გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.11.2018
საქმის ნომერი
020210018002370748
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
19.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210018002370748 (2/645-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავა-–ი ნაწილი

 

ზ---------- რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - სა-–ომე ქობა-–ია

 

მოსარჩელე - ბი---------------ია

წარმომადგენელი - და------------აია

 

მოპასუხეები: ან--------უა, ა-–ე-----------რია

 

დავის საგანი - საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.მოსარჩელის მოთხოვნა

 

1.1.ზ-------------------- სოფელ კა----ის საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში მოპასუხე ან--------უასა და ა-–ე-----------რიას სახელზე განხორცილებული საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა;

 

1.2.ზ-------------------- სოფელ კა----ის საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნში მოპასუხე ან--------უასა და ა-–ე-----------რიას სახელზე განხორცილებული საკომლო ჩანაწერის ბათილად ცნობა (დაზუსტებულია მოპასუხე პირთა წრე და სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 19.11.2018 წლის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეზე არ არის

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მოსარჩელე ბი---------------ია და ან--------უა არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2----–-–----ნ და ცხოვრობდნენ ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-საარქივო ცნობები (ს.ფ. 14, 20).

 

3.2.2.მოსარჩელე ბი---------------იას და ან--------უას არარეგისტრირებულ ქორწინებიდან 20---–--–--–---------–---–ი - ა-–ე-----------რია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-საარქივო ცნობები (ს.ფ. 14, 20).

 

3.2.3.ზ------------------- მიერ 10.08.2016 წელს გაცემული №A------------------------- ცნობის საფუძველზე ბი---------------იას კომლის შესახებ მოპოვებულია შემდეგი ინფორმაცია:

 

- არქივში დაცული ზ-------------------- სოფელ კა----ის საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება ბი---------------ია. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან შემდეგი წევრები: ან--------უა - მეუღლე და ა-–ე-----------რია - შვილი.

 

- ზ-------------------- სოფელ კა----ის საკრებულოს 2001-2005 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება ბი---------------ია. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ან--------უა - მეუღლე და ა-–ე-----------რია - შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი;

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 14).

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვა-–ისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სრულად იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქა-–აქო კოდექსი, საქართველოს სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსი, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვა-–ისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეა-–იზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერია-–ური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყა-–იბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერია-–ურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან დაკმაყოფილებაზე უარი უშუა-–ოდ დაკავშირებულია სამართა-–წარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრებითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართა-–წარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

სასამართლოებში საქმეების განხილვის კონსტიტუციურმა პრინციპმა კანონმდებლის მიერ ასახვა ჰპოვა საქართველოს სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსში, რისი ნათელი გამოვლინებაა 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა განკუთვნადობის საკითხი, კერძოდ, დაადგინა სასამართლოს ვა-–დებულება, შეფასება მისცეს მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას იმ თვა-–საზრისით, თუ რამდენად შეიძლება იქნას სადავო ფაქტი წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუ მხარე, რომელსაც დაკისრებული აქვს კონკრეტული გარემოებების მტკიცების ტვირთი და მტკიცებას ვერ უზრუნველყოფს, ეს აისახება მის საზიანოდ. ამ კუთხით საგულისხმოა ის შემთხვევა, როცა მხარე საერთოდ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, ან წარმოდგენილი მტკიცებულებითა და მითითებული გარემოებებით ვერ მოახერხებს სასამართლოს დარწმუნებას. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სამართა-–წარმოებისას მოქმედებს ის პრინციპი, რომ მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის სასარგებლო გარემოებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეზე შესაფასებელია 10.08.2016 წლის საარქივო ცნობაში მითითებული საკომლო ჩანაწერები მოპასუხეთა თაობაზე, განხორციელებულია თუ არა კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სარჩელით დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ მოსარჩელესთან 2----–-–----ნ ცხოვრობდნენ მოპასუხეები, რის გამოც შეფასების საგანია ერთი მხრივ, აღნიშნულ პერიოდამდე არსებული და მეორე მხრივ, 2----–-–----ნ ჩამოყა-–იბებული ურთიერთობები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკოლმეურნეო კომლმა, როგორც სამართლის სუბიექტმა, არსებობა შეწყვიტა საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრისა და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის დადგენილებების საფუძველზე, თუმცა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონით დამკვიდრდა საკომლო მეურნეობის სტატუსი, რაც საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავდება, კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილების თანახმად, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.

 

მნიშვნელოვანია მითითებულ საკითხზე ყურადღება მიექცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 12 ნოემბრის №ას-241-566-09 განჩინებას, რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,1993 წლის შემდეგ წარმოიშობა საკომლო მეურნეობა, რომლის დეფინიცია მოცემულია „სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, „საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას.“ ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული“.

 

ამრიგად, კომლი არის სოფელში მცხოვრები ცა-–კე ოჯახი, რომელიც ახორციელებს საკომლო მეურნეობას, ხოლო საკომლო მეურნეობის დეფინიციისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე, შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობათა ერთობლიობაზე საკუთრების უფლება, რაც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველს. ამასთან ერთად საკომლო მეურნეობა ითვა-–ისწინებს რეგისტრაციას საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში), ასევე კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ იმ შემთხევევაში, თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული’’.

 

როგორც საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან ირკვევა, მოპასუხეები 2----–-–----ნ ცხოვრობდნენ მოსარჩელის ოჯახში ანუ კომლში, ზ-------------------- სოფელ კა----ში, სწორედ ამიტომ, ისინი სწორად არიან ასახული 2001-2005 წლების საკომლო ჩანაწერში. რაც შეეხება ამ პერიოდამდე არსებულ ჩანაწერს, რამდენადაც 1996-2000 წლებში მოპასუხეებს შეხება არ ჰქონიათ მოსარჩელის ოჯახთან, იგი ეწინააღმდეგება ზემოთ მითითებულ კანონს, რის გამოც სამოქა-–აქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე ბათილია.

 

6.2.საქართველოს სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვა-–ისწინებით, მტკიცებულებათა ერთობლივი შეფასებით, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის 60 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი 60 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქა-–აქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ბი---------------იას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.ბათილად იქნეს ცნობილი ზ-------------------- სოფელ კა----ის საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში მოპასუხე ან--------უასა და ა-–ე-----------რიას სახელზე განხორცილებული საკომლო ჩანაწერი;

 

3.დარჩენილი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4.მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის ანაზღაურება;

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე - ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვა-–ისწინებული წესების დაცვით ზ---------- რაიონული სასამართლოს (მდებარე - ქ------------------------–--------------- მეშვეობით;

 

6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვა-–დებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა