გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
150210018002701095
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

150210018002701095

№2/215 - 18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ნოემბერი, 2018 წელი ქ.ა---–---–--ი

შესავალი ნაწილი

ა---–---–--ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

მოსარჩელე - მ--–--------ა–---

წარმომადგენელი - მი----–--------ვ

მოპასუხე - ლ--------–----------ი-----ნ

წარმომადგენელი - არ---------–----ნ

თარჯიმანი - სუ---------–---ძე

დავის საგანი - ალიმენტის ოდენობის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 02 აგვისტოს #--1---1- გადაწყვეტილებით მ------------–---ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაკისრებული 200 ლარის ოდენობის შემცირება და მ--–---------–---ის შვილის მ-----------–---ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 31 ოქტომბრიდან) ყოველთვიურად 100 (ასი) ლარის გადახდის დაკისრება.

 

მოსარჩელე მ--–--------ა–---ი და მოპასუხე ლ--------–----------უნიანი 201- წლის 08 მაისიდან კანონიერ ქორწინებაში იმყოფებიან. ქორწინების განმავლობაში მათ შეეძინათ შვილი მ-----------–---, დაბადებული 2--- წლის 2-----------ს. 201- წლის ივლისის თვეში ლ--------–----------ი-----ნმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილის მ-----------–---ის რჩენა-აღზრდისათვის. 201- წლის 02 აგვისტოს ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ--------–----------ი-----ნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მ-----------–---ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 ლარის ოდენობით გადახდა მის სრულწლოვანებამდე. დღეის მდგომარეობით, რადგან შეიცვალა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობა მითუმეტეს, რომ რ-------- ფ-------–-აში ყოველთვიურად სასამართლოს მიერ დაკისრებული აქვს ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის წ---------------–---ის სასარგებლოდ მისი რჩენა-აღზრდისათვის მის სრულწლოვანებამდე, რაზეც მოსარჩელის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო ბიუროში საალიმენტო წარმოება. ამიტომაც მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ უნდა შემცირდეს ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 200 ლარიდან 100 ლარამდე ოდენობით. ასევე სასამართლომ გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია საქართველოში მუდმივი სამუშაო და გასათვალისწინებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გააჩნია ქრონიკული ინსულინდამაკმაყოფილებელი შაქრიანი დიაბეტი გართულებული ფორმით და ყოველთვის იმყოფება უბნის ექიმისა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. 201- წლის ივლისის თვეში მის მიმართ რ-------- ფ-------–-აში დაწყებულია სააღსრულებო წარმოება და ყოველთვიურად მისი არასრულწლოვანი შვილის წ---------------–---ის სასარგებლოდ მოსარჩელე იხდის ალიმენტს მისი რჩენა-აღზრდისათვის, ხოლო ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია 201- წლის 02 აგვისტოს რომლის მიხედვითაც სასამართლოს მიერ უნდა შემცირდეს ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს დაკისრებული ალიმენტის ოდენობა 200 ლარიდან 100 ლარამდე ოდენობით.

 

(სარჩელი, სასამართლო 2018 წლის 20 ნოემბრის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას.

ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება გამოტანილი იყო იმის თაობაზე, რომ მ--–--------ა–---მა რ-------- ფ-------–-ის მოქალაქემ უნდა აანაზღაუროს ალიმენტი მოპასუხის მცირეწლოვანი შვილის მ-----------–---ის სარჩენად, დაბადებული 2--- წლის 2-----------ს თანხით 200 ლარი თვეში. მოპასუხის მიერ სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი მ--–--------ა–---ისაგან თვეში 200 ლარის ამოღების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი რეგისტრირებულია სააღსრულებო ბიუროში, ჩაწერის ნომერი 118253. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე ეყრდნობა, რომ ის ასევე ალიმენტს იხდის თავისი პირველი ქორწინებიდან არასრულწლოვანი ქალიშვილის სარჩენად, რომელიც ცხოვრობს რ-------- ფ-------–-ის ტერიტორიაზე. მოპასუხე აცხადებს, რომ ფაქტის იმის თაობაზე, ის რომ ის იხდის ალიმენტს არასრულწლოვანი ქალიშვილისათვის პირველი ქორწინებიდან, არავითარ შემთხვევაში ვერ იმოქმედებს ალიმენტის გადახდაზე მათი არასრულწლოვანი შვილის მ-----------–---ისათვის. რადგანაც მ--–--------ა–---ის ფინანსური მდგომარეობა სრულად ხელს უწყობს აანაზღაუროს ალიმენტი, როგორც რ-------- ფ-------–-ის ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე. იგი არის მშენებლობის პროფესიონალი ხელოსანი, ჰყავს მუდმივი დამკვეთები მშენებლობის ობიექტებზე, მას ძალიან დიდი ფინანსური შემოსავალი აქვს თავისი საქმიანობიდან. სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა, მაგრამ ის ვერ წარადგენს ვერანაირ დოკუმენტს, რომ ამ ეტაპზე მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა. მოსარჩელეს ასევე მაგალითი მოჰყავს, რომ იგი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით. უბრალო სამედიცინო ცნობა ასევე არ წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტს, იმის თაობაზე, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1222-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს შეამციროს ალიმენტის რაოდენობა, მაგრამ მოსარჩელის პოზიცია, მისი დაუდასტურებელი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა გაუარესდა არ შეესაბამება ზემოთ აღნიშნული მუხლის დისპოზიციას და კანონის მოთხოვნებს. მოსარჩელე ცდილობს თავისი სასარჩელო განცხადებით შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო, ამით თავს არიდებს თავისი მშობლის უფლებების მოვალეობებისაგან შვილის მ-----------–---ის აღზრდის საკითხში. მოსარჩელე ცდილობს ალიმენტის თანხის ოდენობის შემცირებას 200 ლარიდან 100 ლარამდე, განა შეიძლება 100 ლარად არჩინო მცირეწლოვანი შვილი. სახელმწიფო შიგნით ფულადი ინფლაციის გათვალისწინებით, ელემენტარული საარსებო საშუალებებზე გაზრდილი ფასები. ხუთი წლის მანძილზე მოსარჩელე ყოველ წელს ჩამოდიოდა რ------იდან სახლში საკმაო სოლიდარული შემოსავლით და დღემდე მისი მატერიალური მდგომარეობა არ გაუარესებულა. სარჩელის შინაარსი სრულად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს სურს დატოვოს თავისი მცირეწლოვანი შვილი სარჩოს გარეშე. მოსარჩელე კარგი მშობელი რომ ყოფილიყო და ეზრუნა თავისი შვილის კეთილდღეობაზე და ყოფილიყო კანონმორჩილი ადამიანი, იგი გადაიხდიდა ალიმენტს 200 ლარის ოდენობით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით. 201- წლიდან დღემდე მას აღნიშნული გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ამჟამად მოპასუხის მიმართ პრინციპული დამოკიდებულების გამო სურს, რომ სასამართლომ დადგენილი ალიმენტის თანხა შეამციროს. როდესაც ცოლ-ქმარს შორის ხდება განქორწინება, მათი პირადი დამოკიდებულების გამო ბავშვი არ უნდა დაიჩაგროს. მოსარჩელემ წარადგინა რ-------- სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებიდან არ ჩანს, რომ მას ამდენი ხნის მანძილზე არ გაუსაჩივრებია არც რ-------- სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგანაც მას აქვს შესაძლებლობა ბავშვებს აუნაზღაუროს ალიმენტი.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.

(შესაგებელი, სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის სხდომის ოქმი);

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მოსარჩელე მ--–--------ა–---ს და მოპასუხე ლ--------–----------ი-----ნს თანაცხოვრების პერიოდში (მოპასუხეს მეორე ქორწინებიდან) შეეძინათ ერთი შვილი, 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ-----------–---ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ-----------–---ის დაბადების მოწმობა, №5----------

- - მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.1.2. 201- წლის ივლისის თვეში მოსარჩელე მ--–--------ა–---ის მიმართ რ-------- ფ-------–-აში დაწყებული იყო სააღსრულებო წარმოება და ყოველთვიურად მისი არასრულწლოვანი შვილის წ---------------–---ის სასარგებლოდ მოსარჩელე იხდიდა ალიმენტს მისი რჩენა-აღზრდისათვის, ხოლო ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია 201- წლის 02 აგვისტოს .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ მხარეთა ახსნა-განმარტება (2018 წლის 20 ნოემბრის სხდომის ოქმი);

_ 2018 წლის 09 აგვისტოს კ------------ის მხარის ფედერალური სამსახურის სასამართლოს აღმასრულებელი სამმართველოს მიერ გაცემული #7--- ცნობა;

 

3.1.3. 201- წლის ივლისის თვეში ლ--------–----------ი-----ნმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ალიმენტის დაკისრება არასრულწლოვანი შვილის მ---- რჩენა-აღზრდისათვის. 201- წლის 02 აგვისტოს ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ--------–----------ი-----ნის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მ-----------–---ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის სახით 200 ლარის ოდენობით გადახდა მის სრულწლოვანებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქმე №2/1---1- ;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.2018 წლის 20 ნოემბრის სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს მიერ 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მე-–----------–--ნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და დაემართა შაქრიანი დიაბეტი, აღნიშნული გარემოება, კერძოდ მ--–--------ა–---ის შრომისუუნარობის ფაქტი, საქმის მასალებით არ დასტურდება, მოსარჩელეს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ირკვევა, რომ მ--–--------ა–---ი უკვე 4 წელია დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით. ასევე მოწმე ა---------------–---ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს (მის ბიძაშვილს) 4 წელზე მეტია დაავადებულია დიაბეტით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

_ახალციხის სამედიცინო ცენტრიდან გაცემული ცნობა (ფორმა 100/ა );

 

-მოწმე ა---------------–---ის ახსნა-განმარტება;

 

3.2.6. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე,რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ცნობის თანახმად მოქალაქე მ--–--------ა–---ის მიერ 2018 წელს მიღებული დასაბეგრო შემოსავალმა შეადგინა - 0 ლარი. ვინაიდან მხარეთა ახსნა-განმარტებებით და მოწმის ჩვენებით დადგინდა, რომ მოსარჩელე არის რ-------- მოქალაქე. იგი ცხოვრობს და მუშაობს რ-------- ფ-------–-აში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 02 /08/2018 წლის დანართი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- მოწმე ა---------------–---ის ახსნა-განმარტება;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, არ გამოიკვეთა მოსარჩელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის იმ სახის ცვლილება, რაც გახდებოდა მოსარჩელისათვის უკვე დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე, 1231-ე, 1212-ე, 121--ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე მ--–--------ა–---მა მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირება იმ გარემოებაზედ მითითებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ შეიცვალა მისი მატერიალური მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, მშობელს, რომელიც არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ იხდის ალიმენტს, უფლება აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოს მიერ დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ; იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.

 

მხარეებს, მ--–--------ა–---ს და ლ--------–----------ი-----ნს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი მ-----------–---, დაბადებული 2--- წლის 2-----------ს. მ--–--------ა–---ი და ლ--------–----------ი-----ნი არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი მ-----------–---ი ცხოვრობს მოპასუხე ლ--------–----------ი-----ნთან ერთად.

 

ა---–---–--ის რაიონული სასამართლო 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ლ--------–----------ი-----ნის სარჩელი დაკმაყოფილდა: მ--–--------ა–---ს თავისი არასრულწლოვანი შვილის 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ-----------–---ის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტი 200 (ორასი) ლარის ოდენობით 201- წლის 07 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1231-ე მუხლის თანახმად, თუ შეიცვალა ალიმენტის გადამხდელი ან ალიმენტის მიმღების მატერიალური ან ოჯახური მდგომარეობა, გადასახდელი ალიმენტის ოდენობის სასამართლო წესით დადგენის შემდეგ სასამართლოს უფლება აქვს, ერთერთი მათგანის სარჩელის საფუძველზე შეცვალოს დადგენილი ალიმენტის ოდენობა. მოცემული ნორმა, მართალია, ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. აღნიშნულის გათვალისწინებით, დაუშვებელია ალიმენტის ოდენობის ცვლილება განხორციელდეს იმ ფარგლებში, რომელიც ხელყოფს ბავშვის ინტერესებს და ვერ უზრუნველყოფს მისი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური პირობების შექმნას, ანუ ცვლილების - ალიმენტის შემცირების შემთხვევაში, ალიმენტის მინიმალური ოდენობა უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.

 

სასამართლომ ალიმენტის ოდენობის შემცირების საკითხის განხილვისას უნდა გამოიკვლიოს, თუ რამდენად შეიცვალა ალიმენტის გადამხდელის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა ალიმენტის დაკისრების დროიდან მისი შემცირების მოთხოვნის დაყენებამდე და თუკი ცვლილება არსებობს, შეაფასოს არის თუ არა იგი ისეთი ხასიათის, რომ საფუძვლად დაედოს ალიმენტის ოდენობის შემცირებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე დასაქმებულია (2018 წლის 20 ნოემბრის სხდომის ოქმი), მისი ყოველთვიური შემოსავლის ოდენობა იგივეა და 4 წელზე მეტია მკურნალობს შაქრიან დიაბეტზე და ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა.

 

სასამართლოს მიერ უკვე დადგენილი ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს თავისი მატერიალური შემოსავლის ცვლილებაზე და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ--–--------ა–---ს თავისი არასრუწლოვანი შვილის, 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ-----------–---ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან 201- წლის 07 ივლისიდან მის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული გადაწყვეტილება მ--–--------ა–---ის მიერ არ გასაჩივრებულა.

 

დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ, მოსარჩელე მ--–--------ა–---ის ყოველთვიური მატერიალური შემოსავლის ოდენობა არ შეცვლილა. მოსარჩელე მხარე სარჩელში მიუთითებს სასამართლოს გადაწვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის ვალდებულებაზე. პირველ ქორწინებაში მესამე შვილის, წ---------------–---ის დაბადების თაობაზე გარემოება მხარის მიერ მითითებული იქნა სასამართლო სხდომაზე და მანვე წარმოუდგინა სასამართლოს არასრულწლოვანის დაბადების მოწმობა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ცნობით ირკვევა, რომ რ-------- ფ-------–-აში, კერძოდ კ------------ის მხარის ფედერალური სამსახურის სასამართლო აღმასრულებელთან 201- წლიდან დაწყებულია სააღსრულებლო წარმოება. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოსთვის ცნობილი იყო გარემოება მოსარჩელე მ--–--------ა–---ის ოჯახური მდგომარეობის თაობაზე. შესაბამისად, ა---–---–--ის რაიონული 201- წლის 02 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძვლიანობის და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლიანობის შემოწმებისას ასევე გათვალისწინებულ იქნა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მ--–--------ა–---ს პირველი ქორწინებიდან ყავდა ორი შვილი და სწორედ ამ გარემოების გათვალისწინების შედეგად განისაზღვრა დადგენილი ალიმენტის გონივრულობა და მიზანშეწონილობა როგორც არასრულწლოვანი მ-----------–---ის რეალური საჭიროებებისა, ასევე მოსარჩელე მ--–--------ა–---ის კმაყოფაზე მყოფი სხვა არასრულწლოვანთა ინტერესებთან შესაბამისობაში.

 

არასრულწლოვანი შვილის რჩენისა და მასზე ზრუნვის ვალდებულება მშობელს ეკისრება არასრულწლოვანის დაბადებისთანავე. სასამართლო ალიმენტს ადგენს იმ შემთხვევაში, თუკი პირი არ ასრულებს კანონით აღიარებულ მშობლის ვალდებულებას არჩინოს არასრულწლოვანი შვილი და უზრუნველყოფს იგი რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი საჭიროებებით. ალიმენტი წარმოადგენს საოჯახო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომას და ფარგლებს, რასაც სასამართლო განსაზღვრავს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის საფუძველზე მშობლის მიერ თავისი ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა ყოველთვიური კონკრეტული გადასახდელი ალიმენტი არასრულწლოვანი მ-----------–---ის სასარგებლოდ, ვერ განიხილება მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუარესების პირობად. ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღების დროისათვის, მოსარჩელისათვის რა თქმა უნდა ცნობილი იყო მის კმაყოფაზე მყოფი პირების, არასრულწლოვანი შვილების მიმართ კანონით განსაზღვრული რჩენის ვალდებულების თაობაზე. საქმის მასალების თანახმად, ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გარდა არასრულწლოვანი მ-----------–---ისა, მოსარჩელის კმაყოფაზე იმყოფებოდნენ ასევე სხვა არასრულწლოვანი შვილები, დადგენილია ა---–---–--ის რაიონულ სასამართლოს 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, არ საჭიროებს დამტკიცებას. საპროცესო სამართალში ისინი პრეიუდიციულ ფაქტებად მოიხსენება, რომელთა მნიშვნელობას განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეების მიმართ. პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. ამდენად, სასამართლოს 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით დადგენილი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულია მოსარჩელე მ--–--------ა–---ის სხვა არასრულწლოვანი შვილების ინტერესები და მათი უფლებები უზრუნველყოფილ იქნენ მშობლისგან მატერიალურად.

 

როგორც უკვე აღინიშნა, ა---–---–--ის რაიონულ სასამართლოში მ--–--------ა–---ის მიმართ გადაწყვეტილება მიღებულია, რომელიც არ არის გასაჩივრებული. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოსარჩელეს შეეძლო განეხორციელებინა თავისი საპროცესო უფლება, წარედგინა საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით, თუმცა მოსარჩელეს არ გამოუყენებია თავისი საპროცესო-სამართლებრივი უფლება, არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას ჰქონდა სასამართლოს მიერ დადგენილი ოდენობით არასრულწლოვანი შვილის, ალიმენტის გადახდის ვარაუდი და ფინანსური შესაძლებლობა. გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, საქმეში არსებული მასალებით, მოსარჩელისათვის როგორც ა---–---–--ის რაიონული სასამართლოში საქმის განხილვის, ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას, ცნობილი იყო, რომ მას ყავდა პირველი ქორწინებიდან შვილები.

 

სასამართლოს მიერ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში იყოს მშობლის ფინანსურ მდგომარეობასთან. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის მისი საუკეთესო ინტერესები. მშობლებს აქვთ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ შვილის ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობის ნებისმიერი ცვლილება უნდა მოხდეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლო აქვე აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვი რჩენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 121--ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

აღნიშნულ მუხლებზე დაყრდნობით, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის შემცირებას, ხოლო ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას, რაც მოიაზრებს ალიმენტის დაკისრების შემდეგ ისეთი ახალი გარემოებების წარმოშობას, რომლებიც აშკარა გავლენას ახდნენ ვალდებული პირის გადახდისუუნარობაზე. შესაბამისად, იმ მშობლის ფინანსური თუ ოჯახური მდგომარეობის შეცვლამ, რომელიც ალიმენტს იხდის, შესაძლოა განაპირობოს ალიმენტის ოდენობაში ცვლილებების შეტანა სასამართლოს მიერ. ამდენად, ალიმენტის გადამხდელმა პირმა უნდა დაადასტუროს და წარმოადგინოს მტკიცებულებანი იმისა, რომ მას ფინანსური მდგომარეობის გამო, რაც წარმოიშვა ალიმენტის დაკისრების შემდეგ, აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, რაც განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ შესძლო.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება ალიმენტის გადამხდელი პირის მდგომარეობის ცვლილება მატერიალური თვალსაზრისით. ალიმენტის მიზნიდან და მისი დანიშნულებიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის სხვა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ განსაზღვრული საალიმენტო ვალდებულება ვერ მიიჩნევა მოსარჩელის მატერიალური მდგომარეობის გაუარესებად. აღნიშნული არ წარმოადგენს პირის მატერიალური მდგომარეობის იმ სახით გაუარესების საფუძველს, რაც შესაძლოა გახდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. სასამართლოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებული და შესაბამისად, ასევე თანაბრად დაცულია მოსარჩელის კმაყოფაზე მყოფი სხვა არასრულწლოვანთა ინტერესები. საოჯახო სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე მოსარჩელეს ისედაც ჰქონდა არასრულწლოვანი მ-----------–---ის რჩენის ვალდებულება ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილების მიღებამდეც და მის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის გადახდის ვალდებულება ვერ გახდება სხვა არასრულწლოვანი შვილისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძველი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით ვერ დადასტურდა ის გარემოება, მოსარჩელეს აღარ შესწევს უნარი გადაიხადოს მისთვის დაკისრებული ალიმენტი დადგენილი ოდენობით.

 

არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. კონვენციის 27-ე მუხლის თანახმად, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

სახელმწიფოში არსებულ საარსებო მინიმუმის ოდენობას (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 02.03.2018წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობა საშუალო მომხმარებლისათვის შეადგენდა 2018 წლის იანვრის თვისათვის 155 ლარს, თებერვლის თვისათვის 155.3 ლარს. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

ამდენად, არ არსებობს ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს 201- წლის 02 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ--–--------ა–---ის არასრულწლოვანი შვილის, 2--- წლის 2-----------ს დაბადებული მ-----------–---ის სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის შემცირების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მ--–--------ა–---ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 36--ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. არ დაკმაყოფილდეს მ--–--------ა–---ის (რ------ის ფ-------–-ის მოქალაქე, პასპორტი 6-№6------) სარჩელი ლ--------–----------ი-----ნის (პ/ნ 0----------) მიმართ ალიმენტის ოდენობის შემცირების შესახებ მოთხოვნით;

 

2. არ გადახდეს ლ--------–----------ი-----ნს (პ/ნ 0----------) მოსარჩელე მხარის მიერ გაღებული პროცესის ხარჯი;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ა---–---–--ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ა---–---–--ის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ანაიტ ოგანესიან