განაჩენი

სისხლის სამართლის 20.11.2018
საქმის ნომერი
160100118002624779
დავის ტიპი
126
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118-0-624779

საქმე #1/244-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ბო-–---ი

 

ბო-–---ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ჯემალ კოპალიანი

სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი------ ძი--------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ას--- ემ-----ი (დაბადებული - 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------- საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბო-–---ი, სოფელი ბა-–-------ი.

 

ადვოკატი - ბა----- პა--------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით.

 

დისპოზიცია: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

თარჯიმანი - ნა--–- იბ---------ა

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბო-–---ის რაიონის სოფელ ბა-–-------ში მდებარე ას--- ემ-----ის სახლში, შელაპარაკებისას, ას--- ემ-----მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს რა---–- იბ---------ას, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, არასრულწლოვანი შვილის 3 წლის აი--- ემ-----ის თანდასწრებით მუშტი დაარტყა მარცხენა მხარში, შემდეგ თავში, ხოლო შემდეგ მარჯვენა გვერდში, რის გამოც რა---–- იბ---------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ბრალდებულმა ას--- ემ-----მა თავი მთლიანად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ 2018 წლის 4 სექტემბერს, საღამოს საათებში, თავის საცხოვრებელ სახლში, მეუღლესთან რა---–- იბ---------ასთან მოუვიდა შელაპარაკება რა დროსაც, არასრულწლოვანი შვილის 3 წლის აი--- ემ-----ის თანდასწრებით მუშტი დაარტყა მარცხენა მხარში, თავში და მარჯვენა გვერდში, მანვე განმარტა, რომ იგი გულწრფელად ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას.

 

2.2. ას--- ემ-----ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულ რა---–- იბ---------ას, მოწმე ნუ----- ემ-----ას, არ---- იბ---------ას, აი--- ემ-----ის, აი------ ემ-----ას, ეს----- ემ-----ას, ჯა-------- ემ-----ას, ალ---- ემ-----ის, სა---- სუ-–--------ას, გი------ გა-------ას გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს ფოტოილუსტრაციას, და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №006250618 დასკვნას, ასევე ბრალდებულ ას--- ემ-----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ აღიარებით ჩვენებას.

 

2.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ას--- ემ-----ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდებისა მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.4. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვაში განმარტა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ და სასამართლოს სთხოვა მის მიმართ არასაპატიმრო სასჯელის გამოყენებას.

 

2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №006250618 დასკვნით დადგენილია, რომ გარეგანი დათვალიერებით რა---–- იბ---------ას 06.09.2018 წ. აღენიშნება სისხლნაჟღენთები მარცხენა მხრის სარტყელის და მარცხენა ლავიწის მიდამოებში. აღნიშნული დაზიანებები განვითარებულია მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

2.6. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

2.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

2.8. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/0-/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან.

2.9. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

2.10. სასამართლო საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებებს რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

3. სამართლებრივი შეფასება:

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნებაგანწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”

 

3.2. კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.

3.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

 

3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის ბრალდების დადგენილებაში ას--- ემ-----ის მიერ განხორციელებული ქმედების დაკვალიფიცირება ძალადობად სამართლებრივად მართებულია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ რა---–- იბ---------ას, მოწმე ნუ----- ემ-----ას, არ---- იბ---------ას, აი--- ემ-----ის, აი------ ემ-----ას, ეს----- ემ-----ას, ჯა-------- ემ-----ას, ალ---- ემ-----ის, სა---- სუ-–--------ას, გი------ გა-------ას გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ფოტოილუსტრაციით, და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 6 სექტემბრის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №006250618 დასკვნით, ასევე ბრალდებულ ას--- ემ-----ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ აღიარებით ჩვენებით, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ას--- ემ-----მ ჩაიდინა ძალადობა, კერძოდ: 2018 წლის 4 სექტემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ბო-–---ის რაიონის სოფე ბა-–-------ში მდებარე ას--- ემ-----ის სახლში, შელაპარაკებისას, ას--- ემ-----მა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს რა---–- იბ---------ას, რომელთან ერთადაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, არასრულწლოვანი შვილის 3 წლის აი--- ემ-----ის თანდასწრებით მუშტი დაარტყა მარცხენა მხარში, შემდეგ თავში, ხოლო შემდეგ მარჯვენა გვერდში, რის გამოც რა---–- იბ---------ამ ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

3.5. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, დადგენილია, რომ დაზარალებული რა---–- იბ---------ა არის ბრალდებულ ას--- ემ-----ის არარეგისტრირებული მეუღლე, რომელთანაც მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

3.6. ამდენად, ბრალდებული ას--- ემ-----ი და დაზარალებული რა---–- იბ---------ა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად ითვლებიან ერთმანეთის ოჯახის წევრებად.

 

3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ას--- ემ-----მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით. . ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილს ,,ბ" ქვეპუნქტი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

4.5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.

 

4.6. მოცემულ შემთხვევაში, ას--- ემ-----ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო შემამსუბუქებელ გარემოებებად სასამართლო მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბრალდებულ აღიარებას და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, წარსულში არაა ნასამართლევი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დაზარალებულ რა---–- იბ---------ამა შეურიგდა ას--- ემ-----ს და მის მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს.

 

4.7. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

4.8. სასამართლო ითვალისწინებს ას--- ემ-----ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ას--- ემ-----ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილს ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. როგორც პროპორციული ზემოქმედების ღონისძიება, რომელიც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ბრალდებულის რესოციალიზაციას.

 

4.9. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ას--- ემ-----მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ასევე მისი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ყოფა-ქცევის ეფექტურად კონტროლის მიზნით, ას--- ემ-----ს უნდა დაეკისროს სსკ-ის 65-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობა - პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

5. ნივთმტკიცების, აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა:

 

ას--- ემ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო უნდა გაუქმდეს.

 

ასევე უნდა გაუქმდეს ბო-–---ის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ნუ----- ემ-----ას (1----------) კუთვნილი უძრავი ქონებაზე, მდებარე ბო-–---ის რაიოის სოფელ ბა-–-------ში, ს/კ 8-.0-.6--1--- ბო-–---ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, ბრალდებულ ა\ას--- ემ-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს, ხოლო გირაოს თანხად განსაზღვრულ 15000 ლარის ექვივალენტურ ნაწილზე დადებული ყადაღა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, სსკ-ის 63-66-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ას--- ემ-----ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილს ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლისა და ”არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

 

ას--- ემ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

 

გაუქმდეს ბო-–---ის რაიონული სასამართლოს მიერ 2018 წლის 13 სექტემბრის განჩინებით ნუ----- ემ-----ას (1----------) კუთვნილი უძრავი ქონებაზე, მდებარე ბო-–---ის რაიოის სოფელ ბა-–-------ში, ს/კ 8-.0-.6--1--- ბო-–---ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინებით, ბრალდებულ ას--- ემ-----ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაოს, ხოლო გირაოს თანხად განსაზღვრულ 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ექვივალენტურ ნაწილზე დადებული ყადაღა.

 

ას--- ემ-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 6 სექტემბრიდან - 2018 წლის 14 სექტემბრის ჩათვლით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ბო-–---ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ჯემალ კოპალიანი