განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
330100118002624806
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა

გიორგი გარაშვილის მდივნობით

პროკურორ – ნ----- ქ--------–-–---–ის

ბრალდებულ _ გ-------– ო-----–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

_ გ-------– დ--------ს ძე ო-----–---–ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), ნასამართლობის მქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–---------------–------------ში, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, იმ დანაშაულების ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-------– ო-----–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ფსიქიკური ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, ესე იგი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

გ-------– ო-----–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გ-------– ო-----–---–ი იმყოფებოდა ქ------–--–---------------–------------ში, რა დროსაც მეუღლეს - ვ----–---- ტ-----------ს, 11 წლის შვილის - მ------ ო-----–---–ის თანდასწრებით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხელი დაარტყა თავში და შემდეგ ყელში მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ე.ი. გ-------– ო-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით.

გარდა ამისა, 2018 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გ-------– ო-----–---–ი იმყოფებოდა ქ------–--–---------------–------------ში, რა დროსაც მეუღლეს - ვ----–---- ტ-----------ს დაემუქრა, რომ მოკლავდა, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ე.ი. გ-------– ო-----–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლოს დასკვნა გ-------– ო-----–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ გ-------– ო-----–---–ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემაკავებელ ორდერს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას, დაზარალებულისა და მოწმეების გამოკითხვის ოქმებს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------------ის განაჩენით გ-------– ო-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, რომლის ვადა, თბილისის პრობაციის ბიუროს წერილის თანახმად, უსრულდებოდა 2018 წლის 24 ოქტომბერს.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ გ-------– ო-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას.

აღსანიშნავია, რომ სასჯელი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს მკაცრად ინდივიდუალური და ადეკვატური. ბუნებრივია, რომ დამნაშავის დასჯაცა და მის მიმართ ჰუმანური ღონისძიებების გატარებაც სახელმწიფოს პრეროგატივაა, მაგრამ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობის გამოყენებამ და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების კუთხით. მოცემულ შემთხვევაში გ-------– ო-----–---–ის მიმართ წარსულში გავრცელებული შეღავათების მიუხედავად, მისი მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელება მაინც არ შეწყვეტილა, კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება შეღავათიან სასჯელზე და განესაზღვრა მხოლოდ 1 წლიანი პირობითი მსჯავრი, მან გამოსაცდელი ვადის განმავლობაში კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი და ძალადობრივი დანაშაული ოჯახის წევრის მიმართ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ არასაპატიმრო სასჯელმა ვერ უზრუნველყო მისი სათანადო ქცევა და ვერ შეაკავა მისი დანაშაულებრივი ქმედებები.

სასამართლო მოცემული კატეგორიის საქმეთა განხილვისას სხვა გარემოებებთან ერთად საგანგებო ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათს და მის ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ძალადობა არ ყოფილა პირველი შემთხვევა და მას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. დაზარალებულის თქმით, ,,გ-------– ო-----–---–ი ჩემზე წარსულშიც ძალადობდა შვილების თანდასწრებით, რა დროსაც მირტყამდა ხელ-ფეხს სხეულის სხვადასხვა ადგილას, უმეტესად თავში, მეპყრობოდა როგორც ცხოველს“, ასევე საყურადღებოა მისივე ნათქვამი მუქარასთან დაკავშირებით: ,,შვილების თანდასწრებით მემუქრებოდა, რომ მომკლავდა მეც და დედაჩემსაც და ჩვენი თავებით ითამაშებდა ფეხბურთს, რასაც მე აღვიქვამდი რეალურად და ვიყავი ჩუმად და ვემორჩილებოდი მას“. ოჯახში ძალადობის სისტემატურობაზე მიუთითებს 11 წლის მ------ი და აღნიშნავს, რომ „დადასა და მამას შორის ჩხუბი ბოლო ერთი წელია გადავიდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, მაგრამ დედას დახმარებისთვის პოლიციაში არ მიუმართავს იმის გამო, რომ მამასი ეშინოდა და ეშინია დღემდე“ და იგი იხსენებს იმ ფაქტს, როცა მამამ ძლიერად მოუჭირა ხელი დადას ყელზე, რის გამოც თავად შიშისაგან საწოლში დაიმალა.

აღსანიშნავია, რომ ძალადობრივი ხასიათის დანაშაული გ-------– ო-----–---–ს პირველად არ აქვს ჩადენილი. იგი ერთი წლის წინ იქნა გასამართლებული იმის გამო, რომ ცემის შედეგად პირს მიაყენა მხრის სახსრის ამოვარდნილობა და მხრის ძვლის თავის ბორცვის მოტეხილობა, რისთვისაც მას განესაზღვრა პირობითი მსჯავრი, თუმცა მან მაინც გააგრძელა ძალადობრივი დანაშაულის ჩადენა, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლებაში ყოფნის პირობებში მისი მხრიდან არსებობს დანაშაულის რეციდივის რისკი, რაც აღკვეთილი უნდა იქნეს შესაბამისი სასჯელით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი და სასჯელის დანიშვნა უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად, რაც მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციის ქვედა ზღვარის გათვალისწინებით შეადგენს 2 წელს, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირობით მსჯავრდებულის მიერ გამოსაცდელ ვადაში ჩადენილია კვლავ განზრახი დანაშაული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის მიმართ კვლავ პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, სავალდებულო წესით უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი, ხოლო ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა და დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში მიღებით გამოყენებულ უნდა იქნეს სასჯელთა შთანთქმის და არა სრული ანდა ნაწილობრივი შეკრების პრინციპი, საბოლოოდ, დანიშნული სასჯელი კი ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან გ-------– ო-----–---–ის მიმართ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება სასამართლოს მიზანშეუწონლად მიაჩნია, რადგან ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა (მისი განმარტებით, აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები, რის გამოც ფიზიკური შრომა არ შეუძლია), არ იძლევა მისი გამოყენების შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ-------– ო-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. გ-------– ო-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ-------– ო-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს გ-------– ო-----–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–-----------------ის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-------– ო-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. გ-------– ო-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 31 ივლისიდან.

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი