტალების შესახებ მისთვის ცნობილი არ არის.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე თანამშრომლებთან - ლ----------–---–თან და გ---------------–იასთან ერთად მონაწილეობა მიიღო მ-----–------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავებაში, პირად და ბინის ჩხრეკებში. პირადი და ბინის ჩხრეკის დროს არანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი. მ-----–------–---–მა ჩხრეკის ოქმებზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. მონაწილეობა უნდა მიეღო ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში, თუმცა აღნიშნული არ ჩატარდა, მიზეზი მისთვის ცნობილი არ არის.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ---------------–იამ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---------------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 2 ნოემბერს შესასრულებლად დაეწერა დაზარალებულ ა-–-------------–---ის განცხადება, რის საფუძველზეც დაწყებული იქნა გამოძიება. მოწმის სახით გამოკითხა დაზარალებული ა-–-------------–---ე, მეორე დღეს დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. დაზარალებულის მიერ დასახელებული პირები გამოკითხული იქნენ მოწმის სახით. მობილური ოპერატორებიდან, ლომბარდიდან, კაზინო „ა-------ან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია. მოიპოვა ნასამართლობის ცნობები, განაჩენები, დადგენილებები, განჩინებები, დადგენილი იქნა აღნიშნული პირების პირადი მონაცემები, ფოტოსურათები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე შემთხვევის ადგილიდან კაფიდან ამოღებული იქნა დივიარი, რომელზეც დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა. აღებული იქნა განჩინებები ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ, მათ შორის აუდიო და ვიდეო ჩაწერის თაობაზე, რომლის ფარგლებში ჩანერგილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი თანამშრომელი, მაგრამ აღნიშნული განჩინების შესრულება ვერ მოხერხდა, ვინაიდან დაზარალებულ ა-–-------------–---ეს ბრალდებულებმა შეხვედრაზე უარი უთხრეს. შესაბამისად, ჩატარდა მხოლოდ ფარულად ტელეფონების მოსმენა. აღებული იქნა მოსამართლის განჩინებები ბრალდებულების დაკავების, პირადი ჩხრეკის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შესახებ. აღნიშნული განჩინების საფუძველზე თანამშრომლებთან: გ--------–-------–---–თან და მ-----–--------ასთან ერთად სოფელ დიღომში დაკავებული იქნა ს--------------–---–ი. ჩატარებული იქნა ს--------------–---–ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა. ს--------------–---–ი გაეცნო განჩინებას და ჩხრეკის ოქმებს, რომელიც დაადასტურა ხელის მოწერით. დაზარალებულის ა-–-------------–---ის მონაწილეობით ჩატარებული იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში დაზარალებულმა აჩვენა შემთხვევის ადგილი, კერძოდ: კ-------ე ბარი, რაზეც შედგენილი იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. აღნიშნული დეპარტამენტის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულების მიერ ა-–-------------–---ისგან თანხის გამოძალვის ფაქტზე. პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული იქნა მოსამართლის განჩინება ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ. 2018 წლის 8 იანვარს უფროსის მოადგილე - გ------------------ესთან და განყოფილების უფროს გ----------------ესთან ერთად, ქ.გორში მდებარე სუპერმარკეტ სმარტის მიმდებარედ, კერძოდ: ავტოსადგომზე, ი-----–---------–იას გაცნეს მოსამართლის განჩინება დაკავების შესახებ, რის შემდეგ ი-----–---------–ია დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. ბრალდებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგად ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომელსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი, ბრალდებულმა უარი განაცხადა ოქმებზე ხელის მოწერაზე, თუმცა მიზეზი არ განუმარტავს და არც შენიშვნა დაუფიქსირებია.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა გ------------------ემ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თანამშრომლებთან: ვ-----–----------ასთან და კ-------–--–-–---–თან ერთად, მონაწილეობა მიიღო პ---–-----–-----ის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში. პ---–-----–-----ე დაკავებული იქნა გორში მდებარე სმარტის შენობაში, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგად, ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი და ბანკის ბარათი, კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ვ-----–----------ას მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომლებსაც მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი. ბრალდებული გაეცნო ოქმებს, თუმცა ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, მიზეზი არ განუმარტავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინფორმაციო ტექნოლოგიების და კომპიუტერული ექსპერტიზის დეპარტამენტის კომპიუტერულ ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტის პოზიციაზე. ბრალდებულ ს--------------–---–ის ადვოკატის დ------------ის მიერ 2018 წლის 16 იანვრის განცხადების საფუძველზე ბიუროში დანიშნული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზა, რომელიც შესასრულებლად გადაეცა მას. ექსპერტიზის ფარგლებში დასმული იქნა შემდეგი შეკითხვა, რომ გამოსაკვლევი ობიექტიდან ამოიღოთ ინფორმაცია, კერძოდ: მოკლე ტექსტური შეტყობინებებიდან, რომელიც განხორციელდა 5----------დან 5--------- ნომერზე 2017 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე; ამოღებული ინფორმაციის დათვალიერებას ადვოკატი ითხოვდა მისი თანდასწრებით, საქმისათვის საჭირო მასალების მითითებისთვის. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მოთხოვნილი იქნა საკვლევი ობიექტი, რომელიც წარდგენილი იქნა შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის მე-2 სამმართველოს პირველი სამმართველოს მესამე განყოფილების დეტექტივის ბ---------------ის მიერ. მითითებული საკვლევი ობიექტის მეხსიერება დასკანირებული იქნა ბიუროს ხელთ არსებული სხვადასხვა პროგრამის გამოყენებით, დასკანირების შედეგად საკვლევი ობიექტიდან ამოღებული იქნა მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლებიც დათვალიერებული იქნა ადვოკატის მიერ, მისი თანდასწრებით, რაზეც შედგენილი იქნა შესაბამისი აქტი. მნიშვნელოვან მასალად მითითებული იქნა მხოლოდ 11 მოკლე ტექსტური შეტყობინება. აღნიშნული შეტყობინებები ამოღებული და გადატანილი იქნა ლაზერულ დისკზე, რომელიც თან ერთვოდა დასკვნას და გაიცა ბიუროს მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში მთავარი ექსპერტის პოზიციაზე. ექსპერტიზაზე შესული იქნა 5 პაკეტი დალუქულ მდგომარეობაში, საიდანაც სამი პაკეტი გადაეცა ფონოსკოპიურ განყოფილებას, ხოლო ორი პაკეტი მათ განყოფილებას. მათ ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფით გამოკვლეული იქნა სამი პაკეტი და დადგინდა, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ფოტოსურათებს და ვიდეო გრამებს არ აღენიშნება მონტაჟის და რედაქტირების ნიშნები. სისხლის სამართლის N0---------- საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი პიროვნების ფოტოსურათზე დაფიქსირებული ინფორმაცია პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამები ს--------------–---–ის, ზ--------–--ის, მ-----–------–---–ის, ი-----–---------–იას და პ---–-----–-----ის პიროვნების იდენტიფიკაციისთვის უვარგისია, ვინაიდან გამოსახულება არ ფიქსირდება. სისხლის სამართლის N0---------- საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტოსურათებზე და მათ ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზიდან ამოღებულ ზ---–---–---------–--ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბაზაში დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში გამომძებლის თანამდებობაზე. აღნიშნული საქმე იყო მათი სამმართველოს წარმოებაში, დაეწერა სხვა გამომძიებელს, რომელიც შემდეგ წავიდა სამსახურიდან და გადაეცა მას. ჩაატარა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ: ბრალდებულებს გააცნო დაზუსტებული დადგენილებები პირის ბრალდების შესახებ, ზ---–-----–--ის მიმართ ჩაატარა ამოცნობა და დაკითხვა, დაათვალიერა დეტალური ინფორმაცია, რომელიც საქმეზე იყო ამოღებული. დ------------ის მიმართვის საფუძელზე ტელეფონი გადააგზავნა ექსპერტიზის ბიუროში. ი-----–---------–იამ უარი განაცხადა ამოცნობაში მონაწილეობის მიღებაზე, დანარჩენ ბრლდებულებთან დაკავშირებით საჭირო არ იყო ამოცნობის ჩატარება, ვინაიდან დაზარალებული იცნობდა მათ.

 

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–---იამ და განმარტა, რომ შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ის მე-2 მთავარი სამმართველოს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის პირველი სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის გ---------------–---ის მომართვის საფუძველზე, სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე ჩაატარა სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის წინაშე დასმული იყო შემდეგი სახის კითხვები: აღენიშნება თუ არა რაიმე დაზიანების კვალი ა-–-------------–---ეს? დადებით შემთხვევაში როგორია დაზიანების სიმძიმის ხარისხი და შეესაბამებიან თუ არა ხანდაზმულობით დადგენილებაში მითითებულ დროს და რითი შეიძლება იყოს მიყენებული ისინი? მის მიერ ჩატარებული იქნა კვლევა, რომლის საფუძველზე დადგინდა, რომ პირადი გასინჯვით, 03.11.2017 წელს ა-–-------------–---ეს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღენთები ცხვირის ზურგის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე ზედა მესამედში, ზედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ, სისხლჩაქცევით ზედა ტუჩის ლორწოვანში; ასევე სისხლნაჟღენთი მარცხენა თხემის მიდამოში და კეფის მიდამოში მარჯვნივ ქვედა მესამედში. სისხლნაჟღენთი და დაჟეჟილი ჭრილობა მარჯვენა შუბლ-თხემის მიდამოების საზღვარზე; დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა საფეთქლის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 01.11.17 წლის თარიღს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის პ---–-----–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს დილიდან შუადღემდე იმყოფებოდა ზ---–----–--ესთან ერთად ქ.თბილისში, ლ----–--ის ქუჩაზე მდებარე ღვინის მაღაზია შპს „ვ--------აში“. ამ დროს დაუკავშირდა მეგობარი - ი-----–---------–ია, რომელმაც მიაკითხა მაღაზიაში მ-----–------–---–თან ერთად და განუმარტეს, რომ ს--------------–---–იც მივიდოდა და სადმე დამსხდარიყვნენ. მივიდნენ კ-------ე ბარ სტუდიო 13-ში, რა დროსაც, ს--------------–---–მა უთხრა, რომ ა-–-------------–---ე აპირებდა მისვლას. შეუკვეთეს სასმელი, ჩილიმი და მიწის თხილი. ცოტახანში მივიდა ა-–-------------–---ე, რომელსაც ბიჭების ნაწილი იცნობდა, ნაწილი კი არა, გააცნო ბიჭები და მალევე ს--------------–---–მა გაიყვანა გვერდზე. შემდეგ გაიგო, რომ ა-–-------------–---ე იყო მეთადონის პროგრამაში, ვინაიდან იყო ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებული. მუსიკა დაბალ ხმაზე იყო ჩართული, რის გამოც, თავიდან ვერ გაიგონა ს--------------–---–ის სიტყვები. შემდეგ ს-----მ ჰკითხა ა-–-------------–---ეს ფული თუ მიუტანა, რაზეც ა-–-------------–---ემ უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა. ს--------------–---–ი ა----–---ეს ეუბნებოდა, რომ ის თანხა, რაც მას მისცა, ოჯახს მოაკლო, ხოლო ბ-–---ე ამ თანხას ნარკოტიკულ საშუალებებს ახმარდა. ხმამაღალი ლაპარაკის ფონზე მათ შორის მოხდა გაწევ-გამოწევა. ს--------------–---–მა მოკიდა ხელი პირველად თუ ა-–-------------–---ემ, მას არ დაუნახავს, მისი ყურადღება მიიქცია ს--------------–---–ის და ა-–-------------–---ის ხმამაღალმა საუბარმა. როდესაც გახედა, დაინახა, რომ ა-–-------------–---ეს და ს--------------–---–ს მაისურებით ეჭირათ ერთმანეთი, ძიძგილაობდნენ და შეაგინეს ერთმანეთს. კ-------ე ბარი არის თაღებით გაყოფილი, რომელიც მოპირკეთებულია წვრილი პატარა აგურებით. მას არ დაუნახავს, რომ ა-–-------------–---ისთვის ვინმეს ხელი ეკრა, დაერტყა, თავი მიერტყა ან/და სისხლი წამოსვლოდა, თუმცა შენიშნა, რომ მას მხოლოდ განაკაწრი ჰქონდა, რომელიც გაწითლებული იყო, ასევე, გაფხაჭნილი ჰქონდა ს--------------–---–ს. მათ ა-–-------------–---ე და ს--------------–---–ი გააშველეს. ამის შემდეგ ბარის მენეჯერმა ჰკითხა რა ხდებოდა, თუმცა არ დაუნახავს, რომ ბარმენს იატაკი გაეწმინდოს, ვინაიდან ამ დროს ა-–-------------–---ე გაიყვანა და ესაუბრებოდა სამი წუთის განმავლობაში. ს--------------–---–ი და ა-–-------------–---ე გააშველეს, თუმცა ორივეს გაუფუჭდა ხასიათი და წასვლა გადაწყვიტეს. ა-–-------------–---ემ ს--------------–---–ს უთხრა, რომ პლასტიკურ ბარათზე რაღაც თანხა ჰქონდა, მოეხსნა და აეღო, ხოლო დანარჩენს მიუტანდა მოგვიანებით, რაზეც ს--------------–---–მა უპასუხა, რომ მას რად უნდოდა მისი ბარათი, წასულიყო და თავად მოეხსნა თანხა. ა-–-------------–---ემ უთხრა, რომ არ იცოდა ბანკომატი სად იყო, რაზეც ზ---–----–--ემ განაცხადა, რომ იცოდა ბანკომატის ადგილმდებარეობა, გავიდოდა და მოხსნიდა თანხას. ზ---–----–--ე წავიდა, მოხსნა თანხა და დაბრუნდა დაახლოებით 15 წუთში, ხოლო ბარათი და თანხა გადასცა ა-–-------------–---ეს, რომელმაც თანხა გადასცა ს--------------–---–ს. ამის შემდეგ მან ბიჭებს უთხრა გაყოლოდნენ და აჩვენებდა მაღაზიას, რომლის გახსნასაც აპირებდა, რომელიც მდებარეობდა კ-------ე ბარის მეორე გასავლელთან. მაღაზიის დათვალიერების შემდგომ მ-----–------–---–ი და ი-----–---------–ია ავტომანქანით გაყვნენ ა-–-------------–---ეს, ხოლო ს--------------–---–ი, ზ---–----–--ე და თავად წავიდნენ „ნისან ტიდას“ მარკის მოყვითალო ფერის ავტომანქანით ვაკე-საბურთალოს რაიონში, სადაც ის და ზ---–----–--ე დატოვა ს--------------–---–მა. მოწმის განმარტებით, შეხვედრისას მას იარაღი არ ჰქონდა, არც მისი მეგობრების ხელში უნახავს იარაღი ან/და ე.წ. „დუბინკა“. მათ შეხვედრას ბარის მენეჯერი ესწრებოდა და მას თავიდან ბოლომდე უნდა დაენახა ბარში განვითარებული მოვლენები, თუმცა მენეჯერი მის უკან იჯდა და ვერ ხედავდა მის გასვლა-შემოსვლას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ს--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–-------------–---ე გაიცნო ბაკურიანში, რომელთანაც ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა, ხოლო 2004 წელს მასთან ერთად სასჯელს იხდიდა საპყრობილეში. 2017 წლის სექტემბერში სახლში მეგობრებთან ერთად მიირთმევდა ლუდს, რა დროსაც დაუკავშირდა და სტუმრად მივიდა ა-–-------------–---ე, რომელსაც ესაუბრა ავტომანქანის ჩამოყვანასთან დაკავშირებით. ა-–-------------–---ე შეპირდა, რომ მას ჰყავდა ნაცნობი, რომელიც დაეხმარებოდა ავტომანქანის ჩამოყვანაში. სამ დღეში დაუკავშირდა ა-–-------------–---ე, რომელმაც უთხრა, რომ 2500 აშშ დოლარი უნდა გადაერიცხა მისი მეგობრისთვის და სთხოვა მიეწოდებინა. აღნიშნულზე განუმარტა, რომ მხოლოდ 4000 ლარი ჰქონდა, რამდენიმე დღეში შეაგროვებდა თანხას და მიაწვდიდა. ა-–-------------–---ემ უთხრა, რომ რამდენიც ჰქონდა, იმას გადაურიცხავდა და დანარჩენი მერე მიეწოდებინა. ა-–-------------–---ეს გადასცა მისი კუთვნილი 4000 ლარი, ხოლო მოგვიანებით დამატებით სამ ეტაპად გადაურიცხა 1000 ლარი. აღნიშნული ფაქტიდან გავიდა დაახლოებოთ ერთი თვე. 2017 წლის 1 ნოემბერს შუადღისას დაუკავშირდნენ მ-----–------–---–ი და პ---–-----–-----ე, რომლებსაც შეუთანხმდა საღამოს შეხვედრაზე და ლუდის დალევაზე. დასხდნენ კ-------ე ბარში, შეუკვეთეს ლუდი და სწორედ ამ დროს დაუკავშრიდა ა-–-------------–---ე, რომელიც იცნობდა ბიჭებს და უთხრა, რომ მივიდოდა ბარში. მივიდა ა-–-------------–---ე, რომელსაც ჰკითხა როდის ჩამოვიდოდა ავტომანქანა. ა-–---------ემ უპასუხა, რომ ერთ კვირაში გამოუგზავნიდა. ა-–-------------–---ეს უთხრა, რომ ის პირი ატყუებდა და სთხოვა თანხის დაბრუნება, რადგან ის დღეში 500 ლარის ნარკოტიკს ყიდულობდა, ხოლო მას თანხა ოჯახის ფულიდიან ჰქონდა აღებული. ა-–-------------–---ე აღნიშნულმა საუბარმა გააღიზიანა, რის გამოც, მათი საუბარი ხმამაღალ კამათში გადაიზარდა. ა-–-------------–---ემ ხელი მოკიდა მაისურში, მანაც მოკიდა ხელი მაისურში, მეორე ხელით დისტანციას იჭერდა, რომ მათი კამათი ჩხუბში არ გადაზრდილიყო და ა-–---------ეს ხელი გააშვებინა. პ---–-----–-----ემ დაინახა მათი ქმედება და გაიგონა ხმამაღალი საუბარი, რის გამოც მივიდა და გაიყვანა ა-–-------------–---ე, ხოლო თვითონ ი-----–---------–იამ გაიყვანა. დასხდნენ მაგიდასთან, თუმცა აღელვებულები იყვნენ და დალევის სურვილი აღარ ჰქონდათ. ამ დროს მ-----–-----–---–მა და ი-----–---------–იამ უთხრეს, რომ სისხლის წვეთი ჰქონდა სახეზე, გაუკვირდა, რადგან ა-–-------------–---ეს მისთვის ხელი არ დაურტყამს, არც წაქცეულა, თუმცა მისი ვარაუდით მას ხელზე ბეჭედი და სამაჯური ეკეთა და შესაძლოა ბეჭედმა გაფხაჭნა. ნახა, რომ უბრალო ნაკაწრი იყო და ჩვეულებრივად გააგრძელეს დალევა, თუმცა ხასიათი ყველას გაუფუჭდა. ა-–-------------–---ემ საფულე ამოიღო, მიაწოდა ბარათი და ხმამაღალი ტონით უთხრა, რომ შეეძლო ბარათიდან მოეხსნა თანხა. აღნიშნულზე უპასუხა, რომ არ იცოდა სად იყო ბანკომატი, თავად უკეთესად იცოდა თბილისი, გასულიყო და მოეხსნა. ზ---–----–--ე იჯდა გვერდზე, რომელმაც უთხრა, რომ მიეცა ბარათი და მოუხსნიდა თანხას. ა-–-------------–---ემ ზ---–----–--ეს გადასცა პლასტიკური ბარათი, რომელიც გავიდა და დაბრუნდა დაახლოებით 5-7 წუთში, რომელმაც ა-–---------ეს ბ-–---ეს დაუბრუნა ბარათი და მოხსნილი თანხა. ა-–-------------–---ემ გადასცა 700 ლარი და უთხრა, რომ დარჩენილი იყო 4300 ლარი, რომელსაც იმ დღეებში მიაწვდიდა. პ---–-----–-----ე მაღაზიას ხსნიდა ბარის უკან, რომელიც მათ აჩვენა და შემდეგ გამოვიდნენ ცენტრალურ გზაზე. ა-–-------------–---ე მიდიოდა დიღომში, რომელსაც სთხოვა და გააყოლა მ-----–------–---–ი და ი-----–---------–ია, ხოლო თვითონ წაიყვანა პ---–-----–-----ე და ზ---–----–--ე, რომლებიც დატოვა საბურთალოზე. სახლში მისვლიდან საათი-საათნახევრის განმავლობაში ალ. ბ-–---ის კუთვნილი ნომერიდან მისდიოდა მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომ სასწრაფოდ უნდა მიეცა 700 ლარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ცუდ დღეში აღმოჩნდებოდა. შეტყობინებების შინაარსიდან გამომდინარე ჩანდა, რომ ამ შეტყობინებებს ა-–---------ე კი არა, სხვა პიროვნება წერდა. შეხვდა და ესაუბრა მეგობარს, რომ მუქარის წერილებს იღებდა და რა გაეკეთებინა. მეგობარმა ურჩია, რომ თუ დაუკავშირდებოდნენ, არ ეპასუხა და თვითონ მიიღებდნენ ზომებს. ამის შემდეგ დაუკავშირდა ა-–-------------–---ე, რომელსაც არ უპასუხა. ა-–-------------–---ე მასთან სახლშიც იყო მისული, თუმცა სახლში არ დახვდა. ბრალდებულის ჩვენებით, მას და მის მეგობრებს ბარში ყოფნისას არც იარაღი და არც ე.წ. „დუბინკა“ არ ჰქონიათ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ი-----–---------–იას ჩვენებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს გვიან გაიღვიძა და მეუღლისგან გაიგო, რომ რამენჯერმე დაუკავშირდა მ-----–------–---–ი. გადაურეკა მ-----–------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ ბიჭები აპირებდნენ შეკრებას და სთხოვა მისულიყო. შეხვდნენ ერთმანეთს, დასხდნენ კ-------ე ბარში, შეუკვეთეს ლუდი, თხილი და ჩილიმი, დაბალ ხმაზე უსმენდნენ მუსიკას. დაახლოებით 10-15 წუთში ს--------------–---–ს დაუკავშირდნენ ტელეფონზე. როდესაც ს----- მორჩა საუბარს, პ---–-----–-----ეს უთხრა, რომ მივიდოდა ა-–-------------–---ე. დაახლოებით 20 წუთში მივიდა ა-–-------------–---ე, რომელიც ს-----მ გადაკოცნა, მიესალმა პ---–--აც და გააცნეს მას და ზ---–----–--ეს. ა-–-------------–---ემ განაცხადა, რომ მიირთევდა ლუდს, რის გამოც, ბარმენი გავიდა ლუდის მისატანად. დაახლოებით მისვლიდან 5-6 წუთში ს--------------–---–მა უთხრა ა-–-------------–---ეს, რომ საუბარი უნდოდა, ადგნენ და ბარის მეორე ნაწილში გავიდნენ. მის გვერდით იჯდა მ-----–------–---–ი, რომელსაც ესაუბრებოდა და ს--------------–---–ისთვის და ა-–-------------–---ისთვის ყურადღება არ მიუქცევია. დაახლოებით 10-15 წუთში გაიგონა პ---–-----–-----ის ხმა, „ბიჭო რას შვებითო“, შემოტრიალდა და დაინახა ს--------------–---–ი და ა-–-------------–---ე იდგნენ თაღთან და ერთმანეთი ჰყავდათ დაჭერილი. მივიდნენ მათთან, თვითონ გამოიყვანა ს--------------–---–ი, ხოლო პ---–-----–-----ემ ა-–-------------–---ე. ამის შემდეგ შენიშნა, რომ ა-–-------------–---ეს წარბის ზემოთ ჰქონდა სისხლი და ივარაუდა, რომ ბარის კედელს მიარტყა, რადგან ძიძგილაობისას ახლოს იდგნენ. ს--------------–---–საც გაკაწრული ჰქონდა და სისხლი მოსდიოდა. ს--------------–---–მა უთხრა ა-–-------------–---ეს, ამდენი ხანია ფული გასესხე და არც დაბრუნებას აპირებ და არც საქმე გააკეთე და როდის უნდა დამიბრუნო თანხაო. აღნიშნულზე ა-–-------------–---ემ უპასუხა, რომ დაუბრუნებდა ნელ-ნელა. ამ დროს დაახლოებით წუთი-წუთნახევარი ორივე გაჩერდა, შემდეგ ა-–-------------–---ემ საფულიდან ამოიღო პლასტიკური ბარათი და ს--------------–---–ს უთხრა, რომ წასულიყო და მოეხსნა თანხა, რადგან არ იცოდა სად იყო ბანკომატი, ხოლო დანარჩენს ნაწილ-ნაწილ დაუბრუნებდა. ს--------------–---–მა უპასუხა, რომ არც მან იცოდა სად იყო ბანკომატი. სწორედ ამ დროს წამოდგა ზ---–----–--ე, რომელმაც გამოართვა ბარათი, წავიდა, მოხსნა თანხა, რის შემდეგ, ბარათიც და თანხაც დაუბრუნა ა-–-------------–---ეს, რომელმაც ბარათი ჩაიდო საფულეში, ხოლო თანხა გადასცა ს--------------–---–ს, თან განუმარტა, რომ დანარჩენს მოგვიანებით გადასცემდა. ს--------------–---–მა თანხა ჩაიდო ჯიბეში და გააგრძელეს ლუდის დალევა. დაშოშმინდა სიტუაცია და დაიწყეს დაშლა. პ---–-----–-----ემ შესთავაზათ, რომ ენახათ მისი მაღაზია, რომელიც გვერდით იხსნებოდა, დაათვალიერეს და გამოვიდნენ გარეთ. ს-----მ ა-–-------------–---ეს სთხოვა, რომ თვითონ და მ-----–------–---–ი გაეყვანა, თვითონ ჩაჯდა წინ, ხოლო მ-----–------–---–ი უკან და წავიდნენ. მივიდნენ სპორტის სასახელსთან და ჩამოვიდნენ ავტომანქანიდან. ბრალდებულის ჩვენებით, კ-------ე ბარში ყოფნისას არც მას და არც მის მეგობრებს არც იარაღი და არც ე.წ. „დუბინკა“ არ ჰქონიათ. მათ შორის მანქანის დალომბარდებაზე საუბარი არ ყოფილა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ზ---–----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 1 ნოემბერს შუადღის საათებში პ---–-----–-----ესთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ლ----–--ის ქუჩაზე მდებარე ალკოჰოლური მაღაზია „ვ--------ა 2-ში“. პ---–-----–-----ეს დაუკავშირდნენ ი-----–---------–ია და მ-----–------–---–ი და შესთავაზეს დასალევად წასვლა, რომლებიც მივიდნენ დაახლოებით 15-20 წუთში - ნახევარ საათში. დასალევად მივიდნენ კ-------ე ბარში, შეუკვეთეს ლუდი, თავად წყალი შეუკვეთა და საუბრობდნენ. ამ დროს ს--------------–---–ს დაუკავშირდნენ ტელეფონზე. როდესაც დაასრულა საუბარი, პ---–-----–-----ეს უთხრა, რომ ა-–-------------–---ემ დაურეკა და მივიდოდა ბარში. რამდენიმე წუთში ბარში მივიდა მისთვის უცნობი პირი. ს--------------–---–ი წამოდგა, მიესალმა, გადაკოცნა. ეს პირი მას და ი-----–---------–იას გაეცნო, როგორც ა-–-------------–---ე. ჰკითხეს რას დალევდა, რაზეც უპაუხა, რომ ლუდს მიირთმევდა. გააგრძელეს საუბარი, რამდენიმე ხნის მერე ს--------------–---–ი მივიდა ა-–-------------–---ესთან და უთხრა, რომ მასთან საუბარი უნდოდა, ადგნენ და გვერდზე გავიდნენ. რამდენიმე წუთის საუბრის შემდეგ პ---–-----–-----ემ დაიძახა „რას შვებითო“. სწორედ მაგ დროს მიაქცია ყურადღება და დაინახა, რომ ს--------------–---–ს და ა-–-------------–---ეს ერთმანეთისთვის მაისურში ჰქონდათ ხელი მოკიდებული და ძიძგილაობდნენ. ს--------------–---–მა ი-----–---------–ია გამოიყვანა, ხოლო პ---–-----–-----ემ ა-–-------------–---ე. დაინახა, რომ ს--------------–---–ს სახეზე ჰქონდა ნაკაწრი, ხოლო ა-–-------------–---ეს თმაზე ეტყობოდა ნახეთქივით, მისი ვარაუდით ძიძგილაობის დროს თაღთან ახლოს იდგნენ და თავი მიარტყა. შემდეგ დასხდნენ მაგიდასთან და გააგრძელეს საუბარი, ს--------------–---–მა უთხრა სადამდე მივიდა ჩვენი გაუგებრობა, რომ ხელით შევეხეთ ერთმანეთსო, ა-–-------------–---ემ ამოიღო საფულიდან ბარათი და უთხრა ს--------------–---–ს, რომ გამოეტანა თანხა. აღნიშნულზე ს-----მ უპასუხა, რომ არ იცოდა სად იყო ბანკომატი. ამ დროს ცოტა დაძაბულობა შეინიშნებოდა ამ ორ ადამიანს შორის და ვინაიდან იმ უბანს კარგად იცნობდა, შესთავაზა, რომ თავად გამოიტანდა თანხას. ა-–-------------–---ემ გაუწოდა ბარათი, გამოართვა პინ კოდი და წავიდა, მივიდა პ--–---ის ქუჩაზე სს „ს----------–--------ში“, მოხსნა თანხა, დაბრუნდა ბარში და ა-–-------------–---ეს დაუბრუნა როგორც თანხა, ისე ბარათი. ა-–-------------–---ემ თანხა გადასცა ს--------------–---–ს და უთხრა, რომ დანარჩენს შემდეგ დაუბრუნებდა. ამის შემდეგ დაათვალიერეს მაღაზია, რომელსაც ხსნიდნენ ბარის უკანა მხარეს, ხოლო გარეთ გამოსვლისას პ---–-----–-----ესთან და ს--------------–---–თან ერთად ჩასხდნენ ს--------------–---–ის ავტომანქანაში და ჩამოვიდნენ საბურთალოზე. ა-–-------------–---ის ავტომანქანაში ჩასხდნენ ი-----–---------–ია და მ-----–------–---–ი და წავიდნენ. ბრალდებულის ჩვენებით, ბარში ყოფნის დროს მას და მის მეგობრებს იარაღი არ ჰქონიათ და არც ავტომანქანის დალომბარდებაზე საუბარი არ გაუგია. 2018 წლის 16 თებერვალს მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, ხოლო 23 თებერვალს გააცნეს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.

 

2018 წლის 09 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ პირადი გასინჯვით, 03.11.2017 წ-ს ა-–-------------–---ეს სხეულზე აღენიშნება დაზიანებები: სისხლნაჟღენთები, ცხვირის ზურგის მარჯვენა გვერდზე ზედაპირზე ზედა მესამედში, ზედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ, სისხლჩაქცევით ზედა ტუჩის ლორწოვანში; ასევე სისხლნაჟღენთი მარჯვენა თხემის მიდამოში და კეფის მიდამოში მარჯვნივ ზედა მესამედში. სისხლნაჟღენთი და დაჟეჟილი ჭრილობა მარჯვენა შუბლ-თხემის მიდამოების საზღვარზე; დაჟეჟილი ჭრილობა მარცხენა საფეთქლის მიდამოში.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარიხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ 01.11.17წ-ის თარიღს.

 

2017 წლის 30 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმით დადგენილია, რომ ა-–-------------–---ესთან ერთად თეთრი ფერის „VOLKSWAGEN JETTA“-ს ფირმის ავტომანქანით სახ. NG-------- გ. გულუას ქუჩიდან გაემართნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ციხიდან აუხვიეს კოტე აფხაზის, ყოფილი ლ----–--ის ქუჩაზე, საიდანაც ავიდნენ თავისუფლების მოედანზე, საიდანაც ა----–---ის მითითებით ავიდნენ ლ------ის ქუჩაზე, შეუხვიეს მარცხნივ მ-----–ის ქუჩაზე და გავიდნენ ლ. ა-------ის ქუჩაზე, სადაც ჩაუხვიეს მარცხნივ, გააგრძელეს გზა და შეუხვიეს შ. დ------ის ქუჩაზე. ა----–---ის მითითებით გაჩერდნენ დ------ისა და ლ------------ის ქუჩების კვეთაზე, სადაც ა----–---ემ მიუთითა ორ სართულიან შენობის სარდაფის მაგვარ ჩასასვლელზე, რომელიც მდებარეობს აღნიშნული შენობის კუთხეზე, რომლებსაც ერთის მხრივ ესაზღვრება შ. დ------ის ქუჩა, მეორე მხარეს ლ------------ის ქუჩა, საიდანაც კედელზე არის აბრა „ლ------------ის ქუჩა N9“. ა-----–--ის განმარტებით, სწორედ აღნიშნულ სარდაფში არის ბარი, სადაც ჩადიხარ კიბის მეშვეობით. ჩასასვლელი გაფორმებულია წითელი აგურის და რკინის მოაჯირებით. ბარში შესასვლელს აქვს მოყავისფრო რკინის კარი, რომლის თავზეც დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერა. კარი არის მიხურულ მდგომარეობაში. შესასვლელი არკის თავზე არის ორი აბრა, ერთზე არის წარწერა „KARAOKE BAR” და მეორეზე ქართული და ინგლისური ასოებით არის წარწერები „სცელაიო“ და „STUDIO”. ა-----–--ის განმარტებით, აღნიშნული სარეკლამო აბრები 2017 წლის 1 ნოემბერს მისი ბარში ყოფნისას არ იყო და დამონტაჟებულია მას შემდეგ. აღნიშნული შენობის მეორე მხარეს შ. დ------ის ქუჩის მხრიდან არის მარკეტი „სპარი“.

 

2017 წლის 15 დეკემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ლ------------ის ქუჩა N9-ში განთავსებული კ-------ე ბარიდან ამოღებული იქნა ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული მასალის ჩამწერი მოწყობილობა.

 

2018 წლის 8 იანვრის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ს--------------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შავი ფერის სპორტული შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა „აიფონ 5S”-ის ფირმის მობილური ტელეფონის აპარატი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად N19 ლუქით.

 

2018 წლის 5 თებერვლის კომპიუტერული ექსპერტიზის N0------- დასკვნით დადგენილია, რომ ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებაში ფიქსირებული ყველაზე ძველი ჩანაწერი თარიღდება 2017 წლის 4 დეკემბრით. შესაბამისად, მის მეხსიერებაში 2017 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული ვიდეო ჩანაწერები არ ფიქსირდება.

 

ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებიდან 2017 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული ვიდეო ჩანაწერების აღდგენა ვერ მოხერხდა.

 

კვლევის პროცესში ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის ოპერატიულ სისტემაში ავტორიზაცია განხორციელებული იყო მომხმარებლით: „guest”, რომელსაც გააჩნია შეზღუდული უფლებები და მისი საშუალებით ე.წ. „Log” ინფორმაციის დათვალიერება ვერ მოხდა. შესაბამისად, ვერ დადგინდა 2017 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული ვიდეო ჩანაწერების მეხსიერებაში არ არსებობის მიზეზი.

 

2018 წლის 22 თებერვლის ჰაბიტოსკოპიური ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N1--------- დასკვნით დადგენილია, რომ გამოკვლევაზე წარდგენილ ფოტოსურათებს და ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები.

 

სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებზე ს--------------–---–ის (პ/ნ: 3----------), ზ---–-----–--ის (პ/ნ: 6----------), მ-----–------–---–ის (პ/ნ: 0----------), ი-----–---------–იას (პ/ნ: 6----------) და პ---–-----–-----ის (პ/ნ: 6----------) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი გამოსახულება არ ფიქსირდება.

 

სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტოსურათზე სახელწოდებით „ATM10002_1---------” და მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ზ---–----–---------–--ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნება.

 

2018 წლის 2 თებერვლის კომიუტერული ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზის დამნიშნავის მიერ მითითებული საქმისათვის საჭირო მასალები, კერძოდ: 11(თერთმეტი) ცალი მოკლე ტექსტური შეტყობინება გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით „SMS“ და დაარქივებულ იქნა პროგრამა „WinRar“-ის გამოყენებით ფაილის სახელწოდებით „SMS.rar“ (ზომა 8,157 ბაიტი) აღნიშნული შემდგომ ჩაწერილი იქნა „Verbatim“-ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით „MAP637TJ042019524“.

 

2018 წლის 22 თებერვლის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებული იქნა ს--------------–---–ის მობილური ტელეფონიდან „აიფონ 5s“-დან ამოღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები, ჩაწერილი დისკზე. დისკზე არსებული ინფორმაცია იქნა წაკითხული, კერძოდ 11 ცალი მოკლე-ტექსტური შეტყობინება. დისკზე ასახულია ორი ტელეფონის ნომრიდან მიმოწერა, კერძოდ ს--------------–---–ის (5-----------) ნომრიდან ა-–-------------–---ის ნომერზე ( 5----------- ). 5----------დან გამავალი შეტყობინება ნომერზე 5-------- 17/09/2017 13:22:31 წ-ზე იკითხება „დამირეკე ეხლავე“, 5--------- დან გამავალი შეტყობინება ნომერზე 5-------- 22/09/2017 14:48:06 წ. იკითხება „თუ არ გაქვს ჩარიცხული, არ ჩარიცხო, გამაგებინე ბიჭო. ეხლავე მითხარი. თუ არ ჩარიცხე არ ჩარიცხო“, 5----------დან გამავალი შეტყობინება ნომერზე 5-------- 24/09/2017 12:56:56 იკითხება „დაურეკე რა კითხე რა ქნეს“, 5----------ზე შემავალი შეტყობინება ნომრიდან 5-------- 25/10/2017 17:03:47 წ-ზე იკითხება „0----------“, 5----------დან გამავალი შეტყობინება ნომერზე 5-------- 25/10/2017 17:36:56 იკითხება „რა ქენი ჩაურიცხე“, 5--------- ზე შემავალი შეტყობინება ნომრიდან 5-------- 30/10/2017 13:44:08 იკითხება „0----------4, 5----------ზე შემავალი შეტყობინება ნომრიდან 5-------- 01/11/2017 11:07:00 იკითხება „0----------4, 5----------ზე შემავალი შეტყობინება ნომრიდან 5-------- 01/11/2017 18:19:47 წ-ზე იკითხება „დამავიწყდა მეთქვა ზუსტად 15 წუთში 700 ლარი და 260 ლარი დაურიცხე საკუთარ ანგარიშზე თუ გინდა დღევანდელი დღე შეგერგოს რაც გააკეთე ისე ჩემი ნება, რომ იყოს დღესვე დაგიმთავრებდი ყველაფერს ალეკოს ხათრით არაფერს არ ვმოქმედებ ველოდები თანხას თუ არა და შენ თავს დააბრალე დავწევ გვერდზე ალეკოს და მე მოგხედავ“,5----------ზე შემავალი შეტყობინება ნომრიდან 5-------- 01/11/2017 18:21:41 წ-ზე იკითხება „იცოდე თმის ღერიც, რომ ჩამოუვარდეს თუნდაც სხვისგან მაინც შენ მოგაკითხავ გელოდები ეხლავე ჩარიცხეთ ის თანხა რაც წაიღეთ“, 5----------დან გამავალი შეტყობინება ნომერზე 5-------- 01/11/2017 18:47:14 წ-ზე იკითხება „ეხლა ჩემი სათქმელიც მოისმინეთ. პირველ რიგში მე არავისზე ლარიანიც არ გამომირთმევია მითუმეტეს ვისზეც თქვენ მეუბნებით და მაგას ვისზეც თქვენ მესაუბრებით აქეთ აქვს ჩემი ვალი დაახლოებით 5000 ლარი წვრილწვრილად ხან 330 ლარი ხან მეტი და ხან ნაკლები მაქვს ჩერიცხული მაგის ანგარიშზე რომ იცოდეთ დაჟე, რომ ვურიცხავდი მე პირადად იმ ჩარიცხული თანხის ქვითრებიც მაქვს ზოგის და თუ დაგჭირდებათ ქვითრებს გამოგიგზავნით, რომ დარწმუნდეთ, რომ მაგას ჩემი ვალი აქვს და ველოდები როდის დამიბრუნებს ჩემს ფულს. მე დავამტკიცებ ქვითრებით, რომ მე ვურიცხავდი მაგას თანხებს. მე არასდროს მინდა სხვისი ფული. ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა მყავს ოჯახი და პატიოსან ცხოვრებას ვეწევი, რომ იცოდეთ. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა. კარგად ბრძანდებოდეთ.“, 5--------- ზე შემავალი შეტყობინება ნომრიდან 5-------- 01/11/2017 19:02:36 წ-ზე იკითხება „გელოდები ერთი საათი და დანარჩენი შენ თავს დააბრალე მეტს არაფრის მოწერას აღარ ვაპირებ თან ის არ დაგავიწყდეს ამას ან ამის ოჯახს ერთი თმის ღერიც, რომ ჩამოუვარდეს დანარჩენი მერე ვნახოთ“.

 

2018 წლის 17 თებერვლის პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობ პირს - ა-–-------------–---ეს წარედგინა სამი პიროვნება, რომელთაგან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე და მარცხნიდან მეორე პიროვნება - ზ---–-----–--ე, რომელზეც განაცხადა, რომ არის სწორედ ის პირი, რომელმაც 2017 წლის 1 ნოემბერს წაიღო მისი ბარათი, საიდანაც მოხსნა ფული და მიუტანა უკან, არანაირი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. ა-–-------------–---ის განმარტებით, დარწმუნებულია ამოცნობაში, ზ---–-----–--ე იმყოფებოდა ბარში და უყურებდა მოვლენებს.

 

ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულები: პ---–-----–-----ე, ი-----–---------–ია, ს--------------–---–ი, მ-----–------–---–ი და ზ---–-----–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულების (მსჯავრდებულების) სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულების: პ---–-----–-----ის, ი-----–---------–იას, ს--------------–---–ის, მ-----–------–---–ის და ზ---–-----–--ის მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულების დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის, კონკრეტულად ჰქონდა თუ არა ბრალდებულების მხრიდან ბრალად შერაცხული (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით) დანაშაულის ჩადენას ადგილი, რასაც ბუნებრივია, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების სწორი კვალიფიკაციისა და პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

პირველ რიგში სასამართლო შეფასებას მისცემს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე წარმოდგენილ მტკიცებულებებს, კერძოდ:

 

ბრალდების მხარე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილში ძირითადად დაყრდნო დაზარალებულ ა-–-------------–---ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ა-–-------------–---ე რამოდენიმეჯერ დაიკითხა გამოძიების ეტაპზე, ხოლო მოგვიანებით იგი დაიკითხა სასამართლო სხდომაზე, რომლის მიერ მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობაშია როგორც ერთმანეთთან, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ: დაზარალებულ ა-–-------------–---ის 2017 წლის 2 ნოემბერს გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, 2017 წლის 1 ნოემბერს დაუკავშირდა ს--------------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ იყო მისი მეუღლის დაბადების დღე, იყვნენ ბარში, სთხოვა გაევლო ბარში და წაეყვანა სახლში. სასამართლო სხდომაზე იგივე საკითხთან დაკავშირებით დაზარალებულმა განაცხადა, რომ ს-----ს მეუღლის დაბადების დღე არ ყოფილა და ისე უნდა გაევლო ბარში, რადგან იგი ცუდად გრძნობდა თავს. გამოძიების ეტაპზე თავდაპირველ ჩვენებაში დაზარალებული აღნიშნავდა, რომ ბარში მყოფ პირთაგან იცნობდა ი-----–---------–იას, ზ---–-----–--ეს და პ---–-----–-----ეს. ზ---–----–--ეს ხელში ჰქონდა და ურტყამდა ე.წ. „დრეკად გასაშლელ დუბინკას“, ხოლო ს--------------–---–ს და პ---–-----–-----ეს ხელში ეჭირათ პისტოლეტები, რომლის ტარებს ურტყამდნენ თავში, რის შედეგად მიიღო თავში ჭრილობა, ხოლო დანარჩენი იქ მყოფები ურტყამდნენ ხელებით და ფეხებით მთელს სხეულზე, აგინებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ცემის დროს დავარდა იატაკზე და თავიდან მოსდიოდა სისხლი. პ---–-----–-----ემ ამოუღო საფულე ქურთუკის ჯიბიდან, ს--------------–---–მა ჰკითხა ბარათზე რამდენი ჰქონდა თანხა, იქ მყოფ ერთ-ერთ ბიჭს, რომელიც თვითონ აღიქვა ბარმენად, მიწოდა ბარათები და უთხრა წასულიყო და შეემოწმებინა. აღნიშნული პირი მას არ სცემდა, მხოლოდ უყურებდა, როგორ სცემდნენ. ბარიდან გამოსვლის შემდეგ მის კუთვნილ ავტომანქანაში უკანა მხარეს ჩაჯდა ზ---–-----–--ე, ხოლო გვერდით წინა სალონში ი-----–---------–ია. პიროვნება, რომელმაც თანხის გამოსატანად მისი ბარათები წაიღო, დარჩა ბარში, მისი სახელი და გვარი არ იცის. 2017 წლის 30 ნოემბერს მიცემულ ჩვენებაში ა-–-------------–---ემ განმარტა, რომ წინა ჩვენების დროს შეეშალა ვინაობა და პიროვნება, რომელსაც ხელში დუბინკა ეჭირა, იყო არა ზ---–----–--ე, არამედ მ-----–------–---–ი. მისივე განმარტებით, ს--------------–---–მა ბარათი გადასცა არა ბარმენს, როგორც წინა ჩვენებაში დააფიქსირა, არამედ სწორედ ზ---–----–--ეს, რომელსაც უთხრა, წასულიყო და შეემოწმებინა ანგარიშზე თანხა. ასევე, დააზუსტა და განმარტა, რომ ავტომანქანის უკანა სალონში ჩაუჯდა არა ზ---–----–--ე, არამედ მ-----–------–---–ი, ხოლო ზ---–----–--ე ჩაჯდა პ---–-----–-----ესა და ს--------------–---–თან ერთად. 2018 წლის 14 თებერვლის ჩვენებაში ა-–-------------–---ემ დააფიქსირა, რომ ბარში მაგიდასთან ისხდნენ მ-----–------–---–ი (მოსე), პ---–-----–-----ე, რომლებსაც იცნობს კარგად, ვინაიდან მათ ს-----სთან ხშირად შეხვედრია, რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათ არ იცნობდა, თუმცა ბარშივე გაიგო, რომ იყვნენ ი-----–---------–ია და ზ---–-----–--ე. მისივე ჩვენებით, ერთ-ერთ პიროვნებას ხელში ეჭირა და ურტყამდა დუბინკას, ხოლო პ---–-----–-----ეს ხელში ეჭირა პისტოლეტი და მის ტარს ურტყამდა თავში. იგივე ჩვენებაში დაზარალებულმა დააზუსტა, რომ პისტოლეტი ხან ს-----ს და ხან პ---–-- ეჭირა ხელში, ს-----მ იარაღის მუქარით ამოალაგებინა ნივთები ჯიბიდან, ხოლო შემდგომ დააზუსტა, რომ ნივთები ამოალაგებინა პავლემ. ს--------------–---–მა უთხრა, რომ გაყოლოდა ლომბარდში და დაელომბარდებინა ავტომანქანა. ბარში იყო კიდევ ერთი პირი, სავარაუდოდ პერსონალი, რომელმაც მას მიუტანა ხელსახოცი და მოიწმინდა სისხლი. აღნიშნული ჩვენებების საპირისპიროდ სასამართლოში დაკითხვისას დაზარალებულმა ა-–-------------–---ემ განმარტა, რომ ს--------------–---–ის მეუღლეს დაბადების დღე არ ჰქონდა, ცუდად იყო და ამიტომ მიაკითხა ს-----ს თხოვნით ბარში. გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა განაცხადა, რომ მ-----–------–---–ს ხელში ეჭირა ე.წ. „დუბინკა“, რომელიც ჩაარტყა თავში, გაუტყდა თავი ორ ადგილას და სდიოდა სისხლი. პ---–-----–-----ეს ვერცხლისფერი ცეცხლსასროლი იარაღი ეჭირა ხელში, რომლის მჭიდი გამოიღო და დაინახა, რომ საბრძოლო ტყვიები იდო, უმიზნებდა აღნიშნულ იარაღს და ეუბნებოდა, რომ „გაგიხვრიტავ შუბლს, თუ არ მოიტან თანხასო.“ პ---–-----–-----ემ დადო იარაღი, რომელიც აიღო მ-----–------–---–მა, ცოტახანს ეჭირა ხელში, ხოლო შემდეგ გამოართვა პ---–-----–-----ემ. მისივე განმარტებით, ბარიდან გამოსვლის შემდეგ მის კუთვნილ ავტომანქანაში წინ მარჯვენა მხარეს ჩაჯდა ი-----–---------–ია, ხოლო უკან მ-----–------–---–ი, მათი ვინაობა ბარში ყოფნის დროს არ იცოდა, ავტომანქანაში საუბრისას გაიგო.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ გამოძიების მიერ 2017 წლის 8 ნოემბერს სს „ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია ა-–-------------–---ის სახელზე გაცემული სს „ს----------–--------ის“ შესაბამისი ბარათიდან 2017 წლის 1 ნოემბერს განხორციელებული თანხის გატანის შესახებ, ასევე, თანხის გატანის ამსახველი ვიდეო და ფოტო ჩანაწერები. შესაბამისად, გამოძიებისათვის 2017 წლის 8 ნოემბრის შემდგომ ცნობილი გახდა იმ პიროვნების ვინაობა, ვინც გაიტანა თანხა დაზარალებულის კუთვნილი პლასტიკური ბარათიდან. ამის შემდგომ 2017 წლის 30 ნოემბერს განმეორებით დაიკითხა დაზარალებული, რომელსაც გაახსენდა, რომ სწორედ ზ---–----–--ე იყო ის პიროვნება, რომლემაც გაიტანა თანხა მისი საკრედიტო ბარათიდან. დაზარალებულის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობაა იმ ნაწილშიც, თუ ვის იცნობდა იგი ბარში მყოფი პირებიდან. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა განმარტა, რომ ი-----–---------–იასა და მ-----–------–---–ის ვინაობა ბარში ყოფნის დროს არ იცოდა და ავტომანქანაში საუბრისას გაიგო, მაშინ როდესაც 2018 წლის 14 თებერვლის ჩვენებაში ა-–-------------–---ემ დააფიქსირა, რომ ბარში მაგიდასთან ისხდნენ მ-----–------–---–ი (მოსე), პ---–-----–-----ე, რომლებსაც იცნობს კარგად, ვინაიდან მათ ს-----სთან ხშირად შეხვედრია. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა განმარტეს, რომ დაზარალებული მ-----–------–---–ს იცნობდა, რადგან ერთად იხდიდნენ სასჯელს ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და წინააღმდეგობაშია როგორც გამოძიების დროს მიცემულ ჩვენებებთან, ასევე გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან.

 

დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმიდან დროის მოკლე პერიოდში, შენიშნა რა პატრულ-ინსპექტორი, მან ავტომანქანა გააჩერა, რა დროსაც მოუწოდა ი-----–---------–იას და მ-----–------–---–ს, გადასულიყვნენ მისი ავტომანქანიდან. მ-----–------–---–ისა და ი-----–---------–იას ავტომანქანიდან გადასვლის შემდგომ პატრულ ინსპექტორი შეეკითხა მას, თუ რატომ გააჩერა ავტომობილი, რა დროსაც დაზარალებულმა მას განუცხადა, რომ ბიჭები ჩავიდნენ და მიდიოდა მის გზაზე, რა დროსაც მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისათვის არ განუცხადებია მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით. ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ როგორც დაზარალებულის ჩვენებით ირკვევა, ბრალდებულები ყაჩაღური თავდასხმის შემდგომ მას სთხოვდნენ ფულადი თანხის გადაცემას, წაართვეს თან ნაქონი ოქროს ნაკეთობები და დადეს მაგიდაზე. აღნიშნული ნაკეთობების ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 1500 ლარს. აღნიშნული ოქროს ნაკეთობები შემდგომ მისი თხოვნის საფუძველზე ბრალდებულებმა დაუბრუნეს უკან. მოწმე ნ-------------ას ჩვენებით ირკვევა, რომ მას შემთხვევის ადგილზე ოქროს ნაკეთობები არ დაუნახავს. დაზარალებულის ჩვენების თანახმად, ყაჩაღური თავდასხმისას ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ მის კუთვნილ ფულად თანხას, ჯამში 930 ლარის ოდენობით. ასეთ ვითარებაში, თუკი ბრალდებულთა მიზანი იყო ყაჩაღური თავდასხმის გზით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, გაუგებარია დაზარალებულის თხოვნის საფუძველზე რატომ დაუბრუნეს ფულად თანხაზე გაცილებით დიდი ღირებულების ოქროს ნაკეთობები დაზარალებულს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაშია არამარტო მის მიერ მიცემულ ჩვენებებთან, არამედ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულთა მიერ მიცემულ ჩვენებებთან და მოწმე ნ-------------ას მიერ მიცემულ ჩვენებასთან, რომელსაც მართალია უშუალოდ არ დაუნახავს რაიმე შეხლა-შემოხლის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ იგი იმყოფებოდა ბარში დაზარალებულის შემოსვლის მომენტში და დაზარალებულისა და მის მიერ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, როგორც ბარში შემოსვლისა და შემდგომ განვითარებული მოვლენების აღწერის ნაწილში, წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან. მოწმე ნ-------------ამ განმარტა, რომ ბრალდებულთა ბარში მოსვლის შემდეგ მოგვიანებით ბარში ჩავიდა „პუტკუნა“ ბიჭი, რომელსაც შეხვდა სუფრის ერთ-ერთი წევრი და ცოტახანს ცალკე საუბრობდნენ. მათი საუბრის შინაარსი არ გაუგია, თუმცა მათ შორის მოგვიანებით დაიძაბა საუბარი. ვინაიდან მენეჯერი იყო ამ პერიოდში, უნდა შეემოწმებინა იყვნენ თუ არა თანამშრომლები მისულები, გავიდა თანამშრომლების სანახავად, თან თანამშრომლები გააფრთხილა, რომ არ გასულიყვნენ დარბაზში. ამ დროს ესმოდა „პუტკუნა“ ბიჭის და მეორე ბიჭის ხმა, რომელიც თავიდან ესაუბრებიდა „პუტკუნა“ ბიჭს. დაახლოებით 15 წამში დაბრუნდა დარბაზში და დაინახა, რომ ბიჭები ერთმანეთისგან გაწიეს, თუმცა სუსტ ბიჭს თავზე ჰქონდა სისხლი, ხოლო მეორეს გაფხაჭნილი. რაიმე სახის იარაღი, ე.წ. „დუბინკა“ ან სხვა რაიმე საგანი მას არც ბრალდებულების ხელში და არც მიმდებარე ტერიტორიაზე არ დაუნახავს. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის ჩვენების თანახმად, მას ბარში ჩასვლისთანავე თავს დაესხნენ ბრალდებულები და ზ---–----–--ის გარდა, ყველამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მიხეილ მოსასვილს ჰქონდა ე.წ. „დუბინკა“, ხოლო პ---–-----–-----ეს ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არ დაადასტურა მოწმე ნ-------------ამ, რომელიც არის ნეიტრალური პირი და თვალს ადევნებდა ბარში მყოფთა მოქმედებებს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ნ-------------ას მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ძირითად ნაწილში თანხვედრაშია ბრალდებულთა მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებთან, რომლებმაც არ დაადასტურეს დაზარალებულზე ყაჩაღური თავდასხმისა და თუნდაც მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა 2018 წლის 22 თებერვლის დათვალიერების ოქმი და ნივთიერი მტკიცებულება, სადაც ასახულია ს--------------–---–ის მობილური ტელეფონიდან ამოღებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები. დისკზე ასახულია ს--------------–---–ისა და დაზარალებულის კუთვნილი ტელეფონიდან არსებული მიმოწერა. აღნიშნული მტკიცებულებებიდან ირკვევა, რომ ს--------------–---–ის კუთვნილი ტელეფონის ნომრიდან 5----------დან გამავალი შეტყობინებაა დაზარალებულის სარგებლობაში არსებულ ნომერზე 5-------- 01/11/2017 18:47:14 წ-ზე, ანუ იმავე საღამოს, რა დროსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულებს ყაჩაღობის ჩადენას. ს--------------–---–ის ნომერიდან გასულია შეტყობინება: „ეხლა ჩემი სათქმელიც მოისმინეთ. პირველ რიგში მე არავისზე ლარიანიც არ გამომირთმევია, მითუმეტეს ვისზეც თქვენ მეუბნებით და მაგას, ვისზეც თქვენ მესაუბრებით, აქეთ აქვს ჩემი ვალი, დაახლოებით 5000 ლარი. წვრილწვრილად ხან 330 ლარი, ხან მეტი და ხან ნაკლები მაქვს ჩარიცხული მაგის ანგარიშზე. რომ იცოდეთ დაჟე, რომ ვურიცხავდი მე პირადად, იმ ჩარიცხული თანხის ქვითრებიც მაქვს ზოგის და თუ დაგჭირდებათ, ქვითრებს გამოგიგზავნით, რომ დარწმუნდეთ, რომ მაგას ჩემი ვალი აქვს და ველოდები როდის დამიბრუნებს ჩემს ფულს. მე დავამტკიცებ ქვითრებით, რომ მე ვურიცხავდი მაგას თანხებს“. ს--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ დაზარალებულს მან გადასცა 5000 ლარი ავტომანქანის ჩამოყვანის სანაცვლოდ და სწორედ ამ თანხის გამო ბარში მას და დაზარალებულს მოუვიდათ შეკამათება, თუმცა არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის არ მიუყენებია. მითითებული სმს შეტყობინებით ირკვევა, რომ ამ ვალის არსებობის შესახებ ს--------------–---–ი შეტყობინებაში უთითებს 2017 წლის 1 ნოემბერს, ანუ ჯერ კიდევ მანამდე, სანამ დაზარალებული მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ მომხდარი ფაქტის შემდგომ თავად დაზარალებული ცდილობს ს--------------–---–თან დაკავშირებას და მასთან კომუნიკაციას.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და აღნიშნული დასკვნის ირგვლივ დაიკითხა ექსპერტი ს------------–---ია. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ალ. ბ-–---ეს აღენიშნებოდა გარკვეული დაზიანებები. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებების წარმომავლობასთან მიმართებაში ინფორმაციის მიმწოდებელი ერთადერთი წყაროა დაზარალებული ალ. ბ-–---ე, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა ის გარემოება, თუ რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა მის სხეულზე არსებული დაზიანებები.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებასაც, რომ დანაშაულებრივი ფაქტი, რომლის ჩადენასაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულებს, ბრალდების მხარის ინფორმაციით განხორციელდა 2017 წლის 1 ნოემბერს. 2017 წლის 2 ნოემბერს დაიკითხა დაზარალებული, რომელმაც გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია მის მიმართ განხორციელებული დანაშაულის ჩადენისა და დანაშაულის ჩამდენი პიროვნებების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარისათვის ცნობილი იყო როგორც შესაძლო დანაშაულის ჩადენის ადგილი და ბრალდებულთა ვინაობები, ბრალდების მხარის მიერ 2017 წლის 15 დეკემბრამდე ადგილი არ ჰქონია კ-------ე ბარში არსებული ვიდეო სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის ამოღების მცდელობას. არ მომხდარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება და თავად ბრალდებულთა მოწმის სახით გამოკითხვაც კი. ბრალდებულებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კატეგორიულდ უარყვეს დაზარალებულისათვის რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტეს, რომ ს--------------–---–საც ლოყაზე აღენიშნებოდა განაკაწრი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიების ეტაპზე დროის უმოკლეს მონაკვეთში არ მომხდარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების დროულად ჩატარება, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას უტყუარად დაადგინოს შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები. მაშინ, როდესაც შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების ამოღების შემთხვევაში როგორც გამოძიებას, ასევე სასამართლოს ექნებოდა უტყუარი ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების თაობაზე.

 

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ვინაიდან ვერ მოხდა შემთხვევის ადგილზე არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერების ამოღება, ბრალდების მხარის მიერ კ-------ე ბარიდან ამოღებული იქნა ვიდეოსათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული მასალის ჩამწერი მოწყობილობა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 5 დეკემბრის კომპიუტერული ექსპერტიზის N0------- დასკვნით დადგინდა, რომ ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებაში ფიქსირებული ყველაზე ძველი ჩანაწერი თარიღდება 2017 წლის 4 დეკემბრით, შესაბამისად მის მეხსიერებაში 2017 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული ვიდეო ჩანაწერები არ ფიქსირდება. ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის მეხსიერებიდან 2017 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული ვიდეო ჩანაწერების აღდგენა ვერ მოხერხდა. კვლევის პროცესში ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის ოპერატიულ სისტემაში ავტორიზაცია განხორციელებული იყო მომხმარებლით: „guest”, რომელსაც გააჩნია შეზღუდული უფლებები და მისი საშუალებით ე.წ. „Log” ინფორმაციის დათვალიერება ვერ მოხდა. შესაბამისად, ვერ დადგინდა 2017 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული ვიდეო ჩანაწერების მეხსიერებაში არ არსებობის მიზეზი. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით მოწმის სახით დაკითხულმა კ-------ე ბარის მეპატრონემ გ-----------------ემ განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს 2017 წლის 15 დეკემბერს და მოსთხოვეს ვიდეოჩანაწერის წარდგენა. მისივე ჩვენებით, ვიდეოჩანაწერები ინახება ერთი თვის განმავლობაში. გამოძიების დროულად მოთხოვნის შემთხვევაში აღნიშნული ჩანაწერები გადაცემული იქნებოდა მის მიერ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოძიების მიერ ვიდეოკამერის ჩანაწერების ამოღება მოხდა დაგვიანებით, რის გამოც, ვეღარ მოხდა შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების დაფიქსირება.

 

რაც შეეხება ზააალ ჩალაძის მიერ დაზარალებულის კუთვნილი პლასტიკური ბარათიდან თანხის მოხსნის ფაქტს, ამ საკითხთან მიმართებაში სასამართლოს ინფორმაციას აწვდიან დაზარალებული, მოწმე ნ-------------ა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული ბრალდებულები. საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებებით უტყუარად დადგინდა ის გარემოება, რომ დაზარალებულის კუთვნილი სს „ს----------–--------ის“ პლასტიკური ბარათი თავად დაზარალებულმა გადასცა ზ---–----–--ეს და თავადვე უთხრა ბარათის ე.წ. პინ კოდი, თუმცა დაზარალებული და ბრალდებულები სხვადასხვაგვარად აღწერენ პლასტიკური ბარათის გადაცემის ფაქტს. სასამართლოს შეფასებით, როდესაც გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არსებობს გარკვეული ეჭვები, აღნიშნული უნდა გადაწყდეს ბრალდებულთა სასიკეთოდ და არა მათ საუარესოდ, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დაზარალებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები წინააღმდეგობრივია როგორც მის მიერ მიცემულ ჩვენებებთან, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ 2018 წლის 22 თებერვლის ჰაბიტოსკოპიური ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის N1--------- დასკვნაზე, რომლის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილ ფოტოსურათებს და ვიდეოგრამებს არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, გამოკვლევაზე წარდგენილ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებზე ს--------------–---–ის (პ/ნ: 3----------), ზ---–-----–--ის (პ/ნ: 6----------), მ-----–------–---–ის (პ/ნ: 0----------), ი-----–---------–იას (პ/ნ: 6----------) და პ---–-----–-----ის (პ/ნ: 6----------) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი გამოსახულება არ ფიქსირდება. სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტოსურათზე სახელწოდებით „ATM10002_1---------” და მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ზ---–----–---------–--ის სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნება.

 

ბრალდების მხარე ბრალდებულებს ედავება, რომ მათ მიერ ჩადენილი იქნა ყაჩაღობა, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით; ამ ნაწილში ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულების სახით დაზარალებულ ა-–-------------–---ის ჩვენება და ლომბარდიდან ამოღებული ვიდეო ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია ყაზბეგის გამზირზე რამოდენიმე პირის გადაადგილების ფაქტი. აღნიშნულ ჩანაწერში ასახული პიროვნებების იდენტიფიცირების მიზნით ბრალდების მხარემ დანიშნა ჰაბიდოსკოპიური ექსერტიზა, თუმცა ზემოთმითითებული დასკვნის შესაბამისად, გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამებზე პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი გამოსახულება არ ფიქსირდება. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, უტყუარად დაადგინოს, რომ ზემოხსენებულ ვიდეოგრამებზე ასახული პიროვნებები არიან სწორედ ბრალდებულები. ამასთან, თუკი ბრალდების მხარე თვლიდა, რომ ბრალდებულები აიძულებდნენ დაზარალებულს წარსულში განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების სანაცვლოდ დაზარალებულის კუთვნილი ავტომობილის ლომბადრში ჩაბარებას და აღებული თანხის მათთვის გადაცემას, აღნიშნული ქმედების დადასტურების შემთხვევაში, ბრალდების მხარეს სხვა დანაშაულის ჩადენისათვის უნდა წარედგინა ბრალი ბრალდებულებისათვის და არა ყაჩაღობის ჩადენისათვის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით. ამასთან, სასამართლოს შეფასებით, ბრალდების ამ ნაწილშიც გამოძიების მიერ არ იქნა მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულების ავტოლომბარდში ყოფნის ფაქტი. ბრალდების მხარის მიერ არ დადგენილა, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ბრალდების მხარის არგუმენტაციით, იმყოფებოდნენ ბრალდებულები, განთავსებულია სწორედ ავტოლომბარდი და არა სხვა ტიპის ლომბარდი. არ ამოღებულა ლომბარდიდან ვიდეოჩანაწერი, არ გამოკითხულან ლომბარდის თანამშრომლები, რომელიც მუშაობდნენ მითითებულ დროს და დაადასტურებდნენ არათუ რომელიმე ბრალდებულის მხრიდან ტოიოტა პრიუსის დალომბარდების სურვილს, არამედ ზოგადად იმ გარემოებას მაინც, რომ თუნდაც სრულიად უცხო პიროვნება დაინტერესებული იყო ავტომანქანის ლომბარდში დაგირავებით. ავტომანქანის ლომბარდში დაგირავებისა და ამ გზით აღებული ფულადი თანხის ბრალდებულებისათვის გადაცემის მოთხოვნასთან მიმართებაში ასევე წინააღმდეგობრივია დაზარალებულის ჩვენება, მან გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში მიუთითა, რომ როდესაც ნახეს, რომ ავტომანქანა იყო მის სახელზე, მას მოსთხოვეს მისი კუთვნილი ავტომანქანის ლომბარდში დაგირავება, ხოლო სასმართლოში დაკითხვისას განმარტა, რომ მან თავადვე შესთავაზა ბრალდებულებს მისი ავტომანქანის ლომბარდში დაგირავება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ მოპოვებულა ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულთა მხრიდან მათთვის შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც უტყუარად არ დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი ერთმანეთის თანმხვედრი მტკიცებულებებით, უნდა გადაწყდეს არა ბრალდებულების საუარესოდ, არამედ მათ სასიკეთოდ.

