განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2---18
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - ეკატერინა მანჯგალაძის, გიორგი გარაშვილის,პროკურორ - დ----- ხ--------ის,ადვოკატ - ი----- ქ-----–--ის,მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა------–-–-- ზ--ის, დაბადებულის 1--- წლის 1--------–ს, თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქის, თ--------ის პირადობის მოწმობის ნომრით 1----------, ნასამართლობის არმქონის, დროებით თბილისი, წ---–-----ის ქუჩა, კ-------------, ბ-------ში მცხოვრების, ამჟამად ძებნილის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად ა------–-–-- ზ--ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება და მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა------–-–-- ზ--მა დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ,,BROWNING 1910“ მოდელის, 7,65 მმ კალიბრის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნები და დაუდგენელი მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი და უკანონოდ ინახავდა, კერძოდ 2017 წლის 8 დეკემბერს 2200 საათზე, თბილისში, გ---–--ას ქ. N--ში, ო--------–------------------ში განთავსებული რესტორან ,,ი---------–ის“ შესასვლელთან, ა------–-–-- ზ--მა და ი-–---- ჯ--მა იკამათეს, რესტორნის წილების გაყოფასთან დაკავშირებით, რა დროსაც ა------–-–-- ზ--მა ამოიღო საქამრიდან მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი ,,BROWNING 1910“ მოდელის, 7,65 მმ კალიბრის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნებით, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა დ ატარებდა. დაემუქრა ი-–---- ჯ--ს სიცოცხლის მოსპობით და გაისროლა, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორიცელების საფუძვლიანი შიში.
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა უშუალო მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე უდავოდ ცნობილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ადგილი აქვს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ:
მოწმე ი-–---- ჯ--მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თბილისში, ო--------–------------ზე ფლობს რამდენიმე ობიექტს, სადაც მის ნაცნობ ა------–-–-- ზ--ს უნდოდა ერთ-ერთი რესტორნიდან წილი. შეთანხმდნენ, რომ ბრალდებული ბეს სახით გადაუხდიდა 20 000 აშშ დოლარი, თუმცა მისცა 1 200 აშშ დოლარი, რაც მან უკან დაუბრუნა, რადგან დარჩენილ ფულს არ აძევდა. ა------–-–-- ზ--მა შესთავაზა, რომ თანხას არ მისცემდა და გახდებოდა პარტნიორი, რაზეც ი-–---- ჯ--ი არ დათანხმებულა. შემთხვევის დღეს დაახლეობით 2200 საათზე სხვა პირებთან ერთად იჯდა სუფრაზე, რა დროსაც მასთან მივიდა ბრალდებული და იკამათეს, რაც გაგრძელდა რესტორნის გარეთაც, რა დროსაც ა------–-–-- ზ--მა ამოიღო იარაღი, შეშინებულმა ი-–---- ჯ--მა მუშტი ჩაარტყა, შევიდა შიგნით და ბრალდებულის შესაშინებლად და თავის დასაცავად აიღო დანა, რათა ამ უკანასკნელს შეშინებოდა და გაქცეულიყო. ა------–-–-- ზ--მა იარაღით ესროლა, ი-–---- ჯ--ი მე-2 რესტორანში გაიქცა, სადაც ბრალდებულს შესაშინებლად ესროლა ბოთლი, რომელიც მოხვდა ფანჯრის მინას და ჩაიმსხვრა. საბოლოოდ ა------–-–-- ზ--ი გაიქცა. მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებული ხშირად ამბობდა, რომ თ--------ში 2 კაცი მოკლა და საქართველოში ყალბი პასპორტით გადმოვიდა. ამასთან იარაღის ამოღებამდე ის ემუქრებოდა, კერძოდ ეუბნებოდა, რომ დასაკარგი ისედაც არაფერი ჰქონდა, შესაბამისად მუქარა რეალურად აღიქვა, მითუფრო ბრალდებულმა ესროლა კიდეც.
მოწმე ჯ------- თ-----------–უმ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს - 2017 წლის 8 დეკემბერს ზ------- ა-–--ის კაფეში სუფრასთან ისხდნენ ის, ი-–---- ჯ--ი, უ---- ე----ი, ი-–-ან ვ----. რაღაც დროის შემდეგ ი-–---- ჯ--მა თქვა, რომ ცოტა ხნით გადავიდოდა რესტორნის გვერდზე მდებარე მის რესტორანში და გავიდა, დაახლოებით 10 წუთში სირბილით დაბრუნდა რესტორანში და უკანა გასასვლელიდან გავიდა, მისი გასვლიდან დაბრუნებამდე შუალედში ჯ------- თ-----------–უმ გაიგონა გასროლის ხმა, მაგრამ რადგან იყო ნასვამი ყურადღება არ მიაქცია. ამასთან, ი-–---- ჯ--ის რესტორანში შერბენის შემდეგ რესტორანთან მივიდა ა------–-–-- ზ--ი, იგივე - დოდო, თუმცა შიგნით არ შესულა, გარედან 1 თუ 2-ჯერ დაუძახა ი-–---- ჯ--ს, რომ მოკლავდა, რა დროსაც ხელი ედო საქამრეზე. მანვე დაუძახა ჯ------- თ-----------–უს და მოუწოდა გასულიყო გარეთ, რადგან ეჩვენებინა თუ რა გაუკეთა დაზარალებულმა. დაძახებისთანავე ი-–----ხ ჯ--მა მაგიდიდან აიღო ბოთლი და ესროლა ბრალდებულს, ამის დანახვაზე ბრალდებული გაიქცა. ბოთლი ფანჯარას მოხვდა, ნამტვრევები კი მიმტანს დაემსხვრა თავზე. მოწმემ განმარტა, რომ ა------–-–-- ზ--ის ხელში არაფერი შეუმჩნევია, მაგრამ მარჯვენა ხელს მალავდა. მოწმემ დაადასტურა, რომ ჯ-- ი-–----ს შემოსვლისას ხელში არაფერი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ დაავლო ხელი დანას, რაც იმ წამსვე გააგდებინეს. მისთვის უცნობია რა მოხდა ა------–-–-- ზ--სა და ჯ-- ი-–----ს შორის, ჭორის დონეზე გაიგო, რომ რესტორნის გამო იჩხუბეს. მოწმემ უარყო წინასწარ გამოძიებისას მიცემული ჩვენება, რომ მას იარაღი არ დაუნახავს, მაგრამ როცა შარვლის საქამრეში რაღაცას იდებდა აღიქვა იარაღად და განმარტა, რომ მას ასეთი ჩვენება არ მიუცია, კითხვაზე - რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის ნივთი, რომელსაც აბდულაჰი იდებდა, უპასუხა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო იარაღი.
მოწმე ჰ---- ი----–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 8 დეკემბერს რესტორანში ყოფნისას მისთვის უცნობი მიზეზის გამო ბრალდებული ა------–-–-- ზ--ი კამათობდა ი-–---- ჯ--თან, კამათის შემდეგ ისინი გავიდნენ გარეთ, გასვლიდან მცირე დროში გაიგონა იარაღის გასროლის ხმა, თუმცა ვინ ვის ესროლა არ დაუნახავს, რადგან შიგნით იმყოფებოდა. გასროლის შემდეგ ი-–---- ჯ--ი რესტორანში შევიდა სირბილით, ა------–-–-- ზ--ი გაეკიდა, ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა პატარა იარაღი - პისტოლეტი. არცერთისთვის შეუნიშნავს დაზიანება. ბრალდებული მალევე გაიქცა შემთხვევის ადგილიდან, ყველაფერი 1 წამში განვითარდა, ი-–---- ჯ--ი მირბოდა და ა------–-–-- ზ--ი იარაღით მისდევდა. მოწმემ დაადასტურა, რომ გავიდა რესტორნიდან, რათა გაეგო რა მოხდა, როგორც უთხრეს ა------–-–--ს ცეცხლსასროლი იარაღიდან უსვრია ჯე----ისთვის, თუმცა ამ უკანასკნელს არ მოხვედრია, იარაღის გასროლის შემდეგ უცებ გავიდა გარეთ და დაინახა, რომ გარბოდნენ.
მოწმე რ----- კ-----------–უმ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ი-–---- ჯ--თან ერთად არის მეწილე და მათ იქირავეს ადგილი. ბრალდებულ ა------–-–-- ზ--ის იცნობდა სახელით - დოდო. შემთხვევის დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილიდან 60-70 მეტრში სხვა რესტორანში, დაახლეობით 10-11 ნახევარზე დაიძახეს თურქულად - ,,მიშველეთ“, ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა, რომ ა------–-–-- ზ--ის სისხლი სდიოდა, იარაღი არ დაუნახავს. როგორც შემდეგ ა-–-----–-------ისგან გაიგო ბრალდებულსა და დაზარალებულს ჰქონდათ კონფლიქტი თანხაზე - 4000-5000-ზე, რომელიც დოდოს მიუცია ჯ--ისთვის და უკან ვეღარ იბრუნებდა, რის გამოც მოხდა შელაპარაკება.
მოწმე თ-- ა--–----იამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ბრალდებულ ა------–-–-- ზ--ს და დაზარალებულ ი-–---- ჯ--ს იცნობს. შემთხვევისას იმყოფებოდა ო--------–------------თან - თურქულ რესტორანში და მუშაობდა. დაახლოებით 11 საათისთვის შევიდა რესტორნის გვერდზე მდებარე რესტორნის მეპატრონე ჯ-- ი-–----ი 6-7 თურქთან ერთად, აღნიშნულ რესტორანში საჭმელად დადიოდა ა------–-–-- ზ--ი, შესაბამისად თ-- ა--–----იამ ვიზუალურად იცნობდა, თუმცა სახელი და გვარი არ იცოდა. რაღაც დროის შემდეგ ნასვამი ჯ--ი გავიდა გარეთ, დაახლოების 15-20 წუთში შეირბინა საპირფარეშოში, მას მისდევდა ა------–-–-- ზ--ი, თუმცა ეს უკანასკნელი რესტორანში არ შესულა. ა------–-–-- ზ--ი თავზე იყო სისხლიანი და თურქულად ამბობდა - „დედას მაინც გიტირებ“. 2-3 წუთის შემდეგ ჯ--მა მაგიდიდან აიღო ალკოჰოლური სასმელი რაკის დიდი ბოთლი და ისროლა მოგერიების მიზნით, ა------–-–-- ზ--ს კონფლიქტის აღმოსაფხვრელად ეუბნებოდნენ, რომ მოკლავდა თუ არ გაიქცეოდა, ეს უკანასკნელი მოაცილეს რესტორანს, მაგრამ ძალიან დასისხლიანებული იყო, იმასაც კი ეჭვობდნენ გადარჩება თუ არა. იმავდროულად თ-- ა--–----იამ გაიგო სროლის ხმა, თუმცა ფეიერვერკის ხმა ეგონა, რადგან საახალწლო პერიოდი იყო, თუმცა როგორც გაიგო ა------–-–-- ზ--ს გაქცევამდე უსვრია 1-2-ჯერ. მოგვიანებით ასევე გაიგო, რომ ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მოხდა კონფლიქტი ფულთან დაკავშირებით. ამასთან თავად თ-- ა--–----ია დაზიანდა, როცა ი-–---- ჯ--მა ისროლა ბოთლი, კერძოდ მოხვდა შუშის ნატეხი.
მოწმე გ--- მ----–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის არის ს----------–----–--------------------------------–--------–-–-------------------–---- უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 9 დეკემბერს ო--------–------------------ის მიმდებარე ტერიტორიიდან განყოფილებაში შევიდა შეტყობინება და დაიწყო გამოძიება ა------–-–-- ზ--ის მიერ მუქარისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვისა და ტარების ფაქტზე. საგამოძიებო ჯგუფებმა ჩაატარეს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოიღეს ნივთმტკიცებები, გამოკითხეს ფაქტის შემსწრე მოწმეები, რომლებიც გამოკითხეს თარჯიმნის მონაწილეობით და ყველა საგამოძიებო მოქმედებას, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თარჯიმანი, შენიშვნა და პრეტენზია არ ჰქონდათ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირებს. გარდა ამისა დაათვალიერა ჯე---- მაზის მიერ წარდგენილი ფოტოსურათები, რომელზეც როგორც თავად აღნიშნავდა იყო ა------–-–-- ზ--ი. დაინიშნა კომპლექსური, ტრასოლოგიური, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური და ბალისტიკური ექსპერტიზა.
მოწმე ო-–-- ბ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის არის ს----------–----–--------------------------------–--------–-–-------------------–--აში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2017 წლის 9 დეკემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ფაქტთან დაკავშირებით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი და განაწილდა საგამოძიებო მოქმედებები. ო-–-- ბ-------–---–მა კრიმინალისტებთან ერთად დაევალა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, ამოიღეს 1 მასრა, დანა, შუშის ნატეხი და წითელი ლაქის ნიმუში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ყველა მონაწილე პირი გაეცნო და მოაწერა ხელი. ო-–-- ბ-------–---–მა დაკითხა ფაქტის შემსწრე ჯ------- თ-----------–უ, ასევე ჰ---- ი----–ი, ა-–-- ზ-------ი, რომლის დაწესებულებაშიც მიიღო დაზიანება თ-- ა--–----იამ.
მოწმე შ---–-- ს-----–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის არის ს----------–-----–--------------------------------–--------–-–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 8 დეკემბერს მიიღო ინფორმაცია, რომ ქ. თბილისში გ---–--ას ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღის გასროლა განახორციელა ა------–-–-- ზ--მა, რომელიც დროებით ცხოვრობდა ო---- ც------ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - თბილისი, წ---–-----ის ქუჩა, კ-------------, ბ-------ში. ასევე მიიღო ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ბინაში ა------–-–-- ზ--ი უნდა ინახავდეს ცეცხლსასროლ იარაღს და ტანსაცმელს, რომელიც ეცვა დანაშაულის ჩადენის დღეს. ინფორმაცია მიღებისთანავე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას და დაიკითხა.
მოწმე ნ---- თ------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის არის ს----------–----–--------------------------------–--------–-–-------------------–--აში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2017 წლის 8 დეკემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თ-- ა--–----იას ჯანმრთელობის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ფაქტთან დაკავშირებით. ნ---- თ------–---–მა გამოკითხა ი----------------------------–--------–-–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი შ---–-- ს-----–--ე, რომელმაც მიიღო ინფორმაცია 2017 წლის 9 დეკემბერს, რომ 8 დეკემბერს გ---–--ას ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა განახორციელა თ--------ს მოქალაქე ა------–-–-- ზ--მა.
მოწმე ბ--------- ბ-----–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობდა ს----------–----–--------------------------------–--------–-–-------------------–--აში, სადაც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე თ-- ა--–----იას ჯანმრთელობის დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ფაქტზე. შ---–-- ს-----–--ემ მიიღო ქნა ინფორმაცია, რომ თ--------ის მოქალაქე ა------–-–-- ზ--ის მიერ გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ინახავდა, ო---- ც------ის კუთვნილ, მის დროებით საცხოვრებელ ბინაში, სადაც ჩატარდა ჩხრეკა და სხვადასხვა პირად ნივთებთან ერთად ამოღებულ იქნა ა------–-–-- ზ--ის პირადობის მოწმობის ასლი, მაგთის მიერ გაცემული ნომრის დადასტურების ბარათი, რომელიც გაცემული იყო ა------–-–-- ზ--ის სახელზე. ბ--------- ბ-----–-–---–მა ასევე გამოკითხა მაკლერი - მ------ რ------–---–ი, რომლის მეშვეობითაც ო---- ც------ემ მიაქირავა ბინა ა------–-–-- ზ--ს.
მოწმე ო---- ც------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბერში მისი შვილი ბინა, რომელიც მდებარეობდა თბილისში, წ---–-----ის ქ. N--, ბ-------ში, ნაცნობის დახმარებით მიაქირავა უცხოელს. ამ უკანასკნელმა 2 თვის ფული წინასწარ გადაუხადა, რის შემდეგაც აღარ გამოჩენილა.
მოწმე მ------ რ------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაკავებულია ბინების ქირაობა-გაქირავების საქმიანობით. მის ოფისში იმყოფებოდა ო---- ც------ე, რომელსაც სურდა ბინის გაქირავება. აღნიშნულიდან 2 დღეში კი მასთან მივიდა ა------–-–-- ზ--ი, რომელსაც მეგობართან ერთად სურდა ბინის ქირაობა. შესაბამისად მ------ რ------–---–მა ა------–-–-- ზ--ს შესთავაზა ო---- ც------ის ბინის ქირაობა. ხელშეკრულება შეავსებინა ოფიციალურად, სადაც დაფიქსირდა დამქირავებლის მონაცემები, მაგრამ რადგან ა------–-–-- ზ--ს არ ქონდა პირადობის მოწმობა მისი მეგობრის მუსტაფა თექინის პირადობის ასლი გადაიღო. დამქირავებლებმა გადაუხადეს 2 თვის ქირა - 600 აშშ დოლარი და მისგან უნდა წაეღოთ გასაღები, თუმცა არ მიაკითხეს, რის გამოც მ------ რ------–---–მა გასაღები დაუბრუნა ო---- ც------ეს.
მოწმე მ---- ბ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ის არის შსს ს----------------------–--------რი დ-------------ში. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა და განმარტა, რომ საკვლევ ობიექტზე დანაზე, ხელის კვლები არ გამოვლინდა.
მოწმე გ------- ძ-------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ის არის შსს ს----------------------–--------რი დ-------------ის ბ--–-------------------------------------–--ის მთავარი ექსპერტი, მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: ს--------------- საქმეზე წარმოდგენილი: 1.2. ერთი ცალი ობიექტი არის თურქული წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 7,65 მმ. კალიბრის, ,,BROWNING” 1900 წლის ნიმუშის ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი - მასრა, განკუთვნილი 7,65 მმ. კალიბრის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისათვის, პისტოლეტებისათვის: ,,7,65 mm Browning, 7,65 mm ACP, 7,65 mm Browning M 1897, 7,65 mm Browning M 1900, 7,65 mm Pistole Browning, Mauzer, Beretta, 7,65 mm Holland P.S N 19, 7,65 mm Mauzer, 7,65 mm pistolen-Patrone N°19, 7,65 mm Pistolen-Patrone 206 (h), 7,65 mm Selbestlade-Pistolen, 7,65 mm (.32) Automatic, Walther Mod. 4, Walther PP, Walther PPK” და სხვა. მასრა არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,65 მმ. კალიბრის იარაღში; 3. ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 7,65 მმ. კალიბრის, ,,BROWNING” 1900 წლის ნიმუშის ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი - ტყვია, ,,7,65 mm Browning, 7,65 mm ACP, 7,65 mm Browning M 1897, 7,65 mm Browning M 1900, 7,65 mm Pistole Browning, Mauzer, Beretta, 7,65 mm Holland P.S N 19, 7,65 mm Mauzer, 7,65 mm Pistolen-Patrone N°19, 7,65 mm Pistolen – Patrone 206 (h), 7,65 mm Selbestlade – Pistolen, 7,65 mm (.32) Automatic, Walther Mod. 4, Walther PP, Walther PPK” და სხვა. ტყვია არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,65 მმ. კალიბრის იარაღის ლულიდან. ტყვიაზე შესაბამისი მარკირების არარსებობის გამო, მისი მწარმოებლის დადგენა ვერ მოხერხდა.
მოწმე დ------ კ------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ის არის შსს ს----------------------–--------რი დ-------------ის ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მეირ 2018 წლის 28 იანვარს ჩატარებული კრიმინალისტიკური ექსპერტიზა, რა დროსაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკვლევად წარდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივი იარაღთა კატეგორიას.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმე უ----- ჰ---------–უს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც: მის ნაცნობებს თბილისში ჯ--სა და ზ--ის გვერდი-გვერდ აქვთ სასადილოები, 2017 წლის 8 დეკემბერს ის, ჯ--ი და ჯ-------ი შევიდნენ ზ--ის სასადილოში, ცოტახანში მივიდა ი-–-ან ვ----, სასადილოში ასევე იყვნენ მისი ნაცნობებიდან: ზ--ი, ამ უკანასკნელის ქალიშვილი გ----–-----–-ი, მიმტანი ა-–--–ა და სხვა პირები. ცოტახანში ჯ--ი გავიდა თავის სასადილოში, რის შემდეგაც მალევე გაისმა იარაღის გასროლის ხმა, რამდენიმე წამში რესტორანში შემოვარდა ჯ--ი, შევარდა სამზარეულოში აიღო დანა და გაემართა კარებისაკენ, თუმცა გარეთ არ გასულა, სასადილოს შემოსასვლელ დაინახა ა------–-–ა ხელში მუქი ფერის ცეცხლსასროლი იარაღით, ის ჯ--ის მიმართულებით იქნევდა იარაღს, ამ უკანასკნელს შეეშინდა, აიღო ბორჯომის ბოთლი და ისროლა სასადილოს კარების მიმართულებით, ჩაიმსხვრა მინა და ნამსხვრევები მოხვდა მიმტან ა-–--–ას მკერდის არეში, იმავე დროს ა------–-–ა გაიქცა. ჯ--ი იყო შეშინებული და კანკალებდა, მის კითხვაზე დაზარალებულმა უთხრა, რომ კონფლიქტი მოუვიდა ა------–-–ასთან, რომელმაც მას დაუმიზნა იარაღი, რის გამოც შეშინებული შევარდა ზექის სასადილოში, აბდულამ კი გაისროლა.
2017 წლის 9 დეკემბრის 0018 საათის შეტყობინებით ინციდენტის დროა: 2017 წლის 8 დეკემბრის 2246 საათი, მისამართი გ---–--ას ქ. N-.
2017 წლის 9 დეკემბრის შეტყობინებით ო--------–აში, გ---–-------ში მოქალაქე თ------ ძ-----–---–მა გაიგო გასროლის ხმა, ბარ ,,ზ----ში“, სადაც დახვდა ჩამტვრეული შუშა და მკერდზე ჭრილობით გადაყვანილი იქნა თ-- ა--–---ია.
2017 წლის 9 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში გ---–--ას ქ. N--ში, საიდანაც ამოღებული იქნა სუნის ნიმუში, დანა, ტყვიის გულა, მასრა, შუშის ნაჭრები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი კვალი.
2017 წლის 9 დეკემბრის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ შ---–-- ს-----–--ის პატაკის თანახმად 2017 წლის 8 დეკემბერს, თბილისში, გ---–--ას ქ. N--ში განთავსებულ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღიდან გაისროლა თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქე ა------–-–-- ზ--მა.
2017 წლის 26 დეკემბერს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად დაზარალებულმა ჯ-- ი-–----მა მიუთითა კონკრეტული რესტორნის იმ მაგიდაზე, სადაც 2017 წლის 8 დეკემბერს იჯდა ა------–-–-- ზ--თან ერთად იკამათა რესტორნის წილებთან დაკავშირებით, ასევე მიუთითა რესტორნის გარეთ ადგილზე, სადაც გააგრძელეს კამათი და სადაც საქამრისკენ წაიღო ხელი ბრალდებულმა, რის გამოც შეშინებულმა ჯ-- ი-–----მა დაარტყა ხელი სახეში, ბრალდებულს წარბიდან წამოუვიდა სისხლი და დაეცა მუხლებზე, იმავდროულად მან საქამრიდან ამოიღო პისტოლეტი და გადატენა. აღნიშნულის შემდეგ ჯ-- ი-–----მა რესტორანში მიუთითა ადგილზე, სადაც აიღო დანა, ასევე მიუთითა რესტორნის გარეთ ადგილზე, სადაც ა------–-–-- ზ--მა გაისროლა მისი მისამართით, რა დროსაც მათ შორის დაშორება იყო დაახლოებით 3 მეტრი. მანვე მიუთითა რესტორანზე, სადაც შევარდა, როდესაც ა------–-–-- ზ--ი ესროდა, რა დროსაც მან თავის მხრივ იროლა შუშის ბოთლი და ჩაამტვრია ფანჯარა.
2017 წლის 26 დეკემბრის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად დაზარალებულად იქნა ცნობილი ი-–---- ჯ--ი, რომელსაც მიადგა მორალური სახის ზიანი.
2017 წლის 27 დეკემბრის ძებნის გამოცხადების შესახებ დადგენილებით ბრალდებულ ა------–-–-- მ-------ის ძე ზ--ის მიმართ გამოცხადდა ძებნა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდებულის ბრალეულობაში, კერძოდ:
სხდომაზე დაკითხულმა შ---–-- ს-----–--ემ განმარტა, რომ მიიღო ინფორმაცია, რომ 8 დეკემბერს ქ. თბილისში გ---–--ას ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იარაღის გასროლა განახორციელა ა------–-–-- ზ--მა, რომელიც დროებით ცხოვრობდა ო---- ც------ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე - თბილისი, წ---–-----ის ქუჩა, კ-------------, ბ-------ში.
გ--- მ----–---–მა და ო-–-- ბ-------–---–მა განმარტეს, რომ სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, 2017 წლის 9 დეკემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად კი თბილისში გ---–--ას ქ. N--ის ტერიტორიიდან ამოღებული იქნა სუნის ნიმუში, დანა, ტყვიის გულა, მასრა, შუშის ნაჭრები, მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი კვალი.
ს----------–----–---------------------------ო ს----------------------–--------რი დ-------------ის დასკვნის თანახმად: ს--------------- საქმეზე წარმოდგენილი: 1.2. ერთი ცალი ობიექტი არის თურქული წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 7,65 მმ. კალიბრის, ,,BROWNING” 1900 წლის ნიმუშის ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი - მასრა, განკუთვნილი 7,65 მმ. კალიბრის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევებისათვის, პისტოლეტებისათვის: ,,7,65 mm Browning, 7,65 mm ACP, 7,65 mm Browning M 1897, 7,65 mm Browning M 1900, 7,65 mm Pistole Browning, Mauzer, Beretta, 7,65 mm Holland P.S N 19, 7,65 mm Mauzer, 7,65 mm pistolen-Patrone N°19, 7,65 mm Pistolen-Patrone 206 (h), 7,65 mm Selbestlade-Pistolen, 7,65 mm (.32) Automatic, Walther Mod. 4, Walther PP, Walther PPK” და სხვა. მასრა არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,65 მმ. კალიბრის იარაღში, ხოლო 3. ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 7,65 მმ. კალიბრის, ,,BROWNING” 1900 წლის ნიმუშის ვაზნის (საბრძოლო მასალის) შემადგენელი ნაწილი - ტყვია, ,,7,65 mm Browning, 7,65 mm ACP, 7,65 mm Browning M 1897, 7,65 mm Browning M 1900, 7,65 mm Pistole Browning, Mauzer, Beretta, 7,65 mm Holland P.S N 19, 7,65 mm Mauzer, 7,65 mm Pistolen-Patrone N°19, 7,65 mm Pistolen – Patrone 206 (h), 7,65 mm Selbestlade – Pistolen, 7,65 mm (.32) Automatic, Walther Mod. 4, Walther PP, Walther PPK” და სხვა. ტყვია არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 7,65 მმ. კალიბრის იარაღის ლულიდან. ტყვიაზე შესაბამისი მარკირების არარსებობის გამო, მისი მწარმოებლის დადგენა ვერ მოხერხდა.
თავის მხრივ დაზარალებულმა ი-–---- ჯ--მა განმარტა, რომ ა------–-–-- ზ--ს უნდოდა მისი ერთ-ერთი რესტორნიდან წილი, რასთან დაკავშირებითაც 2017 წლის 8 დეკემბერს დაახლეობით 2200 საათზე იკამათეს, რაც გაგრძელდა რესტორნის გარეთაც, ა------–-–-- ზ--მა ამოიღო იარაღი, შეშინებულმა ი-–---- ჯ--მა კი ჩაარტყა მუშტი, შევიდა რესტორანში და ბრალდებულის შესაშინებლად და თავის დასაცავად აიღო დანა, რათა ამ უკანასკნელს შეშინებოდა და გაქცეულიყო, ა------–-–-- ზ--მა იარაღით ესროლა. დაზარალებულმა განმარტა, რომ ბრალდებული ხშირად ამბობდა, რომ თ--------ში 2 კაცი მოკლა და საქართველოში ყალბი პასპორტით გადმოვიდა, შესაბამისად მისთვის მუქარა რეალური იყო, რადგან როგორც თავად ამბობდა დასაკარგი არაფერი ქონდა, მისი შიში კი გამართლდა, რადგან ბრალდებულმა ესროლა კიდეც.
გარდა დაზარალებულისა მოწმეებმა დაადასტურეს ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტი და ბრალდებულის ხელში ცეცხლსასროლი იარაღისა და სროლის ფაქტი, ასევე მის მიერ წარმოთქმული მუქარის შემცველი სიტყვები. მოწმეთა ჩვენები კი შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენებასთან, კერძოდ: მოწმე ჯ------- თ-----------–უმ განმარტა, რომ 2017 წლის 8 დეკემბერს რესტორანში იმყოფებოდა ი-–---- ჯ--თან ერთად, ეს უკანასკნელი გავიდა გარეთ, რა დროსაც გაიგონა გასროლის ხმა, დაახლოებით 10 წუთში კი სირბილით დაბრუნდა რესტორანში და უკანა გასასვლელიდან გავიდა, იმავდროულად რესტორანთან მივიდა ა------–-–-- ზ--ი, იგივე - დოდო, თუმცა შიგნით არ შესულა, გარედან 1 თუ 2-ჯერ დაუძახა ი-–---- ჯ--ს, რომ მოკლავდა, რა დროსაც ხელი ედო საქამრეზე. მანვე დაუძახა ჯ------- თ-----------–უს და მოუწოდა გასულიყო გარეთ, რადგან ეჩვენებინა თუ რა გაუკეთა დაზარალებულმა. დაძახებისთანავე ი-–---- ჯ--მა მაგიდიდან აიღო ბოთლი და ესროლა ბრალდებულს, ამის დანახვაზე ბრალდებული გაიქცა. მოწმემ კითხვაზე - რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის ნივთი, რომელსაც აბდულაჰი იდებდა, უპასუხა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო იარაღი.
ჰ---- ი----–მა განმარტა, რომ 2017 წლის 8 დეკემბერს რესტორანში ყოფნისას მისთვის უცნობი მიზეზის გამო ბრალდებული ა------–-–-- ზ--ი კამათობდა ი-–---- ჯ--თან, კამათის შემდეგ ისინი გავიდნენ გარეთ, გასვლიდან მცირე დროში გაიგონა იარაღის გასროლის ხმა, თუმცა ვინ ვის ესროლა არ დაუნახავს, რადგან შიგნით იმყოფებოდა. გასროლის შემდეგ ი-–---- ჯ--ი რესტორანში შევიდა სირბილით, ა------–-–-- ზ--ი გაეკიდა, ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა პატარა იარაღი - პისტოლეტი.
თ-- ა--–----იამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ რესტორნიდან გასული ნასვამი ი-–---- ჯ--ი დაახლოებით 15-20 წუთში სირბილით დაბრუნდა, მას მისდევდა ა------–-–-- ზ--ი, თუმცა ეს უკანასკნელი რესტორანში არ შესულა. ა------–-–-- ზ--ი თავზე იყო სისხლიანი და თურქულად ამბობდა - „დედას მაინც გიტირებ“. 2-3 წუთის ჯ--მა მაგიდიდან აიღო ალკოჰოლური სასმელი დიდი ბოთლი და ისროლა მოგერიების მიზნით, მოწმემ დაადასტურა, რომ გაიგო სროლის ხმა, თუმცა ფეიერვერკის ხმა ეგონა.
რ----- კ-----------–უმ განმარტა, რომ შემთხვევის დროს იმყოფებოდა შემთხვევის ადგილიდან 60-70 მეტრში სხვა რესტორანში, დაახლეობით 10-11 ნახევარზე დაიძახეს თურქულად - ,,მიშველეთ“, ფანჯრიდან გადაიხედა და დაინახა, რომ ა------–-–-- ზ--ის სისხლი სდიოდა, იარაღი არ დაუნახავს.
ასევე უ----- ჰ---------–უს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად 2017 წლის 8 დეკემბერს სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა ზ--ის სასადილოში, ცოტახანში ჯ--ი გავიდა გვერდზე მდებარე თავის სასადილოში, მისი გასვლიდან მალევე გაისმა იარაღის გასროლის ხმა, რამდენიმე წამში კი სასადილოში შემოვარდა ჯ--ი, აიღო დანა და გაემართა კარებისაკენ, თუმცა გარეთ არ გასულა, სასადილოს შემოსასვლელთან იყო ა------–-–ა და ჯ--ის მიმართულებით იქნევდა იარაღს, ამ უკანასკნელს შეეშინდა, აიღო ბორჯომის ბოთლი და ისროლა სასადილოს კარების მიმართულებით, ჩაიმსხვრა მინა და ნამსხვრევები მოხვდა მიმტან ა-–--–ას მკერდის არეში, იმავე დროს ა------–-–ა გაიქცა. ჯ--ი იყო შეშინებული და კანკალებდა, მის კითხვაზე დაზარალებულმა უთხრა, რომ კონფლიქტი მოუვიდა ა------–-–ასთან, რომელმაც მას დაუმიზნა იარაღი, რის გამოც შეშინებული შევარდა ზექის სასადილოში, აბდულამ კი გაისროლა.
სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, მითუფრო ტარება, რაც მომეტებული საშიშროების შემცველია, დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და იარაღის შესახებ კანონით განსაზღვრული წესი. მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა გულისხმობს პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, შენახვა გულისხმობს წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ქონას - ადგილსამყოფელის მიჩენას, ხოლო ტარება მოიცავს მასთან ერთად გადაადგილებას, კანონიერი უფლების არ არსებობისას, რაც შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით და სხვა. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულების სპეციფიკას და ხასიათს, რა თქმა უნდა ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად.
გარდა ამისა, კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი შემადგენლობა სახეზეა, მაშინ, როცა პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობით - სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის დაზიანება, ქონების განადგურება და სხვა, ისეთი ფორმით, რომ მუქარის ადრესატს მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. ის ფაქტი, რამდენად რეალურია, ან არის თუ არა საერთოდ რეალური მუქარის განხორციელება, დამოკიდებულია კონკრეტულ დაზარალებულის აღქმაზე და მის დამოკიდებულებაზე მუქარის ავტორთან.
საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით გათვალისწინებული მუქარა არ არის მხოლოდ განზრახვის გამომჟღავნება, რადგან ხშირ შემთხვევაში დამნაშავე შესაძლოა არც აპირებდეს მის განხორციელებას, თუმცა დაზარალებულის მიერ მუქარის რეალურად აღქმა უკვე იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავის მიზანს - ჰქონდა თუ არა მას გამიზნული მუქარის რეალიზაცია, რადგან პოტენციურ დამნაშავეს შეიძლება სამომავლოდაც არ ჰქონდეს გამიზნული მუქარის განხორციელება და სურდეს მხოლოდ პირის დაშინება.
განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულმა ი-–---- ზ--მა და კონფლიქტის შემსწრე მოწმეებმა დაადასტურა, რომ ბრალდებულს ჰქონდა იარაღი და დაზარალებულს დაემუქრა - მოკვლით, ამასთან გაისროლა კიდეც, თ-- ა--–----იას განმარტებით ა------–-–-- ზ--ი თავზე იყო სისხლიანი და თურქულად ამბობდა - „დედას მაინც გიტირებ“, ხოლო ჯ------- თ-----------–უმ განმარტა, რომ ბრალდებულმა გარედან 1 თუ 2-ჯერ დაუძახა ი-–---- ჯ--ს, რომ მოკლავდა, გარდა ამისა დაზარალებულმა განმარტა, რომ ა------–-–-- ზ--მა უთხრა, რომ მას თ--------ში 2 ადამიანი ყავდა მოკლული და დასაკარგია რაფერი ქონდა.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოცემულობაში ბრალდებულის მუქარა, გასროლასთან ერთად დაზარალებულისათვის იყო რეალურად აღქმადი და საფუძვლიანი შესაშინებლად, ბრალდებულის სიტყვები და ქმედებები დაზარალებულისათვის წარმოადგენდა მუქარით გადმოცემული ქმედების - მოკვლის, განხორციელების სისრულეში მოყვანის საფუძველს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, ბრალდებულის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ბრალდებულმა - ჩაიდინა ბრალად შერაცხული ყველა ქმედება, კერძოდ ის ფაქტი, რომ მას ჰქონდა იარაღი, საიდანაც გაისროლა, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებით, მოწმეთა ჩვენებით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურდა მის მიერ განხორციელებული თითოეული მოქმედება. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც ეჭქვეშ დააყენებდა მოწმეების მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენების შინაარსს, რომელთა ერთობლიობა ადასტურებს, რომ ა------–-–-- ზ--მა ნამდვილად ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედებები.
დაცვის მხარეს ასევე არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასამტკიცებლად, რომ დაზარალებული დაინტერესებული იყო ა------–-–-- ზ--ის ჩამოშორებით და სწორედ ამ გზით სცადა მისი ჩამოშორება, რაც გაგებულ უნდა იქნეს დაზარალებულის მხრიდან ერთგვარ პროვოკაციად, შესაბამისად დაცვის მხარის აღნიშნული მოსაზრებაც ვერ იქნება გაზიარებული.
სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებების ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ა------–-–-- ზ--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
საქმეში არსებული მასალების ობიექტურ, მიუკერძოებელ ანალიზსა და შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა კანონიერი და დასაბუთებულია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №------- გადაწყვეტილებაში ხაზგასმითაა მითითებულია პირის მსჯავრდებისათვის უტყუარი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობაზე, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს მის ბრალს დანაშაულის ჩადენაში, აგრეთვე იმის თაობაზე, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ და ობიექტურ დამკვირვებელს გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდებაზე. გარდა ამისა, საგულისხმოა ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმავე გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული პოზიცია, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. იმავე გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდება დაუშვებელია, როცა არ არსებობს დანაშაულში მისი მამხილებელი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს არწმუნებს წარდგენილ ბრალეულობაში.
შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, რომ ა------–-–-- ზ--მა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4 წლამდე, მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-6 წლამდე და მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 120-180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით 1 წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ა------–-–-- ზ--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულ ა------–-–-- ზ--ის მიმართ დანაშაულთა ერთობლიობით გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა------–-–-- ზ--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ა------–-–-- ზ--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
2. ა------–-–-- ზ--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;
3. ა------–-–-- ზ--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით, მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;
4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, დანა, მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქის ნიმუში საკონტროლო ანაწმენდთან ერთად, 2 ცალი შუშის ნაჭერი, თ-- ა--–----იას სისხლის ნიმუში (გადაგზავნილი ექსპერტიზაზე), 1 ცალი ტყვიის გულა და 1 ცალი მასრა, (გადაგზავნილი შ--------------------------–--------------------------ში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდგომ განადგურდეს, ო---- ც------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული მონაცრისფო და მოწითალო ფერებით გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი წარწერით ,,new balance”, 1 ცალი მონაცრისფრო ფერის გრძელ მკლავიანი მაისური წარწერით ,,lacoste”, 1 ცალი გრძელ მკლავიანი მაისური წარწერით ,,uspa”, 1 ცალი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი წარწერით ,,u.s polo assn”, 1 ცალი მონაცრისფრო ფერის ჯინსის შარვალი წარწერით ,,guess”, ა------–-–-- ზ---ის პირადობის მოწმობის ქსერო ასლი 2 ფურცლად და კომპანია ,,შპს მაგთიკომის ხელშეკრულება მობილური ნომრის მომსახურების შესახებ 2 ფურცლად, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო მასალა, მოთავსებული 1 დისკზე და საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტო მასალა მოთავსებული 1 დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
5. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს ერთი თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი