გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.11.2018
საქმის ნომერი
140210818002562178
კატეგორია
დავის ტიპი
უდაო წარმოების საქმეები
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1439-18 (140210818002562178)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

(სარეზოლუციო ნაწილი)

2 ნოემბერი, 2--- წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

განმცხადებლები - ს------------------–ი, ლ--------–---------–---–ი

დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი

წარმომადგენელი - ანა კორინთელი

მოთხოვნის არსი - შვილად აყვანა

სასამართლომ დახურულ სასამართლო სხდომაზე, უდავო წარმოების წესით განიხილა სამოქალაქო საქმე ს------------------–ისა და ლ--------–---------–---–ის განცხადებისა გამო, შვილად აყვანის თაობაზე

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით, 310-ე მუხლის „ზ” ქვეპუნქტით, 311-ე, 350-351-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

1. ს------------------–ისა და ლ--------–---------–---–ის განცხადება დაკმაყოფილდეს:

 

1.1. ს------------------–სა (პ/ნ 5----------) და ლ--------–---------–---–ს (პ/ნ 5----------) ნება დაერთოთ გ-----------–---ის (დაბადებული 1--0--2--- წელს, დაბადების ადგილი - თბილისი, პ/ნ 0----------, დაბადების მოწმობის №-----------) შვილად აყვანაზე.

 

1.2. შვილად ასაყვანის - გ-----------–---ის (დაბადებული 1--0--2--- წელს, დაბადების ადგილი - თბილისი, პ/ნ 0----------, დაბადების მოწმობის №-----------) დაბადების ჩაწერის წიგნში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურის მიერ შეტანილ იქნას შემდეგი მონაცემები:

 

ა. დედის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - ს-------; გვარი - მ---------–-; დაბადების თარიღი - 2--0--1--- წელი; დაბადების ადგილი - გორი, პ/ნ 5----------;

 

ბ. მამის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - ლ------; გვარი - ლ---------–---–-; დაბადების თარიღი - 2--1--1--- წელი; დაბადების ადგილი - გორი, პ/ნ 5----------;

 

გ. ბავშვის შესახებ ცნობებში მიეთითოს: სახელი - გ-------; გვარი - ლ---------–---–-; დაბადების თარიღი - 2- თებერვალი, 2--- წელი; გ------- ლ---------–---–ს შეეცვალოს პირადი ნომერი.

 

2. შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.

 

3. განმცხადებლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშში გადახდილად.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი

 

შენიშვნა:

 

განმცხადებლებისა და დაინტერესებული პირის თხოვნით, რომლებმაც წერილობით განაცხადეს, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს აცხადებენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით - დასაბუთების გარეშე, შესაბამისად საქართველოს სსკ-ის 250-ე მუხლისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლისა და 2-4-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის ძალით, გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შესულია კანონიერ ძალაში და სავალდებულოა აღსასრულებლად.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი