განაჩენი

სისხლის სამართლის 29.10.2018
საქმის ნომერი
330100118002599099
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ანა სოსელიას მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ა---------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული ნ-------------------ი, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, (პირადი #0----------), არასრული საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ქ---------------–------–-----------.

 

ადვოკატი - ნ------------–--ე

 

თარჯიმანი - ვ-----–-------------ი

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის I2 ნაწილი (ძალადობა, ე.ი. სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ნ-------------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2013 წლიდან დ--–-------------ა და ნ-------------------ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ორი საერთო შვილი.

თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 10 თებერვლიდან 2018 წლის 5 ივლისის ჩათვლით ნ-------------------ი სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - დ--–-------------ას მიმართ, მრავალჯერადად ხელის გამოყენებით აყენებდა დარტყმებს სხეულის სხვადასხვა არეში. ფიზიკური ძალადობის შედეგად დ--–-------------ა განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.

 

ე.ი. ნ-------------------მა ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 111.126-ე მუხლის I2 ნაწილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა სისხლის სამართლის საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ-------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება:

 

მოწმე ნ---------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის ნ-------------------ის ნათესავი და მეზობელი. მან სასამართლოს წინაშე დაადასტურა მის მიერ 2----–-–-------------ოს, გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი აცხადებს, რომ დ--–-------------ასა და ნ-------------------ს შორის არსებული კონფლიქტის მიზეზის შესახებ მისთვის უცნობი იყო, დ--–--ის მხრიდან მეუღლის მიმართ დაიწყო გარკვეული უპატივცემულობა, არ უვლიდა და არ აქცევდა ყურადღებას, მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა მობილურ ტელეფონზე, რითაც მთელი დღეების განმავლობაში მესიჯობდა. აღნიშნულით ნ--------ი იყო უკმაყოფილო და მეუღლეს აძლევდა შენიშვნებს. იგი ბევრჯერ შესწრებია მეუღლეთა შორის დაძაბულ და კონფლიქტურ სიტუაციას, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას არ შესწრებია. ყოველი ჩხუბის შემდეგ დ--–-------------ა გარბოდა სახლიდან და მიდიოდა დედამისთან სახლში, რის შემდეგაც ნ-------------------ი ირიგებდა მას, მაგრამ უშედეგოდ, - დ--–-------------ა მაინც არ იშლიდა თავის საქციელს და აგრძელებდა კვლავ ქმრის უპატივცემულობას.

 

მოწმე ე-–------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის დაზარალებულ დ--–-------------ას დედა. მისი ქალიშვილი არის ნ-------------------ის ცოლი, რომელთან ერთადაც 5 წელია ცხოვრობს. თავად ახლოს ცხოვრობს თავის შვილთან. მან შვილის გადმოცემით იცის, რომ მისი მეუღლე ნ-------------------ი მას სცემდა, რის გამოც დ--–-------------ა მასთან სახლში მიდიოდა ხოლმე. ძალადობის ფაქტები დაიწყო დაახლოებით 2018 წლის მარტის თვიდან და მას შემდეგ 4-5-ჯერ მივიდა დ--–-------------ა მასთან ნაცემი. დაზარალებული ღამით მიდიოდა ხოლმე დედამისთან და ტიროდა. ბოლო ცემის ფაქტი მოხდა 2018 წლის ივლისის თვეში, რა დროსაც დ--–-------------ა დილის 04:00 საათზე მივიდა მასთან, მის შვილს ამ დროს ხელი სისხლიანი ჰქონდა, იმიტომ, რომ დანით ჰქონდა დასერილი, ხოლო თვალი გასიებული ჰქონდა, დ--–--მა მას უამბო, რომ ნ-------------------მა იგი სცემა და მოკვლით ემუქრებოდა. ხსენებულ დღეს დ--–-------------ას ეტყობოდა ცემის კვალი. დ--–-------------ა თავის ქმარს ატყუებდა პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით, რაც შემდეგ ხდებოდა კონფლიქტის მიზეზი.

 

მოწმე გ---------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–---------------------------------------------------–-----------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. მან 2018 წლის 7 ივლისს გამოძიება დაიწყო დაზარალებულ დ--–-------------ას განცხადების საფუძველზე. დაზარალებული განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ადგილი ჰქონდა მასზე მეუღლის მხრიდან ძალადობას. განცხადების მიღების შემდეგ, გ---------------ამ გამოკითხა დაზარალებული, რომელმაც დაადასტურა მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტი, რასაც ჰქონდა სისტემატიური სახე. დ--–-------------ა აფიქსირებდა როგორც სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ცემის ფაქტს. მან მოწმეს დაკითხვის მომენტშივე უჩვენა სხეულზე არსებული დაზიანებების კვალი, რომელზეც განმარტა, რომ მისმა მეუღლემ მიაყენა. ამის შემდეგ გ---------------ას მიერ გამოძახებული იქნა სამედიცინო ეკიპაჟი, რადგან გარდა დაზიანებებისა, დაზარალებული ემოციების ქვეშ იყო, ტიროდა და თავს გრძნობდა შეუძლოდ. აღნიშნულზე შედგენილი იქნა სათანადო დოკუმენტაცია, ექიმების მიერ დაფიქსირებული იქნა დ--–-------------ას სხეულზე არსებული დაზიანებები და მისი ფიზიკური მდგომარეობა. გარდა ამისა, გამოძიების ეტაპზე მან გამოკითხა მოწმეები, მათ შორის დაზარალებულის დედა - ე-–------------ა, რომელმაც დაადასტურა ნ-------------------ის მიერ დ--–-------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. ასევე დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა დაზარალებულის დაზიანების განსასაზღვრავად, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა ავთენტურობაც სასამართლოს წინაშე დაადასტურა და დაეთანხმა მათ.

 

მოწმე გ-----------–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი არის საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–---------------------------------------------------–-----------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი. 2018 წლის 7 ივლისს იგი იმყოფებოდა მორიგე ცვლაში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებას განცხადებით მიმართა დ--–-------------ამ, რომლის მიხედვითაც მისი მეუღლე - ნ-------------------ი მას სისტემატურად აყენებდა როგორც სიტყვიერ, ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გამოცხადებისას ვიზუალურად აშკარად აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, კერძოდ - სილურჯეები ჰქონდა სხეულის დაუფარავ ადგილებზე, აღელვებული იყო, ტიროდა და უჩიოდა თავის ტკივილს. სამართალდამცავებმა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. გარდა ფიზიკური დაზიანებებისა, დ--–-------------ა ძალიან აღელვებული იყო და ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გამოწერას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. დ--–-------------ამ ადგილზე მისულ სამედიცინო დახმარების წარმომადგენლებსაც განუცხადა, რომ სხვადასხვა არეში ის გრძნობდა ტკივილს მიყენებული დაზიანებების გამო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მათ განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამასთან, გ-----------–--–---–მა დაუყოვნებლივ შეადგინა შემაკავებელი ორდერი ნ-------------------ის მიმართ.

 

მოწმე ლ-------------ამ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 7 ივლისს იგი მუშაობდა საქართველოს შსს ქ. თ---–---------–-–---------------------------------------------------–-----------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოწმემ დაადასტურა მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტურობა და დაეთანხმა მათ.

 

მოწმე გ---------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 7 ივლისის მდგომარეობით მუშაობდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება ,,112“-ის ექიმად. ხსენებულ დღეს თავის ბრიგადასთან ერთად გამოძახებული იქნა ქ. თბილისი, რ------------------–--–-------ში მდებარე პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდა პაციენტი ქალბატონი, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს. დასმულ შეკითხვაზე ხსენებულმა ქალბატონმა განმარტა, რომ ორი დღის წინ მისმა მეუღლემ ჩაარტყა თავში, რაც იყო თავის ტკივილის მიზეზი. პაციენტს მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა ექსკორიაციები.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი გ---–--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას. ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დანით დაუსერა მარცხენა ზემო კიდური და ასევე ქამარს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოებში.

 

საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების თანახმად, კერძოდ:

 

2018 წლის 7 ივლისის განცხადებით დასტურდება, რომ დ--–-------------ამ მიმართა ქ. თ---–----------------------------------–--------–-–-------------------–------------------–---------–---–ს, რომელსაც აცნობებს, რომ ქორწინებაში იმყოფება ნ-------------------თან, რომელთანაც ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. 2018 წლის თებერვლის თვიდან მასთან გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე დაეძაბა ურთიერთობები და მთელი ამ თვეების განმავლობაში ბავშვების თანდასწრებით აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფებს. ბოლოს 5 ივლისს სცემა და მარცხენა მკლავზე დანით დაუსერა კანი (ს.ფ. 2).

 

2018 წლის 7 ივლისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა დ--–-------------ას სამედიცინო ბარათი 8--, რომელიც წარმოადგენს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ გაცემულ პაციენტის სამედიცინო ბარათს, სადაც ასახულია მოწმე დ--–-------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ: პაციენტის გადმოცემით, იგი უჩივის თავის ტკივილს, მისი გადმოცემით ორი დღის წინ ადგილი ჰქონდა მეუღლესთან კონფლიქტს, რომელმაც დაარტყა თავში, ასევე მარცხენა მხრის და წინა მხრის არეში აღენიშნება ექსკორიაციები, მისი გადმოცემით მიიღო აღნიშნული კონფლიქტის შემდეგ. დიაგნოზი თავის ზედაპირული ტრამვა, ზედაპირული ტრამვები, რომელიც მოიცავს სხეულის რამოდენიმე მიდამოს. სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარ განზრახული (ს.ფ. 6-7).

 

2018 წლის 16 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის 0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ,,სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი 8---დან, დ--–-------------ას სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 2018 წლის 7 ივლისს, 20:23 საათზე. სასწრაფოს ჩანაწერში აღწერილია მარცხენა მხრის და წინამხრის არეში ექსკორიაციები. 2018 წლის 9 ივლისს, მოქალაქე დ--–-------------ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაკაწრების და ერთი ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად. ნაკაწრები განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წყვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობა განვითარებულია რაიმე მჭრელი კიდის მქონე საგნის მოქმედების შედეგად. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (ს.ფ. 25-27).

 

2018 წლის 12 ივლისის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა დაზარალებულ დ--–-------------ას მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ მისი შვილების მ----------------------------------ის დაბადების მოწმობები, სადაც მშობლებად ფიქსირდებიან დედა - დ--–-------------ა და მამა - ნ-------------------ი (ს.ფ. 56-57).

 

შემაკავებელი ორდერის 0----- ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 5 ივლისს, ქ. თბილისში, ს---------------–------–------------ში, ნ-------------------ი ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდა თავის ცოლზე - დ--–-------------აზე. ნ-------------------ის მიერ ჩადენილ ძალადობას ადგილი ჰქონდა არაერთგზის. 2018 წლის 7 ივლისს დ--–-------------ას სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის მიერ გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება (ს.ფ. 60).

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, ნ-------------------ის მიერ დ--–-------------ას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით არარელევანტურია და სასამართლო მათ არ მიმოიხილავს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ნ-------------------ის მიმართ წარდგენილ ბრალში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შინაარსზე და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, კერძოდ:

 

მხარეთა შორის არასადაო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნ-------------------ი და დ--–-------------ა იყვნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, რომლებიც შემთხვევის დროს ცხოვრობენ ერთად და მათ ჰყავდათ ორი საერთო შვილი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით (დაადასტურა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა), უტყუარად არის დადგენილი, რომ დ--–-------------ას სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა 2018 წლის 7 ივლისს, 20:23 საათზე. სასწრაფოს ჩანაწერში აღწერილია მარცხენა მხრის და წინამხრის არეში ექსკორიაციები. 2018 წლის 9 ივლისს, მოქალაქე დ--–-------------ას პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაკაწრების და ერთი ზედაპირული სწორკიდეებიანი ჭრილობის სახით. დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს, ასევე ექსპერტთან დ--–-------------ამ განაცხადა, რომ 2018 წლის 5 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, დანით დაუსერა მარცხენა ზემო კიდური და ასევე ქამარს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა მიდამოებში.

 

ნ-------------------სა და დ--–-------------ას შორის არსებული კონფლიქტები დაადასტურა მოწმე ნ---------------ამ, რომელმაც განაცხადა, რომ ნ-------------------ი უკმაყოფილო იყო თავისი მეუღლის უყურადღებობით, რაც ხშირად ხდებოდა მეუღლეთა შორის დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციის მიზეზი, ყოველი ჩხუბის შემდეგ დ--–-------------ა გარბოდა სახლიდან. მოწმე ე-–------------ამ კი სასამართლოს დაუდასტურა, რომ მან შვილის - დ--–-------------ას გადმოცემით იცის, რომ ნ-------------------ი მას სცემდა, რის გამოც დ--–-------------ა მასთან სახლში მიდიოდა ხოლმე. ძალადობის ფაქტები დაიწყო დაახლოებით 2018 წლის მარტის თვიდან, რის შემდეგაც 4-5-ჯერ მივიდა დ--–-------------ა მასთან ნაცემი. დაზარალებული ღამით მიდიოდა ხოლმე დედამისთან და ტიროდა. ბოლო ცემის ფაქტი მოხდა 2018 წლის ივლისის თვეში, რა დროსაც დ--–-------------ა დილის 04:00 საათზე მივიდა დედამისთან, მას ამ დროს ხელი დასერილი და სისხლიანი ჰქონდა, ხოლო თვალი გასიებული, მან დედამისს უამბო, რომ ნ-------------------მა იგი სცემა და მოკვლით დაემუქრა.

 

სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენისათვის აუცილებელ, მტკიცებულებათა ერთობლიობის ჭრილში, ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც მართალია უშუალოდ არ შესწრებიან ფიზიკური ძალადობის ფაქტს, მაგრამ დაადასტურეს მეუღლეთა შორის კონფლიქტის ფაქტი, რის შემდეგაც დ--–-------------ა სახლიდან მიდიოდა დედამისთან. ე-–------------ამ ცალსახად დაადასტურა, რომ მისი შვილი მასთან ღამით ნაცემი და ნამტირალევი მიდიოდა, რაზეც უცხადებდა, რომ ნ-------------------ისგან იყო ნაცემი, რომელიც აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ხოლო მოწმე ნ---------------ამ დაადასტურა, რომ წყვილს შორის იყო უთანხმოება და დ--–--ი გარბოდა სახლიდან.

 

ამასთანავე სასამართლო ითვალისწინებს მოწმეების (გამომძიებლების) - გ---------------ასა და გ-----------–--–---–ის ჩვენებებს, რომელთა მიხედვითაც, 2018 წლის 7 ივლისს, როდესაც დ--–-------------ამ განცხადებით მიმართა პოლიციას, მან დამატებით განმარტა, რომ მისი მეუღლე ნ-------------------ი მასზე სისტემატურად ახდენდა ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას, რაც დასტურდებოდა მის სხეულზე არსებული დაზიანებებით, სილურჯეებითა და ნაკაწრებით. გარდა ამისა, პოლიციაში მისვლისას დ--–-------------ა იყო აღელვებული, იგი ტიროდა და თავის ტკივილს უჩიოდა, რის გამოც პოლიციელებმა გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

 

დაზარალებულის ფიზიკური დაზიანებები ასევე დადასტურებულ იქნა სამედიცინო დახმარების ექიმის გ---------------ის მიერ, რომელიც 2018 წლის 7 ივლისს თავის ბრიგადასთან ერთად გამოძახებული იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც დახვდა დ--–-------------ა, რომელიც უჩიოდა თავის ტკივილს, პაციენტმა მას განუცხადა, რომ ორი დღის წინ მისმა მეუღლემ ჩაარტყა თავში, მას მარცხენა მხარეს აღენიშნებოდა ექსკორიაციები.

 

სასამართლო, ასევე მიმოიხილავს მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის გ---–--------------–---–ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოს დაუდასტურა ის გარემოება, რომ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისას - დ--–-------------ამ პირადად განუმარტა მას, რომ დაზიანებები მას მეუღლემ - ნ-------------------მა მიაყენა.

 

გარდა აღნიშნულისა სასამართლო თვლის, რომ მოცემული საქმის გარემოებებიდან, ნათლად დგინდება დაზარალებულის დედის ე-–------------ას მხრიდან დანაშაულებრივ ფაქტთან მყისიერი შემხებლობა, რადგან დაზარალებულს ჯერ კიდევ ეტყობოდა განხორციელებული ძალადობის კვალი, იგი იყო აღელვებული, ტიროდა და ამგვარი ფაქტის შემსწრე ყოფილა არაერთხელ. მოწმემ სასამართლო სხდომაზე ასევე მიუთითა კონფლიქტისა და ძალადობის მიზეზი, რომ მისი ქალიშვილი მის მეუღლეს ატყუებდა. სასამართლო მიუითითებს, რომ მოწმე ე-–------------ას ჩვენებაში სანდოობის მხრივ ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ასევე მას სასამართლო ვერ მიიჩნევს სუბიექტურად, რადგან იგი დაზარალებულის დედაა, ვინაიდან მოწმე არა მხოლოდ საუბრობს მისი შვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე, აღწერს მისი შვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებს (რომელიც თანხვედრაშია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან და ასევე გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებთან), არამედ იგი მიუთითებს, ამ კონფლიქტებისა და ძალადობების მიზეზად მისი შვილის დ--–-------------ას, როგორც მეუღლის არასწორ ქცევას ბრალდებულ ნ-------------------ის მიმართ. შესაბამისად დაზარალებულის დედის ჩვენება განხილულ უნდა იქნეს, როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რასაც სასამართლო აფასებს როგორც ზედმიწევნით მყარს და სანდოს. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული მოწმეები პოლიციის თანამშრომლები გ-----------–--–---–ი, ლ-------------ა და გ---------------ა დეტალურად გადმოსცემენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, რაც ასევე დასტურდება სამედიცინო დახმარების ექიმის გ---------------ის მიერ, რომ მათ უშუალოდ კონტაქტი ჰქონდათ დაზარალებულ დ--–-------------ასთან, რომელიც დეტალურად აღწერდა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს მისივე მეუღლის ნ-------------------ის მხრიდან, იყო აღელვებული ტიროდა და ითხოვდა დახმარებას და შემაკავებელი ორდერის გამოწერას.

 

თავად დაზარალებულმა დ--–-------------ამ ისარგება მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენება მიეცა მისი ახლო ნათესავის - მეუღლის ნ-------------------ის წინააღმდეგ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--–-------------ას ქმედებები ნამდვილად ჰგავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა კლასიკურ საქციელს, რომლებიც ძალადობის შემდგომ მუდმივ შიშსა და დაძაბულობაში განაგრძობენ ცხოვრებას. ამასთან, დ--–-------------ას შიში, არის არა ვირტუალური და გამოგონილი, არამედ სავსებით რეალური, ვინაიდან პოლიციის მიმართ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სასამართლოს მეტად დამაჯერებლად მიაჩნია ის გარემოება, რომ დ--–-------------ა იყო სწორედ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მისი მეუღლის მხრიდან. ამდენად, სასამართლო ფაქტად იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებული, რომელიც არის ძალადობის მსხვერპლი, უკიდურესად შეშინებულია და მოძალადისგან მომავალი საფრთხის განეიტრალებას (თვითგადარჩენას), მის მიმართ ლმობიერი პოზიციის დაკავებაში ხედავს, ამას ასევე ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ თავად დაზარალებულისა და ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები კონფლიქტისა და ძალადობის გამომწვევ მიზეზად თავად დაზარალებულის დ--–-------------ას ქცევას ასახელებ, კერძოდ ისინი მიუთითებენ, რომ დ--–--ი უპატივცემულობას იჩენდა მისი მეუღლის ნ-------------------ის მიმართ, რამაც განაპირობა სწორედ მსხვერპლის პირვანდელი მტკიცე ნების - ხელი შეეწყო მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, რადიკალურად შეცვლა და სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2013 წლიდან დ--–-------------ა და ნ-------------------ი იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ორი საერთო შვილი. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 10 თებერვლიდან 2018 წლის 5 ივლისის ჩათვლით ნ-------------------ი სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის - დ--–-------------ას მიმართ, მრავალჯერადად ხელის გამოყენებით აყენებდა დარტყმებს სხეულის სხვადასხვა არეში. ფიზიკური ძალადობის შედეგად დ--–-------------ა განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას.

 

რაც შეეხება ძალადობის სისტემატურ ხასიათს, აღნიშნული დაადასტურეს მოწმეებმა ნ---------------ამ და ე-–------------ამ. ნ---------------ამ განმარტა, რომ იგი ბევრჯერ შესწრებია ნ-------------------სა და დ--–-------------ას შორის დაძაბულ და კონფლიქტურ სიტუაციას, ყოველი ჩხუბის შემდეგ დ--–-------------ა გარბოდა სახლიდან და მიდიოდა დედამისთან - ე-–------------თან სახლში. ე-–------------ამ კი დაადასტურა, რომ მეუღლეთა შორის ძალადობის ფაქტები დაიწყო დაახლოებით 2018 წლის მარტის თვიდან და მას შემდეგ 4-5-ჯერ მივიდა დ--–-------------ა დედამისთან ნაცემი. დაზარალებული ღამით მიდიოდა ხოლმე დედამისთან და ტიროდა. ბოლო ცემის ფაქტი მოხდა 2018 წლის ივლისის თვეში, რა დროსაც დ--–-------------ა დილის 04:00 საათზე მივიდა დედამისთან.

 

დ--–-------------აზე განხორციელებული ძალადობის შესაფასებლად, სასამართლო დაეყრდნო როგორც ობიექტურ, ასევე სუბიექტურ კრიტერიუმებს. კერძოდ, ობიექტური კრიტერიუმის შეფასებისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის სხეულზე (,,მარცხენა მხრის და წინა მხრის არეში აღენიშნება ექსკორიაციები; თავის ზედაპირული ტრამვა, ზედაპირული ტრამვები, რომელიც მოიცავს სხეულის რამოდენიმე მიდამოს“) არსებული დაზიანება, რაც უტყუარად არის დადასტურებული დ--–-------------ას 8-- სამედიცინო ბარათით, ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და მოწმეების ე-–------------ას, გ---------------ას, გ-----------–--–---–ის და გ---------------ის ჩვენებებით, რომელთა თანახმად დაზარალებულს თვალნათლივ ეტყობოდა დაზიანებები. რაც შეეხება სუბიექტურ კრიტერიუმებს, სასამართლომ ყურადღება მიაქცია იგივე მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დადასტურებულია, რომ დაზარალებული დ--–-------------ა იყო აღელვებული, ტიროდა, იტკიებდა თავს, ამდენად, დაზიანებათა ლოკაციის და მსხვერპლის მიმართ განხორციელებული დანაშაულის შემდგომი მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ--–-------------ასთვის მიყენებულმა სისტემატურმა ცემამ, სხვაგვარმა ძალადობამ და ფიზიკურმა დაზიანებამ გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად, სასამართლო იმსჯელებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

დაცვის მხარის პოზიციით: 2018 წლის 5 ივლისს მათ შორის მოხდა მხოლოდ სიტყვიერი შეკამათება და ადგილი არ ჰქონია ბრალდებულის მიერ არავითარ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ძალადობას, ეს იყო მხოლოდ სიტყვიერი შეკამათება, რაც გამოწვეული იყო დაზარალებულის უღირსი საქციელიდან გამომდინარე. საქმეში არ არის არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებული ძალადობდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დაზარალებულს. აგრეთვე ვერცერთი მოწმე ვერ ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ნ-------------------ის ბრალეულობას. საქმეში არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ და აშკარად დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენისთვის, რის გამოც ბრალდებული უნდა იქნეს გამართლებული.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამგვარ პოზიციას, ვინაიდან გამოკვლეული მასალები შეიცავენ ისეთ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარის საფუძველს წარმოადგენს ნ-------------------ის მსჯავრდებისათვის, რაც სასამართლოს მიერ ზემოთ იქნა განხილული.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015; №1/1/548, თანახმად, ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს და მხოლოდ ირიბი ჩვენებები არ შეიძლება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. თუმცა, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოწმეების ე-–------------ას, გ---------------ას, გ-----------–--–---–ის და გ---------------ის ჩვენებები ვერ იქნება განხილული ირიბი ხასიათის მტკიცებულებად, რადგან ე-–------------ა დეტალურად აღწერს, რომ დ--–-------------ა მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ მასთან ნაცემი და ატირებული მიდიოდა ხოლმე, რაც 2018 წლის მარტიდან ივლისის თვის ჩათვლით განმეორდა 4-5-ჯერ, მეუღლეთა შორის კონფლიქტის არსებობა და კონფლიქტის შემდეგ დ--–-------------ას სახლიდან წასვლა ნ-------თან დაადასტურა მოწმე ნ---------------ამ, ხოლო მოწმეებმა გ---------------ამ, გ-----------–--–---–მა და გ---------------ემ დაადასტურეს 2018 წლის 7 ივლისს დ--–-------------ას სხეულზე ფიზიკური დაზიანების არსებობა, რაც ვიზუალურად ემჩნეოდა და მისი მძიმე ემოციური მდგომარეობა, რაც დ--–-------------ამ ახსნა მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობით.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს 2011 წლის 11 მაისის კონვენციაზე (სტამბულის კონვენცია), რომლის 55-ე მუხლის მიხედვით, მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ამ კონვენციის 35-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად დადგენილი დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე, თუ დანაშაული მთლიანად ან ნაწილობრივ მხარის ტერიტორიაზე იყო ჩადენილი და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნ-------------------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ნ-------------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს კონსტიტუცია სხვა ძირითად უფლებათა შორის ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას განიხილავს. სწორედ ოჯახური ძალადობა შესაძლოა მიჩნულ იქნეს საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის უფლებათა დარღვევად. ,,ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად კანისა, ფერისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა”. შესაბამისად, ოჯახური ძალადობა უნდა განვიხილოთ, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ კონსტიტუციური უფლებების ხელყოფის დარღვევად. „თავისუფალი პიროვნება და მისი ღირსება არის საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობის ღირებულება და უმნიშვნელოვანესი პრინციპი, კონსტიტუციით ადამიანი მიჩნეულია ინდივიდად, რომელსაც აქვს თავისი ცხოვრების დამოუკიდებელი და საკუთარი პასუხისმგებლობით ჩამოყალიბების შესაძლებლობა და უნარი“. ასევე საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი მიუთითებს იმაზე, რომ ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც გულისხმობს სისტემატურ ცემას და სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. სისტემატურია ცემა მაშინ, როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური ტკივილი ჯერაც არაა გამქრალი და მსხვერპლის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ა.შ. თანაც არა აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით. 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ცემას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. სწორედ ეს შედეგი და ცემის სისტემატური ხასიათი განაპირობებს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. 126-ე მუხლით გათვალისწინებულ ,,ძალადობაში“ კანონმდებელი მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს.

ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირშია ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ბრალდებულ ნ-------------------ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს.

მართალია მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა ვინაიდან ხსენებული დანაშაული ჩადენილია ოჯახში, გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით. სწორედ ოჯახში მყოფი მოძალადის დასჯა და მის მიმართ სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ოჯახური ძალადობის, როგორც სოციალური პრობლემის აღმოფხვრის გზა და ოჯახში მყოფი მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან.

 

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნეს ყველა საჭირო საკანონმდებლო ან სხვა ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვალოს მეორე პირის მიმართ ფიზიკური ძალადობის აქტების ჩადენით გამოხატული წინასწარგანზრახული ქცევა. ამავე კონვენციის 55-ე მუხლი კი, წევრი სახელმწიფოებისგან მოითხოვს, რომ დანაშაულის გამოძიების ჩატარება ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ, სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს ზემოაღნიშნული ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“, რომელიც წარმოადგენს სამართლებრივად სავალდებულო საერთაშორისო დოკუმენტს (აღნიშნული კონვენცია საქართველოში ამოქმედდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან).

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, სადაც პირდაპირ არის მითითებული სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებაზე, დროულად აამოქმედოს ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმები ოჯახური ძალადობის ფაქტებზე მართლმსაჯულების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კერძოდ: საქმეში „ოპუზი თურქეთის წინააღმდეგ“ სასამართლომ ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან, რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ.

 

საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე-1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე, 255-ე, 2551-ე, 3811-ე და 3812-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი.

 

ამდენად, საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ნ-------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-------------------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძალადობა, ე.ი. სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12-ე ნაწილით), რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ).

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისათვის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დადგენილია, რომ ნ-------------------მა დანაშაულებრივი ქმედებები - ძალადობა განახორციელა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის მიმართ, შესაბამისად, ბრალდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის 12 ნაწილით არის სწორი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ნ-------------------ს პასუხისმგებლობის გამოკვეთილად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ ნ-------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც ნ-------------------ს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო, საქართველოს სსკ-ის 111 126-ე მუხლის I2 ნაწილის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, ნ-------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ბრალდებულის პიროვნებას, დაზარალებულის პოზიციას, შესაბამისად სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ნ-------------------ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ნ-------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111.126-ე მუხლის I2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ ნ-------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, ნ-------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 ივლისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე