გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/2642--16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 ოქტომბერი 20-- წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - შ---------ო“
წარმომადგენელი - ბ---------–---ო
მოპასუხე - ვ----------------ე, გ-------------------ი, გ-------------ა, კ-----------------–---–ი
წარმომადგენელი - ლ-–-------------ი, დ---------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს ვ----------------ეს, გ-------------------ს, გ-------------ას და კ-----------------–---–ს შ---------ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 21-84.97 ლარის გადახდა.
სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპ-----------“ და შ----------------------- პროდუქციას აწვდიდნენ შ----------–-------ს, თუმცა არ უკანასკნელს არ გადაუხდია მიწოდებული პროდუქციის ღირებულება ჯამში ორივესათვის 21-84.97 ლარის ოდენობით. შ---------------------მა“ თავისი მოთხოვნა დაუთმო შ--------------ს.
მოსარჩელის გამარტებით, პროდუქციის ღირებულების გადახდის სანაცვლოდ, კომპანიის დამფუძნებლებმა შეწყვიტეს საქმიანობა და დახურეს ობიექტი. აღნიშნული ქმედებით, მათ ბოროტად გამოიყენეს პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა, რადგანაც პარტნიორებმა იცოდნენ, რომ კომპანია წყვეტდა ფუნქციონირებას და დამატებითი ვალების აღების შემთხვევაში ისინი არ აგებდნენ პასუხს კომპანიის კრედიტორების წინაშე, რადგანაც ვალდებულება ფორმალურად აიღო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებამ და არა პარეტნიორებმა; ამ მარტივი ხერხით პარტნიორებმა ბოროტად გამოიყენეს პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა, რაც მათთვის ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის საფუძველია.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა ვ----------------ემ, გ-------------------მა, გ-------------ამ და კ-----------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მათ ბოროტად არ გამოუყენებიათ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა და კომპანიის პარტნიორტა მოქმედებები მიმართული იყო იმისკენ, რომ მომხდარიყო კომპანიების კრედიტორთა შეძლებისდაგვარად მაქსიმალური დაკმაყოფილება.
კომპანიას სირთულეები შეექმნა 20-- წლის დეკემბერში, როდესაც კრედიტორებმა შ-----–----მ“ და თ-------------–---–მა, რომლებთანაც შ----------–-------ს იჯარის ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, დავალიანების გადახდის მიზნით მიმართეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. სააღსრულებო წარმოების საფუძველი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განჩინება, რომლის საფუძველზეც დაილუქა გ-–---------------–----------–-–---–------ში მდებარე მაღაზია და ამ მაღაზიის სარდაფი. სასამართლოს გაუმართლებელი და არაპროპორციული განჩინებით დაყადაღდა ამ ფართებში მდებარე შ----------–--------ის მთელი მოძრავი ქონება. ამასთან, ყადაღა დაედო კომპანიის საბანკო ანგარიშებს 45000 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც დაყადაღების დროისათვის შეადგენდა დაახლოებით 86000 ლარს. აღნიშნულმა მნიშვნელოვნად შეაფერხა შ----------–--------ის ბიზნეს საქმიანობა, რათა მას მოეხდინა შემოსავლების გენერირება, ასევე კრედიტორების დაკმაყოფილება. კომპანიისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა დახლზე არსებული პროდუქციის განკარგვის შესაძლებლობას. დადებული ყადაღის გამო, კომპანიას რამდენიმე თვე ფაქტობრივად მოუცდა, ამას მოჰყვა ისიც, რომ დისტრიბუტორებმა უარი განაცხადეს საქონლის შემდგომში სარეალიზაციოდ შეტანაზე. მათმა მოქმედებამ შემოსავლების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია, რასაც შეუქცევადი სახით მოჰყვა კომპანიის წაგებაზე წასვლა. თუმცა მიუხედავად შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის და შეფერხებული ბიზნესა 2--- წელს შ-----–----“-სთვის და თ-------------–---–ისათვის მაინც იქნა გადახდილი თანხები;
შ----------–--------მა 2----–-–------------------ს კომპანიის ანგარიშების დაყადაღებამდე ორი თვით ადრე აიღო სესხი 2-0000.00 ლარის ოდენობით ს---------------–---------დან“. ამის შემდგომ 20-- წლის 1- ნოემბერს დამატებით კიდევ იქნა აღებული სესხი 70000.00 ლარის ოდენობით. აღებული თანხის ნაწილი - 1-9199.30 ლარი, მიმართულ იქნა ს-------------------–---“-ს მიერ გაცემული კრედიტის სრულად დასაფარად, რითაც კომპანიამ ბანკი ჯეროვნად გაისტუმრა, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი გაიცა კრედიტორების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის დაკმაყოფილებულ იქნა შპ-----------ც“, კერძოდ მას 20-- წლის 23 ოქტომბერს მას გადაერიცხა 1000 ლარი, 20-- წლის 17 ნოემბერს - 1000 ლარი, 20-- წლის 17 ნოემბერს - 6500 ლარი. გარდა აღნიშნული თანხებისა, შ--------------ს და შ---------------------ს“ პროდუქციის ღირებულების საფასური გადაერიცხათ სხვა ანგარიშიდანაც, როგორც ბანკის მიერ გაცემული 20-- წლის 28 მაისის ცნობებით დგინდება შ---------------------ს“ ჯამში გადაერიცხა 35500 ლარი, ხოლო შ--------------ს 116744 ლარი. ს-------------–--------ის“ ამონაწერით ასევე დასტურდება, რომ 20-- წლის ოქტომბრიდან 20-- წლის დეკემბრამდე კომპანიამ სესხის სახით აიღო და გაისტუმრა კრედიტორები 450081.06 ლარის ფარგლებში, რაც აშკარად მოწმობს კომპანიის პარტნიორთა კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას მისი კონტრაჰენტების მიმართ. მოსარჩელე კომპანია არ გამხდარა არაკეთილსინდისიერი მოქმედების მსხვერპლი და მისთვის გარკვეული თანხების გადაუხდელობა მხოლოდ წარუმატებელი ბიზნეს საქმიანობის შედეგია. მხარეთა წარსული ურთიერთობა და მოპასუხის მოქმედებები ცხადად მოწმობს, რომ შ----------–-------ს არ ჰქონია განზრახვა პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმა ბოროტად გამოეყენებინა. ამასთან, მოსარჩელეს დაუბრუნდა საქონელი, რომელიც დარჩენილი იყო მოპასუხის მფლობელობაში.
შ----------–--------მა, როგორც კეთილსინდისიერმა მსესხებელმა დაფარა ს---------------–---------“-ს ვალები, რომლებიც მას ბიზნეს საქმიანობის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დასჭირდა ლიკვიდურობის ასამაღლებლად, კრედიტორების გასასტუმრებლად თუ საქონლისა და ძირითადი საშუალებების შესაძენად. 2--- წლის 2 ოქტომბერს დაფარა პირველი სესხის ძირი 105550.50 ლარი, ასევე მეორე კრედიტის ძირი - 150000.00 ლარი. კომპანიამ დაფარა ბანკში არსებული მესამე სესხიც 352573.05 აშშ დოლარის ოდენობით, რაც იმ დროს არსებული კურსით შეადგენდა 842649.00 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ერთის მხრივ შ--------–-------ს და მეორეს მხრივ შ-------------------ს“ შორის არსებობდა ნასყიდობის ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
შ---------ო“ და შ-----------------------, შ----------–--------ს აწვდიდნენ საქონელს, მათი შემდგომი რეალიზების მიზნით, რომლის ღირებულებასაც მოპასუხე ფარავდა ეტაპობრივად.
შ--------–-------ს სრულად არ აუნაზღაურებია შ---------ოს“ მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება _ 16403.66 ლარის ოდენობით, ხოლო შ--------------------------- _ 5481.31 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ 21-39, 46-48);
- საბუღალტრო ამონაწერი (ს.ფ 19-20).
3.1.2. შ---------------------მა“ თავისი მოთხოვნის უფლება შ----------–--------ის მიმართ დაუთმო შ--------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- 2--- წლის 25 ივლისის შეთანხმება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ (ს.ფ. 40-41).
3.1.3. ვ---------------ე, გ-------------------ი, გ-------------ა და კ-----------------–---–ი წარმოადგენენ შ----------–--------ის (თითოეული 25%-იანი წილის მფლობელ) პარტნიორებს.
ვ----------------ე ამავდროულად ახორციელებს საზოგადოების ხელმძღვანელობას, წარმოადგენს კომპანიის დირექტორს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ 43-45).
3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის (საქმე N----------) განჩინებით, შ-----–----“-ს და თ-------------–---–ის სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო შ----------–--------ს კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს ჯამურად 45 000 აშშ დოლარის ფარგლებში, ასევე კომერციულ ფართში განთავსებულ შ----------–--------ის კუთვნილ მოძრავ ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განჩინება (ს.ფ 250-253).
- 29.11.20-- წლის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ 255-257);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2-.0--2--- წლის მიმართვა (ს.ფ 258);
- 1-.0--2--- წლის აქტი ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (ს.ფ 259-261);
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 21.0--2--- წლის მიმართვა (ს.ფ 265).
3.1.6. შ----------–------- რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- ამონაწერი მოვალეთა რეესტრიდან (ს.ფ 49-51).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა დანაწესით დასტურდება, რომ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
3.2.1. მხარეთა ახსნა განმარტებების, საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების საფუძველზე, არ დასტურდება რომ მოპასუხები მხრიდან ადგილი აქვს პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმის ბოროტად გამოყენებას.
სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, არაკეთილსინდისიერად ქცევის ფაქტის მტკიცების ტვირთი იმ მხარეზეა, ვინც ეჭვქვეშ აყენებს სხვის კეთილსინდისიერებას, რადგან ივარაუდება, რომ ყველა ქცევა კეთილსინდისიერია (კეთილსინდისიერების პრეზუმფცია). შესაბამისად, კომპანიის პარტნიორების მიერ შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმის ბოროტად გამოყენების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე უთითებს, რომ შ----------–--------ის მეწილეებმა მოსარჩელე მხარისათვის დავალიანების გადახდის სანაცვლოდ, შეწყვიტეს საქმიანობა და დახურეს ობიექტი, აღნიშნულით პარტნიორებმა ბოროტად გამოიყენეს პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა, რადგან იცოდნენ, რომ კრედიტორების წინაშე ისინი პირადად არ აგებდნენ პასუხს. ამასთან, პარტნიორებმა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია გადახდისუუნარო იყო არ დაიწყეს ლიკვიდაციის პროცესი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ადასტურებს, მოპასუხეთა მხრიდან შეზღუდული პასუხისმგებლობის ბოროტად გამოყენების ფაქტს შემდეგ გარემოებათა გამო:
უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ სს“თიბისი ბანკის“ მიერ გაცემულ ინფორმაციასა და დეტალურ ამონაწერებზე, რომლითაც დასტურდება, რომ რომ შ----------–--------ს შ--------------სათვის 15.08.20-3 წლიდან 05.02.20-- წლის ჩათვლით გადახდილი აქვს მიწოდებული პროდუქციის ღირებულება _ ჯამში 116744 ლარის ოდენობით, ხოლო შ---------------------ისათვის“ 26.08.20-3 წლიდან 27.03.20-3 წლის ჩათვლით ჯამში 35 500 ლარი. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 1-.1-.1-წ განჩინების საფუძველზე, 45000აშშ დოლარის ფარგლებში კომპანიის საბანკო ანგარიშებისა და მოძრავი ქონების დაყადაღებამდე, დაახლოვებით ორი თვით ადრე, 20-- წლის 2 ოქტომბრს ს---------------–--------სა“ და შ--------–------ს“ შორის საკრედიტო ხელშეკრულებების (რომელთა მიზნობრიობასაც წარმოადგენდა „---------–----------- სესხის რეფინანსირება და საბრუნავი საშუალებები) გაფორმების შედეგად, შ----------–--------მა გადაფარა როგორც სს------------------–---“-ს მიმართ არსებული დავალიანება, ასევე გაისტუმრა/შეამცირა სხვა კრედიტორთა (შ---------------------ი“, შ------–ე, შ-------------–-------ი“ და სხვა) წინაშე არსებული დავალიანებებიც, მათ შორის 23.10.20--წ. 1000 ლარი გადაურიცხა შ---------------------ს“, ხოლო 17.11.20-- წელს (უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამდე ერთი თვით ადრე) 1000 ლარის ოდენობით თანხა იქნა გადარიცხული შ---------------------ის“, ხოლო 6500 ლარი შ--------------ს ანგარიშზე; სადავოს არ წარმოადგენს, არც ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დაუბრუნდა შ--------–----1-“-ის მიერ არარეალზებული პროდუქცია;
შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ ზემოხსენებული გარემოებები, გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით, ასევე ის ფაქტი რომ კომპანიის პარტნიორთა მიერ არ განხორციელებულა დივიდენდის განაწილება _ გამორიცხავს შ--------–----1-“-ის პარტნიორთა განზრახვას პასუხისმგებლობის შეზღუდვის ფორმის ბოროტად, კომპანიის კრედიტორთა ინტერესების საზიანოდ გამოყენების თაობაზე.
საქმეში წარმოდგენილი შ----------–სა“ და ს---------------–--------ს“ შორის გაფორმებული 2--- წლის 3-------------- საკრედიტო ხელშეკრულებები, რომლის მიზნობრიობას წარმოადგენდა - შ----------–--------ის სესხის დაფარვა, რეფინანსირება ასევე ვერ ადასტურებს მოსარჩელის პოზიციის მართებულობას, რომ შ----------–--------მა კრედიტორთა სახსრებით დაფარა საბანკო დავალიანებები და ამ გზით გამოიხსნა ბანკისაგან საკუთარი პარტნიორების იპოთეკით დატვირთული ქონება.
სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოპასუხე მხარის მითითებას ისეთ ობიექტურ გარემოებაზე, როგორიცაა 20-- წლის ბოლოსათვის ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება უცხოურ ვალუტასთან (აშშ დოლართან) მიმართებით და ამ მოვლენის ნეგატიურ გავლენას კომპანიის ბიზნეს საქმიანობაზე, რაც დროის თვალსაზრისით თანხვედრაში აღმოჩნდა კომპანიის მატერიალური სახსრების დაყადაღების პროცესთან; ასევე იზიარებს მოპასუხის განმარტებას იმის თაობაზე რომ კომპანიის ფინანსურმა პრობლემებმა თავის მხრივ განაპირობა დისტრიბუტორთა მიერ შპს-სთვის მიწოდებული პროდუქციის უკან გათხოვა და უარი ახალი პროდუქციის მიწოდებაზე, რომ კომპანიას შეეზღუდა პროდუქციის რეალიზაციის შესაძლებლობა ფართზე საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად მოშლის გამო _ რაც უნდა შეფასდეს ერთობლიობაში, როგორც მეწარმე სუბიექტის მიერ სამეწარმეო საქმიანობის თანმხლები რისკის ფარგლებში განხორციელებული ბიზნეს საქმიანობის შედეგი და არა როგორც პარტნიორთა მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების მცდელობა და კომპანიის კრედიტორთა წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედებები.
მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, რომ მოპასუხეებმა არ გამოიჩინეს კეთილსინდისიერი მეწარმის გულისხმიერება და "მეწარმეთა შესახებ" კანონის მე-1- მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად არ დაიწყეს ლიკვიდაციის პროცედურები, რის შედეგადაც დაკმაყოფილდებოდნენ კრედიტორები _ სასამართლო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ "ბიზნეს გადაწყვეტილებების მართებულობის" პრეზუმციიდან გამომდინარე, თუნდაცაც მცდარი და მაღალი რისკის შემცველი გადაწყვეტილების მიღებისას დირექტორები/პარტნიორები დაცულნი არიან პირადი პასუხისმგებლობისაგან და ითვლება რომ მათ მიერ გადაწყვეტილება მიღებულულია კომპანიის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, ვიდრე არ დადასტურდება საწინააღმდეგო. რაც შეეხება აპელირებას შ----------–--------ის გადახდისუუნარობაზე, სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელე მხარის მიერ მოხმობილ განმარტებას იმის თაობაზე რომ გამჭოლი პასუხისმგებლობის" გამოყენების ერთ-ერთი საფუძველია კომპანიის "არაადეკვატური კაპიტალიზაცია, რომელიც გამჭოლი პასუხისმგებლობის გამოყენების მიზნებისათვის არ გულისხმობს კანონით დადგენილი მინიმალური კაპიტალის ქონას და მასში იგულისხმება ის შემთხვევა, როცა კომპანიის კაპიტალი ძალიან მცირე ან შეუსაბამოა იმ კომპანიის საქმიანობის სახისთვის და იმ რისკების დასაზღვევად, რომელსაც კომპანიის ბიზნეს საქმიანობა წარმოშობს. თუმცა სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მქონე, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო შ----------–--------ის გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოსათვის წარმოდგენა: სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, შ----------–----1-“-ის მიერ მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობა, სამართლებრივად არ ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ საწარმო გადახდისუუნაროა; ის გარემოება, რომ კომპანიას საკუთრებაში არ გააჩნია ქონება და დახურა სავაჭრო ობიექტი, ასევე ვერ ადასტურებს მის გადახდისუუნარობას და ფაქტს, რომ ხელშეკრულების დადების დროს კომპანიას არ შეეძლო (არ ექნება შესაძლებლობა მომავალშიც) მოსარჩელის მიმართ არსებული ვალდებულებების შესრულება ბიზნესის ჩვეულებრივ წარმოების პროცესში, რისი დასტურიცაა შესაგებელზე თანდართული შ--------–----1-“-ის ფულადი სახსრების მიმოქცევის ამსახველი წერილობითი მტკიცებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ ს--------------–--------ის“ ნაერთი ამონაწერი შ--------–----1-“-ის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ.274-311)
- 20-2 წლის 08 ნოემბრის საკრედიტო ხაზის #--------ელშეკრულება (ს.ფ 339-342);
- 201- წლის 2- მარტის საკრედიტო ხაზის #2-3--- ხელშეკრულება (ს.ფ 352-355);
- 20-3 წლის 1--------------- N------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი (საკრედიტო ხაზის) ხელშეკრულება N--------- (ს.ფ 257-360);
- 20-- წლის 0---------- N------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი (საკრედიტო ხაზის) ხელშეკრულება N--------- (ს.ფ 366-369).
- 20-- წლის 1-----–---- N------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი (-------–-------–----------------------- ხელშეკრულება N--------- (ს.ფ 373-377).
- 20-- წლის 0-----–---- შეთანხმება 2----–-–---------------–-- N--------- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების შემადგენელი (თავდებობის) ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ (ს.ფ 349-350);
- 20-- წლის 0--------------- საკრედიტო ხელშეკრულება G--------------------- (ს.ფ 408-409);
- 20-- წლის 0--------------- საკრედიტო ხელშეკრულება G--------------------- (ს.ფ 41--41-);
- 20-- წლის 0--------------- საკრედიტო ხელშეკრულება G--------------------- (ს.ფ 415-416).
- 2--- წლის 3-------------- საკრედიტო ხელშეკრულება G----------------------0 (ს.ფ 41--419);
- 2--- წლის 3-------------- საკრედიტო ხელშეკრულება G----------------------0 (ს.ფ 421-42-).
დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე.
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3, 44-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი გარემოებაა, რომ ერთის მხრივ შ--------–-------ს და მეორეს მხრივ შ-------------------ს“ შორის არსებობდა ნასყიდობის ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობები. შ---------ო“ და შ-----------------------, შ----------–--------ს აწვდიდნენ საქონელს, მათი შემდგომი რეალიზების მიზნით, რომლის ღირებულებასაც კომპანია ფარავდა ეტაპობრივად. შ----------–--------ის მიერ შ--------------ს ანგარიშზე 15.08.20-3 წლიდან 05.02.20-- წლის ჩათვლით გადარიცხული თანხების ჯამი შეადგენს 116744 ლარს, ხოლო შ----------–--------ის მიერ შ---------------------ისათვის“ გადარიცხული თანხების ჯამი 26.08.20-3 წლიდან 27.03.20-3 წლის ჩათვლით _ 35 500 ლარია.
შ--------–-------ს სრულად არ აუნაზღაურებია შ---------ოს“ მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულება _ 16403.66 ლარის ოდენობით, ხოლო შ--------------------------- _ 5481.31 ლარი.
მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ 2--- წლის 25 ივლისის შეთანხმების საფუძველზე შ---------------------მა“ საკუთარი მოთხოვნის უფლება შ----------–--------ის მიმართ დაუთმო შ--------------ს.
წინამდებარე სარჩელით შ------------ ითხოვს ფულადი ვალდებულების შესრულებას, არა შემსყიდველი კომპანიისაგან, არამედ მოპასუხეებისაგან, რომლებიც წარმოადგენენ შ--------–-------ის პარტნიორებს და მათი პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლად მიუთითებს პარტნიორთა გამჭოლი პასუხისმგებლობის არსებობაზე.
კითხვაზე თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა კომპანიის ვალდებულებებისათვის, პასუხი ცალსახაა _”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები და დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. სწორედ ამაში გამოიხატება შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც კაპიტალური საზოგადოების ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა.
„შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმა ეკონომიკური თვალსაზრისით ცალსახად გამართლებულია, რადგან იურიდიული პირის დაფუძნების ერთ-ერთი უმთავრესი უპირტესობა სწორედ ქონების გამიჯვნის პრინციპია, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, კომპანიის დამფუძნებელთა პირადი ქონების დაცვას კრედიტორთა მოთხოვნებისაგან და, მეორე მხრივ, კომპანიის ქონების დაცვას დირექტორებისა და პარტნიორების მიერ აღნიშნული ქონების პირადი სარგებლობისათვის უკანონო გამოყენებისაგან... შეზღუდული პასუხისმგებლობა, თანამედოვე ეკონომიკური თეორიის მიხედვით არ წარმოადგენს პრობლემას კომპანიის ნებაყოფლობით კრედიტორებთან მიმართებაში, რომლებსაც გააჩნიათ მოლაპარაკების საშუალება (bargaining power), რათა ხელშეკრულების მეშვეობით თავიდან აიცილონ რისკები, რომლებიც წარმოიშობა კომპანიასთან გარიგების შესვლის დროს.“
თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ, იმ შემთხვევაში თუკი დადგინდება, რომ რომ კომპანიას აღნიშნული ვალდებულებების შესრულება თავად არ შეუძლია. კერძოდ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორთა პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ნორმის დანაწესი, რომლის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს. პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის აღნიშნული წესი გამომდინარეობს დოქტრინიდან, რომელსაც სამეწარმეო სამართალში „კორპორატიული საფარველის გაჭოლვის“ ან სხვაგვარად „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ დოქტრინა ეწოდება.
კომპანიის ვალდებულებებისათვის პარტნიორთა პასუხისმგებლობის დამფუძნებელ ზემოხსენებულ ნორმასთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც “ნორმა ფართოდ განიმარტება და თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის შეზღუდვის კორპორაციული ფორმის ბოროტად გამოყენებას (მაგ. კორპორაციის, როგორც მხოლოდ პარტნიორის მიზნის მისაღწევი „ინსტრუმენტის“ დანიშნულებით გამოყენება; „კორპორაციული ფორმალობების დაუცველობა“; კორპორაციის, როგორც პარტნიორის „ალტერ ეგოს“ არსებობა), არამედ თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის ელემენტის, ბოროტად გამოყენებას, რაც გულისხმობს პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრებას კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 06 მაისის გადაწყვეტილება Nას-1-07-1-45-20--).
აღსანიშნავია, რომ "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, კომპანიის პარტნიორების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე კომპანიის ვალდებულებების მიმართ სუბსიდიურია და „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ გამოყენების საჭიროება, როგორც წესი, წარმოიშობა იმ შემთხვევაში, როცა ვალდებულება წარმოეშვა კომპანიას, მაგრამ იგი არ არის გადახდისუნარიანი. კრედიტორი, გადახდისუნარიანი პირის ძიებაში, უჩივის კომპანიის პარტნიორს და მიუთითებს, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო, ის პირადად აგებს პასუხს კომპანიის სახელით წარმოშობილი ვალდებულებებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომ მოსარჩელემ სამართლებრივი გზით სცადა დავალიანების ამოღება უშუალოდ პროდუქციის შემსყიდველი კომპანიისაგან _ შ--------–-------საგან; დღეის მდგომარეობით ასევე არ დასტურდება კრედიტორთა მიმართვის საფუძველზე საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნა.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება - სასამართლოს ვერ წარუდგინა კონკრეტულ მტკიცებულებებით გამყარებული დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტაცია, იმ გარემოების დასტურად რომ მოპასუხეებმა, როგორც შ----------–--------ის პარტნიორებმა ბოროტად გამოიყენეს პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა, კომპანიის სახსრების პირადი მიზნებით გამოყენებისა და კომპანიის მიერ კონტრაჰენტებთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზნით. შესაბამისად, შ--------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1194 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისათვის 150 ლარის ოდენობით;
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (1194 ლარიდან) ზედმეტად გადახდილი _ 537.46 ლარი, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი _ 656.54 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0------------ის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ცალ-ცალკე მოპასუხეების: ვ----------------ის (პ/ნ 0----------), გ-------------------ის (პ/ნ 0----------), გ-------------ას (პ/ნ 0----------) და კ-----------------–---–ის (პ/ნ 0----------), საქართველოში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მქონე ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მათ ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 21-84.97 ლარის ფარგლებში, გარდა ყოველთვიურად პირადი და ოჯახის უზრუნველყოფისათვის საჭირო 2000 ლარისა, რის თავისუფლად განკარგვის უფლებამოსილებაც მიეცათ მოპასუხეებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, აღარ არსებობს სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შენარჩუნების საფუძველი და ის უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ--------------ს სარჩელი ვ----------------ის, გ-------------------ის, გ-------------ას და კ-----------------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. შ---------ო“-ს დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (1194 ლარი) რომელიც გადახდილია 2--- წლის 1- ივლისს ს---------------ის“ მეშვეობით _ 537.46 ლარი.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 0------------ის განჩინება, რომლითაც, ყადაღა დაედოს ცალ-ცალკე მოპასუხეების: ვ----------------ის (პ/ნ. 0----------), გ-------------------ის (პ/ნ. 0----------), გ-------------ას (პ/ნ. 0----------) და კ-----------------–---–ის (პ/ნ. 0----------), საქართველოში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მქონე ყველა საბანკო დაწესებულებაში არსებულ მათ ანგარიშსწორების ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს 21-84.97 ლარის ფარგლებში, გარდა ყოველთვიურად პირადი და ოჯახის უზრუნველყოფისათვის საჭირო 2000 ლარისა, რის თავისუფლად განკარგვის უფლებამოსილებაც მიეცეთ მოპასუხეებს.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი