განაჩენი

სისხლის სამართლის 31.10.2018
საქმის ნომერი
330100118002576626
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - მ-------------–--–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - გ---------------ე, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #0----------), საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ლ----–--------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, დ-----------------------------–------------------------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილი (შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ)

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 151-ე მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) - გამართლდა.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ---------------ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 20 ივნისს, პაპის - ა-------------–---–ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, გ---------------ის მიმართ, გამოიცა შემაკავებელი ორდერი 0-----, რომლის მიხედვითაც გ---------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება და მასთან ყველანაირი კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის დადგენილებით, გ---------------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.

 

2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე ქ. თბილისში, დ-----------------------------–ში, ადმინისტრაციულსახდელდადებული გ---------------ე მიუახლოვდა პაპას - ა-------------–---–ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რითაც კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ---------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

1.2. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ---------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გ---------------ე თავის 76 წლის პაპას - ა-------------–---–ს სისტემატურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, ემუქრება, აგინებს და ამცირებს, რის გამოც დაზარალებული მუდმივ სტრესშია და განიცდის მორალურ ტანჯვას. 2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე, ქ. თბილისში, დ-----------------------------–ში, სუპერმარკეტ ,,ნ-------ს“ მიმდებარედ, გ---------------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა პაპას - ა-------------–---–ს, რაც შვილიშვილის მხრიდან განხორციელებული სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის, დამცირებისა და შევიწროების გათვალისწინებით, ასევე იმის მხედველობაში მიღებით, რომ დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე გ---------------ე ადმინისტრაციული წესით იყო დაპატიმრებული, ა-------------–---–მა მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ე.ი. არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ---------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. გ---------------ემ ჩაიდინა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 20 ივნისს, პაპის - ა-------------–---–ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, გ---------------ის მიმართ, გამოიცა შემაკავებელი ორდერი 0-----, რომლის მიხედვითაც გ---------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება და მასთან ყველანაირი კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის დადგენილებით, გ---------------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.

2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე ქ. თბილისში, დ-----------------------------–ში, ადმინისტრაციულსახდელდადებული გ---------------ე მიუახლოვდა პაპას - ა-------------–---–ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რითაც კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

ე.ი. გ---------------ემ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

2.2. სასამართლომ გ---------------ე წარდგენილი ბრალდების ნაწილში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) უდანაშაულოდ ცნო, რადგან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ერთობლივი ანალიზისას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა მის მიერ დანაშაულის ჩადენა.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

3.1. მოწმე გ---------–--–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 20 ივნისს მუშაობდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-----------–-----------–---ში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. ხსენებულ დღეს პოლიციაში შევიდა შეტყობინება 112-დან, რომლის მიხედვითაც ა-------------–---–ზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა მისი შვილიშვილი გ---------------ე. ა-------------–---–მა ასევე პოლიციაში განაცხადა, რომ მისი შვილიშვილი იყო აზარტული თამაშების აქტიური მოთამაშე, რის გამოც მას სისტემატურად სთხოვდა ფულს, ხოლო უარის შემთხვევაში აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა კატეგორიულად გამორიცხა. მან მიუთითა მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, რომლის ატანაც აღარ შეეძლო. ა-------------–---–ი აცნობიერებდა, რომ მის განცხადებას შესაძლოა მოჰყოლოდა გ---------------ის დაკავება, მაგრამ იმდენად აუტანელი იყო მისი შვილიშვილის საქციელი, ყველაფერზე თანახმა იყო. მან გ---------------ის მიმართ გამოსცა შემაკავებელი ორდერი. ორდერის გამოცემამდე იგი დაუკავშირდა გ---------------ეს და სთხოვა პოლიციის განყოფილებაში მისვლა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, ასევე განუმარტა, რომ ეკრძალებოდა ბინაში მისვლა, რაზეც მას აგრესიული რეაქცია ჰქონდა პოლიციელის მიმართ. ამის შემდეგ ა-------------–---–მა კვლავ მიმართა პოლიციას, რომ გ---------------ემ მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომლის მიმართაც გაცემული იყო შემაკავებელი ორდერი და არსებობდა სასამართლოს დადგენილება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის გამო ადმინისტრაციული სახდელის განსაზღვრის შესახებ. მან სასამართლოდან გამოითხოვა დადგენილების ასლი და საქმე პატაკით გადასცა გამომძიებელს.

 

3.2.მოწმე გ---------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–-----------–-----------–---ში, დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 28 ივნისს იგი ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მის განყოფილებაში აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე გ---------------ის მიერ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით. მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიხედვით, გ---------------ე იმყოფებოდა თბილისში, დ------------–---------------------––------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შესახებაც გ---------------ემ ინფორმაციული პატაკით აცნობა უშუალოდ მის ხელმძღვანელობას.

 

3.3. პატრულ-ინსპექტორმა მ--–------------იამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2----–-–-----------ს, დილის საათებში თავის მეწყვილესთან ერთად დ------------------------------ში ახორციელებდა პატრულირებას, რა დროსაც ,,112“-დან მიიღო შეტყობინება დ---------------------------------–ში მომხდარ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. პოლიციელები გაემართნენ მითითებული მისამართისკენ, სადაც დახვდათ ა-------------–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილიშვილის - გ---------------ის მიმართ შედგენილი იყო შემაკავებელი ორდერი, რომელიც მან დაარღვია, რადგან სახლში იყო მისული. ა-------------–---–მა პოლიციელებს წარუდგინა შემაკავებელი ორდერის ასლი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ გ---------------ე არ უნდა მისულიყო აღნიშნულ მისამართზე 30 დღის განმავლობაში. პოლიციელებს გ---------------ე დახვდათ ბინაში და ვინაიდან მის მიერ დარღვეული იყო შემაკავებელი ორდერი, იგი დააკავეს და შემდეგ წარუდგინეს მოსამართლეს, რომელმაც გ---------------ეს შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა ორი დღის ვადით.

 

3.4. მოწმე უ----------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დ-----------------------------------–--------–-–----------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. იგი 2018 წლის 28 ივნისს თავის თანამშრომლებთან ერთად სამსახურებრივი ავტომობილით მოძრაობდა დ------------ის ტერიტორიაზე, რა დროსაც გადასცეს ოპერატიული ინფორმაცია, რომ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტზე მხილებული გ---------------ე იმყოფებოდა თბილისში, დ------------ი, მ-------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე ცხოვრობდა მსხვერპლი, რის გამოც არსებობდა საშიშროება, რადგან გ---------------ეს მანამდე უკვე ჰქონდა დარღვეული შემაკავებელი ორდერის ვალდებულებები. პოლიციელებმა ადგილზე მისვლისას შეამჩნიეს გ---------------ე, რომელიც მათ დანახვაზე გაიქცა, შევიდა კორპუსის სადარბაზოში, ავიდა ბინაში და ჩაკეტა კარი. ცოტა ხანში ადგილზე მივიდა ბინის მეპატრონე გ-----------------–---–ი, რომელმაც გ---------------ეს მოუწოდა გაეღო კარი. რამდენიმე საათის შემდეგ გ---------------ე გამოვიდა ბინიდან, რა დროსაც სამართალდამცავებმა იგი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პოლიციელებს გ---------------ის დაკავებისას სამსახურებრივი ფორმები ეცვათ, გ---------------ეს დაკავების პროცესში მათთვის წინააღმდეგობაა არ გაუწევია.

 

3.5. მოწმე თ-------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი 2011 წელს დაოჯახდა გ---------------ეზე, ხოლო 2017 წელს განქორწინდა. ქორწინების პერიოდში მას მეუღლესთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა განქორწინების მიზეზი გახდა ის, რომ გ---------------ე აზარტული თამაშებით იყო გატაცებული და ნარკოტიკულ საშუალებებსაც მოიხმარდა, რის გამოც მას ხშირად სთხოვდა ფულს. გ---------------ე პაპამისს ა-------------–---–საც ხშირად სთხოვდა ფულს, ეს უკანასკნელი მას აძლევდა თანხას, ხოლო თუ ვერ მისცემდა თანხას - ამას არაფერი არ მოჰყვებოდა. გ---------------ეს ა-------------–---–ის მიმართ ფიზიკური ძალადობა არასდროს ჩაუდენია, ხოლო სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა თუ არა - არ იცის. როდესაც გ---------------ე ნარკოტიკებს მოიხმარდა, იგი აგრესიული ხდებოდა, რის გამოც ყოფილა შემთხვევა, რომ მან გამოიძახა პოლიცია. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა მას არ ჰქონდა ფული გ---------------ისთვის მისაცემად და უარი უთქვამს, რის გამოც გ---------------ეს გამოუხატავს აგრესია და იგი იგინებოდა. მსგავსი აგრესიის შესახებ სმენია ა-------------–---–ის მიმართაც, მაგრამ უშუალოდ არ შესწრებია.

 

3.6. მოწმე ნ-----–------------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის გ---------------ის მეზობელი, მათი ბინიდან ხმაური არ გაუგია, მან ასევე დაადასტურა, რომ ქ. თბილისი, დ------------ი, მ-------------–-------------------------- სადარბაზოში შეესწრო მის დაკავებას.

 

3.7. 2018 წლის 20 ივნისის შემაკავებელი ორდერის 0----- ოქმით დასტურდება, რომ გ---------------ე პაპამისს - ა-------------–---–ს სისტემატურად სთხოვს ფულს და უარის მიღების შემდეგ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. გ---------------ეს აეკრძალა მსხვერპლის - ა-------------–---–ის საცხოვრებელ სახლის სიახლოვეს მისვლა, აგრეთვე მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფებოდა (ს.ფ. 4-5).

 

3.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის დადგენილებით, გ---------------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული პატიმრობა 2 დღე-ღამის ვადით (ს.ფ. 7-9).

 

3.9. შეტყობინების შესახებ 1------ ოქმით დასტურდება, რომ ა-------------–---–მა 2018 წლის 27 ივნისს, 11:18 საათზე პოლიციას შეატყობინა, რომ მისმა შვილიშვილმა გ---------------ემ დაარღვია გამოცემული ,,შემაკავებელი ორდერით“ გათვალისწინებული მოვალეობები (ს.ფ. 10).

 

3.10. ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 ივნისს, 23:20 საათზე გ---------------ე დაკავებული იქნა ქ. თბილისი, დ------------ი, მ-------------–-------------------------- სადარბაზოს მე-4 სართულსა და მე-3 სართულს შორის კიბის უჯრედზე. დაკავებამდე გ---------------ე სამართალდამცავების დანახვაზე გაიქცა, ვინაიდან მათ ეცვათ უნიფორმები. იგი შეეცადა მიმალვას, შევიდა დ------------ი, მ------------–----------------------------------------–------ე ბინაში, საიდანაც 3 საათის შემდეგ გააღო კარი და გამოვიდა ბინიდან. ფაქტობრივი დაკავების დროს გ---------------ეს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია (ს.ფ. 36-42).

 

3.11. 2018 წლის 29 ივნისის ნარკოლოგიური შემოწმების 7------ დასკვნით დასტურდება, რომ გ---------------ე იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ (ს.ფ. 56).

 

3.12. 2018 წლის 8 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ა-------------–---–მა ა-----–-------–ის გამზირზე და ე.წ. ,,დ------ს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოძიებას მიუთითა ტროტუარზე კონკრეტული ადგილი და განმარტა, რომ მიმდინარე წლის იანვრის თვეში (თარიღი ზუსტად არ ახსოვს), მისმა შვილიშვილმა გ---------------ემ მიაკითხა სამსახურთან და სწორედ ამ ადგილიდან აიძულა იგი გინებით და მუქარით წასულიყო და მიეტანა მისთვის 200 ლარი. ა-------------–---–მა ასევე განმარტა, რომ სწორედ ამ ადგილიდან იგი წავიდა გ---------------ის დასანახად, თითქოს თანხის საშოვნელად მიდიოდა. აღნიშნულის შემდეგ ა-------------–---–მა ა-----–-------–ის ქუჩაზე მდებარე პ---–-–-------- განყოფილების შენობაზე მიუთითა და განმარტა, რომ როდესაც მისმა შვილიშვილმა აიძულა და დაემუქრა მისთვის თანხა 200 ლარი მიეტანა, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მან მუქარა აღიქვა რეალურად, შეეშინდა, რომ გ---------------ემ მას სიცოცხლეს მოუსწრაფებდა და სამარშუტო მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა პოლიციასთან, რომ თავი მშვიდად და დაცულად ეგრძნო. ა-------------–---–მა ასევე განმარტა, რომ ჩამოსვლისას მან შეამჩნია გ---------------ე მას მიჰყვებოდა ტაქსით და როდესაც მან ტაქსი გააჩერა და გამოიქცა მისი მიმართულებით, ისიც გაიქცა და შეასწრო პოლიციის შენობაში. გ---------------ე შიგნით აღარ შეყოლია და ფანჯრიდან ხედავდა თუ როგორ აგინებდა, ემუქრებოდა ხელების მოძრაობით და ჟესტებით, ა-------------–---–ის განმარტებით, მან განყოფილებაში პოლიციელებს დახმარებაზე უთხრა უარი და განუცხადა, რომ დასასვენებლად შევიდა.

 

აღნიშნულის შემდეგ ქ. თბილისში, დ------------ში, მ------------------------------თან, ა-------------–---–მა განმარტა, რომ მისი შვილიშვილი გ---------------ე შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე, რომლითაც მას აღნიშნულ მისამართზე მისვლა და მასთან მიახლოება ჰქონდა აკრძალული, მივიდა 22 ივნისს და მის მიერ გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ დაკავებული იქნა. აღნიშნულის შემდეგ ა-------------–---–მა მიუთითა დ------------ში, მ-------------–---------------------–ს შორის განთავსებულ ,,ნ-------“-ს მაღაზიასთან და განმარტა, ვინაიდან გ---------------ემ იცოდა მისი მარშრუტი თუ როგორ მოდიოდა სამსახურში, იგი დახვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და უყვიროდა ხმამაღლა, ასევე არ აძლევდა საშუალებას, რომ ესარგებლა მობილური ტელეფონით და ხელებს უჭერდა. ამ დროს მათთან შეჩერდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც დაზარალებულს შესთავაზა დახმარება, ხოლო როდესაც ა-------------–---–მა პოლიციელებს დახმარება სთხოვა, გ---------------ე გაიქცა, მას გაეკიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, თუმცა ვერ დააკავეს (ს.ფ. 120-127).

 

3.13. ბრალდებულმა გ---------------ემ სასამართლოს არ მისცა ჩვენება, თუმცა დააფიქსირა, რომ იგი თავს ცნობდა დამნაშავედ მხლოდ შემაკავებელი ორდერით გათვალისწიებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, ხოლო ბრალდების ნაწილს რაც შეეხებოდა მუქარას - იგი ამ ეპიზოდში თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

 

3.14. სასამართლომ შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი ერთობლიობის კუთხით, მიიჩნია, რომ მუქარის ეპიზოდში საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად.

 

3.15. მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარის მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს 2018 წლის 8 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი. აღნიშნულ ოქმში დეტალურად არის მითითებული დაზარალებულ ა-------------–---–ის მიერ იანვრის თვეში განხორციელებული ქმედებები ბრალდებულის მხრიდან, სადაც დაზარალებული პირდაპირ მიუთითებს, რომ გ---------------ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული მუქარა მან აღიქვა რეალურად, ასევე დაზარალებული აღწერს 22 ივნისის ფაქტს. საგამოძიებო ექსპერიმენტის გაგრძელების შემდგომ ა-------------–---–მა მიუთითა ტერიტორია, სადაც ბოლოს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მისმა შვილიშვილმა, ასევე იგი უთითებს რომ გ---------------ე დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უყვიროდა ხმამაღლა, არ აძლევდა საშუალებას ესარგებლა მობილური ტელეფონით, ამ დროს მათთან შეჩერდა საპატრულო პოლიცია. ამ ეპიზოდთან დაკავშირებით დაზარალებული არ უთითებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, რომ მან მისი შვილიშვილს აღნიშნული მუქარა აღიქვა რეალურად, თუმცა ამას გარკვევით აფიქსირებს ამავე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში იანვრის თვის ქმედებების აღწერისას. შესაბამისად სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ბრალდების მხარე გ---------------ეს ედავება მუქარის განხორციელებას 2018 წლის 27 ივნისის ეპიზოდზე, რომელზეც ა-------------–---–ი განმარტავს, რომ მართალია გ---------------ე მას დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მაგრამ არ ადასტურებს, რომ თავად ამ ქმედების შედეგად გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, რაც ქმედების სამართლებრივი შეფასებისთვის აუცილებელ შემადგენელ ნიშანს წარმოადგენს.

 

კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა დაზარალებულმა ა-------------–---–მა და სასამართლო განხილვისას არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის-შვილიშვილის (ბრალდებულ გ---------------ის) წინააღმდეგ.

 

3.16. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისთვის (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 აპრილის #561აპ-15 გადაწყვეტილება).

 

3.17. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებული ა-------------–---–ი საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას არ ადასტურებს, რომ გ---------------ის მუქარის შედეგად მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. გარდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმისა, გ---------------ისა და ა-------------–---–ის ურთიერთობის შესახებ სასამართლოს ჩვენება მისცა გ---------------ის ყოფილმა მეუღლემ თ-------------ემ, რომელმაც დაადასტურა, რომ გ---------------ე ა-------------–---–ს ხშირად სთხოვდა ფულს, რომელიც ხან აძლევდა, ხან - არა, ხოლო როდესაც არ აძლევდა, ამას არანაირი შედეგები არ მოჰყოლია. მართალია სმენია იმის თაობაზე, რომ გ---------------ეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინოს პაპამისისთვის, მაგრამ პირადად არასდროს შესწრებია ამ ფაქტს.

 

3.18. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, კი გ---------------ის მიერ ა-------------–---–ის მიმართ 2018 წლის 27 ივნისს განხორციელებული მუქარის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

3.19. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ---------------ის მიმართ 2018 წლის 27 ივნისის მუქარის ეპიზოდთან დაკავშირებით შესაძლოა ფორმალურად არსებობდეს კონსტიტუციით გარანტირებული მტკიცებულებათა მინიმალური სტანდარტი, თუმცა ორი ან მეტი პირდაპირი მტკიცებულების საქმეში არსებობა ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ბრალდების მიერ გ---------------ის მიმართ არ ყოფილა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებდა. სისხლის სამართლის საქმეში გ---------------ის მიმართ წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც არის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სადაც დაზარალებული არ ადასტურებს მუქარის განხორციელების შედეგად მიღებული შიშის არსებობას. გარდა აღნიშნული ოქმისა, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გ---------------ის მიერ ა-------------–---–ის მიმართ მუქარის ჩადენის ფაქტს. ამ ქმედების დამადასტურებელი არცერთი პირდაპირი ან ირიბი ხასიათის მტკიცებულებაც კი არ ყოფილა წარმოდგენილი სასამართლოში ამ ფაქტის დადასტურებისათვის, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც შესაძლოა განხილულ იქნეს ბრალდებულ გ---------------ის სასარგებლოდ, საკმარისი არ არის ბრალდებულის მიმართ ბრალდების ამ ნაწილში დამნაშავედ ცნობისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა ერთადერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც ცალსახად არ ადასტურებს გ---------------ის მიერ მუქარის ჩადენას. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ გ---------------ის მიმართ არ არსებობს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილი და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

შესაბამისად გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გ---------------ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3.20. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილის ეპიზოდს, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეთა გ---------–--–--ის, გ---------------ის, მ--–------------იას და უ----------ის ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ წარმოშობს კითხვებს სანდოობასთან დაკავშირებით. მოწმეები სასამართლოს ჩვენებას აძლევენ იმის შესახებ, რომ შემაკავებელი ორდერის გაცემისა და სასამართლოს დადგენილების გამოცემის მიუხედავად, გ---------------ე მაინც არღვევდა შემაკავებელ ოქმს და იმყოფებოდა მისთის აკრძალულ ტერიტორიაზე. მათ მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.

 

ხსენებული ჩვენებები ასევე შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან, კერძოდ:

 

3.21. 2018 წლის 20 ივნისის შემაკავებელი ორდერის 0----- ოქმით დასტურდება, რომ გ---------------ეს აეკრძალა ა-------------–---–ის საცხოვრებელ სახლთან მიახლოება, აგრეთვე მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი იმყოფება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის დადგენილებით დადასტურდა, რომ გ---------------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული პატიმრობა 2 დღე-ღამის ვადით; შეტყობინების შესახებ 1------ ოქმით დადასტურდა, რომ ა-------------–---–მა 2018 წლის 27 ივნისს, 11:18 საათზე პოლიციას შეატყობინა, რომ მისმა შვილიშვილმა გ---------------ემ დაარღვია გამოცემული ,,შემაკავებელი ორდერით“ გათვალისწინებული მოვალეობები; ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 28 ივნისს, 23:20 საათზე გ---------------ე დაკავებული იქნა ქ. თბილისი, დ------------ი, მ-------------–-------------------------- სადარბაზოს მე-4 სართულსა და მე-3 სართულს შორის კიბის უჯრედზე; გ---------------ის ხსენებულ მისამართზე დაკავების ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე ნ-----–------------------ემ; 2018 წლის 8 ივლისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ა-------------–---–მა გამოძიებას მიუთითა დ------------ში, მ-------------–---------------------–ს შორის განთავსებულ ,,ნ-------“-ს მაღაზიასთან და განმარტა, ვინაიდან გ---------------ემ იცოდა მისი მარშრუტი თუ როგორ მოდიოდა სამსახურში, 2018 წლის 27 ივნისს იგი დახვდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და უყვიროდა ხმამაღლა, ასევე არ აძლევდა საშუალებას, რომ ესარგებლა მობილური ტელეფონით და ხელებს უჭერდა.

 

3.22. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია საქართველოს სსკ-ის 111. 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

 

3.23. ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ 2018 წლის 20 ივნისს, პაპის - ა-------------–---–ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, გ---------------ის მიმართ, გამოიცა შემაკავებელი ორდერი 0-----, რომლის მიხედვითაც გ---------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება და მასთან ყველანაირი კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის დადგენილებით, გ---------------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.

2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე ქ. თბილისში, დ-----------------------------–ში, ადმინისტრაციულსახდელდადებული გ---------------ე მიუახლოვდა პაპას - ა-------------–---–ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რითაც კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

3.24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უზრუნველყო დაედასტურებინა, გ---------------ის მიერ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი.

 

3.25. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.26. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.27. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეაფასა რა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მათი ერთობლიობა არ ქმნის საკმარის საფუძველს ბრალდებულ გ---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) დამნაშავედ ცნობისთვის. წარდგენილი ბრალი არ ემყარება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“.

 

4.2. კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხული ვერც ერთი მოწმე უშუალოდ ვერ მიუთითებს 2018 წლის 27 ივნისს გ---------------ის მიერ მუქარის განხორციელების ფაქტს. მუქარის ფაქტზე საუბარია მხოლოდ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში, სადაც დაზარალებული ა-------------–---–ი არ ადასტურებს, რომ მან მუქარის შედეგად განიცადა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა წარმოადგენს მატერიალურ (შედეგიან) დანაშაულს და ის დამთავრებულია მაშინ, როცა დაზარალებულს მუქარის შედეგად გაუჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ა-------------–---–მა გ---------------ის მუქარის შედეგად განიცადა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. გარდა ამისა, თ-------------ის ჩვენების მიხედვით დასტურდება, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ა-------------–---–ს თხოვნის მიუხედავად ფული არ მიუცია გ---------------ისთვის, რასაც არანაირი ქმედება ს------ის მხრიდან არ მოჰყოლია.

 

4.3. ამდენად, ბრალდება ემყარება მხოლოდ ერთ პირდაპირ მტკიცებულებას - საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც არ ადასტურების მუქარის აღქმის რეალურობას დაზარალებულის მხრიდან. შესაბამისად სახეზე არ არის მტკიცებულებათა ერთობლიობა (მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება), მხოლოდ ერთი მტკიცებულება კი არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებით სტანდარტს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა მითითებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში (მაგ. საქმე №561აპ-15, 28/04/2016წ).

 

4.4. სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცა ბრალდების და დაცვის მხარეს სასამართლო სხდომაზე გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა, რომ გ---------------ემ 2018 წლის 27 ივნისს პაპამისის - ა-------------–---–ის მიმართ ჩაიდინა მუქარა.

 

4.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გ---------------ის მიმართ 2018 წლის 27 ივნისს ჩადენილ მუქარასთან დაკავშირებით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

 

4.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

4.7. საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

 

4.8. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უტყუარობის სტანდარტი გულისხმობს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობას, არამედ უნდა გამოირიცხოს ეჭვი მტკიცებულების გაყალბების ან არსებითი ნიშან-თვისებების დაკარგვის შესახებ, ასევე საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე უნდა მოხდეს. მტკიცებულების გამოკვლევით მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

4.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი”.

 

4.10. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ ,,არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს’’.

 

4.11. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’;

 

4.12. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

4.13. ამრიგად, სასამართლომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობის კუთხით ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ბრალდებულ გ---------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111. 151-ე მუხლით გათვალისწინებული (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) დანაშაულის ჩადენაში, რის გამოც ბრალდებული ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

 

4.14. რაც შეეხება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ეპიზოდს, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის დაცულ სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითს - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ, ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშეუხებლობა. ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობაში, რაც ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ. ამდენად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ადმინისტრაციულ პრეიუდიციას უკავშირდება, კერძოდ, სსკ-ის 3811 მუხლით პასუხისმგებლობა დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირს. მაშასადამე, დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია, - ის ვისაც შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან ვალდებულებების შესრულება ევალება.

საქართველოს სსკ-ის 111-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.15 საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფად და დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს: ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”.

 

4.16. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

4.17. სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 20 ივნისს, პაპის - ა-------------–---–ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, გ---------------ის მიმართ, გამოიცა შემაკავებელი ორდერი 0-----, რომლის მიხედვითაც გ---------------ეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება და მასთან ყველანაირი კომუნიკაცია. შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადად განისაზღვრა 30 დღე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------ის დადგენილებით, გ---------------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით და დაეკისრა ადმინისტრაციული სახდელი.

2018 წლის 27 ივნისს, დაახლოებით 10:30 საათზე ქ. თბილისში, დ-----------------------------–ში, ადმინისტრაციულსახდელდადებული გ---------------ე მიუახლოვდა პაპას - ა-------------–---–ს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა, რითაც კვლავ დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

4.18. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის შემადგენლობის ყველა ნიშანი.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. გ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად უნდა ჩაითვალოს, რომ დაზარალებულ ა-------------–---–ს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია (რაც დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით), ხოლო დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ გამოვლენილა.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

6.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

6.3. შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს, რომ გ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დაზარალებულის შემწყნარებლური დამოკიდებულება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა.

 

6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

6.5. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ასევე მის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების სპეციფიკას და ქმედების ჩადენის ხერხს და განმარტავს, რომ ამგვარ დანაშაულებს ყოველთვის ახასიათებს ქმედების განმეორებითობა, ვინაიდან ამის ფაქტორია მოძალადისა და მსხვერპლის ერთად ცხოვრება, მაშინ როდესაც პირი (მოძალადე) უუნაროა კონტროლი გაუწიოს თავის რისხვას, რომელიც მიმართულია მისივე ოჯახის წევრის მიმართ, მით უფრო ასაკოვანი პაპის მიმართ.

 

6.6. ამდენად, ჩადენილი ქმედების საშიშროებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება გ---------------ის მიმართ სასჯელის სახით მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით, რაც დააფიქრებს ბრალდებულს ჩადენილი ქმედების ირგვლივ და ამასთანავე დამნაშავის მიმართ დანიშნულმა სასჯელმა აუცილებლად უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება, ყველა სხვა უფრო მსუბუქი ხასიათის სასჯელი კი იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს ბრალდებულს გააცნობიეროს და პასუხი აგოს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის რეალურ შედეგებზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ---------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

გ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ გ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 28 ივნისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ელენე გოგუაძე