 

სასამართლოს შეფასებით, პ---–-----–-----ის, ი-----–---------–იას, ს--------------–---–ის, მ-----–------–---–ის და ზ---–-----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდება არ ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის წარმოდგენა, რომელიც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, კერძოდ: დაზარალებულის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებსა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებას შორის არის წინააღმდეგობა ერთმანეთთან. საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა პ---–-----–-----ის, ი-----–---------–იას, ს--------------–---–ის, მ-----–------–---–ის და ზ---–-----–--ის მიერ ა-–-------------–---ის მიმართ განხორციელებული ყაღაღობის ჩადენის ფაქტი. შესაბამისად, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო ეჭვების გაბათილება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის არასარწმუნო, არადამაჯერებელი, არ არის ურთიერთშეთანხმებული, წინააღმდეგობებია მათ შორის, რის გამოც, არსებული ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულების სასიკეთოდ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე (სსკ-ის 125-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

 

აღნიშნული სტანდარტით მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის ჩვენება არ აკმაყოფილებს მტკიცებულების უტყუარობისა და დამაჯერებლობის კრიტერიუმებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები: გ-----------------ე, ნ-----–--–-------–---–ი,ნ----–----------–-–--ლი, ი-–-----------ე, გ---------------–ია, გ---------------–---ი, ჯ------------ე, გ------------------ე, დ------------ე, დ--------------–---–ი, გ-----------------ე, ბ---------------ე, ს------------–---ია არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმეები. პოლიციის თანამშრომელებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა და მიმდინარეობა და შედეგები, ექსპერტებმა მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, ხოლო დანარჩენ მოწმეებს საერთოდ არ აქვთ ინფორმაცია შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენების შესახებ.

 

ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოწმეების: გ-----------------ის, ნ-----–--–-------–---–ის, ნ----–----------–-–--ლის, ი-–-----------ის, გ---------------–იას, გ---------------–---ის, ჯ------------ის, გ------------------ის, დ------------ის, დ--------------–---–ის, გ-----------------ის, ბ---------------ის, ს------------–---იას ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ ა-–-------------–---ეზე განხორციელდა ყაჩაღური თავდასხმა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულების მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

 

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სხვა პირდაპირი მტკიცებულება, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რაც დაადასტურებდა პ---–-----–-----ის, ი-----–---------–იას, ს--------------–---–ის, მ-----–------–---–ის და ზ---–-----–--ის მიერ ა-–-------------–---ის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი მოწმის (დაზარალებულ ა-–-------------–---ის) პირდაპირი ჩვენება, რომელიც ამავდროულად არ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს (არ არის დამაჯერებელი, სარწმუნო) არ არის საკმარისი ა-–-------------–---ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტის უტყუარად დასადგენად.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულების (მსჯავრდებულების) სასარგებლოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლია მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმეების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ბრალდებას ეკისრება და რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში საქმე ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (იხ. Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain, § 77; Lavents v. Latvia, § 125 Melich and Beck v. the Czech Republic, § 49) .

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა პ---–-----–-----ის, ი-----–---------–იას, ს--------------–---–ის, მ-----–------–---–ის და ზ---–-----–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა პ---–-----–-----ის, ი-----–---------–იას, ს--------------–---–ის, მ-----–------–---–ის და ზ---–-----–--ის მხრიდან ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც, პ---–-----–-----ე, ი-----–---------–ია, ს--------------–---–ი, მ-----–------–---–ი და ზ---–-----–--ე საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდნენ, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

რაც შეეხება მ-----–------–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული უტყუარად არის დადასტურებული საქმეში წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით, კერძოდ:

 

სასამართლოს დასკვნა მ-----–------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლთან მიმართებაში, გარდა ბრალდებულ მ-----–------–---–ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: პირადი გასინჯვისა და ნივთების გასინჯვის Nა–--------- ოქმს, ლ----------–---–ის გამოკითხვის ოქმს, ზ----------------–---–ის გამოკითვის ოქმს, ნარკოლოგიური შემოწმების N7------ დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განაჩენს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენით, მ-----–------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათის ოდენობით. მ-----–------–---–ს 2015 წლის 20 ივლისიდან - 2----–-–---------------ს ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე იგი ჩაითვალა სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზშივე.

 

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

2016 წლის 30 მარტის ნარკოლოგიური შემოწმების #7------ დასკვნით დადგენილია, რომ მ-----–------–---–ი კლინიკურად არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ხოლო ლაბორატორიულად დაუდგინდა ამფეტამინის, მეტამფეტამინის მოხმარების ფაქტი.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული (უდავო) მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მ-----–------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ბრალდებულ მ-----–------–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის (აღნიშნულ ბრალდებაში თავად ბრალდებულმაც თავი დამნაშავედ სცნო).

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ქმედების ჩამდენი პირის ფიზიკური და ზნეობრივი ჯანმრთელობა. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო მოხმარებაში; ბ) ქმედების ჩამდენ პირს „ა“ პუნქტში აღნიშნული ქმედებისათვის უნდა იყოს ნასამართლობის მქონე პირი. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია ორივე ობიექტური ნიშნის სავალდებულოდ არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ-----–------–---–ი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------ს განაჩენით იყო რა ნასამართლევი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მან კვლავ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, კერძოდ: 2016 წლის 30 მარტს ნარკოტიკული შემოწმებისას მ-----–------–---–ს დაუდგინდა „ამფეტამინის“ და „მეტამფეტამინის“ მოხმარების ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ-----–------–---–ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და მ-----–------–---–ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–------–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-----–------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული მ-----–------–---–ი აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს. ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ მ-----–------–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით; ამასთან, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას 3 (სამი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებები. იმის გათვალისწინებით, რომ მ-----–------–---–ი იმყოფებოდა პატიმრობაში, მას საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ლომბარდიდან გამოთხოვილი ინფორმაცია DVD დისკზე, კაზინო ა-------ან გამოთხოვილი ინფორმაცია ორ DVD დისკზე, სს „ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია CD დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, 2018 წლის 1 იანვრის N--------- წერილით მიღებული ორი ცალი CD დისკი, 2017 წლის 5 დეკემბრის N----------- წერილით მიღებული ოთხი ცალი CD დისკი და ერთი ცალი CD დისკი სასამართლო სხდომის ოქმი, შპს „მობიტელიდან“, შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ორ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- კ-------ე ბარიდან ამოღებული ჩამწერი მოწყობილობა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ს--------------–---–ის კუთვნილი ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ი-----–---------–იას და პ---–-----–-----ის კუთვნილი ტელეფონები, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 270-274-ე, 275-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ-----–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

2. მ-----–------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი)ლარის ოდენობით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2018 წლის 8 იანვრიდან - 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, მ-----–------–---–ს შეუმსუბუქდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

 

4. „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მ-----–------–---–ს 3(სამი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;

 

5. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის უწყებებს.

 

6. მ-----–------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

7. ზ---–-----–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

8. ზ---–----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

9. პ---–-----–-----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

10. პ---–-----–-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

11. ს--------------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

12. ს--------------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

13. ი-----–---------–ია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

14. ი-----–---------–იას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ლომბარდიდან გამოთხოვილი ინფორმაცია DVD დისკზე, კაზინო ა-------ან გამოთხოვილი ინფორმაცია ორ DVD დისკზე, სს „ს----------–--------იდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია CD დისკზე დალუქულ მდგომარეობაში, 2018 წლის 1 იანვრის N--------- წერილით მიღებული ორი ცალი CD დისკი, 2017 წლის 5 დეკემბრის N----------- წერილით მიღებული ოთხი ცალი CD დისკი და ერთი ცალი CD დისკი სასამართლო სხდომის ოქმი, შპს „მობიტელიდან“, შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ორ CD დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

- კ-------ე ბარიდან ამოღებული ჩამწერი მოწყობილობა დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ს--------------–---–ის კუთვნილი ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

- ი-----–---------–იას და პ---–-----–-----ის კუთვნილი ტელეფონები, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–-------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.

 

4. გამართლებულებს განემარტოთ, რომ მათ უფლება აქვთ აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი