განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 340100117001674549
№1/3-17
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ
ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ -გო-- ლო-–------ ( დასწრების გარეშე)
ადვოკატ- ლა-–- ჩა---–-–---–--
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------
ბრალდებული: გო-- ლო-–----ე
მამის სახელი: ევ-----
დაბადებული: 0--0-.1---–
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: უმაღლესი
ნასამართლეობა: ნასამართლეობის არ მქონე
რეგისტრირებული: ქ.გ------ დ.განთიადი, მ.გორკის ქ.N38 ბინა N34
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------–---------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.
კვალიფიკაცია: გო-- ლო-–----ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2016 წლის 5 დეკემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიო-------ს მიმდებარე მინდორში, გო-- ლო-–----ემ უკანონოდ შეიძინა-მოკრიფა 58,07 გრამი დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა’’, რომელსაც ასევე უკანონოდ, ქურთუკის ჯიბეში პირადად ინახავდა ნი---- თე-----–---–-ს მართვის ქვეს მყოფი, ავტომანქანა ‘’ჰონდა სივიკით’’ სახელმწიფო ნომრით I-------- ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფ---- ტერიტორიაზე გადაადგილებისას, რაშიც იგი იმავე დღეს მხილებულ იქნა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ.
გო-- ლო-–----ეს 2016 წლის 13 დეკემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა დიდი ოდენობით
სასამართლო სხდომაზე მოწმე ლა–- წი-----–---–-ა დაადასტურა, რომ 2016 წლის დ--------- თვეში მუშაობდა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს აფ---- პოლიციის განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. პირადმა კონტაქტორმა შეატყობინა, რომ გო-- ლო-–----ე უნდა მჯდარიყო ‘’ჰონდა’’-ს მარკის ავტომობილში და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება ‘’მარიხუანა’’, ლა–- წი-----–---–-ა აღნიშნული, პატაკით მოახსენა განყოფილების უფროსის მოვალობის შემსრულებელს და როდესაც შეაჩერეს ავტომობილი, იქ ნამდვილად იყო გო-- ლო-–----ე და მას აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზუ---- სა--------მ დაადასტურა, რომ მუშაობს შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან აღნიშნა, რომ იყო საქმის ძირითადი გამომძიებელი. 2016 წლის 5 დეკემბერს, აფ---- პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ლა–- წი-----–---–-ა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფ---- ტერიტორიაზე მოძრაობდა ავტომანქანა, რომელში მჯდომ გო-- ლო-–----ესაც უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. უშუალოდ ზუ---- სა-------ის მიერ გაიჩხრიკა გო-- ლო-–----ე, ჩხრეკის დროს, გო-- ლო-–------ ტყავის ქურთუკის მარცხენა შიდა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ცელოფნის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მომწვანო ფერის მცენარეული მასა, რომელიც მისი განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება ‘’მარიხუანა’’ , რომელიც ესაჭიროებოდა პირადი მოხმარებისთვის. აღნიშნულ ნივთიერებაზე დანიშნულ იქნა ქიმიური ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ იყო ნამდვილად "მარიხუანა"
სასამართლო სხდომაზე მოწმე ივ---- წი-----–---–-ა დაადასტურა, რომ მუშაობს შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2016 წლის 5 დეკემბერს, გამომძიებელ ზუ---- სა-------ის მითითებით, წავიდა ჩხრეკის ჩასატარებლად, აფ---- ცენტრში. გო-- ლო-–----ე იმყოფებოდა ავტომანქანა’’ჰონდა’’-სი და ჩხრეკის შედეგად, გო-- ლო-–------ მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ‘’მარიხუანა.’’
სასამართლო სხდომაზე მოწმე მა-ა გი--–---–-ა დაადასტურა, რომ მუშაობს კახეთის საექსპერტო კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტად, აქვს 12 წლიანი გამოცდილება. მას, როგორც ექსპერტს, შესასრულებლად დაეწერა შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოდან შესული გამომძიებლის დადგენილება, ქიმიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.დადგენილებას ერთვოდა დალუქული 1 ცალი ფუთა. კვლევის ჩატარების შედეგად, დადგინა, რომ აღნიშნული მცენარეული მასა იყო ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რომელიც იყო წონით 58.07გრ. მან შეადგინა დასკვნა, რომელიც ნივთმტკიცებასთან ერთად გადასცა გამოძიებას.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: ლა–- წი-----–---–-ს პატაკი, მოწმეების ნი---- თე-----–---–-ს, გი------ გა-----–---–--, გო-- ლო-–------ ჩვენებები, გო-- ლო-–------ პირადი ჩხრეკის ოქმი, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,გამომშრალი მარიხუანა’’ და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ გო-- ლო-–----ემ უკანონოდ შეიძინა და პირადად უკანონოდ ინახავდა, დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას 58,07 გრამ გამომშრალ მარიხუანას.
ნარკოტიკული საშუალების შეძენა შესაძლებელია გამოიხატოს ისეთ მოქმედებებში, როგორიცაა მისი ნებისმიერი სახით მიღება სასყიდლით ან უსასყიდლოდ.
ნარკოტიკული საშუალების შენახვაში იგულისხმება ისეთი მოქმედება, რომელიც გამოიხატება მის განთავსებაში გარკვეულ ადგილას, ეს შეიძლება იყოს როგორც პირადად შენახვა, ასევე შენახვა საცხოვრებელ სახლში, სათავსოში და ა.შ.
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში გამომშრალი მარიხუანის დიდ ოდენობად ითვლება 70 გრამამდე მასა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ გო-- ლო-–----ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“ -ს დიდი ოდენობით უკანონო შეძენა და შენახვა.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოში წარმოდგენილი მასალების ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა მიერ უდავოდ არის მიჩნეული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა, რომ გო-- ლო-–----ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტით. ამდენად, იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ზემოაღნიშნული მუხლით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
გო-- ლო-–------ პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
გო-- ლო-–------ მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე.
გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილების, შესაბამისად, დაუშვებელია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანას“, 70 გრამამდე, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა და შენახვის გამო სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს რომ „როდესაც ნორმა მისი ბლანკეტურობიდან გამომდინარე ითვალისწინებს პირის თავისუფლების აღკვეთის შესაძლებლობას, მათ შორის მხოლოდ იმის გამოც, რომ პირმა საკუთარ ჯანმრთელობას შეიძლება მიაყენოს ზიანი, როდესაც არ არსებობს რეალური რისკები სხვისი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისა (ვინაიდან ნორმა უშვებს პირის დასჯას მაშინაც, როდესაც შეძენა შენახვა არ ხდება რეალიზაციის მიზნით), ცხადია, აშკარაა სასჯელის სისასტიკე და მკაფიო არაადეკვატურობა“
საკონსტიტუციო სასამართლო 2016 წლის 29 სექტემბრის №3/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინებაში აღნიშნავს, რომ „მარიხუანას” პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვისათვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის დაწესება, რომელიც შესაძლოა იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას, წარმოადგენს არაპროპორციულ ზომას ჯანმრთელობის დაცვის ზოგადი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. სწორედ პირადი მოხმარების განზრახვა, რაც პირადი მოხმარების დაშვებას თავისთავად გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის გამოყენების საჭიროების გამორიცხვის და შესაბამისად არაკონსტიტუციურად ცნობის საფუძვლად“.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებით N3/1/855 განმარტავს, რომ 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, დაუშვებელია ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანას“ 70 გრამამდე, პირადი მოხმარების მიზნით შეძენა და შენახვის გამო სასჯელის თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის ლეგიტიმურ მიზნად საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვრა ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის გავრცელების პრევენციის მეშვეობით ადამიანის ჯანმრთელობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სასამართლოს შეფასებით, თუკი პირის მხრიდან მარიხუანას შეძენა/შენახვა ხორციელდება მხოლოდ პირადი მოხმარების მიზნით, იგი საფრთხეს არ უქმნის სხვის ჯანმრთელობას.
საკონსტიტუციო სასამართლო 2017 წლის 15 თებერვლის განჩინებაში ასევე განმარტავს, რომ „განსხვავება, რომელიც „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში გამომშრალი და ნედლი მარიხუანის დადგენილ ოდენობებს შორის არსებობს, ნაკარნახევია იმ ფაქტით, რომ ნედლ მარიხუანაში წყლის შემცველობა უფრო მეტია, რაც ზრდის მცენარის მასას თავად ნარკოტიკული თრობის უნარის ზრდის გარეშე. სწორედ აღნიშნულით უნდა აიხსნას კანონმდებლის მიდგომა, რომლის თანახმად, რაოდენობრივი მაჩვენებლები გრამებში, რომლითაც განისაზღვრება აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა, თითოეულ შემთხვევაში ნედლ მარიხუანასთან მიმართებით ორჯერ უფრო მეტია, ვიდრე გამომშრალ მარიხუანასთან მიმართებით. მაგალითისათვის, თუკი 0-5 გრამი გამომშრალი მარიხუანა ითვლება მცირე ოდენობად, ხოლო 5-50 გრამი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ნედლი მარიხუანის შემთხვევაში ეს მაჩვენებლები ორჯერ მეტია და, შესაბამისად, შეადგენს 0-10 გრამს და 10-100 გრამს.“
ნარკოტიკული საშუალების მასის გათვალისწინებით საფრხეების განსაზღვრისას კანონმდებელი 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შეძენა/შენახვას, 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის შეძენა-შენახვასთან შედარებით, ნაკლები საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ფაქტობრივად, კანონმდებელს 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით შეძენა/შენახვის გამო სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხი ფაქტობრივად უკვე გადაწყვეტილი აქვს. შესაბამისად, გო-- ლო-–------ მიმართ, სასამართლო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტის ფარგლებში ვერ გამოიყენებს სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად - ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს, ხოლო ამავე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად - დანაშაულის ჩადენის დროა ის დრო, როდესაც მოქმედებდა ამსრულებელი ან თანამონაწილე ანდა უნდა ემოქმედა მას. შედეგის დადგომის დროს მნიშვნელობა არა აქვს - აქედან გამომდინარე ბრალდებული გო-- ლო-–------ მიერ დანაშაულის ჩადენის დროა 2016 წლის 5 დეკემბერი, იმ მომენტისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტი კი, გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებდა სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას (ხსენებული დანაშაულისათვის სასჯელის - თავისუფლების აღკვეთისაგან გათავისუფლების აუცილებლობაზე მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, იხ. 2016 წლის 17 მარტის №499აპ-15 გადაწყვეტილება).
ალტერნატიული სასჯელების გამოყენების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:
სასჯელის განსაზღვრა ანალოგიის წესით დაუშვებელია - თანამედროვე სისხლის სამართალში აღიარებული პრინციპი „არ არის სასჯელი კანონის გარეშე“ განმტკიცებულია საქართველოს სსკ-ის პირველივე მუხლში, სადაც ნათქვამია, რომ „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. ამ პრინციპის მიხედვით, სასამართლოს არ აქვს უფლება ანალოგიის წესით განსაზღვროს სასჯელი, ვინაიდან სასჯელის სახე და ზომა პირდაპირ, მკაფიოდ და ნათლად უნდა იყოს კანონში განსაზღვრული.
სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას დანიშნოს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი - საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია დანიშნოს ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დაწესებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელი, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება.
კანონის ზ/აღნიშნული დანაწესი გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას იხელმძღვანელოს ამ ნორმით, თუკი მხარეთა შორის არ არის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება. თუმცა სასამართლოს არასწორად მიაჩნია მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნა საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც კი შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, საპროცესო შეთანხმება არის ბრალდებისა და დაცვის მხარეებს შორის შეთანხმება მათთვის მისაღებ პირობებზე, მაგრამ საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლო ამოწმებს საპროცესო შეთანხმებით მოთხოვნილი სასჯელის კანონიერებასა და სამართლიანობას. როგორც საპროცესო შეთანხმების გაფორმების, ისე საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენების მიზანი არის ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელება, რაც შესაძლოა გამოიხატოს სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის ან სხვა, უფრო მსუბუქი სახის სასჯელის განსაზღვრაში. როდესაც მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად საერთოდ აღარ აქვს სანქცია, სს საქმის არსებითი განხილვის პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას რაიმე სახის სასჯელი განუსაზღვროს პირს, საპროცესო შეთანხმების ფარგლებში კი ისეთი მსუბუქი სახის სასჯელების განსაზღვრა, როგორიცაა ჯარიმა და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვერ იქნება მიჩნეული ბრალდებულის მიმართ შეღავათის გავრცელებად, ვინაიდან აღნიშნული არსებითად აუარესებს პირის სამართლებრივ მდგომარეობას. ამასთან, სსკ-ის 55-ე მუხლის შესაბამისად, სხვა უფრო მსუბუქი სახის სასჯელის (ჯარიმა, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა) დანიშვნა საშეღავათო პირობაა, როდესაც კონკრეტული დანაშაულისათვის სასჯელად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სანქციის საერთოდ არარსებობის პირობებში მსუბუქი სასჯელების გამოყენება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერად და სამართლიანად. ამასთან სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, გამოიწვევს სს საქმის არსებითი განხილვისა და არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შემთხვევებში ინდივიდების არსებითად განსხვავებულ პირობებში ჩაყენებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება გამოტანილ იქნეს:
ა) მოსახდელი სასჯელის დანიშვნით;
ბ) სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით;
გ) სასჯელის დაუნიშნავად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის გამოყენების 3 შესაძლებლობას (გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით, სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით და სასჯელის დაუნიშნავად), რომელთა შორისაც არ არის სსკ-ის შესაბამისი მუხლის სანქციის არარსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს საპროცესო კანონმდებლობის ხარვეზად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში არსებული ხსენებული ხარვეზის პირობებში უნდა მოხდეს საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენება, ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რადგან ამით არათუ ილახება ბრალდებულის უფლებები, არამედ არსებითად და მნიშვნელოვნად უმჯობესდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, იმ პირობებში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგინდა პირადი მოხმარების მიზნით „ნედლი მარიხუანას“ შეძენა/შენახვისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის არაკონსტიტუციურობა, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლი კი, გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებენ სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ - გო-- ლო-–------ მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ‘’ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის არ უნდა დაენიშნოს სასჯელი (და არა სასჯელის დანიშვნით და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით, ვინაიდან არაკონსტიტუციურად არის ცნობილი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობა, რაც სასამართლოს აზრით, გამორიცხავს არამარტო საპატიმრო სასჯელის აღსრულების, არამედ ასეთი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობასაც).
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო გო-- ლო-–----ეს ვერ დაუნიშნავს სასჯელს. თუმცა „ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მესამე მუხლის თანახმად მას უნდა ჩამოერთვას უფლებები.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
გო-- ლო-–----ეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 დ--------- განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, რომელიც არ იქნა უზრუნველყოფილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გო-- ლო-–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილების, საკონსტიტუციო სასამართლო 2016 წლის 29 სექტემბრის №3/2/771, 775, 776, 777, 786, 787, 788 განჩინების და 2017 წლის 15 თებერვლის N3/1/855 განჩინების საფუძველზე არ დაენიშნოს სასჯელი.
2. გო-- ლო-–----ეს საქართველოს კანონის „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ თანახმად, ჩამოერთვას ამავე კანონის მესამე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების დაკავების და საქმიანობის უფლება: საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება 10 (ათი) წლის ვადით. ხოლო, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება 5 (ხუთი) წლის ვადით.
3. გო-- ლო-–------ მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.
4. ნივთიერი მტკიცებულება-
გო-- ლო-–------ პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით
7. განაჩენი გამოცხადებისთანევე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
8. მხარეებს, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე