განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002348790
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
საქმე №1/96-18 26 ოქტომბერი, 2018 წელი
ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე შალვა კაკაურიძემ
თამარ ბერუაშვილის მდივნობით
პროკურორ - ნ----- კ----–---,ადვოკატ - გ--------- ქ-------------ის,ბრალდებულ - ვ------- ბ--–-------ის
მონაწილეობით, საქმის არსებითი განხილვის ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის (გამოძიების №028040218002) საქმე ვ------- ვ------------ ბ--–-------ის, დაბადებულის 1--- წლის 28 ო-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის: ზესტაფონის რაიონის სოფელ ქ--------------–-, მცხოვრების: ქ.კასპი, ფ-----------------–-, მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით,-
აღწერილობით -სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ ვ------- ბ--–-------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2009 წლის 09 ნოემბერს, გორის რაიონული სასამართლოს მიერ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გასამართლებულმა ვ------- ბ--–-------ემ, 2018 წლის 04 თებერვალს, დაახლოებით 18:00 საათზე, უკანონოდ შეაღწია ქალაქ კასპში, ფ-----------------–- არსებულ შპს ,,ჰაიდელბერგცემენტჯორჯიას“ კასპის ცემენტის ქარხნის მიმდებარედ არსებულ ქ-----–--------- საცხოვრებელ ბინაში, საიდანც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ქ-----–--------- კუთვნილი ,,აიფონ-4“-ს მოდელის მობილურ ტელეფონს, რითაც ქ-----–-------- მიაყენა 80 (ოთხმოცი) ლარის ქონებრივი ზიანი.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ------- ბ--–-------ემ წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2018 წლის 04 თებერვალს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და სამსახურში არ წასულა. მან ერთი ბოთლი არაყი იყიდა. ჩინელების დასახლების შესასვლელშივე არსებულ სასადილოსთან ერთ-ერთმა ჩინელმა ხელით ანიშნა რომ გაჰყოლოდა, რომელმაც გამოუტანა ლუდი და საჭმელი. იგი წამოვიდა თავისი ნაკვეთის მიმართულებით, რომელიც ახლოსაა ჩინელების დასახლებასთან. ნაგვის ბუნკერთან, რომლითაც სარგებლობენ ჩინელები, იპოვა თეთრი ფერის ტელეფონი, რომელიც აიღო და წავიდა. გზაში შეჩერდა, დარჩენილი არაყი დალია და გააგრძელა გზა. გზაში ტელეფონმა დარეკა, რომელსაც არ მიაქცია ყურადღება. მეორედ დარეკვისას უპასუხა ტელეფონს და გაიგონა ჩინური საუბარი. იგი მიხვდა, რომ ტელეფონი ჩინელების იყო და მოტრიალდა უკან. ადგილზე მისვლისას დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მისულები, მაგრამ ბრალდებული არ მოერიდა მათ, რადგან იგი ტელეფონის დაბრუნების მიზნით იყო მისული. ტელეფონი გადასცა ჩინელს, რომელიც ნახევრად ქართულად საუბრობდა, რომელმაც მადლობა გადაუხადა. დასახლების ეზოდან გამოსვლისას, 15-20 მეტრში დაეწივნენ პოლიციის თანამშრომლები და კ------- ბ-----–---–მა ჰკითხა თუ სად წაიღო მოპარული ტელეფონი, რაზეც უპასუხა, რომ მას ტელეფონი არ მოუპარავს, იპოვა და დააბრუნა. კ------- ბ-----–---–მა მას ხელი ჰკრა, ჩასვა მანქანაში და დააკავეს. გამოძიების ეტაპზე მისი მხრიდან დანაშაულის აღიარება გამოწვეული იყო, პოლიციის თანამშრომლის, მ-------- კ-------ის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლით, ხოლო პროკურორის მიერ წარმოდგენილი მასალები არის გაყალბებული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- ბ--–-------ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ------- ბ-----–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ მუშაობს შსს კასპის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 თებერვალს, კასპის რაიონულ სამმართველოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ქ.კასპში, ფ--------------------, ე.წ. ,,ჩინელების დასახლებაში“ ვ------- ბ--–-------ის მიერ იქნა მოპარული მობილური ტელეფონი. იგი, გ------- დ--–---–---–თან და მ-------- კ-------ესთან ერთად გავიდა აღნიშნული პირის დასაძებნად. ე.წ. ,,ჩინელების დასახლებიდან“ დაახლოებით 150 მეტრში ნანახი იქნა ბრალდებული, რომელსაც ჰკითხეს ხომ არაფერი ჰქონდა მოპარული, რაზეც ვ------- ბ--–-------ემ უარით უპასუხა. ამის შემდეგ მოხდა აღნიშნული პიროვნების გაჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი. პირადი ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე, ყველა მონაწილე პირმა მოაწერა ხელი. ბრალდებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ვ------- ბ--–-------ემ განმარტა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, აღიარა დანაშაული და ითხოვდა პატიებას. მოწმეს ასევე დაადასტურა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ------- დ--–---–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი მუშაობს შსს კასპის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამოძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 04 თებერვალს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მან, კ------- ბ-----–---–თან და მ-------- კ-------ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ვ------- ბ--–-------ის პირად ჩხრეკასა და დაკავებში. ბრალდებული ნანახი იქნა ე.წ. ,,ჩინელების დასახლებიდან“ დაახლოებით 100-150 მეტრში. ვ------- ბ--–-------ის პირადი ჩხრეკვისას ამოღებული იქნა თეთრი ფერის ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ბრალდებულმა პირადი ჩხრეკის ოქმში გააკეთა ჩანაწერი, რომ ტელეფონი მოიპარა ე.წ. ,,ჩინელების დასახლებიდან“, რომელიც ქ.კასპში, ფ-------------------- მდებარეობს. ჩხრეკის ოქმი შედგა ადგილზე და მასზე გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. ამის შემდეგ მოხდა ბრალდებულის დაკავება. ვ------- ბ--–-------ის დაკავებისას იყო მარტო და იქ ჩინელები არ ყოფილან. მოწმეს ასევე დაადასტურა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ-------- კ-------ის ჩვენებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 04 თებერვალს მონაწილეობა მიიღო ვ------- ბ--–-------ის პირად ჩხრეკაში, რომელიც გაჩხრეკილი იქნა ე.წ. ,,ჩინელების დასახლებიდან“ დაახლოებით 100-150 მეტრში. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ვ------- ბ--–-------ემ პირადი ჩხრეკის ოქმში თავისი ხელით გააკეთა ჩანაწერი, რომ ტელეფონი მოპარული ჰქონდა ე.წ. ,,ჩინელების დასახლებიდან“. ტელეფონი ეკუთვნოდა ჩინეთის მოქალაქეს - ქ-----–--------. მოწმეს ასევე დაადასტურა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.
მოწმის სახით გამოკითხული ქ-----–--------- ჩვენებით, რომელიც დაცვის მხარის მიერ ცნობილი იქნა უდავო მტკიცებულებად, დადასტურდა, რომ იგი მუშაობდა ქ.კასპის ცემენტის ქარხანაში და ცხოვრობდა ქარხნის მიმდებარედ მოწყობილ ე.წ. ,,ჩინურ დასახლებაში“. 2018 წლის 04 თებერვალს დაბრუნდა დასახლებაში და მის საძინებელ ოთახში თეთრი ფერის ,,აიფონ 4-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი შეაერთა დასამუხტად, თვითონ კი სასადილოში წავიდა სავახშმოდ. 20 წუთის შემდეგ დაბრუნდა საძინებელ ოთახში, სადაც აღარ დახვდა ტელეფონი. მან გაარკვია, რომ მისი ტელეფონი არავის აუღია დასარეკად. იგი მიხვდა, რომ ტელეფონი მოპარეს და ქართველი მუშის დახმარებით შეატყობინა პოლიციის თანამშრომლებს. მის ტელეფონს მარჯვენა ზედა კუთხეში აქვს უმნიშვნელო დაზიანება და ჩასმულია მოყავისფრო რეზინის შალითაში, რომლის უკანა ნაწილზე გამოსახულია ჩინელი ეროვნების ბავშვი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დ-------- ა------–---–ის ჩვენებით დადასტურდა, რომ იგი მუშაობდა ჩინელებთან. 2018 წლის 04 თებერვალს ჩინელებმა დახმარება სთხოვეს, რათა დაერეკა პოლიციაში ტელეფონის თაობაზე, ვინაიდან მათ ქართული არ იცოდნენ. მან დარეკა და პოლიციის თანამშრომლებს უთხრა მისამართი თუ როგორ უნდა მოსულიყვნენ ადგილამდე.
2018 წლის 04 თებერვლის პირადი ჩხრეკვის ოქმით დასტურდება, რომ ვ------- ბ--–-------ისგან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ,,აიფონ-4“-ს მოდელის მობილური ტელეფონი.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ვ------- ბ--–-------ე დაკავებული იქნა 2018 წლის 04 თებერვალს 22:30 საათზე, ქ.კასპი, ფ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2018 წლის 05 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ქ-----–--------ა ამოიცნო ,,აიფონის“ ფირმის თეთრი ფერის მობილური ტელეფონი.
2018 წლის 05 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ ბრალდებული ვ------- ბ--–-------ე, გამომძიებელი ლ---- ბ-------–---–ი, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები: ზ------ ჩ-------, მ------ ბ-------ი, ექსპერტი რ----- ჩ---------–---–ი, დაზარალებული ქ-----–-- უ--- და თარჯიმანი ნ--------------. საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე ვ------- ბ--–-------ეს წაეკითხა ჩვენება. ვ------- ბ--–-------ემ მიუთითა ქ-----–--------- საცხოვრებელ კონტეინერზე და განმარტა, რომ აღნიშნული კონტეინერიდან მოიპარა თეთრი ფერის მობილური ტელეფონი.
სასაქონლო ექსპერტიზის №---- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ,,ipone“-ს ფირმის მობილური ტელეფონის ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 80 (ოთხმოცი) ლარს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა: რ----- ჩ---------–---–მა, გამომძიებლებმა: ლ---- ბ-------–---–მა, ი-------------–---–--- უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა: ი---- ფ------–---–-ა დაადასტურეს მათი მონაწილეობით ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების და მათ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
სასამართლო არ იზიარებს ბრალდებულის პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საპირისპირო დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ვ------- ბ--–-------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდა მოწმეების: კ------- ბ-----–---–ის, გ------- დ--–---–---–ის და მ-------- კ-------ის ჩვენებებით, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ვ------- ბ--–-------- პირადი ჩხრეკისას, მისგან ამოღებული იქნა თეთრი ფერის ,,აიფონის“ მოდელის მობილური ტელეფონი.
სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლოა ბრალდებულის პოზიცია თითქოს მან აღნიშნული ტელეფონი იპოვა ნაგვის ბუნკერთან და შემდეგ უკან დააბრუნა, რადგან საპირისპირო დასტურდება დაზარალებულ ქ-----–--------- გამოკითხვის ოქმით, საიდანაც ირკვევა, რომ 2018 წლის 04 თებერვალს დაბრუნდა დასახლებაში და თავის საძინებელ ოთახში თეთრი ფერის ,,აიფონ 4-ის“ ფირმის მობილური ტელეფონი შეაერთა დასამუხტად და სასადილოდან დაბრუნების შემდეგ ტელეფონი აღარ დახვდა, რის გამოც მიხვდა, რომ ტელეფონი მოპარეს, რის შესახებაც ქართველი მუშის დახმარებით შეატყობინა პოლიციის თანამშრომლებს. ბრალდებულის მიერ მასზედ ბრალად შერაცხული ქმედბის ჩადენა ასევე დადასტურებულია პირადი ჩხრეკის ოქმში ბრალდებულის ხელით გაკეთებული ჩანაწერით, რომ აღნიშნული ტელეფონი მოიპარა ჩინელებისაგან, ქ.კასპში ფ--------------------, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებისას კი მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ შევიდა დაზარალებულის საცხოვრებელ კონტეინერში და მოიპარა თეთრი ფერის მობილური ტელეფონი, რომელიც ფანჯარასთან მაგიდაზე იდო და შეერთებული იყო დასამუხტად. მისივე განმარტებით, ქუჩაში გამოსვლის შემდეგ გაჩხრიკეს პოლიციის თანამშრომლებმა, რა დროსაც მისგან ამოღებული იქნა ნაქურდალი მობილური ტელეფონი. გასათვალისწინებლია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის მიერ სასამართლოში არ წარმოდგენილა რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ ადგილი ჰქონდა საქმეში არსებული რომელიმე მტკიცებულების გაყალბებას ან ბრალდებულის მიმართ ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. ამასთან ბრალდებულს, მიუხედავად სასამართლოს მხრიდან მისი უფლებების განმარტებისა, არც პირველი წარდგენის და არც წინასასამართლო სხდომის ეტაპზე არ გაუკეთებია განცხადება საქმის მასალების გაყალბების ან მასზედ განხორციელებული შესაძლო ზემოქმედების თაობაზე.
სასამართლო არ იზიარებს მოწმე დ-------- ა------–---–ის განმარტებას, რომ თითქოს პოლიციის განყოფილებაში მას დაზარალებულმა უთხრა, რომ ნაპოვნი ტელეფონი მიუტანეს. ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ტელეფონს აბრუნებდა და დასაკითხად, რომ წაიყვანეს დაზარალებულს ტელეფონი უკვე ნაპოვნი ჰქონდა, ვინაიდან საქმის მასალებით, კერძოდ დაზარალებულის გამოკითხვის ოქმით, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დასტურდება, რომ ქ-----–-- უ--- პოლიციის განყოფილებაში გამოიკითხა 2018 წლის 5 თებერვალს. მისი გამოკითხვა დაიწყო 15:40 საათზე და დასრულდა 16:30 საათზე. გამოკითხვისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა თარჯიმანი, დაზარალებულის მხრიდან არ ყოფილა გაკეთებული განმარტება, რომ მას მოპარული ტელეფონი დაუბრუნეს. დ-------- ა------–---–ი კი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა 2018 წლის 4 თებერვალს და მისი გამოკითხვა დაიწყო 20:40 საათზე და დასრულდა 21:10 საათზე, რაც თავისთავად გამორიცხავს პოლიციის განყოფილებაში მის შეხვედრას დაზარალებულთან და მით უფრო მასთან საუბრის ფაქტს.
საქრთველოს სსსკ-ის 13-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებენ პირის ბრალეულობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ------- ბ--–-------ეს უნდა დაედოს მსჯავრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს და ვ------- ბ--–-------ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სრულად უზურუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ------- ბ--–-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვ------- ბ--–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 თებერვლიდან.
ვ------- ბ--–-------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შალვა კაკაურიძე