განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №--------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნ-----ია
სხდომის მდივანი თ----- შ------იძე
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი - ი----- მ-----–---–ი
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - ნ---- ტ------–ის ძე მ--–---–---–ი - დაბადებული 1----–-–---------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–-------------------–----–--------------------------------–------------------------–----------------–-------------------------------------------------–---------------------------ში
ადვოკატი - თ------------–---–-
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 120-ე მუხლი
2. ბრალდებული - ა---- მ------ის ძე ჩ----ე - დაბადებული 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №----------0, ნასამართლობის არმქონე (ქმედების ჩადენის მომენტისათვის), რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------–--------------------------ში.
ადვოკატი - ს---------–----ე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტები
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 03:05 საათზე, ქ.თბილისში, ჯ---------------------ში განთავსებული შპს „ლ--------------ის“ სლოტ კ-–--------“-ში, ამავე სლოტ კლუბში განაწილებული შპს „ვ---------------------ის“ დაცვის თანამშრომლებთან - ი---- წ---–-----თან და ლ---- კ-–-–---–თან, კლუბში შესვლასთან დაკავშირებით, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ა---- ჩ----ეს, რის შედეგადაც იგი და მისი თანმხლები ნ---- მ--–---–---–ი დაცვის თანამშრომლებმა სლოტ კლუბის შესასვლელ ფოიეში გაიყვანეს, სადაც აღნიშნული უთანხმოება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ნ---- მ--–---–---–მა, ლ---- კ-–-–---–ს ცხვირში თავი ჩაარტყა, რის შემდეგაც ნ---- მ--–---–---–მა და ა---- ჩ----ემ, ჯგუფურად, ი---- წ---–-----ს და ლ---- კ-–-–---–ს, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ხელების დარტყმით სხეულის დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც მათ ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ნ---- მ--–---–---–მა თან ნაქონი დანის ტარი, ი---- წ---–-----ს შუბლში ჩაარტყა, შემდეგ კი, ამავე დანის ტარი, ლ---- კ-–-–---–ს რამოდენიმეჯერ ჩაარტყა თავში. დაცვის თანამშრომლებმა მათი გარეთ, სლოტ კლუბის წინ გაყვანა შეძლეს, რის შემდეგაც, ნ---- მ--–---–---–მა, დანის გამოყენებით, ი---- წ---–-----ს, მენჯ-ბარძაყის არეში, სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის, სწორკიდეებიანი ჭრილობა მიაყენა, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
1.2. 2017 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 03:05 საათზე, ქ.თბილისში, ჯ---------------------ში განთავსებული შპს „ლ--------------ის“ სლოტ კ-–--------“-ში, ამავე სლოტ კლუბში განაწილებული შპს „ვ---------------------ის“ დაცვის თანამშრომლებთან - ი---- წ---–-----თან და ლ---- კ-–-–---–თან, კლუბში შესვლასთან დაკავშირებით, ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა ა---- ჩ----ეს, რის შედეგადაც იგი და მისი თანმხლები ნ---- მ--–---–---–ი დაცვის თანამშრომლებმა სლოტ კლუბის შესასვლელ ფოიეში გაიყვანეს, სადაც აღნიშნული უთანხმოება გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში, რა დროსაც ნ---- მ--–---–---–მა, ლ---- კ-–-–---–ს ცხვირში თავი ჩაარტყა, რის შემდეგაც ნ---- მ--–---–---–მა და ა---- ჩ----ემ, ჯგუფურად, ი---- წ---–-----ს და ლ---- კ-–-–---–ს, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ხელების დარტყმით სხეულის დაზიანებები მიაყენეს, რის შედეგადაც მათ ფიზიკური ტკივილი განიცადეს. ნ---- მ--–---–---–მა თან ნაქონი დანის ტარი, ი---- წ---–-----ს შუბლში ჩაარტყა, შემდეგ კი, ამავე დანის ტარი, ლ---- კ-–-–---–ს რამოდენიმეჯერ ჩაარტყა თავში. დაცვის თანამშრომლებმა მათი გარეთ, სლოტ კლუბის წინ გაყვანა შეძლეს, რის შემდეგაც, ნ---- მ--–---–---–მა, დანის გამოყენებით, ი---- წ---–-----ს, მენჯ-ბარძაყის არეში, სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის, სწორკიდეებიანი ჭრილობა მიაყენა, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულის, მოწმეთა და ბრალდებულთა ჩვენებები; სამედიცინო ექსპერტიზის №---------, №--------- დასკვნები და სხვ.) ერთობლიობა ნ---- მ--–---–---–ის და ა---- ჩ----ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ:
1. ნ---- მ--–---–---–მა ჩაიდინა:
· ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით;
· მანვე ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;
2. ა---- ჩ----ემ ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, ორი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტებით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
3.1. ნ---- მ--–---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
3.2. ა---- ჩ----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლ---ობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესასრულებლად, ა---- ჩ----ეს განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 3 წელი პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით (სასჯელის მოხდის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 15 მარტიდან 2018 წლის 29 მარტის ჩათვლით), ხოლო ნ---- მ--–---–---–ს - დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ სს საქმეზე ნ---- მ--–---–---–ს ბრალდება წარედგინა 2017 წლის 29 ნოემბერს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით (რაც სრულადაა გადახდილი მოქ. ლ---ა მ-------ის მიერ 2018 წლის 8 იანვარს). ბრალდების წარდგენისა და გირაოს შეფარდების შემდეგ, ნ---- მ--–---–---–ს წარედგინა ახალი ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, შესაბამისად, დაირღვა გირაოს გამოყენების პირობები. იმის გათვალისწინებით, რომ გირაოს შემტანი პირი - ლ---ა მ-------ე არაა გაფრთხილებული მე-200 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გირაოს პირობების დარღვევისას მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თაობაზე, არ არსებობს გირაოს სახით შეტანილი თანხის - 1000 (ათასი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვის საფუძველი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 10.01.2011წ გადაწყვეტილება 705აპ-10).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა---- ჩ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2-4 ნაწილების თანახმად, ახლადდანიშნული სასჯელი მთლ---ად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 ოქტომბრის განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---- ჩ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3 (სამი) წელი.
ა---- ჩ----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 15 მარტიდან 2018 წლის 29 მარტის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლების საფუძველზე, მსჯავრდებულ ა---- ჩ----ეს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო კონტროლი მის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ა---- ჩ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
ნ---- მ--–---–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის I1 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ---- მ--–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ნ---- მ--–---–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2018 წლის 16 ნოემბრიდან.
ნ---- მ--–---–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 1 (ერთი) ცალი დისკი (ინახება თბისლისი საქალაქო სასამართლოში) შენახულ იქნეს სს საქმის შენახვის ვადით;
- მომწვანო ფერის პლასტმასის ბოთლი, წარწერით BAVARIA (ინახება ისანი-სამგორის შს სამმართველოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნ---- ნ-----ია