განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1/307-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი
სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე
ბრალდების მხარე: პროკურორი – გ------- ა---–---–---–ი;
დაცვის მხარე: ბრალდებული – ჯ------ წ---–-----ი დაბ.0-.0-.1--- წელს დაბა ა------ში, პ/ნ 0---------- საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები დაბა ა------ გ-------–---–ის ქ. N4-;
ადვოკატი - ო--------------–--ე;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით;
სხდომის სახე - ღია;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ------ წ---–-----ს ბრალი ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეურაცყოფაში, დამცირებაში რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, გენდერული მოტივით.
დადგენილების თანახმად, ჯ------ წ---–-----ი დაბა ა------ში გ-------–---–ის ქუჩა N4--ში მდებარე თავისივე სახლში, სისტემატიურად აყენებდა შეურაცყოფას, დამცირებას, მეუღლე ნ--- მ-----ს გენდერული დისკრიმინაციის მოტივით. კერძოდ, გენდერული სტერეოტიპის გავლენით: ქალმა არ უნდა იმუშაოს, არ უნდა გამოთქვას თავისი აზრი და შეხედულება და უნდა იყოს სახლში, რის გამოც ეს უკანასკნელი განიცდიდა ტანჯვას. 2017 წლის 02 ნოემბერს, დაახლოებით 08:30 საათზე დაბა ა------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში ჯ------ წ---–-----მა ალკოჰოლური სასმელით ზემოქმედების ქვეშ მყოფმა იმავე მოტივით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა მეუღლეს ნ--- მ-----ს, რა დროსაც მან ორჯერ დაარტყა ხელი მეუღლეს სახის არეში, რამაც გამოიწვია ნ--- მ-----ს ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილი
2. სასამართლომ დაადგინა
2.1. ბრალდებული ჯ------ წ---–-----ი წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს.
სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია გამოძიების დროს შედგენილი საპროცესო დოკუმენტები და მიუთითა, რომ მათი შედგენის დროს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა. ამასთან, სადავოდ მიიჩნია ყველა მოწმის ჩვენება და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შინაარსი, რომელთა გამოკვლევაც მოხდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე.
დაზარალებულმა ნ--- მ-----მ გამოიყენა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ვინაიდან, მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელდა მის ახლო ნათესავს - მეუღლეს ჯ------ წ---–-----ს.
მოწმე ნ----- მ-----ს ჩვენებით დადგენილია, რომ არის დაზარალებულის და. მან თავის დისგან გადმოცემით იცის, რომ ჯ------ წ---–-----ის და ნ--- მ-----ს კონფლიქტის მიზეზი იყო ბრალდებულის მიერ ალკოჰოლური სასმელის სისტემატიურად მოხმარება, თავისი დისგან ნ--- მ-----სგან გადმოცემით იცის, რომ ბრალდებული აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოას, რაც ასევე დაკავშირებული იყო ნ--- მ-----ს მიერ სამუშაოს დაწყებასთან. თავად ნ----- მ-----ც ურჩევდა თავისივე დას, რომ დაენებებინა სამსახურისათვის თავი და მიეხედა მცირეწლოვანი შვილისთვის, რაც ნ--- მ-----მ არ გაითვალისწინა და ამის გამო დებს ხშირად აღარ ჰქონდათ ურთიერთობა. იყო შემთხვევა, როდესაც ჯ------ წ---–-----ი ეძებდა ნ--- მ-----სა და მათ მცირეწლოვან შვილს, რადგან არ იცოდა მათი ადგილსამყოფელი. შემთხვევის დღეს ნ--- მ----- დაუკავშირდა ნ----- მ-----ს და უთხრა, რომ მეუღლემ ჯ------ წ---–-----მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მათ კონფლიქტს პირადად არასდროს არ შესწრებია.
მოწმე მ--–-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის ბრალდებულის მეუღლის ნ--- მ-----ს დის - ნ----- მ-----ს მეუღლე. ჯ------ წ---–-----ი და ნ--- მ----- დაახლოებით 4 წელია ცოლ ქმარი არიან, როგორც გადმოცემით იცის ჯ------ წ---–-----ი სვამს ალკოჰოლურ სასმელს სისტემატურად, რის გამოც მეუღლესთან ნ--- მ-----სთან აქვს კონფლიქტი. ბოლო პერიოდში ნ--- მ-----მ დაიწყო რესტორანში მიმტანად მუშაობა, ჯ------ წ---–-----ი კი უშლიდა რაც მათი უთანხმოების ერთ-ერთი მიზეზიც იყო. 2017 წლის 2 ნოემბერს, დილით, ჯ------ წ---–-----თან ერთად აპირებდა ტყეში შეშის მოსატანად წასვლას, მაგრამ, მისი მეუღლისგან შეიტყო, რომ უთანხმოება მოსვლიათ ერთმანეთში ცოლ ქმარს და მეზობელს დაურეკევს 112-ში. ნ--- მ-----მ უთხრა, რომ ჯ------ წ---–-----მა ხელი დაარტყა, ჯ------მა კი უარყო. თავად მომხდარ ფაქტს არ შესწრებია.
ბრალდებულის ჯ------ წ---–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მეუღლესთან ნ--- მ-----სთან კონფლიქტური დამოკიდებულება დაიწყო მას შემდეგ, რაც მან დაიწყო მუშაობა რესტორანში. ურთიერთობა არ დაძაბულა იმის გამო, რომ მეუღლე რესტორანში მუშაობდა, არამედ იმიტომ, რომ მისი სამუშაო გრაფიკი შეუთავსებელი იყო ოჯახურ პირობებთან. კერძოდ, იგი დილით ადრე გადიოდა სახლიდან და ბრუნდებოდა გვიან ღამით, შესაბამისად, არანაირ ყურადღებას არ აქცევდა არც ოჯახს და არც მცირეწლოვან ბავშვს, რომელიც ითხოვდა დედასთან ყოფნას. დედის ვალდებულებად მიაჩნია, რომ ბავშვს ეცვას სუფთად, არ იყოს მშიერი. იგი ყოველთვის მუშაობდა ფიზიკურად, მაგალითად, მშენებლობაზე და იმის გამო, რომ ბავშვი ბაღიდან არ გამოჰყავდა დედას, იძულებული იყო თავად ბრალდებულს წამოეყვანა სამი წლის ბავშვი და ჰყოლოდა თავისთან მშენებლობაზე. ასე ხდებოდა ხშირად. ამის გამო ხშირად კამათობდა მეუღლესთან. ეუბნებოდა თავი დაენებებინა სამსახურისთვის, რადგან ხელი არ ეწყობოდათ ოჯახში, მას იმდენი შემოსავალი ჰქონდა, რომ ოჯახის სარჩენად საკმარისი ყოფილიყო. აღნიშნული ფაქტების გამო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არასდროს არ მიუყენებია, კონფლიქტისათვის თავის არიდების მიზნით ყოველთვის სახლიდან გადიოდა ხან ბავშვთან ერთად ხან მარტო. ამ რესტორნის მეპატრონესთანაც ჰქონდა საუბარი იმის გამო, რომ უარი ეთქვა მისი მეუღლის დასაქმებაზე, რადგან ამის გამო ოჯახში ეძაბებოდა სიტუაცია.
2018 წლის 2 ნოემბერს დილით ადრე მეუღლის დის ქმართან ერთად აპირებდა ტყეში შეშის მოსატანად წასვლას. წინა ღამით მიიღო ალკოჰოლური სასმელი და იყო ნაბახუსევ მდგომარეობაში. მეუღლისათვის არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მან ბავშვი წაიყვანა ბაღში და გავიდა სახლიდან, თავად ბრალდებული კი ბენზოხერხს ამზადებდა. მისთვის გაურკვეველია მეუღლის პრეტენზია სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან დაკავშირებით. ადრე არაერთხელ უთქვამს, რომ პოლიციას დააჭერინებდა მის თავს იმისათვის, რომ ხშირად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. ბრალდებული კი ღიმილით პასუხობდა, რომ კი სვამდა, მაგრამ არაფერს აშავებდა.
ასევე გაურკვეველია მისთვის დაზარალებულის ნ--- მ-----ს პრეტენზია, რომ მეუღლე მას უშლიდა რაიმეს, რადგან იგი არასდროს აყენებდა ქმარს საქმის ყურში მაშინაც კი თუ მაგალითად, ბავშვთან ერთად მიდიოდა რამოდენიმე დღით სახლიდან. ამის გამო უწევდა ნათესავებთან და მეგობრებთან მისი ძებნა. ყოფილა შემთხვევა, რომ ოჯახის დანაზოგი შეშის ფული აუღია და წასულა სახლიდან რამოდენიმე დღით ნათესავებთან სტუმრად. ამის გამო მას აძლევდა რჩევა-დარიგებებს, საქმის ყურში აყენებდა მის მშობლებს და ახლო ნათესავებს, ეუბნებოდნენ, რომ ასაკით პატარა იყო და გამოსწორდებოდა. ყოფილა შემთხვევა თავად ნ--- მ-----ს მიუყენებია შეურაცხყოფა, უწოდებდა ბებერს რაც ბრალდებულისათვის იყო შეურაცხმყოფელი. ოჯახში ასეთი ვითარების გამო ცდილობდა გარიდებოდა მეუღლეს და ეძალებლოდა ალკოჰოლურ სასმელს. განქორწინებაზეც ისაუბრეს და გადაწყვიტეს, რომ გაშორებულიყვნენ, მაგრამ მისი პასუხისგებაში მიცემის გამო ვეღარ მოახერხეს.
ამჟამად, დაძაბული ურთიერთობა არ აქვთ, შეგუებულები არიან, რომ ერთად აღარ ცხოვრობენ, ბავშვის გამო ერთმანეთთან უწევთ ურთიერთობა. ნ--- მ----- ცხოვრობს დროებით საცხოვრებელ ადგილას. ამის გადაწყვეტილებაც მან თავად მიიღო და მიუხედავად მისივე მშობლების რჩევისა, რომ დაბრუნებულიყო მშობლებთან ერთად სახლში, იგი არ დასთანხმდა და გამოიძახა პოლიცია რათა არ დაეძალებინათ ქ.ა-----იდან მშობლებთან ერთად წასვლა. ხელით არასდროს შეხებია, არც შეურაცხყოფა მიუყენებია, ხმამაღალი საუბარი ჰქონიათ, მაგრამ საბოლოოდ ამჩნევდა, რომ აზრი არ ჰქონდა, მათი ურთიერთობა აღარ იყო ისეთი როგორც ადრე, რაც მისი აზრით იყო ვინმე მესამე პირის არსებობის მიზეზით გამოწვეული. ამჟამად, ნ--- მ----- აღარ მუშაობს იმავე რესტორანში, ხოლო ბავშვი ხშირად არის მამასთან. ნ--- მ-----ს ადგილსამყოფელი კი არ იცის. გამოძიების დროს გამოკითხვის ოქმის შინაარსი არ იცის, მაშინ ძალიან აღელვებული იყო და გამოკითხვის ოქმი მთლიანობაში არ წაუკითხია.
2017 წლის 06 ნოემბრის N6--/05/9-3 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ--- მ-----ს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. ამასთან, სუბიექტური მონაცემების თანახმად, გამოსაკვლევ პირს ჩივილები ტკივილებზე არ გააჩნია. ამდენად, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა არ შეიცავს ინფორმაციას 2017 წლის 02 ნოემბერს ჯ------ წ---–-----ის მიერ ნ--- მ-----ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.
2017 წლის 11 დეკემბრის N0-------- ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ნ--- მ----- მისი ქმრის ჯ------ წ---–-----ის მხრიდან სისტემატიური შეურაცყოფის და დამცირების გამო გა--ცდიდა ტანჯვას.
ექსპერტ-ფსიქოლოგმა მ-------------–---–მა, თავისი ჩვენებით დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გამოსაკვლევი პირი ნ--- მ-----, გამოსაკვლევად საექსპერტო ბიუროში წარადგინა პოლიციის თანამშრომელმა. ესწრებოდა თუ არა პოლიციელი გამოკვლევას არ ახსოვს თუმცა იგი დაზარალებულთან გასაუბრებაში არ ჩარეულა. ექსპერტმა დასკვნა გასცა თავად ნ--- მ-----სთან გასაუბრების, პოლიციის თანამშრომლის დადგენილებისა და საქმის მასალების საფუძველზე. გაცემული დასკვნა ემყარება ნ--- მ-----სთან გასაუბრებისას მიღებულ ინფორმაციას, რომელიც ეხებოდა მეუღლის მიმართ პრეტენზიას, რომ არ აძლევდა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, უშლიდა მუშაობას, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამასთან, კვლევა არ ჩაუტარებია იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჯ------ წ---–-----ი ნ--- მ-----ს რესტორანში მუშაობისათვის თავის დანებებას სთხოვდა ბავშვისა და ოჯახის ინტერესიდან გამომდინარე და არა იმ მოტივით, რომ არ სიამოვნებდა მეუღლის უშუალოდ რესტორანში მუშაობა. ამ საკითხთან დაკავშირებით ნ--- მ-----ს ექსპერტისათვის ინფორმაცია არ მიუწოდებია და არც საქმის მასალები შეიცავდა ამგვარ ინფორმაციას.
2017 წლის 17 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ნ--- მ-----მ გამომძიებელს განუმარტა და მიუთითა ის ადგილი სადაც 2017 წლის 02 ნოემბერს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ჯ------ წ---–-----მა. ექსპერტ-კრიმინალისტმა ფ-----------------ემ, თავისი ჩვენებით დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული 2017 წლის 17 დეკემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2017 წლის 02 ნოემბრის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია შსს ა-----ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის გ--------------ის მიერ ოქმის შედგენა დაიწყო 2017 წლის 02 ნოემბერს 13:20 საათზე და დასრულდა 13:40 საათზე. შსს ა-----ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის გ--------------ის მიერ 12:50 საათზე დაბა ა------ში გ-------–---–ის ქუჩა N4--ში ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ჯ------ ნ-----–----ის ძე წ---–-----ი დაბადებული 1--- წლის 0- სექტემბერს. ბრალდებულის სახით დაკავებული ჯ------ წ---–-----ის პირადი ჩხრეკისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი, საგა-- ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული ვერ იქნა.
მოწმე გ--------------ემ, მ--–-----–------–---–მა, გ--------------ემ ჩვენებებით დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით დადგენილია, რომ 2017 წლის 03 ნოემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ნ--- მ----- ცნობილი იქნა დაზარალებულად.
დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ დადგენილია, რომ 2017 წლის 03 ნოემბრის დადგენილებით სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ჯ------ ნ-----–----ის ძე წილკაური დაბადებული 1--- წლის 0- სექტემბერს ცნობილი იქნა ბრალდებულად. სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განჩინებით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 4000 ლარის ოდენობით, ხოლო გირაოს შეტანის ვადად განესაზღვრა 40 დღე, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით გირაოს თანხის სრულად შეტანამდე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ბრალდებულ ჯ------ წ---–-----ს აეკრძალა დაზარალებულ ნ--- მ-----სთან და იმ ადგილებთან მიახლოება, სადაც დაზარალებული ნ--- მ----- იმყოფება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, წარმოდგენილი მტკიცემულებები არ შეიცავენ საკმარის ინფორმაციას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის წარდგენილ ბრალდებაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საკმარისი საფუძველი ვინაიდან, პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.
სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით, - რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დანაშაულს წარმოადგენს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
კონკრეტულ შემთხვევაში ჯ------ წ---–-----ის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ ჯ------ წ---–-----მა მისი ოჯახის წევრის, კონკრეტულ შემთხვევაში მეუღლის ნ--- მ-----ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა დადასტურებულიყო ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტი, რაც დაზარალებულისათვის იწვევდა ტანჯვას. თავად დაზარალებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, შესაბამისად, ერთადერთი მთავარი მტკიცებულება, რომლითაც უნდა დადგენილიყო შესაძლო დანაშაულის შემადგენლობა, სახეზე არ არის.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი კატეგორიის შესაძლო დანაშაული, როგორც წესი, არ გამოირჩევა მოწმეთა სიმრავლით, მაგრამ ამ გარემოების მიუხედავად სასამართლო გვერდს ვერ აუვლის კანონისმიერ ვალდებულებას, რომ პირს მსჯავრი უნდა დაედოს მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ და ამტკიცებენ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის, სისტემატიური ძალადობისა და დამცირების ფაქტებს. დაზარალებულმა საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს გამოკითხვის დროს მისცა ინფორმაცია კონკრეტული შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების შესაძლო არსებობის შესახებ. დაცვის მხარემ სადავო გახადა ეს ინფორმაცია. ბრალდების მხარეს წარმოეშვა მოწმის სასამართლოში წარმოდგენის ვალდებულება, რათა მას სასამართლოს მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ დაედასტურებინა მის მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაცია. კანონმდებელი ადგენს, რომ მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამასთან, მოწმის ჩვენება პირდაპირი მტკიცებულებაა თუ იგი არ ემყარება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და სასამართლოს გადმოსცემს ინფორმაციას იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც პირადად მას შეემთხვა. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, ვინაიდან ისარგებლა უფლებით, რომელიც მოწმეს აძლევს საშუალებას არ მისცეს სასამართლოს ჩვენება თუ მისი ჩვენება დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, მათ შორის მეუღლეს. უშუალო თვითმხილველი, რომელსაც ექნებოდა რაიმე ინფორმაცია ბრალდებულის მიერ განხორციელებული შესაძლო ძალადობის შესახებ, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნება. მოწმე ნ----- მ-----სა და მ--–-----------ეს შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია მიღებული აქვთ ნ--- მ-----სგან, რომელმაც სასამართლოს არ მისცა ჩვენება. შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნია შესაძლებლობა პირდაპირი მტკიცებულებების გამოკვლევით გადაამოწმოს ირიბი ჩვენებების სისწორე. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ წარმოდგენილი დანაშაულის ფაქტის არსებობის დასადგენად საკმარისი არ არის დადგინდეს მხოლოდ ფაქტის - ფიზიკური ძალადობის არსებობა, სავალდებულოა იყოს დადგენილი, რომ დაზარალებულმა ასეთი მოქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბრალდებულს ბრალი ედებოდა, ასევე მეუღლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში, სავალდებულოა სახეზე იყოს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადგენდა, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულს სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, ხოლო თავად დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება. შესაბამისად, სახეზე არ არის დანაშაულის ფაქტის დასადგენად საჭირო ნიშანი - პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობით არ დგინდება ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ ჩადენილი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო ფიზიკური ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.
გარდა ზემოაღნიშნულისა, ნ--- მ-----ს მიერ სასამართლოსათვის ჩვენების მიცემაზე უარის თქმით სასამართლომ ვერ მიიღო ინფორმაცია ბრალდებულის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ. საქმეში მოთავსებული სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ადგენს, რომ დაზარალებული ნ--- მ----- მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო განიცდიდა ტანჯვას, ძირითადად ემყარება ნ--- მ-----ს ჩვენებას, რომელმაც არ მოისურვა შესაძლო დანაშაულის ჩადენაში ემხილა ბრალდებული. შესაბამისად, სასამართლოს არ გააჩნია შესაძლებლობა გადაამოწმოს იმ ინფორმაციის წყარო, რომელსაც ემყარება ექსპერტის დასკვნა. ამასთან, არსებობს წინააღმდეგობები, რომელიც ეჭვსქვეშ აყენებს ექსპერტიზის მიერ გაკეთებული დასკვნების სისწორეს. კერძოდ, დასკვნის თანახმად, ექსპერტმა ჯ------ წ---–-----ის მიერ ნ--- მ-----ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტებზე ინფორმაცია მიიღო საგამოძიებო ორგანოს მიერ ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილებიდან, ნ--- მ-----ს გამოკითხვის ოქმიდან, თავად ნ--- მ-----სგან და საქმის მასალებიდან, თუმცა, უშუალოდ რომელი დოკუმენტიდან და რომელ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება ექსპერტმა, დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნული არ არის. რიგი გარემოებებისა, რომლის შესახებაც ნ--- მ-----მ ინფორმაცია მიაწოდა ექსპერტს, და რომელმაც შემდეგში ამ ინფორმაციაზე დაამყარა დასკვნა, არ დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით. მაგალითად, ნ--- მ----- ექსპერტთან გამოკითხვის დროს უთითებს, რომ მეუღლე ჯ------ წ---–-----ი მას უკრძალავდა ნათესავებთან ურთიერთობას, არ აძლევდა უფლებას ხშირი კავშირი ჰქონოდა თავის დასთან ნ----- მ-----სთან, ვერ მიდიოდა სტუმრად, არ აძლევდა უფლებას ემუშავა, რადგან გენდერული სტერეოტიპის გავლენით ბრალდებულს მიაჩნდა, რომ ქალს არ უნდა ემუშავა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ თავად ბრალდებულის - ჯ------ წ---–-----ის, მოწმეების ნ----- მ-----სა და მ--–-----------ის ჩვენებებით დადგინდა, რომ ნ--- მ----- მეუღლის გაუფრთხილებლად, მცირეწლოვან შვილთან ერთად არაერთხელ გაემგზავრა სტუმრად ნათესავებთან რამოდენიმე დღით, ამასთან, მეუღლისათვის ხშირად არ იყო ცნობილი ნ--- მ-----ს ადგილსამყოფელის შესახებ, რის გამოც ჯ------ წ---–-----ი მას ეძებდა ახლობლებში. ჯ------ წ---–-----ი მეუღლეს სთხოვდა, რომ არ ემუშავა იმ ეტაპისათვის, რადგან მცირეწლოვან ბავშვს სჭირდებოდა დედის მზრუნველობა, ხოლო ჯ------ წ---–-----ს, რომელიც ოჯახის შექმნის დროიდანვე მუშაობდა ხელოსნად, ერთდროულად არ შეეძლო ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებაც და სამსახურეობრივად აღებული ვალდებულებების შესრულებაც, შედეგად, კი მცირეწლოვან ბავშვს უწევდა მშენებლობაზე ყოფნა ვიდრე მამა დაასრულებდა სამუშაოს. ნ--- მ-----ს სამსახურისათვის თავის დანებებას ასევე უშედეგოდ ურჩევდნენ მისი ნათესავებიც (ნ----- მ----- და მ--–-----------ე) რომელთანაც შეხედულებების შეუთავსებლობის გამო ჰქონდა უკმაყოფილება და მათთან არჩევდა ჰქონოდა ნაკლები კავშირი. ეს გარემოებები ექსპერტისათვის ცნობილი არ იყო დასკვნის გაცემის დროს. სასამართლოში საქმის განხილვისას მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად არ დადგენილა იმ ფაქტების რეალურად არსებობა, რომელსაც ემყარება ექსპერტის დასკვნა, ხოლო გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტების მხედველობაში მიღების საფუძველზე ექსპერტიზის დასკვნა გაცემული არ არის.
გამოძიებით არ გადამოწმებულა ნ--- მ-----ს მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციის რეალობა, მაგალითად, თუ ჯ------ წ---–-----ი ნ--- მ-----ს მუდმივად აძალებდა მეზობლრბისაგან მიეტანა ალკოჰოლური სასმელი და კონკრეტულად 2017 წლის 2 ნოემბერსაც ამ მოტივით მოხდა მათ შორის კონფლიქტი, გამოძიებას არ დაუდგენია რომელი მეზობლისგან მიჰქონდა ნ--- მ-----ს ალკოჰოლური სასმელი ჯ------ წ---–-----ისათვის და მათ, ხომ არ ჰქონდათ რაიმე ინფორმაცია შესაძლო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, რომელიც სისტემატიურად ხდებოდა წლების განმავლობაში. შესაბამისად, ჯ------ წ---–-----ის მიერ ნ--- მ-----ს მიმართ განხორციელებული სისტემატიური შეურაცხყოფისა და დამცირების ფაქტის უტყუარად დადგენის გარეშე, სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს, რომ ნ--- მ----- ჯ------ წ---–-----ის ქმედებებით განიცდიდა ტანჯვას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მეუღლეთა უფლებებსა და მოვალეობებზე. კოდექსი აღიარებს მეუღლეთა პირად უფლებებს და 1155-1157-ე მუხლებით ადგენს, რომ შვილების აღზრდისა და ოჯახის სხვა საკითხებს მეუღლეები ერთად წყვეტენ. თითოეულ მეუღლეს თავისუფლად შეუძლია აირჩიოს საქმიანობა და პროფესია. თითოეულ მეუღლეს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ოჯახის ინტერესებს. აქვე, 1199-ე მუხლი ადგენს, რომ მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. გარდა კოდექსით გათვალისწინებულისა, ასევე გასათვალისწინებელია მცირეწლოვანი ბავშვის მიჯაჭვულობა დედის მიმართ და ამ ნორმების და საქმის განხილვით დადგენილი გარემოებების საერთო ანალიზი იძლევა დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ნ--- მ-----ს ასევე ევალებოდა ოჯახის საჭიროებების, მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედება, რაც მეუღლეებს თავიდან აარიდებდა შესაძლო კონფლიქტებს. ზემოაღნიშნული ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საერთო ანალიზი აჩენს კითხვას - დაადგენდა თუ არა სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტი ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ განხორციელებული ქმედებებით ტანჯვის მიყენებას, იმ შემთხვევაში, თუ მისთვის ცნობილი იქნებოდა საქმის განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების დეტალები, თუ ექსპერტი კვლევას ჩაატარებდა არა ცალმხრივად - დაზარალებულის ინფორმაციაზე დაყრდნობით, არამედ, დაზარალებულის პოზიციისადმი კრიტიკული მიდგომით გამოარკვევდა საქმის რეალურ ფაქტობრივ გარემოებებს, მაგალითად, დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა, რომ ექსპერტს არ გამოუკვლევია ვინ მეთვალყურეობდა მცირეწლოვან ბავშვს, როდესაც დაზარალებული მისივე მიხედულების შესაბამისად, მიდიოდა სამსახურში. მეუღლის მხრიდან სამუშაოს აკრძალვა ხომ არ იყო ბავშვზე ზრუნვის უპირატესი ვალდებულებით გამოწვეული და სხვა ისეთი გარემოებები, რომელიც უფრო ობიექტურს გახდიდა ექსპერტის მიერ გაცემულ დასკვნას.
ამდენად, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციას ჯ------ წ---–-----ის მიმართ წარდგენილი ბრალდების შესახებ, არსებული ეჭვი, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაული, არ დასტურდება პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო, ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, ჯ------ წ---–-----ის მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ვინაიდან, არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ------ წ---–-----ი (პ/№0----------) ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ჯ------ წ---–-----ის (პ/№0----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულ ა-- წ---–-----ის (პ/ნ 05---------), ჯ------ წ---–-----ის (პ/№0----------) და ლ-------------ის (პ/ნ 0----------) თანასაკუთრებიდან ა-- წ---–-----ის(პ/ნ 05---------) და ლ-------------ის (პ/ნ 0----------) საკუთრებაში რიცხულ უძრავი ქონების წილს, მდებარე დ.ა------, საკადასტრო კოდი-6-.01.31.4--.(2017 წლის 10 ნოემბრის განჩინება N12/0---17).
3. განემარტოს გამართლებულს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი