განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა
გიორგი გარაშვილის მდივნობით
პროკურორ – ვ---- ა-–-----–---–ის
ბრალდებულების _ ბ--------------ის, რ-------- ხ--------ის, გ------- ბ------–---–ის, ზ---- რ-----–---–ის, რ---- გ-------–---–ის, გ------- მ-----–---–ის
ადვოკატ - თ----- ჯ--–--–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
_ ბ---------------------------ს, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ა-------ს რაიონის სოფელ წ----ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
_ რ-------მ ვ-–-ს ძე ხ--------ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების: ო------------------------------–-–------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
_ გ------- მ-------ის ძე ბ------–---–ის, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №5----------), ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: გ------------------------–--------–-–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თ---–--–-------–-–---–-------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
_ ზ---- მ-----ის ძე რ-----–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ა-------–-------------------------–-------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–----–-------------------------------ში, ბინა №---ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით.
_ რ---- ჯ-------ის ძე გ-------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------- ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, მცხოვრების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით: ა-------–-------------------------–-------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.-----–--–-----–-------------------------------------------------------–----, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით.
_ გ------- რ------ს ძე მ-----–---–ის, დაბადებულის 19---–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №------------, ნასამართლობის არმქონის (გაქარწყლებული), უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-----–--------------------–-------–ი, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, იმ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
ბ--------------ემ ჩაიდინა იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად.
რ-------- ხ--------მა ჩაიდინა იძულება, ესე იგი ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულებისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ჩადენილი ჯგუფურად.
გ------- ბ------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.
ზ---- რ-----–---–მა ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ გამოძიების დროს ცრუ ინფორმაციის მიწოდებით.
რ---- გ-------–---–მა ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ გამოძიების დროს ცრუ ინფორმაციის მიწოდებით.
გ------- მ-----–---–მა ჩაიდინა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოსაკითხი პირის მიერ გამოძიების დროს ცრუ ინფორმაციის მიწოდებით.
ბ--------------ის და რ-------- ხ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 ივნისს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში დისლოცირებული საინჟინრო ბრიგადის ს---–--------------------------–--------------–----–---–----მა ბ--------------ემ და ამავე დანაყოფის კაპრალ-ს--–---–------ რ-------- ხ--------მა, პირველი კლასის რიგით - თ-------- ჭ----–--ეს, ლომბარდში დროებით ჩაბარების მიზნით მოსთხოვეს კუთვნილი ტელეფონი - „Huawei p smart“. თ-------- ჭ----–--ემ მობილური ტელეფონის დროებით გადაცემაზე განაცხადა უარი, თუმცა ბ--------------ემ და რ-------- ხ--------მა არ გაითვალისწინეს თ-------- ჭ----–--ის პოზიცია და განაგრძეს მასზე ფსიქიკური იძულება. ხსენებული პირები სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არაერთხელ შეხვდნენ თ-------- ჭ----–--ეს და კატეგორიულად მოსთხოვეს მობილური ტელეფონის გადაცემა. მათ 2018 წლის 24 ივნისს, თ-------- ჭ----–--ე მობილური ტელეფონით დააკავშირეს ერთ-ერთ ყოფილ სამხედრო მოსამსახურესთან, რომელმაც მას ურჩია დათანხმებოდა მოთხოვნას, თუმცა მან ამჯერადაც უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე. ბ--------------ემ და რ-------- ხ--------მა თ-------- ჭ----–--ე „საქმის გასარჩევად“ დაიბარეს სამხედრო ნაწილის ფარგლებს გარეთ მდებარე რაგბის მოედანზე, რის გამოც თ-------- ჭ----–--ე იძულებული გახდა დასახმარებლად მიემართა ახლობლებისათვის.
2018 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში, ბ--------------ე და რ-------- ხ--------ი თანმხლებ პირებთან - ზ---- რ-----–---–თან და რ---- გ-------–---–თან ერთად, შეხვდნენ თ-------- ჭ----–--ეს, რომელსაც თავის მხრივ ახლდნენ გ------- ბ------–---–ი, ი-–-- ჭ----–--ე და დ----- გ-----–---–ი. საუბრისას ბ--------------ე და რ-------- ხ--------ი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თ-------- ჭ----–--ის ქცევის გამო და კვლავ აგრესიულად ითხოვდნენ მობილური ტელეფონის დროებით გადაცემას. საბოლოოდ ბ--------------ემ და რ-------- ხ--------მა ვერ მიაღწიეს მიზანს, ვინაიდან ხსენებულმა ფაქტმა გამოიწვია ფიზიკური დაპირისპირება, რომლის დროსაც გ------- ბ------–---–მა ბ--------------ეს მიაყენა ქვედა ყბის ორმხრივი მოტეხილობა.
ე.ი. ბ--------------ემ და რ-------- ხ--------მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
გ------- ბ------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში, ბ--------------ე და რ-------- ხ--------ი თანმხლებ პირებთან, სამხედრო მოსამსახურეებთან - ზ---- რ-----–---–თან და რ---- გ-------–---–თან ერთად, შეხვდნენ თ-------- ჭ----–--ეს, რომელსაც თავის მხრივ ახლდნენ სამხედრო მოსამსახურეები - გ------- ბ------–---–ი, ი-–-- ჭ----–--ე და დ----- გ-----–---–ი. საუბრისას ბ--------------ე და რ-------- ხ--------ი უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ თ-------- ჭ----–--ის ქცევის გამო და აგრესიულად ითხოვდნენ მობილური ტელეფონის დროებით გადაცემას. მათ საქციელზე, საინჟინრო ბრიგადის, საინჟინრო მესანგრეთა ბატალიონის, საინჟინრო მესანგრეთა პ------–--------–----------–----–----–------------------–----------–----–------------მა გ------- ბ------–---–მა ბ--------------ე და რ-------- ხ--------ი გააფრთხილა, რათა თ-------- ჭ----–--ე ტელეფონთან დაკავშირებით აღარ შეეწუხებინათ, რასაც მოჰყვა ბ--------------ის აგრესია და საუბარი გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომლის დროსაც გ------- ბ------–---–მა ბ--------------ეს მიაყენა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, კერძოდ, ქვედა ყბის ორმხრივი მოტეხილობა.
ე.ი. გ------- ბ------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ზ---- რ-----–---–ის, რ---- გ-------–---–ის და გ------- მ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 25 ივნისს, საღამოს საათებში, ბ--------------ე და რ-------- ხ--------ი თანმხლებ პირებთან - ზ---- რ-----–---–თან და რ---- გ-------–---–თან ერთად, შეხვდნენ თ-------- ჭ----–--ეს, რომელსაც თავის მხრივ ახლდნენ სამხედრო მოსამსახურეები - გ------- ბ------–---–ი, ი-–-- ჭ----–--ე და დ----- გ-----–---–ი. ბ--------------ე და რ-------- ხ--------ი აგრესიულად ითხოვდნენ მობილური ტელეფონის დროებით გადაცემას, თუმცა მიზანი ვერ იქნა მიღწეული, ვინაიდან ხსენებულმა ფაქტმა გამოიწვია ფიზიკური დაპირისპირება, რომლის დროსაც გ------- ბ------–---–მა ბ--------------ეს მიაყენა ქვედა ყბის ორმხრივი მოტეხილობა. მოგვიანებით, ზ---- რ-----–---–ის, რ---- გ-------–---–ის და რ-------- ხ--------ის მიერ ბ--------------ე სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გადაყვანილ იქნა შპს „მ-----–---------–-------------–---------–-------------------------------–-----–ი“.
მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რომელზეც გამოიკითხნენ ფაქტის უშუალო თვითმხილველი პირები, მათ შორის ზ---- რ-----–---–ი, რ---- გ-------–---–ი და გ------- მ-----–---–ი.
ზ---- რ-----–---–მა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ შეესწრო ფიზიკურ დაპირისპირებას და გ------- ბ------–---–ის მიერ ბ--------------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს, გამოძიებას განზრახ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და 2018 წლის 26 ივნისსა და 6 ივლისს გამოკითხვებისას უჩვენა, თითქოს ბ--------------ემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შემთხვევით, მის მეგობარ რ-------- ხ--------თან ხუმრობით ჭიდაობის დროს.
რ---- გ-------–---–მა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ შეესწრო ფიზიკურ დაპირისპირებას და გ------- ბ------–---–ის მიერ ბ--------------ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს, გამოძიებას განზრახ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და 2018 წლის 26 ივნისსა და 6 ივლისს გამოკითხვებისას უჩვენა, თითქოს ბ--------------ემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შემთხვევით, მის მეგობარ რ-------- ხ--------თან ხუმრობით ჭიდაობის დროს.
გ------- მ-----–---–ი პირადად მივიდა შემთხვევის ადგილზე ინციდენტიდან მცირე დროის შემდგომ, უშუალოდ გაესაუბრა ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირებს და შეიტყო ჩადენილი დანაშაულისა და რეალური ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. მიუხედავად აღნიშნულისა, გ------- მ-----–---–მა გამოძიებას განზრახ მიაწოდა ცრუ ინფორმაცია და 2018 წლის 30 ივნისს და 7 ივლისს გამოკითხვებისას უჩვენა, თითქოს იგი შემთხვევის ადგილას საერთოდ არ მისულა და მისი ინფორმაციით ბ--------------ემ ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო შემთხვევით, მეგობართან ხუმრობით ჭიდაობის დროს.
ე.ი. ზ---- რ-----–---–მა, რ---- გ-------–---–მა და გ------- მ-----–---–მა ჩაიდინეს დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლოს დასკვნა ბ--------------ის, რ-------- ხ--------ის, გ------- ბ------–---–ის, ზ---- რ-----–---–ის, რ---- გ-------–---–ის და გ------- მ-----–---–ის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებს, მათ შორის, მოწმის სახით გამოკითხული: რ---- გ-------–---–ის, გ------- მ-----–---–ის და ზ---- რ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ვიდეოჩანაწერისა და მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ამოღების ოქმებს, ამოღებულ სამედიცინო დოკუმენტაციას, ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს, სამედიცინო ექსპერტიზის #--------- დასკვნას, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის #--------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენას.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავეთა პიროვნებას, მათ ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას, კერძოდ:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა როგორც კერძო, ისე ზოგადი პრევენციის მიზნების შესრულების საჭიროება სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, არ არიან ნასამართლევნი და მათ მიმართ პირველად უნდა იქნეს სისხლისსამართლებრივი იძულების ღონისძიება გამოყენებული, სამსახურიდან ხასიათდებიან დადებითად და სარგებლობენ კარგი ავტორიტეტით, ხოლო საქმის გარემოებებიდან მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ იკვეთება, სასჯელის მიზნების მისაღწევად სასამართლოს პირობითი მსჯავრის გამოყენება საკმარისად მიაჩნია, რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულების მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება ზედმეტად მკაცრი იქნება. რაც შეეხება შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ სხვა არასაპატიმრო სასჯელებს, ბ--------------ის და რ-------- ხ--------ის მიმართ გამასწორებელი სამუშაო ვერ იქნება გამოყენებული, ვინაიდან მათი განმარტებით, ამ ეტაპზე არ არიან დასაქმებულები და არ აქვთ ხელფასი, ხოლო გ------- ბ------–---–ის მიმართ შინაპატიმრობის გამოყენება სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, ვინაიდან აღნიშნული სასჯელი შეუთავსებელი იქნება მის ძირითად სამუშაოსთან (იგი კვლავ აგრძელებს სამხედრო სამსახურში მუშაობას).
ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ გ------- ბ------–---–ი, ზ---- რ-----–---–ი და რ---- გ-------–---–ი დღემდე აგრძელებენ სამხედრო სამსახურში მუშაობას, მათ ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უნდა დაევალოს შესაბამისი სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ--------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2. რ-------- ხ--------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3. გ------- ბ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. ზ---- რ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
5. რ---- გ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
6. გ------- მ-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
7. მსჯავრდებულების: ბ--------------ის, რ-------- ხ--------ის და გ------- მ-----–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო გ------- ბ------–---–ის, ზ---- რ-----–---–ის და რ---- გ-------–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი სამხედრო სამსახურში მუშაობის პერიოდში განახორციელოს საქართველოს შეიარაღებული ძალების სა----–--------------------------–-----------–----------–----------------------–--------------------------–----ის სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ. მსჯავრდებულებს დაევალოთ მათ ყოფაქცევაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს ინფორმირების გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.
8. ბ--------------ისაგან ამოღებული ერთი ცალი მოშავო ფერის ჯინსის შარვალი და ერთი ცალი მოშავო ფერის მაისური, რ-------- ხ--------ისაგან ამოღებული ერთი ცალი თეთრი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, თეთრი ფერის ზედა მაისური და ჯინსის შორტი, შავი ფერის დაზიანებული მაისური (ინახება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გ---------------------------------–--------------–----------------- სამმართველოში), დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სამი მცირე ზომის ქვა სისხლისმაგვარი ლაქებით, ორი ერთეული კაუჩუკისმაგვარი მასა სისხლისსმაგვარი ლაქებით (ინახება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გ---------------------------------–--------------–----------------- სამმართველოში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ბ--------------ის რენტგენოგრამის ამსახველი 1 (ერთი) ცალი CD დისკი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ამსახველი 2 (ორი) ცალი CD დისკი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ფოტოსურათების ამსახველი 1 (ერთი) ცალი CD დისკი, შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 1 (ერთი) ცალი CD დისკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათების ამსახველი 1 (ერთი) ცალი CD დისკი (ინახება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გ---------------------------------–--------------–----------------- სამმართველოში), შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ბ. კოჭლამაზაშვილი