გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.11.2018
საქმის ნომერი
080310018002426468
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/279-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - დ-------ნ ბ-–--ე

წარმომადგენელი - ნათია ჩხ------ი. ნინო შა-----–--ე

მოპასუხე - ქ. ქუთაისის მუ--–----–--------------ა

მესამე პირი - სს ,,ენე---------------------ა“

დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. მოპასუხე ქ. ქუთაისის მუ--–----–--------------აზე, დ-------ნ ბ-–--ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი, (მდებარე ქ. ქუთაისი ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ), ენე---------------------ას საკუთრებაში არსებული 10 კლ.ვატ. მაღალი ძაბვის მიწისქვეშა კაბელისაგან გათავისუფლების დავალება.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ გამოცხადებული აუქციონის შედეგად 2013 წლის 25 ოქტომბერს 870 ლარად შეიძინა 55.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315.

 

2017 წელს, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, რაც შეჩერდა ენერგო ,,პრო ჯორჯია“-ს მიერ, რადგან დადგინდა, რომ აუქციონზე გასაყიდად გამოტანილ მიწის ნაკვთზე გადიოდა ენე---------------------ას საკუთრებაში არსებული 10 კლ/ვატ. მაღალი ძაბვის მიწისქვეშა კაბელი. მოპასუხემ არ გაათავისუფლა მიწის ნაკვეთი ენერგო ,,პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაში არსებული 10 კლ/ვატ. მაღალი ძაბვის მიწისქვეშა კაბელისგან და პასუხად აცნობა, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმული იყო.

 

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხემ სათანადოდ არ გამოიკვლია და აუქციონზე სარეალიზაციოდ წარმოადგინა ნაკლის მქონე ნივთი, მანვე უნდა მოახდინოს აღნიშნული ნაკლის გამოსწორება.

 

2.1. მოპასუხე ქ. ქუთაისის მუ--–----–--------------ის მიერ წერილობითი შესაგებელი წარმოდგენილი არ არის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და შესაბამისად სასამართლოსათვის მოპასუხის პოზიცია უცნობია.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მესამე პირის - სს ენერგო ,,პრო ჯორჯია“-ს წარმომადგენლებმა ტარიელ შვანგირაძემ და ნათია სვანიძემ განმარტეს, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მათი მარწმუნებელი ორგანიზაცია სრულ ტექნიკურ დახმარებას გაუწევს მოპასუხეს და დ-------ნ ბ-–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთს, მდებარე ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ, გათავისუფლებს ენერგო ,,პრო ჯორჯია"-ს საკუთრებაში არსებული 10 კლ.ვატ. მაღალი ძაბვის მიწისქვეშა კაბელისგან. მათივე განმარტებით, ხარჯები უნდა აანაზღაუროს მოპასუხემ.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 21 ნოემბერს გაცემული N219 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დ-------ნ ბ-–--ის საკუთრებაში აღირიცხა უძრავი ნივთი მდებარე ქალაქი ქუთაისი, ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ.

მტკიცებულება:

- საკუთრების უფლების მოწმობა (ტ.1. ს.ფ. 15-25).

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 26).

 

3.1.2. ენერგო ,,პრო ჯორჯია“-ს გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის პასუხით დადგენილია, რომ ქუთაისში, ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ენერგო ,,პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაში არსებული 10 კლ.ვატ. მაღალი ძაბვის მიწისქვეშა კაბელი.

მტკიცებულება:

- ენერგო ,,პრო ჯორჯია“-ს გენერალური დირექტორის მიხეილ ბოცვაძის პასუხი (ტ.1. ს.ფ. 27-29);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1.ქალაქ ქუთაისის მუ--–----–--------------ს მოადგილის იუზა უგულავას პასუხით დადგენილია, რომ უარი ეთქვა დ-------ნ ბ-–--ეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, მდებარე ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ, ენერგო ,,პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაში არსებული 10 კლ.ვატ. ძაბვის მიწისქვეშა კაბელისაგან გათავისუფლებაზე.

 

იმავე პასუხით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ვალდებული იყო თვითონვე მოეძია ინფორმაცია აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილი ნივთის შესახებ.

მტკიცებულება:ქალაქ ქუთაისის მუ--–----–--------------ს მოადგილის იუზა უგულავას პასუხი. (ტ.1. ს.ფ. 30-31);

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ-------ნ ბ-–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ. ქუთაისი ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ, განთავსებულია ენერგო ,,პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაში არსებული 10 კლ.ვატ. მაღალი ძაბვის მიწისქვეშა კაბელი.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 21 ნოემბერს გაცემული N219 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე დ-------ნ ბ-–--ის საკუთრებაში აღირიცხა აღნიშნული უძრავი ნივთი, მდებარე ქალაქი ქუთაისი, ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ. დადგენილია, რომ ნივთი შეძენილია აუქციონზე.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

4.1. სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ დ-------ნ ბ-–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

-საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს დავადებულება ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

კერძოდ - მოპასუხე ქ. ქუთაისის მუ--–----–--------------აზე, დ-------ნ ბ-–--ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე (მდებარე ქ. ქუთაისი ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ), გამავალი ენერგო ,პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაში არსებული 10 კლ.ვატ. მაღალი ძაბვის მიწისქვეშა კაბელისაგან გათავისუფლების დავალება.

 

ასეთი სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქმედების განუხორციელებლობა (უმოქმედობა) იყოს უკანონო და ქმედების განხორციელებაზე უარის თქმით უშუალო და პირდაპირი ზიანი უნდა ადგებოდეს მოსარჩელე მხარეს. ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ ქალაქ ქუთაისის მუ--–----–--------------ს მოადგილის იუზა უგულავას პასუხზე, რომლითაც დადგენილია, რომ უარი ეთქვა დ-------ნ ბ-–--ეს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, მდებარე ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ, ენერგო ,,პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაში არსებული 10 კლ. ვატ. ძაბვის მიწისქვეშა კაბელისაგან გათავისუფლებაზე.

 

იმავე პასუხით, დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ ვალდებული იყო თვითონვე მოეძია ინფორმაცია აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილი ნივთის შესახებ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის არსებითად სწორად გადაწყვეტისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ გარემოების დადგენა-გამოკვლევას, ევალებოდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს აუქციონზე სარეალიზაციოდ ნივთობრივად უნაკლო ნივთის გამოტანა.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით - ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. იმავე მუხლის მეორე ნაწილით - ნაკლს უთანაბრდება, თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს, სულ სხვა ნივთს, მცირე რაოდენობით ან, თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე

 

6.4. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეაფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

 

თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის - ქონების მართვის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით, სამსახურის ფუნქციაა თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობაში /იჯარა, აღნაგობა, უზურფრუქტი, თხოვება, ქირავნობა/ აუქციონის ფორმით გადაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტების მომზადება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის მერიის შესაბამისმა სამსახურმა სათანადო კვლევის გარეშე აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოიტანა უძრავი ნივთი, რომელიც ნივთობრივი ნაკლის მქონე აღმოჩნდა.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ამდენად, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების განხორციელება, ნებისმიერი სახის გარიგების დადება, ან სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლია მხოლოდ მესაკუთრეს. შესაბამისად სწორედ მესაკუთრეს ეკისრება ვალდებულება უზრუნველყოს სათანადო სამშენებლო ნორმების დაცვა, მის საკუთრებაში არსებული ნაგებობის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობა და შემდგომში კანონშესაბამისი ექსპლუატაცია.

 

6.5. წინამდებარე შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ აუქციონზე შეიძინა რა უძრავი ნივთი მდებარე ქუთაისში, ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ. მასზე დაიწყო სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რაც შეჩერდა ენერგო ,,პრო ჯორჯია“-ს მოთხოვნით, რადგან აღმოჩნდა, რომ ქუთაისში, ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებულია ენერგო ,,პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაში არსებული 10 კლ.ვატ. მაღალი ძაბვის მიწისქვეშა კაბელი. ამდენად უდავოდ დადგენილია, რომ აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილი მიწის ფართი ჩვეულებრივი სარებლობისათვის (ნაგებობის აღმართვა) უვარგისია, რადგან დადგენილია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, ჯერ კიდევ მის გასხვისებამდე, განთავსებული იყო ს.ს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი 10 კვ. მიწისქვეშა საკაბელო ქსელი, რაც ქუთაისის მუ--–----–--------------ას ავალებდა, აუქციონის დანიშვნამდე უპირობოდ გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილება არეგულებს რა უსაფრთხოების საკითხებს და ურთიერთობებს ქსელის მესაკუთრესა და მიწათმოსარგებელს შორის, აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს იმ პირთათვის, რომელთა საკუთრებაშიც ან სარგებლობაშიც მოექცევა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზები. კერძოდ, ამავე დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად, 10 კვ. ძაბვის მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზისათვის დადგენილია 1 მეტრიანი დაცვითი ზონა ხაზის ორივე მხარეს განაპირა კაბელებიდან.

 

6... გარდა ამისა, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო დანიშნულების მიწა თუ მასზე განთავსებულია „საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის (სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, კანალიზაციის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები“. რადგან ეს კანონი ემსახურება სწორედ იმ მიზნებს, რომ ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით დარეგულირდეს ურთიერთობა და ხელოვნურად არ მოხდეს იმ პრობლემების წარმოქმნა, რომელთა თავიდან აცილებაც ადვილი შესაძლებელია მხარეთა წინდახედულობითა და საკითხების წინასწარ შესწავლითა და გაანალიზებით.

შესაბამისად, ქუთაისის მუნიციპალიეტეტის მერიას, ვიდრე მოახდენდა სადაო მიწის ნაკვეთის გასხვისებას, უნდა მოეხდინა საკითხის შესწავლა, გაანალიზება და მხარისათვის გასასხვისებელი ქონების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების გზით უნდა მოეხდინა ქონების გასხვისება. მაგრამ მან უგულვებელყო ეს საკითხი, რითიც არა მხოლოდ მოსარჩელის ინტერესი და უფლებები შეილახა, არამედ საფრთხის ქვეშ დადგა იმ აბონენტთა ელ.მომარაგებაც, რომელიც ხორციელდება სადაო მიწის ქვეშ განთავსებული ელ.სადენით.

 

6.7. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით (მანამდე საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 27 დეკემბრის №964 ბრძანებულებით), დამტკიცებულია ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები". აღნიშნული წესი აწესრიგებს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესა და ქსელის მესაკუთრეს შორის ურთიერთობებს, რომლის თანახმად, ქსელის მესაკუთრეს აქვს უპირატესი უფლება ისარგებლოს ელექტრული ქსელის დაცვის ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთით. მოცემული ნორმატიული აქტის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ქმედება, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირების მოშლა, კერძოდ: ა) ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობების, ხიდების კოლექტორების, გვირაბების, საავტომობილო გზებისა და რკინიგზის რეკონსტრუქცია. ბ) ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ მანქანა-მექანიზმების გავლა, რომელთა სიმაღლე აღემატება 4,5მ-ს. გ) ავტოგასამართი სადგურებისა და საწვავ-საპოხი მასალების საცავების მოწყობა, დ) სადენებზე და ანძებზე საგნების შეგდება, მათი მიდგმა თუ მიბმა, ანძებზე ასვლა და აშ. ე) ელექტრული ქსელების ხაზობრივ ნაგებობებთან მისასვლელი გზების ლიკვიდირება ან ჩახერგვა, თუ არ არსებობს ალტერნატიული მისასვლელი (მისასვლელი გზა უნდა იყოს არანაკლებ 3 მეტრი სიგანის). ამდენად, მოხმობილი კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ელექტრული ქსელის დაცვის ზონაში მოხვედრილ მიწის ნაკვეთზე მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია.

„ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ქსელის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ კანონი დაინტერესებულ პირს აკისრებს ქსელის გადატანის ვალდებულებას გარკვეული პირობებით.

 

6.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად - თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

ამდენად უდავოდ დადგენილია, რომ აუქციონზე სარეალიზაციოდ გამოტანილი მიწის ფართი ჩვეულებრივი სარებლობისათვის (ნაგებობის აღმართვა) უვარგისია და მოპასუხე ქუთაისის მერიას უნდა დაევალოს აღნიშნული ნაკლის გამოსწორება, კერძოდ - ქუთაისში, ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ. დ-------ნ ბ-–--ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ენერგო ,,პრო ჯორჯია“-ს საკუთრებაში არსებული 10 კლ.ვატ. მაღალი ძაბვის მიწისქვეშა კაბელისგან საკუთარი ხარჯებით გათავისუფლება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე დ-------ნ ბ-–--ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ასევე იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილია 600 (ექვსასი) ლარი, რომლის ანაზღაურებაც ზემოდასახელებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ქუთაისის მუ--–----–--------------ას.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

სარჩელზე უზრუნველყოფა არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს დ-------ნ ბ-–--ის სარჩელი.

 

2. დაევალოს ქ. ქუთაისის მუ--–----–--------------ას, დ-------ნ ბ-–--ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამავალი (მდებარე ქ. ქუთაისი ნიკეას ქ. N 44-ის დასავლეთით, ს/კ 03.05.22.315, 55.0 კვ.მ) ენე---------------------ას საკუთრებაში არსებული 10 კლ/ვატ. მაღალი ძაბვის მიწისქვეშა კაბელისაგან გათავისუფლება.

 

3. ქალაქ ქუთაისის მუ--–----–--------------ას დაეკისროს დ-------ნ ბ-–--ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. ქალაქ ქუთაისის მუ--–----–--------------ას დაეკისროს დ-------ნ ბ-–--ის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 600 (ექვსასი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე