გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - ს----------–---------–-–----------------------------------ი
წარმომადგენელი - გ---------------ია
მოპასუხე - შ---------------
წარმომადგენელი - ნ----–---–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შ----------------ს ს----------–---------–-–----------------------------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ჯარიმა 1250 ლარის ოდენობით.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ს----------–---------–-–----------------------------------სა და შ----------------ს შორის 2016 წლის 6-----------ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 25000 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს მასშტაბით ს----–-–----------------------------------ის ობიექტებზე არსებული გათბობა-წყალმომარაგების სისტემების შეკეთება და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულებაზე თანდართული პრეისკურანტის შესაბამისად.
ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელი ვალდებული იყო ს----------–---------–-–----------------------------------ისათვის მომსახურება გაეწია მოთხოვნის შესაბამისად, გამოძახებიდან უმოკლეს ვადაში, არაუმეტეს 48 საათისა.
2017 წლის 26 ივნისს ს----------–---------–-–----------------------------------ის ეკონომიკურმა დეპარტამენტმა როგორც მეილის საშუალებით, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაუგზავნა შეტყობინება შ----------------ს დ--------ში, ბ------ის ქუჩა N---ში მდებარე ობიექტზე არსებული ჩქაროსნული ბოილერის შეკეთების მოთხოვნით, თუმცა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ შეძლო ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება, შეკეთების მიუხედავად ბოილერი კვლავ გამოვიდა მწყობრიდან.
შ----------------მა 2017 წლის 19 ივლისის N----- წერილით ს----------–---------–-–----------------------------------ს აცნობა, რომ მათ მიერ ბოილერების გაწმენდის დროს დაზიანებული ბოილერის შუასადებებთან დაკავშირებით (ე.წ. პრაკლატკები) წარმოშობილ პრობლემას უმოკლეს ვადაში აღმოფხვრიდნენ. მოსარჩელის 2017 წლის 16 აგვისტოს N------- წერილის პასუხად შ----------------მა 2017 წლის 24 აგვისტოს N-------- წერილით აიღო ვალდებულება მიეწოდებინა ახალი დეტალი და უზრუნველეყო მისი მონტაჟი 15 დღის ვადაში. მას შემდეგ მხარეებს შორის 2017 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი მომსახურების შესრულებისა და ჩაბარების თაობაზე. ნოემბრის თვეში ბოილერი კვლავ გამოვიდა მწყობრიდან, დანადგარის დაშლისას აღმოჩნდა, რომ შ----------------ის წარმომადგენლების მხრიდან ბოლირებში არსებული ფირფიტების ნაწილი იყო ჩაწყობილი არასწორად, ამასთან ბოილერის აწყობის დროს შუასადებთან ერთად გამოყენებული იყო ზედმეტი რაოდენობის გერმეტიკი, რაც დასტურდება მოსარჩელის 2017 წლის 5 დეკემბრის N------- წერილით.
2017 წლის 17 ოქტომბერს ს----------–---------–-–----------------------------------ის ეკონომიკურმა დეპარტამენტმა როგორც მეილის საშუალებით, ასევე სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით გაუგზავნა შეტყობინება შ----------------ს ქ. თბილისში ვ-–----–----–-------–- მდებარე ობიექტზე დაზიანებული იყო გათბობის კედლის ქვაბის მართვის პლატა, კომპანიამ 2017 წლის 08 ნოემბრის მეილით განაცხადა თანხმობა დაზიანებული პლატის შეკეთებაზე, ხოლო 2017 წლის 20 ნოემბრის N--------- წერილით განუცხადა მოსარჩელეს, რომ დაზიანებული პლატა არ ექვემდებარება შეკეთებას, ვინაიდან დაზიანებულია (დამწვარია) პლატის ტვინი და შესთავაზა არსებული ქვაბის ახლით ჩანაცვლება.
ს----------–---------–-–----------------------------------ის ეკონომიკურმა დეპარტამენტმა უზრუნველყო მოწვეული სპეციალისტის დახმარებით დეტალის შეკეთება, რაც დასტურდება მოსარჩელის 2017 წლის 04 დეკემბრის N------- წერილითა და მოწვეულ სპეციალისტთან გაფორმებული ხელშეკრულებით.
ყოველივე აღნიშნულის შემდეგ ს----------–---------–-–----------------------------------მა 2017 წლის 12 დეკემბრის N------- წერილით შ----------------თან გაწყვიტა ხელშეკრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი შეუსრულებლობის გამო და დააკისრა ჯარიმა 1250 ლარის ოდენობით.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად ,,შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის ან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.“
ამდენად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული ჯარიმა შეადგენს 1250 ლარს, ვინაიდან ხელშეკრულების ღირებულების 25000 ლარის 5% არის 1250 ლარი.
მტკიცებულება:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულება;
- სარჩელი;
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობითი წარმოდგენილი არაკვალიფიციური შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ საჯარიმო თანხა დასაკორექტირებელია
მტკიცებულება:
- შესაგებელი;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (12.11.2018 წლის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----------–---------–-–----------------------------------სა და შ----------------ს შორის 2016 წლის 6-----------ს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 25000 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს მასშტაბით ს----–-–----------------------------------ის ობიექტებზე არსებული გათბობა-წყალმომარაგების სისტემების შეკეთება და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულებაზე თანდართული პრეისკურანტის შესაბამისად.
ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელი ვალდებული იყო ს----------–---------–-–----------------------------------ისათვის მომსახურება გაეწია მოთხოვნის შესაბამისად, გამოძახებიდან უმოკლეს ვადაში, არაუმეტეს 48 საათისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულება;
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულების 9.3 პუნქტის თანახმად ,,შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის ან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულება;
3.1.3. ს----------–---------–-–----------------------------------ის დ--------ში, ბ------ის ქუჩა N---ში მდებარე ობიექტზე არსებული ჩქაროსნული ბოილერის შეკეთება და ქ. თბილისში ვ-–----–----–-------–- მდებარე ობიექტზე დაზიანებული გათბობის კედლის ქვაბის მართვის პლატის შეკეთება შ----------------ის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულების ფარგლებში არ განხორციელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეტა წერილები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. ს----------–---------–-–----------------------------------ის ეკონომიკურმა დეპარტამენტმა უზრუნველყო მოწვეული სპეციალისტის დახმარებით დეტალის შეკეთება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 04 დეკემბრის N------- წერილი;
- გამარტივებული შესყიდვის N--- ხელშეკრულება;
- 08.12.2017 წლის მიღება-ჩაბარების აქტი.
3.1.5. ს----------–---------–-–----------------------------------მა შ----------------თან გაწყვიტა ხელშეკრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი შეუსრულებლობის გამო და დააკისრა ჯარიმა 1250 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 12 დეკემბრის N------- წერილი;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში ხელშეკრულება შ----------------ის მიერ ჯეროვნად არ შესრულდა და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულების ჯეროვანი შეუსრულებლობის გამო დარიცხული ჯარიმა შეადგენს 1250 ლარს, ვინაიდან ხელშეკრულების საერთო ღირებულების 25000 ლარის 5% არის 1250 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 30 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი, იმ საფუძვლით, რომ კავშირში არ არის დავის საგანთან.
მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულებასა და ხელშეკრულების დანართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.2. შ--------------- ვერ ადასტურებს, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები მის მიერ განხორციელდა ჯეროვნად;
ხელშეკრულების თანახმად მიმწოდებელი ვალდებული იყო ს----------–---------–-–----------------------------------ისათვის მომსახურება გაეწია მოთხოვნის შესაბამისად, გამოძახებიდან უმოკლეს ვადაში, არაუმეტეს 48 საათისა, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კომპანიის მიერ ჯეროვნად არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
მტკიცებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ვადაში შესრულების შესახებ მოპასუხეს არ წარმოუდგენია. კონკრეტული დავისთვის შემსყიდველის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი, ხოლო მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადასტურება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებენ მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მისთვის არახელსაყრელ შედეგს გამოიწვევს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულების არსებობის პირობებში, მოპასუხე ვერ ადასტურებს, რომ მისი მხრიდან ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–---------–-–----------------------------------ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ----------------ის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N----- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების სრულად შეუსრულებლობისათვის. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და მას ერიცხება პირგასამტეხლო მოსარჩელის წინაშე.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 1250 ლარი, შესაბამისია ვალდებულების სრულად შეუსრულებლობასთან მიმართებაში, ვინაიდან ხელშეკრულება სრულად არ შესრულდა, შესაბამისად პირგასამტეხლო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით შეთანხმებული ოდენობით - 1250 ლარით.
6. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
5. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა დაკმაყოფილებულ სარჩელზე შეადგენს 50 ლარს. ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მისი ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–---------–-–----------------------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შ---------------- ს ს----------–---------–-–----------------------------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ჯარიმის თანხა 1250 ლარი.
3. შ---------------- ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ივერი აბაშიძე