გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.03.2018
საქმის ნომერი
010310017002036267
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 01031--17002036267

№3-584/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე

სხდომის მდივანი ინეზა ტარიელაძე

მოსარჩელე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

წარმომადგენელი – ზვ---- მა------ე

მოპასუხე – ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

წარმომადგენელი - სუ-–--- აბ---–--ე, ა-- ვე-----–--ე

მესამე პირი – გ-- ღვ-------ე

წარმომადგენელი - თე---ა ჭუ--------ე

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სარჩელი აღძრა სასამართლოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც მოითხოვა, კომისიის 20-- წლის 2- მაისის №1-------- განკარგულებისა და 20-- წლის 09 ივნისს გაცემული №1------- საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა.

 

1.2. თავის მოთხოვნას მოსარჩელე მხარე შემდეგ გარემოებებზე ამყარებს:

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს 20-- წლის 19 სექტემბრის №0--------- მიმართვის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარე, 6 5-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 20.16.01.1--, შემდგომში საკადასტრო კოდები: 20.4-.01.60--20.4-.01.6-5-20.4-.01.6-6) საჯარო რეესტრში აღირიცხა, სახელმწიფო საკუთრებად.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 20-- წლის 8 ოქტომბერს აღნიშნული უძრავი ქონება საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, სათანადო ხელშეკრულებით საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და დაზუსტებული სახით აღირიცხა საჯარო რეესტრში.

მიწის ნაკვეთი სამინისტროს 20-- წლის 14 სექტემბრის №0--------- წერილით დაიყო ორ ერთეულად (საკადასტრო კოდები: 20.4-.01.6-5 და 20.4-.01.6-6). დღეისათვის მიწის ნაკვეთები კვლავ რეგისტრირებულია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად.

საჯარო რეესტრის 20-- წლის 2- ივნისის №2----- წერილით სამინისტროსათვის ცნობილი გახდა, რომ საჯარო რეესტრს 20-- წლის 9 ივნისს განცხადებით მიმართა გ-- ღვ-------ემ, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, სოფელ ციხისძირში. რეგისტრაციისათვის წარდგენილ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 2- მაისის №1-------- განკარგულება და ამავე კომისიის მიერ 20-- წლის 9 ივნისს გაცემული №1------- საკუთრების უფლების მოწმობა, ასევე უძრავი ქონების აზომვითი ნ--აზი.

საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული წარმოებისას განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, რადგან წარდგენილი აზომვითი ნ--აზის მიხედვით, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონება ზედდებაში აღმოჩნდა აჭარის ა.რ. საკუთრებაში რეგისტრირებულ, უძრავ ქონებაზე (65- კვ.მ-დან, 62- კვ.მ. ნაწილში). აღნიშნულის გამო საჯარო რეესტრმა განმცხადებლის დოკუმენტაცია განსახილველად გადააგზავნა სამინისტროში.

დოკუმენტაცია შეისწავლა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო მონაცემებით) ზედდებასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებათა განმხილველმა კომისიამ“ და საკითხის განხილვის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილებით მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებაზე დაინტერესებულ პირს უარი ეთქვა, ვინაიდან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, კომისიას არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, გან--ორციელოს ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე აღიაროს მესამე პირის საკუთრების უფლება.

საკუთრების უფლების აღიარების კომისია ვალდებული იყოს შეესწავლა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, როგორიცაა დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. მათ შორის ყველაზე მთავარი მტკიცებულება, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების დამდგენი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც უდავოდ დგინდება, რომ სოფელ ციხისძირში მდებარე 6 5-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში 20-- წლიდან იყო აღრიცხული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად, რომლის განკარგვის უფლებამოსილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომისიას არ გააჩნია.

კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონს, რის გამოც, სადავო ქონებაზე მიღებული გადაწყვეტილება და საკუთრების უფლების მოწმობა უნდა გაუქმდეს (აქტი, ცნობილ იქნას ბათილად მისი ძალაში შესვლის დღიდან, ხოლო საკუთრების უფლების მოწმობა უნდა გაუქმდეს).

 

2.მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე მხარის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის ქონების საკუთრებაში გადაცემა, როგორც ეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ დაადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 10 მარტის გადაწყვეტილებამ და რაც შემდეგ დადასტურდა ყველა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, ვერ ჩაითვლება სახელმწიფო ქონების განკარგვად და შეუძლებელია ამის გამო გამოირიცხოს, მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე კერძო პირებზე საკუთრების უფლების აღიარება.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვითაც სახელმწიფო ქონების განკარგვა ნიშნავს სახელმწიფო ქონების თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში გადაცემას, პრივატიზებას, მართვის უფლებით გადაცემას, რეალიზაციას, ლიზინგის ფორმით გაცემას, გა--წილებას და გა--დგურებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მოსარჩელე მხარის მოსაზრება წინააღმდეგობაში მოდის „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ წესთან და ამავე კანონის მიზნებთან.

კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით არსებობოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 10 მარტის საქმე №(3/7---15)01---------------7 გადაწყვეტილება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 20-- წლის 2- ივლისის საქმე №01---------------7(3/ბ-179-16) განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20-- წლის 16 თებერვლის საქმე №ბს-673-666(კ-16) განჩინება, რომლებითაც დასტურდება, რომ გ-- ღვ-------ის მიერ დაკავებული და საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რიცხულობა შეუძლებელია აღიარების კომისიისთვის ჩაითვალოს დამაბრკოლებელ გარემოებად, ამ პირზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტისას.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ კანონის სრული დაცვით მიიღო 20-- წლის 2- მაისის გადაწყვეტილება და არ არსებობოს მისი ბათილობის არა--ირი საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის, გ-- ღვ-------ის მიერ სარჩელი არ იქნა ცნობილი, შემდეგი საფუძვლით:

 

სადავო უძრავი ქონება წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაექვემდებარა გ-- ღვ-------ის სახელზე საკუთრების უფლებით აღიარებას.

სამინისტროსათვის საჯარო რეესტრიდან არ გამხდარა ცნობილი, რომ გ-- ღვ-------ეზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 20-- წლის 2- მაისს გასცა №1-------- განკარგულება და საკუთრების უფლების №1------- მოწმობა, რომლითაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე გ-- ღვ-------ეს საკუთრების უფლებით გადაეცა სოფელ ციხისძირში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ფართობი 65-,0 კვ.მ.) და მასზედ განთავსებულ შენობა-ნაგებობა (ფართი 24.9 კვ.მ.). ეს გარემოება მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო პროცესიდან, გ-- ღვ-------ის სარჩელზე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, სადაც სამინისტრო მონაწილეობდა მესამე პირად და დავა გ-- ღვ-------ის სასარგებლოდ დასრულდა.

გ-- ღვ-------ემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 2- მაისს №1-------- განკარგულება და №1------- საკუთრების უფლების მოწმობა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც დადგინდა ხარვეზი საკადასტრო მონაცემებს შორის ზედდებასთან დაკავშირებით და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მოსთხოვა წერილობითი თანხმობა, ზედდების ნაწილში მიწის ნაკვეთის კორექტირების თაობაზე, რაზეც 20-- წლის 14 ივლისს სამინისტრომ №0--------- წერილით (რეალაქტი) უარი გა--ცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. ასევე, გასაჩივრებული იქნა საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ №8------------0- გადაწყვეტილება, 20-- წლის 2- ივნისს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ფონდის ათვისება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით და სწორედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება საკუთრების უფლებით აღიარებას.

შესაბამისად, საკუთრების უფლების აღიარების კომისია უფლებამოსილი იყო გაეცა გ-- ღვ-------ეზე საკუთრების უფლებით უძრავი ქონება, ვინაიდან სასამართლომაც დაადგინა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ექვემდებარება აღიარებას.

20-- წლის 10 მარტის ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 7 სექტემბრის სხდომის №9 ოქმის №-- გადაწყვეტილება, რომლითაც გ-- ღვ-------ეს უარი ეთქვა ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ფართობი 65-,0 კვ.მ.) და მასზედ განთავსებული შენობა-ნაგებობის (ფართი 24.9 კვ.მ.) საკუთრების უფლების აღიარებაზე, იმ საფუძვლით რომ ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, რომელიც „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის წესსა და მიზნების შესაბამისად არ ექვემდებარებოდა საკუთრების უფლებით აღიარებას, აღნიშნულ პოზიციას იზიარებდა საქმეში ჩართული მესამე პირი, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, მაგრამ სასამართლომ საკითხის ხელახლა განხილვის მიზნით კომისიას დაავალა ემსჯელა გ-- ღვ-------ეზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, ვინაიდან სასამართლომ განმარტა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება აღაირებას.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაასაჩივრა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, რომელიც დარჩა უცვლელად როგორც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ექვემდებარება აღაირებას და კომისია უფლებამოსილი იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება აღესრულებინა ამ ფორმით, ეღიარებინა მიწის ნაკვეთზე გ-- ღვ-------ის საკუთრების უფლება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინა--სთა და ეკონომიკის სამინისტროს 20-- წლის 19 სექტემბრის №0--------- მიმართვის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარე, 6 5-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: 20.16.01.1--, შემდგომში საკადასტრო კოდები: 20.4-.01.60--20.4-.01.6-5-20.4-.01.6-6) საჯარო რეესტრში აღირიცხა, სახელმწიფოს საკუთრებად.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 20-- წლის 8 ოქტომბრის ხელშეკრულების (რეესტრი №1-9--2, ნოტარიუსი ხ. კალანდარიშვილი) საფუძველზე, 65--.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას და შესაბამისად, მასზე დაზუსტებული სახით საჯარო რეესტრში აღირიცხა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება.

აღნიშნული მიწის ნაკვეთი სამინისტროს 20-- წლის 14 სექტემბრის №0--------- წერილით დაიყო ორ ერთეულად (საკადასტრო კოდები: 20.4-.01.6-5 და 20.4-.01.6-6). დღეისათვის მათზე რეგისტრირებულია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აჭარის ა.რ. ფინა--სთა და ეკონომიკის სამინისტროს 20-- წ. 19.09. №0--------- მიმართვა;

- 18.06.2014 წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.2. 20-- წლის 29 მაისს გ-- ღვ-------ემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქობულეთის რაიონი, სოფელ ციხისძირში 65-.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ 24,9 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნ--აზი, მოწმეების - ვლადიმერ კობალაძის და ზურაბ მინაშვილის ერთობლივი განცხადება დამოწმებული ნოტარიულად.

კომისიის 20-- წლის 7 სექტემბრის სხდომის №9 ოქმის №-- გადაწყვეტილებით გ-- ღვ-------ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე.

გ-- ღვ-------ემ კომისიის 20-- წლის 7 სექტემბრის სხდომის №9 ოქმის №-- გადაწყვეტილება გაასაჩივრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა მისი ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 10 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი კომისიის 20-- წლის 7 სექტემბრის სხდომის №9 ოქმის №-- გადაწყვეტილება და კომისიას დაევალა, სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 20-- წლის 2- მაისს გ-- ღვ-------ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, გამოსცა №1-------- განკარგულება და №1------- საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც გ-- ღვ-------ეს საკუთრების უფლებით გადაეცა სოფელ ციხისძირში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ფართობი 65-,0 კვ.მ.) და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა (ფართი 24.9 კვ.მ.).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 10 მარტის გადაწყვეტილება;

- კომისიის 20-- წლის 2- მაისის №1-------- განკარგულება;

- კომისიის №1------- საკუთრების უფლების მოწმობა.

 

3.1.3. საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო სამსახურს 20-- წლის 9 ივნისს განცხადებით მიმართა გ-- ღვ-------ემ, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, სოფელ ციხისძირში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე. რეგისტრაციისათვის წარდგენილ იქნა ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 2- მაისის №1-------- განკარგულება და ამავე კომისიის მიერ 20-- წლის 09 ივნისს გაცემული №1------- საკუთრების უფლების მოწმობა, ასევე უძრავი ქონების აზომვითი ნ--აზი.

საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული წარმოებისას განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, რადგან წარდგენილი აზომვითი ნ--აზის მიხედვით, სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონება ზედდებაში აღმოჩნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რეგისტრირებულ, უძრავ ქონებაზე (65- კვ.მ.-დან 62- კვ.მ. ნაწილში). აღნიშნულის გამო საჯარო რეესტრმა განმცხადებლის დოკუმენტაცია 20-- წლის 2- ივნისის №2----- წერილით განსახილველად გადააგზავნა სამინისტროში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის 2- ივნისის №2----- წერილი;

- 18.06.2014 წ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

 

3.1.4. საჯარო რეესტრისაგან გადაგზავნილი დოკუმენტაცია შეისწავლა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სარეგისტრაციოდ მოთხოვნილი უძრავი ქონების (საკადასტრო მონაცემებით) ზედდებასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებათა განმხილველმა კომისიამ“ და სამინისტროს 20-- წლის 14 ივლისის №0--------- წერილით მიწის ნაკვეთის საზღვრების კორექტირებაზე დაინტერესებულ პირს, გ-- ღვ-------ეს უარი ეთქვა, იმ საფუძვლით, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და არა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება. კომისიამ მიუთითა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვა და განკარგვა ხდება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის შესაბამისად, ხოლო აღნიშნული კანონით კომისიას არ აქვს მინიჭებული უფლებამოსილება, გა--ხორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე აღიაროს მესამე პირის საკუთრების უფლება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აჭარის ა.რ. ფინა--სთა და ეკონომიკის სამინისტროს 20-- წლის 14.0-. №0--------- წერილი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც მნიშვნელოვანია დავის გადასაწყვეტად, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი;

- საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული, ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 2- მაისის №1-------- განკარგულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (რომლის სამართლებრივი შედეგ-- კომისიის მიერ 20-- წლის 09 ივნისს გაცემული №1------- საკუთრების უფლების მოწმობა) და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნორმებთან.

 

6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიულ პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნების საკუთრების უფლებით აღიარებით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის ამ ნორმის და--წესის შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოებული მიწის რეფორმის გატარების ერთ-ერთ ღონისძიებად იქნა წარმოდგენილი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება კონკრეტული წესის მიხედვით, იმ პირთა მიერ, ვინც წლების განმავლობაში ფაქტობრივად სარგებლობდა (მართლზომიერად, ან თვითნებურად) მიწის ნაკვეთით, გამოიყენებდა მას სათა--დო დანიშნულებით, ხოლო სახელმწიფო ასეთი მოცემულობის არსებობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირებს უქმნის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების სამართლებრივ საფუძველს.

ამასთან, სახელმწიფოს მიზანს ამ კანონის ფარგლებში წარმოადგენს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებით სარგებლობის და გამოყენების ლეგიტიმაცია საკანონმდებლო დონეზე, იმ პირებისათვის, რომლებიც წლების განმავლობაში რეალურად ფლობდნენ და გამოიყენებდნენ მიწის ნაკვეთებს სწორედ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, გააჩნდათ მიწის ნაკვეთზე განვითარებული მეურნეობა, ჰქონდათ მასზე აშენებული საცხოვრებელი, ასევე, იმ ოჯახებს, რომლებიც ცხოვრობენ სოფლის დასახლებაში და განიცდიან მცირემიწიანობას, ან არ გააჩნიათ საკარმიდამო ნაკვეთები და ამის გამო აქვთ დაკავებული სახელმწიფოს მიწის ნაკვეთები.

 

6.3. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დროს მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი“ არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების აღიარების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, კომისიის შექმნისა და საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით“.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის“ (სადავო პერიოდში მოქმედი) მე-10 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომისია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გადაწყვეტილებას იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - განკარგულებით. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება კომისიის სხდომაზე. მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისია გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას და დამოწმებულ საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნ--აზს, რომელზეც სხვა საკადასტრო მონაცემებთან ერთად ასახული უნდა იყოს საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის და შენობა-ნაგებობების საზღვრები და ფართობი, რომელთა საფუძველზეც საკუთრების უფლებააღიარებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

 

6.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 10 მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად (საქმე №(3/7---15)01---------------7 თავიდან განიხილა გ-- ღვ-------ის განცხადება, 20-- წლის 2- მაისის №1-------- განკარგულებით დააკმაყოფილა მოთხოვნა და აღიარა მისი საკუთრების უფლება, სოფელ ციხისძირში თვითნებურად დაკავებულ 65-.0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ 24.9 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე, ხოლო 20-- წლის 9 ივნისს მის სახელზე გასცა №1------- საკუთრების მოწმობა.

მოსარჩელე მხარე თავის სარჩელს აფუძნებს იმ გარემოებაზე, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სამართლებრივად არასწორად გადაწყვიტა გ-- ღვ-------ის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, რადგა--ც გ-- ღვ-------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი 65-.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წარმოადგენს იმ ნაკვეთის ნაწილს, რომელზეც ჯერ, 20-- წლის 19 სექტემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრება, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 20-- წლის 8 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება, რაც მოსარჩელე მხარის შეხედულებით, უპირობოდ გამორიცხავს მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიის მიერ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებას.

 

6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს მტკიცება, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონწინააღმდეგობასთან დაკავშირებით არ არის გამყარებული როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი დასაბუთებით.

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწად ითვლება ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

სასამართლო განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება;

ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მანძილი მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის;

გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად;

დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.

თავის მხრივ საქართველოს მთავრობის 20-- წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თა----ად, მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტია - ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

სასამართლო დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფიზიკურ პირზე საკუთრების უფლების აღიარება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენის მომენტისათვის ნამდვილად ფლობს, სარგებლობს ან თვითნებურად დაკავებული აქვს მიწის ნაკვეთი. დაინტერესებულმა პირმა საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების განმახორციელებელ მუდმივმოქმედ კომისიაში უნდა წარადგინოს ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის მართლზომიერი ან თვითნებურად დაკავების ფაქტს.

დადგენილია, რომ გ-- ღვ-------ის მიერ კომისიაში წარდგენილ განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნ--აზი, მოწმეების - ვლადიმერ კობალაძის და ზურაბ მინაშვილის ნოტარიულად დამოწმებული ერთობლივი განცხადება, სადაც აღნიშნული პირები მიუთითებდნენ, რომ გ-- ღვ-------ე 1990 წლიდან ფლობს და სარგებლობს 65-.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და 24.9 კვ. შენობა-ნაგებობას, მდებარე ქობულეთი, სოფელი ციხისძირი.

ამასთან, დადგენილია და მოსარჩელე მხარეც ადასტურებს, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილ 65-.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე იდგა გ-- ღვ-------ის კუთვნილი, 24.9 კვ. შენობა-ნაგებობა, რასაც ის იყენებს საცხოვრებელი ფართის დანიშნულებით.

ასევე, უდავოა, რომ 65-.0 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით დღმედე სარგებლობს გ-- ღვ-------ე, რომელსაც ის გამოიყენებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების მოსაყვა--დ, მიწის ნაკვეთი არის შემოღობილი და დამუშავებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიზნით.

მოცემულ შემთხვევაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში თვითნებურად დაკავებულ 65-.0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე გ-- ღვ-------ის საკუთრების უფლების აღიარებისას დაეყრდნო იმ მოცემულობას, რომ მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი დაკავებისა და რეალური სარგებლობის ფაქტი უდავოა და ამასთან, მასზე მდებარეობს ამ პირის კუთვნილი საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობა, რაც მოსარჩელე მხარის მიერ სადავო არ არის და დადასტურებულია. ეს გარემოებები კი დასახელებული ნორმის შესაბამისად წარმოადგენს საკმარის საფუძველს, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავებულად ჩათვლისა და მასზე დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სწორად არის გამოკვლეული და შეფასებული საკუთრების უფლების აღიარების საფუძველი ამ მხრივ და კანონშესაბამისია კომისიის მიერ გაკეთებული ა--ლიზი, როგორც გ-- ღვ-------ის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას.

ამდენად, გ-- ღვ-------ისათვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ კომისიის გადაწყვეტილება სრულად აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების აღიარების წესის“ მოთხოვნებს, მის ფაქტობრივ ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის იმ არგუმენტაციას, რომ სახელმწიფოს მიერ ავტონომიური რესპუბლიკისათვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა და ამ უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა გამორიცხავს დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარებას მასზე, სასამართლო მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ-- ღვ-------ის სარჩელი, კანონშეუსაბამოდ იქნა შეფასებული ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 7 სექტემბრის სხდომის №9 ოქმის №3 საოქმო გადაწყვეტილება, გ-- ღვ-------ეზე სოფელ ციხისძირში თვითნებურად დაკავებულ 65-.0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ, რომლითაც კომისიის უარი აღიარებაზე ემყარებოდა იგივე გარემოებას, რომ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა იმ ნაკვეთის ნაწილს, რომელზეც ჯერ, 20-- წლის 19 სექტემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სახელმწიფოს საკუთრება, ხოლო შემდეგ, ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლება, რაც გამორიცხავდა მიწის ნაკვეთზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საკუთრების უფლების აღიარებას.

მიწის ნაკვეთის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში რიცხულობასთან დაკავშირებით სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრების უფლების აღრიცხვა არ ნიშნავს სახელმწიფოს მიერ მის განკარგვას და ამის შედეგად მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებთან მიმართებაში არ იცვლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-- ღვ-------ის მიერ საკუთრების უფლების აღიარებას მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი წარმოადგენს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის საკუთრებას, თუმცა იგი ვერ ჩაითვლება განკარგულ მიწის ნაკვეთად, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემით იქმნება, რის გამოც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი შეფასება და დასკვნა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომისია აღნიშნული გარემოების გამო მოკლებულია უფლებამოსილებას, აღიაროს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე, რომელიც უკვე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას, არ შეიძლება გაზიარებული იქნას, რამდენადაც ასეთი სამართლებრივი დასკვნა წინააღმდეგობაშია „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ წესთან და ამავე კანონის მიზნებთან.“

სასამართლოს გადაწყვეტილებით უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, სწორედ ამ დასკვნის გათვალისწინებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გ-- ღვ-------ის განცხადების თავიდან განხილვა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 10 მარტის გადაწყვეტილება კანოიერ ძალაში შევიდა და სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსრულების სახით, გადაწყვეტილებით გაკეთებული დასკვნებისა და შეფასებების შესაბამისად, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 20-- წლის 2- მაისს გ-- ღვ-------ის მოთხოვნა დააკმაყოფილა, გამოსცა №1-------- განკარგულება და №1------- საკუთრების უფლების მოწმობა, რომლითაც მოსარჩელეს საკუთრების უფლებით გადაეცა თვითნებურად დაკავებული, ავტონომიური რესპუბლიკსი საკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთი.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის თა----ად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ხოლო 84-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შეცვლა ან შეჩერება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს კანონით განსაზღვრული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თა----ად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თა--მდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

სასამართლო მიიჩნევს, კომისია ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით გაკეთებული შეფასება და დასკვნა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში მდებარე 65-.0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ამ კონკრეტული მიწის ნაკვეთის მიმართ, გ-- ღვ-------ის საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვისას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად მიწის ნაკვეთის რიცხულობა ხელს არ უშლიდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მასზე გ-- ღვ-------ის საკუთრების უფლების აღიარებას და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებები ამ მხრივ სრულიად კანონშესაბამისია.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 1-ლი მუხლის შესაბამისად, „ეს კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს ისეთი ურთიერთობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას.

სასამართლო ამასთან აღნიშნავს, სოფელ ციხისძირში მდებარე, 6 5-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების საჯარო რეესტრში აღრიცხვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების პროცესში თვითონ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არ შეუსწავლია თავის დროზე ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც ჯერ ამ სამინისტროს 20-- წლის 19 სექტემბრის №0--------- მიმართვის საფუძველზე საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრებად აღირიცხა, ხოლო შემდეგ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემის შესახებ 20-- წლის 8 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა ავტონომიურ რესპუბლიკას, იმ დროს არ იყო თავისუფალი, რამდენადაც უდავოა და სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება, რომ სოფელ ციხისძირში მდებარე 65-.0 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს 20-- წლის 11 ივლისის კანონის ამოქმედებამდე დაკავებული იყო მოსარჩელე გ-- ღვ-------ის მიერ, უწყვეტად მუშავდებოდა, მასზე არსებობდა გ-- ღვ-------ის კუთვნილი საცხოვრებელი დანიშნულების შენობა-ნაგებობაც და მიწის ნაკვეთს წლების განმავლობაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით სარგებლობდა მოსარჩელის ოჯახი, რაც დღემდე გრძელდება, მოსარჩელეს კი ფაქტობრივი სარგებლობა და მფლობელობა არც დაუშლია მისთვის.

სასამართლო მიიჩნევს, მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს იმთავითვე უნდა გაეთვალისწინებინა, რომ სოფელ ციხისძირში მდებარე, 6 5-- კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი, 65-.0 კვ.მ. ფართით თავისუფალი არ იყო, ხოლო სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაცია მხოლოდ თავისუფალ მიწის ნაკვეთზე იყო შესაძლებელი, 20-- წლის 19 სექტემბრის №0--------- მიმართვა კი, რაც სოფელ ციხისძირში მდებარე, 6 5-- კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრის მიერ სახელმწიფოს საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად იქნა მიჩნეული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინა--სთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 2--ე მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლების შესაბამისად, რა დროსაც სამინისტროს მიერ ეს გარემოება უგულებელყოფილი იქნა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ კონკრეტულ საკითხზე აქტის გამოცემის ვალდებულებით, მმართველობითი საქმიანობის მიზანს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. მუხლის წარმოადგენს: „უზრუნველყოს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადამიანის უფლებების და თავისუფლებების, საჯარო ინტერესების და კანონის უზენაესობის დაცვა“.

ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილად უნდა გამოეკვლია მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, რომელზეც სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს, რომ ის წარმოადგენდა თუ არა თავისუფალ ნაკვეთს, ხომ არ იყო ის სხვა პირის მფლობელობაში და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო, შესაბამისი გადაწყვეტილება, რაც მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ განხორციელებულა.

ამასთან ერთად, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თა----ად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს. სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მიწის ნაკვეთზე თენგიზ და ზურიკო კონცელიძეების საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 2- მაისის №1-------- განკარგულება (და 20-- წლის 9 ივნისს გაცემული №1------- საკუთრების უფლების მოწმობა) არის გ-- ღვ-------ის მიმართ აღმჭურველი შინაარსის სამართლებრივი აქტი, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით გასაჩივრებული აქტი დაინტერესებულ მხარეს - გ-- ღვ-------ეს ანიჭებს საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთზე.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის ,,კანონიერების პრინციპი“, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება კანონმდებლის მიერ აღიარებული „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი“. ორივე პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა და გამომდინარეობს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპიდან. ამდენად, შეუძლებელია ცალსახად პრობლემის გადაწყვეტა. ადმინისტრაციული წარმოებისა და ადმინისტრაციული სასამართალწარმოების ამოცანაა კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტისას მოახდინონ ამ ორი პრინციპის შეპირისპირება და თანაზომიერი გადაწყვეტილების მიღება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი - „კანონიერი ნდობის ინსტიტუტის“ გამოყენების შესაძლებლობას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი უშვებს კანონიერი და უკანონო აქტების და მათ საფუძველზე განხორციელებული ღონისძიებების მიმართ, შესაბამისი სავალდებულო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში; კანონიერი ნდობის ინსტიტუტის არსებობა პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ შედეგთან, სწორედ სამართლებრივი შედეგის სტაბილურობის შენარჩუნების მიზანს ემსახურება კანონიერი ნდობის დაცვა.

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესახებ თეორიული პრინციპი მოიცავს ორ ასპექტს. კერძოდ, თუ რა შემთხვევაშია აქტი კანონიერი ან უკანონო და მეორეს მხრივ, თუ რა სამართლებრივ შედეგებს იწვევს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლწინააღმდეგობა. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არ არის დაცვის ღირსი, ანუ არ არსებობს კანონიერი ნდობა, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება, ან, როდესაც მისთვის ამ აქტის უკანონობა ცნობილი იყო, ან უნდა ცოდნოდა.

მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს რომელიმე გარემოება, რაც დაცვის უღირსად გახდიდა გ-- ღვ-------ის კანონიერ ნდობას მისი საკუთრების უფლების აღიარების შესახებ აქტის მიმართ, თუნდაც ეს აქტი კანონსაწინააღმდეგ ჩაითვალოს, რამდენადაც მოპასუხის რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის სახეზე, ამაზე არც მოსარჩელე ადმინისტრაციული ორგანო მიუთითებს და ამასთან, სადავო აქტი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს.

თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 20-- წლის 2- მაისის №1-------- განკარგულებისა და 20-- წლის 09 ივნისს გაცემული №1------- საკუთრების უფლების მოწმობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში)არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით არის გამოცემული.

 

6.6. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადავო ადმინისტრაციული აქტი მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თა----ად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

განსახილველ შემთხვევაში ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თა----ად, მოსარჩელე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2 მე-5, 22-ე, 32-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-258-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და მესამე პირის, გ-- ღვ-------ის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

2. მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20-- წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თა----ად, გ-- ღვ-------ეს (პ/№-----------) აეკრძალა №------------ გა--ცხადის საფუძველზე ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე უძრავ ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დარეგისტრირების შემდგომ, მისი გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32/ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30/.

 

მოსამართლე: ჯუმბერ ბეჟანიძე