განაჩენი

სისხლის სამართლის 08.10.2018
საქმის ნომერი
330100118002346733
თარიღი
08.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №--------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თბილისი 8 ოქტომბერი, 2018 წელი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - გიორგი არევაძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე, ნინო ბურდული

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ბ-----–-–---–-.

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ზ---------------ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დაბადებული 1----–-–-------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ტ------–--------------------–---------–-.

 

ადვოკატი - ი-------–-------.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილი (ქრთამის მიცემა ე.ი. მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება და გადაცემა, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან და გაუწიოს სამსახურებრივი მფარველობა, ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად).

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. 2018 წლის იანვარში ქ----------- მუნიციპალიტეტის მერიის პ------–----------------------–-----------–-----------------–------------------ მიერ, ქ---------–------–-----------------ში განთავსებულ თ-----------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე, გამოვლენილი იქნა უკანონოდ მიმდინარე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

 

1.2. საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის ნათესავმა ზ---------------ემ, რომელიც უშუალოდ აწარმოებდა სამუშაოებს, იმისათვის, რომ ზ------------–----- სამსახურის თანამშრომლების მიერ არ მომხდარიყო დაჯარიმება, განიზრახა ქ----------- მუნიციპალიტეტის მერიის პ------–----------------------–-----------–-----------------–------------------ უფროსის - ზ--------------სათვის ქრთამის მიცემა.

 

1.3. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2018 წლის 18 იანვარს ზ---------------ე მივიდა ქ----------- მუნიციპალიტეტის მერიაში და შეხვდა ზ--------------ს, რა დროსაც შესთავაზა მფარველობა, რათა არ მომხდარიყო უკანონო მშენებლობისათვის მისი დაჯარიმება, ასევე ხელი არ შეშლოდა შემდგომში ამ მშენებლობის გაგრძელებასა და დასრულებაში, სანაცვლოდ კი ქრთამის სახით დაპირდა 3000 (სამი ათასი) ლარის მიცემას.

 

1.4. 2018 წლის 30 იანვარს, ზ---------------ემ ქ---------–---------------–-----–--------------- შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ--------------ს გადასცა ქრთამის სახით დაპირებული თანხა 3000 (სამიათასი) ლარი, რის შემდეგაც დაკავებული იქნა ა-------------–----–------------- თანამშრომლების მიერ.

 

2. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

ბრალდების მხარის მტკიცებულებები:

 

2.1. მოწმე ზ--------------მ განმარტა, რომ იგი არის ქ----------- მერიის ზ----------–------------------ უფროსი. მის მოვალეობაში შედის ქ--------- იერსახის დაცვა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობა. 2018 წლის იანვრის შუა რიცხვებში, მოძრაობდა ავტომანქანით, რა დროსაც გ--–-----------------ში შენიშნა მიმდინარე მშენებლობა, რაც ეუცნაურა, რადგან ამ ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობა არ იყო დაგეგმილი და გაუჩნდა ეჭვი, ხომ არ ჰქონდა ადგილი უკანონო მშენებლობას. სიტუაცია ადგილზე გადაამოწმა და ნახა, რომ ობიექტის უკანა მხარეს იყო აშენებული ღობე, წინა მხარეს იყო ახალი ღობის აშენების ნიშნები და მიმდინარეობდა შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. იგი გაესაუბრა მუშებს, რომლებმაც ვერანაირი საბუთი ვერ წარუდგინეს და მიუთითეს, რომ მშენებლობას ხელმძღვანელობდა ვინმე ზ-----ი, როგორც მოგვიანებით გაიგო ზ---------------ე და მას დაკავშირებოდა. შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა ზ---------------ე, რომელსაც მან მოსთხოვა დოკუმენტაცია. ბ--------ემ უპასუხა, რომ დოკუმენტაციას გადასცემდა რამდენიმე დღეში, სამსახურში მიუტანდა. იყო შაბათი დღე, თუმცა მონიტორინგის ჩატარება მას არ ეკრძალებოდა. ორშაბათს მან დაავალა მერიის ზ------------–----- თანამშრომლებს - თ----------------–-–---–ს და დ--------------ეს, გადაემოწმებინათ ადგილზე, როგორც უკანონო მშენებლობა, ასევე ადგილი ხომ არ ჰქონდა სახელმწიფო საკუთრების მიტაცებას. მან ელექტრონულად გადაამოწმა და დაადგინა, რომ ამ ობიექტზე არანაირი მშენებლობის ნებართვა გაცემული არ ყოფილა. დ--------------ემ და თ----------------–-–---–მა ობიექტი გადაამოწმეს ე.წ. ,,ჯიპიეს“ სისტემით და მონაცემების შედარებით დაადგინეს, რომ მშენებლობა გადასული იყო ე.წ. წითელ ხაზებს და იჭრებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში, რის შემდეგ მოხდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა თ-----------–---–ის სახელზე, რომელიც იყო ობიექტის მესაკუთრე, თუმცა როგორც მუშებმა უთხრეს, ამ მშენებლობას ხელმძღვანელობდა ზ---------------ე. მოგვიანებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი გადაიგზავნა სასამართლოში, რომელმაც სამართალდამრღვევად ცნო თ-----------–---–ი. ამასობაში, რამდენიმე დღეში მასთან სამსახურში გამოცხადდა ზ---------------ე. მან აუხსნა ზ---------------ეს, თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი, ასევე თუ დადგინდებოდა, რომ წითელი ხაზების დარღვევას ჰქონდა ადგილი, შესაძლოა დაჯარიმებულიყვნენ. ზ---------------ემ უთხრა, რომ მის სამუშაო ოთახში არ სურდა საუბრის გაგრძელება. შეთანხმდნენ, ქალაქის ცენტრალურ უბანში შეხვედრაზე. საღამოს შეხვდნენ ერთმანეთს და ზ---------------ემ მოსთხოვა დახმარება, რაშიც შესთავაზა თანხა 3000 ლარის ოდენობით. მას არაფერი უთქვამს, სთხოვა დრო დასაფიქრებლად, რადგან მისთვის ცნობილი იყო, რა იყო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზება. ამ ფაქტის შემდგომ მას ტელეფონით ეხმიანებოდა ზ---------------ე, რომელიც ინტერესდებოდა საქმის გაგრძელებით. ზ---------------ე ელოდებოდა მის პასუხს. ვინაიდან სახეზე იყო დანაშაული და შესაძლოა ის მიცემულიყო პასუხისგებაში დანაშაულის შესაძლო დაფარვისთვის, მან მიმართა სამართალდამცავებს განცხადებით. მოხდა მისი დაკითხვა და მოგვიანებით, ჩაერთო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. რამდენიმე დღეში მას დაურეკა ზ---------------ემ, რომელსაც იგი შეხვდა ა----–-----–-----------ის დასაწყისში, სადაც ზ---------------ეს მან ჰკითხა, თუ რისთვის უნდა მიეცა მისთვის 3000 ლარი, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ამ თანხას იხდიდა ამ საქმეში მფარველობაში, ასევე მას ჰქონდა ბევრი საქმე, რაშიც გვერდში დგომა და დახმარება დასჭირდებოდა და მისგან არაფერი გახმაურდებოდა. მეორე დღეს ზ---------------ეს კვლავ შეხვდა იმავე ადგილზე. ისაუბრეს მის ავტომანქანაში, ზ---------------ეს აინტერესებდა, 3000 ლარის გადახდის შემთხვევაში, რა გარანტიები ექნებოდა, რაზეც მიიღო დაპირება, რომ მისი თანამშრომლები ზ------------–----- სამსახურიდან, არ შეაწუხებდნენ. იგი მიმართავდა მერიას მშენებლობის ნებართვისთვის და სანამ მერია გასცემდა ამ ნებართვას, ზ------------–----- სამსახურის თანამშრომლები მას არ შეაწუხებდნენ. ზ---------------ის განმარტებით, იგი გეგმავდა სხვა მშენებლობებსაც და სამომავლოდ დასჭირდებოდა მისი მფარველობა როგორც სამშენებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით. რის შემდეგ ზ---------------ემ მას გადასცა ფულადი თანხა, მომრგვალებულად შეკრული ე.წ. ,,რეზინით“, რაც მას არ დაუთვლია, ისე გამოართვა. მან დატოვა შემთხვევის ადგილი, მიანიშნა სამართალდამცავებს, რომ თანხა ჰქონდა აღებული, რის შემდეგ მოხდა ზ---------------ის დაკავება. დაახლოებით 100 მეტრში მას მანქანაში ჩაუჯდა გამომძიებელი, მივიდნენ ა--------------–----– სამსახურში, სადაც მოხდა მისგან თანხის ამოღება, რაც მის თვალწინ დაითვალეს, იყო 3000 ლარი.

 

2.2. მოწმე დ--------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს ქ----------- მერიის ზ------------–----- სამსახურში. 2018 წლის იანვარის შუა რიცხვებში, ზ--------------მ სთხოვა ე.წ. ჯიპიეს სისტემით გადაემოწმებინათ გ--–-----------------ში მდებარე ობიექტი და მისი საზღვრები. იგი შემთხვევის ადგილზე მივიდა თ-----------------–-–---–თან ერთად და ე.წ. ,,ჯიპიეს“ სისტემის მეშვეობით დაადგინა ობიექტის კოორდინატები და შეადგინა ნახაზი. ადგილზე მას დახვდა ზ---------------ე, რომელმაც განუმარტა, რომ ობიექტი ეკუთვნოდა მის სიძეს და ის აწარმოებდა მშენებლობას, თუმცა გააჩნდა თუ არა მშენებლობის ნებართვა, მისთვის უცნობია. ნახაზზე დატანილი კოორდინატები მან გადასცა მერიის ზ------------–----- სამსახურის თანამშრომელს გ------------------ეს, რომელმაც გადაამოწმა კოორდინატები და დადგინდა, რომ მშენებლობა იჭრებოდა სახელმწიფოს საზღვრებში. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც მოხდა მისი ჩვენების ადგილზე შემოწმება.

 

2.3. იგივე დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე თ-----------------–-–---–მა.

 

2.4. მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–--------------ემ განმარტა, რომ იგი არის ს----–-–---------------------------------------------------–----–-----------------ის გამომძიებელი. 2018 წლის 30 იანვარს ქ--------–----------------–-----–-----------ზე, მიმდინარეობდა ზ---------------ესა და ქ--------- მერიის ზ------------–----- სამსახურის უფროსის ზ--------------ს შეხვედრა, რა დროსაც ზ---------------ეს ზ--------------სთვის უნდა გადაეცა ქრთამის სახით შეთავაზებული თანხა - 3000 ლარი, რაც გამოძიებისთვის ცნობილი იყო თავად ზ--------------ს განცხადების საფუძველზე. შეხვედრა მიმდინარეობდა უ---------------------------- თანამშრომლების კონტროლის ქვეშ. შეხვედრა შედგა ზ--------------ს ავტოამანქანაში, რომელიც გაგრძელდა 6-7 წუთს, რის შემდეგ ზ---------------ე ჩაჯდა მის ,,ჰუნდაის“ მარკის ავტომანქანაში. ზ--------------მ მიანიშნათ, რომ ზ---------------ემ გადასცა მას თანხა, რის შემდეგ მან, გ--------------ესთან და გამომძიებელ ა-–------------–---–თან ერთად დააკავა ზ---------------ე.

 

2.5. მოწმის სახით დაკითხულმა გ--------------ემ განმარტა, რომ იგი არის ს----–-–---------------------------------------------------–----–-----------------ის გამომძიებელი. 2018 წლის 30 იანვარს ზ---------------ე უნდა შეხვედროდა მერიის ზ------------–----- სამსახურის უფროსს ზ--------------ს და მისთვის ქრთამის სახით უდა მიეცა 3000 ლარი, რათა მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებში გაეწია სამსახურებრივი მფარველობა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს ქ--------–----------------–-----–-----------ზე. შეხვედრისას ზ--------------ს თანხმობით, ხორციელდებოდა ფარული აუდიო-ვიდეო თვალთვალი. ზ---------------ე ჩაჯდა ზ--------------ს ავტომანქანაში, საიდანაც 7-10 წუთში ზ---------------ე გადმოვიდა და ჩაჯდა მის ავტომანქანაში. ზ--------------მ მიანიშნათ, რომ ზ---------------ემ გადასცა მას ქრთამი, რის შემდეგაც მან, ლ-–--------------ემ და ა-–------------–---–მა დააკავეს ზ---------------ე.

 

2.6. იგივე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა-–------------–---–მა.

 

2.7. მოწმე ა-----------------ემ განმარტა, რომ იგი არის ს----–-–---------------------------------------------------–----–-----------------ის გამომძიებელი. იგი აწარმოებდა გამოძიებას ქრთამის მიცემის ფაქტზე, რომელიც დაიწყო 2018 წლის 21 იანვარს, როდესაც ა-------------–----– დეპარტამენტს განცხადებით მიმართა ზ--------------მ. მან ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებებისა, მათ შორის გამოკითხა სადავო ობიექტზე დასაქმებული ორი მუშა, რომელთაგან ერთმა დაუდასტურა, რომ ზ---------------ის მითითებით, რაღაც პერიოდი მშენებლობა იყო შეჩერებული, რადგან ზ---------------ეს უნდა გაერკვია მერიაში მშენებლობის კანონიერების საკითხი. 2018 წლის 30 იანვარს იგი იმყოფებოდა ქ-------ში, ე.წ. ,,ბ--–-------“ დასახლებაში ე.წ. ,----------------- კიბესთან, იმ ავტომანქანიდან, სადაც ერთმანეთს შეხვდნენ ზ-------------- და ზ---------------ე, დაახლოებით 5-6 მეტრში და კარგად ხედავდა, როგორ ჩაჯდა ავტომანქანაში ზ---------------ე და როგორ გადასცა ზ--------------ს თანხა. შეხვედრის შემდეგ იგი გაყვა ზ--------------ს საგამოძიებო ორგანომდე, სადაც ზ--------------სგან მან ამოიღო ქრთამის სახით გადაცემული თანხა.

 

2.8. მოწმე გ-------------ემ განმარტა, რომ იგი არის ზ---------------ის მეზობელი. ზ---------------ის ღობე ინგრეოდა, იყო მეწყერსაშიში მდგომარეობა და გამაგრებითი სამუშაოების საწარმოებლად მას დაუკავშირდა ზ---------------ე. იგი სამუშაოებს ასრულებდა მის რვაკაციან ე.წ. ,,ბრიგადასთან“ ერთად. სამშენებლო სამუშაოებისას უკანა ეზოს ღობე გახსნეს, რათა მოჭრილი მიწა გადაეყარათ და ხევის გამაგრებითი სამუშაოები ეწარმოებინათ. ზ---------------ის თხოვნით, სულ დაახლოებით 10 დღე მოუწია მუშაობა, რადგან მერე ზ---------------ემ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა, რადგან მისივე განცხადებით მშენებლობის პროექტი იყო დასამტკიცებელი მერიაში. ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში ზ---------------ე დააკავეს. სამუშაოების შესრულების პერიოდში მას მშენებლობის ობიექტზე მერიის წარმომადგენელი არ უნახავს.

 

2.9. იგივე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა გ----------–---–მა.

 

2.10. მოწმე თ-----------–---–მა განმარტა, რომ ზ---------------ე არის მისი ცოლის ძმა. ქ---------–------–-----------------ში მდებარე სახლი 2010 წლიდან, ზ---------------ის შვილის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, იყო დროებით მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული, თუმცა მას ამ სახლში არასდროს უცხოვრია. მისი შვილებისგან, რომლებიც 2017 წლამდე ცხოვრობდნენ გ--–-----------ზე მდებარე ზ---------------ის სახლში, ცნობილია, რომ ზ---------------ე ადგილზე აწარმოებდა სასტუმროს მშენებლობას, თუმცა გააჩნდა თუ არა სამშენებლო ნებართვა, მისთვის უცნობია და არც ის იცის ვინ აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს. მას პირადად არ მიუმართავს მერიისთვის რაიმე სამშენებლო ნებართვის გასაცემად. მოგვიანებით, ვინაიდან ეს ქონება იყო მის სახელზე რეგისტრირებული, მოხდა მისი დაჯარიმება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის მისაკუთრებასთან დაკავშირებით. 2017 წლის ბოლოს მან გენერალური მინდობილობა გადასცა ზ---------------ეს, ხოლო ორ თვეში საკუთრების უფლება გადასცა ზ---------------ის შვილს.

 

2.11. საჯარო რეესტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქ-------ი, გ--–--------------ში, საკადასტრო კოდი 0------------ მესაკუთრეა თ-----------–---–ი.

 

2.12. საჯარო რეესტრის 2018 წლის 12 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე ქ.ქ-------ი, გ--–--------------ში, საკადასტრო კოდი 0------------ მესაკუთრეა თ-----------–---–ი.

 

2.13. ქალაქ ქ--------- მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N-- დადგენილებით, დამტკიცდა ქალაქ ქ--------- მუნიციპალიტეტის მერიის პ------–----------------------–-----------–-- - ზ------------–----- სამსახურის დებულება, რომლის მიხედვით, სამშენებლო საქმიანობაზე ზ------------–----- განყოფილების ფუნქციებში, მათ შორის შედიოდა 1) ქალაქ ქ--------- მუნიციპალიტეტში მშენებარე შენობა–ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო–ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ–სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით. 2) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება.

 

2.14. ქალაქ ქ--------- მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 4 დეკემბრის N----- ბრძანებით, ზ-------------- გადაყვანილი იქნა ქალაქ ქ--------- მუნიციპალიტეტის მერიის პ------–----------------------–-----------–-- - ზ------------–----- სამსახურის ხელმძღვანელად 2017 წლის 4 დეკემბრიდან.

 

2.15. ქალაქ ქ--------- მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 31 იანვრის N------- წერილით, ქ----------- მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზ------------–----- სამსახურში ქ---------–------–--------------ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე ან მიწის ნაკვეთზე (------------------ რაიმე სახის განცხადება არ შესულა და მშენებლობის ნებართვა არ გაცემულა.

 

2.16. ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის N---------– დადგენილებით, თ-----------–---–ს გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ასევე მიეთითა, რომ უნდა უზრუნველყოს თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის გათავისუფლება.

 

2.17. სასამართლოში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ზ---------------ესა და ზ--------------ის 2018 წლის 29 იანვრის და 30 იანვრის შეხვედრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები:

 

ა) 2018 წლის 29 იანვრის ჩანაწერში: ზ--------------ს კითხვაზე, თუ რაში უხდიდა მას 3000 ლარს ზ---------------ე, ეს უკანასკნელი პასუხობს, რომ მის მშენებლობაზე არ უნდა მისულიყვნენ ზ--------------ს სამსახურიდან და რაც დასჭირდებოდა, გვერდით დასდგომოდა. ზ---------------ე სთხოვს ზ--------------ს, თუ არის შესაძლებელი, რაიმე საბუთის გაკეთება, თითქოს მის მშენებლობაზე ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. ზ---------------ე ასევე არწმუნებს ზ--------------ს, რომ მასთან დაახლოება და თანამშრომლობა უნდა. ზ---------------ის თქმით, მას უნდა, რომ სანდო ადამიანები გახდნენ ერთმანეთისთვის, რადგან სამომავლოდ დასჭირდება კიდევ ზ--------------ს დახმარება. ზ-------------- უხსნის ზ---------------ეს, რომ მას მშენებლობის უკანა მხარეს აქვს დარღვევა, რაზეც ზ---------------ე პასუხობს, რომ პროექტი უკვე კეთდება.

 

ბ) 2018 წლის 30 იანვრის ჩანაწერში: ზ---------------ის შეკითხვაზე, რა ხდება? ზ-------------- პასუხობს, რომ ყველაფერი მოგვარებულია და მისი სამსახური არ შეაწუხებს ზ---------------ეს. ზ-------------- ახსენებს ზ---------------ეს მის სიტყვებს: ,,მოგცემ 3000 ლარს, რომ არავინ შემაწუხოსო“. ზ---------------ე ინტერესდება, შესაძლებელია თუ არა ისეთი დოკუმენტის დამზადება, თითქოს ობიექტი შეამოწმეს და ყველაფერი რიგზეა, რაზეც ზ--------------სგან უარი მიიღო. ზ-------------- უხსნის, რომ ერთადერთი, რაც კეთდება არის პროექტის წარდგენა, რის შემდეგ პრობლემა არ შეექმნება. ზ-------------- კიდევ ერთხელ უმეორებს ზ---------------ეს, რომ 3000 ლარს იმაში აძლევს მას ზ---------------ე, რომ მისმა თანამშრომლებმა არ შეაწუხონ, რაზეც იღებს ზ---------------ის დასტურს. ზ---------------ე ეუბნება, რომ შიში არავისი ექნება, რის შემდეგ გადასცემს ქრთამის სახით თანხას.

 

2.18. დაკავების ოქმის თანახმად, 2018 წლის 30 იანვარს 13:39 საათზე, ქ.ქ-------ში, დ-----------–-----–----------------ის მოპირდაპირე მხარეს მდგომ ავტომანქანაში დაკავებული იქნა ზ---------------ე.

 

2.19. ამოღების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 30 იანვარს 15:20-15:50 საათზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება ამოღება, რა დროსაც გამომძიებელმა ა-----------------ემ ზ--------------სგან ამოიღო ზ---------------ის მიერ მისთვის ქრთამის სახით გადაცემული თანხა 3000 ლარი (30 ცალი ასლარიანი კუპიურა).

 

დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

2.20. მოწმის სახით დაკითხულმა დ-------------მ განმარტა, რომ იგი არის ზ---------------ის მეზობელი. ქ---------–------–-----------------ში მდებარე ზ---------------ის შვილის სახლი იყო ძველი და ზ---------------ე აწარმოებდა სარემონტო, ხოლო უკან (ხევის) მხარეს - გამაგრებით სამუშაოებს. 2018 წლის 13 იანვარს, ზ---------------ემ უთხრა, რომ სარემონტო სამუშაოები შეაჩერა, რადგან მერიიდან იყვნენ მისული და იბარებდნენ, აპირებდა ვითარების გარკვევას. დაახლოებით ათ დღეში, იგი იყო ზ---------------ესთან ერთად, რა დროსაც მას დაურეკეს და საღამოს 20:00 საათისთვის დაიბარეს მერიაში, სადაც მარტო უნდა წასულიყო. მან ასევე ნახა, როგორ დაურეკეს ერთხელ ზ---------------ეს, რომელიც იყო სამუშაო ფორმაში და როგორ წავიდა იგი შეხვედრაზე. მან შესთავაზა გაყოლა, რაზეც ზ---------------ემ უპასუხა, რომ მარტო უნდა წასულიყო. მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ--------------ეს ჰქონდა რაღაც გადაცდომა და მერიის თანამშრომელი შეპირდა ამ პრობლემის მოგვარებას. მისთვის ცნობილი იყო, რომ პრობლემის მოგვარებაში ზ---------------ეს სთხოვდნენ თანხას და იგი წუხდა, რომ მოთხოვნილი თანხა იყო დიდი და იყო ამით უკმაყოფილო. რამდენჯერაც იგი შეესწრო ზ---------------ის საუბარს, საუბრის ინიციატორი ყოველთვის იყო კომუნიკაციის მეორე მხარე. მისთვის ცნობილია, რომ პროექტი იყო უკვე მზად და უნდა შეეტანათ მერიაში დასამტკიცებლად. რაც შეეხება მიმდინარე მშენებლობას, პროექტის დამტკიცებამდე ადგილი ჰქონდა მხოლოდ იმ კედლის აშენებას, რომელიც იყო ჩამონგრეული, შესრულდა შელესვითი და მოსამზადებელი სამუშაოები.

 

2.21. მოწმე ნ--------------ემ განმარტა, რომ იგი არის ზ---------------ის მეუღლე. 2012 წელს მათ შეიძინეს ქ---------–------–-----------------ში მდებარე სახლი მათი არასრულწლოვანი ვაჟისთვის, სადაც მათი ვაჟის სრულწლოვანებამდე ცხოვრობდა მისი მული, ოჯახით. 2017 წელს გადაწყვიტეს მათი შვილისთვის გაერემონტებინათ სახლი. ეზოს უკანა მხარეს არის ხევი, რომელსაც სჭირდებოდა გამაგრება, რის გამოც შესრულდა აუცილებელი გამაგრებითი სამუშაოები. ამ პერიოდში მის მეუღლეს შეკვეთილი ჰქონდა მშენებლობის პროექტი, რომლის დამუშავების პერიოდში მაინც ასრულებდა სამუშაოებს, რათა დრო არ დაეკარგა და საქმე წინ წაეგდო. მისთვის ცნობილია, რომ მერიიდან იყვნენ მისული მშენებლობაზე, უკითხავთ, თუ ვინ იყო მეპატრონე და ჩაიწერეს მისი მეუღლის კოორდინატები. მეორედ მისვლისას აუხსნიათ, რომ აუცილებელი იყო პროექტის წარდგენა, რაზეც მისმა მეუღლემ აუხსნათ, რომ პროექტი ჰქონდა შეკვეთილი და წარადგენდა. მისი მეუღლისგან იცოდა, რომ მერიის წარმომადგენელმა დაიბარა და სთხოვა შეხვედრა, ამასთან დაპირდა საკითხის მოგვარებას, რადგან შესაძლოა ჯარიმა გამოეწერათ. მერიის თანამშრომელმა ორჯერ დაიბარა მისი მეუღლე, ერთხელ მერიაში, მეორედ ბაღში და ორივეჯერ სამუშაოს შემდეგ, საღამოს საათებში შეხვდა. მისი მეუღლე იმედოვნებდა, რომ შესაძლოა ჯარიმას გადარჩენილიყო, რადგან შეღავათს უკეთებდნენ და შესაძლოა პროექტის დასრულებასაც აცდიდნენ. შეხვედრებზე არავინ არ მიყავდა, რადგან მარტო შეხვედრას სთხოვდნენ. დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე მისი მეუღლე ეჭვობდა, რომ შესაძლოა დაეკავებინათ.

 

2.22. მოწმის სახით დაკითხულმა შ-----–---–--ემ განმარტა, რომ იგი ასრულებდა ქ.ქ-------ში, გ--–-----------ზე მდებარე ზ---------------ის სახლის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს. მან მოგვიანებით გაიგო, რომ მშენებლობაზე მისული იყვნენ მერიიდან, რაღაც დარღვევებთან დაკავშირებით, რასაც იგი პირადად არ შესწრებია. ერთ დილას, საუზმისას ზ---------------ემ უთხრა, რომ ვერ დალევდა, რადგან მერიაში მიდიოდა. მისთვის ცნობილია, რომ მშენებლობას სჭირდებოდა პროექტი, რომელიც მზადდებოდა. ქუჩის მხარეს ჩამოშლილი იყო კედელი, რომელიც ცვიოდა სავალ გზაზე და ადგილი ჰქონდა ავარიულ სიტუაციებს, რის გამოც შესრულდა გამაგრებითი სამუშაოები.

 

2.23. ბრალდებულმა ზ---------------ემ განმარტა, რომ იგი ფლობდა სახლს ქ.ქ-------ში, გ--–-----------ზე, სადაც ღობე იშლებოდა და გაამაგრა, მხოლოდ 7 სმ-იანი თხელი ე.წ. ,,ბეტონის“ კედლით. მან მხოლოდ შიდა სამუშაოები შეასრულა მის სახლში და უკანა მხარეს მიაშენა პატარა ფართი. 2018 წლის 12 იანვარს, მის სახლში მივიდა მერიის ზ------------–----- უფროსი ზ--------------, რომელსაც თან ახლდა თ-----------------–-–---–ი და დ--------------ე. ზ--------------მ უთხრა, რომ ზარი ჰქონდათ მიღებული უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით, რაც მას გაუკვირდა. აუხსნეს, რომ აწარმოებდა უკანონო მშენებლობას, თუმცა რაიმე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. იყო მისი დაბადების დღე, ზ-------------- შეიპატიჟა სუფრასთან, რაზეც უარი მიიღო. 15 იანვარს დ--------------ე და თ----------------–-–---–მა აზომეს სამშენებლო ობიექტი ე.წ. ჯიპიეს სისტემით, თუმცა რა წერტილები დააფიქსირეს, მისთვის უცნობია. დ--------------ემ უთხრა, რომ მათ აინტერესებდათ წინა ღობის კოორდინატები, რომელიც მართლა ცდებოდა მისი საკუთრების საზღვრებს მხოლოდ 7 სმ-ით და არა 2-3 მეტრით, როგორც ეს დ--------------ემ მიუთითა ოქმში. იგი მართალია სამომავლოდ აპირებდა სასტუმროს აშენებას მის მიწაზე, თუმცა იმჟამად არავითარ უკანონო მშენებლობას არ აწარმოებდა. მას შეკვეთილი ჰქონდა სასტუმროს პროექტი, მის სახლში სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად პროექტი არ შეუკვეთავს. 18 იანვარს დაურეკა ზ--------------მ ორჯერ, მანამდეც დაურეკა 2-3-ჯერ და დაუთქვა შეხვედრა. ვინაიდან შეხვედრა ეხებოდა ნახაზებს, მან შესთავაზა არქიტექტორთან ერთად მისვლა, რაზეც უარი მიიღო. მივიდა მერიაში ზ--------------სთან შესახვედრად. ჯ-----ამ კაბინეტში დაუდო მაგიდაზე ნახაზი და მიუთითა, რომ ჰქონდა დარღვევა. მან შესთავაზა, რომ მიიყვანდა არქიტექტორს და გაერკვიათ. ზ--------------მ უთხრა, საღამოს 7-8 საათზე გადმომირეკეო. საღამოს გადაურეკა ზ--------------ს, რომელსაც ჰკითხა რა ხდებოდა. დათქვეს შეხვედრა ქალაქის ცენტრში. ჯ-----ას მითითებით მივიდა ბაღთან, რამაც დააეჭვა. ჩაუჯდა მანქანაში, რა დროსაც ზ--------------მ შესთავაზა, ტელეფონები მანქანაში დაეტოვებინათ. დასხდნენ სკამზე და საუბრისას ზ--------------მ უთხრა, რომ მისი ჯარიმები რომ დაეჯამებინათ 12000 ლარს მიაღწევდა. იგი დიდი ხანია მერიაში მუშაობდა, მიეცა მისთვის რაღაც თანხა და ყველაფერს მოუგვარებდა. 12000 ლარის ჯარიმის გადახდას ერჩია მისთვის გადაეხადა 3000 ლარი. ამ საუბრის მერე, მეუღლეს უთხრა, რომ იყო ადამიანი რომელიც 3000 ლარს სთხოვდა და შარს გადაყრიდა. დილით, მის არქიტექტორს ე-----–---------------სთან ერთად, მივიდა მერიაში, თუმცა ზ-------------- კაბინეტში არ დახვდა, უთხრა რომ არ ეცალა და თავად დაურეკავდა. 29 იანვარს უცხო ნომრით დაურეკა და სთხოვა ცოტა ხანში მისთვის გადაერეკა. მოგვიანებით ისევ დაურეკა, სხვა ნომრიდან და უთხრა, რომ იმ დღეს აუცილებლად უნდა შეხვედროდა ე.წ. ,,ბ--–-------“ დასახლებაში, კიბეებთან. 29 იანვარს მასსა და ზ--------------ს შორის შედგა სამი სატელეფონო საუბარი, აქედან ორი უცხო ნომრით, რაც საქმის მასალებში არ დევს. ჩანაწერები დამონტაჟებულია და შინაარსი შეცვლილია. იგი სულ ექვსჯერ შეხვდა ზ--------------ს და აქედან ყველა შეხვედრის ინიციატორი იყო ზ--------------. იგი ზ--------------ს ხვდებოდა, რადგან ეს უკანასკნელი იბარებდა და ეუბნებოდა, რომ მოუგვარებდა ყველაფერს, დოკუმენტალურად შეუქმნიდა ყველაფერს, თითის დაკარება არაფერზე დასჭირდებოდა, ყველაფერში გვერდში დაუდგებოდა. იგი ფიქრობდა, რომ ზ-------------- კანონიერი საფუძვლით ეხმარებოდა, მას სანაცვლოდ არაფერი შეუთავაზებია და არც დაპირებია. დაკავების დღეს ზ--------------მ უთხრა, რასაც შეგპირდი, აგისრულე, ჩემგან არავინ მოგაკითხავსო. იგი დოკუმენტს სთხოვდა ზ--------------ს, რათა მისი არქიტექტორისთვის ეჩვენებინა, რომ გაერკვია, რაში სდებდნენ ბრალს. მას ზ--------------სთვის 3000 ლარი არ გადაუცია.

 

ბრალდებულის განმარტებით, მის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა დანაშაულის პროვოკაცია, რადგან როგორც ბიზნესმენზე, მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა 2012 წლიდან მისი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო.

 

2.24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; №37801/97; §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, 19/04/1994; 16034/90; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, №21522/93; /29/05/1997; §43).

 

2.25. დაცვის მხარის მტკიცებით: 1) ზ---------------ის მიმართ ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას. 2) სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ფარული ჩანაწერების ნაწილი, ზ-------------- უცნობი ნომრებით უკავშირდებოდა ზ---------------ეს, რაც მთლიანობაში აზრს უცვლის მთლიანი მასალის გააზრებას. ასევე, კანონის დარღვევით მოხდა ზ--------------სგან თანხის 3000 ლარის ამოღება, რადგან პოლიციის განყოფილებამდე არის 5-10 წუთის სავალი გზა, ხოლო ვიდეოჩანაწერის გათიშვიდან ამოღების ოქმის დაწყებამდე გასულია დაახლოებით 45 წუთი. ამასთან, შეუსაბამოა ზ--------------ს და ა-----------------ის ჩვენებები, რადგან ზ--------------მ განმარტა, რომ იგი მარტო მივიდა უშიშროების განყოფილებაში, ხოლო ა-----------------ემ დაადასტურა, რომ ზ--------------მ ავტომანქანაში თანხა დაითვალა, რაც დაინახა პირადად, შემდეგ ჩაუჯდა მას მანქანაში და ერთად წავიდნენ უშიშროების განყოფილებაში. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2.26. 1) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლოსთვის ცნობილია ის სირთულეები, რაც დამახასიათებელია პოლიციის საქმიანობასთან, რომელიც უკავშირდება მტკიცებულებების მოძიებასა და შეგროვებას დანაშაულის აღმოჩენისა და გამოძიების მიზნით (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Tchokhonelidze v. Georgia). ამ სამუშაოს შესრულების მიზნით, ისინი სულ უფრო მეტად საჭიროებენ საიდუმლო აგენტების, ინფორმატორებისა და ფარული პრაქტიკის გამოყენებას, კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლაში (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 49). სახელისუფლებო ორგანოებს განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდებისთვის მიმართვა უწევთ, რაც განსაკუთრებით საჭიროა ორგანიზებულ დანაშაულსა და კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების გამოძიების პროცესში. ამასთან, დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა, რომ განსაკუთრებული საგამოძიებო მეთოდები, კერძოდ, ფარული ოპერაციების ჩატარების ტექნიკა თავისთავად არ არღვევს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ ასეთი ტექნიკის გამოყენება დაკავშირებულია დანაშაულის წაქეზების რისკთან, მათი გამოყენება მკაცრად დაცულ ფარგლებში უნდა იყოს დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 51) ამასთან დაკავშირებით სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ პოლიცია უფლებამოსილია ჩაატაროს ფარული ოპერაციები, მაგრამ არა წააქეზოს დანაშაული (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე Khudobin V. Russia, პარ. 128).

 

2.27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დანაშაულის წაქეზების თაობაზე მსჯელობს ორი მიმართულებით საპროცესო და მატერიალური ტესტის შესაბამისად. საპროცესო ტესტი - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზება შეიძლება მიჩნეული იქნას მე-6 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მომჩივანს სასამართლო განხილვის პროცესში საშუალება ჰქონდა განეცხადებინა შეპასუხების, ან სხვა ფორმით, რომ ადგილი ჰქონდა დანაშაულის წაქეზებას, და მოცემული საკითხი სასამართლოს მიერ იქნა შესწავლილი. მხოლოდ ისეთი ზოგადი გარანტიების არსებობა, როგორიცაა მხარეთა თანასწორობა, ან დაცვის უფლებების პატივისცემა, არ არის საკმარისი დასაშვები (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პარ. 69). ამასთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში შეისწავლის prima facie საჩივარი მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზების თაობაზე წარმოადგენს თუ არა არსებით არგუმენტს ბრალდებულის დასაცავად ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ან წარმოადგენს თუ არა მოცემული არგუმენტი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის საფუძველს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Bannikova v. Russia, პუნქტი 54).

 

2.28. ამდენად, სასამართლო თავდაპირველად დაცვის მხარის მიერ წამოჭრილ არგუმენტთან დაკავშირებით მსჯელობს საპროცესო ტესტის კონტექსტში და აღნიშნავს, რომ ზ---------------ის სისხლის სამართლის საქმეზე სრულად არის დაცული ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დანაშაულის წაქეზების თაობაზე დადგენილი სტანდარტები. მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ედავა შესაძლო დანაშაულის პროვოკაციის თაობაზე, კერძოდ: დაცვის მხარე ამის თაობაზე უთითებდა მის შესავალ და დასკვნით სიტყვებში, დაკმაყოფილდა დაცვის მხარის შუამდგომლობები, რომლებიც შეეხებოდა წერილობითი მტკიცებულებების დაშვებასა და მოწმეთა დაკითხვას, საქმის არსებითად განხილვისას გამოკვლეული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მოწმის სახით დაიკითხა დაცვის მხარის მოწმეები - დ-------------, ნ--------------ე, შ-----–---–--ე, თავად ბრალდებული ზ---------------ე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მოცემულობის პირობებში სრულად იქნა დაკმაყოფილებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ტესტი, ვინაიდან დაცული იყო შეჯიბრებითი პროცესის უფლება და დაცვის მხარეს ჰქონდა ეფექტური შესაძლებლობა ედავა შესაძლო პროვოკაციის თაობაზე. რაც შეეხება შეფასებას და მსჯელობას, თუ რატომ არ არის სახეზე მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის წაქეზება (პროვოკაცია) აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო იმსჯელებს მატერიალური ტესტის ფარგლებში.

 

2.29. მატერიალური ტესტი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მხილების მიზნით დანაშაულის წაქეზებასა და ლეგიტიმურ ფარულ ოპერაციებს შორის გამიჯვნის მიზნით, დანაშაულის წაქეზება განსაზღვრა როგორც სიტუაცია, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების, ან უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლები, ან მათი ინსტრუქციებით მოქმედი სხვა პირები, არ შემოიფარგლებიან მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის პასიური გამოძიებით, არამედ მტკიცებულებების მოძიებისა და წარმოების დაწყების მიზნით ისეთ ზემოქმედებას ახდენენ სუბიექტზე, რომ იგი ხელს უწყობს ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენას (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Ramanauskas v. Lithuania, პუნქტი 55).

 

2.30. იმის დადგენისას, იყო თუ არა გამოძიება „ძირითადად პასიური“ ხასიათის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ფარული ოპერაციის განმაპირობებელ მიზეზებს, და სახელისუფლებო ორგანოების წარმომადგენლების ქცევას შეისწავლის, კერძოდ: სასამართლო ადგენს ობიექტური ეჭვის არსებობას იმის თაობაზე, რომ მომჩივანი დანაშაულებრივ საქმიანობაში იყო ჩართული, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის განზრახვა გააჩნდა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Bannikova v. Russia, პუნქტი 38). აღსანიშნავია, რომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებამდე უნდა არსებობდეს ობიექტური ეჭვი და არა ზოგადი ინფორმაცია დანაშაულში პირის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ, თუმცა არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რამდენიმე გადაწყვეტილება, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განმცხადებლის წინასწარგანწყობა შესაძლოა ასევე დაადასტუროს მისმა ქმედებებმა უშუალოდ საგამოძიებო ოპერაციის მსვლელობისას და არ გამორიცხა დანაშაულის ჩადენის წინასწარი განწყობის დადასტურების შესაძლებლობა ასეთი ფორმით (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Toran and Schymik v. Romania, პუნქტი 58; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 6 აპრილის განჩინება საქმეზე Shannon v. the United Kingdom , განაცხადი N67537/01 )

 

2.31. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მატერიალური ტესტის ფარგლებში თავდაპირველად უნდა შეფასდეს იყო თუ არა ზ---------------ე დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული ან გააჩნდა თუ არა წინასწარგანწყობა დანაშაულის ჩასადენად ვიდრე დაიწყებოდა ფარული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ აღნიშნული, პირველი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ საკითხზე (დანაშაულებრივი საქმიანობისა და დანაშაულის ჩადენის წინასწარგანწყობის არსებობას) მსჯელობას, ზ---------------ის დანაშაულებრივი წინასწარგანწყობის დასადგენად, სასამართლო მოიხმობს ,,თორანისა და შიმიკის“, ასევე ,,შენონის“ საქმეებს, რომლებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დანაშაულებრივი წინასწარგანწყობა სწორედ ოპერაციის მსვლელობის დროს გამოვლენილი აქტივობებით დაადგინა, რაც რელევანტურია ზ---------------ის სისხლის სამართლის საქმესთან, კერძოდ: სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ზ---------------ესთან დაკავშირება არ მომხდარა ოპერატიული თანამშრომელის მიერ, მისი მოთხოვნით ან სურვილით. პირიქით, როგორც 2018 წლის 29 იანვრის, ასევე 2018 წლის 30 იანვრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიდან უტყუარად დასტურდება, სწორედ ზ---------------ის აქტიური როლი და დაინტერესება მოეწესრიგებინა მის უკანონო მშენებლო ბასთან დაკავშირებული საკითხები. საუბარში სწორედ ზ-------------- ეკითხება ზ---------------ეს, თუ კონკრეტულად რაში უნდა გადაუხადოს ზ---------------ემ მას 3000 ლარი, რა დროსაც ზ---------------ე უხსნის, რომ ამ თანხას უხდის მფარველობაში, რათა მის დაქვემდებარებაში მყოფი საზედამხედველო სამსახურის თანამშრომლებმა არ გადაამოწმონ მისი მშენებლობა მანამ, სანამ არ ექნება სათანადო ნებართვა. ზ---------------ე საუბარში არაერთხელ აღნიშნავს, რომ მათი ,,თანამშრომლობა“ მომავალშიც გაგრძელდება, ასევე აიმედებს ზ--------------ს, რომ მისგან არაფერი გახმაურდება, რაც ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დანაშაული სწორედ ბრალდებულის ინიცირებულია, სწორედ ის ალაგებს დანაშაულებრივ სქემას, უხსნის ზ--------------ს, კონკრეტულად რისთვის გადაუხდის მას ქრთამს და სანაცვლოდ რა მოქმედების (უმოქმედობის) მოლოდინი აქვს მისგან და არა პირიქით.

 

2.32. სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურატურისა და სასამართლო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების - 2018 წლის 29 და 30 იანვრის ვიდეო-აუდიო ჩანაწერებით ცალსახად დადასტურებულია ზ---------------ის წინასწარგანწყობა დანაშაულის ჩასადენად, ხოლო კიდევ ერთი კრიტერიუმი რაც მნიშვნელოვანია დანაშაულის პროვოკაციის მატერიალური ტესტის შეფასების კონტექსტში - ბრალდებულის მიმართ ზეწოლის გამოყენების ინტენსივობა ზ---------------ის აქტიური როლისა და დაინტერესების პირობებში სახეზე არ არის (თითქმის ნულის ტოლია) და დანაშაულის წაქეზების ეს ელემენტიც არ არსებობს.

 

2.33. ამდენად, დაცვის მხარის არგუმენტაცია ზ---------------ის დანაშაულის ჩადენაში წაქეზების შესახებ არ არის საფუძვლიანი და სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას გაიზიაროს დაცვის მხარის ეს ვერსია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა აღნიშნულ საკითხზე სიღრმისეული მსჯელობა და დანაშაულის წაქეზების ფაქტი არ დადასტურდა.

 

2.34. 2) რაც შეეხება დაცვის მხარის ვერსიას, რომ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ჩანაწერების ნაწილი, ზ-------------- უცნობი ნომრებით უკავშირდებოდა ზ---------------ეს, რაც მთლიანობაში აზრს უცვლის მთლიანი მასალის გააზრებას, ჩანაწერები დამონტაჟებულია, ასევე თითქოს კანონის დარღვევით მოხდა ზ--------------სგან თანხის ამოღება, რადგან პოლიციის განყოფილებამდე არის 5-10 წუთის სავალი გზა, ხოლო ვიდეოჩანაწერის გათიშვიდან ამოღების ოქმის დაწყებამდე გასულია დაახლოებით 45 წუთი. იმ ვითარებაში, როდესაც დაცვის მხარეს ჰქონდა საკმაო დრო და შესაძლებლობა დაცვის სათანადოდ განხორციელებისთვის, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს წინაშე ისეთი არგუმენტების გაჟღერების შემთხვევაში, რომელიც ადვილად გადამოწმებადია, პირველ შემთხვევაში თუნდაც ტელეფონზე შემავალი-გამავალი ზარების ნუსხის გამოთხოვით, მეორე შემთხვევაში ექსპრტიზის დასკვნის წარმოდგენით (რომელიც დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზით არ წარედგინა სასამართლოს) და არქიტექტორის - ე-----–------------ის დაკითხვით (რომელიც დაცვის მხარის მტკიცებით, შეესწრო ზ---------------ისა და ზ--------------ს შეხვედრას მერიაში), მესამე შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის/საგამოძიებო ვერსიის შემოწმების გზით, სასამართლოს უჩნდება მოლოდინი იმისა, რომ მხარე მისი არგუმენტების დასადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენს, მაშინ როდესაც დაცვის მხარეს ამ მტკიცებულების მოპოვების უფლებაც ჰქონდა და შესაძლებლობაც და ეს არამც და არამც არ იქნება მტკიცების ტვირთის შეცვლა, პირიქით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნებოდა საკუთარი მტკიცების საგნის საპროცესო მოწინააღმდეგისთვის დაკისრებას. რაც შეეხება მოწმეთა სანდოობის საკითხს, რაზეც დაცვის მხარე ასევე უთითებდა, თითქოს შეუსაბამოა ზ--------------ს და ა-----------------ის ჩვენებები, რადგან ზ--------------მ განმარტა, რომ ქრთამის გადაცემის შემდეგ იგი მარტო მივიდა უშიშროების განყოფილებაში, ხოლო ა-----------------ემ დაადასტურა, რომ ზ--------------მ ავტომანქანაში თანხა დაითვალა, რაც დაინახა პირადად, შემდეგ ჩაუჯდა მას მანქანაში და ერთად წავიდნენ უშიშროების განყოფილებაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ან პატიოსნად ცდება, ან შენგებულად ცდილობს ფაქტების არასწორ ინტერპრეტირებას, რადგან სასამართლოში მოწმეების ზ--------------ს და ა-----------------ის დაკითხვისას, ორივე მათგანმა ცალსახად დაადასტურა, რომ ზ-------------- პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელთან ერთად მივიდა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ჩაუჯდა მას ავტომანქანაში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებებს შორის ისეთი არსებითი წინააღმდეგობა, რაც ფასს დაუკარგავდა მათ სანდოობას, სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევით არ დადგენილა. სასამართლო აქვე მიმოიხილავს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებებს და განმარტავს, რომ არც ერთი წარმოდგენილი მოწმე არ არის დანაშაულის თვითმხილველი, ამდენად მათი მონათხრობი დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებით არის ნაკლებად სანდო, თუმცა მოწმეები, იმ ინფორმაციის ფარგლებში, რაც მათთვის არის ცნობილი, ცდილობენ სასამართლოს დარწმუნებას, თითქოს ზ---------------ე არ ყოფილა აქტიური მერიის თანამშრომელთან ურთიერთობაში, რადგან მასთან სატელეფონო კომუნიკაციის ინიციატორი ყოველთვის იყო მეორე მხარე. სასამართლოს მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია განაჩენის დასაბუთების ამ ნაწილში იმსჯელოს ზ---------------ის აქტიურ როლზე დანაშაულის ჩადენისას, რადგან ზ---------------ის მოქმედებები ამ კუთხით ამომწურავად შეაფასა დანაშაულის შესაძლო პროვოკაციაზე მსჯელობისას. რაც შეეხება დაცვის მხარის მოწმეთა მინიშნებების საპირწონედ, თითქოს ზ---------------ე მშენებლობას ახორციელებდა კანონის ფარგლებში, სასამართლო იშველიებს ქ--------- სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის N---------– დადგენილებას, რომლითაც, თ-----------–---–ს გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა, ასევე მიეთითა, რომ უნდა უზრუნველყოს თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის გათავისუფლება, რაც ცალსახად დასტურია იმისა, რომ ზ---------------ის მიერ განხორციელებული მშენებლობისას ადგილი ჰქონდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწაზე შეჭრას (მისაკუთრებას).

 

2.35. ამდენად, სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევიან ისინი ერთობლიობაში, კერძოდ: მოწმეების ზ--------------ს, თ-----------------–-–---–ის, დ--------------ის ჩვენებებით, ქ--------- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და 2018 წლის 29 და 30 იანვრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით (სადაც არც თვითონ ზ---------------ე უარყოფს, რომ ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა), უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ---------–------–--------------ის მშენებლობის დროს ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევას. მოწმე ზ--------------ს ჩვენებით, 2018 წლის 29 და 30 იანვრის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ---------------ემ შესთავაზა ზ--------------ს ფულადი თანხა 3000 ლარის ოდენობით და აუხსნა, რომ ამ თანხას უხდიდა მისი სამსახურებრივი მფარველობის მისაღებად, რათა ამ უკანასკნელის დაქვემდებარებაში მყოფი ქ----------- მერიის ზ------------–----- სამსახურის თანამშრომლები არ მისულიყვნენ მასთან მშენებლობაზე, მანამ სანამ არ ექნებოდა სათანადო წესით დამტკიცებული პროექტი. მოწმეების ზ--------------ს, ლ-–--------------ის, გ--------------ის, ა-–------------–---–ის, ა-----------------ის ჩვენებებით და 2018 წლის 30 იანვრის ფულადი თანხის ამოღების ოქმით უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ---------------ემ ზ--------------ს ქრთამის სახით გადასცა 3000 ლარი. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. - 1.4. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქრთამის მიცემა (აქტიური კორუფცია), ე.ი. მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება და გადაცემა, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან და გაუწიოს სამსახურებრივი მფარველობა. ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ქმედება ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად. ამ დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა პრესტიჟი და ავტორიტეტი, ასევე მათი ნორმალური ფუნქციონირება. ობიექტურად ქრთამის მიცემა დამთავრებულია მოხელისათვის ქრთამის მიღების შეთავაზების ან დაპირების მიღების მომენტიდან. ქრთამის მიცემა განზრახი დანაშაულია და პირდაპირი განზრახვით ხასიათდება.

 

3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ---------------ემ, რომელსაც ქ---------–------–--------------ში მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხორციელდებოდა კანონის დარღვევით, სურდა ქ----------- მერიის ზ------------–----- სამსახურის უფროსის მფარველობის მიღება, რათა ამ უკანასკნელს და მისი სამსახურის თანამშრომლებს თავი შეეკავებინათ მისი სამშენებლო ობიექტის შემოწმებისგან, არ დაეჯარიმებინათ კანონდარღვევისთვის, მანამ სანამ არ ექნებოდა სათანადო ნებართვა (პროექტი), რისთვისაც შესთავაზა და გადასცა ზ--------------ს 3000 ლარი. ამდენად სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ქრთამის მიცემის, ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად, შემადგენლობისათვის აუცილებელი ყველა ნიშანი.

 

3.4. აღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეზე შეკრებილია გონივრულ ეჭვს მიღმა საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ცალსახად და დამაჯერებლად ადასტურებს, რომ ზ---------------ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - ქრთამის მიცემა ე.ი. მოხელისათვის პირდაპირ ფულის შეთავაზება და გადაცემა, რათა ამ მოხელემ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან და გაუწიოს სამსახურებრივი მფარველობა, ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1 ზ---------------ეს პასუხისმგებლობის განსაკუთრებული შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.

 

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რისთვისაც მსჯავრი უნდა დაედოს ზ---------------ეს, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

 

5.4. სასამართლო ზ---------------ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის მოტივს - პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას - თანამდებობის პირის დაყოლიებას კორუფციულ გარიგებაზე, რაც განსაკუთრებულ გაკიცხვას საჭიროებს, ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს - რაც გამოიხატა კანონის გვერდის ავლით არა მარტო საკუთარი პრობლემების მოგვარებაში, არამედ მოხელის კორუფციულ სქემაში ჩართვაში, ასევე სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის არაეთიკურ ქცევას სასამართლო სხდომის დარბაზში, რასაც შედეგად მოყვა მის მიმართ სასამართლოს მხრიდან წესრიგის დარღვევის გამო სხდომის დარბაზიდან გაძევება, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ არსებობს მოლოდინი სახელმწიფოსაგან, რომ იგი დასჯის ყველას, ვინც კორუფციული გარიგებებით საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს ინსტიტუტების პრესტიჟს და ავტორიტეტს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს ზ---------------ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ---------------ის მიმართ სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენება იქნება არაგონივრული ლმობიერება, რაც ნამდვილად ვერ შეუწყობს ხელს სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელებას - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და ხელს შეუწყობს ზ---------------ის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

6.1.სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები: ზ--------------სგან ამოღებული, ქრთამის სახით მიცემული ფული 3000 ლარი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა გადაეცეს სახელმწიფო ბიუჯეტს. ზ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1465 ლარი, 7000 ლარი, სალაროს გასავლის ორდერი, შავი ფერის საფულე, მასში მოთავსებული 1621 აშშ დოლარი, 11 ლარი, მართვის მოწმობა, მოქალაქის პირადობის მოწმობა, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ორი პლასტიკური ბარათი, 49600 ლარი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული მაგთიკომის სიმ-ბარათით და მეხსიერების ბარათით და სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ბილაინის ფირმის სიმ-ბარათით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ორი DVD-R და ერთი CD-R დისკი, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ზ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ ზ---------------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 30 იანვრიდან.

 

3. ზ---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები:

 

· ზ--------------სგან ამოღებული, ქრთამის სახით მიცემული ფული 3000 ლარი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, გადაეცეს სახელმწიფო ბიუჯეტს.

· ზ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1465 ლარი, 7000 ლარი, სალაროს გასავლის ორდერი, შავი ფერის საფულე, მასში მოთავსებული 1621 აშშ დოლარი, 11 ლარი, მართვის მოწმობა, მოქალაქის პირადობის მოწმობა, ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, ორი პლასტიკური ბარათი, 49600 ლარი, სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული მაგთიკომის სიმ-ბარათით და მეხსიერების ბარათით და სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული ბილაინის ფირმის სიმ-ბარათით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

· ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ორი DVD-R და ერთი CD-R დისკი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გიორგი არევაძე