განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1-202-2018
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ბაჩანა ქარქუზაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ნ-----–----ძე, დაბადებული 1994 წლის 29 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქალაქ ხაშურში, ო---------------------------------ში
ადვოკატი: დემურ ალხაზიშვილი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ნ-----–----ძემ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორსული ქალის მიმართ. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 2 მაისს, ქალაქ ხაშურში, ო--------------------------------ში, თავის საცხოვრებელი ნ-----–----ძემ ჩაიდინა ძალადობა ორსული მეუღლის - ი------------–--შვილის მიმართ. კერძოდ, სახეში რამოდენიმეჯერ დაარტყა გაშლილი ხელი და მუშტი, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ესე იგი, ნ-----–----ძემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;
მანვე ჩაიდინა ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 27 აგვისტოს ქალაქ ხაშურში, ო--------------------------------ში, თავის საცხოვრებელი ნ-----–----ძემ ჩაიდინა ძალადობა მამის - გ-----------–----ძის მიმართ. კერძოდ, სახეში რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი და თავი, რითაც მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
ესე იგი, ნ-----–----ძმ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით;
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. სასამართლოს დასკვნა ნ-----–----ძის მიერ მოცემული დანაშაულების ჩადენის შესახებ, გარდა მისივე აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების: ი------------–--შვილის და გ-----------–----ძის გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების: ნ----–-–--შვილის, ს--------–----ძის, ჯ----–-----–--ცის გამოკითხვის ოქმებს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებს და საქმის სხვა ერთობლივ მასალებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დამტკიცებულად მიაჩნია ნ-----–----ძის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულთა ჩადენა. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ნ-----–----ძემ ჩაიდინა ძალადობა მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა ძალადობა ოჯახის ორსული წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება ბრალდებულ ნ-----–----ძეს.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
3.3. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ნ-----–----ძემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით, 1261 მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები, შესაბამისად, აღნიშნული კვალიფიკაციით უნდა იქნეს იგი ცნობილი დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ნ-----–----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს, რამაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. შერიგებულია დაზარალებულებთან, რომლებიც ითხოვენ მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.
პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმეში არ მოიპოვება.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ხარისხს, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე - ბრალდებულის პიროვნებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, რომ გულწრფელად ნანობს და განიცდის ჩადენილს, დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ აქვთ და ითხოვენ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას.
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–----ძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით – 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ-----–----ძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-----–----ძეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 27 აგვისტოდან.
მსჯავრდებულ ნ-----–----ძეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 02 მაისიდან 2018 წლის 11 მაისის ჩათვლით.
გაუქმდეს ნ-----–----ძის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 1 000 (ერთი ათასი) ლარი, გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
გაუქმდეს ნ-----–----ძის მიმართ, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 აგვისტოს განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი