განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
საქმე №1/854-17 06.11.2018 წელი ქუთაისი
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ბორენა იობიძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი გ------- გ-----------
დაცვის მხარე
ადვოკატი თ---------- მ----
ბრალდებული შ--–-- ბ-------- ძე ე---------
დაბადების თარიღი: ....0-.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლეობა: არმქონე
მცხოვრები: ქ. ქუთაისი, გ. ტ------ ქუჩაა, მ--------------
სისხლის სამართლის საქმე №041180917006
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
შ--–-- ე--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 1 აგვისტოს, ქ. ქუთაისში ტ------ ქუჩა მეექვსე ჩიხი N3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ--–-- ე--------მა იძალადა მეუღლეზე - ნ-----–ია ვ----აზე (სახეში გაარტყა ხელი). ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის მაისიდან შ--–-- ე--------- მეუღლეს ნ-----–ია ვ----ას აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას. სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ნ-----–ია ვ----ა მეუღლის ქმედებით განიცდიდა შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2017 წლის 17 ნოემბერს წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ შ--–-- ე---------ს მიმართ გამოტანილი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. (იხ. წინასასამართლო სხდომის ოქმი).
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს გამოძიება დაიწყო ბელორუსიის მოქალაქე ნ-----–ია ვ----ას მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
შეტყობინების რეგისტრაციის N2243640 ოქმით ირკვევა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების ,,114’’ საპატრულო ეკიპაჟიდან ბ. ე----------- ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებას ტელეფონით აცნობა, რომ ქუთაისში გ. ტ------ მე-6 ჩიხი N3-ში ბელარუსის მოქალაქეს ნ-----–ია ვ----ას, მეუღლემ - შ--–-- ე--------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ-----–ია ვ----ამ სასამართლოს უჩვენა, რომ მან ბრალდებული შ--–-- ე--------- გაიცნო სოციალური ქსელის მეშვეობით, რომლის შემდეგაც მათ ურთიერთობა ჰქონდათ „სკაიპით“. ამის შემდეგ მათ სურვილი გაუჩნდათ რეალურად გაეცნოთ ერთმანეთი და ნახევარი წლის შემდეგ დაიწყეს ერთად ცხოვრება, კერძოდ, 2016 წლის იანვრის თვეში, ქ. ქუთაისში, გ. ტ------ ქუჩის მე-6 ჩიხის N3 სახლში. ნ-----–ია ვ----ამ განმარტა, რომ თავიდან როდესაც ის ჩამოვიდა საქართველოში, შ--–-- ე--------თან არ გაუფორმებია ქორწინების რეგისტრაცია, რადგან შ--–-- ე--------მა მას უთხრა, რომ საქართველოში დასაშვები იყო ქორწინების რეგისტრაციის გარეშე ცხოვრებაც, რადგან მაინც ცოლ-ქმრად ჩაითვლებოდნენ. ხოლო 2017 წლის მარტში მათ გააფორმეს ქორწინება. სანამ ქორწინებას გააფორმებდნენ, მანამდე მან შეიძინა ბინა ბათუმში, რადგან ჰქონოდა შემოსავლის წყარო და შემდეგში ემოგზაურა ქვეყნებში შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. სანამ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა, მასსა და შ--–-- ე--------ს შორის კარგი ურთიერთობა იყო, ხოლო მაისის თვიდან, როდესაც უკვე ბინიდან შემოდიოდა შემოსავალი, შ--–-- ე--------- იქედან იღებდა გარკვეულ თანხას და ნ-----–იას ეუბნებოდა, რომ ეს იყო ოჯახური ბიზნესი და შეეძლო ფული დაეხარჯა, მაგრამ მან შ--–-- ე--------ს უარი უთხრა ფულის მიცემაზე და აუხსნა თუ რისთვისაც ჭირდებოდა მას ეს თანხა. ნ-----–ია ვ----ას განმარტებით, ის გაქირავებული ბინიდან შემოსულ თანხას ხარჯავდა საჭმელებისთვის და შ--–-- ე---------ს ტანსაცმელებისათვის, მაგრამ შ--–-- ე--------- მიუხედავად ამისა მაინც სისტემატურად უყვიროდა და აყენებდა მას შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით, მათ როდესაც კამათი მოუვიდათ ფულის გამო, შ--–-- ე--------მა მას ხელიც კი გაარტყა, ხოლო ეს ხელის გარტყმა მოხდა მეორედ. პირველად შ--–-- ე--------მა მას ხელი გაარტყა ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის დროს, მაგრამ ნ-----–ია ვ----ას პირველად პოლიცია არ გამოუძახებია, რადგან სახლში იმყოფებოდა მისი შვილიშვილი და არ უნდოდა მისი შეშინება. როდესაც შ--–-- ე--------მა მეორეჯერ დაარტყა, მან გადაწყვიტა, რომ თავისი შვილიშვილი წაეყვანა ბელორუსიაში. ამის შემდეგ მას ურთიერთობა არ ჰქონია შ--–-- ე--------თან, რადგანაც ის იმყოფებოდა მინსკში. როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში შ--–-- ე--------მა მას ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა იმისთვის, რომ მას ხელი გაარტყა, ამის შემდეგ მათ ისევ დაიწყეს ურთიერთობა, მაგრამ შ--–-- ე--------მა ისევ დააყენა საკითხი ბათუმის ბინისა და იმ ფულის შესახებ, რომელიც ბინიდან შემოდიოდა, შ--–-- ე--------- იმ დროისთვის წამოსული იყო სამსახურიდან, რომელშიც მან მხოლოდ 10 თვე იმუშავა და ამიტომ ითხოვდა ფულს უფრო მეტი დაჟინებით, შეურაცხყოფას აყენებდა. 18 სექტემბერს შ--–-- ე--------- ცდილობდა, რომ მისთვის დაერტყა ხელით და ფეხითაც კი, რის გამოც ის გავიდა გარეთ და მეზობლებს დაუძახა საშველად. პოლიციას არ მიმართა, რადგან ფიქრობდა, რომ ინციდენტი უკვე ამოწურული იყო. ამის შემდეგ შ--–-- ე--------- წავიდა სადღაც და როდესაც დაბრუნდა სახლში, მან ნ-----–ია ვ----ას უთხრა, რომ მოვიდოდა მისი ადვოკატი და აუხსნიდა თავის უფლება-მოვალეობებს. აღნიშნულზე მან შ--–-- ე--------ს განუმარტა, რომ არ სჭირდებოდა ადვოკატი და თუ დასჭირდებოდა ის თავად აიყვ----ა და აახსნევინებდა თავის უფლება-მოვალეობებს. მაგრამ შ--–-- ე--------მა მაინც მოიყვანა ადვოკატი, რომელმაც ნ-----–იას უთხრა, რომ შ--–-- ე--------ს შეეძლო მისთვის მოეხურა კარები და არ შეეშვა სახლში. მოწმის განმარტებით, შ--–-- ე--------მა ასეც გააკეთა, მას მოუხურა კარები და დატოვა გარეთ შორტებში და მაიკაში. ამის შემდეგ ნ-----–იამ უთხრა, რომ მას ამ სახლის რემონტში ჰქონდა 25 000 აშშ დოლარი გადახდილი, ის იყო მისი ოფიციალური მეუღლე და უფლება ჰქონდა რომ ყოფილიყო ამ სახლში და თუ არ გაუღებდა კარს, ის გამოუძახებდა პოლიციას და ეტყოდა, რომ შ--–-- ე--------მა დაუკეტა სახლის კარები და მოპარა საბუთები და ყველაფერი, რის შემდეგაც შ--–-- ე--------მა მას გაუღო კარები და ადვოკატიც წავიდა. ამის შემდეგ ნ-----–ია ვ----ამ დაწერა წერილი და გააგზავნა საელჩოში, რაზეც ელექტრონული ფოსტით მოუვიდა პასუხი, რომ ეს კიდევ თუ გაგრძელდებოდა, მას შეეძლო მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის. გარკვეული დროის შემდეგ შ--–-- ე--------- ისევ მოვიდა სახლში, კვლავ დაუწყო ნ-----–ია ვ----ას კამათი და შეურაცხყოფის მიყენება, რის შემდეგაც მან შ--–--ს უთხრა, რომ თუ ის ისევ ისე განაგრძობდა, გამოუძახებდა პოლიციას. ამის შემდეგ შ--–-- ე--------მა მას შეაგინა, უწმაწური სიტყვა თქვა პოლიციაზე, რის შემდეგაც ნ-----–ია გავიდა აივანზე და გამოუძახა პოლიციას. ამის შემდეგ შ--–-- ე--------- წავიდა და დაბრუნდა თავის ადვოკატთან ერთად. ადვოკატმა მას განუმარტა, რომ შ--–-- ე--------ს ჰქონდა უფლება ნ-----–ია ვ----ა გაეგდო სახლიდან და დაეკეტა მისთვის კარი. რის შემდეგაც შ--–-- ე--------მა ისევ გააგდო ნ-----–ია ვ----ა ქუჩაში და დაუკეტა მას კარები. ცოტა ხანში შ--–-- ე--------ს რაღაც დასჭირდა, რის გამოც მან გააღო კარები. ნ-----–ია ვ----ა შევიდა სახლში და პოლიციის მოსვლამდე ის იმყოფებოდა სახლში. პოლიციის მოსვლის შემდეგ კი თარჯიმნის მონაწილეობით მისცა ჩვენება, როგორც სახლში ისე პოლიციის განყოფილებაში.
ნ-----–ია ვ----ას განმარტებით, შ--–-- ე--------მა პირველად მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2016 წლის ივნისის თვეში, როდესაც ის იყო ნასვამი. მასთან იმ დროს იმყოფებოდა მისი შვილიშვილი და ამის გამო ნ-----–ია ვ----ამ ღამე მეზობელთან გაათია, რადგან მის შვილიშვილს არ დაენახა თუ რა მდგომარეობაში იყო შ--–-- ე---------. ასევე აღნიშნა, რომ შ--–-- ე--------მა მას პირველად სრულიად უმიზეზოდ დაარტყა. დაზარალებულმა იმ მომენტში იფიქრა, რომ შ--–-- ე--------ს ჰქონდა ციებ-ცხელების გამოვლინება. იმ დროს ის იმყოფებოდა სამზარეულოში, რა დროსაც შ--–-- ე--------მა მას მუჭი ჩაარტყა თავში, ხოლო აღნიშნული ქმედების შედეგად ნ-----–ია ვ----ამ დაკარგა გონება, ხოლო როდესაც ის მოვიდა გონზე, მან დაინახა, რომ მის გარშემო იყვნენ მეზობლები.
ნ-----–ია ვ----ას განმარტებით, შ--–-- ე---------ს მხრიდან მის მიმართ მეორეჯერ განხორციელდა ფიზიკურ შეურაცხყოფა 2017 წლის აგვისტოს თვეში. ამ დროსაც მისი შვილიშვილი იმყოფებოდა მასთან. ამ ფიზიკური შეურაცხყოფის დროს შ--–-- ე--------მა მას სახეში დაარტყა ხელი და ტანსაცმელები, რომელიც კარადაში ჰქონდა შელაგებული, მიაყარა სახეში. ნ-----–ია ვ----ას განმარტებით, შ--–-- ე--------ს 18 სექტემბერს ისევ ჰქონდა მცდელობა, რომ მასზე განეხორციელებია ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ეს შ--–-- ე--------მა ვერ მოახერხა, რადგანაც ნ-----–ია დაუსხლტა მას, თავი მოარიდა და გავარდა ქუჩაში. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ფაქტების შემდეგაც შ--–-- ე--------- მას სისტემატურად ეჩხუბებოდა და ასევე ჰქონდა მცდელობა, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა მისთვის და ამის ნიადაგზე შ--–-- ე--------მა მას „მაიკაში“ მოჰკიდა ხელი, მაგრამ მან ეს აიცილა და გავარდა ქუჩაში. ნ-----–ია ვ----ა აღნიშნულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით თავის იმ დროინდელ განცდებს გადმოსცემს და განმარტავს, რომ ის იყო უცხო ქვეყანაში მარტო და თავს გრძნობდა ძალიან შეურაცხყოფილად როგორც ქალი და როგორც ადამიანი. ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს შფოთვითი აშლილობა, რადგან პრაქტიკულად არ სძინავს ღამე. როდესაც შ--–-- ე--------- მას შეურაცხყოფას აყენებდა, ის იკეტებოდა თავის ოთახში და ტიროდა.
ნ-----–ია ვ----ას განმარტებით, მან 25000 აშშ დოლარი გადაიხადა რომ გაერემონტებინა შ--–-- ე---------ს სახლი, რომელიც მან მიიღო მშობლებისგან მემკვიდრეობით და რომელიც მდებარეობს გ. ტ------ ქუჩის მე-6 ჩიხში, სახლი მე-3. ხოლო ის ფული რომელიც სახლის გასარემონტებლად გამოიყენა, ჩამოიტანა მინსკიდან, რომელიც მიიღო თავისი კერძო ბიზნესის, კერძოდ აგარაკის გაყიდვის შემდეგ. შ--–-- ე---------ს სახლის გარემონტების დროს ისინი არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო ქორწინების რეგისტრაციის გაფორმების შემდეგ შ--–-- ე--------მა დაიწყო მისი შეურაცხყოფა.
ნ-----–ია ვ----ას განმარტებით, როდესაც შ--–-- ე--------მა დაიწყო მასზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება ის ბათუმში არსებულ მის ბინაში არ გადავიდა, რადგან შ--–-- ე--------- ხშირად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და ეშინოდა, რომ მას სახლი არ გადაეწვა. ქუთაისში არსებული ბინა მასაც ეკუთნოდა, რადგან მან იმ ბინის რემონტში გადაიხადა 25000 აშშ დოლარი და სრული უფლება ჰქონდა დარჩენილიყო იქ.
ნ-----–ია ვ----ას განმარტებით, როდესაც მას შ--–-- ე--------- სცემდა ის ჩაკეტავდა კარებს, რომ ვინმეს არ დაენახა. ნ-----–ია ვ----ამ მაიკის შემოხევის ფაქტთან დაკავშირებით განმარტა, რომ როცა შ--–-- ე--------თან ერთად იმყოფებოდა სახლში, მას ყოველთვის ჰქონდა ჩაკეტილი თავისი ოთახის კარი და იმ დღეს როდესაც მოხდა ეს ფაქტი, მას შ--–-- ე--------თან გაუჩნდა საყოფაცხოვრებო კითხვა და ამიტომ გამოვიდა ოთხიდან და დაიწყეს საუბარი. შ--–-- ე--------მა გადაიტანა საუბარი ბათუმის ბინაზე და დაუწყო მას კამათი. ამ კამათის ნიადაგზე ნ-----–ია ვ----ას შეეშინდა, რომ რამე სერიოზული არ მომხდარიყო და უნდოდ გასულიყო გარეთ ქუჩაში. როდესაც მან მოჰკიდა ხელი კარის სახელურს, შ--–-- ე--------მა მას მაიკის საყელოზე მოჰკიდა ხელი, რის შემდეგაც ნ-----–ია ვ----ამ გაიწია და შ--–-- ე--------მა მას შემოახია მაიკა. ამის შემდეგ ნ-----–ია ვ----ა გავარდა ქუჩაში, საიდანაც უკვე მან მეზობლის ტელეფონით გამოიძახა პოლიცია. ნ-----–ია ვ----ას განმარტებით, შ--–-- ე--------ს მისთვის ხელი იმ დღეს არ დაურტყამს, ხოლო ყელზე არსებული დაზიანება მიყენებული იქნა მაიკის შემოხევის შედეგად.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N005575417 დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ნ-----–ია ვ----ა განიცდიდა შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტმა ე---------- ა-------მ მიუთითა, რომ კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემები და საქმის მასალებში აღწერილი ფაქტები უნდა შეფასდეს, როგორც სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით (როგორიც არის უგულებელყოფა, ნორმალური სოციალური ურთიერთობების შეზღუდვა, ემოციური უარყოფა, ფიზიკური/სიტყვიერი შეურაცხყოფა, სტაბილური საცხოვრებელი გარემოს კონტრასტული ცვლილება, საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვა) შიშის, დამცირების, პროდუქტიულობის შემცირების, პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვის და სხვა საზიანო მდგომარეობის მაპროვოცირებელი ქმედებები, რის გამოც ნ-----–ია ვ----ა განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ექსპერტმა ე---------- ა-------მ, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით 2017 წლის 22 სექტემბერს ნ-----–ია ვ----ას მიმართ ჩაატარა ამბულატორიული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების მომართვის საფუძველზე. მის მიმართ დასმული იყო შემდეგი კითხვები: კერძოდ, დაზარალებულმა ნ-----–ია ვ----ამ განიცადა თუ არა რაიმე სახის ტრამვა და მიიღო თუ არა რაიმე სახის ფსიქოლოგიური ტრამვა. მან ჩაატარა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც მიმდინარეობდა კლინიკური გასაუბრების მეთოდით და გამოყენებული იქნა გარკვეული სახის კითხვები. მან აღნიშნა, რომ ფსიქოლოგიური ტრამვა განიხილება, კონკრეტულ ფსიქოლოგიურ მატრამვირებელ მოვლენასთან დაკავშირებით, კონკრეტული პიროვნების პიროვნული მახასიათებლებისგან გამომდინარე აღნიშნული ქმედება ან ფაქტი, რამდენად შეიძლებოდა მისთვის მატრამვირებელი და ფსიქოლოგიური ტრამვის მიმნიჭებელი ყოფილიყო. აღნიშნული ფასდება მისი ფსიქოემოციური მდგომარეობით, მისი პროდუქტიულობის და ქმედუნარიანობის უნარის შეფასებით. სწორედ ამ კვლევის შედეგებით, მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალების და კლინიკური გასაუბრებით მოპოვებული მასალების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–ია ვ----ა განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, რა იწვევდა მის ტანჯვას.
ე---------- ა------ის განმარტებით, მას ნ-----–ია ვ----ასთან ჰქონდა პირადად საუბარი. ასევე იმის დასადგენად, რამდენად შეესაბამება მისი ნათქვამი სიმართლეს ისინი იკვლევენ ფსიქიკური ფუნქციების და პროცესების მიმდინარეობას, ხომ არ არსებობს რაიმე შეფერხება, რაც ხელს შეუშლის მას ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, ამით ხომ არ არსებობს ფსიქიკური დარღვევებისადმი მინიშნება ამ პროცესებისგან გამომდინარე. ასე რომ მისი პიროვნული მახასიათებლები, რომლის მიხედვითაც ადგენენ რამდენად შეიძლებოდა მისი პიროვნული მახასიათებლებისგან გამომდინარე აღნიშნული შემთხვევა ყოფილიყო ნ-----–ია ვ----ასთვის მატრავმირებელი და ზიანის მომტანი. სწორედ ამ პიროვნული მახასიათებლების კვლევა ხდება უშუალოდ ამ კვლევითი მეთოდებით და აქედან გამომდინარე ადგენენ რამდენად შეესაბამება სიმართლეს მოწოდებული ინფორმაცია. ე---------- ა------ის განმარტებით, დაზარალებულის მიმართ ჩატარდა ტესტირებაც. საქმის მასალების და ტესტების მონაცემების ერთმანეთთან შესაბამისობა და შეთანხმებულობა და ასევე კლინიკური გასაუბრებისას მისი იმჟამინდელი მდგომარეობა, ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთანხმებულობით, შესაბამისობით და გაანალიზების საფუძველზე მივიდნენ სწორედ ამ დასკვნამდე.
ე---------- ა------ის განმარტებით, ფსიქოლოგიური ტრამვა, რაზეც აღნიშნულ დასკვნაში არის საუბარი, მაქსიმუმ შეიძლება გაგრძელდეს სამი თვის განმავლობაში, შემდეგ ეს ემოციური ფონი, მოვლენები, მისი დამოკიდებულება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცხრება და უბრუნდება საწყის მდგომარეობას და თუ ეს ასე არ მოხდა, ეს უკვე ფსიქოლოგის კომპეტენციას სცდება და გადაიზრდება უკვე ფსიქიატრის კომპეტენციაში და უკვე მას სხვა ექსპერტიზის ჩატარება დასჭირდება მისი შერაცხადობის ან დიაგნოზის დასმის კუთხით და ამიტომ ამ შემთხვევაში, იმ კონკრეტულ მოვლენასთან და ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა კვლევა რაც იყო საქმის მასალებში წარმოდგენილი.
დაცვის მხარის კითხვაზე, იცნობდა თუ არა მოწმე ტ----- ფ-–--------- ნაშრომებს, ე---------- ა-------მ უპასუხა, რომ მას მისი ნაშრომები ბუნდოვნად ახსოვს. მისი მეთოდები არ გამოუყენებია აღნიშნული კვლევის ჩატარების დროს. ასევე აღნიშნა, რომ კლინიკური გასაუბრების დროს არსებობს ე.წ. სიცრუის შკალა, რომლის მიხედვით ერთი და იგივე კითხვა, სხვადასხვა კითხვების და გარემოებების შემდეგ მეორდება და ამის შემდეგ ადგენენ ტენდენციას თუ რამდენად შეესაბამება ეს კითხვები სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ერთმანეთს და რამდენად მიდრეკილია სიცრუისადმი და არარეალური ფაქტორების მოწოდებისადმი. ე---------- ა-------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის და ნ-----–ია ვ----ას მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე.
სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- შ--–--------ემ სასამართლოს უჩვენა, რომ ის მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხა დაზარალებული ბელორუსიის მოქალაქე ნ-----–ია ვ----ა რუსულ ენოვანი თარჯიმნის საშუალებით, რა დროსაც ნ-----–ია ვ----ა თავის ჩვენებაში უთითებდა, რომ მეუღლე ჰყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა საცხოვრებელ სახლში. ნ-----–ია ვ----ამ გამოძიებას უამბო, რომ მან 2017 წლის თებერვლის თვეში შეიძინა ბინა ბათუმში, რომლიდანაც შემოსული თანხის განკარგვის თაობაზეც ჰქონდათ დავა მას და შ--–-- ე--------ს. ნ-----–ია ვ----ას განმარტებით, ის ამ ბინიდან შემოსულ თანხას უგზავნიდა ნათესავებს და ამის გამოც ხშირად ჰქონდათ კამათი, რა დროსაც შ--–-- ე--------- ხშირად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. ხოლო ერთ დღეს, როდესაც ნ-----–ია ვ----ა იმყოფებოდა თავის შვილიშვილთან ერთად ზღვაზე და უკან დაბრუნდა, შ--–-- ე--------ს მისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ნ-----–ია ვ----ასთვის ხელი გაურტყია სახეში. ნ-----–ია ვ----ას განცხადებით, მას და შ--–-- ე--------ს ბევრჯერ ჰქონიათ კამათი, ხოლო ერთ დღეს შ--–-- ე--------ს ნ-----–ია ვ----ა არ შეუშვია სახლში, რის შედეგადაც ნ-----–ია ვ----ამ მიმართა პოლიციას დახმარებისათვის. მანამდე ნ-----–ია ვ----ას მიმართული ჰქონია საკონსულოსთვის და ჰქონდა მიწერილი, რომ შ--–-- ე--------- მას სისტემატურად ეჩხუბებოდა, აგდებდა საცხოვრებელი სახლიდან და როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო, რადგან სახლის რემონტი იყო მისი გაკეთებული. ნ-----–ია ვ----ას საკონსულოსგან მოსვლია წერილი, რომ მას უნდა მიემართა პოლიციისთვის. ნ-----–ია ვ----ა მისი დადგენილების საფუძველზე წარდგენილ იქნა ექსპერტიზაზე, სადაც ჩაუტარდა სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის ჩატარების შემდეგაც გაიცა შესაბამისი დასკვნა .
დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით შ--–-- ე---------ს საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. შ--–-- ე---------ს სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორის გ------- ც-–---იას მიერ 2017 წლის 15 ნოემბერს გამოცემული N000903 შემაკავებელი ორდერი.
ბრალდებულმა შ--–-- ე--------მა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ამასთან ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და საქმის სასამართლო განხილვის დროს უარი განაცხადა მოწმის სახით ჩვენების მიცემაზე. ხოლო დასკვნით სიტყვაში განმარტა, რომ მას არ ჩაუდენია არანაირი დანაშაული, ეს ყველაფერი ტყუილია. მისი ოჯახი დაინგრა, მაგრამ მას უნდოდა ოჯახის შენარჩუნება. ახლა სახლიდანაც აგდებს ნ-----–ია ვ----ა. ერთ ოთახში ტოვებდა და ქუჩაში უნდა ევლო ტუალეტში. 2016 წლის აგვისტოში თუ ხელი დაარტყა, 2017 წელს რატომ დაქორწინდა? ის არ არის დამნაშავე და ნ-----–იას მოჩვენებებზე და ტყუილი ინფორმაციის საფუძველზე არ უნდა მიესაჯოს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
განსახილველ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედება წარმოადგენს ოჯახში ჩადენილ ძალადობას. ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული და გავრცელებული ძალადობის ფორმაა. იგი მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს და საზოგადოების ყველა ფენას მოიცავს. ოჯახში ძალადობას ახასიათებს ფარული, განგრძობადი და სპეციფიური ხასიათი, რადგან ხორციელდება ოჯახის წევრის ან წევრების მიერ სხვა ოჯახის წევრის/ების მიმართ. ოჯახში ძალადობად ითვლება ოჯახის წევრის მიმართ განხორცილებული: ფიზიკური ძალადობა, ფსიქოლოგიური ძალადობა, ეკონომიკური ძალადობა, სექსუალური ძალადობა, იძულება.
ოჯახში ძალადობა ხშირ შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის სერიოზულ გაუარესებას, ფიზიკურ და ემოციურ აშლილობას, რომლიც შეიძლება ფატალური შედეგით დასრულდეს.
2012 წლის 12 ივნისს მიღებული იქნა კანონი „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“. აღნიშნული კანონით ახალი ნორმა დაემატა სისხლის სამართლის კოდექსის როგორც ზოგად (მე-111 მ.), ისე კერძო ნაწილს (1261 მ.).
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად მიიჩნევს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ითვალისწინებს პასუხისმგებლობას აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის.
აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება, იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. მუხლის სპეციფიკური ხასიათი გამოხატულია სწორედ ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობის, თმენისა და ვალდებულებების სამართლებრივი მოთხოვნის შესრულებაში და მკაცრად აკონტროლებს თითოეული მათგანის დაცულობას.
ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შემდეგ ალტერნატიულ ქმედებებში - ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება; ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი); გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის 1261 მუხლი ითვალისწინებს ძალადობის არა ყველა შემთხვევას, არამედ მხოლოდ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან ეკონომიკურ ძალადობას ან იძულებას, ისიც მხოლოდ მაშინ თუ მას არ გამოუწვევია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი.
სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით სისხლის სამართლის წესით არ ისჯება. სსკ-ის 1261 მუხლმა შეურაცხყოფისათვის შემოიღო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუკი იგი ჩადენილია ოჯახში და სისტემატური ხასიათისაა.
შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი იგი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და თანაც დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. ეს იმას ნიშნავს, რომ პირველი შეურაცხყოფისაგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა.შ.
სუბიექტური მხრივ სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა, თუმცა უფრო გავრცელებულია მისი ჩადენა შურისძიების, ეჭვიანობის, სიძულვილის მოტივით და სამაგიეროს მიზღვის ან პირის დამორჩილების მიზნით.
ბრალის ფორმის მიხედვით სსკ-ის 1261 მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განზრახი დანაშაულია (როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი).
სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ მათ საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ შ--–-- ე---------ს მიერ მის მიმართ სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით ინკრიმინირებული, ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რაზეც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებენ საქმეში წარმოდგენილი დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებანი, რომელთა ურთიერთშეჯერების პირობებში და მათი სიღრმისეული ანალიზის შედეგად სასამართლომ დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი. კერძოდ:
დადგენილია, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს გამოძიება დაიწყო ბელარუსის მოქალაქე ნ-----–ია ვ----ას მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების ,,114’’ საპატრულო ეკიპაჟიდან ბ. ე----------- ქუთაისის პოლიციის პირველ განყოფილებას ტელეფონით აცნობა, რომ ქუთაისში გ. ტ------ მე-6 ჩიხი N3-ში ბელარუსის მოქალაქეს ნ-----–ია ვ----ას, მეუღლემ - შ--–-- ე--------მა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ნ-----–ია ვ----ა, რომელმაც განმარტა, რომ შ--–-- ე--------- გაიცნო სოციალური ქსელის მეშვეობით. ნახევარი წლის შემდეგ დაიწყეს ერთად ცხოვრება, კერძოდ, 2016 წლის იანვრის თვეში, ქ. ქუთაისში, გ. ტ------ ქუჩის მე-6 ჩიხის N3 სახლში. თავიდან ქორწინების რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდნენ, ხოლო 2017 წლის მარტში მათ გააფორმეს ქორწინება. სანამ ქორწინებას გააფორმებდნენ, მანამდე მან შეიძინა ბინა ბათუმში, რადგან ჰქონოდა შემოსავლის წყარო. სანამ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა, მასსა და შ--–-- ე--------ს შორის კარგი ურთიერთობა იყო, ხოლო 2017 წლის მაისის თვიდან, როდესაც უკვე ბინიდან შემოდიოდა შემოსავალი, შ--–-- ე--------- იქიდან იღებდა გარკვეულ თანხას და ნ-----–იას ეუბნებოდა, რომ ეს იყო ოჯახური ბიზნესი და შეეძლო ფული დაეხარჯა, მაგრამ მან შ--–-- ე--------ს უარი უთხრა ფულის მიცემაზე და აუხსნა თუ რისთვისაც ჭირდებოდა მას ეს თანხა. ნ-----–ია ვ----ას განმარტებით, ის გაქირავებული ბინიდან შემოსულ თანხას ხარჯავდა საჭმელებისთვის და შ--–-- ე---------ს ტანსაცმელებისათვის, მაგრამ შ--–-- ე--------- მიუხედავად ამისა მაინც სისტემატურად უყვიროდა და აყენებდა მას შეურაცხყოფას. მოწმის განმარტებით, მათ როდესაც კამათი მოუვიდათ ფულის გამო, შ--–-- ე--------მა მას ხელიც კი გაარტყა, ხოლო ეს ხელის გარტყმა მოხდა მეორედ.
შ--–-- ე--------მა პირველად მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 2016 წლის ივნისის თვეში, მეორეჯერ - 2017 წლის აგვისტოს თვეში, ქ. ქუთაისში ტ------ ქუჩა მეექვსე ჩიხი N3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც შ--–-- ე--------მა მას სახეში დაარტყა ხელი და ტანსაცმელები, რომელიც კარადაში ჰქონდა შელაგებული, მიაყარა სახეში. ძალადობის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ნ-----–ია ვ----ას განმარტებით, შ--–-- ე--------ს 18 სექტემბერს ისევ ჰქონდა მცდელობა, რომ მასზე განეხორციელებია ფიზიკური შეურაცხყოფა, მაგრამ ეს შ--–-- ე--------მა ვერ მოახერხა, რადგანაც ნ-----–ია დაუსხლტა მას, თავი მოარიდა და გავარდა ქუჩაში. ნ-----–ია ვ----ამ აღნიშნულ ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ის იყო უცხო ქვეყანაში მარტო და თავს გრძნობდა ძალიან შეურაცხყოფილად როგორც ქალი და როგორც ადამიანი. ასევე აღნიშნა, რომ მას აქვს შფოთვითი აშლილობა, რადგან პრაქტიკულად არ სძინავს ღამე. როდესაც შ--–-- ე--------- მას შეურაცხყოფას აყენებდა, ის იკეტებოდა თავის ოთახში და ტიროდა.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N005575417 დასკვნით დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ნ-----–ია ვ----ა განიცდიდა შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ექსპერტმა ე---------- ა-------მ, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ კვლევის შედეგებით, მოცემული სისხლის სამართლის საქმის მასალების და კლინიკური გასაუბრებით მოპოვებული მასალების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-----–ია ვ----ა განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, რა იწვევდა მის ტანჯვას. ე---------- ა-------მ ჩატარებული კვლევებით დაადასტურა ნ-----–ია ვ----ას მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე.
სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ლ---- შ--–--------ე, რომელმაც ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაჰკითხა დაზარალებული ბელორუსიის მოქალაქე ნ-----–ია ვ----ა რუსულენოვანი თარჯიმნის საშუალებით, რა დროსაც ნ-----–ია ვ----ამ თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ მეუღლე ჰყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა საცხოვრებელ სახლში. მან 2017 წლის თებერვლის თვეში შეიძინა ბათუმში, რომლიდანაც შემოსული თანხის განკარგვის თაობაზეც ჰქონდათ დავა მას და შ--–-- ე--------ს. ნ-----–ია ვ----ას განმარტებით, ის ამ ბინიდან შემოსულ თანხას უგზავნიდა ნათესავებს და ამის გამოც ხშირად ჰქონდათ კამათი, რა დროსაც შ--–-- ე--------- ხშირად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას. ხოლო ერთ დღეს, როდესაც ნ-----–ია ვ----ა იმყოფებოდა თავის შვილიშვილთან ერთად ზღვაზე და უკან დაბრუნდა, შ--–-- ე--------ს მისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ ნ-----–ია ვ----ასთვის ხელი გაურტყია სახეში. ნ-----–ია ვ----ას განცხადებით, მას და შ--–-- ე--------ს ბევრჯერ ჰქონიათ კამათი, ხოლო ერთ დღეს შ--–-- ე--------ს ნ-----–ია ვ----ა არ შეუშვია სახლში, რის შედეგადაც ნ-----–ია ვ----ამ მიმართა პოლიციას დახმარებისათვის. მანამდე ნ-----–ია ვ----ას მიმართული ჰქონია საკონსულოსთვის და ჰქონდა მიწერილი, რომ შ--–-- ე--------- მას სისტემატურად ეჩხუბებოდა, აგდებდა საცხოვრებელი სახლიდან და როგორ შეიძლებოდა მოქცეულიყო, რადგან სახლის რემონტი იყო მისი გაკეთებული. ნ-----–ია ვ----ას საკონსულოსგან მოსვლია წერილი, რომ მას უნდა მიემართა პოლიციისთვის. ნ-----–ია ვ----ა მისი დადგენილების საფუძველზე წარდგენილ იქნა ექსპერტიზაზე, სადაც ჩაუტარდა სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის ჩატარების შემდეგაც გაიცა შესაბამისი დასკვნა.
სასამართლო აანალიზებს რა საქმის განხილვისას გამოკვლეულ მასალებს, დაზარალებულის განმარტებებს, ერთობლიობაში აფასებს ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის განმარტებებს, უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 1 აგვისტოს, ქ. ქუთაისში ტ------ ქუჩა მეექვსე ჩიხი N3-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, შ--–-- ე--------მა იძალადა მეუღლეზე - ნ-----–ია ვ----აზე (სახეში გაარტყა ხელი). ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2017 წლის მაისიდან შ--–-- ე--------- მეუღლეს ნ-----–ია ვ----ას აყენებდა სისტემატურ შეურაცხყოფას.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადასტურდა, რომ ნ-----–ია ვ----ა მეუღლის ქმედებით განიცდიდა შეურაცხყოფასა და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტმა ე---------- ა-------მ მიუთითა, რომ კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემები და საქმის მასალებში აღწერილი ფაქტები უნდა შეფასდეს, როგორც სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით (როგორიც არის უგულებელყოფა, ნორმალური სოციალური ურთიერთობების შეზღუდვა, ემოციური უარყოფა, ფიზიკური/სიტყვიერი შეურაცხყოფა, სტაბილური საცხოვრებელი გარემოს კონტრასტული ცვლილება, საკუთრების განკარგვის უფლების შეზღუდვა) შიშის, დამცირების, პროდუქტიულობის შემცირების, პიროვნების პატივისა და ღირსების შელახვის და სხვა საზიანო მდგომარეობის მაპროვოცირებელი ქმედებები, რის გამოც ნ-----–ია ვ----ა განიცდიდა შეურაცხყოფას და დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში შ--–-- ე---------ს მხრიდან ნ-----–ია ვ----ას მიმართ ადგილი ჰქონდა განზრახი და მიზანმიმართული ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზიანს აყენებდა ოჯახის წევრის - მეუღლის ნ-----–ია ვ----ას ჯანმრთელობას, ოჯახური თანაცხოვრების სიმშვიდესა და კეთილდღეობას. შესაბამისად, შ--–-- ე---------ს მიერ ჩადენილი ქმედებები გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შ--–-- ე--------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით განიხილა, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდებულ შ--–-- ე---------ს მიერ სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას და რაც შეიძლება საფუძველი გახდეს წარდგენილი ბრალდებისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, ბრალდებულ შ--–-- ე---------ს უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია წარდგენილი ბრალდებით პირის დამნაშავედ ცნობისათვის.
დაცვის მხარე განმარტავს, რომ ფიზიკური ტკივილის გამომწვევი ექსპერტიზა საქმეში არ არის და არც ხელის დარტყმა არ დაუდასტურებია ექსპერტს, მაგრამ სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებობს ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის კვლევით ნაწილში მითითებული არის 2017 წლის 1 აგვისტოს მომხდარის კამათის ფაქტი, რა დროსაც შ--–-- ე--------მა მარჯვენა გაშლილი ხელის მტევანი დაარტყა მარცხენა ლოყის არეში, რა დროსაც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასთან სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ე---------- ა-------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნისა და ნ-----–ია ვ----ას მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას მასზედ, რომ ნ-----–ია ვ----ას ამოძრავებდა ანგარება; რომ ნ-----–იამ მოახდინა პროვოცირება, როცა განაცხადა, რომ ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა; რომ ყველაფერი ნ-----–იას მოჩვენებები და ტყუილი ინფორმაციია, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. პირიქით, ექსპერტიზის ჩატარების დროს ექსპერტმა გამოიკვლია რამდენად შეესაბამებოდა სისწორეს მის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები. ასევე გამოიკვლია რამდენად შეიძლებოდა მისი პიროვნული მახასიათებლებისგან გამომდინარე აღნიშნული შემთხვევა ყოფილიყო ნ-----–ია ვ----ასთვის მატრავმირებელი და ზიანის მომტანი. სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა განმარტა, რომ კლინიკური გასაუბრების დროს არსებობს ე.წ. სიცრუის შკალა, რომლის მიხედვით ერთი და იგივე კითხვა, სხვადასხვა კითხვების და გარემოებების შემდეგ მეორდება და ამის შემდეგ ადგენენ ტენდენციას თუ რამდენად შეესაბამება ეს კითხვები სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ერთმანეთს და რამდენად მიდრეკილია სიცრუისადმი და არარეალური ფაქტორების მოწოდებისადმი. შესაბამისად, ე---------- ა-------მ დაადასტურა მიერ გაცემული დასკვნის და ნ-----–ია ვ----ას მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის შეკითხვა იცნობდა თუ არა ექსპერტი ტ----- ფ-–--------- ნაშრომებს, უნდა ჩაითვალოს პროვოკაციულ შეკითხვად, რომელიც მიმართული იყო მხოლოდ ექსპერტის დისკრედიტაციისკენ და არა საქმის გარემოებების დადგენისკენ. ე---------- ა-------მ განმარტა, რომ ტ----- ფ-–--------- ნაშრომები ბუნდოვნად ახსოვდა, ხოლო მისი მეთოდები არ გამოუყენებია აღნიშნული კვლევის ჩატარების დროს. დაცვის მხარეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნა; არ მიუთითებია ჩატარებული კვლევის არასრულობასა თუ უზუსტობაზე. ასევე არ წარმოუდგენია აღნიშნული დასკვნის გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება. ხოლო არარსებული ფსიქოლოგის ნაშრომების არცოდნა არ შეიძლება ჩაითვალოს ექსპერტიზის დასკვნის გაუზიარებლობის საფუძვლად.
რაც შეეხება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებას, დადგენილია, რომ იგი შეეხება 2017 წლის 14 ნოემბერს მომხდარ ინცინდენტს, რაზედაც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს პატრულ ინსპექტორმა გ------- ც-–---იამ 2017 წლის 15 ნოემბერს გამოსცა N000903 შემაკავებელი ორდერი.
მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს მხარეთა შორის არსებული კონფლიქტის დროს შედგენილი შემაკავებელი ორდერი არ გასაჩივრებულა და შ--–-- ე--------ს შემაკავებელი ორდერით დადასტურებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული ნებისმიერი მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.
პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებულია მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება და ექსპერტიზის დასკვნა პირდაპირი მტკიცებულებებია, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ შ--–-- ე--------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
შ--–-- ე---------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებასა და ოჯახურ მდგომარეობას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხარისხსა და ხასიათს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის სასჯელად გათვალისწინებულია საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ოთხმოციდან ასორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების განსახორციელებლად, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით, ბრალდებულ შ--–-- ე--------ს უნდა დაენიშნოს შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, კერძოდ, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში შ--–-- ე---------ს საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ--–-- ე--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ოდენობით.
შ--–-- ე---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
მსჯავრდებულ შ--–-- ე---------ს მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შ--–-- ე--------მა.
განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე