განაჩენი

სისხლის სამართლის 21.11.2018
საქმის ნომერი
340100118002638441
დავის ტიპი
126 (1) 1 , 126 2 ბ
თარიღი
21.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N340100118002638441

№1/201-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 ნოემბერი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა

ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის

ბრალდებულ - მა----- ბა------–---–ის

ადვოკატ - ლა-–- თა--------------–---–ის

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)

 

ბრალდებული: მა----- ბა------–---–ი

მამის სახელი: ჯუ------

დაბადებული: 2--------- წელს

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაწისქვილარი

ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაწისქვილარი

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

კვალიფიკაცია: მა----- ბა------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწისქვილარში მცხოვრები მა----- ბა------–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მა----- ბა------–---–ი, 2016 წლის ივლისის თვიდან 2018 წლის აგვისტომდე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, შვილის - ჯუ----- ბა------–---–ის და რძლის - ნო--- ჯა--–---–ის თანდასწრებით სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მასთან ერთად მცხოვრებ მეუღლეს - მა-- ლე------–---–ს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მის პატივს და ღირსებას. მა----- ბა------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა მა-- ლე------–---–ის ტანჯვას.

 

2. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის ივლისის თვის ბოლო რიცხვებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწისქვილარში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მა----- ბა------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თმებში მოქაჩა მეუღლეს - მა-- ლე------–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

მა----- ბა------–---–ი 2018 წლის 8 აგვისტოს 22:30 საათზე დააკავეს და 2018 წლის 10 აგვისტოს, ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაწისქვილარში მცხოვრები მა----- ბა------–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მა----- ბა------–---–ი, 2016 წლის ივლისის თვიდან 2018 წლის აგვისტომდე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, შვილის - ჯუ----- ბა------–---–ის და რძლის - ნო--- ჯა--–---–ის თანდასწრებით სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მასთან ერთად მცხოვრებ მეუღლეს - მა-- ლე------–---–ს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მის პატივს და ღირსებას. მა----- ბა------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა მა-- ლე------–---–ის ტანჯვას.

 

2. 2017 წლის ივლისის თვის ბოლო რიცხვებში, ლაგოდეხის მუნიციპა-–-ტეტის სოფელ ნაწისქვილარში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მა----- ბა------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თმებში მოქაჩა მეუღლეს - მა-- ლე------–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფა,რამაც გამოიწვია ტანჯვა

(2016 წლის ივლისის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა-- ლე------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - და---- ბა------–---–ის, ლი-- ბა------–---–ის, ქსენია ბა------–---–ის, ჯუ----- ბა------–---–ის, ზაირა ბა------–---–ის, ჯუ----- ბა------–---–ის, ნო--- ჯა--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თავად ბრალდებულ მა----- ბა------–---–ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- ბა------–---–ი, 2016 წლის ივლისის თვიდან 2018 წლის აგვისტომდე, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მასთან ერთად მცხოვრებ მეუღლეს - მა-- ლე------–---–ს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მის პატივს და ღირსებას. მა----- ბა------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა მა-- ლე------–---–ის ტანჯვას.

 

ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით

მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა-- ლე------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - და---- ბა------–---–ის, ლი-- ბა------–---–ის, ქსენია ბა------–---–ის, ჯუ----- ბა------–---–ის, ზაირა ბა------–---–ის, ჯუ----- ბა------–---–ის, ნო--- ჯა--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თავად ბრალდებულ მა----- ბა------–---–ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- ბა------–---–ი, 2016 წლის ივლისის თვიდან 2018 წლის აგვისტომდე, არასრულწლოვანი ოჯახის წევრის, შვილის - ჯუ----- ბა------–---–ის და რძლის - ნო--- ჯა--–---–ის თანდასწრებით სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მასთან ერთად მცხოვრებ მეუღლეს - მა-- ლე------–---–ს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მის პატივს და ღირსებას. მა----- ბა------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა მა-- ლე------–---–ის ტანჯვას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ შეურაცხყოფაში შეიძლება ჩაითვალოს მიმართვა უცენზურო, დამამცირებელი სიტყვებით, ლანძღვა, შეურაცხყოფა. აღნიშნული შეურაცხყოფა დანაშაულის შემადგენლობას შექმნის მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას აქვს სისტემატიური სახე და იწვევს დაზარალებულის ტანჯვას.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული მუხლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

ამ მაკვალიფიცირებელი გარემოებისათვის მნიშვნელოვანია ძალადობრივი ქმედების განხორციელებას შეესწროს არასრულწლოვანი, 18 წელს მიუღწეველი პირი. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლი აუცილებლად არასრულწლოვნის ოჯახის წევრი უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში მა----- ბა------–---–ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ესწრებოდა მათი არასრულწლოვანი შვილი - ჯუ----- ბა------–---–ი და რძალი ნო--- ჯა--–---–ი.

 

1. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა,რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი

(2017 წლის ივლისის ეპიზოდი)

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა-- ლე------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - და---- ბა------–---–ის, ლი-- ბა------–---–ის, ქსენია ბა------–---–ის, ჯუ----- ბა------–---–ის, ზაირა ბა------–---–ის, ჯუ----- ბა------–---–ის, ნო--- ჯა--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თავად ბრალდებულ მა----- ბა------–---–ის გამოკითხვის ოქმით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მა----- ბა------–---–მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თმებში მოქაჩა მეუღლეს - მა-- ლე------–---–ს, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ძალადობაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი მოქმედებები, როგორიცაა სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმა, ხელის გარტყმა სახეში, თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა და სხვა. ამგვარი ძალადობა 1261-მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუკი გამოიწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს.

 

ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მა----- ბა------–---–მა ჩაიდინა :

1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნების თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. (2016 წლის ივლისის ეპიზოდი)

2. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის ივლისის ეპიზოდი).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მა----- ბა------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

მა----- ბა------–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება აზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

მა----- ბა------–---–ის მიერ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაულის ორი ეპიზოდი, რომელშიც დაზარალებული მისი ოჯახის წევრი - მეუღლეა. მა----- ბა------–---–ის მიერ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებას აქვს სისტემატიური ხასიათი.

 

მა----- ბა------–---–ი წარსულში ნასამართლევი არ არის. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი, ამათგან ერთ-ერთი კი სისტემატიური ხასიათისაა, აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა ეფექტური ღონისძიების გამოყენება.

 

სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მა----- ბა------–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, მა----- ბა------–---–ის მიმართ არსებობს ყველა საჭირო გარემოება, რომ მის მიმართ გამოყენებული იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლებით გათვალისწინებული შეღავათები.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

მა----- ბა------–---–ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 10 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მა----- ბა------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.

 

მა----- ბა------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მა----- ბა------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 2 (ორი) წელი.

 

აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და მა----- ბა------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მა----- ბა------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 8 აგვისტოს 22:30 საათიდან 2018 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი