განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N340100118002636080
№1/199-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა
ანნა მათიაშვილის სხდომის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთარ სამუნაშვილის
ბრალდებულ - ზუ---- ჭა---–---–ის
ადვოკატ - ირ--- იჩ------ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------)
ბრალდებული: ზუ---- ჭა---–---–ი
მამის სახელი: გო--
დაბადებული: 1--------- წელს
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე
რეგისტრირებული: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანი
ფაქტობრივად მცხოვრები: ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარდისუბანი
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
კვალიფიკაცია: ზუ---- ჭა---–---–ს ბრალი ედება მასში, რომ
1. ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის ივნისის თვიდან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ზუ---- ჭა---–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზუ---- ჭა---–---–ი, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მასთან ერთად მცხოვრებ დედას - მა---- ჭა---–---–ს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ზუ---- ჭა---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა მა---- ჭა---–---–ის ტანჯვას.
2. ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზუ---- ჭა---–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - მა---- ჭა---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
ზუ---- ჭა---–---–ი 2018 წლის 5 აგვისტოს, 05:30 საათზე დააკავეს და ამავე დღეს ჩადენილი ქმედებისათვის, წარედგინა ბრალი საქართველს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის ივნისის თვიდან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები ზუ---- ჭა---–---–ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზუ---- ჭა---–---–ი, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მასთან ერთად მცხოვრებ დედას - მა---- ჭა---–---–ს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ზუ---- ჭა---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა მა---- ჭა---–---–ის ტანჯვას.
2. 2018 წლის 5 აგვისტოს, დაახლოებით 01:00 საათზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ზუ---- ჭა---–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - მა---- ჭა---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა---- ჭა---–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - მა-–---- ჩხ--------ის, მა-- კუ--------ის, ია---ე შუ------ის, თავად ბრალდებულ ზუ---- ჭა---–---–ის გამოკითხვის ოქმებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზუ---- ჭა---–---–ი, სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, მასთან ერთად მცხოვრებ დედას - მა---- ჭა---–---–ს, რომელსაც მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და ლახავდა მის პატივს და ღირსებას. ზუ---- ჭა---–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები იწვევდა მა---- ჭა---–---–ის ტანჯვას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ შეურაცხყოფაში შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი სიტყვიერი შეურაცხყოფა, დამცირება, შანტაჟი, რომელსაც აქვს სისტემატიური ხასიათი და შედეგად დაზარალებულის ტანჯვას იწვევს.
ამასთან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა ქმედებებმა არ გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზუ---- ჭა---–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა---- ჭა---–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - მა-–---- ჩხ--------ის, მა-- კუ--------ის, ია---ე შუ------ის, თავად ბრალდებულ ზუ---- ჭა---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზუ---- ჭა---–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - მა---- ჭა---–---–ს.
მუქარა არის ისეთი ქმედება, რომლის მიზანია გარკვეული პიროვნების დაშინება და მიმართულია ამ პირის იმ საქმიანობის შესაწყვეტად, რომელიც ეწინააღმდეგება დამშინებელთა ინტერესებს. იგი შეიძლება გამოიხატოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. ამავე დროს, მუქარა უნდა იყოს რეალური და დაზარალებულს უნდა უქმნიდეს მისი განხორციელების საფუძვლიან შიშს. რაც აიძულებს დაზარალებულს იმოქმედოს მუქარის განმახორციელებლის ინტერესების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზუ---- ჭა---–---–მა ოჯახის წევრის - დედის მიმართ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მიცემული ჩვენებით და მხარეთა მიერ შეთანხმებულ უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, დაზარალებულ მა---- ჭა---–---–ის და თავად ბრალდებულ ზუ---- ჭა---–---–ის ჩვენებებით და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ზუ---- ჭა---–---–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას - მა---- ჭა---–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზუ---- ჭა---–---–ის მუქარა იყო რეალური და დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სამართლებრივი შეფასება
სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, რომელიც მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზუ---- ჭა---–---–მა ჩაიდინა:
1. ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით.
2. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზუ---- ჭა---–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება და მონანიება, ხოლო პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გამოვლენილა.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულების პიროვნებას.
ზუ---- ჭა---–---–ის მიერ ჩადენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო ამავე კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ზუ---- ჭა---–---–ის მიერ ჩადენილია დანაშაულის ორი ეპიზოდი.
სასამართლო ზუ---- ჭა---–---–ის ქმედების შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ითანამშრომლა გამოძიებასთან. ამასთან, სასამართლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ყურადღებას მიაქცევს სტაციონარული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის N006711718 დასკვნას, რომლის თანახმადაც, ზუ---- ჭა---–---–ს „ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს აღენიშნებოდა არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა - ალკოჰოლის მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა და მას არ შეეძლო სრულად გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შეზღუდული შერაცხადობა).“ აქედან გამომდინარე, ზუ---- ჭა---–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი არ უნდა იყოს ზედმეტად მკაცრი.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ მა---- ჭა---–---–ს ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და თანახმაა, მის მიმართ გამოყენებული იყოს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში აშკარაა, რომ სასჯელის მიზნების შესრულებისათვის საჭიროა სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება.
ამრიგად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანქციის ქვედა და ზედა ზღვართა მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზუ---- ჭა---–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი უნდა იყოს შესაბამისი, კერძოდ სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის პირობებში.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ზუ---- ჭა---–---–ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, თანამშრომლობს გამოძიებასთან, არ არის წარსულში ნასამართლევი არცერთი კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის. ამდენად, მის მიმართ შესაძლებელი და მიზანშეწონილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენება.
ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები
1. ზუ---- ჭა---–---–ს ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პატიმრობა.
2. საქმეზე ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დანა უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუ---- ჭა---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
ზუ---- ჭა---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151 მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე სასჯელი და საბოლოოდ, ზუ---- ჭა---–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნოს 1 (ერთი) წელი.
მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.
აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს და ზუ---- ჭა---–---–ი გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ზუ---- ჭა---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 5 აგვისტოს 05:30 საათიდან 2018 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულება - დანა, რომელიც ინახება შსს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.
მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე დავით ნარიმანიშვილი